შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეული სტუმარი (3-4 თავი)


18-04-2016, 10:05
ავტორი murachashvili
ნანახია 5 241

მესამე თავი
როგორც ყოველთვის დედა ამჯერადაც ღელავდა, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მისი თანხლებით არ მივდიოდი, როგორც წესი ექსკურსიებზე, კლასის ქეიფებსა თუ ცეკვის გასტროლებზე გაფრთხილება: - „მივდივართ მშობლების გარეშე!“ - მე არ მეხებოდა. ყველამ იცოდა, რომ დედაჩემისთვის სიტყვა „არა“ არ არსებობდა, ის აუცილებლად წამოვიდოდა.
თავიდან თითქოს აპროტესტებდნენ ბავშვები, თუმცა საბოლოოდ ამაშიც სარგებელი ნახეს. ჩვენს ნებისმიერ გასვლას დედა უწევდა ორგანიზებას, ეძებდა ავტობუსს, რომელსაც „ნორმალური“ მძღოლი ეყოლებოდა, ეძებდა რესტორანს, სადაც „ჯანსაღი“ საკვები იქნებოდა, სასტუმროს ღამის გასათევად და სხვა. მოგეხსენებათ ასეთი საკითხების მოგვარება დიდად არავის ხიბლავდა. თითქოს ყოველი წუთი გაწერილი ჰქონდა. ბავშვებიც იმდენად მიეჩვივნენ მის ყველგან ყოფნას, რომ როცა სადმე წასვლა სურდათ და მშობლებს ვერ ითანხმებდნენ, მაშინვე ხმამაღლა აცხადებდნენ: - „კაიშაურის დედა“ იქნება ჩვენთან და ის მოგვხედავსო.
ამის შემდეგ იწყებოდა მშობლების გაუთავებელი რეკვა დედასთან და საბოლოოდ ბავშვები თანხმობასაც იღებდნენ. დედას სახელი ვინმესთვის რომ გეკითხათ ალბათ ვერც გეტყოდნენ, დიდიან პატარიანად „კაიშაურის დედას“ ეძახდნენ.
მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ნინიკოსთან ჩემი სტუმრობა პირველი მარტო წასვლა გახლდათ. კი მიშვებდა, მაგრამ ვაი ამ გაშვებას. წარა-მარა მარიგებდა. თითქოს დიდი ბარგი არ უნდა მქონოდა, მაგრამ ერთი საკმაოდ მოზრდილი ჩანთა მაინც გამივსო, უკვე მერამდენედ ამბობდა:
- მთაში სიცივე იქნება და თბილი ტანისამოსი დაგჭირდებაო!. - საკუთარი სიტყვების კიდევ უფრო გასამყარებლად amindi.ge-ზე ნანახ პროგნოზს იშველიებდა და კიდევ ერთ შარვალსა და ქურთუკს მონდომებით ტენიდა უკვე გავსებულ ჩანთაში.
- რეზინის ხომ არაა, გასკდება !... - ვდუდღუნებ და ვრეკავ ნინისთან, რომელიც ალბათ მეათედ მაინც მეუბნება, რომ სულ რაღაც ხუთ წუთში ჩემთან იქნებიან.
დედა კიდევ ერთხელ მკოცნის და სამსახურში გარბის. ერთი კი ვიფიქრე, ჩალაგებულ ბარგს ცოტას გამოვაკლებ მეთქი, მაგრამ ნინიმაც დარეკა ქვემოთ გელოდებითო. შეძლებისდაგვარად სწრაფად გავვარდი სახლიდან. ძლივს მივაგორე ჩემოდანი სადარბაზოს კარებამდე, იქვე მდგომი შავი ML-ის ტიპის ავტომობილიდან ბედნიერებისგან ყურებამდე გაკრეჭილი ნინიკოც დავინახე, მძღოლის მხრიდან საკმაოდ მაღალი, წაბლისფერ თმიანი ალბათ ასე ორმოცდაათ წლამდე მამაკაცი გადმოვიდა, თვალები მასაც ნინის მსგავსად მოლურჯო-მომწვანო ფერის ჰქონდა.
ცუდად ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ რატომღაც ხევსურეთიდან ჩამოსული ბიძა სრულიად სხვაგვარი წარმომედგინა, წვერიანი, ცოტა ჯმუხი შესახედაობის, ასეთ სიმპატიურსა და დახვეწილს ნამდვილად არ ველოდი.
- ნინის ბიძა, ლევან გოგოჭური...- გამეცნო ის, ჩემს პასუხს აღარც დალოდებია, მისი თვალიერებითა და შეფასებით დაკავებულს, ჩემი საკმაოდ მძიმე ჩანთა გამომართვა და ვიდრე საუკუნის უნახავივით ნინის ვეხუტებოდი ხელის მსუბუქი მოძრაობით ავტომობილის საბარგულში მოათავსა.
- ისე ერთი-ორი ჩანთა კიდევ ხომ არ დაგემატებინათ, რაღაც ცარიელია?! - ირონიულად შეათვალიერა ბარგით გავსებული საბარგული და ღრენით გვკითხა მე და ნინის.
აშკარად არ ველოდი ასეთ ტონს, დამფრთხალმა მეგობარს შევხედე და თავის მართლების რეჟიმში ამოვიბლუყუნე:
- ჩემი ნება რომ ყოფილიყო საერთოდ არაფერს წამოვიღებდი, მაგრამ დედაჩემს.... თუმცა ნინიკოს მზერის დანახვაზე მყისვე ვჩუმდები:
- ასეთი ჯიჯღინა რომ ხარ, ამიტომაც დარჩი ცოლის გარეშე!.... - მხიარულად ეუბნება ბიძას, მეგობრის სახის დანახვაზე სიცილი ვერ შევიკავე და ავკისკისდი, თუმცა როგორც კი მამაკაცის შეკრული შუბლი და გაბრაზებული თვალები შევნიშნე მყისვე გავჩუმდი.
- პუნქტუალობა თქვენ არ იცით და არაფერი, ნახევარი საათის წინ უნდა გავსულიყავით... - ისევ იღრინებოდა კაცი და ბღვერით უმზერდა მის გვერდით მეტიჩარა სახით მჯდომ დისშვილს. ძნელი მისახვედრი არ იყო, აშკარად არ მოვეწონე ლევანს. მისი ხელახლა პროვოცირება არ მსურდა, ავტომობილის უკანა სავარძელში მოვთავსდი და ყურსასმენები გავიკეთე.
- ყველა სიკეთესთან ერთად შენი მეგობარი უზრდელიც ყოფილა... - ვიდრე სასურველ მუსიკას მოვძებნიდი მამაკაცის ხმა მომესმა. ალბათ დარწმუნებული იყო, რომ მისი სიტყვები არ მესმოდა და ნინიკოს ესაუბრებოდა, ან იქნებ პირიქით სურდა კიდევაც ნათქვამი გამეგონა.
- ახალი აღმოჩენა, შენს გარდა ეს არავის უთქვამს, უზრდელი? რატომ?! - გაიოცა მეგობარმა და ინტერესით მიაჩერდა ბიძას.
- ერთი საათის სავალიც არაა, დავიჯერო იმდენად არ სიამოვნებს ჩვენთან ერთად მგზავრობა, რომ ყურსასმენებს იკეთებს ჩვენი ხმა რომ არ გაიგონოს?
მისმა ნათქვამმა სიტყვებმა უნებურად გული მატკინა, არ იფიქროთ თითქოს ვღელავდი უცნობი ჩემზე რა წარმოდგენის იქნებოდა, ყოველთვის ვცდილობდი სხვისი აზრი გამეთვალისწინებინა და უფროსებისგან საყვედური არ მიმეღო. არ მესიამოვნა, რატომღაც მეწყინა მისი რეპლიკა, ცრემლები მომაწვა ბოღმისგან, უცხო რომ ყოფილიყო ალბათ დამსახურებულ პასუხსაც გავცემდი, მაგრამ უახლოესი მეგობრის ბიძისთან სიტყვის ამოღებაც ვერ გავბედე, იმდენი კი გავიაზრე, რომ ყურსასმენების მოხსნა არ ივარგებდა, არ მინდოდა მიმხვდარიყო მათი საუბარი რომ მესმოდა. ყელში ბოღმისგან მოწოლილი ბურთი ხმაურით გადავყლაპე, ცრემლების დასამალად გვერდზე გავიხედე და ფანჯრიდან მცხეთის ულამაზეს ხედებს დავაკვირდი.

მეოთხე თავი
რამოდენიმე წუთით ჩუმად მივდიოდით, საბოლოოდ დუმილი ნინიკომ დაარღვია, ჩემკენ შემობრუნდა და მკითხა:
-გვანცას ელაპარაკე?
ყურსასმენები მოვიხსენი და ისე ვკითხე: - რამე მკითხე?
- გვანცას ელაპარაკე?
- გუშინ საღამოს დამირეკა.
- მერე?
- რა მერე?! - ვერ მივუხვდი კითხვას.
- ასე მითხრა ნიკუშას არ მოსწონს მარიამი შენთან რომ მოდისო.. - ჩუმად მეჩურჩულება ნინი.
- ვერ გავიგე?! - წამით მავიწყდება ჩვენთან ბიძამისის ყოფნა და ხმას ვუწევ. -ნიკუშას რატომ უნდა შევუთანხმო სად წავალ და სად არა?! - ჩურჩულზე გადავდივარ მეც.
- ასე მითხრა შეყვარებულები არიანო... - თვალები ეშმაკურად უციმციმებს მას. აშკარად არ ველოდი ასეთ რამეს, ამჯერად სიცილს ნამდვილად ვერ ვიკავებ და გულიანად ვხარხარებ.
- ბოდიშს ვიხდი, რაღაც გამომრჩა? ჩემსა და ნიკას შორის მეგობრობის გარდა არაფერია, მისი შეყვარებული როდის აქეთ ვარ?! ის ჭარტალა ენა ძირში უნდა ამოაცალოს კაცმა, ან რატომ არის ამით დაინტერესებული? - ლევანს აღარ ვერიდები, საკმაოდ ხმამაღლა ვეკითხები მე.
- რა გითხრა, როგორც გოგოებისგან გავიგე, თურმე გვანცას მოსწონს, ალბათ გადამოწმება უნდოდა თქვენს შორის რამე ხდება თუ არა. მე შენს ადგილზე თბილისში ჩასვლისას ყველაფერს გავარკვევდი...
- მერე დაამშვიდე?! შენ მაინც ხომ იცოდი, რომ ჩვენს შორის არაფერია? - ოდნავ ირონია შერეული ხმით ვეკითხები მეგობარს.
- თქვენ ცხოვრებას მარტივად უყურებთ, არადა მამაკაცს შეიძლება ისე უყვარდე, ამას ვერც კი მიხვდე... - საუბარში ჩაერია ლევანიც.
მისმა მოულოდნელმა რეპლიკამ ცოტა არ იყოს შემაკრთო: - შეუძლებელია, ნიკა ასეთი არაა, სხვანაირად არ შემომხედავს, ჩემი მეგობარია.. - ისევ ჯიუტად, ღრენით ვიმეორებ.
- ოღონდ მე ნუ მეჩხუბებით და იყოს მეგობარი, არავინ გიშლით... - ჩვენი დიალოგით აშკარად გახალისებულს ეცინება მამაკაცს.
- ამის დაცინვაღა მაკლდა.. - ვბურტყუნებ ჩემთვის და გაბუსხული ვუმზერ ნინიკოს, თითქოს მისი ბრალი იყოს გვანცას ეჭვიანობა.
მიუხედავად ლევანის ჯიჯღინისა ვაგვიანებთო, რამოდენიმე წუთით ავტომობილი ჟინვალ გესთან გავაჩერებინეთ, სამახსოვროდ წყლის ფონზე ფოტოებიც გადავაღებინეთ და გზაც გავაგრძელეთ.

ფასანაურს გასცდა თუ არა ავტომობილმა მარჯვნივ გადაუხვია, წვრილ ხეობაში საკმაოდ მოხერხებულად მიიკვლევდა გზას. მოულოდნელად, თითქმის არსაიდან პატარა დასახლებაც გამოჩნდა, ლევანმა ავტომობილი ერთ-ერთ საკმაოდ მოზრდილ ეზოსთან გააჩერა, ავტომობილიდან ბარგი სწრაფად გადმოიღო, ეზოში მდგომ ბელეტაჟის ტიპის სახლში შეიტანა.
- ავტომობილს აქ დავტოვებთ, სალოცავამდე გზა არ მიდის, ფეხით უნდა ავიდეთ... - მიხსნიდა ნინიკო.
სუნთქვაშეკრული, მონუსხული ვაკვირდებოდი ბუმბერაზ მთებს, თავზე რომ დამყურებდნენ.
- ტაძრამდე შორია?
- იქნება ორ კილომეტრამდე... - ნინიკოს ნაცვლად პასუხი ბეჭებზე ზურგჩანთა მოკიდებულმა ბიძამისმა გამცა - თუ მზად ხართ, წავიდეთ!
როგორც მითხრეს, ეკლესია მთიულებს ერთ-ერთი მთის წვერზე აეშენებინათ, ამ სალოცავს „წიფორის წმინდა გიორგის“ სახელით მოიხსენიებდნენ. ყოველ გიორგობას სხვადასხვა კუთხეში ჩასახლებული მთიულები ისევ საკუთარ ფესვებს უბრუნდებოდნენ და წიფორის ყმები ერთად ლოცულობდნენ.
მტკიცე ნაბიჯით ლევანი ბილიკ-ბილიკ მიიწევდა წინ, მე და ნინიკო ფეხდაფეხ ლაპარაკით მივყვებოდით.
- იცოდე ქალის ასვლა ტაძრამდე არ შეიძლება, არის გარკვეული საზღვარი, რომლის შემდეგაც მხოლოდ მამაკაცები აგრძელებენ გზას. ეკლესიის ქვემოთ ჯვარი დგას, სადაც იმ გვარების ჩამონათვალია ამოტვიფრული ვინც ტაძრის მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა.
თვალებგაფართოებული ვუსმენდი მეგობარს, ჩემი გაოცებული მზერა არც ლევანს გამოჰპარვია.
- მთაში პირველად ხარ? - როგორც იქნა კითხვის დასმის ღირსად ჩამთვალა.
- ჩემსდა სამწუხაროდ... - გულწრფელი დანანებით ავღნიშნავ მე.
- მარიამიც მთიულია.... - ხმამაღლა, პაეტიკურად აცხადებს ნინიკო.
- მართლა? რა გვარი ხარ?
- კაიშაური... - ამაყად ვამბობ მე - რამდენადაც ვიცი, ჩვენი ძირიც მთიულეთიდანაა, თუმცა შემდეგ გადაუსახლებიათ... ზუსტად არ ვიცი სად, დაწვრილებით არ ჩავძიებივარ..
- კაიშაური?! - რატომღაც ადგილზე გაშეშდა მამაკაცი, ყურადღებით დამაკვირდა. მომეჩვენა თითქოს გაფითრდა კიდევაც, თუმცა რამოდენიმე წამში ისევ ჩვეული გულგრილობა აიკრა სახეზე და საუბარი გააგრძელა: - მართალია, კაიშაურები ფშავშიც ცხოვრობდნენ, თუმცა კარგა ხანია აღარ გამოჩენილან...
- გოგოჭურები სადაური გვარია? - თავაზიანობის გამო ამჯერად მე ვიჩენ ინტერესს მისი წარმომავლობისადმი.
- წარმოშობით ჩვენ ხევსურები ვართ, თუმცა თქვენი გვარის მსგავსად ჩვენც ფშავში ჩაგვასახლეს.
- წარმოგიდგენია, იქნებ ოდესმე მეზობლებიც კი ვიყავით?! - ფიქრებში წავიდა ნინიკო.
ეჭვით გახედა ლევანმა მეოცნებე დისშვილს, შემდეგ ისევ მე დამაკვირდა. რატომღაც მეუხერხულა მისი დაჟინებული მზერა და სახეაჭარხლებულმა თვალი ავარიდე.


სწორედ ამ დროს მოშორებით მლოცველებიც დავინახეთ, რომლებსაც საკმაოდ მოზრდილ მინდორში ერთიანი დიდი სუფრა გაეშალათ. როგორც მივხვდი მანდილოსნები იქ ჩერდებოდნენ, მამაკაცები კი ტაძრისკენ აგრძელებდნენ გზას. აქ გველოდა ნინიკოს ოჯახიც. შავოსანი მოხუცი ქალბატონი ქოთქოთით შეგვხდა: - სად ხართ შვილო აქამდე, დაგვაწყდა ნერვები!...
- ეგ შენს შვილიშვილს ჰკითხე ნინა... - სიცილით გამოხედა დედის მკლავებში დამალულ დისშვილს, ერთხელ კიდევ შემათვალიერა ამდენ უცნობში უხერხულად მობუზული და იქვე მდგომ მისივე ასაკის მამაკაცებს შეუერთდა, დავინახე როგორ გადაკოცნა რამოდენიმე მათგანი და მათთან ერთად გაუყვნენ აღმართს.



№1  offline წევრი PARVENU

Me tu vfiqrob ise tua... Mokled veli axal da diiid tavs^_^ warmatebebi avtors.
--------------------
Parvenu

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

დაბრუნდიიიი.... აქამდე რატომ ვერ გავიგე მე? არაუშავს დღეიდან გამოვსწორდები... ეს ისტორია როგორც ყოველთვის განსხვავებულია შენი სხვა ისტორიებისგან და ძალიან ძალიან მომწონს.. ეს გაურკვევლობაც და პერსონაჟების ხასიათიც ძალიან მიმზიდველია მკითხველისთვის... წარმატებებს გისურვებ და იმედია მალ-მალე დადებ ხოლმე ახალ-ახალ თავებს...

 


№3 სტუმარი ემი

ხოოოო,ინტრიგაც გაჩნდა უკვე....

მადლობა 2 თავისთვის. ისე უცებ წავიკითხე, ეს რომ ერთი თავი ყოფილიყო, მაშინ - ოოოოოოო wink

 


№4  offline წევრი Gerko

ველოდებიიი

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
დაბრუნდიიიი.... აქამდე რატომ ვერ გავიგე მე? არაუშავს დღეიდან გამოვსწორდები... ეს ისტორია როგორც ყოველთვის განსხვავებულია შენი სხვა ისტორიებისგან და ძალიან ძალიან მომწონს.. ეს გაურკვევლობაც და პერსონაჟების ხასიათიც ძალიან მიმზიდველია მკითხველისთვის... წარმატებებს გისურვებ და იმედია მალ-მალე დადებ ხოლმე ახალ-ახალ თავებს...


მოგესალმებით, განსაკუთრებული სიყვარულით... ვაღიარებ მოუთმენლად ველოდი თქვენს გამოჩენას.. ვნახოთ რა გამოვა, არ ვიცი თქვენ რამდენად მიამსგავსეთ, თუმცა ვაღიარებ, რომ ამ ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი გმირის პროტო-ტიპი წინა ისტორიებშიც ფიგურირებდა, დავპირდი მისი ისტორიის რეალურ ფინალს ავღწერდი და ვცდილობ პირობა შევასრულო. მე პირადად ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ კარგი გამოვა...
ello1997
Me tu vfiqrob ise tua... Mokled veli axal da diiid tavs^_^ warmatebebi avtors.

Gerko
ველოდებიიი

ემი
ხოოოო,ინტრიგაც გაჩნდა უკვე....

მადლობა 2 თავისთვის. ისე უცებ წავიკითხე, ეს რომ ერთი თავი ყოფილიყო, მაშინ - ოოოოოოო wink

უცნობი ქ
დაბრუნდიიიი.... აქამდე რატომ ვერ გავიგე მე? არაუშავს დღეიდან გამოვსწორდები... ეს ისტორია როგორც ყოველთვის განსხვავებულია შენი სხვა ისტორიებისგან და ძალიან ძალიან მომწონს.. ეს გაურკვევლობაც და პერსონაჟების ხასიათიც ძალიან მიმზიდველია მკითხველისთვის... წარმატებებს გისურვებ და იმედია მალ-მალე დადებ ხოლმე ახალ-ახალ თავებს...

ello1997
Me tu vfiqrob ise tua... Mokled veli axal da diiid tavs^_^ warmatebebi avtors.


მოგესალმებით, განსაკუთრებული სიყვარულით... ვაღიარებ მოუთმენლად ველოდი თქვენს გამოჩენას.. ვნახოთ რა გამოვა, არ ვიცი თქვენ რამდენად მიამსგავსეთ, თუმცა ვაღიარებ, რომ ამ ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი გმირის პროტო-ტიპი წინა ისტორიებშიც ფიგურირებდა, დავპირდი მისი ისტორიის რეალურ ფინალს ავღწერდი და ვცდილობ პირობა შევასრულო. მე პირადად ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ კარგი გამოვა...

 


№6 სტუმარი მიკა

დავიწყებ იქიდან,რომ ხევსურეთი და მთიულეთი ერთი და იგივე არაა. მეორე,გოგოჭური უძველესი ხევსურული გვარია,ეს ყველამ იცის და სანამ რამეს დაწერდე,იქნებ,გადაამოწნო ხოლმე ჯერ???

და კიდევ,ეს ლევანა მამამისი რო აღმოჩნდეს,არ გამიკვირდება:დ

 


№7  offline წევრი გვირილა ♡

რა კარგი ხარ ♡
უფრო და უფრო მომწონს ..
ველი გაგრძელებას ♡

 


№8  offline ახალბედა მწერალი murachashvili

მიკა
დავიწყებ იქიდან,რომ ხევსურეთი და მთიულეთი ერთი და იგივე არაა. მეორე,გოგოჭური უძველესი ხევსურული გვარია,ეს ყველამ იცის და სანამ რამეს დაწერდე,იქნებ,გადაამოწნო ხოლმე ჯერ???

და კიდევ,ეს ლევანა მამამისი რო აღმოჩნდეს,არ გამიკვირდება:დ


ხევსურეთი და მთიულეთი ერთი ნამდვილად არაა, და ასეთი "მექანიკური" შეცდომის გამო ბოდიში მაქვს მოსახდელი, ამას ნამდვილად არ მაპატიებენ საკუთარი წინაპრები... თუმცა ყურადღებით თუ კითხულობდით, რამდენიმეჯერ ავღნიშნე რომ ჩვენი ლევანი ხევსურეთიდან მოდიოდა, რაც შეეხება მათ ჩასახლებას, გოგოჭურები ფშავში ნამდვილად გვხვდებიან. ბოდიში მაქვს მოსახდელი "გოგოჭურებთან" წარმომავლობის შეცვლის გამო.... თქვენთვის მადლობა მაქვს გადასახდელი, ასეთი დაკვირვებული მკითხველი რომ ხართ...
რაც შეეხება ლევანისა და მარიამის მამა-შვილობას პასუხს შემდეგ თავში იხილავთ. დიდი იმედი მაქვს, ისევ წაიკითხავთ ისტორიას და არც თქვენს შენიშვნებს დაიშურებთ..

 


№9  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Es uechveli mamamisi iqneba

 


№10  offline ახალბედა მწერალი murachashvili

aanamaria
Es uechveli mamamisi iqneba

ისტორიის შემდეგი თავები რომ არ იდოს, ალბათ გეტყოდი მოითმინე და შემდეგ თავებში გაიგებო smile აშკარად გაგიმართლა, სრულად სეგიძლია ნახო ისტორია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent