შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ მექალთანეს შეუყვარდი, ესე იგი დაგერხა. (8)


20-04-2016, 18:59
ავტორი Supreme
ნანახია 4 635

  ალბათ ყველაზე სასიამოვნო მომენტი იყო ჩემ ცხოვრებაში. უბრალოდ ვკოცნიდი საყვარელ ადამიანს. არც წვიმა მაწუხებდა, არც გარემო. ერთადერთი რასაც ვგრძნობდი კისერზე მოხვეული ლუკას ხელები იყო.
  არ ვიცი...უბრალოდ არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, თუ რამდენად გამახარა და გამანთავისუფლა ყველაფრისგან ჩემმა საქციელმა. აი ასე, უბრალოდ, მე მივეცი ჩემ თავს ამ რისკზე წასვლის უფლება და ახლა ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ლუკა ამ წამს, ზუსტად ამ წამს მიყურებს თვალებში და ძალიან საყვარლად მიღიმის.
-გიყვარვარ?-ისე ვკითხე, თითქოს უკვე ვიცოდი მისი პასუხი, თუმცა...ვიცოდი.
-კი, მიყვარხარ...-თქვა ცოტა ჩუმად.-მიყვარხარ ჩემო ნინა!-ახლა ხმამაღლა იყვირა და ჰაერში ამიტაცა, მერე ხმამაღლა გაიცინა.
  კისერზე მოვხვიე ხელი და ძალიან ჩუმად ჩავჩურჩულე:
-პირობა მომეცი რომ ყოველთვის ჩემ გვერდით იქნები და არასდროს დაგკარგავ.-მივეხუტე.
-პირობას გაძლევ რომ ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები და არასდროს დამკარგავ.-კისერში მაკოცა ძალიან ნაზად, მერე ტუჩებზე ზედაპირულად შემეხო და დამსვა.
-ლუკა-
  ცოტა შოკში ვარ, თან ვერც ვიტყვი რამდენად ბედნიერად ვგრძნობ თავს. სიტყვები არ მყოფნის. უბრალოდ ვერაფერს ვამბობ. ვერ ვამბობ როგორ მიყვარს, იმიტომ რომ ჩემ სიყვარულს საზომი არ აქვს. არც ვიცი რატომ შემიყვარდა ან როდის, უბრალოდ შემიყვარდა და მორჩა. სიმართლე ვთქვა, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ნინა ასეთ ნაბიჯს გადადგამდა. ყველაზე ლამაზია. ყველაზე საოცარი გოგოა. უბრალოდ არის და იმიტომ. არასდროს გავუშვებ...არასდროს!
-ნინა-
  გარშემო მიმოვიხედე. აშკარად ყველა შოკში იყო, მათ შორის მეც, ალბათ ლუკაც. ეს სიტუაცია რატომღაც ძალიან მაცინებს.
-კარგით, რა სახეები გაქვთ.-გადავიხარხარე.
-რა სახეები უნდა გვქონდეს.-ნიკამ გაურკვევლობის ღიმილით გამიღიმა.
-მეც მათამაშეთ რა.-გავიცინე და ძირს დაგდებული ბურთი ავიღე.
-აა...ხო, კაი.
  არ ვიცი როგორ ვთამაშობდი ან რას ვაკეთებდი საერთოდ. ხო არსებობს ისეთი მომენტი, როცა ბედნიერი ხარ და ყველაფერი უბრალოდ ფეხებზე გკიდია. ახლა ვარ ასე.
-ჰეეი, მე რატო არ მესვრი.-ლუკა უკნიდან მომეხუტა და ბურთს მოკიდა ხელები.
-იმიტომ რომ ჩემი მოწინააღმდეგე ხარ.-ენა გამოვუყავი.
-და...შენი საყვარელი ბიჭი, ნინა.-ჩამჩურჩულა ძალიან ჩუმად და ვნებიანად.
  დამაჟრიალა და მისი ჩახუტებიდან თავის დაღწევა ვცადე, ბურთი კალათაში რომ ჩამეგდო. დავუსხლტი, მაგრამ სრული უნიჭოება გამოვავლინე, როცა კალათს 100მეტრით ავაცილე. ლუკამ თავი ჩახარა და სიცილი დაიწყო.
-არაფერი არაა სასაცილო რა.-გავებუტე.
-კარგი, რა პატარა ბავშვივით ხარ.-ისევ იცინოდა, მერე მომიახლოვდა.-გასწავლი როგორ უნდა. მომავალი კალათბურთის ვარსკვლავის შეყვარებული ხარ მაინც.-უკნიდან მომეხუტა და ლოყაზე მაკოცა, მერე კისერს ვნებიანად დაეწაფა და ბურთისკენ წავიდა.
  თავს საოცრად კომფორტულად ვგრძნობდი. არაფერი მაწუხებდა. საერთოდ არაფერი. ლუკა უკნიდან დამიდგა და ბურთი ხელებში დამაჭერინა, თვითონაც მომკიდა ხელები და მასროლინა.
-ჩავაგდე!-გაღიმებულმა გავხედე.-ლუკა, ჩავაგდე! ჩავაგდე!-უკვე მეცინებოდა და გახარებული ვეხუტებოდი.
-ასე ძალიან თუ გაგიხარდებოდა არ ვიცოდი.-თვითონაც მომხვია ხელები წელზე.
-უბრალოდ ბედნიერი ვარ და ამიტომ ესეც მახარებს.-ნაზად ვაკოცე.
-მეც ბედნიერი ვარ.
  ბავშვები ნელ-ნელა დაიშალნენ. ბოლოს სტადიონზე მარტო მე და ლუკა დავრჩით.
-მიგაცილებ.-ხელი მომკიდა, ჩემი ფეხსაცმელები აიღო და გასასვლელისკენ წამიყვანა.
-ლუკა...-შევჩერდი.
-გისმენ.-გაკვირვებულმა გამომხედა.
-შეიძლება დღეს შენთან დავრჩე?-თავი ჩავხარე.
-რამე მოხდა?-მომიახლოვდა და სახეზე ხელი ნაზად მომადო.
-არაფერი ისეთი. უბრალოდ მითხარი შეიძლება თუ არა რომ დავრჩე.-მორცხვად ავხედე.
-კი, კი, როგორ არა.-თავზე მაკოცა.
  ლუკასთან ავედით.
-ისევ იმ მაისურს მოგცემ, კარგი?-გამიღიმა და პირსახოცით თავი ოდნავ გამიმშრალა.-თუ გინდა გადაივლე.
-აჰამ.-მეც გავუღიმე და აბაზანაში შევედი.
  აბაზანიდან გამოვედი და პირდაპირ სამზარეულოსკენ წავედი.
-ყავას გაგიკეთებ.-ტუჩზე იკბინა და საყვარლად ჩაიცინა.
-ლუკა-
  ცოტა ვნერვიულობ. მეშინია რამე ზედმეტი არ მომივიდეს და არ გავაბრაზო, მაგრამ თან მინდა ძალიან მაგრად ჩავეხუტო და ვაკოცო, უბრალოდ არ მინდა შევაშინო.
  ჭიქები მაგიდაზე დავდგი და მისგან მოშორებულ სკამზე დავჯექი. თვალებში მიყურებდა და მიღიმოდა. როგორ მინდა კოცნა, უბრალოდ ვერ აღვწერ.
-არ მომიყვები რა მოხდა?
-არ გინდა ფილმს ვუყუროთ?
-ისევ საშინელებას?-გამეცინა, მივხვდი რომ თემის შეცვლა უნდოდა.
-ხო, ან მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია შენთან ვარ.-ამ სიტყვებმა გული საოცრად ამიჩქარეს.
  აღარ შემიძლია. უნდა ვაკოცო.
-ვუყუროთ?-კითხვა გამიმეორა.
  ვეღარ გავძელი. სკამიდან წამოვიწიე, ნაზად მოვკიდე ხელი სახეზე და ვაკოცე. არ მოვუშორებივარ. თვითონაც წამოიწია ჩემკენ. უცებ მაგრად ჩამეხუტა.
-მადლობა...მადლობა რომ ხარ.-უფრო მაგრად მომეხუტა და ატირდა.
-ნინა...-მეც მოვხვიე ხელები.
  ასე ვიდექით ძალიან დიდხანს.
-ნინა-
  მინდა რომ არასდროს გამიშვას. უბრალოდ არასდროს. ახლა ლუკა რომ არა, ალბათ გავაფრენდი ან რამე სისულელეს გავაკეთებდი, მაგრამ ლუკა ჩემთანაა. ყველაზე ბედნიერი ვარ.
  ფილმს ვუყურეთ. ყველაზე საყვარლად ვისხედით. სავარძელში, თბილად და კომფორტულად. ლუკას ჩახუტებული ვყავდი და თმაზე მეფერებოდა. მე კი, მის კისერთან სახეშეჩერებული მის სურნელს ვისუნთქავდი. როდიდან გავხდი ასეთი რომანტიული? არ ვიცი, უბრალოდ გავხდი. უბრალოდ ვხვდები რომ ლუკას გარეშე არ შემიძლია. უბრალოდ ვიცი რომ ჩემი ყველაფერია. უბრალოდ მიყვარს და მორჩა.
  ჩამეძინა.
-ლუკა-
  ისე ტკბილად ეძინა, გაღვიძება ვერ გავბედე. თმაზე ვეფერებოდი და უბრალოდ ვტკბებოდი მისი სილამაზით. უბრალოდ მიხაროდა რომ ჩემთან იყო. უბრალოდ მაბედნიერებდა ის, რომ ჩემია. უბრალოდ ვიცი, რომ მიყვარს და არასდროს...არა...ვერასდროს გადამიყვარდება.
  ასე ჩახუტებულებს გვეძინა მთელი ღამე.
-ნინა-
  დილით ძალიან ფრთხილად გამოვძვერი ლუკას მკლავებიდან და სამზარეულოში გავედი. საუზმის მომზადება დავიწყე. ჯერ კიდევ შუა პროცესში ვიყავი, როცა ლუკა ჩემთან მოვიდა, ნაზად და ვნებიანად მომხვია ხელები წელზე, ნიკაპით კი მხარზე დამეყრდნო.
-ჩემმა მომავალმა ცოლმა მზადებაც იცის?-ჩაიცინა.-მშვენიერია.-კისერში მაკოცა.
-მომავალმა ცოლმა?-მეც გამეცინა, ოღონდ მისკენ არ გამიხედავს.
-ხო, აბა რა გგონია, ტყუილა კი არ გითხარი დაგერხა-მეთქი.
-იდიოტი ხარ რა.-გამეცინა.
  ვისაუზმეთ და ჩემი სახლისკენ წავედით რომ გამომეცვალა.
-ვოუ, როგორც იქნა მეღირსა შენი სადარბაზოს ნახვა.
-ნუ სულელობ.-თმა ავუჩეჩე.-ახლა მოემზადე. ყველაზე ტკბილი შეხვედრა გველის.
-რას გულისხმობ?-გაუკვირდა.
-შეხვედრა დედიკოსთან.-ვუთხარი ძალიან უჟმური სახით და ზარი დავრეკე.
-ლუკა-
  დედამისი? მაგარია. მგონი მალე გავაფრენ.
  კარები შუახნის სასიამოვნო გარეგნობის ქალმა გააღო. ეს ქალი რესტორნიდანაც მახსოვდა. ისეთი აშლილი სახით შეხედა ნინას, ცოტა არ იყოს, არ მესიამოვნა.
-დედიი, როგორ ხარ?-ნინამ ძალიან აგდებულად მიმართა.
-როგორ ვარ?-ქალი აშკარად გაგიჟებული იყო.-როგორ უნდა ვიყო. თავხედო!-უცებ ძალიან მაგრად გაარტყა.



№1  offline წევრი სალოო

აუუუ ეს ინტრიგა რა :D რა ცუდ მომენტში მტავრდება :დ მალე დადე შემდეგი რაა :დდ <3 <3

 


№2  offline წევრი gvanciii kereselidze

Kargii iyooo ... Nu agvianeb raa
--------------------
G.ke

 


№3  offline წევრი Supreme

სალოო
აუუუ ეს ინტრიგა რა :D რა ცუდ მომენტში მტავრდება :დ მალე დადე შემდეგი რაა :დდ <3 <3

შევეცდები^^ ინტრიგამიყვარს :3 მიხარია რომმოგწონს^^ მადლობა რომ კითხულობ <3

gvanciii kereselidze
Kargii iyooo ... Nu agvianeb raa

შევეცდები, უბრალოდ არ მცალია ხოლმე, თორემ დაგვიანება მეც არ მიყვარს. მიხარია რომ მოგწონს. მადლობა რომ კითხულობ <3

 


№4  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ვაიმე რა საყვარელია ლუკა wink love ასეთი დედაბი არ უნდა არსებობდნენ love love

 


№5  offline წევრი Supreme

aanamaria
ვაიმე რა საყვარელია ლუკა wink love ასეთი დედაბი არ უნდა არსებობდნენ love love

ჰეჰეჰ:დ მიხარია რომმგოწონს^^ მადლობა რომ კითხულოობ<3

 


№6 სტუმარი Uhuu

<3<3<3

 


№7  offline წევრი cancara

აუმაი გადა ეს რაიყო მალე დადე დიდი ტავი რა კაი იყო

 


№8  offline წევრი Supreme

Uhuu
<3<3<3

❤❤❤

cancara
აუმაი გადა ეს რაიყო მალე დადე დიდი ტავი რა კაი იყო

შევეცდები მალე დავდო^^ მიხარია რომმოგეწონა^^ მადლობა რომ კითხულოობ❤

 


№9 სტუმარი მარიკუნა ))

დღეს დადებ ?? ❤️❤️

 


№10  offline წევრი Supreme

მარიკუნა ))
დღეს დადებ ?? ❤️❤️

არ მგონია დრო არ მაქვს ბოდიში და მადლობა რომ კითხულობ❤❤

 


№11  offline წევრი Annlabel

აუუუ დადე რა ახალი თავი, ძაან მომეწონა

 


№12  offline წევრი Supreme

Annlabel
აუუუ დადე რა ახალი თავი, ძაან მომეწონა

დრო როგორც კი გამომიჩნდება აუცილევლად დავდებ^^ მიხარია რომმოგეწონა და მადლობა რომ კითხულობ <3

 


№13 სტუმარი N. M

Dzalian magari iyooo❣❣ ogond patara tavi iyo male dade da didi❣❣❣❣❣

 


№14  offline წევრი Supreme

N. M
Dzalian magari iyooo❣❣ ogond patara tavi iyo male dade da didi❣❣❣❣❣

შევეცდებიი^^ მადლობა დიდი^^ მიხარია რომმოგწონს <3

 


№15  offline წევრი gvanciii kereselidze

Dade raa dgesss ... :*
--------------------
G.ke

 


№16  offline წევრი Supreme

gvanciii kereselidze
Dade raa dgesss ... :*

შევეცდებიი^^ <3

 


№17  offline წევრი gvanciii kereselidze

Gaagrdzelee raaa
--------------------
G.ke

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent