ჩემი ცხოვრების გზა (vol.5)
-არა ერეკლე,გაჩუმდი ეს აღარ თქვა,ვიცი შენთან თუ დავრჩები შენც დაგკარგავ,დაწყევლილი ვარ,თუმცა არ ვიცი ვისგან,ვიღაცამ ისე საშინლად დამწყევლა... -ათნასია გევედრები დარჩი ჩემთან და პირობას გაძლევ არაფერი მოხდება,სულ ერთად ვიქნებით -ნუ მაცინებ ერეკლე ძალიან გთხოვ,ყველა ეგრე მეუბნებოდა,მაგრამ რა? დედაც მეუბნებოდა ერთმანეთის მეტი არავინ გვყავს და მთელი ცხოვრება ჩვენ ორი ვიქნებითო,თუმცა ისიც წავიდა,თან ისე წავიდა,რომ ვერ მოვასწარი მეთქვა როგორ მიყვარდა,როგორ მჭირდებოდა,ის ჩემთვის ერთადერთი ადამიანი იყო,მისი მსგავსი პლანეტაზე არავინ იყო,მე...მე,მე სულელმა კი ამის თქმა ვერ მოვასწარი მისთვის,ამქვეყნიდან ისე წავიდა... -არა,არა მან იცოდა თუ როგორ ძალიან გიყვარდა,მიუხედავად იმისა,რომ არ ეუბნებოდი ის გრძნობდა და ხვდებოდა, ყველაფერს შენს ლამაზ თვალებში კითხულობდა,შენი აზრით მას გაუხარდებოდა ეგეთი გაუბედურებული და დასაწ....ბული რომ ენახე? როგორ ფიქრობ?-არა,რა თქმა უნდა არ გაუხარდებოდა,ზემოდან ის გაბრაზებული გიმზერს ამდენს რომ ტირი,ცრემლები მოიწმინდე და დედაშენის ხათრით ცხოვრება გააგრძელე და მისით ტკბობა ისწავლე. -მადლობა ერეკლე,შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს როგორ მეხმარები შენი თბილი გულითა და სიტყვებით,ერეკლე...ჩამეხუტე რა,ძალიან ძალიან მაგრად ჩამეხუტე და მაგრძნობინე,რომ ცოცხალი ვარ. -მოდი ჩემთან ლამაზო.ხელები ფართოდ გაშალა და ზუსტად ისე ჩამიხუტა,როგორც ვუთხარი. -ახლა ადექი,დაიბანე,ჩაიცვი და სადმე გავიდეთ საჭმელად. -გავაკეთებ რამეს და აქ ვჭამოთ რა... -სულ რაღაც 5 წუთის წინ რა გითხარი მე? აწიე ეგ ლამაზი უკანალი,ჩაიცვი და გავიდეთ. -კარგი ხო,კარგი.20წუთში მზად ვიქნები. შავი გრძელი,სადა კაბა,ჯინსის მოსაცმელი და კედები,ვსო მზად ვარ.იმ დღეს ძალიან მაგრად გავერთეთ,თანდათან ვგრძნობდი,რომ ცოცხალი ვიყავი,მასთან ყოფნა მსიამოვნებდა და მახარებდა. 3 თვე გავიდა დედას სიკვდილიდან,3 თვის განმავლობაში ერეკლე არ მომცილებია გვერდიდან,მიტანდა ისეთ არანორმალურს როგორიც ვიყავი და მაბედნიერებდა ყოველი წუთი,ყოველი წამი მასთან გატარებული... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.