მინდა ანგელოზი ვიყო 10
-ქეთ გძინავს? -რა დამაძინებს რენ -მართლაც... -როდის გაიგე? -შენი გაუჩინარების დროს, მანქანაში....გეფიცები დღემდე შოკიდან ვერ გამოვდივარ... -კიდევ ვერ ვიჯერებ -მოგიწევს დაჯერება... -........ -ქეთ რა მოხდა ზუსტად ? არ მომიყვები? -ამაზე არ მსურს საუბარი, გთხოვ არ მაიძულო -პოლიციას რა უნდა უთხრა? ალბათ მალე მოვლენ დასაკითხად... -არ ვიცი -რა შენ აპირებ ყველაფრისგან გაათავისუფლო? ასეთი რატომ ხარ უბრალდო არ ვიცი......გეშინია მისი? -არა რენ უბრალოდ -რა უბრალოდ -არ მინდა ამ შეცდომის გამო თავი ისეთ ადგილას ამოყოს, რომელიც მთლიანად შეცვლის მის ცხოვრებას....... ამაში ნამდვილად არ მინდა წვლილი მიმიძღვოდეს -შენ შვილო რაზე ჩააბარე? ღმერთო, მოკლედ სასამართლოს არავინ უნდა გაგაკაროს...ისე გაგაბრიყვებენ ვერც მიხვდები........ასე ყველას შეცოდება როდესაც ასეთ რამეს აკეთებენ არ შეიძლება.....ახლა, რომ ეს სხვას მოსვლოდა რას იზამდი? ასე აპატიებდი? გულწრფელად გამეცი პასუხი -არა რა თქმა უნდა, სამართლიანობის მხარეს ვიდგებოდი -აბა ახლა რა გჭირს შვილო?! რადგან საქმე შენ გეხება, დათმობაზე უნდა წახვიდე?...მამაშენი იცი როგორ განიცდის? ასეთ ტყუილს როგორ ამბობსო, და შენ მისი დაცვით, კიდევ გინდა მამა და ლუკა გაანერვიულო?.....გეცოდება? შენ არ ეცოდებოდი?! გაქანებული მანქანიდან მის გამო რომ გადმოხტი? არ ვიცი როგორ შეგეშინდებოდა? ასეთი რამ შენთვის არავის გაუბედავს ...ლუკა გაგიჟებასაა.კიდევ ეგ უნდა? ამიტომ, ვიცი დიპლომატიურობა კი გიყვარს, მაგრამ არ დაგავიწყდეს რა გაქვს დამთავრებული, ყველაფერში დიპლომატიით ვერ გახვალ....... -არ იცი ერეკლემ რა ჩვენება მისცა? -შენ მე გადამრევ ....არა არ ვიცი, მე ვინ მეტყოდა, ზუსტად რა ჩვენება მისცა, მაგრამ ვითომ რომ შეყვარებულად გაგასაღა, ეგ კი ვიცი -...... -შეიძლება? -დიახ მობრძანდით -გავიგეთ რომ უკეთ ხართ, და ამიტომ მოვედით, რადგან ჩვენება ავიღოთ -დიახ რა თქმა უნდა...... -უკაცრავად შეიძლება დაგვტოვოთ? -ჰა? მე? ასე გიშლით ხელს? -უბრალოდ გვსურს, რომ მხოლოდ ჩვენს შორის მიმდინარეობდეს ჩვენების ჩამორთმევა, დამსწრეების გარეშე.......... -ოჰ "ვაჟნი" ტიპი ვარო და მიბრძანდითო?....კარგი ბატონო ოფიცერო, რა გაეწყობა ....სულ კარგად მეყოლეთ..... -........ -მის მაგივრად მე გიხდით ბოდიშს....არ უნდოდა, უბრალოდ დღეს ცოტა გაბრაზებულია.... -მოსარჯულებელი მეგობარი გყოლიათ.... -მოურჯულებელი........ -კარგით გადავიდეთ ჩვენ საქმეზე..... მაინტერესებს სად შეხვდით ერთმანეთს -სახლისკენ მოვდიოდი და მთხოვა გვესაუბრა, უარი ვუთხარი, მაგრამ საბოლოოს გავარკვიოთო ყველაფერი, ამიტომ გადავწყვიტე მართლაც ჯობდა, საბოლოოდ გვესაუბრა და დაგვემთავრებინა ყველაფერი.....ამიტომ ჩცავჯექი მანქანაში - ხომ არ ყოფილა ზეწოლა?..... -არა, უბრალოდ უნდოდა, რომ წყნარ ადგილას გვესაუბრა, ისე გამოვიდა კონტროლი დაკარგა, მე კი ძალიან შემეშინდა და კარები გავაღე შემდეგ კი იცით რა მომივიდა ........ -კი მაგრამ, ხომ იცით, რომ საფრთხე შეგიქმნათ მისი ჩქარი ტარებით, ეს კი ისჯება, როგორც ვიცი, იურისტი ხართ და ეს ძალიან კარგად გეცოდინებათ......... მაგრამ, ბევრი გაურკვეველი ნიუანსია, ამიტომ გვჭირდება თქვენი დახმარება, რათა მოლომდე გამოვიძიოთ ეს საქმე -მე უბრალოდ ის მინდა, რომ აქ დამთავრდეს ყველაფერი.....ორივეს ბრალი იყო, მაგრამ, მთლიანი პასუხისმგებლობა მას ნამდვილად არ ეკისრება.... -მეტი არაფრის დამატება არ გსურთ?.... -არა უბრალოდ, მინდა, ამის გამო პასუხისმგებლბა არ დაეკისროს...თუ ასე მოხდება მე ბედნიერი ვიქნები.... -დარწმუნებული ხართ? არ შეცვლით თქვენს გადაწყვეტილებას? -არა არ შევცვლი.. -კარგით, მაშინ ვნახავ რა გამოვა ამ სიტუაციიდან, და თუ არის შესაძლებელი პასუხისმგებლობის არ დაკისრება... -მადლობელი დაგრჩებით ............ -სულელი გოგო ხარ -რენ შენ ისმენდი? -სულელი გოგო, მეტს ვერაფერს გეტყვი......კარგად ქეთო -რენ მოიცადე რენნნნნნნნ -....დაწყნარდით გოგონა -შეგიძლით ტელეფონი მომაწოდოთ? -კი, მაგრამ დაისვენოთ და მერე რომ დარეკოთ? არ გამოიყურებით კარგად..... -არა უნდა დავრეკო გთხოვთ მომეცით ტელეფონი -კარგით ახლავე..... ........ -ლუკა -რა მოხდა ქეთო რა ხმა გაქვს...მოვდივარ ახლავე ქვემოთ ვიყავი ჩასული ........ -არ ვიცი რა გითხრა... -მაპატიე გთხოვ, უბრალოდ სხვანაირად არ შემიძლია...შეიძლება სიმართლის თქმას ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს და ეს არანაირად არ მინდა.... -შენი არ მესმის...რა შედეგი უნდა მოჰყოლოდა? რაა მისი გეშინია? ძალიან სულელურად იქცევი...მე არ გყავარ გვერდით? შენ კიდევ არ იცი, რაზე ვარ წამსვლელი, ან რა იცი არც კი მიცნობ ნორმალურად .......შენ რა გგონია, ასე შერჩება ეს ყველაფერი? სულაც არა.....აქ არ მთავრდება საქმე...... -ლუკა გთხოვ დამთავრდა ეს ყველაფერი....მოეშვი ამას.... -ხომ შეიძლება მომავალში გაბედოს?...მერე რას იზამ....რამე რომ დაგიშავოს? შენ რა გგონია, მე მაგას ცოცხალს დავტოვებ? არა მწარედ ცდები ..... -ლუკა გევედრები ....მე შენთვის ამის გამო არ მომიმართავს ....... -რენე მართალი იყო ..... მე ვერაფერს ვეტყვი, სრულიად მართალია...ჯობია, როცა თვითონ მოვა გონს, მაშინ თვითონ მოვიდეს და დაგელაპარაკოს, სხვანაირად ჩარევა არ არის კარგი აზრი..... -ვერ გავძლებ მის გარეშე -ახლა საკუთარ დაზე უნდა მაეჭვიანო? -შენ რა ეჭვიანი ხარ? -არა, გააჩნია სიტუაციას.... -ლუკა -კარგი ხო, არ ვარ ეჭვიანი...რამდენიც უნდათ გიყურონ... შენ მხოლოდ მე გიყვარვარ....ჩემთვის ეს საკმარისია, რომ რაღაც სულელობებზე არ ვიფიქრო.... -გიყვარვარ? -ხომ იცი არა, რატომ კითხულობ....თუ გინდა ეს სიტყვით გითხრა? -არა უბრალოდ -მისმინე რენ......იმედია, ჩემი თვალებით ხედავ, თუ რას ვგრძნობ შენ მიმართ.....მაგრამ თუ გინდა გეტყვი...რომ სიგიჟემდე, უსაზღვროდ და რაღაც არარეალურად მიყვარხარ.......როცა დავბერდებით და შეიძლება ვერ შევძლო საუბარი ხო? ამ დროს მინდა, ჩემი მზერით გრძნობდე რომ მიყვარხარ....მხოლოდ ის მინდა გითხრა, რომ მენდე მიგულე შენიანად .... მე ყველანაირად შემიძლია გვერდით დაგიდგე, ეგ იცი შენ...ამიტომ არ დამიმალო არაფერი გესმის? -კი ლუკა მესმის -ამიტომ ახლა უფრო მოვეშვათ...თორემ ვერ გიყურებ, ძალიან დარდობ, მესმის....მაგრამ მერწმუნე, ხვალ გიჟივით შემოვარდება პალატაში, და არც გაიხსენებს დღევანდელ ამბავს..... -იმედი მაქვს ლუკა -აი ნახავ....... -......... -შენ იცი რომ ჭყიტა ხარ? -რა -იცი რომ ყველაზე სასაცილოდ ჭყიტავ თვალებს? -გამამხიარულო ცდილობ? -რა არ გამომდის? -სულაც არა -მე რომ მართლა გეუბნები? შენ დღეიდან ჩემი ჭყიტა იქნები -აწი ასე უნდა მეძახო? -მთელი ცხოვრება -დამცინებენ -განაღვლებს? -არა -მაშინ რაზე დარდობ .... ........... -რენე ქეთო როგორაა? -შენ სად დაიკარგე, ამ ხნის კაცი დამალული ხარ მთელი შენი ოჯახით.... -მოხვალ ჩემთან? -რა ხდება ........საავადმყოფოში ვერ გხედავ, სხვა ცვლაში ხარ? -რომ მოხვალ გეტყვი -კარგი მოვდივარ......... ........ -ჩემო რენ... -რა ხდება რძალო სტუმრები გყავს? -კი რენ დემეტრე მოინახულეს? -რა სჭირს დემეტრეს? -კიბიდან ფეხი დაუცდა და მოტეხილი აქვს .... -რატომ არ მითხარით ........ -ისეთი არაფერი მალე გაუვლის, ხომ იცი რა ჯანიანი გყავს... ............ -ძმაო მოგკლავვვვ -....... -უი უკაცრავად, სულ გადამავიწყდა სტუმრები რომ იყვნენ... -რენ რამხელა ხარ უკვე, მოდი ჩაგეხუტო -ვახო ..როგორ ხარრ -მე კარგად რა მიჭირს .....ხომ გახსოვს ანდრეა? -აჰ კი გამარჯობა... -გამარჯობა რენ ..... -უი რა ამბები მოსვლია ქეთათოს... -ხო -რა ხდება არ ხარ ხასიათზე? -უბრალოდ ძაან დაღლილი ვარ .......წავალ ძამიკო კარგი? ხვალ ან ზეგ შემოგვილი.....ნუ გეშინია, მშობლებს არ ვეტყვი... -კარგი რენ მიდი, ფრთხილად გარეთ... -ოჰ ვინ მაფრთხილებს.....კარგი გავიქეცი....ნახვამდის ვახო, სასიამოვნო იყო შენი ნახვა ...... .......... -რენ მოიცადე -უკაცრავად? -რა ხდება? რა სახე გაქვს? რამე არასწორად ვთქვი? -შენთვის რენე -გასაგებია, არ გსიამოვნებს ასე რომ მოგმართავ...კარგი იყოს რენე - ძალიან კარგი რომ გაიგე, რამე გინდოდა? -კი მინდოდა -რა ხდება? -შენკენ მოვდივარ და წაგიყვან -არა მადლობა არ შეწუხდე...გზას მეც გავაგნებ....... -რამე დაგიშავე? -არა -აბა ასე რატომ მესაუბრები? -არვიცი იცი? რაღაც შემდაუნებურად ამომდის ასეთი სიტყვები პირიდან, შენ მიმართ.....ვერც ვაკონტროლებ......მაგრამ არც ვდარდობ ამაზე......კარგადდდ -რენე მოიცადე რენეეეეე ...........ღმერთო რა ჯიუტია ეს ბავშვი, ან ამას რას ერჩის, ისედაც გადარეული ჰყავს ბიჭი ....... -რენე გამარჯობა.... -აჰ ვასკა....გაგიმარჯოს.... -ქეთო როგორაა? -უკეთ შედარებით....უი მადლობა დახმარებისთვის... -არა რას ამბობ, პირიქით გამიხარდა თუ დაგეხმარე... -გაიხარე....კარგი ვასკა კარგად..... -კარგად რენე ..... ვასკა ? აჰ მე რით დავიმსახურე ასეთი უხეშობა? რამე დავუშავე? ყველას ნორმალურად ესაუბრება ჩემ გარდა ......არაუშავს ესეც გამოსწორდება........... .......... -შვილო არ ვიცი რა გითხრა .... -რა ხდება ექიმო, არ მიყვარს ეს გაჭიანურება, შეგიძლიათ პირდაპირ მითხრათ? -ლეიკემია გაქვს შვილო... -ანუ მოვკვდები -არა შვილო მაგას ნუ ამბობ.. შანსი არის... -რამდენი...20? 40? -შვილო ასე სკეპტიკურად ნუ განეწყობი......იცი რამდენი გათავისუფლებულა ამ დაავადებისგან? -რეალისტი ვარ -მერე მით უმეტეს....რეალურად არსებობს შვილო ეს შანსი...ასე რომ არ იყოს ტყუილ იმედს არ მოგცემდი ... -მადლობა დიდი -შვილო მოიცადე -გთხოვთ გამიშვით, როცა შევძლებ მოვალ .....ნუ გეშინიათ არ დავაგვიანებ, მიყვარს ჩემი თავი, უბრალოდ ახლა დრო მჭირდება, მაგრამ გპირდებით, ჩემ თავს და ოჯახს არ გავწირავ......... ......... -ანდრეა -გისმენ სოსო, როგორ ხარ? -მისმინე ანდრეა შენი რენე ვნახე -სად ნახე სოსო -ჩემთან საავამყოფოში ... -კი მაგრამ ქეთო იმ საავამდყოფოში არაა -ქეთო ვინაა -მერე აგიხსნი.... მისმინე რა ხდება -ჩემ პროფესორთან იყო შესული -ვინ შენ პროფესორთან? -ვლადიმერ გეგეშიძესთან -ბატონ ვლადიმერთან რა უნდოდა.....კი მაგრამ ბატონი ვლადიმერი ხო ..... -ანდრეა -რა ხდება სოსო ამოღერღე...... -ვლადიმერის პირად საქმეში ჩავიხედე.......ვიცი, ეთიკა დავარღვიე, მაგრამ ეს სიტუაცია არ მომეწონა -არ ამოღერღავ? -რომ შეგხვდე? -ახვლავე მითხარი -ლეიკემია აქვს რენე...... .......... მერე? მერე არაფერი გაუგონია ანდრეას.....უბრალოდ ჩაიკეცა....ან რა უნდა გაეგონა მეტი სხვა......ყველაზე საშინელება ხომ მიწვდა მის ყურს, და მიანც რაა ადამიანი....როგორ ადვილად ტყდება.........ან რაა გასაკვირია, როცა ადამიანი გიყვარს, და უცებ იგებ იმას, რომ ის შეიძლება გაქრეს სამუდამოდ შენი ცხოვრებიდან, ამ დროს შენთვის ყველაფერი იმ წამსვე ქრება, უბრალოდ გრძნობ რომ არსებობ, მაგრამ არსებობისთვის კი, უკვე ძალა აღარ შეგწევს....... ............. ჩემი რეაქცია? მეორედ მოვკვდი......ასე მგონია გადამთელეს, ერთიანად ამომძირკვეს........გამანადგურეს........რენე ჩემი რენე .......ეს შეუძლებელია, რაღაც შეცდომაა......არ ვიცი ჩემ ოჯახს ასე ვინ სჯის ...... ასეთი რა ცოდვა ჩავიდინეთ....... ანდრეას რეაქციას ვერ აღვწერ, უფრო ცუდად ვხდები.......ოთხად მოიკეცა, წამში დაპატარავდა ამხელა კაცი, ცრემლებს ღვრის .....მე კი არაფერი შემიძლია, ცრემლიც არ მომდის.....მკვდარი ვარ, ჩემი სული ანგელოზად არც უნდა ქცეულიყო.......რა ანგელოზი ვარ დღეიდან.....შემიძლია კი რამე? შემიძლია ის ტკივილი ავარიდო რისი გადატანაც მოუწევს? შემიძლია ჩემ ოჯახს ეს საშინელება ავარიდო? არა არ შემიძლია, რადგან მე ერთი უმოქმედო, არასრულფასოვანი ანგელოზი ვარ, რომელიც, მისხალითაც ვერ ეხმარება თავისიანებს.....მე სხვას რას გავუკეთებ?....... არა გამოსავალი იქნება ასე არ დამთავრდება ყველაფერი...ჩემი ოჯახი, მეორე გოგოს არ დაკარგავს, ეს არ მოხდება.......აი, უკვე ვიცი კიდეც, ამაში ვინ დამეხმარება..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.