შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა ანგელოზი ვიყო 9


19-04-2016, 00:43
ავტორი s.g
ნანახია 1 869

-როგორც იქნა მობრძანდი ვაჟბატონო
-ქეთო როგორაა?
-ჯერ ეგ იკითხე, ქეთოს მშობლები როგორ არიან, მათი შვილი გონზე მოსულს, ვიღაც ლუკას სახელს რომ გაიძახის, როგორ უნდა იყვნენ?!
-ნუ გააბუქე
-ნუ მიბღვერ, და ჯერ ერთიც, არ გამიბუქებია თუ გინდა შენი თვალით ნახე სიტუაცია, მოიცააა არა უნდა მოვიფიქრო
-რა უნდა მოიფიქრო
-ჯერ არ უნდა გნახონ, ახლა მე ამათ სახლში გავუშვებ, და შეგიყვან ქეთოსთან....არ ღირს ახლა, რომ დაგინახონ, დამერწმუნე
-გენდობი დაიკო და იმედია არ გამწირავ...
-ოჰ ვინ მეუბნება....მიდი, მოიცადე, დერეფნის ბოლოს და მე დაგიძახებ...
-ასე უნდა მარბენინო ამხელა კაცი?
-აჰა პრეტენზიას გამოთქვამ არა? ძალიან კარგი...
-რენე სად მიდიხარ
-არაა შენი საქმე შენ თვითონ მოაგვარე ყველაფერი
-რენე
-არ მესმის
-კარგი ხო ბოდიში
-ჰა
-ეს ჰა და ოჰ და აჰა ნუ იცი.... ბოდიში .....მოვაგვარეთ
-არა რა, უნდა ჩამეწერა, შენგან ბოდიშს მგონი დედამიწაზე რამენიმე თუ იღებს, მაგრამ, დამიჯერე, ქეთოსთვის დღეიდან უამრავი ბოდიშის მოხდა მოგიწევს, და დაიხსომე უცებ არ დაატეხო თავს ყველაფერი...უბრალოდ მოინახულე, და არ გაანაერვიულო, კიდევ შენღა აკლიხარ და შენს ნახვაზე წნევა ამიტომ ძალიან გაწონასწორებულად მშვიდად, თორემ ვერ გადამირჩები ....
-არ მჭირება ეგეთი ახსნა, უჭკუო არ ვარ გესმის?!
-მაგას გავარკვევთ...ჩქარააა ვაჟა და სანდრა გამოდიან, მიდი სანამ გნახეს
.............
-რენე შვილო, მთელი დღეებია აქ ხარ, არ გინდა სახლში წასვლა?
-რას ამბობთ სანდრა დეიდა, მე ყველაფერს ვასწრებ და უშრეტი ენერგია გამაჩნია, ამიტომ, ახლა ერთი რამ უნდა გიბრძანოთ თქვენი ნებართვით
-რა ხდება შვილო
-ახლა გთხოვთ, რომ ცოლ-ქმარმა დაისვენოთ, და სახლში წაბრძანდეთ, მე კი აქ ვიქნები, ჩემ გოგოსთან
-არა შვილო, რას ამბობ, შენ წადი, დაისვენე
-ვაიმე სანდრა დეიდა, ჩაშავებული გაქვთ თვალები, რაც ძალიან არ მომწონს, ვაჟა ბიძია ხომ მართალი ვარ?
-კი შვილო მართალი ხარ, დავუჯეროთ სანდრა რენეს, წავიდეთ, მოვწესრიგდეთ და საღამოსკენ ისევ დავბრუნდეთ და რენე გამოვუშვათ....
-კარგი ვაჟა წავიდეთ
-შვილო მისმინე
-დიახ ვაჟა ბიძია
-იმ ერეკლეს საქმეზე ვერ გავედი, მაგის ნერვებიც არ მაქვს ...მითხარი შვილო რატომ ამბობს ასეთ რამეს? ... მე ვიცი, ჩემი ქეთო მისი შეყვარებული არ ყოფილა, ის კი არა დღეს ხომ ნახე ვიღაც ლუკას სახელს გაიძახოდა....ამ ყველაფერს არ შევარჩენ იმ ერეკლეს, ხვალიდან ცოტა მოვალ გონს და მიხვედავ ამას....
-მართალი ხართ ვაჟა ბიძი,ა რაღაც მოჩმახა, ამას კი ასე არ დავტოვებთ... თქვენ არ იდარდოთ, მე და ლუკა ამას ყველაფერს მოვაგვარებთ....
-ვაიმე ჩემო გოგო, შენ მაგაზე არ შეიწუხო თავი, შენ ქეთოს გაბარებ, ახლა კი მისმინე, ხომ იცი როგორ გვიყვარხარ მე და სანდრას და არც არაფერი გვაქვს დასამალი ერთმანეთთან და ერთი რამე მაინტერესებს
-რა ვაჟა ბიძია
-ვის სახელსაც ქეთო ბოდავდა, ეს ლუკაა ხო?
-კი ბატონო ზურა
-ვიცი შვილო, უამრავი ლუკაა თბილისში, მაგრამ საფუძველი რომ არ მქონოდა, შენს ძმაზე არ ვიფიქრებდი
-კი მაგრამ, ეს როგორ
-დიდი ხანია ვამჩჩნევთ მე და სანდრა ამას, მაგრამ ხმას როგორ ამოვიღებდით, ახლაც ძალიან გვტკივა გული
-რატომ გტკივათ, რა გგონიათ მე და თქვენ ნათესავები არ ვიქნებით?...ოჰ როგორ მწარედ ცდებით რომ იცოდეთ
-კი მაგრამ, რას გულისხმობ შვილო
-რას და ორმხრივია ეს ყველაფერი ორმხრივი ..... კარგით რა, ახლა შოკში ჩავარდნა არ მანახოთ, არ მაკლია ეგ გეფიცებით ...თქვენგან მხოლოდ ერთი რამ მინდა, უბრალოდ ჩუმად იყოთ და ბედნიერება უსურვოთ ქეთოს, დანარჩენი ჩემზე იყოს ვაჟა ბიძია
-ამაზე გავაგრძელებთ მერე საუბარს შვილო, მაგრამ იცოდე ახლა რაც მითხარი ამან ისეთი ბედნიერება მომანიჭა ვერც კი წარმოიდგენ
........
-ამდენ ხანს რას ლაპარაკობდი ქეთოს მშობლებთან?
-რას და ვარწმუნებდი მათი შვილის ილუზიებში ....რა გინდოდა მეთქვა ჩემი ძმაა და ასე და ისეთქო?
-არა რას ამბობ
-ხოდა საქმე მოვაგვარე, ნუ ნერვიულობ ვერაფერს ვერ მიხვდნენ, კიდევ კარგი, ოხ რას გიზამდა ვაჟა შვილის ასე ტანჯვისთვის წარმომიდგენია
-შენღა მაკლდი...ისედაც ვიცი ბატონი ვაჟა რასაც მიზამდა.....
-ძალიან კარგი თუ ყველაფერს აანალიზებ ....ჰა არ გინდა შესვლა?
-კი მაგრამ
-ვაიმე შვილო, მაჭანკალი ნუ გამხადე ან ასე როგორ დადებილდი გაფიცებ...შენზე ჯმუხი მგონი ქვეყანაზე კაცი არ დადიოდა, ახლა კი ისე დამიჩლუნგდი, ვშიშობ რამე უბედურება ხომ არ დაგმართა ამ სიყვარულმა
-აი შენ კი ჩემო დაიკო, ამისთვის მოგხედავ და იცოდე, რომ ჭკუა არასდროს მოგემატება, ასევე მინდა გითხრა, შენ ვინ გაგიძლებს ...
-სანამ სახეზე შენთვის მაკიაჟი გამიკეთებია, ჯობია წახვიდე, თორემ კი იცი ჩემი ხელები, ღაწვებს უცებ შეგიფარკლავს წითლად, ან ვარდისფრად, გააჩნია რა სიმძიმით დააწვება ჩემი ხელები შენს ლოყებს...
-ამისთვის მოგხედავ, ახლა არ მცალია ...იმედია ექთანი შეგვიშვებს...
-მაგაზე არ იდარდო მოგვარებულლლ
......
ვხედავ? ოჰ რას ვხედავ თქვენ ხომ არ იცით, ასეთი ლუკა, არა არასდროს არ მინახავს, ასე სათუთად ხელი, ჩემ გარდა არავისზე მოუკიდებია, დღესაც მახსოვს ის მომენტი, როცა მამამ ზემოთ ამომიყვანა და ტახტზე დამაწვინა... პირველი იყო ლუკა მამას მერე, რომელიც ჩემთან მოვიდა და მისი პატარა მტევანი სახეზე დამადო. თან ისე სათუთად სულმაც კი ვიგრძენი...აი ასე უსვამდა ხელს ჯერ ხელზე მერე კი მთელ სახეზე ქეთოს, თითქოს, ერთბაშად ცდილობს შეისწავლოს მისი ნაკვთები და საოცარი კი ისაა, რომ ამას თვალდახუჭული აკეთებს.......
შემდეგ რა ხდება? შემდეგ, თვალდახუჭულიც გრძნობს, ქეთოს თვალების გახელას, შემდეგ თვითონაც აღებს და ყველაზე თბილად უღიმის, არა ძალით კი არა, ბუნებრივად, ლაღად, საოცრად, ქეთოს კი ჰგონია რომ სიზმარშია, არა ეს მართლაც ჰგავს სიზმარს, მაგრამ ეს სიცხადეა, რეალობა, ქეთოს ირგვლივ დატრიალებული რეალობა, რომელიც ძალიან ბევრ რამეს შეცვლის ...... დაიჯერებთ? ორივეს ჩამოუგორდა თითო ცრემლი, მე ვიცი ეს იმ წრფელი სიყვარულის ცრემლებია, რომლებმაც, მრავალჯერ დაუსველეს ქეთოს თვალები, ლუკას კი პირველად განაცდევინა ის წრფელი და ლამაზი გრძნობა, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა სამყაროს მიმართ.........
......
-ჰალუცინაციები დამეწყყო
-არა ქეთო არ დაგწყებია
- მოიცა შენ რეალური ხარ?
-რა, შენ, ჩემ აჩრდილს შეჰყურებდი და მას მისტიროდი?... ჩემო სულელო ქეთო დამთავრდა ეგ დრო
-შენ სხვა ლუკა ხარ, რომელიც მეუცხოება
-დღეიდან სულ ასეთი ლუკა ვიქნები
-კი მაგრამ შენს მეხსიერებას დრო უნდა, ბარიერს კი გადალახვა...
-დამიჯერებ, რომ გითხრა, რომ მეხსიერება, მხოლოდ შენით შემოიფარგლება?....შენი გამოხედვით, შენი ღიმილით, შენი სუნით, შენი ქცევით, შენი ყველაფრით, ამას დამიჯერებ? ახლა არ დამიწყო ტავტოლოგიაო.... ზუსტად, შენ ხარ ჩემი ტავტოლოგია, მინდა წუთში მილიონჯერ გწერო, წუთში მილიონჯერ დაგხატო, მინდა მილიონჯერ გიმეორო, სულ სულში მყავდე და მხოლოდ შენით ვარსებობდე... აი ეს მინდა ქეთო , გამომყვები ? დამიდასტურებ FOLLOW-ს?
-ვერ ვიჯერებ, ეს არ ხდება ჩემ თავს....მატყუებ ხო? მასხრად მიგდებ? ამდენი წლის ამბავს ასე არ დაივიწყებდი?....გთხოვ ეს არ გამიკეთო, ამას უბრალოდ ვერ გადავიტან
-ქეთო რას ამბობ, გეციცები ეს ასე არაა, გთხოვ დამშვიდდი ... სრულ სიმართლეს გეუბნები ... აქამდე ჩემ თავს ვერ ვუტყდებოდი შენს სიყვარულში გესმის? მაგრამ დღეიდან ყველაფერი შეიცვლება...მართალი იქნები, რომ მეტყვი რომ ლაჩარი ვარ... ასეა ლაჩარი ვარ, უბადრუკი ადამიანი, რომელიც ყველაზე ძვირფასს შენ თავს კარგავდა....მე ვიცი, ემიმ შენ იმიტომ გადაგარჩინა, რომ ჩემთან ყოფილიყავი მე ვიცი ეს, მე მივხვდი ამას ... მან თავის თავის ნაცვლად შენი თავი გამომიგზავნა ... მე კი ემის ვფიცავარ, რომ მხოლოდ შენით ვიცოცხლებ დღეიდან...ახლა გაიფიქრებ ეს ასე ამბობს, მაგრამ მომავალში შეიძლება ტვინი გადაუბრუნდეს და სულ სხვანაირად მოიქცესო...მაგრამ გეფიცები, ყველაზე წმინდას რაც კი გამაჩნია ... მე შენ დეგიცავ, მე შენ მეყვარები უსასრულოდ და მუდამ უბრალოდ მენდე და გამხადე შენი საყრდენი, ამას გთხოვ მხოლოდ...
-მე არ ვიცი რა ვთქვა, ეს ზღაპარი მგონია, მე ვიყავი შეგუებული იმას, რომ ეს ოცნება არასდროს ამიხდებოდ, ახლა კი ვერ ვიჯერებ....უბრალოდ გონს მოსასვლელად დრო მინდა ...
-არაფერი დრო არ გინდა, ურბალოდ დამიჯერე...ნუ გეშინია არ გავქრები... იცოდე, რამე რომ მივქარო, რენე მომკლავს, ცოცხლად ამკუწავს, გგონია გაუჭირდება? ცდები, სულაც არა, მაგრამ მე რენესი არ მეშინია, რადგან მე ჩემი თავის მჯერა, ამიტომ გთხოვ შენც დამიჯერე,უბრალდო მომეცი შანსი...ვიცი რთული დასაჯერებელია, რომ ეს მე ვარ მაგრამ დამიჯერე ....შეძლებ ამას?
-შევძლებ
......
ჩემი ემოციები ვერ აღვიქვი რენეს შემხედვარე...კერებს მიყუდებული სლუკუნებდა... თითქოს ძლიერი გოგოა, ყველაფერს გადალახვას მაგრამ ეს ასე არაა...მასაც ტკივა ძალიან, და მასაც ჭირდება საყრდენი....
.......
-კი დე ქეთო კარგადაა... მე ლუკა წამომიყვანს არ ინერვიულო ...არა არა ნუ გეშინია ყველაფერი კარგადაა...ექიმმა არანაირი პრობლემები არ იქნებაო ...კარგი დე გკოცნი მეც მიყვარხარ ...კი ხვალ წავალ და შევიტან განაცხადს...კი სამ ადგილზე...კარგი დე მამიკო ჩამიკოცნე მოვალ მალე...
-რენე?
-უკაცრავად?
-რენე ხარ არა?
-კი რენე ვარ
-არ გახსოვარ? ანდრეა ვარ, დემეს ძმაკაცის ვახოს ძმა, კარგა ხნის წინ ვნახეთ ერთმანეთი, მაშინ ბავშვი იყავი ნუ ამასთან შედარებით...
-აჰ ... გამარჯობათ, ნახვამდის...მომიკითხეთ თქვენი ძმა
....
-რა იყო კაცო ეს?
-თაზო ნუ დამცინი, თორემ გუშინდელი მონაგონი იქნება
-ოკ მაი დარლინგ...
-თაზოთქო
-აუ რა ვიღადავე პროსტა აზრზე არ ხარ რა,....აუ რა ეკიდე ცუდად ვარ
-შეგიძლია დამდო პატივი და ცოტა ჩუმად ისაუბრო?
-გიშლი?
-კი და ასევე სხვებსაც...
-არაუშავს შეეგუე
-ღლაპი ხარ უბრალოდ ამხელა კაცი...იმედია მომავალში ასეთი გამოხტომები არ გექნება, თორემ გეფიცები რენეს გვერდით არ გაგაკარებ
-ოჰ უკვე დააწყვე გეგმები?
-გეგმები? შენ იცი რომ მას 6 წელი ველოდებოდი? იცი რომ სიგიჟემდე მიყვარს? როცა შემეძლო დროს არ ვუშვებდი რომ პალერმოში ჩავსულიყავი და მენახა....ჩემი მზეა...უბრალოდ მისით ვსუნთქვან...აი როცა შეგიყვარდება, მაშინ მიხვდები თუ რას ვგრძნობ ახლა და ხმასაც აღარ ამოღებ...
-კი მაგრამ ამდენი ხანი ჩუმად? ამდენ ხანს როგორ გაძელი უბრალოდ წარმოუდგენელია
-სრულიად წარმოსადგენია, როცა გიყვარს თაზო დამიჯერე
..........
რაააააააააა მე ეს გამომეპარა ? არა უბრალოდ არ არსებობს...ეს შეუძლებელია....ღმერთო ასეთი რამ, არც კი შემინიშნავს იმ დღის შემდეგ .....უბრალოდ ჩერჩეტი ანგელოზი ვყოფილვარ, დღეიდან უნდა გამოვსწორდე ....ღმერთო შენ მიშველე...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent