შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ხარ ბარნოვა ! (თავი 4)


20-04-2016, 20:48
ნანახია 3 342

სახლში შესულს ბაბუ დამხვდა მოსული. სიხარულით გავექანე და ჩავეხუტე
- ბაააბუუუუ როგორ მომენატრე
- რაიყო ბაბუ რამდენიმე დღე ვიყავი წასული
- მაინც მომენატრე.. ხოიცი როგორ მიყვარხარ
- ვიცი ჩემო ლამაზოო ვიციი..
ხელი საცეკვაო პოზაში მოვამზადე, ჰოლში სვლა დავიწყე ბაბუსთან ერთად,
- პარაამმ პარააამმ პარამმმ
- რაგჭირსს ბაბუ რა კარგ ხასიათზე ხარ.
- არაფერი ბაბუუ !
ვუთხარი და ისევ გავაგრძელე ცეკვა სიმღერის თანხლებით.
ოთახიდან თინა გამოვიდა, მერე იმასთან მივედი ცეკვა სიმღერით, ხელი მოვხვიე და სამზარეულომდე ცეკვით მივაცილე
- ანა ნუ ცანცარებ რა დაგემართა შვილო
- ვაიმეე ჩემი სიცოცხლე ვინარიოო
სიცილით ვუთხარი და ლოყებზე ვუჩმიტე. ცეკვით შევედი ოთახში.
უზომოდ ბედნიერი ვიყავი.
ხალათი ჩავიცვი, ყავა გავიკეთე და ბაბუს გვერდით მივუჯექი.
- რას უცქერ ბაბუ? ვუთხარი და "უცქერ"-ზე გამეცინა.
- საინფორმაციოს ბაბუ.
- მეც მაცქერინე
- უცქირე ბაბუ ვინ გიშლის
ტელეფონი ავიღე და f-ეისბუქში შევედი.
" რაშვები ? <3 "
ნიკუშამ მომწერა და თვალები გამინათდა.
"ტელევიზორს ვუყურებ ბაბუაჩემთან ერთად :დ შენ?"
" ეხა შემოვედი"
" სად იყავი ამდენხანს ?"
" ბაჩი და ბიჭები ვნახე და მალე წამოვედი"
" ეხა მოვედიო და ეგ მალეა?"
" ნახევარი საათიც არ ვყოფილვარ გოგო"
" კაიი ჰოო "
" სახლში რამე ხოარ გითხრეს?"
" არა არაფერი.. "
" ჩემო კიბო "
" ნიკა ვინმეს უთხარუ ჩვენზე? "
" შენთავს ვფიცავარ ვიცოდი მაგას უეჭველი რომკითხავდი. არაა ტოო არ მითქვამს არავისთან"
" გთხოვ ჯერ ნურავის ვეტყვით. უბრალოდ ხაალხისთვალში ისე ვიყოთ როგორც მეგობრები. მერე თუ უფრო სერიოზულში გადაიზრდება ვთქვათ, მაგრამ ამ ეტაპზე ეგრე ჯობს. ნურც ბაჩის ეტყვი, არც მე ვეტყვი მარის.
ჩვენ შორის დარჩეს. გთხოვ ! "
" კაიი ტოო როგორც გინდა, ისე მაგრადინდოდა შეყვარებულთან ერთად გავჩითულიყავი, მარა მამენტ მართალი ხარ! რაც უფრო ნაკლებს ეცოდინება, ნაკლები პრობლემა იქნება !"
" ჰო ჰო ეგრეა "

- ბაბუ შენ მესიჯობ თუ საინფორმაციოს უყურებ?
მითხრა ბაბუმ და "პულტიანი" ხელით ტელევიზორისკენ მიმითითა
- ორივე ბაბუ.
სიცილით ვუთხარი და მესიჯი გავგზავნე.
- აბა ბაბუ შენ ისეთი ყოჩაღი ხარ მესამესაც შეძლებ და მიდი ბაბუ წყალი მომიტანე
- არის უფროსო
ლოყაზე ვაკოცე და ცეკვით შევედი სამზარეულოში.
კარადიდან ფინჯანი გამოვიღე, დავტრიალდი და ჰოპ ! რაძგვან ! ცხვირი ვხიე კარადას.
- აუუ ჩემიცხვირიი ! ყველა ჩემცხვირს რატო ერჩისს აუურაააა !
დავიწყე ბუზღუნი და წყლით სავსე ფინჯანი ბააბუას გავუწოდე
- რაიყო ბაბუ?
- ცხვირი მივარტყიი
გაბრაზებული სახე მივიღე და ხელი ცხვირზე მოვისვი.
- რას ბაბუ?
- კარადას
- არ გაგეცალა ბაბუ?
სიცილით მითხრა და წყალი გამოცალა.
- კაი რა შენც დამცინი ბაბუ ?
ტუჩები გამოვწიე და კვლავ ცხვირზე მოვისვი ხელი
- არაა ბაბუ, არ დაგცინი, შენ ფეთხუმობას ხაზი გავუსვიი.. მოდი დამიჯექი აქ ბაბუ გგაკოცებ და გაგივლის.
გვერდით მივუსკუპდი და ფეხები მდივანზე მოვკეცე. მთელი ცხვირი საშინლად მტკიოდა, ცხვირზე ოდნავ შეხებასაც ვერ ვიტანდი და ახლა მთელი ინერციით ვრეძგვე კარადას.
- დღეს რაკარგ ხასიათზე ხარ რამოხდა ბაბუ?
- არაფერი ბაბუუ, უბრალოდ კარგ ხასიათზე ვარ
ვუთხარი და გავუღიმე
- ბაბუ შენი ნათქვამის, თვითონ არ გჯერა და მე დამაჯერებ?
- კაი ჰოო მოგიყვები ოღონდ ახლა არა. ღამემშვიდობისა.
ვაკოცე და თინას ოთახში შევედი, იმასაც ვაკოცე და მერე დავწექი.
" სად დამეკარგე ჩემო მწვანე თვალება?!"
სულ დამავიწყდა თქო გავიფიქრე და შეტყობინების წერა დავიწყე
" კარადას ცხვირი მივარტყი"
" ძაან გტკივა?"
" ჰოო.. ეხა კეხიმექნებაა რაარის რა"
" არაა ტოო შენთავსვფიცავარ არგექნება, მაგარი ცხვირი გაქ გოგო"
" ოოხ რაა"
" ჩემი ცხვირა !!!! მიდი დაიძინე ახლა ადრე ხარ ასადგომი ხვალ"
" არა არ მეძინება"
" რო დაწვები ჩაგეძინება. მიდი დაიძინე".
" წავალ კაი. ტკბილი ძილი"
" ტკბილი ძილი"


***
ქიმიიდან სანდროსთან და საბასთან ერთად გამოვედი, გასავლელი ნახევრად ერთი გზა გვქონდა.
მესამე მიკროსთან ნიკა დამხვდა, ანიო დამიძახა.
ბიჭებს ვუთხარი თქვვენ წადით თქო.
სანდრო დამშვიდობებისას ყოველთვოს მკოცნიდა და მაგრად მეხუტებოდა ხოლმე. გონებაში ვფიქრობდი:
" ოღონდ ახლა არ ჩამეხუტო სანდროო ! ოღონდ ახლა არა "
არმინდოდა ნიკას დავენახე, თუმცა ჩემსკენ მოიწია და როგორც ჩვევია ისე ჩამეხუტა. ბიჭებს დავემშვიდობე და ნიკასთან მივედი.
- როგორ ხარ? მკითხა და სიგარეტი დაბლა დააგდო.
- კარგად შენ?
- გეტყობა, რომ კარგად. თვალი მიმავალ ბიჭებს გააყოლა და მზერა ისევ ჩემთან დააბრუნა.
- ნიკა..
- რა ნიკა?
- იეჭვიანე?
- ვაფშე არა ტოო.. მე ხელი მოგკიდე და აფეთქდი ! და ამან იმენა..
- ნიკა თქო! წესიერად ! მაგან იმენაა ? რაა იმენაა??? იმენა რააა??? მეგობრები შენ არგყავს? სანდროსთან ისე ვარ როგორც ძმასთან.
- არაა სასიამოვნო, როცა შენ გოგოს ვიღაც ბიჭი კოცნის და ეხუტება !
- იმან მაკოცა და მე რავქნა.
- რა რაქნა გოგო მე რო მეტლიკინები ენა არ გქონდა? გეთქვა!
- ნიკა ესე თუ უნდა დამტუქსო ორი წლის ბავშვივით წავალ.. ბარემ კუთხეში დამაყენე.
- გოგო შენ ვერხვდები მართალი, რომ ვარ? გამიტყდა მაგრად ! ნალოგიურ სიტუაციაში ესე იქნებოდი შენც !
- კაი რა..
ყელში ვაკოცე, ხელები წელზე შემოვხვიე და თავი დავადე.
- ესე ნუ აკეთებ ტოო
- რატო?!
გაბრაზებულმა ვვუთხარ, მაგრამ არც შევტოკებულვარ.
- ვეღარ გიბრაზდები.
- ნიკა.. სადიყავი მთელი დღე?
- სად ვიყავი?
- არ მოგიწერია..
- ბოდიში ანა.. საქმეები მქონდა და ვერ მოვახერხე, მარა ხო ხედავ ეხა გნახე ტოო..
- საქმეები...
- ჰო საქმეები.. ძმაკაცების თემაა და ვერ გეტყვი ხო ხვდებიტოო..
- კაი გასაგებია..
- გეწყინა გოგო?
- გოგოს სახელი აქვს.
- ჩემი ბუტიაა ანაა ! აი ეხა დაუკვირდი შენ ვინმე დაქალს მენს.. მენნ.. მენსს.. ფუ რაქვია.. მეე.. მმენსს.... მმ... მენსტრუაცია. ხოო მენსტრუაცია, რომ ქონდეს მეტყვი მე? ვერა ხო? აეგეთი პონტია რაა ხვდები? ამიტო არუნდა გამებუტო.
- ნიკაა.. ხოარ უბერავ შენ!
- კაი გაგიტყდა გოგო? ჩემთან რაუნდა გაგიტყდეს ტოო..
- ბიჭი, რომ გოგოს მაგას ეტყვის გაუტყდება, არ გაუტყდება აბა?
შუბლზე მაკოცა პასუხის ნაცვლად და უფრო მაგრად მომეხვია.
მასთან სიახლოვე როგორი იყო იცი?
დედა, რომ ახალშობილს პირველად დაიჭერს ხელში და ჩაიხუტებს აი მასეთი ! წარმოგიდგენიათ?
მმისი სუნი, მისი თითები, მისი ღიმილი, თვალები მაგიჟებდა! ^ ნუთუ მე ამას ვამბობ? არ მჯერა, რომ ასე ვლაპარაკობ!^
არვიცოდი რას ვგრძნობდი მის მიმართ, ისე გაუგებრად ვგრძნობდი თავს და ისეთი არეული ვიყავი, როგორც ფიზიკაში ახალი კანონის ახსნისას !
ვერ ვხვდებოდი რა გრძნობა იყო ეს, რას ვგრძნობდი, რას ველოდებოდი, რა მინდოდა. ვეღარაფერს ვხვდებოდი.
ის კი ნათელი, იყო, რას ვგრძნობდი და რა მემართებოდა მისი დანახვისას.
- ნიკა არ წავიდეთ?
- წავიდეთ წავიდეთ.. ფეხით წავიდეთ
- კიი და ვილაპარაკოთ.
- წავედით კაი..
ხელი მომხვია და ქუჩას გავყევით. ქარი ჩემ თმებს ეთამაშებოდა, ნიკას ხელი ჰქონდა მოხვეული და ნელა მივდიოდით. შიგადაშიგ მანქანების სიგნალის ხმა თუ მოსწვდებოდა ჩვენ ლაპარაკს:
- ისე ხვდები ერთმანეთზე, რომ არაფერი ვიცით?!
სიტყვა ჩავუგდე და ჰაერი ღრმად შევისუნთქე.
- მე საჭიროზე მეტი ვიცი..
- მაინც რაიცი?
- ყველაფერი !
- ყველაფერში რას გულისხხმობ?
- ყველაფერში ყველაფერს ვგულისხმობ!
- რაიცი ?!
- კონკრეტულად რა გაინტერესებს?
- უბრალოდ ის მითხარი ჩემზე რაიცი
- ყველაფერი ტოო..
- შენც კარგი ნერვების კიბოხარ !
მითხარი ეგ ყველფერი.
- ვიცი, რომ არავინ გყვარებია, არც გიყვარს "ჯერჯერობით" !. ისიც ვიცი, რომ ბაღში გყავდა შეყვარებული და გიორგი ერქვა !
კიდე ვიცი, რომ ნერვების კიბო ხარ, მწვანე თვალება კიბო !"
- ვაჰჰ ეგ ბაღის ლავსთორი საიდან იცი ?
სიცილით ვკითხედა ლამპიონის შუქზე აელვარებულ მის თვალებს დავაკვირდი.
- ხომ გითხარი ყველაფერი ვიცი თქო ტოო !
- კიდე? კიდე რაიცი მითხარი რა?
- ის ვიცი სად ცხოვრობ, ისიც ვიცი ქიმია და ფიზიკა რა დღეებში გაქვს.
ყველაფერი ვიცითქო და რაღა გითხრა ტოო..
- სამაგიეროდ მე არვიცი არაფერი.
- რაგაინტერესებს მითხარი და გეტყვი
- ყველაფერი.
- ბიოგრაფია მოგიყვე ტოო?
- მომიყევი.
- რო მეზარება?
- კაი რა რა გეზარება.
- კაროჩე.. ახლახანს გავხდი 19 წლის.. კაროჩე ფეხბურთელი ვარ ნაკრებში ვთამაშობ..
ხო კიდე და მყავს დიდი, გათხოვილი რუსეთში ცხოვრობს, კიდე დიშვილი მყავს მაშა ქვია სამი წლისაა სულ. რა საყვარელია იცი ტოო?
აუ კიდე რაგაინტერესებს ნუ მაყოლებ გეხვეწები.
- ფეხბურთელი ხარ და ეწევი?
- აუ ჩემთავს გაფიცებ ეხა შენ არდაიწყო, პასტაიანი მწეველი კი არ ვარ გოგო.. ხანდახან თუ მოვწევ რა.. ნელნელა დავანებებ..
- კარგს იზამ..
უცბად გაჩერდა, ჩემ წინ დადგა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია, შუბლზე მაკოცა:
- აი იმენაა მთელი ცხოვრება ასე, რომ იდგე, ჩემ წინ არ მომბეზრდება შენი ყურება !.......





@@@
ზუსტად თვე ნახევარი გავაგრძელეთ ურთიერთობა.. ესე ჩვეულებრივად ვმესიჯობდით, ხანდახან ვხვდებოდით.. ყველაზე ხშირად ვკამათობდით, ყველაფერზე ჭედავდა ი ვსო, არაფერი სხვა არც სიყვარული არც მოწონება.. ორივე თავს ვიკავებდით რამე გვეთქვა. უბრალოდ ვმეგობრობდით !
მერე?? მერეე უბრალოდ ერთ დღეს, აი ასე უბრალოდ ადგა ! ადგა ! და ! წავიდა ! ერთი ესემესით დავასრულეთ ყველაფერი... მიზეზი გაინტერესებთ? გგონიათ ვიცი ?! არ ვიცი !
ასე უბრალოდ მომწერა ჯობია ერთმანეთს დავემშვიდობოთო და იქ დავსვი წერტილი ! დავუსვი წერტილი არა მარტო ჩვენ ურთიერთობას, არამედე სხვებთან ურთიერთობასაც !
რას ვგრძნობდი? ვერ ავღწერ, იმაზე ორჯერ დიდ ტკივილს რასაც მაშინ, როცა პირველად ვილაპარაკეთ და ჩავეხუტე !
ესემესს ვუყურებდი და ცრემლები თავისით მცვიოდა, გული მეუბნებოდა ნუ ტირიო !, მაგრამ ვტიროდი, ყელში ბურთი მქონდა და თითქოს ვიხრჩობოდი, ყველაზე მეტად საწყენი ის იყო, რომ პირველად ვენდე ადამიანს და პირველად გამიცრუვდა იმედი.. იმედი ბედნიერების..
იმდენად შეჩვეული ვიყავი.. ვუყურებდი ეკრანს და თავი სიზმარში მეგონა, ცუდ, ძალიან ცუდ სიზმარში ! უბრალოდ მწარე რეალობას თვალს ვერ ვუსწორებდი, რადგან მეშინოდა.. მეშინოდა სიმართლის.. ხო ისე ვიყავი, როგორც მიცვალებული.
პირველად ვიგრძენი ტკივილი და, როცა ადამიანის დაკარგვის წამები განვიცადე, მაშინ მივხვდი, რომ ნიკას გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, უბრალოდ მის გარეშე ვერ ვიცხოვრებდი, არ შემეძლო ! თუმცა არაფერი გავაკეთე ამისთვის.. არაფერი არა ! ვერაფერი... მის ნებას დავემორჩილე..
ისე გამომიყენა, როგორც თავისი მორიგი ნაშაა.. ვბრაზობდი პირველ რიგში ჩემ თავზე, რომ ასე დავეცი, რომ საერთოდ მასთან ურთიერთობას დავთანხმდი.. ვბრაზობდი მასზეც მაგრამ იმ ფაქტს ვერაფერს ვუხერხებდი, რომ მის გარეშე არმინდოდა ვყოფილიყავი. იმდენად შევეჩვიე, იმდენად მივეჯაჭვე, ამას მხოლოდ მერე მივხვდი, როცა დავკარგე, როცა გვიანი იყო !
საშინელებაა, როცა მონატრებას გულში იკლავ, ძველ ესემესებს კითხულობ და ყელში ბურთი გაწვება, თვალებს ხუჭავ, არგინდა, რომ იტირო, მაგრამ თავს ვერ ერევი, მაინც ტირი...
ტირი ტირიი და ტირიიი ყოველ ღამე ტირი ! საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი ტირი..
გინდა ვინმეს მოუყვე, მაგრამ ვერ ახერხებ, შენთვის, ჩუმად, მარტო განიცდი და ეს უფრო შიგნიდან გკლავს, გსპობს და განადგურებს.
თანდათან ცდილობ შეეჩვიო, თითქოს აღარც კი ფიქრობ მასზე, გგონია, რომ ივიწყებ,მაგრამ ყოველ ღამე მარტო ყოფნისას, მაინც გახსენდება.. გინდა ფიქრები თავიდან ამოიგდო, მაგრამ არ შეგიძლია, ფიქრებს და მასთან ყოფნის სურვილს ვერაფერს უხერხებ..
რაც დრო გადიოდა ვრწმუნდებოდი, რომ საშინლად მენატრებოდა, ის ჩხუბიც კი მენატრებოდა, მისი ღიმილიც, სუნიც ყველაფერი მენატრებოდა !
მერე, ბოლოს მივხვდი, გავაანალიზე და ვაღიარე ის რისი აღიარებისაც მეშინოდა, ვაღიარე, რომ მიყვარდა !



№1 სტუმარი Uhuu

Sainteresoo da dade ra male <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მალე დადე რა შემდეგი ძაან აგვიანებ ხოლმე

 


№3  offline წევრი Peoplefallformysmile

ზედმეტად მგავს

 


№4  offline წევრი cancara

ნუ აგვიანებ გაგრდზლეე

 


№5  offline წევრი სალოო

აუ შემდეგი მალე დადე რააა ძაან გთხოვ <3 ნიკა მალე დააბრუნე და ნუ დატანჯავ ამგოგოს ცოდოა :( მაკოზეც დაწერე რამე რა <3 აღარ დატანჯო ჩემი გოგო და დაუბრუნე თავისი სიყვარული <3 ისე მომენტ კი მომინდა ნიკას ცემა:დდ აუხსნელად რო წავიდა :დ მარა ვნახოთ რამოხდებააა <3 <3

 


№6 სტუმარი ჩეპე

მალე დადეეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent