შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა XVI


20-04-2016, 21:40
ავტორი MariLerman
ნანახია 1 782

ვაჟას სახლის კარი შევაღე და პირდაპირ მომტირალი ანასტასია შემომეჩეხა.
- რა ხდება ანა? - ვკითხე იტერესით. - სად მირბოდი?
ვკითხე თუ არა ოთახიდან თინა და სოფია გამოცვივდნენ.
ორივეს ისეთი გაცვიფრებული სახეები გქონდათ, ოდნავ დამზაფრეს.
- ოჰოჰო, რა ხდება? ფილმში მგონია თავი,. - ვთქვი სიცილით.
- ანნა ხუმრობის დრო არ არის, დედაშენია ცუდად.
მითხრა თინამ და სასწაული სისწრაფით გავარდა გარეთ, სოფიაც მოდიოდა, აცრემლიანებული თვალების დანახვაზე მუხლები ამიკანკალდა და მეც შევეცადე რაც შეიძლება ჩქარა, მათ გავყოლოდი.


*****

- მოდი, დალიე. - მომიახლოვდა, ფრთხილად წამომაყენა და დამამშვიდებელი გამომიწოდა.
წვიმდა და წვიმის წვეთები გარედან ისე ძლიერად ესხმებოდნენ საავადმყოფოს ფანჯარას, წამიერად ვიფიქრე არ ჩატეხოს მეთქი.
ზურგს უკან მისი სითბო ვიგრძენი, ეს იყო ჩემი უსაყვარლესი შეგრძნება.
გამახსენდა ვაჟას სასოწარკვეთილი საქციელები, ნიკოს ჩახუტება, ყოველი დეტალი. მოვბრუნდი და სხეულზე ძლიერად მივეკარი.
ვეხუტებოდი და ვტიროდი, რადგან როგორც ყოველთვის არ მქონდა იმედი. მეშინოდა, ძალიან მეშინოდა და ამ შიშის გამო უფრო ძლიერად ვეკვროდი მის ძლიერ სხეულს.
იმ დროს, მართლა მეგონა, ნინას თუ რამე დაემართებოდა გადავყვებოდი.
მთელი ორი საათი ნიკოსთან მიხუტებული ვიჯექი და ველოდით ექიმს. ნერვიულობას ემატებოდა გულის რევები, თავბრუს ხვევა და მაღალი წნევა.
მე მჭირდებოდა ნიკო, და ნიკოს ვჭირდებოდი მე. დღემდე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, მის გარეშე ამ უმძიმეს წუთებს ვერ გადავიტანდი.
მგონი ვთვლემდი, როდესაც ვაჟას ხმა გავიგონე.
ექიმის პალატიდან გამოდიოდა.
სახეზე შევხედე თუ არა, მივხვდი, წამებში გავაცნობიერე, რომ კარგის არაფრის თქმას არ აპირებდა. ნიკოს ხელი უფრო მაგრად ჩავკიდე, და ვაჟას მივუახლოვდით.
ყველა მოუთმენლად ველოდით, როდის იტყოდა ვაჟა, თუ რა თქვა ექიმმა. ნიკოს სახეზე ავხედე და უფრო ძლიერად ავტირდი, მას ცრემლი თვალზე შეშრობოდა, თვალები სულ ჩაწითლებოდა, ტუჩები, როგორც ყოველთვის ნერვიულობის დროს, ფერმკრთალი ჰქონდა..
– ნუ მიყურებთ.. არაფერი არ ვიცი.. ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, კაცმა არაფერი მითხრა და გარეთ გამომიშვა... ახლა სასწრაფოდ საოპერაციაო.. კი მაგრამ არ უნდა ვიცოდეთ რა დაემართა?! – ღრმად ჩაისუნთქა და მოსაცდელის სკამზე ჩამოჯდა... ცოტა ხანში კი, დეტალურად მოგვიყვა, თუ საიდან და როგორ გაიგო ნინას ცუდად ყოფნის შესახებ. მამა ძალიან განიცდიდა ნინას ამბავს.
- სამსახურში ვიყავი, როდესაც ნინამ დამირეკა. ხმა უკანკალებდა, შეუძლოდ ვარ, ანნაც არ არის სახლში, არ ვიცი სად წავიდაო. დავამშვიდე, ნუ ნერვიულობ მეთქი ვუთხარი რადგან ხმაზე შევატყვე ძალიან ნერვიულობდა. ვუპასუხე და რამდენიმე წამის განმავლობაში ხმა არ ამოუღია, გათიშვას ვაპირებდი როდესაც გაჭირვებით წარმოსთქვა ვაჟა დამეხმარეო.. სადღაც 10 წუთში უკვე მასთან ვიყავი სახლში, არ ვიცი შენ სად იყავი ნიკო, მაგრამ დახმარება მართლაც სჭირდებოდა. სააბაზანოში გულწასული ვიპოვე, სისხლისგან იცლებოდა...
პირველად ცხოვრებაში მომელოდა საყვარელი ადამიანის დაკარგვის განცდა, მითუმეტეს ის ადამიანი იყო დედაჩემი, ადამიანი რომელიც მეგონა რომ არ მიყვარდა, მეგონა რომ მძულდა, მეგონა რომ მისი სიკვდილი ჩემს ცხოვრებაში არაფერს შეცვლიდა,
მეგონა, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გვაკავშირებდა - ის რომ მან მე ამქვეყნად მომავლინა. ვერ ვხვდებოდი მის ფასს, არც ვფიქრობდი მის ამაგზე, არ ვფიქრობდი საერთოდ არაფერზე, მე არ ვიცოდი რა იყო ნამდვილი დედაშვილური სიყვარული, მე ამ გრძნობას ძალიან იშვიათად ვგრძნობდი. იყო მომენტები და წუთები როდესაც ნინას ტკივილი სიამოვნებას მანიჭებდა, მაგრამ სწორედ მაშინ მივხვდი ამ ყველაფრის მოჩვენებითობას, როდესაც მისი დაკარგვის შიში ვიგრძენი, როდესაც გავაცნობიერე, რომ ის შეიძლებოდა სამუდამოდ წასულიყო.
გამახსენდა მისი უცნაური საქციელები, როდესაც მუცელზე ხელს იკიდებდა, უაზროდ კვნესდა, წუხდა, რაღაც აწუხებდა..
მე კი ამ ყველაფერს ყურადღებას არ ვაქცევდი, ვერ აგიღწერთ, რამდენად მქეჯნიდა სინდისი.
ყველაინაირად ვცდილობდი დამემშვიდებინა ნიკო, რომელიც საკუთარ თავს ადანაშაულებდა იმაში, რომ იმ ღამეს ნინა სახლში მიაცილა და მარტო დატოვა.
- ნიკო, გთხოვ, მომისმინე, დამშვიდდი და მომისმინე, ნიკო გთხოვ! ვერაფერს შეცვლი, გესმის? ვერაფერს! ახლა მთავარია ნინა გადარჩეს, მერე კი ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი იქნება კარგად! საკუთარ თავს ნუ ადანაშაულებ, შენ არაფერ შუაში ხარ... - ვთხოვე ტირილით და უძლურებისგან ძირს დავეცი. ვამშვიდებდი, მაშინ როდესაც იქეთ ვიყავი დასამშვიდებელი.
ისიც ჩემთან ერთად ძირს დაეშვა და ხელი მომხვია.
ძლიერად მიმიკრა მასთან ახლოს და შუბლზე მაკოცა. იმ მომენტში, ჩვენს გრძნობაზე საერთოდ არ მიფიქრია...
ამაზე მხოლოდ ახლა დავფიქრდი, წლების შემდეგ, როდესაც უკვე ამ ისტორიას წარსული ქვია, როდესაც ეს ყველაფერი არის ჩამოყალიბებული და დასრულებული. მე მას ვუყვარდი მაშინაც კი, როდესაც ნინა ასე ცუდად იყო.. იმ მომენტში, არც იმაზე ვფიქრობდი, რომ ვაჟა ჩემი და ნიკოს საქციელებს ხედავდა, არ ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ აღიქვამდა ის ამ ყველაფერს, მახსოვდა ის, რომ მე ნიკოს ვერ მივატოვებდი და არც ის გააკეთებდა ანალოგიურს.
ვიჯექით ძირს, მე ვტიროდი, ის კი სრულიად არაფრისმთქმელი, განადგურებული სახით იყურებოდა გაურკვეველ წერტილში და თან მეფერებოდა, ცდილობდა ჩემს დამშვიდებას.
„ახლა რომ ექიმი გამოვიდეს, და მითხრას ნინა გადარჩაო, რომ მითხრას , რომ დედაჩემი გადარჩა და იცოცხლებს, ვფიცავარ ღმერთს და ჩემს სიყვარულს, იმ დიდ სიყვარულს , რომელსაც ნიკოს მიმართ განვიცდი, მე დავიხევ უკან, ვიზამ ყველაფერს, რომ დედაჩემი იყოს ბედნიერი, მე წავალ დათმობაზე, მე შევეგუები წინასწარ იმ ფაქტს რომ დარჩენილი ცხოვრება უბედური ვიქნები მის გარეშე, მაგრამ ამაზე არ ვიფიქრებ, მე ვიფიქრებ მხოლოდ დედაჩემზე, რომელსაც იმ მომენტისთვის ნიკო დაეხმარება, რომელიც იქნება ნიკოს დახმარების მოლოდინში, ენდომება ნიკოს გვერდით ყოფნა..და მაშინ დავთმობ მე საყვარლის მკლავებს, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდგომ დავტკბე სხვისი სიხარულით.“
ზედმეტი სიტყვების გარეშეც, გასაგებია, რომ ეს იყო ყველაზე საშინელი საათები ჩემს ცხოვრებაში.
მე იქამდე, საყვარელი ადამიანის სიკვდილზე არ მიფიქრია.
მეგონა, უკვე ჩამოყალიბებული ვიყავი, მაგრამ სიკვდილზე, გარდაცვალებაზე არასოდეს დავფიქრებულვარ.
სრულყოფილება მხოლოდ უბედურებაშია და მე ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი.
აღმოვაჩინე ჩემში ახალი თვისებები, უკეთ შევიცანი ჩემი ხასიათი.
თურმე ისეთიც არ ვყოფილვარ.. როგორიც იქამდე მეგონა ჩემი თავი, არამარტო მე - სხვებსაც! ნიკოს თუ ვინმე ეკარებოდა, მზად ვიყავი ის ადამიანი მომეკლა, რა თქმა უნდა თუ გოგო იყო. მე ეჭვიანობისგან შემეძლო, თვითონ ნიკოსთან გადავსულიყავი იერიშზე, შემეძლო ყველაზე საშინელი სიტყვები მეთქვა მისთვის, რაც კი ამქვეყნად არსებობს.

იმ დროს კი, საერთოდ არ მიფიქრია იმაზე, რომ ნიკო ჩემი იყო - რადგან ეს არ იყო სიმართლე.

მთელი ამ წლების განმავლობაში, მე ვფიქრობდი მხოლოდ ერთს, რომ არ დავიხევდი უკან, რომ ვერავინ შეძლებდა ხელი შეეშალა ჩემი ბედნიერებისათვის.
ერთი მხვრივ, სამწუხაროა, რომ მე ნელ-ნელა ვნებდებოდი,.
მაგრამ ჩემი მეორე „მე“ მაინც აცნობიერებდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ კარგს მოიტანდა.
ვითვლიდი წამებს.
ვუყურებდი თვალებში, ვეტყოდი სამ სიტყვას, თითქოსდა უმნიშვნელოს.
მაგრამ ჩვენს შორის ხომ „მე შენ მიყვარხარ“-ს არასოდეს დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა და არსი. მან იცოდა, რომ მე ვიყავი მზად ყველაფრისთვის, ოღონდ ის ყოფილიყო ბედნიერი და მეც იგივეს ვგრძნობდი მისგან.
არავინ ვიცოდით რა უნდა გვეფიქრა,
ხან თინას მკლავებში ვპოულობდი სიმშვიდეს, ხან ნიკოს მოფერების გარდა ვერაფერი მამშვიდებდა...

Can you hear the silence?
Can you see the dark?
Can you fix the broken?
Can you feel, can you feel my heart?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent