ნოემბრის წვიმა XVII
ჩემს ლამაზ დედიკოს დისპლაზია დაუდგინეს... მას არასოდეს შეუმჩნევია, და არასოდეს მისულა ექიმთან ამ დაავადების კონტროლისთვის, მეტიც – მან არც კი იცოდა რომ ეს საშინელი რამ სჭირდა. მხოლოდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში შეაწუხა დიდმა ტკივილებმა, რომელსაც არც მაშინ არ გამოხატავდა. დადიოდა ექიმთან მაგრამ ეუბნებოდნენ, რომ საშიში არაფერი იყო. ფულს საკუთარ წამლებზე არ ხარჯავდა, ეჩვენებოდა, რომ ზედმეტი იყო ყველაფერი, რასაც ექიმი უწერდა. სჯეროდა, რომ მას ცუდი არაფერი ემუქრებოდა... სწორედ ამან შეიწირა ჩემი ლამაზი დედა, დისპლაზია დროთა განმავლობაში ავთვისებიან სიმსივნეში გადაზრდილიყო. როდესაც ეს გავიგე, რამდენჯერმე დავკარგე გონება და მიჭირდა რეალობის აღქმა, წამლებისგან გამუდმებით გაბრუებული ვიყავი და ნორმალურად ვერც ვაცნობიერებდი ჩემს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. - ანნა.. თავს ძალა დაატანე.. გესმის ჩემი?! შემომხედე, გთხოვ.. ჩემი სახე თავის ხელისგულებში მოიქცია და თვალებში ჩამხედა. სწორედ მაშინ უნდა შესულიყო პირველი ვიზიტორი. გაგვაფრთხილეს, სუსტადაა და შეეცადეთ მალე გამოხვიდეთო. მე ვიყავი პირველი და ვერანაირად შევემზადე ფსიქოლოგიურად, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა. მასთან შესვლა და თვალებში ჩახვედვაც კი მრცხვენოდა. ალბათ, ათასი გრძნობა ერთად შემომაწვებოდა გულზე და ამდენი ემოციებისაგან თავს ვერ შევიკავებდი, იქვე მის გულზე დავემხობოდი და ტირილს დავიწყებდი. ყოველი ჩემი სიტყვა გამართლდა, პალატის კარი გამიღეს და მითხრეს რაც მალე დაიწყებთ და დაამთავრებთ, მით უკეთესიო. პლატაში მარტო ვიყავით. ათას აპარატზე შეერთებულს სახე ძლივს უჩანდა. რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი და მივუახლოვდი, თვალები ნელა გაახილა და შემომხედა, ტანში ერთიანად დამაყარმა ეკლებმა, დამბურძგლა და სუნთქვა გამიხშირდა, ნელი მოძრაობითა და გაჭირვებით თითით მანიშნა, ჩემთან მოდიო. თავს შეძლებისდაგვარად დავატანე ძალა და მივუახლოვდი, ნერვიულობისგან თითები გამეყინა, დედაჩემის უსუსურობას საზღვარი არ ჰქონდა. ვერ ვცნობდი, ვერ ვხვდებოდი, არ მჯეროდა რომ ჩემს წინაშე ნამდვილად ის იყო. სახეზე ძალიან ფერმკრთალი იყო, თითებზე კი, შეხებისთანავე სიმხურვალეს იგრძნობდი. ყოველთვის ასე იყო, ნინას ყოველთვის ცხელი ხელისგულები ჰქონდა. კეთილი გული ჰქონდა, და ამას ჩემი ცუდი ხასიათი და საუბარები ვერ შეცვლიდა. - ანნა, წვიმს.. - ყველაფერს მოველოდი მისგან, ოღონდ ამას არა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საუბარს ასე დაიწყებდა, გაკვირვებისაგან თვალები შუბლზე ამივიდა, მისმა სიტყვებმა შემაკრთეს, თვალებში ვუყურებდი და სიკეთის მეტს ვერაფერს ვხედავდი. მისი ყოველი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ ტანში უსიამოვნოდ მბურძგლავდა, არ მინდოდა, რომ ბევრი ელაპარაკა, იმდენად სუსტად იყო, რომ მეგონა ჩემთან საუბრით სიცოცხლის რაღაც გარკვეულ ნაწილს და დროს ვართმევდი. - მე შემიძლია გამოვიცნო, რა ფიქრები გიტრიალებდა თავში, აქ შემოსვლამდე.. - ყოველ 20 წამში ჰაერს ხარბად ისუნთქავდა რაც შიშს მგვრიდა და ხელს მაგრად ვუჭერდი, მეგონა მტოვებდა. - ანნა მე არ მინდა რომ ინერვიულო.. - დედა ამას როგორ მეუბნები.. - ვუთხარი და ცრემლები ღაპაღუპით მდიოდა. - დედა... აჰ ანნა... როგორ მესიამოვნებოდა, ყოველთვის რომ ასე მოგემართა, ყოველთვის.. - დედა გთხოვ, მაპატიე! პატიებას გთხოვ, საყვარელო დედიკო.. იმედია გამიგებ, იმედია მაპატიებ, არ ვიცი როგორ აგიხსნა, როგორ გელაპარაკო.. მე შენ მიყვარხარ დე.. არ მინდა, რომ იფიქრო - რომ ჩემს ცხოვრებაში არანაირი ადგილი არ გეკავა აქამდე და არც ამის შემდეგ გეკავება რადგან არ არის სიმართლე დე! ახლა ვაცნობიერებ მე შენს გარეშე ერთი დღეც არ მინდა დე! მაპატიე გთხოვ.. - საუბრის დროს მუხლებზე დავეცი და მის ხელს ვეალერსებოდი.. - ოღონდ ღმერთმა შენი თავი გადამირჩინოს და.. მე ვიცი, როგორც გავაგრძელებთ ცხოვრებას, ოღონდ შენ მაპატიო ჩემი საქციელები და... სიტყვის დამთავრება არ დამცალდა, ხელით მანიშნა, გაჩუმდიო.. - შენ საპატიებელი არაფერი გაქვს, ანნა, ჩემო ძვირფასო. შენ გქონდა ასაკი, ის რთული ასაკი, რომლის გადალახვაშიც, მინდოდა რომ დაგხმარებოდი, მაგრამ არ გამომდიოდა.. - საუბრის დროს იმდენად გაუფერმკრთალდა სახე და ძარღვები დაეჭიმა, რომ რასაკვირველია შემეშინდა და ხელი ისევ მაგრად მოვუჭირე.. - მე არ ვიყავი კარგი დედა.. ეს ყველამ იცოდა, ყველა ამას ამბობდა, და მართალიც იყო.. ვერანაირი დედობა ვერ გაგიწიე, რაც თუ შენთვის გამიკეთებია, მხოლოდ ცუდი, ანნა.. მაგრამ გიცნობდი, არაჩვეულებრივად გიცნობდი და მე ყოველთვის ვიცოდი, ის რაც არ უნდა მცოდნოდა.. ახლა უკვე თვითონ მომიჭირა ხელი.. - მე ვიცოდი, მე ვგრძნობდი, მე განვიცდიდი.. ანნა ამიერიდან შენ გაქვს უფლება, რომ ბედნიერი იყო და ვერავინ გაბედავს, რომ ხელი შეგიშალოს! - დედა, რაზე მეუბნები? შეგიძლია ამიხსნა? - ცრემლები თავისით მდიოდა და ლაპარაკის საშუალებასაც კი არ მაძლევდა. - ამიერიდან, ვერავინ შეგიშლით ხელს შენ და ნიკოს.. თითქოს ცა ჩამომენგრა და მიწა გამისკდა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა. რას წარმოვიდგენდი, რომ ამას მეტყოდა... რა თქმა უნდა, ხმა ვერ ამოვიღე! ვერაფერი ვუთხარი, მეგონა, რომ რამდენიმე წამით გული გამიჩერდა, მეგონა რომ გულმა ფეთქვა შეწყვიტა, ვიფიქრე, ხომ არ მომესმა მეთქი, ვერ ვუჯერებდი მის სიტყვებს.. რა გამოდიოდა, რომ ნინამ ყველაფერი იცოდა და არაფერს ამბობდა, არ ეტყობოდა ბრაზი, არც შური, არც ეჭვიანობა.. პირიქით, ის ჩუმად იყო მაგრამ მისი სიჩუმე არც ხელს გვიწყობდა და არც გვიშლიდა. - ანნა, მე ყველაფერი კარგად ვიცი, და გეფიცები, შენს ბედნიერებაზე მეტად არაფერი გამიხარდება. დამპირდი, რომ იზრუნებ, დამპირდი, რომ გეყვარება.. დამპირდი, რომ აგრძნობინებ სითბოს, დამპირდი, რომ იქნები ბედნიერი! - მის ლამაზ სახეზე ცრემლის დანახვაზე, მუხლები მომეკვეთა, საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე და როგორც მახსოვს, მთელი სახე დავუკოცნე, ვეხუტებოდი ძლიერად,ვეხუტებოდი, რომ ის ჩემთვის არ წაერთვათ, ან თვითონ არ წასულიყო, ამ ჩახუტებით, მე ის ჩემთან მყავდა და არსად ვუშვებდი! პალატიდან გამოვედი თუ არა ერთდროულად მომივარდა ყველა, მე კი ნიკოს ხელი ჩავკიდე და გვერდით გავიყვანე, არ მინდოდა, ვაჟას დაენახა თუ როგორ ვეუბნებოდი ყველაზე მნიშვნელოვან სიტყვებს. - ნიკო მან იცის! იცის ჩემზე და შენზე! რა თქმა უნდა შენ არ ეტყოდი, და მეც არ მითქვამს... მინდა მითხრა, რომ ჩვენი ურთიერთობიდან არცერთ წამს არ ნანობ.. - გაგიჟდი?! ნინამ იცის? მოიცა.. არა არა, შეუძლებელია.. - შევეცადე დამეკავებინა მაგრამ სკამიდან წამოხტა და ბოლთის ცემა დაიწყო. თავზე ხელს გამწარებით ისვამდა და მე მაშტერდებოდა, თითქოსდა მზერით მცდიდა, ვატყუებდი თუ არა. მისთვის არაფერი მითქვამს, ადგილიდანაც არ გავქანებულვარ, მხოლოდ პასუხს ველოდებოდი და თან მეშინოდა, ძალიან მეშინოდა მისი სიტყვების. - მაგას როგორ მეუბნები.. არა, შეუძლებელია.. საშინელი ადამიანი ვარ... საშინელი... - ნიკო, შემომხედე თვალებში. მიყურე თვალებში მეთქი ნიკო! - ოდნავ ხმამაღლა წარმოვსთქვი ეს სიტყვები და ჩემკენ შემოვაბრუნე. - ნიკო რაც მოხდა, უკვე წარსულია... ჩვენ ამას ვეღარ გამოვასწორებთ.. მან იცის, ყველაფერი იცის და ყოველთვის ხვდებოდა. უბრალოდ კითხვაზე მიპასუხე ნიკო... - არა ანნა.. რა თქმა უნდა არ ვფიქრობ, რა თქმა უნდა არ ვნანობ არცერთ შენთან გატარებულ წამს... ძალიან მიყვარხარ, მეტიც - წარმოდგენაც არ მინდა როგორი იქნება ჩემი ცხოვრება უშენოდ. მისი სახე ხელებში მოვიქციე.. - არასოდეს გამიშვა.. არასოდეს წახვიდე ჩემგან.. მუდამ ჩემთან იყავი.. რამდენიმე წამის განმავლობაში სევდიანად მიყურებდა ჩემდეგ კი ძლიერად მიმიზიდა მისკენ და ჩამეხუტა. - მინდა, რომ უკანასკნელადაც შენს მკლავებში მოქცეულმა ამოვისუნთქო.. - მე ვიქნები შენთან ყოველთვის.. ყოველ წუთს, და ყოველ წამს.. არასოდეს დავიღლები იმის თქმით, რომ გაგიჟებით მიყვარხარ, ანნა.. ****** მომდევნო დღეს ნიკო შევიდა ნინასთან. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მათი საუბრიდან არაფერი ვიცი. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ პალატიდან გამოსულს საერთოდ არ ჰქონდა ლაპარაკის სურვილი და მხოლოდ სიგარეტს ეწეოდა. შენობაში ვთხოვდი შემოსვლას მაგრამ მიზეზობდა და მიმტკიცებდა, აქ მირჩევნია ყოფნაო. მიკვირდა, რატომ არაფერს მეუბნებოდა, მე ხომ მას ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. ბოლოს ძლივს შიგნით შემოვიდა და როგორც ჩანს დაღლილობისგან ცუდად გამოვიყურებოდი, მომიახლოვდა და მითხრა სახლში წაგიყვანო. მორჩილად დავეთანხმე მის შემოთავაზებას. ვაჟა და თინა გავაფრთხილე, რომ მივდიოდი. - ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ ნინას ასეთი რამ დაემართებოდა.. ახლაც არ მჯერა.. ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის, ექიმმა თქვა, შეიძლება შევძლოთ... მისი გადარჩ... ღმერთო, ეს რა დაემართა.. რატომ არ მითხრა?! შენზე არაფერს ვამბობ ისედაც არაფერს უყვებოდით ერთმანეთს. - მანქანის გასაღები მაგიდაზე მიაგდო და მაცივრიდან მისთვის ცივი ლუდი გამოიღო. მისი საუბრის ნახევარი არ მესმოდა. - წარმოდგენა არ მაქვს რა გველის.. - ვუთხარი სევდიანად და ხმა ამიკანკალდა. ცოტაც და ტირილს დავიწყებდი რაც მან ადვილად შემამჩნია, ლუდის ბოთლები იქვე დადო და ჩემენ წამოვიდა. ცალი ხელი ჩამკიდა და სახეზე ნაზად მომეალერსა.. მერე მისკენ მიმიზიდა და მითხრა: - ეს უსამართლობები ხოლოდ ჩვენს სიყვარულს თუ დაინდობს.. ანნა მე არ მინდა რომ ინერვიულო, მაგრამ ვერც იმას გეტყვი, უეჭველი ყველაფერი ისე იქება როგორც ჩვენ გვინდა მეთქი. - იცი, პალატაში ყოფნის დროს, ნინამ რა მთხოვა? - რა? - მკითხა შეწუხებულად და ცნობისმოყვარეობით. - რომ ყოველთვის შენთან ვიყო.. მთხოვა, რომ არასოდეს წავიდე შენგან, ვიზრუნო.. მიყვარდე.. - ანნა, მე არ მჭირდება არცერთი წუთი, არცერთი წამი, არცერთი მზის სხივი და არცერთი ახალი დღე შენს გარეშე... როგორ უნდა შემეკავებინა თავი ცრემლებისგან ასეთი სიტყვების მოსმენის შემდეგ. ნელა მივეკარი მის თბილ სხეულს.. ძლიერად ვუჭერდი წელზე ხელებს ის კი თმაზე მეფერებოდა. მე მეტს არც ვითხოვდი.. სინდისი მაწუხებდა... მის სხეულზე მიხუტებულმა ღამე თითქმის თეთრად გავათენე. საშინელად ვგრძნობდი თავს და ბოლომდე ვერ გავრკვეულიყავი, რა ხდებოდა ჩემს თავს. ვუყურებდი მძინარე ნიკოს და, ვერ ვხვდებოდი, მის მკლავებში ჩემი ყოფნა გამართლებული იყო თუ არა მაშინ, როდესაც ნინა სიკვდილს ებრძოდა. ღამე წამოვდექი და ნინას ოთახში გადავედი. ფიქრებში მხოლოდ ის და მასთან დაკავშირებული მოგონებები მქონდა. ვტიროდი, მეშინოდა, რომ ყველაფერი ძალიან ცუდად წარიმართებოდა. მეშინოდა ნებისმიერი ახალი დღის, რაღაც ცუდის მოლოდინში. ერთი წამითაც არ მეპარებოდა ჩემს სიყვარულში ეჭვი. ვიცოდი, რომ ნიკო პირველი და უკანასკნელი იყო. ვაღიაროთ, გვიყვარდება მხოლოდ ერთხელ. დარჩენილი ცხოვრება კი, მხოლოდ მის შემცვლელს ვეძებთ. როდესაც ვიგრძნობთ სიყვარულის მაგვარ გრძნობას, მომენტალურად სიყვარულში გვერევა და თავს ვიმშვიდებთ, ამით კი ვიყალიბებთ წარმოდგენას, თითქოს სიყვარული რამდენჯერმე მოდის. შეუძლებელია. ეს გრძნობა ზედმეტად აღმატებულია იმისთვის, რომ ადამიანის გულმა ერთზე მეტჯერ აიტანოს. დილით ძალიან ადრე გამეღვიძა. ტელეფონი ჩავრთე, რომელიც წინა დღით სახლში მისვლისთანავე გამოვრთე. ვაჟას ძალიან ბევრჯერ დაურეკავს მაგრამ გადარეკვისგან თავი შევიკავე. ცხრამდე საავადმყოფოში მისვლას აზრი არ ქონდა ამიტომ ნინას ნივთების დალაგებას შევუდექი. მის ოთახში შესვლისთანავე იგრძნობოდა ათასნაირი სუნამოს მძაფრი სუნი, ოთახი ძალიან არეული იყო ამიტომ ძირითადად ტანსაცმლების კარადა მოვაწესრიგე რასაც კარგა ხანი დასჭირდა. ცხრის ნახევარი ხდებოდა როდესაც ოთახში ნიკომ შემოიხედა. – რატომ ალაგებ აქაურობას? – როდესაც დაბრუნდება, მინდა ოთახი მოწესრიგებული დახვდეს. – მგონი ჯობია გაემზადო და 10 წუთში გავალთ. – ნიკო, მაცადე. დედას ოთახს ვალაგებ. წასასვლელად ჯერ ადრეა. როდესაც დილით გაღვიძებულისთვის არანაირი სითბო არ გამომიხატავს, როდესაც არც კი ჩავეხუტე, არც კი ვაკოცე პირველი დანახვისას, სავარაუდოდ მიხვდა, რომ თავს სხვანაირად ვგრძნობდი. კარგა ხანს მიყურებდა, ალბათ ერიდებოდა ახლოს მოსვლას და რამის თქმას, რადგან იცოდა ნებისმიერ დეტალზე შემეძლო ჩხუბის დაწყება. შემდეგ მომიახლოვდა და ჩახუტება სცადა. როდესაც მისი სხეულის სითბო ვიგრძენი, ტანში პირველად არ დამიარა იმ გრძნობამ, რომელსაც მისი ნებისმიერი შეხებისას განვიცდიდი. მოვბრუნდი და ჩავეხუტე, თუმცა თავს ძლივს ვიკავებდი ტირილისგან. – ანნა, ძალა მოიკრიბე, ძალიან გთხოვ.. არ შემიძლია, როდესაც ასეთს გიყურებ.. ვერაფერი ვუპასუხე. ნინას ოთახიდან გავედი და წასასვლელად გავემზადე. ვიგრძენი მისი გაურკვევლობით გამსჭვალული მზერა. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, თუ რა გველოდა წინ მთელი დღის განმავლობაში. გვექნებოდა თუ არა ნინას თავიდან ნახვის შანსი, რას გვეტყოდა ექიმი და ა.შ. საავადმყოფოში მისულებს ვაჟა უკვე იქ დაგვხვდა. ჩვენს დანახვაზე შეკრთა და სწრაფი ნაბიჯებით ჩვენკენ გამოემართა. ხელი უხეშად ჩამავლო და გვერდით გამათრია. - რა დაგემართა? ხელი მეტკინა! - რატომ არ დაბრუნდით გუშინ? - გადაღლილი ვიყავი და ცოტა დასვენება მჭირდებოდა. - ხო, დასვენება ნიკოსთან ერთად, არა?! - გამოსცრა კბილებში. მის თვალებში სიბრაზე დავინახე და უსიამოვნებისგან ტანში შემაჟრჟოლა. - სოფიასგან გავიგე შენი და ნიკოს შესახებ. გუშინ შეუმჩნევიხართ მე რომ გასული ვიყავი. შენგან ყველაფერს მოველოდი ამის გარდა! შენს უსინდისობას საზღვარი არ აქვს! - მოიცა, მოიცა.. რაო მაგ *ოზმა?! რა ჩვენი ამბების შესახებ? როდის შეგვამჩნია? საქმე გამოელია მაგ ერთუჯრედიანს? როგორც ჩანს მისი მეუღლის შეურაცყოფა ვერ აიტანა და ხელი უხეშად ჩამავლო კისერში. - შენი აქედან გამგზავრება გარდაუვალია და იცოდე! ჯობია მეტი არ გამაბრაზო. მის სიტყვებს ყურადღება აღარ მივაქციე, ხელით მოვიშორე და იქაურობასაც გავეცალე. ნიკოსთან გამოსულს თვალები ჩამიწითლდა. - რაო? რა უნდოდა? - არაფერი, არაფერი ისეთი. - ვუთხარი და შევეცადე არ დამტყობოდა, რომ ვატყუებდი. საბედნიეროდ ვერაფერი შემამჩნია. - მალე მოვალ, სიგარეტზე გავალ. ვუთხარი და საპირფარეშოსკენ გავერმართე. - მანდ? გარეთ გახვიდე ჯობია მგონი.. - ნიკო, მალე დავბრუნდები! - ვუთხარი გაბრაზებულმა და საპირფარეშოში შევვარდი. „რა მეშველება?! როგორ ჩამიშვა იმ არაქალმა. ახლა როგორ დავაჯერო, როგორ მოვატყუო.. თუ სიმართლე ვუთხრა? არა, არა, აშკარად ვერ შევძლებ.. იფიქრე ანნა, იფიქრე..“ უაზრო გოდებაში ორი ღერი მოვიწიე. ვტიროდი, საკუთარი თავის გაკონტროლება მიჭირდა. უეცრად კარებზე კაკუნი გავიგონე, ნიკო მეძახდა გამოდიო. გარეთ გამოვვარდი სადაც ყველა, ნიკოს ჩათვლით მთავარ ექიმს მისჩერებოდა. - რა ხდება? რაშია საქმე ექიმო? - პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. საოპერაციოა საჩქაროდ. ყველანაირად ვეცდებით და რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ მის გადასარჩენად! - ყველა მასე ამბობს მაგრამ უცხოეთში ხომ უკეთეს ოპერაციას გაუკეთებდნენ! - წამოიყვირა მამამ. - რა უცხოეთი ბატონო ვერ გადაიტანს მგზავრობას.. მოგვაძახა ექიმმა და საოპერაციოსკენ გაიქცა. ნინას გამოყვანას ველოდი სულმოუთქმელად. ნიკოს მკლავზე ვიყავი მიხუტებული, როდესაც გამოიყვანეს. პირდაპირ მისკენ გავიქეცი, მისი სახის დანახვაზე შეუძლოდ გავხდი. სახეზე ფერი საერთოდ არ ედო. მოვეფერე და ვუთხარი აი ნახავ, კარგად იქნები მეთქი... - ბედნიერად ანნა, მიყვარხარ.. ეს სიტყვები იყო უკანასკნელი, რაც დედაჩემისგან გავიგონე. _________________________________________________ გთხოვთ დააკომენტაროთ, თუ მკითხველი შემორჩა ისტორიას. ამის შემდეგი თავები, რატომღაც განსაკუთრებულად მიყვარს. იმედია, მოგწონთ ისტორია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.