შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირადი მცველი (დასასრული)


22-04-2016, 00:03
ავტორი tikliko
ნანახია 3 776

დამამუნჯა ,გამაშეშა ...ნეტა ასეთს რა მიკეთებს?...
ვცდილობდი ნაკლებად მომეხდინა რეაგირება მის მჩხლუტავ წვერზე ,რომელიც ყელზე მეხებოდა და სასიამოვნო იმპულსებს ერთიანად გადასცემდა კანს,ან თუნდაც მის ცხელ და დამაბნეველ სუნთქვაზე.
არ ვიცი რა დამემართა ,რამ მიბიძგა,მაგრამ მთელი ძალით თმებით მოვქაჩე და თვალებში ჩავაშტერდი,ვეღარ გავუძელი ცდუნებას და წყაროს მოწყურებული წყალივით დავეწაფე მის ტუჩებს,რამდენიმე წამი აზრზე ვერ მოვიდა ,მაგრამ როდესაც ისიც ამყვა სულ მთლად გადავირიე,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
მისი ათრთოლებული ტუჩები რაღაცა სასწაულად მიზიდავდა.როგორ?მაგრამ ჩვენი ბაგეები ერთმანეთს მთელი სინაზით ეხებოდა,გაუხეშეული ჰქონდა ,ამასთანავე ნაზი და ვნებიანი,დიდრონი და არარეალურად ტკბილი.
ღმერთო,რას ვშვები ?!გონებ გამიბრუვდა და მგონი ემოციებისაგნ თავბრუც დამეხვა.
უჟანგბადობამ ორივე შეგვაწუხა,დაფეთებული წამოვხვტი და ინსტიქტურად ზურგი ვაქციე.თვალებში ჩახედვის მეშინოდა,ძალიან მეშინოდა მის თვალებში ისეთი რამ დამენახა რაც გულს კვლავ მატკენდა.
-ეს ...ეს....-სიტყვებს ვერ ვუყრიდი ,ხელი გულთან მივიდე და ამით ვცდილობდი დამშვიდებას,მაგრამ ამაოდ.
მისმა ზურგიდან ჩახუტებამ გამაკანკალა და გამაჟრჟოლა....დაძარღვული ხელები მუცელზე მეხვეოდა და დროდადრო მეფერებოდა.
-გამიშვი!-ძალა მოკრებილმა ეს ერთი სიყტვაც ხრიალით აღმოვთქვი.უხმოდ გამიშვა და სირბილით სახლისაკენ გავიქეცი.

რა ჯანდაბა მინდოდა გარეთ?!ვერ დავეტიე ჩემს ოთახში?!არაფერია,მაინც არ ემახსოვრება ,ისეთი გაგლეჯილი მთვრალია არამგონია ხვალ რამე გაახსენდეს...ამ ფიქრებში ვიყავი და ვიმედოვნებდი ეს ასე ყოფილიყო,უბრალოდ სიზმარი,მართლაც,რომ ტკბილი სიზმარი.



***************************************************************************************************************************************


დილით გადავწყვიტე,რომ ექიმთან წავსულიყავი.ერთი სული მქონდა სქესი გამეგო.დემეტრეზე ფიქრებს უფლებას არ ვაძლევდი დავემონე.ჩემდა გასაკვირვად ლეილასგან გავიგე,რომ ვაჟბატონი კვლავ არ ამდგარა.

ძალიან მომინდა შოკოლადი,საჭმელისთვის პირი არ დამიკარებია,ლეილა რასაც ქვია გადავრიე...მმმ,რა მჭირს,მაგრამ მგონი მთლად შევიშალე,რადგან ახლა ლიმონი მომინდა....
სამზარეულოში ვიჯექი და წვენთან ერთად შოკოლადიც მალე გადავსანსლე.
-ოხ,აუუუ,ძალიან მინდა ლიმონიი.-დავიწუწუნე და აჟიტირებულმა ტაში შემოვკარი.
-რა შვილოო,ლიმონიი?-ლეილამ გაკვირვებისაგან თვალები გააფართოვა.
-ხო,ახლა მარილთან ერთად რა მაგარი იქნებააა ....
ვაშლივით გადავსანსლე,მისი მჟავე გემომ ნეტარება მომგვარა.
როგორც კი აწასასვლელად მოვემზდე გარეთ გავედი,მაგრამ უნიათო დაცვამ არსად გამიშვა.საშინლად გავბრაზდი,თურმე ბიჭს დაუბარებია,რომ მის უკითხავად არსად გავიდე,გააფთრებული ავვარდი მის ოთახში და გიჟივით შევიჭერი.
დიდ საწოლზე მუცელზე გათხლაშულს ეძინა.
ეშმაკურმა ფიქრმა გამიელმა და ჩუმად დავიჩურჩულე.-ამას არ შეგარჩენ!
უცბად კვლავ სამზარეულოში დავბრუნდი ,ცივი წყლით ბოთლი ავავსე და გაღიმებული კურტუმოს ქნევით მასთან ავბრძანდი,მაგრამ ამ ჯერად ჩუმად შევიპარე და საცოდავს მთელი ბოთლი ცივი წყალი ზურგზე გადავასხი.
წყლის გადავლება და მისი საწოლიდან გადმობარკლება ერთი იყო.ისე მძიმედ დაეცა,კისერი მოტეხილი,რომ ჰქონდეს არ გამიკვირდება...
-აუ,გვერდი...ამის დედა შე****ი!-დაიღრიალა დაჭრილი მხეცივით,მგონი ჯერ კიდევ ვერ გამოფხიზლდა .რამდენიმე წამში გაათვიცნობიერა,რომ მთლად სველი იყო და კუთხეში მდგარი ჩემი ვერ შეკავებული ხითხითიც შეამჩნია.მინდოდა მკაცრად მოვქცეულიყავი,მაგრამ იმდენად სასაცილო იყო,რომ სიცილი ხარხარში გადამივიდა და უნებურად ცრემლიც გადმომიხტა თვალებიდან.გონს მისმა მკვლელმა და გაბრაზებულმა სახემ მომიყვანა.
ჯანდაბა! უკვე ჩემთან გაჩენილიყო ....შიშისაგან დავსერიოზულდი და თვალებით კარამდე მანძილი დავზვერე.
-რატომ აღარ იცინიხარ?გოგო,შენ სულ გაგიჟდი ?!ცივი წყალი როგორ გადამავლე?!-ისე მკაცრად და ცივად ამბობდა,რომ ბეღურასავით მოვიკუნტე.მაგრამ არააა !მას არაფერს შევარჩენდი,მოჩვენებითი სიმშვიდით გავუღიმე და ხელები გადავიჯვარედინე.
-ღირსი ხარ!ვაჟბატონო ესეიგი მე უფლება არ მაქვს,რომ სადმე წავიდე?!-არანაკლებ გაბრაზებით მივუგე,კიდე მინდოდა რაღაცის თქმა ,მაგრამ მან შემაჩერა.
-დიახაც, დღეიდან შენი ყოველი ნაბიჯის შესახებ მეცოდინება და არანაირი წუწუნი!-გაბრაზებისაგან სისხლი მომაწვა და ხელები ქვემოთ დავუშვი.
-მე ვწუწუნებ?!აბა,ასე ტყვესავით ვიყო და შენ მიკონტროლებდე ყველაფერს?!-დავუღრინე.
-ხო,ამაში გასაკვირი რა არის?!მე სხვათაშორის შენი ქმარი ვარ!...თავი მისკლდება შენ კიდე მიწივიხარ.-კბილებს შორის გამოსცრა,ხოლო მარჯვენა ხელი საფეთქელთან მიიდო.
-ჰმ,მართლა?!მგონი მალე გავეყრებით ხოო?-არ ვიცი რატომ,მაგრამ უცბად გაკვირვებით შემოხედა.
-რას ამბობ?!-ვითომ არ ახსოვს ვაჟბატონს?!საზიზღარი!
-რას და შენ შემპირდი,რომ ბავშვის დაბადების შემდეგ გავეყრებით ,შემდეგ კი ჩვენი ცხოვრებიდან და ქვეყნიდანაც წახვალ!-ემოციებისაგან ხელებით ავლაპარაკდი,უცაბედმა მისმა ხარხარმა და ასეთმა არაადეკვატურმა საქციელმა გამაშეშა.რამე ისე ვერ ვთქვიი?გავიფიქრე და წარბები ზემოთ ავზიდე.
-მე ეს გითხარი?აჰაჰაჰა,ეს სისულელე მე შენთვის არ მითქვამს!-სერიოზულად მომიგო.
-სერიოზულად?!შენ მე ეს გუშინ მითხარი!
-მე ასეთი არაფერი მითქვამს და თუ ეს ასეა ..მოკლედ,არ ვიცი...ალბად, სიმთვრალისას წამოვროშე,ძვირფასოოო,ვერ დაგამშვიდებ,რადგან მე არასოდეს გაგეყრები!არასოდეს ,ახლა გაიგე?!-ცალყბად ჩაიცინა ,არადა მახსოვს სიმთვრალისას სულ სხვანაირი ჭიკჭიკებდა.
ვერ გამიგია, ამ სიტყვებმა მომაყენა ტკივილი თუ იმან,რომ გუშინდელი ჩვენი კოცნა მას აღარ ახსოვდა.თვალები ამემღვრა ,ტუჩები თავისთავად დამებრიცა,მაგრამ ყველაზე მწარე ცრემლის უკუგდება და ყელში მოწოლილი ბურთის შეჩერება იყო.უხმოდ გვერდი ავუარე და მისი ოთახიდან გამოვედი.
მაგრამ ჩემი მცდელობა სააბაზანოში შესვლისას დაიმსხვრა ,ცრემლებმა იპოვეს თავისი გზა და ავქვითინდი.

ოთახიდან გასვლა არ მინდოდა, რადგან მის თვითკმაყოფილ სახეს კიდევ გადავეყრებოდი.
საერთოდ ყველაფრის სურვილი გამიქრა.
ინტერნეტში უღიმღამოდ ვათვალიერებდი ინფორმციებს,ფეისბუქში ბევრს ჰქონდა მოწერილი,ბევრს უაზრო კომენტარებსაც მოეყარა თავი,მაგრამ მე მარტო ანას და რამდენიმე ნაცნობებს გავეცი პასუხი.ანუკი მთხოვდა დღეს მასთან მივსულიყავი,მაგრამ დაღლილობა მოვიმიზეზე და უარი მივწერე.
ჩაწითლებულ თვალებზე ლეპტობის გამოსხივებამ ცუდად იმოქმედა,ამიტომ დავხურე და იქვე დავდევი.

ოთახის ერთ მხარეს წიგნების საკმაოდ დიდი კარადა იწონებდა თავს,ახლოდან ,რომ დავაკვირდი,მათ შორის ბევრი ცნობილი და ჩემთვის წაკითხული სასურველი წიგნები აღმოვაჩინე,მაგრამ მე მხოლოდ ზღაპრების წიგნს დავწვდი და მისით ხელში კომფორტულად მოვთავსდი დიდი საწოლის შუაში.


****************************************************************************************************************************************


დილით რაღაც ცივმა გამომაფხიზლა,შემდეგ ვერც კი გავიაზრე იატაკზე მძიმედ როგორ დავეცი.დილიდან თინას გაბრაზებული სახის დანახვამ უნებურად გულში სითბო ჩამიღვარა.ქალბატონი გაბრაზებული საუბროდა,სიტყვებს ბუნდოვნად აღვიქვამდი ,პასუხებსაც კი დაუფიქრებლად ვისროდი.

ვუყურებდი სიბრაზისაგან მის აწითლებულ ლოყებს,გაფართოებულ თვალეს ,სადაც ცისპერი თვალები მიმზერდნენ,რამდენიმე წამი მზერა მის წითელ ბაგეებზე შევაჩერე ,ქვედა ტუჩი მოებრიცა და ისედაც ვნებიანი უფრო დიდი გამხდარიყო,
დამბურძგლა,გამაკანკალა,გუშინდელი ჩვენი საოცარი კოცნა გამახსენდა ,აი,ის კოცნა ,რომელშიც ნათლად იგრძნობოდა,რომ მასაც ვუნდოდი,ვსურდი.
ერთმა ამ საოცარმა კოცნამ იმედი დამიბრუნა ,იმედი,რომ შეიძლება მასაც შევყვარებოდი.მარტო უფალმა იცის ,როგორ მთელი გულით მინდოდა ეს ოცნება მართლაც რეალურად ქცეულიყო.

რომ გამოვფხიზლდი ,შუაგულ ოთახში მარტო მე ვიდექი.

შხაპის ქვეშ მოქცეულიც კი პატარა ბიჭსავით ვიღიმოდი.ამხელა კაცი ისე ვიყავი აჟიტირებული,რომ თავის ტკივილი საერთოდ არ მაწუხედა.
მალე მოვწესრიგდი და ღიღინ -ღიღინით ჩავედი სასაუზმოდ.

****************************************************************************************************************************************
-დღეს რაღაც კარგ ხასიათზე ხარ შვილო.-ლეილას ლოყაზე ვაკოცე და ფუნთუჩა „მოვპარე“.
.
-იქნებ ჯერ გესაუზმა!-მოჩვენებითი გაბრაზებით მომიგო და კოპები შეკრა.ამაზე გულიანად გადავიხარხარე.
-არ მინდა ,მმმ,რა გემრიელიაააა....
-შვილო ,თინას ექიმთან რატომ არ გაყევი?-ესეიგი ექიმთან მიდიოდა . რა მითხრააა?ხო,დაცვამ არ გამიშვაო და ალბად, ამიტომ გაბრაზდა.
-რაზე ჩაფიქრდი ?
-არა ,არაფერია.
თინას ოთახისკენ დავიძარი და დაუკაკუნებლად შევაღე.


****************************************************************************************************************************************
ზღაპრებმა ჩამითრიეს ,გამაყრუებელმა ტელეფონის ზუზუნმა ლამაზი სამყაროდან გამომაგდო.
ეკრანს დავხედე დაააა .....სანდრო იყო.ვაი,მგონი დამერხა!
-ვაა,სანდრიკ ჩამოხვედიი?როგორი იყო ბარსელონა?...აუუ ,იცი როგორ მომენატრე?
-ხო,გეტყობა როგორც მოგენატრე ქალბატონო!...რატომ არ მითხარი,რომ გათხოვდიი?!ამის დედა შე****ი ...ფუუ,მითხარი,მითხარი !არ უნდა მცოდნოდა ,არაა?!საღოლ!...-გამწარებული ღრიალებდა .
მინდოდა თავი გამემართლებინა,მაგრამ მალევე გამითიშა.გაშეშებული ყურზე მიდებულ ტელეფონს მძიმედ ჩავბღაუჭებოდი.ვიცოდი,რომ ამას არ მაპატიებდა ,არა!გამწარებულმა მთელი ძალით მოვიქნიე ტელეფონი ,რომელიც ნამსხვრევებად დაიშალა...აი,დარდი!
საწოლის გადასაფარებელს ჩავეღაუჭე და გავშტერდი.


****************************************************************************************************************************************

ოთახის კარები შევაღე და ღიმილი სახეზე მიმეყინა.ჩემი საყვარელი ქალი მთლად გაფითრებული საწოლზე მოკუნტული იჯდა ,მუშტები მოემუჭა,ხოლო ისტერიულად ერთი და იგივეს იმეორებდა.
-არ მაპატიებს არა....არ მაპატიებს!
გააფთრებულმა საწოლთან მივირბინე და ჩავეხუტე .ვცდილობდი დამემშვიდებინა ,თმებზე ხელებს ვუსმევდი ,გულში ვიკრავდი და ყურში ტკბილად ჩავჩურჩულებდი.
-თინ,რა გჭირს?გამოფხიზლდი...-ჩემი ხმა როგორც კი გაიგო ამომხედა და უხეშად გამწია.
-არ მომეკარო,ყველაფერი შენი ბრალია !მხოლოდ შენიი!რატო მტანჯავ?!ხო მითხარი,რომ წახვიდოდი,წადი, ახლავე წადი ჩემი ცხოვრებიდან !...-ხმამაღლა ყვიროდა,თან ტიროდა და მუშტებს მირტყამდა .
-არ შემიძლია...-ჩემი ხმის შეცვლა მეთვითონ მეუცნაურა.
-რა ააა?რა არ შეგიძლია?!ნუთუ...
-არ შემიძლია ...იმიტომ,რომ თქვენს გარეშე მოვკვდები,ვერ გავძლებ...-ხელები ზურგზე მოვუჭირე.
-რ რრრ რატომ?
- -....
-მიპასუხე ,რატომ?!
-იმიტომ ...იმიტომ,რომ მიყვარხარ ,მთელი გულით მიყვარხარ ,ჩვენი არ დაბადებული ბავშვიც მიყვარს ,მიყვარს შენი ნაზი სურნელი...
-ნესტოები დავბერე და ღრმად ჩავისუნთქე მისი თავბრუდამხვევი სურნელი....
-...რომელსაც ახლაც ასე გადავყავარ ჭკუიდან,ვგიჟდები შენს ნაზ კანზე ....
-მარჯვენა ხელი მის ზურგს მოვაშორე ,დაბნეულს ორი თითი ყელზე ჩამოვუსვი...
-აი,აი,ახლაც მბურძგლავს და გული მიჩქარდება ,ნახე ...
-უცებ დავტაცე და ათრთოლებილი ხელი ჩემს გულზე დავადებინე.ამაზე გამომეტყველება შეეცვალა ,გაკვირვეისაგან პირი დააღო და გაფართოებული თვალებით შემომხედა.
-მართლა გიყვარვარ?-მეამიტურად მკითხა.
-ძალიან,ძალიან,მიყვარხარ!
-გთხოვ,კიდევ ჩამეხუტე,უბრალოდ თბილად მომეხვიე...-გამიკვირდა ,თან გამიხარდა ,არ შევწინააღმდეგებივარ,ეს მეც მინდოდა,მის ნებას დავყევი ,მალე ორივე ჩახუტებულები საწოლზე ვიწექით,მაცხენა ხელით გრძელ თმებზე ვეთამაშებოდი,მარჯვენთი კი მის ოდნავ წამობურცულ მუცლის კანს ვეხებოდი.სიჩუმეს კი ჩვენი აჩქარებული გულის ცემა არღვევდა .ასე კარგად არასოდეს ვყოფილვარ,უსაზღვრო იყო ბედნიერებისაგან გაფრენილი ენდორფინები.
-გუშინნ ,შენ ხომ მითხარი,რომ ....ხომ არ წახვალ?-ეტყობოდა როგორ უჭირდა ამ სიტყვების თქმა.
-არა,არასოდეს დაგტვოვებ!
- -....
-ადექი...
-რაა?-ნელა წამოყო თავი.
-ხო,ადექი,წავედით...
-კი,მაგრამ ...სად მივდივართ?
-მალე გაიგებ...-ეშმაკურად ჩავიცინე.

-საავადმყოფოში რა გვინდა?-მანქანიდან გადმოვედით და საავადმყოფოს დერეფანს ხელჩაკიდებულები მივუყვებოდით.
- -....
-რატომ არაფერს მეუბნები...-ხმაში შეშფოთება დაეტყო.
-ბავშვი...ხომ უნდა ვნახოთ ჩვენი პატარა რამხელააა.

ორივე კაბინეტში გვერდი-გვერდ ახლოს დავსხედით და ექიმს დავუწყეთ ლოდინი.
-მე მინდა,რომ გოგო იყოს,პატარა კიკინებიანი,შენსავით ლამაზი მამიკოს გოგო იქნება...
-ე ეეე, იქნებ ბიჭია და გოგო სულაც არაა!

-არა,ვგრძნობ,რომ გოგოა.



****************************************************************************************************************************************
ამ ქვეყნად დღეს უბედნიერესები ვიყავით,რადგან პატარა ეკრანზე ჩვენს სულ მთლად პატარა მომავალს ვხედავდით.მის ხელს ჩემი ხელი ჩაეჭიდა და შიგადაშიგ მიჭერდა.მეყო გამბედაობა და ამდენი ნაგროვები ემოცია მხოლოდ ერთ სიტყვაში ჩავტიე. „მიყვარხარ“ თითქოსდა გაცვეთილი ფრაზაა ,მაგრამ მთელი გრძნობით ნათქვამი,მთელი გული და სულიდან ამოფეთქილი.
მერე იყო მის შავ თვალებში აკიაფებული სიხარული,ახლა მისი თვალები აღარ იყო ღამესავით უკუნითი ბნელი,რადგან მე მასში ვხედავდი ნაპერწკლების სახით უსაზღვრო ბედნიერების ნათელ შუქს.

იყო ერთად სეირნობაში გატარებული უამრავი ღამეც,ზოგჯერ უთქმელი ,მაგრამ მრავლის გამომხატველი,იყო აჟიტირებული ბავშვის ნივთების საყიდლად ერთად სიარული,ჩვენი პატარა გოგოსათვის,ხო, არ მოგესმათ მამას პრინცესათვის.მონატრებული გულების უეცარი შეხვედრა: ანასთან მე და სანდროს შერიგება,ან თუნდაც დემეტრეს ნათესავების ჩამოსვლა,რომლების ჩვენ ბედნიერებას ბოლომდე იზიარებდნენ....იყო სიყვარულით გაჟღენთილი მოგონებების ღრმად დალექვა ჩვენს გონებაში.
მიყვარს?რათქმაუნდა,ჩემი მისადმი გრძნობა სამუდამოა,მაგრამ რატომ ვაპატიეე?იმიტომ,რომ შეუცდომელი არავინაა და თან მისმა სითობ ,სიყვარულმა ,ურთიერთგაგებამ ყველაფერი გადაფარა,სრულიად გააფერმკრთალა ერთ დროს ჩემთვის აუტანელი ტკივილი,როდესაც მეგონა,რომ ვერ გავუძლებდი.აი,ის ტკივილი,რომელიც წარსულში მხოლოდდამხოლოდ უსიამოვნო მოგონებად დარჩა.

&&&&
და ახლა ჩვენ ორნი ვზივართ სახლის აივანზე ჩახუტებულები ,გავცქერით მთვარის შუქით განათებულ არემარეს.მას ხელში ღვინის ჭიქა უჭირავს,მე -ფორთოხლის წვენი,უკვე მეცხრე თვეში ვარ და ყოველდღე ველოდებით პატარა ლიზის....
-იცი,რომ შენ, პატარა სიფრიფანა გოგომ, ჩემი გული მთლიანად დაიმონაა?ჩემი...მხოლოდ ჩემი გულის პირადი მცველი ხარ,მხოლოდ ჩემი და სხვა არავისი.



პ.ს.არ ვიცი რამდენად კარგი გამოვიდა,მაგრამ რაც შემეძლო შევეცადე.მადლობა ვისაც მოეწონა და კითხულობდით.გკოცნით და მიყვარხართ.



შეიძლება ეგოსიტი ვარ და მაგის ბრალია მაგრამ მე ლევანი და თუნა მინდოდა ალბათ ინიტომ რომ მათით დაიწყო ეს გველაფერი ბოლო წუთამდე მქონდა რაღაც იმედი რომ ერთად იქნებოდნენ.მაგრამ.....დმეტრე?!არაა ცუდი მაგრამ....მოძალადეა რაც არ უნდა იყოს მოძალადეა ალბათ ამან გამოიწვია უარყოფითი დამოკიდებულება....მეგონა თინას ლევანი უყვრდ . ...არ ველოდი ასეთ დასასრულ ან იქნებ ველდოი და დაჯერება არ მინდოდა ?!არვიცი არვიცი.....
დასასრული ძალიან კარგი იყო უბრალოდ მე იმდენად ვარ ჩავღაუჭებული ლევანს რომ უბრალოდ ვერ წარმომიდგენია თინა მის გარეშე
--------------------
romantikosi mwerali

 


№2  offline წევრი gvanciii kereselidze

Auuu dzaliannn magariaaa yochaggg
--------------------
G.ke

 


№3 სტუმარი salo

მე მომეწონა,კარგი იყოო love იმედია სხვა ახალი ისტორიიტ დაბრუნდები...

 


№4 სტუმარი Masho Meskhi

Aiii arvicii ravtqva..gavgijdi❤

 


№5 სტუმარი Mariami

Dzaan kargi istoriaa,ar mindoda jer rom damtavrebuliyo...

 


№6  offline წევრი lamazmani

კარგი ოყო მომეწონა თავიდან ლევანი მომწონდა მასთან მინდოდა რო დარჩენილიყო მარა მერე დემეტრე ძალიან მომეწონა და გამიხარდა მასთან რომ დარჩა კარგი იყო კარგი დასასრულით საყვარლობა იყო ძალიან და რავიცი მე მომეწონა მალე დაბრუნდი ახალი ისტორიით love love love

 


№7 სტუმარი tata

კარგი იყყოოო love მომეწონა მეეე wink ...

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

რაღაც სხვა განსაკუთრებულ დასასრულს ველი. ველოდი. მაგრამ კარგი იყო.
წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent