შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩამქრალი მზე [სრულად]


22-04-2016, 23:48
ავტორი N7
ნანახია 8 266

საღამო მშვიდობისა, ჩემო ტკბილებო.
მინდა პატარა რამ გთხოვოთ, სანამ დაიწყებდეთ... ისტორია მთავრდება ცუდად, ამიტომ, ვისაც არ გიყვართ ცუდი დასასრულები, გთხოვთ, მოერიდეთ, რადგან ვერ გადავიტან ამ ისტორიაზე საშინელ კომენტარებს..
მიყვარხართ.
მალე დამიბრუნდება მუზა (ალბათ) და დაგიბრუნდებით, შესაბამისად!


– ბუბა, გაუარე ნინას რა. რაღაც საქმეზე ვარ გასასვლელი... სასწავლებელშია და ხო იცი, როგორც ეშინია წვიმის რა.
– კაი ტო, რა პრობლემაა? – ჩასძახა ბუბამ და მანქანა დაქოქა.
– უთხარი რომ მიყვარს, ბუბა... რაც არ უნდა მოხდეს, – ნერვიულად გაეცინა გელოვანს.
– მშვიდობაა, ცოტნე?
– მშვიდობა?! – ისევ გაეცინა და გაუთიშა.
ბუბამ იცოდა, აქ წითელი ენთო. თუ ასე ჩათვალა ცოტნემ, ესეიგი ასეა საჭირო.
შუქნიშნის გამწვანებას არ დაელოდა და ტელეფონზე ნომერი აკრიფა.
– ნინ, არსად წახვიდე, მოვალ ამ წამს.
– ამ წვიმაში სად უნდა წავიდე? – გაეცინა ნინას.


– ნინა, გამიღე კარი! – სიტყვის თქმა არ აცადა, როგორც უპასუხა, მაშინვე ‘უბრძანა’.
– სად ხარ? – გაუკვირდა ბიბლუანს.
– შენი სახლის კართან, ნინა, – გაეცინა ცოტნეს.
– აა, უი, – სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა კარის გასაღებად.
კედელს მიყრდნობოდა გელოვანი და უღიმოდა. მისი სპეციფიკური სურნელი, ასე რომ სდევდა მუდამ თან, თავბრუს ახვევდა ნინას. ჯერ არასდროს ჰქონია ეს შეგრძნება, ცოტნეს დანახვისას რომ უჩნდებოდა ხოლმე... მუხლები ეკვეთებოდა და ჩახუტების წყურვილს გრძნობდა.
ცოტნე პირველი იყო, ყველაფერში.
ცოტნეზე გიჟდებოდა მთელი თბილისი.
მას კი ერთი სულელი გოგო მოსწონდა, რომელიც ჯერაც ვერ ხვდებოდა, რა უნდოდა ამ სიმპათიურ ბიჭს, რატომ ახვევდა თავბრუს...
– შემომიშვებ? – ეცადა არ ახარხარებულიყო და არ ეწყენინებინა, პრინციპული ბაბლუანი, მაგრამ თვითონვე ეცინებოდა ნინას და ეს აძლევდა უფლებას თავადაც გაეცინა.
– კი, შემოდი.
რაღაცნაირი მოძრაობა ჰქონდა გელოვანს. არა, არც კარგი და არც ცუდი. მიხვრა–მოხვრა ტიპიური თბილისელის, რომელიც ცდილობს არ შეეტყოს, რა ცხოვრებით უცხოვრია.
– არ მოგენატრე? – სავარძელში ჩაეშვა გელოვანი.
– უნდა მომნატრებოდი? – დებილივით იცინოდა ნინა.
იცოდა, ასი პროცენტით იცოდა, რომ თავისი ღიმილი კლინიკური სიკვდილი იყო ცოტნესთვის და მაინც, სულ იღიმოდა.
– არა?
– რავი... – სიგარეტს მოუკიდა.
– ეწევი?
– ვეწევი.
სიგარეტის კოლოფი გაუცურა ბაბლუანმა გელოვანს, მარმარილოს მაგიდაზე.
– გემოვნება – პიკი! – თვალი ჩაუკრა.
– ალბათ, – ისევ იცინოდა ბაბლუანი.

ბუბას მანქანაში დაბალ ხმაზე ღიღინებდა Halsey “მოჩვენებას“.
მოუთმენლად ელოდა ნინა ხელსაყრელ მომენტს, რომ ეკითხა ბუბასთვის ის, რაც ასე ღრღნიდა.
– ცოტნე სადაა? – სიცილით გადახედა ბუბამ ნერვიულობისგან დამდნარ გოგოს.
– ჰო რა.. – ძლივს ამოისუნთქა ნინამ, რომ არ დასჭირდა კითხვა და ისეც მიხვდა აბრამა.
– სასწრაფო საქმე გამოუჩნდა რა, – ნერვიულ ღიმილში გადაეზარდა სიცილი.
უფრო შესცივდა ნინას.
– კარგადაა? – ხმაში თრთოლა შეეპარა.
– რა პანიკიორები ხართ ეს გოგოები, ტო! – ისევ ეცინებოდა ბუბას ნერვიულად. – ცუდად რატო უნდა იყოს?

– არ გშია, ნინაჩკა? – პირველი რაც გაახსენდა გელოვანს, ჭამა იყო.
იცოდა, როგორ უყვარდა ბაბლუანს ჭამა.
– არ მცალია, ცოტნეე, – სიტყვა გაწელა.
სფიქერი ჩართო და ტელეფონი მაგიდაზე დადო.
– რას აკეთებ ახლა, ნინა? – დასერიოზულდა.
– ვჭამ, – გაეცინა.
ცოტნესაც ისტერიკული სიცილი აუვარდა. როგორ მოეწონა ეს სულელი გოგო?!
ანდა, როგორ არ უნდა მოსწონებოდა?!
– ამოვიდე თუ ჩამოხვალ შენ? იმიტომ, რომ ძალიან მშია! – იყო სერიოზული პასუხი.
– ჯერ მკითხე, სად ვარ?
– სად ხარ?
– სახლში!
– მერე? – გაეცინა გელოვანს ისევ.
– კარი ღიაა, – გაუთიშა.

სახლში მონუსხული ავიდა. გარდა იმისა, რომ დილა გელოვანის გარეშე დაიწყო, დასრულდება კიდეც და ეს უკვე ტირილის სურვილს უჩენს. მსგავსი რაღაცები არ ემართებოდა ცოტნეს... არ უჩინარდებოდა უთქმელად. ნინა ის გოგო იყო, რომელიც უაზრო პანიკაში ჩავარდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი საათის წინ არ დაურეკა ან არ მოვიდა, ან რამე გრანდიოზული არ ჩაიდინა. ასეთი არ იყო ცოტნეს გაცნობამდე, მხოლოდ მას მერე გახდა, რადგან გელოვანი თავისთავად ასეთი იყო, უნებურად ბრწინვალე. ყოველ საათში ჩანდა. არ შეეძლო ნინას ცხოვრებიდან გამქრალიყო, თუნდაც მაშინ, როცა მისგან კილომეტრების დაშორებით იყო.
უცერემონიოდ გაიხადა, საღამურები ჩაიცვა და საწოლში შეწვა. ისე შემოვიდა სახლში, არც გაუგიათ მშობლებს... უბრალოდ, არ იყო საჭირო ახლა ბევრი ადამიანი. გული გამალებით უცემდა და ოცნებობდა, ეს მხოლოდ მისი უაზრო პანიკიორობის ბრალი ყოფილიყო... „ოღონდ არაფერი მოხდეს...“ – ჩურჩულებდა მისი არსება. იცოდა, რომ რაღაც მოხდებოდა... უეჭველად ეტკინებოდა, გული ფეთქვას შეწყვეტდა... თითქოს წინასწარ ლამობდა გული ბევრჯერ შეეგრძნო თავისი არსება.
ტელეფონს უყურებდა წამდაუწუმ. გარეთ წვიმა უფრო და უფრო უმატებდა.

– ნინაჩკა, ხომ არ გეშინია? – უთხრა მაშინვე გელოვანმა, როგორც უპასუხა.
– ანა არის ჩემთან, – ეღიმებოდა ბაბლუანს სულელივით.
– აქ ძალიან ცხელა... უფლება რომ მექნება, წამოგიყვან, – გაიცინა ბაბლუანმა და ვისკით სავსე ჭიქა აიღო.
– რა უფლება? – დაიბნა ნინა.
– მერე გეტყვი... მანამ არავის უთხრა, – დაიჩურჩულა ცოტნემ და სიცილი მოაყოლა.
– ხო იცი, ვერ ვიტან, რომ მეღადავები! – ეწყინა ბაბლუანს.
– ანაჩკა მომიკითხე!
– აუცილებლად, – გასცა მოკლე პასუხი.
– გაკოცე, წავედი... – უთხრა და წამიერი პაუზა გააკეეთა. მის რითმადარღვეულ სუნთქვას ტელეფონში ისმენდა ნინა და ბედნიერებისგან გული გადმოვარდნას ლამობდა. – ჭკვიანად, – უთხრა და გაუთიშა.
გადარევს ეს ბიჭი! ასე სპონტანურად შემოიჭრა მის ცხოვრებაში და ამხელა ადგილი დაიკავა.
– რაო? – ღიმილით შემოვიდა ოთახში ანა, ხელში ორი ფინჯანი ეკავა. ტუმბოზე დადო ორივე და დიდ საწოლზე დაენარცხა.
– მიყვარხარო, – გადაიხარხარა ბაბლუანმა.
– რომ არ ვიცოდე როგორი ტიპია ცოტნე, ეგება დამეჯერებინა კიდეც, – სიამოვნებაშერეულ ხვნეშას ამოაყოლა ბგერები ფორჩხიძემ.
– კაი რა, რას იტყოდა?! ჩვეულებრივი ტიპია რა! – ტუჩი მოიკვნიტა ნინამ. თვითონ არ დაეჯერა თავისივე სიტყვების, სხვა დაუჯერებდა, ნუთუ?!
– რა დეგენერატი ხარ, ხვდები? – წარბშეკრულმა გადმოხედა ანამ.
– ხვდებიან ხოლმე?
– რავი, კი.
– მოკლედ, მართლა ჩვეულებრივი ტიპია რა, ოღონდ გოგოებთან თავის დაჭერა შეუძლია, ვერ დავუკარგავ! – მხრები აიჩეჩა და ფინჯანს თითები შემოხვია.
– აბა, რა უნდა შეეძლოს თანამედროვე კაცს? სერენადები გინდა მაინც და მაინც? – თვალები გადაატრიალა ფორჩხიძემ და უკმაყოფილების გამომხატველ პოზაში მოკალათდა. ხელები მკერდთან გადააჯვარედინა და თავით საწოლის სვეტს მიეყრდნო.
– რა შუაშია სერენადები, ანა? – გაღიზიანდა დაქალის პასუხით ნინა.
– თავშია! აბა, რას უწუნებ, ვერ გავიგე?
– ვინმემ თქვა, ვუწუნებ რამესო?
– მასე გამოვიდა... – უკან დაიხია ფორჩხიძემ.
ბაბლუანმა ამოიხვნეშა და გარეთ მოწკაპუნე წვიმის წვეთებს გახედა. შეაჟრჟოლა. უცერემონიო მღელვარება უნებურად უვლიდა ტანში ჟრუანტელად. დიდი მწუხარება იპყრობდა, შეპარვით, ოღონდ ჯერაც ვერ გაეგო, რა ხდებოდა მის თავს.

– ბიჭო, სად არის ცოტნე? – მხარი გაჰკრა თემუკამ ბარის დახლთან მჯდომ ბუბას, რომელიც უმოწყალოდ უშვებდა ალკოჰოლს ორგანიზმში.
– რა ვიცი, , – გაღიზიანებულმა აიქნია მხარი.
– რა ხდება? – დასერიოზულდა ვიბლიანი და აბრამაშვილის გვერდით დაჯდა. ვისკიო, შეუკვეთა და ბუბას მიაჩერდა.
– ცოტნეს აქვს პრობლემები, – ამოიხვნეშა და კიდევ ერთი ჭიქა მოსვა.
– რა პრობლემები? – გაუკვირდა თემუკას, არ ელოდა მსგავს პასუხს. გელოვანს ხომ არასდროს ჰქონდა პრობლემები!
– აზრზე არ ვარ, ბიჭო, – სიბრაზისგან ცეცხლისფერი ედო სახეზე ბუბას.
– კაი, . ხო იცი, რო მასეთი ტიპია ცოტნე! მოაგვარებს რა... არ გვრევს, – გამხნევებას შეეცადა თემუკა, მაგრამ უარესად გააცეცხლა აბრამაშვილი.
– რას ქვია მასეთი ტიპი? პრობლემები რომ აქვს, მარტო უნდა მოაგვაროს? რაში სჭირდება მაშინ ძმაკაცები? – ტონს აუწია და ჭიქა იმდენად ძლიერად დაანარცა მარმარილოს დახლზე, თეთრ ზედაპირზე ელვასავით გაიქროლა ბზარმა.
ის იყო ბარმენმა პირი შეხსნა, რომ უკმაყოფილება გამოეხატა, თემუკას ხელმა შეაჩერა. პლიუს ამას, სიტუაცია იყო ისეთი, მიხვდა პატარა მამაკაცი, რომ არც უღირდა გარევა და განერიდა.
– იქნებ არც აქვს პრობლემები, შენ რა იცი?
– კარგად ვიცნობ გელოვანს, ბიჭო, გესმის? – არ წყვეტდა ყვირილს.
– თუ კარგად იცნობ, გეცოდინება, რომ არავის არაფრის ნებას არ მისცემს! მოაგვარებს და დაბრუნდება, – მოუჭრა თემუკამ.
სულიერი სიმშვიდე მოეფინა ბუბას სულს. მინიმალური სიმშვიდე, თუმც არსებითი იმდენად, რამდენადაც შესაძლებელი იყო.
– ნინაა ცოდო, პროსტა. ნერვიულობს. ხო აზრზე ხარ, არასდროს ტოვებდა ცოტნე და ასე უცებ... – ამოიხვნეშა ბოლოს.
– ერთხელ ინერვიულებს და ეგ იქნება რა... – სიმშვიდეს საკვირველად ინარუნებდა თემუკა.
– ქალია, , მისთვის ერთხელაც კი არ შეიძლება ნერვიულობა.
– ასეა ალბათ საჭირო, რა გჭირს, ბიჭო! – ვისკის ჭიქა გამოცალა მანაც.

– არ მოგენატრე? – კარის ჩარჩოში იდგა გელოვანი, მომხიბვლელი ღიმილითა და მანერით, მხოლოდ მას რომ ჰქონდა.

– ცოტნე! – ძლივს მოვიდა აზრზე ბაბლუანი, უნებურად წაიწია წინ და გელოვანს კისერზე შემოჰხვია გამხდარი ხელები.

ძალიან ცხელი იყო ცოტნე... მუდამ რომ ათბობდა ბაბლუანს, თუნდაც მაქსიმალურ ყინვაში, ისეთი გახლდათ. ახლაც, ზაფხულის ცხელ დღეს, წვავდა, მაგრამ მოსწონდა ეს დამწვრობა ნინას. ყველაზე სასიამოვნო იყო და იმიტომ.
– მოგენატრე, – გაიცინა გელოვანმა და ნინას ქერა თქმიდან შეისუნთქა ჰაერი.
ბაბლუანმა უკან დაიხია, კარის ზღურბლს გასცდა.
– არ შემოხვალ?
ისევ იღიმოდა ცოტნე და უცხოს სულელის შთაბეჭდილებასაც კი დაუტოვებდა. მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია სიყვარული... სრულიად ნორმალურსაც კი სულელს გახდის.
– აბა, როდის მივდივართ დასასვენებლად? – პუფში ჩაესვენა გელოვანი, რომელიც შუშაბანდთან უფუნქციოდ მიგდებულიყო მანამ.
– მივდივართ? – გაოცებისგან წარბები ზემოთ აზიდა ბაბლუანმა და შუშაბანდთან დადგა.
სიგარეტს მოუკიდა.
– მოწევ? – გაუწოდა კოლოფი, მაგრამ უარის ნიშნად თავი გაიქნია ცოტნემ.
– ხო, მივდივართ... უარს მეტყვი? – ეღიმებოდა.
– თანხმობა რატომ უნდა გითხრა? – როგორც ეგონა, თამაშში აჰყვა მამაკაცს.
– ნეტავ თუ არ მოგბეზრდა ეს ბავშვური წიკები, ხანდახან! – მისმა პასუხმა ძალიან გააბრაზა ცოტნე.
– აბა, რა გითხრა? რომ მე და შენ წავალთ ზღვაზე და საღამოობით ხელჩაკიდებულნი ვისეირნებთ ნაპირზე, სადაც ტალღების ხმაური მყუდროებას კი არ დაგვირღვევს, პირიქით... – არანაკლებ გაბრაზდა ნინა. „ეს როგორ მაკადრა“ – გოგოს როლი მოირგო და ითამაშა უნაკლოდ.
– ნინა... ნინა... – გაეცინა ცოტნეს. – მეგობრები როდის წავიდეთ, სასტავი–მეთქი. რა გჭირს?
იმ წამს ვერ მიხვდა, მაგრამ ცეცხლი მოეკიდა, ისე გაბრაზდა გელოვანის დაუსრულებელი ირონიით. თვალებში ნაპერწკლები გაუღვივდნენ და სასწრაფოდ უნდა ეღონა რამე, რომ უარესად დასაცინი არ გაეხადა თავი.
– ყავას დალევ? – ძლივს თქვა. მთელი ძალები მოიხმო, რომ ხმა არ აკანკალებოდა და არ ეტირა.
– გეწყინა? – ფეხზე წამოდგა ცოტნე და ახლოს მივიდა ბაბლუანთან, რომელიც უკვე ჩუმად სლუკუნებდა.
მისი სახე ხელებში მოიქცია, შუბლზე აკოცა და გაუღიმა.
– მაპატიე რა, არ მინდოდა შენი წყენინება... – თვალზე კენტად ჩამოგორებული ცრემლი ცერათი მოსწმინდა.
– ხომ იცი, როგორ მჯერა ყველაფრის... ნუ მეღადავები რა, – ამოისლუკუნა ნინამ.
– არ გეღადავები, შენ თავს ვფიცავარ! მინდოდა, სიტუაცია განმემუხტა, თორე შენთან ერთად წასვლა მინდა, აბა რა მინდა სასტავთან? – გაუღიმა სანდომიანად გელოვანმა.
– ოო, ცოტნე! – უფრო გაბრაზდა ნინა.
– ნინაჩკა, ნუ ნერვიულობ ყველაფერზე რა! თორე თავს მოვიკლავ, შენ თავს ვფიცავარ.
ბაბლუანს გაეცინა.
– არადა, არ გავხარ დეპრესიულ კაცს!
– ხდება ხოლმე, – როგორც ნინას სახეზე ღიმილი აუთამაშდა, გულწრფელი, თავისებური, ლამაზი, მაშინვე გაბედნიერდა ცოტნეც. – მართლა, არ წავიდეთ სადმე?
– კარგი ცოტნე რა, სად უნდა წავიდეთ? – ამოიხვნეშა და სავარძლამდე ფრუტუნით მივიდა.
– თუ მეტყვი ჰავაიში მინდაო, წაგიყვან. თუ გინდა ავსტრალიაში წავიდეთ. ოღონდ მითხარი.
კიდევ ერთ ღერს მოუკიდა ბაბლუანმა.
– ნუ ეწევი მაგდენს, ნინა, რა... – თხოვა.
– არ ვეწევი ბევრს. ამანერვიულე, – გაეცინა ბაბლუანს ნერვიულად.
– მართლა მომაკვლევინებ თავს! – გაეცინა გელოვანს.
– არასდროს ვაპატიებ საკუთარ თავს, – ენა გამოუყო.
– აი, ხომ გეუბნები, ბავშვური წიკები გაქვს–მეთქი...
– თუ არ მოგწონს, კარი ღიაა, – ეწყინა ნინას.
– ხოდა წავედი და ჭკვიანად! – ღიმილით მიუახლოვდა და შუბლზე აკოცა.
არაფერი არის იმაზე სასიამოვნო, ვიდრე შუბლზე იმ მამაკაცის ცხელი ტუჩების შეგრძნება, რომელიც მოგწონს. ნინა ვერ ხვდებოდა მაშინ, რომ მოსწონდა კი არა, უყვარდა გელოვანი, მაგრამ კი სიამოვნებდა მისი თითოეული შეხება, მისი თითოეული სიტყვა, მისი თითოეული ნაბიჯი...

პირველად ცხოვრებაში დასძლია წვიმის შიში, ბალიშის ქვეშ არ დაიმალა და ფანჯრის რაფაზე შემოჯდა. ეს მექანიკური ნაბიჯი იყო. არ ეშინოდა წვიმის, რადგან ეშინოდა უფრო დიდის – ცოტნეს დაკარგვის. ვინ იყო ცოტნე?! – არავინ, რომელიც მის მთელ ნაწილს იკავებდა. ცოტნეს გარეშე აღარ არსებობდა დღე. უბრალოდ, ვერ იარსებებდა, რადგან ის ყოველი დღის განუყოფელ ნაწილად იქცა. დღეების, რომელზე უკეთესსაც არ უარსებია ნინას ცხოვრებაში. ახლა კი, წავიდა. უთქმელად წავიდა და მისცა ნინას ნერვიულობის საბაბიც.
მიუხედავად იმისა, რომ ვისკის ბოთლის გვერდით ჭიქაც გადმოეღო, აღარ დაუსხამს და პირდაპირ მოიყუდა ბოთლიდან. რამდენიმე ყლუპი ერთდროულად გადაუშვა. გულ–მუცელი აუწვა, მაგრამ დააიგნორა ეს საზარელი შეგრძნება, რადგან უარესი შეგრძნება შესჩენოდა მის არსებას და ღრღნიდა.
ტელეფონზე გელოვანის ნომერი აკრიფა. კვლავაც უპასუხოდ დარჩა მისი ზარი.
ბოლოს ნერვიულობისა და ემოციებისგან გაბერილმა, იტირა. ძალიან, ძალიან ბევრი იტირა. კარგად დამთვრალიყო და ეს უფრო უმძაფრებდა ემოციებს. იჯდა რაფაზე და ამინდთან ერთად ტიროდა. ვერ დაუშვებდა, რომ წასულიყო, მაგრამ ეს ხომ უკვე დასასრული იყო...
ანას დაურეკა. ენა ერეოდა, ვერაფერი გააგებინა ფორჩხიძეს, რომლისთვისაც ეს ბურტყუნიც საკმარისი აღმოჩნდა, რამდენიმე წუთში მასთან გასაჩენად.
კარის შემომტვრევა არ დასჭირდა, რადგან ღია იყო. ნინას ოთახიდან სენტიმენტალური მუსიკის დაბალ ბგერებს დახშული ქვითინი ერთვოდა.
– ნინა, რა გჭირს? – დაიკივლა ოთახში შესვლისთანავე.
ბაბლუანმა ცრემლიანი თვალებითა და წაშლილი სახით გადმოხედა. მის გაფითრებულ სახეს ლამპიონის შუქი ეცემოდა და ირეკლავდა.
– ცოტნემ მიმატოვა, – ქვითინებდა ნინა დაბალ ხმაზე. ძლივს გაიგო ფორჩხიძემ, რა უთხრა სიმთვრალისა და სევდისგან გონწაშლილმა დაქალმა.
– რაებს ბოდავ, რა გჭირს? – წამოიძახა აღშფოთებით და სახიდან სველი თმა უკან გადაუწია.
– წავიდა, მორჩა...
უკვე პანიკა იპყრობდა ანას. ზოგადად, როგორც ფსიქოლოგი, საშინელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ნინასთვის უებარი წამალი იყო მისი საუბარი, ყოველთვის. ახლა კი, ესეც არ ჭრიდა. სრულ და პირდაპირ ისტერიკაში იყო ბაბლუანი.
– მორჩი, ნინა, ვერ ხარ? რა მიგატოვა? მასე იცნობ ცოტნეს? – ეცადა მის დამშვიდებას.
– მასე რომ არ ვიცნობ, იმიტომ ვხვდები, რომ მიმატოვა!
– ნუ სულელობ რა... ჩამოდი და დაწექი. რა დღეში ხარ, ერთი შეგახედა შენი თავისთვის... – ლაპარაკობდა ანა და ყოველი სიტყვის ბოლოს ღრმად სუნთქავდა. ალბათ, მალე პანიკური შეტევები დაეწყებოდა. – ჩამოდი, ნინა, რაფიდან! – ხმას აუწია და თავისკენ დაქაჩა.
– შენ წარმოგიდგენია, როგორ ვიცხოვრებ მის გარეშე? მზე ჩაქვრა, ან... სამუდამოდ დაღამდა ჩემს ცხოვრებაში, – ამოიხვნეშა და ვისკის ბოთლიდან საბოლოო წვეთები ამოწრუპა.
– ნინა! – დაიყვირა ანამ. – ჩამოდი ახლავე მაიდან!
ბაბლუანს გაეცინა. რაფიდან ჩამოხტა და ნაბიჯი აერია. თავბრუ დაეხვა და გული აუჩქარდა. თვალებში საგნები გაორმაგდნენ, მერე გასამმაგდნენ და საბოლოოდ დაღამდა. მართლა დაღამდა...

აწრიალებულ ტელეფონზე ნაცნობი ნომერი გამოჩნდა და ბაბლუანმაც ბედნიერებისგან გაბრწყინებულმა უპასუხა.
– ნინაჩკა, ჰავაიზე არ მომყვები, კაი, მარჯანიშვილზე მაინც წამომყევი. სანაყინე გაიხსნა, საოცარ ნაყინს ამზადებენ.
გაეცინა.
– კომპრომისები რომ არ უყვარს ნინაჩკას, არ იცი შენ?
– უარს არ მივიღებ–მეთქი, რომ უნდა დამეყოლებინა, დამავიწყდა, ხო?
– სახლში რომ არ ვარ, დამავიწყდა თქმა ხო?
– კაროჩე რა... სად ხარ?
– გალერეაში.
– რა ხდება?
– გამოფენა.
– ვისი?
– რა დაინტერესებული ხარ ჩემი ცხოვრებით, ცოტნეე.
– კაი, ღადაობ?
– მეტყობა?
– მანდ ვარ ორ წუთში.
მიუხედავად იმისა, რომ გალერიადან საკმაოდ შორს იყო გელოვანი, მაინც ხუთ წუთში მოახერხა მისვლა. უამრავი ჯარიმა მიიღო, მაგრამ ნინას გამო მაინც შეძლო. უბრალოდ, ძალიან ბრაზობდა თავის თავზე. ნინაზეც, მაგრამ ბევრად ნაკლებად. როგორ გამოეპარა, ვერ პატიობდა თავს.
გალერიაში ხალხი ირეოდა. ნინას ნამუშევრებს ვერავინ წყვეტდა თვალს. ყველაზე ირონიული კი ის იყო,რომ ბაბლუანი მეტად ბრწყინავდა და ნერწყვებს ადენდა მამაკაცთა აბსოლუტურ უმრავლესობას. უნდა ეეჭვიანა ცოტნეს, როგორც ხდება ხოლმე, მაგრამ იცოდა, რომ ნინასთვის სხვა კაცი არ იარსებებდა და არ ეჭვიანობდა. იცოდა თავის ფასი და უფრო მეტად აფასებდა ბაბლუანს. ქალს, რომელიც გაეკერპებინა.
– ნინაჩკა, მაპატიე, – უკნიდან მიეპარა, ყელში აკოცა და უჩურჩულა.
– მიუტევებლად შესცოდეთ... – გადაიკისკისა ბაბლუანმა.
– ვიცი, რომ მოწყალე გული გაქვთ, ქალღმერთო ჩემო, – პათეტიკური ტონი შერეოდა ხმაში გელოვანს და დროდადრო ფხუკუნებდა.
– ცანცარა, – მოუჭრა მოკლედ და ნახატზე მიუთითა, – იცი, ეს რა არის?
– კი. შენ ხარ.
ტილოზე რამდენიმე ფერი დაეტანა ნინას. მწვანე, ღია ლურჯი და იისფერი. დროდადრო თეთრი სიცარიელეც მოჩანდა ფერთა შორის.
– მწვანე შენ ხარ, ღია ლურჯი – მე, იისფერს კი არ გეტყვი, გამოიცანი! – გულწრფელი იყო ბაბლუანი.
– რომ გითხრა, გამებუტები. თუმცა, მივხვდი, – სიამოვნებით გაეღიმა გელოვანს.
– ყოველთვის ვიცოდი, რომ მიხვედრილი ბრძანდებოდით, მაგრამ ეს ის არაა, რასაც თქვენ ფიქრობთ, ბატონო ცოტნე! – გადაიკისკისა კვლავ.
– ძალიან გთხოვთ, მომიტევეთ ჩემი კადნიერება...
– მომიტევებია!

თავის საშინელმა ტკივილმა და თვალებზე დაცემულმა მზისხივებმა დაუფრთხო ძილი ნინას. ზანტად იცვალა გვერდი და თვალები გაახილა. წინა საშინელი დღე გაახსენდა და კიდევ ერთხელ და უფრო მეტად ეტკინა. ისევ შეიცვალა გვერდი და ტუმბოდან ტელეფონი აიღო. ნაცნობი ნომერი აკრიფა და დაელოდა. ახლა უკვე განა არავინ პასუხობდა, გათიშული იყო.
წამოდგა. შიშველი ფეხები ცივ იატაკს შეახო და ჟრუანტელმა დაუარა. ამდენი უსიამოვნო შეგრძნება, უკიდეგანო კლდის ნაპირად იყო. ერთი შეხება და საბოლოოდ გაქრებოდა მისი არსება.
ძლივს დგამდა ნაბიჯებს. კედელს ეყრდნობოდა, რომ არ წაქცეულიყო. თავი ეგონა მალე გაუსკდებოდა. თავბრუც ეხვეოდა და საგნებიც თითოს ნაცვლად ორმაგნი იყვნენ. მისაღებში გავიდა და შეეშინდა კიდეც, თეთრ დივანზე მწოლიარე, აბურდული, წაშლილი ანა რომ დაინახა. ეცადა არ გაეღვიძებინა და ისე გასულიყო სამზარეულოში, მაგრამ არ მოხერხდა. გაეღვიძა.
– როგორ ხარ? – ჰკითხა აჭრილი ხმით და დივანზე წამოჯდა.
– უსაშინლესად, – ამოიხვნეშა.
ანაზდად გაახსენდა ცოტნე და მისი ძმაკაცები, ხოდა, ბუბას ნომერი მოძებნა.
– რას აკეთებ?
– ბუბას ვურეკავ.
დიდხანს გადიოდა, მაგრამ სასურველი პირი არ პასუხობდა. ბოლოს ყველაფრით დაღლილმა, ტელეფონი მარჯვნივ მოისროლა. ჯერ კედელს მოხვდა, მერე კი იატაკზე დაეცა და გატყდა.
ისტერიკა ისევ იპყრობდა. გარეთ ისევ წვიმდა, თუმცა არც ამჯერად ადარდებდა ეს წვიმა. რა სჭირდა ცოტნეს? როგორ უნდა დაეჯერებინა, რომ მიატოვა და არაფერი უთხრა?
– ანა, სუნთქვა მიჭირს... – მაისური ქვემოთ ჩამოიწია.
შეშინებულმა ფორჩხიძემ პირველივე გაზეთის დანიავება დაუწყო.
– უჰაერობაა ცოტნეს გარეშე, ანა... – გააგრძელა ბაბლუანმა.
თვალები გადაატრიალა და გაზეთი უკან დააბრუნა. არც მას ჰქონდა ძალა, ძალიან დაღლილიყო. მთელი ღამე ნინაზე ზრუნავდა, ჯერ დილამდე თავთან ეჯდა, რამე სისულელე არ ჩაიდინოსო, ბოლოს რომ დაიგულა მშვიდ ძილს მიცემული, ოთახში მარტო დატოვა და დასაძინებლად წამოვიდა მისაღებში.
– ასე უთქმელად არ წავიდოდა. უჭირს, ან... ვგრძნობ, რომ რაღაც ჭირს, – ხმა აუთრთოლდა ნინას.
– ყველაფერი კარგად იქნება. დამშვიდდი რა,– შეეხვეწა და სიგარეტს მოუკიდა.
– მისი რომელიმე ახლობლის ნომერი მინდა... ან მისამართი, სულ ერთია, – გაიხსენა ბაბლუანმა.
– დაანებე თავი რა. ყველაფერი კარგად არის. უაზროდ პანიკდები.
– ვგრძნობ, რომ არაფერი არ არის კარგად! – დაიყვირა განერვიულებულმა.
– ტყუის შენი წინათგრძნობა.
– ეს წინათგრძნობა არ არის. ვგრძნობ, რომ ამ მომენტში ცუდად არის, – ცრემლი ჩამოუგორდა მარჯვენა ლოყაზე, – მეც მტკივა, რადგან მას ტკივა.
– ყავას დალევ?

– ჩემებს ძალიან უნდათ შენი გაცნობა, ნინ.
– რაზე? – გაუკვირდა გულწრფელად. გაკვირვებისგან წარბები ზემოთ აზიდა და ცივი ყავა მოსვა.
– იმაზე, რომ შენი ნახატებით გადავსებულია სახლი და გიჟდებიან შენზე, როგორც შემოქმედზე, – გაეღიმა ცოტნეს.
– კაი რა, ხომ გეუბნები, ნუ მეღადავები–მეთქი! – ეწყინა ნინას.
– არ გეღადავები, შენ თავს ვფიცავარ.
– აბა რა მშობლები, კაი რა!
– მე ბოდიში, არ ჯდება სტანდარტებში? – ეწყინა გელოვანსაც.
– რა შუაშია... – უკან დაიხია ნინამ.
– თავშია!
– კაი, რა სტანდარტები, ცოტნე...
– წამოხვალ?
შეყოყმანდა ნინა.
– ვერა, – უპასუხა ბოლოს.
– კაი, კაი, – ნერვიულად გაეცინა ცოტნეს. სიგარეტის ნამწვი საფერფლეში ჩაწვა და წამოდგა. – ჭკვიანად, – უთხრა, ოღონდ ტრადიციულად შუბლზე არ აკოცა. უბრალოდ, თქვა და წავიდა.
ასეთიც იყო გელოვანი. მთლად ყველგან და ყოველთვის უნაკლო კი არა... მასაც ჩვეულებრივ სწყინდა. ოღონდ სხვა მამაკაცებისგან განსხვავებით, კარგად შეეძლო თავისი წყენით საყვარელი ქალი არ გაენერვიულებინა.

თეთრ დერეფანში მიმოდიოდა ბუბა. უზარმაზარ ნაბიჯებს დგამდა და ნერვიულობისგან დაცვარულ სახეს წამდაუწუმ უსვამდა ხელებს. ვიბლიანი გვერდზე, კუთხეში იდგა და ნერვიულობას ფეხის კაკუნში ‘ანეიტრალებდა’. ლურჯ სკამებზე შუა ხნის წყვილი იჯდა. გამხდარ ქალს სახე ხელებში ჩაემალა და დაბალხმაზე ქვითინებდა. მის გვერდზე მამაკაცი აკროდა, მხარზე ხელს უსვამდა და რაღაცას უჩურჩულებდა ყურში. გაუსაძლისი სიჩუმე გამეფებულიყო დერეფანში. მის ბოლოში, ცარიელ კუთხეში უცხო, შავებში ჩაცმული, გამხდარი ქალი მოკრუნჩხულიყო, პირზე ჯვარი მიეკრა და მასთან ‘მამაო ჩვენოს’ ჩურჩულებდა. ნერვიულ წამოძახილებს აყოლებდა, დროდადრო. დიდი ტკივილი იყო ყველას არსებაში. იმედი მაინც არ იკარგებოდა.
– ნინას არ ვუთხრათ? – თემუკასთან შეჩერდა ბუბა, თავზე ხელები შემოიწყო და ისე მიაჩერდა ბიჭს.
– უნდა ვუთხრათ... – ამოღერღა ძლივს.
– დაურეკე, – მოუჭრა აბრამამ და ნერვიული სიარული გააგრძელა.
ვიბლიანმა ამოიხვნეშა და დერეფნის ბოლოსაკენ წავიდა. ჩაკეცილმა, შავი ძაძებით შემოსილმა ქალმა უარესი სევდით აავსო. უმოწყალოდ დარჩენილმა ისე ჩაუარა, შეეცადა დაეიგნორებინა, მაგრამ ვერ შეძლო და ცრემლი ჩამოუგორდა.
დარეკა.
– ნინა...

მაინც წაიყვანა მარჯანიშვილის სანაყინეში. სულ ტყუილად იგიჟებდა თავს ნინა, საოცარი ნაყინი აღმოჩნდა. იმდენად საოცარი, რომ ღირდა ყელის ტკივილად.
– მოგეწონა? – ჰკითხა ბაბლუანს გელოვანმა და მიმტანს კიდევ დამატება სთხოვა.
– უგემრიელესია, მაგრამ, ვშიშობ, ჩემი სიკვდილი გინდა შენ, – გაეცინა ნინას.
– ყველაზე საშინელი ცილისწამებაა, რაც კი ოდესმე ჩემი მიმართულებით წამოსულა! – განაცხადა ცოტნემ სრული უკმაყოფილებით.
– წადი და მიჩივლე!
– მაგას გაკადრებ? მასე მიცნობ?
ნინა ხმამაღლა აკისკისდა.
– საზიზღარი ტიპი ხარ, პროსტა!
– აღიარე, რომ გიჟდები ჩემზე, – უღიმოდა პათეტიკურად.
– სხვა გზა არ მაქვს? – ტუჩი მოიკვნიტა ბაბლუანმა.
უაროფის ნიშნად თავი გაიქნია ცოტნემ.
– ვგიჟდები შენზე! – თქვა საბოლოოდ.
– მეც, – მოკლედ მოუჭრა ცოტნემ.

ტელეფონზე ვიბლიანის ნომერი რომ შემოვიდა, გული კინაღამ საგულედან ამოუვარდა ნინას. ხშირად არ ურეკავდა თემუკა და არც უაზროდ დაურეკავდა. ესეიგი, რაღაც მართლაც საშინლად იყო. დამსხვრეულ ეკრანს ძლივს მოუხერხა, რომ ჩართულიყო. კინაღამ ცალკე ისტერიკა დაემართა, რომ ვერ პასუხობდა.
– გისმენ, – უთხრა ხმისკანკალით.
ანასაც კი შეაჟრჟოლა.
– ნინა, ჩაჩავას პირველში მოდი რა... – დაიჩურჩულა თემუკამ ტელეფონში.
– რა ხდება? – უკვე ტიროდა ნინა.
– მოდი რა.
უფუნქციოდ დარჩენილი ხელი ჩამოუვარდა და ტელეფონმა საბოლოო კრიზისი გადაიტანა. ცრემლები ზღვასავით მოედინებოდნენ სახეზე და მაინც იხრჩობოდა. ხომ იცოდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო... ხომ იცოდა.
– ჩაჩავას პირველში წამიყვანე, – შეევედრა ანას არაადამიანური ხმით.
არაფერი უკითხავს ანას. მიხვდა, რაც ხდებოდა. თვითონაც დაინგრა, თითქოს დაიშალა. ვერ უყურებდა ნინას ამ სიტუაციას... სამკარისი სიძლიერე არ ეყოფოდა. ასე ეგონა, მაგრამ არც მიტოვება შეეძლო მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
მანქანამდე ხელით მიიყვანა ლამის. ძლივს დადიოდა განადგურებული ბაბლუანი. ცრემლები უკვე აღარ მოსდიოდნენ, მიყინულიყო. თითქოს მასში მართლაც ჩამქვრალიყო მზე და სამუდამო წყვდიადს მოეცვა მისი არსება.

– შენ კიდევ ვერ მიეჩვიე თბილად ჩაცმას, გოგო? მე გიტარო ქურთუკი? – უსაყვედურა მაშინვე, როცა გალურჯებული შემოხტა მანქანაში ნინა.
– რა გავაკეთო, არ მიყვარს ეს ჩათბუნული სიარული, – მხრები აიჩეჩა და გამათბობელს მიუშვირა გაყინული თითები.
– ჩემი ბრალია, დიდხანს გალოდინე... – ამოიხვნეშა გელოვანმა.
– ხანდახან ძალიან მაცოფებ, ცოტნეე! – შეუბღვირა მამაკაცს.
გაეცინა.
– ეს ცოფიანობაც რომ გიხდება, რა გავაკეთო?
– ჩემთან დარჩი, – გაეღიმა ნინას.
– სამუდამოდ, – ხელზე ძლიერად მოუჭირა ცოტნემ ნინას.
მანქანაში წყნარად გუგუნებდა “Stay with me”.

დერეფანი არეული ნაბიჯებით გაიარა. ჯერაც ვერ იაზრებდა რა მოხდა. არ იცოდა, მაგრამ ხვდებოდა. არაფერი შეიძლება მომხდარიყო სხვა, გარდა იმისა, რომ ცუდად იყო ცოტნე.
– სად არის? – ჰკითხა ბუბას მაშინვე.
– არ შეგიშვებენ, – ხელები გაშალა და ძლიერად მიიკრო გამხდარი სხეული აბრამამ.
– რას ქვია! – წამოიყვირა ნინამ და მუხლებში ძალა გამოეცალა.
იგრძნო, როგორ უბნელდებოდა თვალთ. ნელ–ნელა ეცემოდა. ძლიერი ხელები კი ამაოდ ცდილობდა მის დაჭერას, რადგან უკვე ეკრათ ხელი... ახლა უკვე გადაჩეხილიყო უფსკრულში. უკიდეგანო უფსკრულში...
ექიმებმა დამამშვიდებლები გაუკეთეს და ცალკე პალატაში მოათავსეს. სხვანაირად ვერ გადარჩებოდა. უბრალოდ, მოკლავდა ნერვიულობა.

– ოქტომბერია, ნინა, ოქტომბერი! – გაუცინა და შუბლზე აკოცა.
– მაინც შენ კისრულობ ქურთუკის მოვალეობას და რად მინდა?! – მხრები აიჩეჩა და თითები გელოვანის თითებში ახლართა. – არ შეიძლება, ფეხით რომ გავისეირნოთ? – შეხედა საწყალი თვალებით.
– რატომაც არა?! – კიდევ ერთხელ აკოცა შუბლზე, მანქანა სამართავი პულტით ჩაკეტა და დაიძრნენ.
უკვე მოეფინა ქარს მიწაზე ფერადი ფოთლები, სიცივისგან შეფერილები და მშობლიურ კერას მოწყვეტილები.
– გავა დრო და ამ ფოთლებს სხვები ჩაანაცვლებენ... – წარმოთქვა ნინამ.
– ანუ? – გაეცინა ცოტნეს.
– არ მინდა, რომ ჩვენზეც ასე იყოს... – გულწრფელად გასცა პასუხი.
– ანუ? – მაინც ვერ მიხვდა ჩანაფიქრს გელოვანი.
– ანუ, მინდა, რომ შემპირდე, რომ სხვა არ ჩამანაცვლებს და მეც იგივეს შეგპირდები! – შეჩერდა ნინა და თვალებში ჩახედა გელოვანს.
– გპირდები, – გაუღიმა თბილად და გაყინულ ცხვირზე აკოცა. – გამაგიჟებ შენ მე! – წარბები კუშტად შეკრა, ახლართული თითები გაითავისუფლა და ქურთუკი გაიხადა. – არ დამიწყო ახლა, არ მინდა ეს ბანალურობებიო, თორემ მოგკლავ! – სიცილით დაუბრიალა თვალები.
– აუ, მართლა არ მინდა ეს ბანალურობები რა... – გაეცინა ნინას და ქურთუკი შემოიცვა.
შემიძლია დავიფიცო, რომ სამარეშიც კი არ დაივიწყებს ამ სპეციფიკურ სურნელს გელოვანისას.

თეთრი პალატა და მოციმციმე ნათურები ჭერზე.
– ღმერთო, ცოტნე! – წამოიყვირა და საწოლზე წამოჯდა.
თავბრუ დაეხვა, წნევა დაეცა და აპარატმა ყვირილი წამოიწყო.პალატაში ექთნები შემოცვივდნენ.
– დაწექით, სასწრაფოდ! – შეჰყვირა ერთ–ერთმა.
– გამიშვით ცოტნესთან... გთხოვთ, – ამოიკვნესა და ფეხზე წამოდგომას შეეცადა.
– არ შეიძლება, ვერ გაგიშვებთ, – მხრებში ჩააფრინდა იგივე ექთანი.
– გამიშვით... მოგვკლავთ თქვენ ასე! – წამოიყვირა და გააფთრებული წამოხტა ფეხზე.
სწრაფი და არეული ნაბიჯებით გავიდა დერეფანში, შემდეგ მარჯვნივ გაუხვია და წავიდა. რეანიმაციას რომ მიუახლოვდა, გული აუჩქარდა. არითმია დაეწყო, მაგრამ დიდხანს არ გაჩერდა. მხოლოდ რამდენიმე წამს, რომელიც საუკუნედ გაიწელა, სულის მოსათქმელად. მერე შეხსნა რეანიმაციის კარი.
დავიფიცებ, რომ მაშინ პირველად მოკვდა. ფერდაკარგული, მრავლადდაშავებული ცოტნე გულაღმა იწვა და წყნარად სუნთქავდა აპარატში. კედელს მიეყრდნო ნინა, რომ არ წაქცეულიყო. ცრემლებმა გზა მონახეს და იატაკზე გუბურის დაყენება დაიწყეს. წინ წაიწია ბაბლუანმა და საწოლთან დაეშვა მუხლებზე. სისხლმა დალაქა თეთრი იატაკი. მაგრამ არ სტკიოდა. შეუძლებელი იყო ტკივილი შეეგრძნო, ის ხომ მომკვდარიყო...
გელოვანის ხელი თავისაში მოიქცია და სველი, ცხელი ტუჩები სათითაოდ შეახო ყველა თითს, რომელთაც სისხლი შეხმობოდათ.
რამდენიმე წუთი ასე იჯდა, მისი ხელი თავისაში მოექცია და ტიროდა. მერე იგრძნო, რომ შეირხა. ჯერ თითები და მერე მთელი სხეული.
– დილა მშვიდობისა, – ამოიჩურჩულა ბაბლუანმა, ოღონდ ვერ გაბედა შეეხედა ცოტნესთვის.
ცრემლები ჯერაც მოიკვლევდნენ გზას მის სახეზე და იცოდა, რომ გაანადგურებდა უარესად მისი ცრემლები, ისედაც განადგურებულ გელოვანს.
– ნინა... – ძლივს შეაკოწიწა ბგერები ცოტნემ და ისეთ დაბალ ხმაზე თქვა, ძლივს გაიგო ადრესატმა. – შემო... შემომხედე, – საოცრად უჭირდა საუბარი ცოტნეს.
მთელი არსება ეწიწკნებოდა, მის ასეთ მიმწყდარ ხმას რომ ისმენდა. ოღონდ, ამავდროულად მთელს დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო, რომ კვლავ შეეძლო მოესმინა საყვარელი მამაკაცის საუბარი და სუნთქვა.
ახედა. თითქოს ამ ნახევარ წამში, როცა უნდა აეხედა ცოტნესთვის, მთელი საუკუნე მიილია. შეხედა და მოკვდა, რადგან დაინახა, არაფერი შერჩენოდა ცოტნეს არსებითი.
– ბედნიერი... ბედნიერი იყავი, – ამოიჩურჩულა ცოტნემ.
მორჩა. გაცივდა ყველაფერი და მზე მართლაც საბოლოოდ ჩაქვრა. ორივეს არსებაში.

– ცოლად გამომყვები, ნინა? – მთვრალმა ჟღენტმა ტუჩის კუთხეში სპონტანურად აკოცა ნინას.
მესამე დღეს ცოტნე გარდაიცვალა.
მეორე დღეს ჟღენტი.

ორი წელი ნინა ცოცხლობდა. მისი კანი ნელ–ნელა შრებოდა, ყველაფერი ცოცხალი კვდებოდა მასში, მაგრამ მაინც აიძულებდა თავს ეცოცხლა, რადგან ქმნიდა უკანასკნელ სიძვირფასეს. ორი წელი ცდილობდა დაეტანა გელოვანის თვალები ტილოზე... და ბოლოს შეძლო.
ორიწლისთავზე, დიდი ხნის წინ მომკვდარი ნინა ბაბლუანი, გარდაიცვალა. სამუდამოდ შეცურა თავისუფლების მორევში, ცოტნესთან ერთად.



№1  offline წევრი Pepper

რა საშინელი კომენტარები გაგიჟდი ?
ეს იყო უბრალოდ საოცრება !
ახლაც ჟრუანტელი მივლის ტანში ემოციებისგან.
ისტორიამ დამანაღვლიანა თუმცა რეალობაც ხომ ასე მწარეა.
ემოციებით ვარ სავსე და ალბათ კარგახანს გამყვება <3
ვერ ექნება ყველას და ყველაფერს კარგი დასასრული.
უკეთესი დასასრული არც იქნებოდა სხვანაირად.
შენ ხარ არაჩვეულებრივი შენი ისტორიებითურთ !
გამიხარდა რომ დავინახე შენი ისტორიაა <3
უკარგესი უნიჭიერესი ხარრ შენ <3
ველი შენგან ახალ არაჩვეულებრივ ისტორიებს <3

 


№2  offline წევრი N7

Pepper
რა საშინელი კომენტარები გაგიჟდი ?
ეს იყო უბრალოდ საოცრება !
ახლაც ჟრუანტელი მივლის ტანში ემოციებისგან.
ისტორიამ დამანაღვლიანა თუმცა რეალობაც ხომ ასე მწარეა.
ემოციებით ვარ სავსე და ალბათ კარგახანს გამყვება <3
ვერ ექნება ყველას და ყველაფერს კარგი დასასრული.
უკეთესი დასასრული არც იქნებოდა სხვანაირად.
შენ ხარ არაჩვეულებრივი შენი ისტორიებითურთ !
გამიხარდა რომ დავინახე შენი ისტორიაა <3
უკარგესი უნიჭიერესი ხარრ შენ <3
ველი შენგან ახალ არაჩვეულებრივ ისტორიებს <3

მადლობა, რომ მაბედნიერებ!
უღრმესი მადლობა ამ უთბილესი სიტყვებისთვის! love love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3 სტუმარი მიკა

რა იყო ეს?:დდ უშინაარსო,ნაუცბათევად მობოდილი რაღაც,ეს ისტორიაა?:დ თან არ უყვარს თურმე უარყოფითი კომენტარები ავტორს:დ მაშინ მოკლედ ვიტყვი რომ უბრალოდ კატასტროფაა ეს რაღაც.

 


№4  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaiih am dzilia dros amis wakitxva iqnebOdaa :(( sawyvelu shemexodnen :(( ras erchodi? an es bichi rato mokvda ? mokled raaa :((

 


№5  offline წევრი tatalia

დაიბადა.გაიზარდა.მოკვდა)))))
კაიიიი რა ...

 


№6  offline წევრი N7

თავში იმიტომ იყო მინაწერი, რომ აგეწონათ, გინდოდათ თუ არა წაკითხვა. მიკა, დიდი მადლობა. დღე გამილამაზე ამ სიტყვებით:) არაუშავს, მიხვდები ოდესმე რა მძიმე ტვირთვის, როცა ორმაგად დაგაწვება.
მაპატიეთ, არავინ მოგაწვათ წაიკითხეთო. პირიქით. უბრალოდ, დაახარისხეთ ხოლმე, რა გიღირთ და რა არა და არც თქვენ დაიწყვეტთ გულს და არც სხვას დასწყვეტთ ^_^
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№7 სტუმარი taso

Xalxo, sul gadairiet? Es rakomentarebia, satauric logikuria, amit mainc unda mimxvdarikavit ro happyendit ar damtavrdeboda. Avtor, shen xar saocreba^_^ai saswauli, ubralod am kvelafers imdenad relurad gadmoscem ro, ai sheudzlebelia versheigrdzno, da ar getkinos. Ai ubralod sheudarebeli <3

 


№8  offline წევრი evangelista

Egetebs nu mousmen raa. Dzalian cudia vinc ver gaiazra da sheigrdzno es istoria.. Martlac arabanaluri siyvarulis da usazgvro tkivilis istoria.. Tu AR gindodat kidev nu waikitxavdit!!. Mitumetes iyo minaweri istoriis dasasruli. Gamixtebian xolme vitom dzaan chkvianebi.tu egeti magrebi xart tqven daweret amis meatasedis shinaarsis istoria.amis meatasedad gadmoecit is tkivili da siyvaruli rac am istoriashi iyo!!!!!...

 


№9 სტუმარი ბალუ

ვაიმეეე ეს რა იყო რაა გული დამეწვა ისეთი იყო რომ ვისაც გული აქ ყველას გულამდე მიაღწევს

 


№10  offline წევრი Elenikoo

წარმოუდგენელია ამ ისტორიაზე ცუდი კომენტარი დაწერო იმიტომ,რომ მას ცუდი დასასრული აქვს.ძალიან კარგი იყო.ყველა მხირად გამართული.თითოეული პერსონაჟის გრძნობა და ხასიათი კარგად იყო გამოხატული ასევე გრამატიკულად კარგად იყო გამართული.ჩემთვის როცა ისტორიას ვკითხულობ ეს ყველაფერი უმნიშვნელოვანესია.

 


№11  offline მოდერი sopiko

უსაზღვრო სიყვარულის და ტკივილის ისტორია იყო!
როგორ უყვარდათ ცოტნეს და ნინას ერთმანეთი? სხვანაირად! ერთი შეხედვით მათ შორის რომ გრძნობა იყო, ვერ მივხვდებოდით, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ამდენჯერ არ უნდა გეხსენებინა სიტყვები შეყვარებული და სიყვარული... ამას ისედაც მივხვდებოდით! იყო შესაბამისი ემოცია და თავისით მიდიოდა გულამდე...
მქონდა ცოტა უკმარისობის გრძნობაც...
ბოლოში რაღაც დამაკლდა...
თითქოს უფრო მეტი ბრძოლა მინდოდა!
ადვილად დანებდა ცოტნე დაავადებას... ადვილად გამოემშვიდობა ცხოვრებას... ადვილად მიატოვა ნინა..
იქნებ რომ ებრძოლათ, რამე შეცვლილიყო! იქნებ სასწაულიც მომხდარიყო!
...მაგრამ მე მომეჩვენა, (ან მართლაც ასე იყო) რომ ცოტნე საკმარისად ძლიერი ვერ აღმოჩნდა...
მთელი ისტორიის კითხვისას შიშს და სიბრალულს ვგრძნობდი... შიშს იმიტომ, რომ უბედურების სუნი მცემდა... სიბრალულს იმიტომ, რომ წინასწარ მეცოდებოდა ნინა... (ცოტნეს ბუნებას ისე ვერ ჩავწვდი, როგორც მინდოდა).
მომეწონა, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ უფრო მეტი შეგეძლო!
მაშინ, როცა დაწერილი გაქვს ''სიყალბის თეორია''...
love love love

 


№12  offline მოდერი წითური გოგონა

თქვენ ხომ არ გიჟრუალებთ?
არა!
უბრალოდ შეულებელია რაღაც არ გეგრძნოთ!
გული სად დატოვეთ ხალხნო?
ვერ ვიტან უსამართლობას!
იყო, რაღაც-რაღაცეები
რაც მეც არ მომეწონა,
მაგრამ
დასასრულის გამო ისტორიაზე ცუდის თქმა?
რა ლოგიკაა??!!!!
უკეთესიც შეიძლებოდა,
მაგრამ თქვენი ბინძური სიტყვების ღირსი არ არის ეს ისტორია!
და(ვ)ეტი(ო)ეთ ყველა ადგილას!
უსაქმელის თქმა რტომ გინდათ?!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№13  offline წევრი მოლურჯო

მე არ ვიცი რა უნდა ვთქვა მართლა არ ვიცი
სიმართლე გითხრა არ მჯერა სიყვარულის
არანაირი სიყვარულის
არც ტკივილის
არც იმედგაცრუების
ყველაფერი ქრება ერთ დღეს სამუდამო არაფერია
მაგრამ...
რაღაცნაირი იყო განსხვავებული
მე არ ვიცი სხვებმა რა იგრძნეს
მაგრამ მე არცერთ ისტორიაზე ტკივილი არ მიგვრძნია
მაგრამ პირველად ვიგრძენი...
მე არ ვიცი რატომ არ მოსწონთ სხვებს
მაგრამ ვინც ამ ისტორიაში ტკივილი ვერ დაინახა
იმას საერთოდ არ უნდა ელაპარაკო არაფერზე
უგულო ადამიანმა დავინახე ტკივილი
და სხვებმა ვერა დავიჯერო...
კომენტარები მაგიჟებს...

ეგრევე სათაურზეც ეტყობოდა რომ ცუდად დამთავრდებოდა
საერთოდ მიყვარს ცუდი დასასრული
ტკივილი რომ უფრო მეტი ჩანს ვიდრე სხვა დანარჩენი
საოცარი რამაა
--------------------
მარიამი

 


№14  offline წევრი ფორთოხალი

მე, ხო იცი, სიუჟეტზე შენიშვნებს არ ვიძლევი.
ასეც რომ იყოს, არაფერია შესანიშნი. დამიჯერე.
უბრალოდ, რაღაცნაირად არეული მომეჩვენა, ცოტა მოწყვეტით ნაწერი, თვითონ ნაწერი.
სხეულდაარსება დაჭიმული ვკითხულობდი. ალბათ, აი მინაწერით შექმნილი მოლოდინის გამო, მაგრამ აი ამ არეულობის ბრალიც იყო ცოტათი.
სადღაც ძალიან დავიკარგე. სადღაც, რაღაც მომენტში, მერე შევეჩვიე.
შევეჩვიე და მივხვდი, რომ ასე უნდა ყოფილიყო.
მომეწონა.
მართლა.
ძალიან.
მთავარი იყო: ემოცია.

 


№15  offline წევრი N7

ხალხო, მეგობრებო, ჩემო სულის ნაწილებო! არ ვიცი, როგორ მოგმართოთ. ემოციურადაც და ფიზიკურადაც ძალიან დამღლელი დღე მქონდა და ძლივს ვაბრახუნებ კლავიატურაზე თითებს, თვალებსაც ძლივს ვაკავებ, რომ არ დამეხუჭოს, მაგრამ...
მაგრამ მინდა, რომ ბევრი მადლობები გითხრათ თქვენ!
არ ვიცი, საოცარი გრძნობაა, როცა იზიარებთ და გრძნობთ იმას, რასაც მე წერის პროცესში განვიცდი. მინდოდა, რომ მომეტანა თქვენამდე. ეს არეულიც მინდოდა რომ ყოფილიყო, რადგან მიყვარს სიახლეები და მათში თავის გამოცდა.
არც კი ვიცი, მინდა, რომ სათითაოდ გითხრათ მადლობები! ამატირეთ, მართლა, ბედნიერებისგან. ახლა ყველა რომ გვერდით მყავდეთ, ჩაგიხუტებდით და არ გაგიშვებდით!
მაგრამ, ისე მეძინება და ისეთი დაღლილი ვარ, სიკვდილამდე და ვერ ვახერხებ სათითაოდ გაგცეთ პასუხი.
უბრალოდ, ძალიან დიდი მადლობა ყველას! ვისაც მოგეწონათ, ნაწილობრივ მოგეწონათ ან საერთოდ არ მოგეწონათ. მაინც მიხარია და მაინც ჩემი ცალკე სამყარო და უდიდესი სიყვარულები ხართ!
მართლა...
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№16  offline წევრი Saxeli1

Vaime gavgijdii chems sayvarel adamianze warmovidgine es yvelaperii da tirilit gavskdii.saocarii iyoo madlobaa amistvis sheennn

 


№17  offline წევრი N7

Saxeli1
Vaime gavgijdii chems sayvarel adamianze warmovidgine es yvelaperii da tirilit gavskdii.saocarii iyoo madlobaa amistvis sheennn

მადლობა შენ❤❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№18 სტუმარი ...

რაღაც გამახსენდა და ამეტირა.. ყველაზე მაგარი ხარ

 


№19  offline წევრი N7

...
რაღაც გამახსენდა და ამეტირა.. ყველაზე მაგარი ხარ

დიდი მადლობაა love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№20  offline წევრი ელენ.

მინაწერი რომ წავიკითხე,
ვიფიქრე რა უნდა იყოს ისეთი, რომ ამატიროს მეთქი...
მერე პირველივე წინადადებიდან მივხვდი,
რომ ამ ისტორიას სჭირდებოდა ცუდი დასასრული
და ცრემლიანი თვალები.
ზოგადად არ მომწონს ასეთი შინაარსის ისტორიები,
მაგრამ აქ არაფერი იყო ბანალური.
ვერაფერს იტყვი, უბრალოდ...
მზე არ უნდა ჩამქრალიყო.

და საერთოდაც,
ნინა და ცოტნე'ე კიდევ დიდხანს იცოცხლებენ,
ძალიან დიდხანს.

მიყვარხარ მარიამ

 


№21  offline წევრი N7

ელენ.
მინაწერი რომ წავიკითხე,
ვიფიქრე რა უნდა იყოს ისეთი, რომ ამატიროს მეთქი...
მერე პირველივე წინადადებიდან მივხვდი,
რომ ამ ისტორიას სჭირდებოდა ცუდი დასასრული
და ცრემლიანი თვალები.
ზოგადად არ მომწონს ასეთი შინაარსის ისტორიები,
მაგრამ აქ არაფერი იყო ბანალური.
ვერაფერს იტყვი, უბრალოდ...
მზე არ უნდა ჩამქრალიყო.

და საერთოდაც,
ნინა და ცოტნე'ე კიდევ დიდხანს იცოცხლებენ,
ძალიან დიდხანს.

მიყვარხარ მარიამ

მე შენ მიყვარხარ, მუდამ ჩემო
ელენიკო!
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№22  offline მოდერი Nina))

მიკას კომენტარს შემიძლია მხოლოდ ერთადერთი ახსნა მივაკრა,ისიც თამამად,დიახ,თამამად,აი,შურითა და ბოღმით გატენილი კომენტარი,რომელსაც კრიტიკისაც არა ეტყობა რა!
მარიამ,შენ კი მართლა მაგარი გოგო ხარ,ყველაფერი ხშირად არ ხდება ისე,როგორც ზღაპრებში და ბევრი ცუდი დასასრულის მქონე ისტორიებია რეალურ ცხოვრებაში და გვინდა თუ არა აუცილებლად უნდა გავუსწოროთ თვალი.
მეც მაქვს ამდაგვარი ისტორია დაწერილი და ინაზე უფრო მეტად მესმის შენი ,ვიდრე წარმოგიდგენია,არც ერთი მწერლისთვის არ არის მარტივი საკუთარი პერსონაჟის მოკვლა,დიდ ხანს ფიქრობ,მოკლა თუ არა,პირველ რიგში შენ განიცდი მის სიკვდილს,რადგან გინდა თუ არა მაინც შენ ხარ იმ მომენტში მთავარი გმირი და გამძაფრებულად ასმაგად შეიგრძნობ ემოციებს.
სანამ ბოღმითა და ბოროტებით გატენილ კომენტარებს დაწერთ დაფიქრდით რა,ხალხნო,დაფიქრდით,ჩაიყენეთ თავი მწერლის მდგომარეობაში და მერე აწონ-დაწონეთ ყველაფერი,ნუ დაგაბრმავებთ შური,ნუუ..
შენ კი მართლა კარგი გოგო ხარ,მარიამ!
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№23  offline წევრი N7

Nina))
მიკას კომენტარს შემიძლია მხოლოდ ერთადერთი ახსნა მივაკრა,ისიც თამამად,დიახ,თამამად,აი,შურითა და ბოღმით გატენილი კომენტარი,რომელსაც კრიტიკისაც არა ეტყობა რა!
მარიამ,შენ კი მართლა მაგარი გოგო ხარ,ყველაფერი ხშირად არ ხდება ისე,როგორც ზღაპრებში და ბევრი ცუდი დასასრულის მქონე ისტორიებია რეალურ ცხოვრებაში და გვინდა თუ არა აუცილებლად უნდა გავუსწოროთ თვალი.
მეც მაქვს ამდაგვარი ისტორია დაწერილი და ინაზე უფრო მეტად მესმის შენი ,ვიდრე წარმოგიდგენია,არც ერთი მწერლისთვის არ არის მარტივი საკუთარი პერსონაჟის მოკვლა,დიდ ხანს ფიქრობ,მოკლა თუ არა,პირველ რიგში შენ განიცდი მის სიკვდილს,რადგან გინდა თუ არა მაინც შენ ხარ იმ მომენტში მთავარი გმირი და გამძაფრებულად ასმაგად შეიგრძნობ ემოციებს.
სანამ ბოღმითა და ბოროტებით გატენილ კომენტარებს დაწერთ დაფიქრდით რა,ხალხნო,დაფიქრდით,ჩაიყენეთ თავი მწერლის მდგომარეობაში და მერე აწონ-დაწონეთ ყველაფერი,ნუ დაგაბრმავებთ შური,ნუუ..
შენ კი მართლა კარგი გოგო ხარ,მარიამ!

არაუშავს, მეწყინა და გადამიარა, რადგან არ აქვს მნიშვნელობა სამი ადამიანის "კრიტიკას" მაშინ, როცა სხვები ისეთ სიტყვებს გეუბნებიან, როგორსაც თქვენ მეუბნებით...
ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობს, მართლა.
უღრმესი მადლობა, რომ არსებობ'თ !
მართლა ბევრი მადლობები love love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent