შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი ჩხუბით დაიწყო 11


23-04-2016, 11:44
ავტორი xatia wurwumia
ნანახია 4 327

დუაღამით გამოეღვიძა ნიას.პირი უშრებოდა და საშინლად წყუროდა.ძილის შებრუნება სცადა მაგრამ წყურვილმა არ მოასვენა.რასიზამდა იძულებული გახდა ქვევით ჩასულიყო.საწოლიდან ფეხები გადმოყო და იატაკზე დაალაგა.მიუხედავად იმისა რომ დეკემბერი იყო და საშინლად ციოდა მაინც ესიამოვნა ფეხქვეშ ცივის შეგრძნება.სხეულს ძალა დაატანა და წამოდგა.ორი ნაბიჯიც არ ექნებოდა გადადგმული რომ წაბარბაცდა.იქვე კედელს მიეყრდნო და მძიმედ ამოთქვა:
-ხვიბლიანი მომკლავს.. ამდენი არ უნდა დამელია
მერე ისევ წყურვილმა შეახსენა თავი და სამზარეულოსკენ აიღო გეზი.სახლში სამარისებური სიჩუმე იდგა.თამროს ალბათ მშვიდად ეძინა.რატომღაც ინატრა ნიამ რომ სადმე ბერდიას გადაყროდა მაგრამ როცა გაახსენდა რა ემართებოდა როცა მამაკაცს და მის მკაცრ გამოხედვას ხედავდა მაშინვე გადაიფიქრა.ძლივს მილასლასდა მაცივართან და მინერალური აიღო.
-რაო ლოთს მოსწყურდა?_მოესმა უკნიდან მოულოდნელად ხვიბლიანის ხმა
-ღმერთო ჩემო _წამოიყვირა შეშინებულმა და ბოთლი ხელიდან გაუვარდა.ხვიბლიანმა სინათლე აანთო და ნია სახტად დარჩა.ბერდია წელს ზევით შიშველი იყო მხოლოდ სპორტული შარვალი ეცვა ფეხსაცმელებიც სადღაც გამქრალიყო.
-წყალი დალიე და დამშვიდდი_მიხვდა ბერდია რომ ნია შეაშინა_ისეთი სახე გაქვს თითქოს მოჩვენებას ხედავ.
-ვხედავ კიდეც_მაინც წაკბინა ნიამ
-ნუ იკბინები გოგო
-თუ არ მოგწონს წადი
-პირველი მე მოვედი
-ხვდები რომ პატარა ბავშვივით იქცევი?_სიტყვები გაწელა ნიამ
-ხვდები რომ უკვე წყობიდან გამოგყავარ?_კითხვაზე კითხვით უპასუხა ბერდიამ
-ეგ შენი პრობლემააა და არა ჩემი
-ხოო? მოდი შენიც გავხადოთ_ეშმაკურად ჩაიცინა ბერდიამ გოგონას ნიას მიუახლოვდა წელზე ხელი მოხვია და მაგიდაზე შემოსვა თვითონ კი ფეხებშორის მოექცა.
-რას... რასაკეთებ?_ხმა გაებზარა ნიას
-ხედავ_მკლავზე ხელი დაუსვა ბერდიამ_როგორც კი გიახლოვდები შენი სიჯიუტე და სიმწარე სადღაც ქრება
-სულაც არა_სიტყვებს ძლივს მოაბა თავი ნიამ_გეჩვენენაა
-მე არაფერი მეჩვენება_ბარძაყზე თითები მოუჭირა ბერდიამ რასაც ნიას ჩუმი კვნესა მოყვა_უბრალოდ შენ არ იმჩნევ
-ამას ნუ აკეთებ გთხოვ_ამოიჩურჩულა ნიამ
-რას ვაკეთებ?_სველი კოცნა დაუტოვა ლავიწზე ბერდიამ
-ჩემით ნუ ერთობი_თქვა და უფრო ძლიერიად იგრძნო მამაკაცის თითები ბარძაყზე
-ხომ გითხარი ეგ აღარ გაიმეორო თქო_კოპები შეკრა ბერდიამ
-აბა ამ ყველაფერს რატომ აკეთებ??
-რომ გაიზრდები გეტყვი_ჩაიცინაა ბერდიამ_ხო მართლა ხვალ სვანეთში მივდივართ
-მოიცა რაა??
-რაც გაიგე.თორმეტზე მზად იყავი
-შენ მე ვერ მიბრძანებ_გაგულისდა ნია
-უკვე გიბრძანე
-არ წამოვალ...
-ამ საკითხის გარჩევას არ ვაპირებ გირჩევნია მზად დამხვდეე
-თორემმ???
-დავიწყოთ იქიდან რომ როცა მე მელაპარაკები ტონი შეცვალე მერე მეორეც კარგად იცი რით დამთავრდა ყველა შენი გაჯიუტება ასე რომ ყველანაირი პროტესტის გარეშე_უკვე ტუჩებთან უჩურჩულა ბერდიამ და მაგიდიდან ჩამოსვა_ახლა წადი დაუძინე.

ძილი აღარ მიკარებია ნიას ცდილობდა ამ ყველაფრისთვის ახსნა მოეძებნა მაგრამ უმეტესად სვანეთზე და მის სილამაზეზე ეფიქრებოდა.გამთენიისას ჩაეძინა.

**********

დილით თამრო ისე იყო სამზადისში გართული ვერცკი კი შეამჩნია ნია როგორ შევიდა ოთახში.
-დილამშვიდობის_მორცხვად თქვა ნიამ
-უი თამროს სიხარულს გაუღვიძია შემოგევლოს თამრო შენ.მიდი დედა საუზმე და რძე მოგიმზადე
-რძე რომ არ მიყვარს...
-მოგიწევს შეიყვარო_საიდანღაც ბერდია გამოჩნდა და კიდევ ერთხელ შეაშინა ნია
-შენ არავინ გეკითხება_დაუბღვირა ნიამ
-ცდებიი
-რა აუტანელი ხარ
-შენ კიდევ ძალიან გრძელი ენა გაქ
-დედა ჩემი სიკვდილი_ჩაერია თამროც_რა გაჩხუბებთ დედა??
-უმან დაიწყო_თქვეს ორივენ ერთდროულად და ერთმანეთისკენ გაიშვირეს თითი.ამაზე თამრომ სიცილი ვერ შეიკავა და ნიას მიუბრუნდა
-ნია დედა ყველაფერი გაგიმზადე მეც ერთ კვვირაში ჩამოვალ.
-მოიცა თქვენ არ მოდიხართ??
-არა დედა რაღაც საქმეები მაქვს მაგრამ მეც მალე ჩამოვალ.
-კიმაგრამმ...
-ნუ გეშინია დედა არ შეგჭამს ჩემი ბიჭი_გაეცინა თამროს
-რაღაც მეეჭვება_ბოროტულად ჩაიცინა ბერდიამ და წვენი მოსვა.

************

ჯერ წესიერად გათენებულიც არ იყო მაგრან უკვე უამრავჯერ მოასწრეს ჩხუბი.ბერდია მანქანაში ჩემოდნებს ალაგებდა ნია უკან დაყვებოდა და რათქმა უნდა ისევ ჩხუბობდნენ..
-თამროს დაველოდოთ და ერთად წავიდეთ
-არაა
-კი მაგრამ რატო?
-ასეა საჭირო
-მოვითხოვ ამიხსნა
-შენ ვერაფერს მოითხოვ
-ვითომ რატომ??
-იმიტიმ
-იქნებ წესიერად გეპასუხა
-რაც საჭირო იყო უკვე გითხარი
-მე კიდევ მგონიაა.....
-რომ ბევრს ლაპარაკობ_დაამთავრა ნიას დაწყებული წინადადება ბერდიამ
-არა მე მაგას არ ვფიქრობდი_დაიბნა ნია
-სამაგიეროდ მე ვფიქრიბ ასე რომ მორჩი ლაპარაკს და მანქანაში ჩაჯექი_ოო როგორი მკაცრი იყოო ხვიბლიანიი
-როგორი აუტანელი და საძაგელი ხარ_მიაძახა ნიამ რასაც მკლავში ზელის ჩავლება და მანქანაზე აკვრა მოყვა
-მომისმინე პატარა ქალბატონო_გაიჟღერა ხვიბლიანის ბარიტონმა_არ დაგავიწყდეს რომ ერთი კვირა ჩემთან ერთად მარტო მოგიწევს სვანეთში ყოფნა ასე რომ ისეთს ნურაფერს იტყვი რასაც მერე ინანებ.ხომ იცი მშველელი არავინ გეყოლებაა
-შენი არ მეშინია_ამოიჩურჩულა ნიამ
-ჯერ ეგ საკუთარ თავს დააჯერე ახლა წადი თამროს დაემშვიდობე და წავედით.
უხმოდ დაემორჩილა და სახლში შევიდა თამრომ იმდენი კოცნა კინაღამ დაახრჩო.მანქანამდე მიაცილა ნია.
-აბა თქვენ იცით დედა ჭკუით იყავით..
-ნუ გეშინია დედა ცივ ნიავს არ მივაკარებ_ორაზროვნად უთხრა ბერდიამ
-ბერდია იცოდე ბავშვი არ გამობრაზო_გამაფრთხილებლად დაუქნია თმრომ თითი
-დედა გეკადრება?მე ხო სამაგალითო შვილი ვარ_გაუცინე ხვიბლიანმა
-კარგი კარგი აბა თქვენ იცით ღმერთი თქვენსკენ.

*******

თბილისს რომ გაცდნენ ნიას თვალი გაეპარა ბერდიასკენ და შეამჩნია ბერდია როგორ იცინოდა.
-რა გაცინებსს??_კითხა გაკვირვებულმა
-შენი წამების ერთი კვირა დაიწყო_თქვა და რომ გაიგონა ნიამ როგორ მძიმედ გადაყლაპა ნერწუვი უარესი ხარხარი ატეხაა


არ მეგონა ჩემ ისტორიას ამდენი თუ ელოდაა.. მადლობა ყველას ვეცდები უფრო დიდი თავები დავდო ხოლმე



№1  offline წევრი natia-natia

Magaria veli shemdegs da tavebi gazarde raa

 


№2 სტუმარი ANI

აიი მართლა მაგარია ფერფექტ რა მარა ცოტათი პატარა იყო ცოტა დიდები დადე ხოლმე რა ველოდებით და ისიცოატარა თავებს

 


№3 სტუმარი shore shore

Zaan momcons male dade da cota didebi

 


№4 სტუმარი medea imerlishvili

ძაან მომეწონა მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს ცოტა დიდები დადე ოღონდ რააა :D

 


№5 სტუმარი თამარი

ძალიან კარგია არ ვიცი როგორ დავიწყო უმაგრესობაა ოღონდ ცოტა გაზარდე თავები დანარჩენი ყველაფერი კარგია

 


№6 სტუმარი tamo

Dzaliann dzaliann magra momwons es istoriaa :-* tavebi gazarde cota :-* :-* Rodis dadebb?? :-*

 


№7 სტუმარი Gvanca

Aii martlaa umagresiaaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent