შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი ჩხუბით დაიწყო 9


23-01-2016, 18:40
ავტორი xatia wurwumia
ნანახია 4 457

დილა ადრიან ყვირილმა გააყრუა ხვიბლიანების სახლი.შეშინებული წამოდგა თამრო ფეხზე და იმან რაც დერეფანში დაინახა შოკში ჩააგდო.ბერდიას გუდასავით მოკიდებული საღამურში გამოწყობილი ნია სააბაზანოსკენ მიჰყავდა.
-დედა ჩემი სიკვდილი რასშვები შვილო?
-სიმშვიდე შეინარჩუნეთ ქალბატონო თამარ_ღიმილი შეეპარა მამაკაცს ტუჩის კუთხეში
-დედა რასქვია სიმშვიდე?ტომარა ხომ არაა ზურგზე რომ მოგიგდია
-სწორედაც რომ ტომარაა თუ მის ცხოვრებაში ცოტა სპორტს არ შევიტან ეს ახალგაზრდა კიდე უარზეა_სიცილს არ წყვეტდა ბერდია
-დასვი დედა ცოდოა
-თამრო კარგი რა კარგად იცი იმ ადამიანების კატეგორიას არ ვეკუთნი რომლებიც ამბობენ"ხომ გითხარი"გავაფრთხილე დილის ექვს საათზე მზად დამხვდი თქო ის კი რატომღაც საღამუშია გამოწყობილი
-შენი გამოსწორება არ იქნება დედა_გაეღიმა ქალს
-მიდი თამრო დაიძინე ჩვენ ცოტას ვირბენთ_ეშმაკურად აათამაშა წარბები ბერდიამ
-სულ გადარევ მაგ გოგოს_ბურტყუნით შეიკეტა თამრომ ოთახის კარი
-ისედაც გადარეულია
-ეიი.. მე გადარეული არ ვარ გიბრძანებ ახლავე დამსვი
-ოჰოო_ცინიკურმა ღიმილმა დაუარა ხვიბლიანს სახეზე_მიბრძანებ არა??იცი რაღაც არ მახსოვს რომ პრეზიდენტათ ან მინისტრად აგირჩიეთ.შენ მე ვერ მიბრძანებ ასე რომ გაჩუმდი პატარა ქალბატონო
-ნამდვილი იდიოტი ხარ ხისთავიანო მოვითხოვ რომ აცლავე დამსვა_ამის თქმა იყო და ზირგით იგრძნო ცივი კედელი საფეთქლების გასწვრივ კი ხვიბლიანის ძლიერი მკლავები.მამაკაცს კუთხეში მოემწყვრია და შეტევისთვის ემზადებოდა
-ახლა მე ვილაპარაკებ შენ მომისმენ სიტყვა არ გავიგონო შენი.დავიწყოთ იქიდან რომ ჯილდო მეკუთვნის იმისთვის რომ გადასარევი ნებისყოფა მაქვს მითუმეტეს მაშინ როცა ასეთ ფორმაში გხედავ._თვალი ააყოლა ხვიბლიანმა ნიას ნახევრად შიშველ სხეულს
-მოიცა რაა_თვალები გაუფართოვდა ნიას
-ჩშშშ ხომ გითხარი ხმა არ ამოიღო თქო._ტუჩებზე თითი ააფარა ხვიბლიანმა_მე ყველაფერში მორჩილებას ვარ მიჩვეული ეს ერთხელ უკვე გითხარი და კიდევ გეუბნები თუ კიდევ არ გაიგონებ მერე სხვანაირად დაგიმტკიცებ ჩემს უპირატესობას.სხვათაშორის ძალიან სექსუალირად გამოიყურები მაგრამ მე თუ მკითხავ შენი კანის ფერს წითელი უფრო მოუხდება.ახლა კრასოტკა პირი დახურე აბაზანაში შედი და მოწესრიგდი.ზუსტად 15 წუთს გაძლევ ყველაფრისთვის_თვალი ჩაუკრა ბერდიამ და კიბეებისკენ დაიძრა
სიბრაზისგან ლამის ბოლო აუვიდა ნიას გაგულისებული წავიდა აბაზანისკენ
-იდიოტი,კრეტინი,ცხოველი_იმეორებდა თავისთვის
-გავიგონე_მოესმა ხვიბლიანის ხმა კიბეებიდან
-იმიტომ ვთქვი რომ გაგეგონა_მიაძახა გოგონამ
-იცოდე მანდ არ ამომიყვანო_დაემუქრა ბერდია
თავიდან უნდიდა ხვიბლიანი გაებრაზებინა და გადაწყვიტა ისევ საწოლში დაბრუნებულიყო მაგრამ მაშინვე ამოუტივტივდა თავში ყველა ის შედეგი რაც თავისი სიჯიუტით მიიღო.იცოდა რომ ხვიბლიანთან ხუმრობა არ შეიძლებოდა.ამიტომ სპორტული ტანსაცმელი მოირგო და კიბეზე დაეშვა.
-სად მივდივართ??
-უკვე ბევრს ლაპარაკობ.
კითხვა უპასუხოდ დაუტოვა მამაკაცმა და წინ უბიძგა.შესანიშნავ ფორმაში იყო ხვიბლიანი მიუხედავად იმისა რომ დეკემბერი იყო და გარეთ საშინლად ციოდა მას კი მოკლე მკლავიანი მაისური ეცვა.ნიას მანქანის კარი გაიღო და ანიშნა ჩაჯექიო
-სად მივდივართ??
-სანამ არ მივალთ შენი ხმა არ გავიგონო_შეუბღვირა ხვიბლიანმა.საშინლად მოხვდა ნიას მისი სიტყვები გულზე.იცოდა რომ ხვიბლინი ასეთი იყო მაგრამ ცრემლები მაინც ვერ შეიკავა.ისე დაძრა ხვიბლიანმა მანქანა და ისე გასცდნენ თბილისს რომ არცერთს არ ამოუღია ხმა.ბოლოს ნიამ ვეღარ შეიკავა თავი და გაბზარული ხმით იკითხა
-რა დაგიშავე მითხარი?
-რაა?_შეკრთა ბერდია ნიას ნამტირალები ხმა რომ გაიგონა
-მითხარი რატომ ვერ მიტან? მესმის რომ გაწუხებს ჩემი ყოფნა შენ სახლში მაგრამ შენ თვითონ მოინდომე ასე მითხარი რატომ გძულვარ_უკვე ღაპაღუპით სდიოდა ცრემლები.ხვიბლიანმა მანქანა გზიდან გადაიყვანა გადავიდა და ნიასაც გაუღო კარი
-გადმოდი.
უსიტყვოდ დაემორჩილა და დამნაშავესავით დახარა თავი.
-ნია_უჩვეულოდ დამთბარი ეჩვენა გოგონას მამაკაცის ხმა_ძალიან გთხვ ეგ სისულელე მეორედ აღარ გაიმეორო.არ მძულხარ გესმის პატარავ._საყვარლად გაუღიმა და გოგონას აკანკალებული სხეული გულში ჩაიკრა_შენ ჯერ ძალიან პატარა ხარ და ბევრი რამ არ იცი უბრალოდ მენდე
-კი მაგრამ..
-სუუ არანაირი მაგრამ
მხურვალე ბაგები იგრძნო ნიამ თმაზე
-ახლა წავიდეთ ვირბინოთ

ხვიბლიანმა მანქანა ტყესთან გააჩერა
-ჩვენ რა ტყეში უნდა ვირბინოთ?
-ხო წინააღმდეგი ხარ??
-არა მაგრამ რომ დავიკარგოთ?
-სანამ ჩემთან ხარ არაფერი მოგივა.

ბევრი ირბინეს ნიას უკვე სუნთქვაც კი უჭირდა ხეს მიეყუდა და ჩაისუნთქა
-ნუ ჩერდები_უბრძანა ხვიბლიანმა
-არა არაა და არა მეტი აღარ შემიძლია ძალიან გთხოვ
-კარგი რა ნია
-იცი რას გეტყვი შენ რამდენიც გინდა ირბინე მე მეტი აღარ შემიძლია.
-ღმერთო ამას ვუს გადავეყარე კარგი ადექი წავიდეთ
მთელი გზა წუწუნებდა ნია
-ყველაფერი მტკივა
-არაუშავს თანდათან შეეჩვევი
-არანაირი თანდათან მე სირბილს აღარ ვაპირებ
-მაგასაც ვნახავთ პატარა ქალბატონო
-გგონია ჩემზე ჯიუტი ხარ?
-არ მგონი ვარ ხო მართლა საღამოს კლუბში მივდივართ
-იქნებ ჯერ გეკითხა მინდა თუ არა?და არსადაც არ წამოვალ ხმაურიანი ადგილები არ მიყვარს
-შენთვის აზრი არ მიკითხავს
-აუტანელი ხარ_ჩაიფრუტუნა ნიმ
ხმა არცერთს აღარ ამოუღიათ სახლში მივიდნენ და ოთახებში განაწილდნენ.დაღლილმა ძლივს გადივლო წყალი და ბალიშში ჩარგო თავი
-ღმერთო რა აუტანელია.სიმპათიური აუტანელი_თქვა და ძილს მისცა თავიი.

********

საღამოს 8 საათი იყო.უკვე ნახევარი საათი იყო რაც კარადასთან იდგა და ვერ გადაეწყვიტა რა ჩაეცვა ადრე კლუბში არასდროს ყოფილა აბა საიდან უნდა სცოდნოდა რა ჩაეცვა.ბოლოს ისევ შავ მოკლე ელეგანტურ კაბაზე შეაჩერა არჩევანი რომელსაც ზურგი არ ჰქონდა ამავე ფერის მაღალქუსლიანები მოირგო და კიბეზე დაეშვა.ბერდიამ ნიას რომ მოჰკრა თვალი კმაყოფილების ღიმილმა გადაურა ბაგეზე.
-შესანიშნავად გამოიყურები მაგრამ წინააღმდეგი არ ვიქნებოდი კაბა რომ ცოტა გრძელი იყოს არ მინდა შენ გამო ვინმე ვცემო.
-ღმერთო რა აუტანელი ხარ.
მეტი არაფერი უთქვამთ უხმოდ მგზავრობდნენ.ნია გრძნობდა როგორ აპარებდა ხვიბლიანი დროდადრო მისკენ თვალს.
-ბერდიააა
-რამოხდა?_გაუღიმა ხვიბლიანმა
-თოვსს,ხედავ თოვს პირველი თოვლი მოდის_აჟიტირებული ცქმუტავდა ნია ერთ ადგილზე და მოფარფატე ფიფქებს აკვირდებოდა
-ხო ვხედავ_მის ბავშვურ საქციელზე გაეღიმახვიბლიანს
-გააჩერე ძალიან გთხოვ მხოლოდ ხითი წუთით ძალიან გთხოვ
ხვიბლიანი გზიდან გადავიდა და მანქანა გააჩერა.
-წამოდი გთხოვ პირველ თოვლს შევხვდეთ გეხვეწები_ყელი სასაცილოდ გამოიწელა ნიამ.
მანქანიდან გადავიდნენ თუ არაა ნიამ ფიფქებს დაუწყო დევნა.ბერდია აკვირდებოდა ამ პატარა საოცრებას და უფრო უღრმავდებოდა იმის სურვილი რომ ეს პატარა არსება თავისად ექცია.ნიას ცაში აღეპყრო მზერა ფიფქები კი ღვინისფერ ბაგეზე ადნებოდა.ეს პიკი იყო ხვიბლიანმა ვეღარ გაუძლო ცდუნებას სიფრიფანა სხეული ხელებში მოიქცია და ოცნება აიხდინა.რას გრძნობდა ნია? ეს საოცრება იყო ეგონა ღრუბლებზე იდგა ეგონა დროში მოგზაურობდა.წელზე მოხვეული მამაკაცის ძლიერი მკლავი წვავდა.ხვიბლიანი ისე კოცნიდა გოგონას როგორც პირველ კოცნას ეკადრებოდა.მომთხოვნი იყო მამაკაცი მაგრამ ამავდროულად ძალიან ნაზი.მორიგეობით უკოცნიდა გოგონას ბაგეებს.ნიამ ბაგეები რომ ოდნავ გაანძრია მაშინ სულ გახელდა ხვიბლიანი მანქანაზე ააკრა გოგონა და კოცნა უფრო გააღრმავა.გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა როცა იგრძნო რომ მის ხელებში მოქცეული სხეული მთლიანად კანკალს აეტანა.ნიას კი მხოლოდ ერთი რამ უტრიალებდა თავში "პირველი თოვლი და პირველი კოცნა"

ვიცი რომ საძაგელი გოგო ვარ თავის მართლებას არ ვაპირებ ბოდიშს ვიხდი რომ გალოდინეთ.



№1 სტუმარი tatuka

Auu rogor gamaxarre ar icii.magaria dzaan gaagrdzele da agar sheckvito cera motmenlad gelodebi koveltvis.xval velodebi axal tavs ar gamacbilo gtxov

 


№2  offline წევრი natia-natia

აღარ დააგვინოო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent