შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შემიყვარე 7 ნაწილი (3)


23-04-2016, 17:11
ავტორი Anye-Any
ნანახია 3 078

როდესაც აცნობიერებ,რომ სწორედ ის ხდება შენს თავს რაც ყველაზე მეტად გინდოდა უკვე იმდენად ბედნიერდები,რომ ემოციებს ვერ უყრი თავს და ერთ წერტილს მიშტერებული სულელივით გეღიმება,თუმცა ამჯრად ეს ერთი წერტილი ალეკოს სახე იყო,მთელი ღამე ვუყურებდი და ბედნიერებისგან მეღიმებოდა.მშვიდად ეძინა,თავი ჩემს მკერდზე ედო და ოდნავადაც კი არ განძრეულა. იმ წუთში ისეთი შეგრძნება დამეუფლა,რომ მეგონა ჩემზე ბედნიერი ადამიანი დედამიწაზე არ არსებობდა.ოდნავ შეიშმუშნა და უფრო მაგრად ამეკრო ზედ. იმ წუთში ვგრძნობდი,რომ ამაზე მეტი ბედნიერება უბრალოდ ბუნებაში არ არსებობდა. ძილი ოდნავადაც კი არ მომკარებია,რა დამაძინებდა ამ ამბის შემდეგ,ახლა ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვლებოდა.360 გრადუსით შემოტრიალდებოდა. ვრ ვიჯერებდი,რომ ამდენი უბედურების და ტკივილის შემდეგ მეღირსა ბედნიერება და თანაც როგორი,არ ჰქონდა ჩემთვის მნიშვნელობა იმას თუ რა გააჩნდა აკოს,დარწმუნებული ვიყავი,რომ უკეთეს მომავალს ერთად ავაშენებდით.მართალია თვეში მისი 450 ლარით მთლად მარტოები ვერ ვირჩენდით თავს,თუმცა ესეც საკმარისი იქნბოდა ამ ეტაპისთვის.ბევრს გაუკვირდება ამ დროს რადროს მატერიალურზე ფიქრია,თუმცა დამიჯერეთ ადამიანი ამ დროს ყველაფერზე ფიქრობს,გონებაში 1000 რამ უტრიალებს. ისე გათენდა ვერც კი ვიგრძენი.ვცადე თავი გამენთავისუფლებინა და წამოვიწიე,თუმცა დანელიამ მაშინვე წამოყო თავი
-სად გარბიხარ-ჩემს ზემოთ მოექცა
-არ გეძინა?-გამეცინა
-შენი აზრით?-თვალი ჩამიკრა
-გამიშვი უნდა ავდგე,ბავშვებმა ალბათ უკვე გაიღვიძეს და უხერხულია
-კაროჩე რა-გამომეცალა და გამეცინა
ყველანი მისაღებში დივანზე ისხდნენ სულგანაბულები
-თავი სკდება, ბორჯომი არ გაქვთ ოჯახში რძალო?-სიცილით მკითხა ლადომ
-რადროს ბორჯომია აეგდე ჯვრისწერის და ხელისმოწერის საკითხები გვაქ მოსაგვარებელი,მალე-ხელი წამოკრა გიგამ და წამოახტუნა
-სიკვდილსაც რო არ გაცლის ნახე რაა-ნატკენ ადგილას მოისვა ხელი ლადომ
-თოკომ და ლევანამ დარეკეს, მღვდელს უკვე შეუთანხმდნენ მალე ადექი,ნია შენი რეგვენი ქმარიც გააღვიძე-ახლა მე მომსდგა
-მაგის რეგვენ ქმარს ღვიძავს უკვე-უკნიდან ამეკრო და ყელში მაკოცა აკომ
-კაროჩე გოგონები წახვალთ ტანსაცმელს იყიდით ნიასთვის, დანარჩენს ჩვენ მივხედავთ,წამოდით ეხლა დიდხანს გელოდოთ? კარებში იდგა გიგა
აკო მოვიდა და ფული მომცა
-რა უნდ ავიყიდო?-გამეცინა და ფულს დავხედე
-რამე ისეთი სადა კაბა იყიდე შენ რო გაგისწორდება,ფეხსაცმელები და კაროჩე რაც დაგევასება რა-თვალი ჩამიკრა და შუბლზე მაკოცა
-შენ რას ჩაიცვამ?
-მე მაქ ნუ ღელავ ჩასაცმელი-მალე ქენით და მოგაკითხავ სადაც იქნებით
გოგონებთან ერთად თბილისი მოლში წავედი.ბევრი ძებნა არ დამჭირვებია თეთრი მოკლე ტანზე მომდგარი კაბა ვიყიდე,კრემისფერი ფეხსაცმელები,მაკიაჟიც გავიკეთე გოგონებიც გამოეწყვნენ.ახლა მხოლოდ ლანა იყო დასათანხმებელი მის გარეშე არ დავიწერდი ჯვარს.ლიკაც უკვე ჩვენტან ერთად იყო,დათო და თემოც. ლიკამ ლანას დაურეკა თბილისი მოლში დაიბარა.თეონას დედას აქ ტანსაცმლის მაღაზია ჰქონდა და იქ ვიყავით. ლანა გაოცებული იყურებოდა ყველა ერთად რომ დაგვინახა
-რა ხდება?-გაოცებულმა გადამკოცნა
-ახლა რაღაცას გეტყვი და დამპირდი,რომ ოდნავ სიმშვიდეს მაინც შეინარჩუნებ-ტუჩი მოვიკვნიტე ძალიან ვნერვულობდი,მეშინოდა მისი რეაქციის.
-რა მოხდა გოგო? მოკვდა ვინმე? ან ეს რა არის რალამაზი ხარ? რას გადაპრანჭულხარ?-შემათვალიერა
-ლანა,აკოს გავყევი ცოლად და დღეს ჯვარს ვიწერთ-სწრაფად მივაყარე და თვალები დავხუჭე
-რა ქენი?-ცალი წარბი მაღლა ასწია და ყურადღებით დამაკვირდა
-ვიცი რო დებილი გოგოსავიტ მოვიქეცი,მაგრამ შენ ხომ მაინც იცი რა გადავიტანე და როგორ მიყვარს ალეკო და ისიც ხომ კარგად იცი რომ შენს გარეშე ჯვარს არ დავიწერ.შენ უნდ აიდგე ჩემს გვერდით ლანა-ერთი ამოსუნთქვით ვთქვი და გავიწურე მისი პასუხის მოლოდინში
-და ამას ახლა უნდ ავიგებდე ნია?-თვალები დაუწვრილდა
-ასე გამოვიდა მაპატიე,ახლა უარი არ მითხრა კარგი? ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ ლანა
-თუ მნიშვნელოვანი ვარ არუნდა გეთქვა? იქნებ რა რჩევის მოცემა მინდოდა ჰა? რა უბედურებაა ეს შავი პომადა?
-შავი კი არა შინდისფერია-შეუსწორა თეონამ
-ახლა დალტონიკიც გამხადეთ-გაბრაზდა-მოდი აქ ჩაგეხუტო-ხლები გაშალა
მეც გახარებულმა შემოვხვიე ხელები
-არიტირო ახლა ნია თორე სულ მოგშორდება ეგ 40 ლარიანი მაკიაჟი-სიცილით მითხრა სალომემ
ლანა სახლში წავიდა რომ ჩაეცვა,დამპირდა პირდაპირ ჯვრისწერაზე მოვალო დათუნასთან ერთად.იმ წუთას გაბრიელი გამახსენდა და გული მეტკინა,თუმცა მას იგივეთი ვერასოდეს ვუპასუხებდი.მალე ბიჭებმაც მოგვაკითხეს,საოცრად გამოიყურებოდნენ თეთრ პერანგებში და პიჯაკებში.
-რა ლამაზი ხარ ტო!-გაოცებულმა შემომხედა აკომ და გამეცინა
-აბა აბა-თვალი ჩავუკარი
-ვახ ჩემი რა ლამაზებიხართ სუყველა იმენა მეორეჯერ შეგვიყვარდებით-სიგარეტს წაუკიდა გიგამ და ელენე დაატრიალა
-ჰე მალე ქენით ახლა 2 საათზე ხელი უნდა მოაწეროთ-მანქანაში ჩაგვტენა ლადომ
მალე მივედით და ხელიც მოვაწერეთ ახლა ოფიციალურად ცოლ-ქმარი ვიყავით ლანა და დათუნაც მოვიდნენ რა თქმა უნდა.საბოლოოდ შერიგდნენ ლანა და დანელიაც
-იცოდე ჩემს ნიას რამეს მაინც თუ აწყენინებ მართლა ჩემი ხელით აგკუწავ-თითი დაუქნია გამაფრთხილებლად
-ხედავ დათუნა რა ტერორისტი შეყვარებული გყავს?-ამაზე ყველას გაგვეცინა
-ახლა უკვე ჩემი კანონიერი ცოლი ხარ-გადმომჩურჩულა აკომ და ყურზე მაკოცა,ისე გამაჟრიალა კინაღამ ადგილზე მოვკვდი,მიხვდა დამპალი და გაეცინა
ბეჭდები ავუფრიალეთ ერთმანეთს ცხვირწინ
-ისე ამდენი რამ როგრ მოასწარით თან ასე უცებ?
-უცებ?-ჩაეცინა გიგას და ბიჭებს გადახედა
-ვერ გავიგე?-დავიბენი
-მიდი უთახრი მაინც ვეღარ გაგექცევა ცოლია უკვე შენი-დანელიას მიუბრუნდა
-დაიცა ჯერ ჯვარიც დავიწეროთ-სიცილით გადმომხედა
-მოიცა რა ხდება?-ავნერვიულდი
-კაროჩე,შენს მოტაცებას აპირებდა რამდენიმე კვირის წინ ვაჟბატონი,წაგიყვანდა მერე ლევანთან გურიაში და კარგად მეყოლეთ-სიცილით მითხრა ლადომ
-რა?-გაოცებულმა გადავხედე დანელიას
-აბა ისე გამომყვებოდი? მითხარი გამომყვებოდი? სხვა გზა არ დამიტოვე და-გაეცინა
-იქნებ მოგყვებოდი არუნდა გეკითხა?-თვალები დამიწვრილდა
-კარგით ახლა მოკეტეთ და წმაოდით გველოდება მამაო.ჯვარი სვეტიცხოველში დავიწერეთ.კიდევ არ მჯეროდა რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა.ჯვრისწერიდან თბილისში წამოვედით,რესტორან შარბათში.აკოს 6 ძმაკაცი,2 მეგობარი გოგო,რომლებსაც მეც კარგად ვიცნობდი და ჩემი გოგონები იყვნენ და კიდევ დათუნა.ცოტანი ვიყავით,თუმცა ჩვენი ხმა მთელს რესტორანში ისმოდა. ასეთი სპონტანური ქორწილი ხომ ყველაზე მაგარიაო გაიძახოდნენ ბავშვები,მაგრამ გული მწყდებოდა რომ დედა და მამა ჩემს გვერდით არ იყვნენ და ჩემს ბედნიერებას ვერ იზიარებდნენ,ასევე აკოს დედის გამოც დამწყდა გული. ლანა იჯდა ჩემს გვერდით,გოგონები ერთ მხარეს დავსხედით ბიჭები მეორე მხარეს გადასხდნენ,სვამდნენ და ასე უკეთესად ხედავდნენ ერთმანეთს,რა თქმა უნდა დღესაც უნდა გალეწილიყვნენ.ამჯერად შევცდი 2 ჭიქის მეტი არ დაულევია ალეკოს,ვიცოდი ეს რატოც გააკეთა,ანთებული თვალებით მიღიმოდა ცოტა არიყოს შემრცხვა.
-ნია
-ჰო ლანა
-უკვე გქონდათ?-ჩუმად მკითხა
-ვაიმე-იმხელა ხმაზე გამეცინა ყველამ მე გამომხედა
-რას მოაღე პირი გოგო,მითხარი-მიჩქმიტა მკლავზე
-არა გოგო ჯერ არა რა იყო-ვერ ვწვეტდი სიცილს
-არ დავაცადეთ თავი შემოყო ჩვენსკენ სალომემ სიცილით
-თქვენ რას დააცდით კაცს
-ეს ნახე რა-მე და სალომემ გადავხედეთ ერთმანეთს
-ინდურ ფილმებში რო იჩითება ხო იცი პირველ ღამეს რო მარტო კოცნიან ერთმანეთს ისე იქნებინ ესენიც-ფხუკუნებდა სალომე
-ეს ნახე რა,ერთი ვნახავ რას იზამ შენ
-მმმ,მე ისეთი ვნებიანი ვარ
-რა ვნება რის ვნება,აკო ისე დათვრა წუხელ ფეხსაცმელებიც კი მე გავხადე-გაგვეცინა
-უკვე დაიწყე ხო ფეხსაცმელების გახდა? დაიცა მალე წინდებსაც გაურეცხავ-ისე სასაცილოდ თქვა თეონამ ხარხარი აგვიტყდა
-რას იკრიჭებით სირცხვილია გოგო ცოტა ხმადაბლა იცინეთ-თვალბი დაგვიბრიალა ლადომ
-მიდი რა დალიე შენ თუ სვამ-ხარხარით გასცა პასუხი სალომემ ამაზე კიდევ უფრო ხმამაღლა გავიცინეთ
-კაი ტო ტეხავს რამხელაზე იცინით-სიცილით გადმოგვხედა გიგამ და გვანიშნა გაჩუმდითო
ჩვენც ტუჩებზე თითი ავიფარეთ იჩუმის ნიშნად. 2 საათამდე ვიყავით რესტორანში,იმდენი ვიცეკვე ფეხები საშინლად მტკიოდა.სამი საათი იყო ისევ მცხეთაში რომ დავბრუნდით,ისე მეძინებოდა არაფრის თავი არ მქონდა. კაბასთან ერთად რამდენიმე ხელი თეთრეული და ტანსაცმელიც ვიყიდე.სწრაფად შევედი ვანაში და მოვწესრიგდი, შემდეგ აკოც შევიდა და წყალი გადაივლო
-ნია-გამომძახა ვანიდა
-რა იყო?
-პირსახოცი შემომაწოდე რა
-ისე შეხვედი პირსახოცი არ შეგიტანია?-გამეცინა როგორ მეზარებოდა ამ სიცივეში ადგომა,არადა საწოლი უკვე გავათბე
კარებზე დავაკაკუნე,ღია დაუტოვებია,თვალები დავხუჭე და იქვე დავუდე პირსახოცი
-ვაიმე ნია რა სასაცილო ხარ-ხარხარებდა დუშის ქვეშ
-რატო ვითომ?-ცოცხალი თავით არ ვახელდი თვალებს
-თვალები რატო გაქ დახუჭული?
-კიდევ რამე გინდა?
-გაახილე ნუ გეშინია ავიფარე უკვე პირსახოცი
მე დებილმაც ეგრევე ვჭყიტე თვალები და წამში დავხუჭე,მომატყუა რა თქმა უნდა,იმხელა ხმაზე იცინოდა მგონი ვერაზეც კი ესმოდა დედამისს
-მასხარა!-კბილებში გამოვცარი და მოვიჯახუნე ვანის კარები
-დამაცა მოვიდე მანდ-სიცილით გამომძახა
მეც გამეცინა და საწოლში დავბრუნდი.



№1  offline წევრი kora

რა საყვარლები ხართ, როგორ შეიძლებოდა თქვენი ცალ-ცალკე ყოფნა, აი წარმოდგენაც კი არ მინდა <3 ბედნიერება და სიყვარული არ მოგკლებოდეთ <3
--------------------
kira.G

 


№2 სტუმარი lanu

Auuu ra sicocxleebi xart raa.ise magrad ki vicineee.dzn gamixardaa rom ukve col-kmari xart yvelapris meree.dzn gbaleshikobt da veli axal tavs male dade ra shemdegic

 


№3  offline მოდერი bibo

Vaime ra kargebi xartt vgijdebi tqvenze :*****mec ki momida tqveni shemyure gatxoveba ra es :D :D chitebo da gvritebo vafren me tqvenzee

 


№4  offline წევრი cancara

ოუ ეს კაი იყო მომწონს მალე დადე დიდი თავები

 


№5  offline წევრი Pepper

არ მჯერააა :O ამ ბოლო ორმა თავმა გამაბედნიერა <3
ძალიან მიხარია თქვენი ბედნიერებაა <3
ძალიან ძალიან

 


№6  offline წევრი tskvito

ლანა მაგარი ვინმეა...

 


№7  offline მოდერი Anye-Any

ყველას ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგებო ასეთი თბილი სიტყვებისთვის <3

 


№8 სტუმარი nia

დადებ დღეს?

 


№9  offline მოდერი Anye-Any

დღეს ვეღარ,არ მცალია,1000 საქმე მაქვს :(( :D

 


№10  offline მოდერი Anye-Any

nene gelovani
დაიწყო ეხლა ქართველი დიასახლისებივით wink


გათხოვდები შენც გაყოლება დედამთილი :DDD

 


№11 სტუმარი qeti

arasodes damiweria shens istoriaze komentari :-D imitom rom rodesac realur ambavzea saubari , sxvisi komentari shoridan yiveltvis zedmetia.exla ki minda ubralod bedniereba da janmrteloba gisurvot ♡yoveli sheni cremli momavalshi bednierebis yopiliyos da es cremlebi akos moenichebinos ♡♡♡ai iseti kargi cxovreba gqobodet mere sibereshi rom dajdet da shvilishvilebs mouyvet tqvenze da akos sisuleleebze bevri gecinot ♡♡♡...

 


გეღირსაც ვაიმე რა მაგრად გამიხარდა ვერ წარმოიდგენ რა...
ბედნიერებას გისურვებ მთელი გულით ჩემო საყვარელო
ნინოების რექცია ძაან მაინტერესებს
--------------------
romantikosi mwerali

 


№13 სტუმარი სტუმარი მაიკო

ვაიმეეე დედაა ამისი იმედი მართლა აღარ მქონდა???????????? გუნდაც არაფერი მოხდეს ჩემს თვალში ცოლქმარი ხართ????????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent