შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ კი დაბრუნება გიწერია.... (თავი 4)


24-04-2016, 21:05
ავტორი tsn
ნანახია 2 643

..ბელა..

სახლში ძალიან დაღლილი დავბრუნდი, ახლა აღარაფრის თავი მქონდა, ჩემთვის ყავა მოვამზადე, საყვარელი შოკოლადი ავიღე და ოთახში ავედი.. ძალიან დაღლილი კი ვიყავი, მაგრამ თავს ძალა დავატანე და ლეპტოპში ჩემს სამუშაოს მივადექი.. სხვადასხვა ბანკებში მეილები უნდა გადამეგზავნა, მინდოდა მათი ნდობა ხელახლა მომეპოვებინა.. თან რამდენიმე აუცილებელი ცხრილიც უნდა შემექმნა.. ისე შევყევი მუშაობას დროის შეგრძნება სულ დავკარგე.. უცებ მობილურმა დარეკა და საქმეს ცოტა ხნით მოვწყდი.. გიორგი იყო..
- მისის ანაბელ, თქვენი ბრძანება შესრულებულია, სახლის მისამართს ახლავე მოგწერთ.. ხო, კიდევ... სახლის ძველი მეპატრონე თქვენთან შეხვედრას ითხოვს
- გასაგებია გიორგი და გმადლობ.. - ვუთხარი და სწრაფად დავკიდე ყურმილი.. ცოტა ხანს ისევ ვიმუშავე, შემდეგ გიორგის გამოგზავნილი შეტყობინება გავხსენი.. თვალებს ვერ დავუჯრე.. ნაცნობი მისამართი იყო, ჩემი და ნიკას სახლის მოპირდაპირედ მდგარი სახლი.. ემოციებმა ამიტანა, ამ სახლის გახსენებამ კიდევ ეეთხელ გამახსენა წარსული.. ლეპტოპი უემოციოდ დავხურე და წამოვწექი.. არ ვიცი რამდენ ხანს ვუყურებდი ჭერს, სრულიად უემოციოდ.. შემდეგ ნინა გამახშენდა და გამეღიმა.. ნეტავ იცოდეთ, როგორი საყვარელია.. ჯერ სამი წლის თუ იქნება.. ლამაზი ქერა თმა და დიდი ბრიალა თაფლისფერი თვალები აქვს.. რაც უფრო დიდ ხანს ვფიქრობდი ნინაზე, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ მისი შვილად აყვანა ყველაზე სწორი საქციელია.. ნინას გამო მზად ვარ შევიცვალო,... ისე ჩამეზინა ვერც გავიგე.. დილით რომ ავდექი თავს სუსტად ვგრძნობდი.. თავი საშინლად მტკიოდა და ღებინების შეგრძნება არ მშორდებოდა.. ყოველთვის ასე ვარ, როდესაც კარგად გამოძინებას ვერ ვახერხებ ამ მდგომარეობაში ვვარდები.. საწოლიდან ადგომის თავიც არ მქონდა.. ცოტა ხანში კარზე ლევანმაც მომიკაკუნა, მეც ავუხსენი, რომ ცუდად ვარ... ვიცოდი, რომ ახლა მხოლოდ ძილი თუ მიშველიდა.. ტკივილგამაყუჩებელი მაინც დავლიე და ვცადე დამეძინა.. მალევე გამეღვიძა.. თავს ისე საშინლად აღარ ვგრძნპბდი, ამიტომ სამსახურში წასასვლეკად მოვემზადე.. ამ დრპს გიორგის ზარიც გაისმა, მითხრა, რომ სახლის ძველ პატრონს აუცილებლად უნდა შევხვედროდი.. ოთახიდან გავედი, რატომღაც არავინ შემხვედრია გზად.. ვიცოდი, რომ შეიძლება ცუდად ისევ გავმხდარიყავი, ამიტომ ტაქსით წასვლა ვამჯობინე.. სახლს ვუახლოვდებოდი და გულისცემა მიასმაგდებოდა.. შევძელი და თვალი ავარიდე ჩემს ძველ სახლს.. საჭირო მისამართზე მივედი და ზარი დავრეკე.. კარი სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ქალმა გამიღო.. თბილად მიმიღო და ყავაზეც დამპატიჟა.. უამრავი რამ ამიხსნა, რატომ გადადიოდა, თანხა რაში სჭირდებოდა.. სახლზეც მიამბობდა თუ როდის გაარემონტა, რა რამდენი დაუჯდა და ა.შ.. სიმართლე გითხრათ კარგი დაქოქილი ქალი იყო და საუბარში გამაბრუა.. ძლივს დავიხსენი თავი და წამოვედი.. ამ ქალთან ყველანაირი ანგარიში გასწორებული მქონდა, სახლი უკვე ჩემი იყო..
გავედი თუ არა ისევ იმ სახლს მოვკარი თვალი.. თითქოს ფანჯარაში რაღაც სილუეტს მოვკარი თვალი.. იქნებ კიდეც ცხოვრობს ვინმე, ამაზე არასოდეს მიფიქრია.. ამ სახლის გახსენებისას, მხოლოდ იმაზწ ვფიქრობდი, რომ იქ უამრავი სითბო და სიყვარული მაქვს დატოვებული.. არასოდეს მიფიქრია, რომ შეიძლებოდა ჩემს სახლში ვინმე სხვას ეცხოვრა.. ღრმად ჩავისუნთქე და მტკიცე ნაბიჯებით მივუახლოვდი.. სახლის გარშემო არსებულ ღობეს მივუახლოვდი.. ისევ ისეთი ფერის იყო, თითქოს ამ წლებს არაფერი დაეკლო საღებავისთვის.. გამახსენდა, როგორ ვღებათ მე და ნიკა.. კარზე დაკაკუნება მინდოდა, მაგრამ ხელი შევახე თუ არა გაიღო.. გაუბედავად შევდგი ფეხი და დახუჭული თვალები გავახილე.. ყველაფერი ისევ ისე იყო.. თითქოს არასოდეს წავსულვართ.. ნეტავ ვინ უვლიდა აქაურობას, დავიჯერო ტაია, ან ლევანი? რაღაც არა მგონია.. უცნაური სიჩუმე გამეფებულიყო.. ბაგეზე სევდიანი ღიმილი გამიკრთა.. ჩემს სახლში ვიყავი, ჩემს საყვარელ სურნელს ვსუნთქავდი, რომელიც წლებს ვერ გაეფანტა.. ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.. ყველა ნივთს ხელით ვეხებოდი და გულში ათასი გრძნობა მერეოდა ერთმანეთში.. ვიცოდი, რომ აქ მოსვლა ემოციური იქნებოდა, მაგრამ ასეც არ წარმომედგინა.. თურმე როგორ მჭირდებოდა აქ მოსვლა.. ჩემსა და ნიკას ოთახში ავედი.. ისევ ძველებირად იყო ყველაფერი, საწოლს დიდი და ლამაზი გადასაფარებელი ეფარა.. დიდი ორსაწოლიანის ორივე გვერდზე პატარა კამოდები იდგა, რომელთაც ჩემი ხელით მოქარგული ლამაზი ტილოები ეფარათ.. კედელზე კი უამრავი ფოტო, სადაც მხოლოდ მე და ნიკა ვიყავით.. საწოლის ერთ ერთ მხარეს გარდეროვი იდგა, რომელიც სარკეებით იყო დაფარული.. ნელა მივუახლოვდი გარდეროვს, გავაღე და ნიკას ერთ ერთი მაისური ავიღე.. ისევ მისი სურნელი ასდიოდა.. გამიასმაგდა მისი მონატრება.. როგორ მინდოდა ახლა ჩემს გვერდზე მდგარიყო, მაგრამ არა.. ცხოვრება არასოდეს დადის ჩვენს სურვილებზე.. იქნებ ეს ბედისწერაა? ვფიქრობდი ჩემთვის.. მაგრამ მე ხომ არასოდეს მჯეროდა ბედისწერის.. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ღმერთს რაღაც ნიშნულამდე მიყავხარ, შემდეგ კი თავად უნდა იმოქმედო..
საწოლზე ჩამოვჯექი და ნიკას ფოტო ავიღე.. ვუყურებდი მის ღიმილიან სახეს და ზუსტად მახსოვდა ის წამი, როდესაც ეს ფოტო გადავუღე.. მისი თვალები სიყვარულს და ბედნიერებას ასხივებდა.. იქვე, გვერდზე ჩვენი ქორწილის ფოტო იდო, ნიკას ხელში ვყავდი აყვანილი და მაბზრიალებდა.. ჩვენ ძალიან ლამაზი ქორწილი გვქონდა.. ბუნებაში, დიდ, ყვავილებიან მდელოზე.. ირგვლივ უამრავი თეთრი და ვარდისფერი გვირილა იყო, ასევე სხვადასხვა ყვავილებიც.... თავზე სწორედაც რომ გვირილების გვირგვინი მედგა, ხელში კი ფერადი, მინდვრის ყვავილების თაიგული.. წელამდე თმა ლამაზად მქონდა გაშლილი .. ჩვენ ასე მოგვწონდა.. ეს იყო ჩვენთვის ბედნიერება.. ცრემლები ვეღარ შევიკავე.. ან რა გასაკვირი იყო, მე ხომ აღარაფერი მქონდა.. აღარც ნიკა მყავდა და ვეღარც სიხარულს ვგრძნობდი.. ცრემლი მოვიწმინდე და ოთახიდან ისევ მისაღებში გავედი.. წასვლას ვაპირებდი, როდესაც რაღაც ხმაური გავიგე, ფანჯრისკენ მივბრუნდი,ინდოდა გამეხედა, მაგრამ ვერაფერი მოვასწარი, რადგან უეცრად მჭახე სუნი ვიგრძენი და ამ სამყაროს გამოვეთიშე...

ლევანთან...

ლევანმა გადაწყვიტა, რომ ანაბელის ადგილსამყოფელი გაეგო, ამიტომ გიორგისთან დარეკა, მანაც საჭირო მისამართი უკარნახა.. ლევანს თან გაუკვურდა, თანაც არა, როდესაც გიორგიმ ნიკასა და ბელას სახლის მისამართი უკარნახა.. მას უბრძანა დალოდებოდა და სასწრაფოდ წავიდა, რა თქმა უნდა ტაიაც გაიყოლა.. ძალიან ჩქარობდნენ, მაგრამ მაინც იგვიანებდნენ.. როგორც იქნა მივიდნენ საჭირო მისამართზე.. გიორგი რა თქმა უნდა დახვდა მათ, მაგრამ ლევანის ბრძანებით გარეთ დარჩა... კარი ღია იყო, მაგრამ, თითქოს სახლში არავინ იყო.. უცებ კი ბელას სიმღერის ხმა გაისმა და ერთი ოთახის ფარდაზე ჩრდილი გამოჩნდა.. საშინლად დაფრთხნენ ლევანი და ტაია, ფარდას ეცნენ და იქით გავიდნენ, მაგრამ არავინ იყო... ისევ გაისმა ხმა, ამ ჯერად ბელას სიცილი ისმოდა, სილუეტიც ისევ ჩანდა ფარდაზე.. სწრაფად გავიდნენ, მაგრამ მაინც ვერაფერი დაინახეს.. შებრუნდნენ და ფარდაზე სისხლისფერი ასოებით დაწერილი ფრაზა დახვდათ ''თქვენი დროც დადგა'' ისევ სილუეტი მეორე მხარე, ფარდა სწრაფად გადაწიეს და გოგონა დაინახეს.. გრძელი კოჭამდე კაბით, ზურგით იდგა და ისევ ღიღინებდა.. სწრაფად მივარდა ლევანი და მოაბრუნა, ხელში კი ადამიანის ტანთან მიმსგავსებული კონსტრუქცია დახვდა, სახის ნაცვლად კი გაბოროტებულად მომზირალი ჯამბაზის თავი, რომელიც, როგორც ჩანს პლეიერის როლს ასრულებდა.. ტაიას და ლევანს სახეზე ფერი აღარ ედოთ.. ტაიას ხელი გულთან ედო და ცდილობდა შიშისგან გამოწვეული მარცხენა მკერდის ტკივილი მოეშორებინა.. ლევანმა ნერვები ვეღარ მოთოკა და ჯამბაზის ''თავი'' ძირს დააგდო და ფეხებით სულ ზედ გადაუარა.. თუმცა ხმა არ წყდებოდა.. სახლში ისევ ბელას ღიღინი ისმოდა, უცებ კი ეს ხმა ბოროტმა ხარხარმა შეცვალა.. ტაიამ ფანჯრიდან მიმავალი ვიღაც თუ რაღაც შეამჩნია და ბელა ეგონა.. ენა ძლივს ამოიდგა და ლევანს უთხრა..
- ამის დ.შ - დაიყვირა ლევანმა - უეჭველი ანაბელია, სწრაფად წავიდეთ სახლში.. -უთხრა ტაიას, ხელი ჩაავლო და მანქანაში ჩატენა.. ორივეს ძალიან ეშინოდა.. თუ ანაბელი არა, მაშინ სხვა ვინ?.. თუ ბელა ცოცხალი იყო ეს მათი დასასრული იქნებოდა.. სწრაფად შევარდნენ სახლში, მათ კი მოსამსახურე შეეჯახათ
- ნელა კრეტინო - იყვირა ტაიამ - ანაბელი სადაა
- თავის ოთახშია - ძლივს ამოიღო ხმა გოგონამ .
- დრეს სულ სახლშია - იკითხა ამჯერად ლევანმა
- დიახ, არსად გასულა.. ოთახიდანაც კი არ გამოსულა.. - ლევანი და ტაია კი ანაბელის ოთახისკენ დაიძრნენ..

......

ნელ-ნელა ფხიზლდებოდა ბელა, მაგრამ გარესამყაროს ვერ აღიქვამდა ნორმალურად, თითქოს ყველაფრს ბინდი გადაკვროდა.. ხელზე შეხება იგრძნო, ვიღაც ბენდენას ხსნიდა ხელიდან, მაგრამ ყველა კინთი ისე ჰქონდა მოდუნებული, რომ ვერ მოძრაობდა, ვერ არჩევდა უცნობი რას უკეთებდა მის ხელს.... ცდილობდა დაენახა , მაგრამ მის სახეს ვერ არჩევდა, ვერაფერსაც ვეღარ არჩევდა.. მხოლოდ სილუეტი დაინახა, რომელიც, რატომღაც ფანჯარიდან გაიპარა.. ისევ მიეძინა.. რამდენ ხანს დაჰყო ასე არ იცოდა.. მაგრამ ყველაზე მეტად ის გაუკვირდა, რომ საკუთარ ოთახში გამოფხიზლდა.. თავისივე საწოლში იწვა, ხელზეც ჩვეულებრივ ჰქონდა ბენდენა.. უკვირდა საოცრად.. თავბრუს ხვევას გრძნობდა.. ბარბაცით ადგა და სააბაზანოში შევიდა.. წყალი სახეზე შეისხა და შემდეგ შეიმშრალა.. თავზე ხელები მოიჭირა, ისევ საშინლად ტკიოდა..
- რა მემართება, აქ როგორ მოვხვდი.. მემგონი ჭკუიდან ვიშლები - ბუტბუტებდა და აქეთ-იქით დადიოდა.. ყველაფერი იმ ადგილამდე ახსოვს, როდესაც ხმაური გაიგონა.. გონებაში ყველა მოვლენა დააკავშირა, მაგრამ მაინც ვერაფერი გაიგო.. ის გაიტაცეს, მხოლოდ იმიტომ, რომ სახლში მიეყვანათ?.. ვიღაც ეთამაშება, მაგრამ ვინ?.. ვერაფერი გაეგო.. უცებ ისევ ღებინების გრძნობა მოეძალა.. ჩანთაში წამლებს დაუწყო ქექვა და საჭირო მედიკამენტიც ამოიღო.. ოთახში წყალი არ ჰქონდა, ამიტომ სამზარეულოში წასვლა გადაწყვიტა.. კარი გამოაღო და გაფითრებულ დედა-შვილს შეეფეთა..
- ანაბელ, შენ აქ ხარ?.. მთელი დღეა ოთახში ხარ?- იკითხა ლევანმა..
- ლევან, დაკითხვის და ანგარიშის ჩაბარების თავი ნამდვილად არ მაქვს, სხვა დროს ვისაუბროთ - თქვა და ლამის ჩაიკეცა, ისევ ლევანმა უშველა.. ბელამ თავი უცებ გაითავისუფლა და ბარბაცით გაუყვა გზას, წყალი აიღო და წამალიც დალია..

......
- დედა ვერ ნახე რა მდგომარეობაშია? ეს როგორ იქნებოდა - უთხრა ლევანმა ტაიას და კაბინეტის კარი დაკეტა..
- ცუდათაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვას ვერ შეასრულებინებდა - ჩაიქირქილა ტაიამ..
- ეს ყველაფერი უცნაურია.. - თავი გაიქნია ლევანმა
- უცნაური? უცნაური კი არა საშიში.. ხვდები რა დღეში ვართ? თუ ბელა ცოცხალია, ეს ძვირად დაგვიჯდება.. მან ყველაფერი იცის, ის ყველაფრის მოწმეა.. - ღელავდა ტაია
- როგორმე უნდა გავიგოთ ანაბელი ნამდვილად ანაბელ ნორტონია, თუ ბელაა..- თავზე ხელებს ისვამდა არანაკლებ აღელვებული ლევანი
- ჯანდაბას, როგორ მერე როგორ? ასეთი ადვილი რომ იყოს აქამდე ვერ მოვახერხებდი?.. - იყვირა ტაიამ..- მას ჩვენი ციხეში ჩასმა შეუძლია
- მე ციხეში ჩაჯდომას არ ვაპირებ, ეს ბინძური თამაში თავად დაიწყე და თავადვე დაამთავრე.. - კბილებში გამოცრა ლევანმა..
- შენ დავიწყე - გამოაჯავრა ტაიამ - სხვისთვის?.. დაფიქრდი და გაიხსენე.რაიმე, რაც ბელას ამოგვაცნობინებს..
- იქნებ მისი გვამის ხელახალი ექსპერტიზა მოვითხოვოთ? - თქვა ლევანმა
- და ყველამ გაიგოს, რომ მას ნარკოტიკის უზარმაზარი დოზა გავუკეთე? - მკაცრად იკითხა ქალმა..
- მაშინ რაა? რა?.. - წამოიძახა ლევანმა.. ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოწვა..
- ტატუ - უცებ წამოიყვირა ლევანმა..
- ტატუს მოშორება ნებისმიერ სალონში ხდება ლევან, მეტისმეტად პრიმიტიული აზრია
- კი, მაგრამ შრამის გარეშე?..
- იქნებ და არ დარჩემოდა შრამი?
- დედა ეს ერთადერთი ვარიანტი მომივიდა თავში და ძალიან გთხოვ ნერვებს ნუღარ დამაწყვეტ
- ნუღარ დააწყვეტ ბიჭს ნერვებს.. ჩემსას კითხულიბ რამეს - უსაყვედურა ქალმა..
- დედაა - უყვირა უცებ ლევანმა..- ახლა რაც ხდება ყველაფერი შენი ბრაკია იცოდე, შენს კისერზე სამი ადამიანის სიცოცხლეა.. წყობიდან არ ფამომიყვანო გესმის ? - შფოთავდა ლევანი..
- ჩემი? მხოლოდ ჩემი? შენ ჩემი თანამზრახველი იყავი, არ დაივოწყო ეს.. - მაგიდაზე ხელი დააბრახუნა ქალმა და დემონსტრაციულად გავიდა კაბინეტიდან.. ცოტა ხანში მასთან ლევანი მივიდა და უთხრა, რომ დროა რაიმე მოიფიქრონ, რათა ანაბელზე სიმართლე გაიგონ..

ბელასთან..

ბელამ წამლის დალევის შემდეგ შვება იგრძნო, ღებინების გრძნობა გაუქრა, თავის ტკივილმაც გაუარა და ახლა შეეძლო საქმეებისთვისაც მიეხედა.. ჯერ ლეპტოპში იმუშავა, შემდეგ გადაიღალა და გასეირნება გადაწყვიტა, უნდა გასულიყო, როდესაც კარში გიორგის შეეფეთა
- ეს რა ჩვევა გაქვთ ყველას, ნეტავ დიდი რქები მქონდეს - ჩაილაპარაკა ბელამ..
- როგორ ხართ? - ჰკითხა გიორგიმ
- კი, გმადლობ.. რა ხდება..
- აი ამ საბუთების გადმოგზავნა დამავიწყდა და მოგიტანეთ - სახლის საბუთები მიაწოდა..
- აჰ, გმადლობ.. - გაეღიმა ბელას, რადგან ეს მისთვის ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.. უნდა გასულიყვნენ, როდესაც ტაიამ ''შემთხვევით '' გაიარა და 'მშემთხვევით გამოყოლილი'' ტორტის ნაჭერი მაჯაზე არსებულ.ბენდენაზე მოუსვა..
- ჯანდაბა, - იყვირა ბელამ
- ღმერთო ჩემო, ეს როგორ მომივიდა.. ახლავე მოიხსენი შვილო.. მოიხსენი მიდი - უთხრა და ბენდენას ხელი წაატანა .. ბელას ფერები გადაუვიდა, ახლა ისიც გაახსენდა, რომ ვიღაც უცნობმა უკვე ნახა მისი მაჯა და კაცმა არ იცის რა ჩაიდინა.. შეეშინდა, მაგრამ ამ დროს გიორგის თვალებს გადააწყდა, არ იცის რატომ, მაგრამ მაშინვე მოდუნდა და საშუალება მისცა მოეხსნა.. ყველაე მეტად კი იმან გაააოცა, რომ ხელზე არაფერი ეტყობოდა, საერთოდ არაფერი.. ვერ მიხჩდა რაში იყო საქმე.. ეს რომ პარფიუმერული ჩარევა ყოფილიყო აუცილებლად გაარჩევდა, ის ძალიან თეთრია და ყველაფერი ეტყობა.. თვალები გაუფართოვდა და პირი ლამის ღია დარჩა.. უცებ ამოისუნთქა..
- გაგირეცხავ და დაგიბრუნებ - ნირწამხდარმა უთხრა ტაიამ
- შეგუძლიათ დაიტოვოთ - გაუღიმა ბელამ და კარში გაეტია.. გიორგის დაემშვიდობა და თავის გზას დაადგა.. როგორ მოხდა ეს? უკვირდა მას, უცებ ხელი მოისვა ტატუს ადგილზე და სირბილე იგრძნო
- ხელოვნური კანი - გაუკვირდა მას.. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ვიღაც მას დაეხმარა.. იქნებ იმიტომ წამოიყვანა, რომ იქ ტაია და ლევანი მივიდნენ, მაგრამ როგორ, საიდან გაიგებდნენ.. ფაქტი ეღთია, ვიღაც ცდილობს დაეხმაროს.. კაცმა არ იცის რატომ და რის სანაცვლოდ, მაგრამ ასეა.. შემდეგ გიორგიზე დაფიქრდა.. რატომღაც უკვე ენდობოდა მას.. იმიტომ უფრო გაბედა ხელიდან სახვე ის მოხსნა, რომ მის თვალებში რაღაც დაინახა, რაღაც ''არ ინერვიულო, ყველაფერი რიგზეას'' მსგავსი.. ცოტა არ იყოს გულზე მოეშვა, ახლა მაინც გაანებებდნენ თავს მას..

ლევანთან

- ხელზე საერთოდ არაფერი არ აქვს - ბუზღუნებდა ტაია
- ე.ი სანერვიულოც აღარაა, ანაბელი ანაბელია და არა ბელა..
- - ლევან, ეს ყველაფერს არ ნიშნავს..
- ვიცი, მაგრამ ახლა ერთი რამ მაინც ვიცი, გიორგის ნდობა შემიძლია..
- რას ამბობ, მან სად მიგვიყვანა ვერ ნახე?
- მან ბელა შენიშნა, გაყვა და ყველაფერი გვითხრა, შენი აზრით ეგ მისამართი დაესიზმრა?
- კარგი ლევან შვილო, როგორც გინდა.. - ლევანი.ოთახიდან გავიდა, მეორრ ''მზვერავს'' დაურეკა და უთხრა, რომ აღარ სჭირდებოდა მისი დახმარება და შესაბამის თანხას საღამოსვე დაურიცხავდა ანგარიშზე..
და მაშინ, როდესაც ორი გველი ადამიანი თავის ძველ ცოდვებზე ვიშვიშებდა, ამ დროს, გახარებული ბელა ქუჩებს მიუყვებოდა და თან იმაზე ფიქრობდა, ვინ იყო უცნობი, რომელიც ასე ეხმარებოდა.. ბოლოს ნაცნობ ქუჩაზე შეუხვია და ბავშვთა თავშესაფარს ესტუმრა..
.....




*******
ესეც მეოთხე თავი.. იმედი მაქვს მოგეწონებათ.. ველოდები თქვენს შეფასებებს, შეცდომების გამო ბოდიშს ვიხდი.. ♥♥♥



№1 სტუმარი lanu

Dzn momewona chemo shokaladoo.intrigaa iyoo uimeee ra.aii dzn mainteresebs gagrdzeleba tkbilo da veli uechvelii shemdeg taavs :)

 


№2  offline მოდერი tsn

lanu
Dzn momewona chemo shokaladoo.intrigaa iyoo uimeee ra.aii dzn mainteresebs gagrdzeleba tkbilo da veli uechvelii shemdeg taavs :)

მიხარია, რომ მოგწონს.. შემდეგი თავიც მალე იქნებაა ♥♥

 


№3  offline წევრი kora

ვაშააა! ძლივს შვებით ამოვისუნთქე smile ახლა უკვე ჩემს ეჭვებს გიორგისა და ნიკას ერთ ადამიანთან გაიგივებაზე საფუძვლიანი გარანტიების პროცენტული მაჩვენებელი უზოომოდ გაიზარდა smile ვერც კი წარმოიდგენ ახლა რამდენად ამიმაღლე ემოციურიგანწყობა ამ უტკბილესი თავით. მადლობა შენ ამისთვის, ვგიჟდები მე შენზე! love
ყველაფერი ზუსტად ისე მიდის, როგორც წარმომედგინა, ნიკა&გიორგიმ მოიპოვა ნდობა, მეორე მეთვალყურე გზიდან ჩამოიშორა, ახლა სავარაუდოდ დაიწყება მრტად "სასიამოვნო" ოპერაცია - გადავრიოთ და ჭკუიდან შევშალოთ ტირანი დედა-შვილი!
პ.ს. მოუთმენლად ვუცდი ზღვა ემოციებით სავსე ახალ თავს love რა მოითმენს ხვალ ამ დრომდე მაგაზე ვფიქრობ ახლა recourse
--------------------
kira.G

 


№4  offline მოდერი tsn

kora
ვაშააა! ძლივს შვებით ამოვისუნთქე smile ახლა უკვე ჩემს ეჭვებს გიორგისა და ნიკას ერთ ადამიანთან გაიგივებაზე საფუძვლიანი გარანტიების პროცენტული მაჩვენებელი უზოომოდ გაიზარდა smile ვერც კი წარმოიდგენ ახლა რამდენად ამიმაღლე ემოციურიგანწყობა ამ უტკბილესი თავით. მადლობა შენ ამისთვის, ვგიჟდები მე შენზე! love
ყველაფერი ზუსტად ისე მიდის, როგორც წარმომედგინა, ნიკა&გიორგიმ მოიპოვა ნდობა, მეორე მეთვალყურე გზიდან ჩამოიშორა, ახლა სავარაუდოდ დაიწყება მრტად "სასიამოვნო" ოპერაცია - გადავრიოთ და ჭკუიდან შევშალოთ ტირანი დედა-შვილი!
პ.ს. მოუთმენლად ვუცდი ზღვა ემოციებით სავსე ახალ თავს love რა მოითმენს ხვალ ამ დრომდე მაგაზე ვფიქრობ ახლა recourse

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ამ თბილი კომენტარისთვის.. მე შენმა კომენტარმა ამიმაღლა განწყობა ♥♥ მართლა ძალიან მიხარია, რომ მოგწოონს ♥♥♥

 


№5  offline წევრი gvanciii kereselidze

Yvelazeee sainteresooo istoriaa gaagrdzelee daa at shewyvitooo
--------------------
G.ke

 


№6  offline მოდერი tsn

gvanciii kereselidze
Yvelazeee sainteresooo istoriaa gaagrdzelee daa at shewyvitooo

არა, არ შევწყვეტ არანაირად ♥♥♥ მიხარია, რომ მოგწოონს..

 


№7 სტუმარი Black

კaargi iyo dzalian tsn da veli shemdeg tavs;)

 


№8  offline მოდერი tsn

Black
კaargi iyo dzalian tsn da veli shemdeg tavs;)

ძალიან მალე ავტვირთავ შემდეგ თავსაც.. მიხარია, რომ.მოგეწონა ♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent