შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველის ირონია (1)


24-04-2016, 23:23
ავტორი N7
ნანახია 2 941

1
– ანჯაფარიძე, მოხვალ მალე თუ დავიწყოთ უშენოდ? – ჩამყვირა ტელეფონში ლიკუნამ, მანაგაძემ. ჩემმა მეგობარმა და ‘უფროსმა’.
სიგარეტი ვისროლე და მანქანა დავძარი.
– იცი რა მომენტია? აი, საცობში რომ მოჰყვები დილაუთენია და შენი უფროსი არ გიჯერებს... ვიცი, ვიცი, – სიცილით ვუთხარი.
– ზუსტად. გელოდები.
რა მინდოდა ამ სამსახიობოზე, მითხარით ვინმემ? ჩემზე გულწრფელი ადამიანი არ დადის მთელი დედამიწის ზურგზე. და მაინც, სამსახიობო ავირჩიე, ყველაზე მატყუარა პროფესია. ღმერთო, ოდესმე ვისწავლი გადაწყვეტილებების სწორად მიღებას?!
კიდევ ერთხელ რომ არ გამიმართლა და შუქნიშანზე წითელი აინთო, არ დავლოდებივარ, სიჩქარეს მოვუმატე და მანქანებს შევერიე. ერთი ჯარიმა – ერთი ჯარიმაა, პირველია თუ უკანასკნელი?! ის იყო გავიფიქრე, საღამოს როგორ დამახვედრებდნენ საჯარიმო ფურცლებს კართან, რომ პოლიციის მანქანისა და პოლიციელის ერთდროული ყვირილი გავიგე და უნებურად დავამუხრუჭე. ღმერთო, რას ვაკეთებ?! ის, რომ კინაღამ პოლიციაც უკნიდან აეკრო ჩემს მანქანას, არაფრად ჩავაგდე, კიდევ ერთხელ დავძარი და ამჯერად გვერდზე გადავიწიე. ე.წ ავარიულები ჩავრთე და პოლიციელს დაველოდე.
– გამარჯობა! ოფიცერი გიორგი ფირცხელავა, – ჩამყვირა მაშინვე, როგორც საქარე მინა ჩავწიე.
სათვალე მოვიხსენი, გვერდზე გადავდე და პოლიციელს ავხედე. უფრო სწორად, ოფიცერ გიორგი ფირცხელავას.
– ვიცი, რომ დავარღვიე და ბევრი ბლა–ბლა–ბლა–ს გარეშე, გამიშვით და საჯარიმო გამომიგზავნეთ, – ჩამოვარაკრაკე სწრაფად და წამწამები ავუფახურე მიმზიდველ პოლიციელს.
გაეცინა.
– თქვენი საბუთები, – იყო სერიოზული პასუხი. სწორად რომ გითხრათ, მოთხოვნა.
– არ შეგიძლიათ, რომ გამიშვათ? ღმერთო, რა სიბნელეა! – ავწუწუნდი, სავარძელზე მიგდებულ ჩანთას დავწვდი, მოვჩხრიკე იმის იმედით, რომ მართვის მოწმობა ან პირადობა თან მექნებოდა. რომელ ფეხზე ავდექი დილით?! ამოვიხვნეშე და დაღონებულმა ავხედე ოფიცერს. – უნდა გამიშვათ და ჩემი ფილმის პრემიერაზე პირველი ბილეთი თქვენია, გპირდებით! – ვუთხარი მუდარაშეპარული ხმით.
ის კი ისევ გაქვავებული იდგა და ელოდა ჩემს საბუთებს.
– ვერსად წახვალთ! – დამიბრიალა თვალები. – დამელოდეთ, დავბრუნდები.
შეტრიალდა და პოლიციის რუხი ფერის მანქანისკენ წავიდა.
ტელეფონი მოვიმარჯვე და დავრეკე.
– ანანო, მიშველე! – ყვირილით გავწელე სიტყვა.
– გოგო, რა ამბავია? – მისაყვედურა. უეჭველად ეძინა და გავაღვიძე. ხმაზე ეტყობოდა.
– პოლიციამ გამაჩერა, – ამოვიხვნეშე.
– დაიმსახურე, ალბათ, – გაეცინა ჩემი კაპრიზებით დაღლილ ანანოს.
– ხო, დავიმსახურე, მაგრამ მეჩქარება... უნდა მიშველო, – ტუჩი მოვიკვნიტე და მარცხენა სარკიდან შევხედე ჩემკენ მომავალ პოლიციელს.
– სად ხარ? ვინ გაგაჩერა? – დამისვა „საფირმო შეკითხვები“. ვინ მოსთვლის, უკვე მერამდენედ ვურეკავდი მსგავსი თხოვნით?!
– ოფიცერი გიორგი ფირცელავა, პეკინზე ვარ.
– ოო, ფირცხელავა სერიოზული ტიპია, რომელ ფეხზე ადექი? – გაეცინა ანანოს.
– მშველი თუ არა? – ჩავყვირე ისტერიკული ხმით და მარჯვნივ გავხედე ოფიცერს, რომელიც წარბაწეული მომჩერებოდა და ელოდა, როდის გადავდებდი მობილურს გვერდზე.
– ქალბატონო ანასტასია, – მომმართა მკაცრი ტონით.
– მიშველე, – დავიჩურჩულე, ტელეფონი ყურიდან ჩამოვიღე, გავთიშე და გვერდზე მოვისროლე. მერე ისევ პოლიციელისკენ ავაჩოჩე მზერა და შეშინებული თვალებით მივაშტერდი.
– როგორც ვხედავ, არ გაკლიათ ჯარიმები, – ღიმილი ეპარებოდა, თუმცა მაქსიმალურად ცდილობდა დაემალა. თუმცა, მე მსახიობებს იდეალურად ვცნობდი, მისი ოსტატობაც შეუმჩნეველი არ დამრჩენია.
– დიახ, არ მაკლია, – საჭეს ძლიერად მოვუჭირე თითები.
– თუმცა უფრო დიდი პრობლემა გაქვთ, ვიდრე ელოდით, – ძლივს ჩამოწეული წარბები ისევ ზემოთ აზიდა.
– რა პრობლემა? – ფერები გადამივიდა მე. ზუსტად ვიცი, იმ მომენტში მწვანეც ვიყავი, ლურჯიც, წითელიც...
– მანქანა, რომელსაც მართავთ, ერთი კვირაა საერთაშორისო ძებნის ობიექტია, – მითხრა.
შევამჩნიე, რომ ჩემ წინ კიდევ ერთი პოლიციის მანქანა გაჩერდა, ორი მამაკაცი გადმოვიდა და ჩემკენ წამოვიდა. სარკიდან დავინახე, რომ უკანა მანქანიდანაც მოდიოდა ერთი. გული ისე ამიჩქარდა, მეგონა სადაცაა გადმომივარდებოდა საგულედან. ესღა მაკლდა, საიდან რა შემითითხნეს? სულ ორი დღე კია, რაც მანქანა ჩამომივიდა, გერმანიიდან გამოვიწერე, მაგრამ რას წარმოვიდგენდი ამხელა პრობლემებს თუ შემიქმნიდა?! რომ მცოდნოდა, თადარიგს დავიჭერდი. თანაც ამდენი პოლიცია... მათი ისე მეშინია, როგორც თაგვებს კატების. აქამდეც გავუჩერებივარ, მაგრამ არასდროს ვყოფილვარ განყოფილებაში, ახლა კი... გული მიგრძნობდა, პირველად ჩავისუნთქავდი იქაურ ჰაერს.
– გადმობრძანდით მანქანიდან! – შუა ხნის კაცმა კარი გამიღო და ისეთი მკაცრი ტონით მითხრა, დაბნეულმა კანკალით გადმოვდგი მიწაზე ფეხი, სხეული ვეღარ დავიმორჩილე და კარს ისე ძლიერად დავეყრდენი, წაქცევისგან გადარჩენის იმედით, ერთი ხმამაღლა ამოიოხრა და მოტყდა.
– ვაი–მე! – წამოვიკივლე და მიწაზე გავიშხლართე.
ისეთი სასაცილო სიტუაცია იყო, ვერც ერთმა პოლიციელმა ვერ შეიკავა თავი და სიცილი წამოიწყეს. მე, ანასტასია ანჯაფარიძე, თავს ვინმეს დავაცინინებდი?! თანაც, ხომ უნდა გამოვუნახო ათასი უბედურება საკუთარ თავს, ჰოდა, ვთქვი:
– ჩემს დასაცინად შეიკრიბეთ? – წარბები კუშტად შევკარი და სწრაფად წამოვდექი ფეხზე. ის იყო ტანსაცმლიდან მტვერის მოცილება განვიზრახე, რომ ჯერ მარჯვენაში ჩამავლო ოფიცერმა აფციაურმა, მერე მარცხენაში და ზურგსუკან გადამიგრიხა ორივე ხელი. – მეტკინა! – წამოვიყვირე და ფეხები დავაბაკუნე, თითქოს რამეს ვუშველიდი... ხელბორკილები დამადო და პოლიციის მანქანისკენ მიბიძგა. – ჰა, სულ ეს არის? არ უნდა მითხრათ, რომ მაქვს დუმილის უფლება და ყოველი სიტყვა გამოიყენება ჩემს წინააღმდეგ სასამართლოზე? – მივაყარე სწრაფად, მანქანაში ჩაჯდომამდე.
– ზუსტად, – მომიჭრა მოკლედ და უფრო მიბიძგა მანქანაში შესაძრომად.
– ველური! – დავიჩურჩულე და სავარძელზე კომფორტულად მოვკალათდი.
„ღმერთო, ანანოს მოვკლავ!“ – გავიფიქრე და სარკეში ჩემი აბურდული თმა და წაშლილი სახე დავლანდე. მოკლედ რა! მე ხომ ვერაფერს ვიყიდი ისე, რომ რამე უბედურება არ მოვიყოლო! მწვანეზე იარეო, ყველა კი მიღიმოდა, მაგრამ ჩემი თავზე თავსაფარწაკრული ბოროტებისმთესველი მეზობლები რას მისურვებდნენ კარგს. ჩემი ბედნიერებით ხომ იწურებიან ეგენი...
სანამ ჩემს ფიქრებში გართული ვიყავი, კი მივაღწიეთ განყოფილებას.
კიდევ ერთხელ გამიღეს კარი.
– თქვენი ჯენტლმენობით აღარ ვარ უკვე! – ჩავიბურტყუნე ჩემთვის.
– რამე მითხარით? – ირონიით შემომხედა ოფიცერმა აფციაურმა.
უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და უკმაყოფილების ნიშნად კი პირი გავაწკლაპუნე.
– თავხედი ველური, – დავიჩურჩულე ისევ და ხელები გავაქნიე ზურგს უკან. – წავალ ჩემით, გზიდან არ გადავუხვევ! – თვალები დავუბრიალე ბატონ გიორგის.
– დაგავიწყდათ, თქვენ წაუკითხეთ წეღან თქვენსავე თავს წესდება, – შემახსენა და თვალი ჩამიკრა.
თავხედი. მართლაც რომ უბნელეს ქვეყანაში ვცხოვრობთ, რა გინდა რომ ქნა? ნორმალურად ქუჩაში ვერ გაივლი, ყოველ მეორე ხაზზე საცობია. მოინდომებ კანონების გადახვევას და...
– ოჰ, ამ ბაჭიას რაში ვდებთ ბრალსო? – კიდევ ერთი თავხედი მამაკაცი შემხვდა. შევედით თუ არა პოლიციის შენობაში, მაშინვე მოგვეგება საზიზღარი ირონიით. ოღონდ ზუსტად ვერ გავარკვიე, პოლიციელი იყო თუ არა, რადგან ფორმა არ ეცვა. მეტიც, ისეთ კოსტუმში იყო გამოწყობილი, კარგი რბილი სავარძელი ექნებოდა სამუშაოზე, ხოლო სახლში სინემა.
– შენი ბაჭია ტყეში დარბის! – შევუბღვირე.
– გატლეკილი ბაჭია! – წამიერმა მხიარულებამ გადაურბინა სახეზე, შემდეგ დასერიოზულდა და ისე მითხრა: – როგორც ჩანს, ვერ ვერკვევით კანონებშიო! – ეს წინადადება ჩურჩულით მითხრა, სახესთან ახლოს, შემდეგ კი ოფიცერს მიუტრიალდა. – აფციაური, მე დავკითხავ! – უთხრა მკვახედ.
– დიახ, სერ.
ძლივს, თავისი ბინძური ხელები მოაშორა ჩემს კანს. ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს დიდი ხანი არ მებანავა და სასწრაფოდ გასახეხი ვიყავი.
სოლიდურად ჩაცმულმა მამაკაცმა აღარ დამიჭირა. ალბათ, მიხვდა, რომ არსად გამქცევი არ ვიყავი. პრინციპში, რაღა ალბათ. შემოსვლისთანავე მიხვდა, აბა, რომელ სტაფილოს მე ვაკნატუნებდი?!
დაკითხვის ოთახში შემიყვანა. პატარა ოთახი იყო. უცებ წარმოვიდგინე, რომ ოკეანის შუა გულში ვიყავით და ეს ოთახი მართლაც პატარა ყუთი იყო და უნებურად შემიპყრო პანიკამ. ბავშვობიდან მქონდა კლაუსტროფობია. მისი წყალობით მეცამეტე სართულზეც კი, ლიკუნასთან რომ მივდიოდი, ფეხით ავრბოდი. რა ვქნა, რა ჩემი ბრალია, რომ ჰაერის უკმარისობა მჭირს?! დამატებული ეს ფობიაც...
– ამ ოთახში ჰაერის წყარო არ არსებობს? – შეშფოთებულმა მოვავლე „ყუთს“ თვალები და მაისურს დავეჯაჯგურე.
– უჰაერობა? – გაკვირვებული მომაჩერდა მამაკაცი.
– რაღაც მასეთი, – ძლივს ამოვიხვნეშე.
გაეცინა.
– ხშირად ხდება, გადაგივლის! – თვალი ჩამიკრა.
– რა გადამივლის, კლაუსტროფობია მაქვს! – წამოვიყვირე წყობიდან გამოსულმა.
– წყალს მოგიტან.
– წყალი რას მიშველის? – პირი დავაღე კინაღამ მისი ამ უვიცობის გამოვლინებით.
– თუ გული წაგივა, მე მიშველის შენს მოსულიერებაში! – გაეცინა და ოთახიდან გავიდა.
ცოტა ხნით კიდევ ვიტანჯე და ბოლოს ფეხზე წამოვდექი. ის იყო კართან მივედი, რომ გაიღო და იმ მამაკაცს შევეჩეხე, რამდენიმე წუთის წინ რომ დამტოვა. რატომ ვიზიდავ ამდენ შარს, რა მინდა?
– საით, ბაჭია? – გამიღიმა და ჩემკენ წამოვიდა. უნებურად დავიხიე უკან.
– ჰაერისკენ, – დავიჩურჩულე შეშინებულმა.
– შეგიბერო? – თვალი ჩამიკრა და წყლით სავსე ბოთლი გამომიწოდა.
– იყოს, – თავი მარჯვნივ გადავწიე და გავუღიმე. ცოტა გამბედაობა მოვიკრიბე და ვუთხარი: – ყველას „ბაჭიათი“ მიმართავთ? რა წესია...
– არა, შენ გამონაკლისი ხარ, – გაეცინა და სკამზე მანიშნა – დაჯექიო.
ამოვიხვნეშე და დავეშვი ცივსა და მაგარ სკამზე.
– დიდხანს გამაჩერებთ? გადაღებებზე ვარ წასასვლელი... – თვალები გადავატრიალე მობეზრებულად და ვეცადე მაჯის საათისთვის დამეხედა, თუმცა ჯერაც ხელბორკილები მბოჭავდა ზურგსუკან და ვერ შევძელი.
– ჯერ ბევრი რამეა გასარკვევი, ბაჭია...

ძლივს მეღირსა მგონი კომედია. არ ვიცი, რამდენიმე თავი მაქვს უკვე მზად.
იმედია, მოგეწონებათ.
ვცდი ახალ–ახალ რაღაცებში თავს და თუ ძალიან გავუბერე, მითხარით და დავუბრუდები ძველ მეს :დდ
მიყვარხართ!



№1 სტუმარი tinanoooo

ძალიან მაგრიაა,ასე გაგრძელე,როდის დადებბ? love

 


№2  offline მოდერი Eleniko13

მარიამ, მაპატიე,
მაგრამ ჯერ თავებს დავაგროვებ
და მერე ჩავუჯდები :3
თორემ. შენი დაგვიანებების გადამკიდე,
ალბათ ნერვებს დამაწყვეტ :დდ
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№3  offline წევრი N7

tinanoooo
ძალიან მაგრიაა,ასე გაგრძელე,როდის დადებბ? love

მიხარია, რომ მოგეწონა! love
ხვალ აუცილებლად დავდებ love

Eleniko13
მარიამ, მაპატიე,
მაგრამ ჯერ თავებს დავაგროვებ
და მერე ჩავუჯდები :3
თორემ. შენი დაგვიანებების გადამკიდე,
ალბათ ნერვებს დამაწყვეტ :დდ

მასე ჯობია wink
მაგრამ ამ ისტორიას მსუბუქად ვწერ, ნაკლები ფილოსოფიით და უკვე მაქვს რამდენიმე თავი tongue
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№4 სტუმარი Uhuu

Eeee ra kaiiaaa

 


№5  offline მოდერი წითური გოგონა

გეფიცები
როგორც კი სათაური ვნახე
მივხვდი რო შვიდუნასი იყო...
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№6  offline წევრი Pepper

უჰჰ ყველაზე დიდი ბედნიერებაა საიტზე შემოსვლა და შენი ნიკის დანახვა შესაბამისად ახალი ისტორიისაც.
მომეწონა ძალიან დასაწყისი მხიარული ისტორია ჩანს საკმაოდ.
საოცრად და არაჩვეულებრივად რომ წერ კი იცი. ეს ისტორიაც რომ ჩემი საყვარელი ისტორიების სიაში შევა ვხვდები უკვე.
მომწონს მოკლეეედ და ველოდევი შემდეგ თავს <3
უკარგესი ხარ შენ <3

 


№7  offline წევრი N7

Uhuu
Eeee ra kaiiaaa

მიხარია, რომ მოგეწონა love

წითური გოგონა
გეფიცები
როგორც კი სათაური ვნახე
მივხვდი რო შვიდუნასი იყო...

მიუხედავად იმისა,რომ თეორია არ იყო? wassat

Pepper
უჰჰ ყველაზე დიდი ბედნიერებაა საიტზე შემოსვლა და შენი ნიკის დანახვა შესაბამისად ახალი ისტორიისაც.
მომეწონა ძალიან დასაწყისი მხიარული ისტორია ჩანს საკმაოდ.
საოცრად და არაჩვეულებრივად რომ წერ კი იცი. ეს ისტორიაც რომ ჩემი საყვარელი ისტორიების სიაში შევა ვხვდები უკვე.
მომწონს მოკლეეედ და ველოდევი შემდეგ თავს <3
უკარგესი ხარ შენ <3

შენ რომ მახარებ, საოცრად, იცი? რა სიტყვებია ეს, სულ გინდა რომ სულელივით გაღიმებული მატარო ხომ?
უღრმესი მადლობა, ძალიან მიხარია, ასე რომ მოგწოონს love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№8  offline წევრი kiko

აუუ კი ძაან მაგარია. პირველი გვარია ხო?

 


№9  offline აქტიური მკითხველი aanamaria

აუ რაკაარგიაა love love

 


№10  offline წევრი N7

kiko
აუუ კი ძაან მაგარია. პირველი გვარია ხო?

მიხარია, რომ მოგეწონა❤❤
კი, გვარია❤

aanamaria
აუ რაკაარგიაა love love

მიხარია, რომ მოგეწონა❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№11  offline წევრი isterichka123

ჰაჰა კარგია გაგრძელე

 


№12  offline წევრი teddy))

Momwons me axali mariami :D policielebze vgijdebi da mec minda rom policieli gamovide :* bachia, bachia :D

Momwons me axali mariami :D policielebze vgijdebi da mec minda rom policieli gamovide :* bachia, bachia :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent