შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ კი დაბრუნება გიწერია.... (თავი5)


25-04-2016, 21:48
ავტორი tsn
ნანახია 2 479

........
ბავშვთა სახლში ტკბილეულით და სხვადასხვა სასუსნავებით დატვირთული მივიდა.. როგორც უწინ, ახლაც პირველი ნინა შეეგება, ბელამ გაუღიმა, ხელში აიტაცა და ჩაკოცნა..
- ბუშტო, არ მოგრნატრეე? - ჰკითხა პატარას და დასვა
- კი ბელუშ, ჯალიან - დაიჩლიფინა და საყვარლად გაუღიმა გოგონამ..
- წამოდი, ბავშვებთან წავიდეთ, ნახე რამდენი რაღაც მოგიტანეთ - უთხრა ბელამ და სხვა ბავშვებთანაც წავიდა.. სასუსნავები ყველას დაურიგა და შემდეგ ლილისთან გავიდა.. ცოტა ხანს ესაუბრა და გაიგო, რომ ხვალ საღამოს გოგონას აუცილებლად წაიყვანდა.. აი ასე, გავლენიანი ქალი გახდა ბელა, ის, რასაც სხვები წლობით ცდილობდნენ, მან რამდენიმე დღეში შეძლო.. კიდევ ცოტა ხანი დაჰყო, შემდეგ გადაწყვიტა ოფისში შეევლო და რამდენიმე საჭირო დოკუმენტი ენახა.. ასეც მოიქცა, ოფისში მივიდა და პირდაპირ კაბინეტისკენ გაემართა.. მაგიდასთან იდგა და მთელი გულისყურით საბუთებს ეძებდა, როდესაც გიორგის ხმა გაიგონა და ცოტა არ იყოს, მოულოდნელობისგან შეკეთა
- გამარჯობა...
- გიორგი - ხელი გულზე მიიდო - შემაშინე, აქ აღარ გელოდი...
- მაპატიე, არ ვიცოდი თუ მშიშარა იყავი - გაუღიმა ბიჭმა..
- დიდი ხანია შენობით მიმართვაზე გადავედით? - იკითხა ბელამ..
- არ შეიძლება? - ხელები გადააჯვარედინა გიორგიმ და კედელს ცალი მხრით მიეყრდნო
- მე შენი უფროსი ვარ და როგორც მახსოვს, არ მომიცია უფლება რომ მეტლიკინო..
- კარგი რა, ანუ გეტლიკინები? თანაც სამუშაო საათები დასრულდა უკვე. - გაიცინა გიორგიმ და ახლა სკამზე ჩამოჯდა.. სულაც არ აღიზიანებდა ბელას გიორგის ნათქვამი, მაგრამ მასთან უაზრო კინკლაობა ძალიან მოსწონდა, მისკენ ზურგით იდგა და გიორგიმ დანახვა ვერ შეძლო, თორემ მას გაეღიმა კიდეც..
- ხო რა თითქმის.. ამიტოომ- სიტყვები გაწელა ბელამ - ამიტომაც დაისჯები, შენი სამუშაო საათები დღეიდან მოიმატებს, ერთი, არა ორი საათით... - თითებით აჩვენა ბელამ
- კარგი რა.. ისედაც რვა საათამდე ვრჩები ხოლმე.. - დაიწუწუნა გიომ
- ახლა ათამდე იმუშავებ - ცდილობდა მკაცრი ყოფილიყო ბელა, მაგრამ თვალებში ეტყობოდა, რომ სიტუაცია ახალისებდა..
- შენ მაინც ხუთ საათამდე ჩერდები, ვერც მიხვდები, თუ ადრე წავალ...
- ვნახოთ - წარბები აზიდა ბელამ, ხელები მასსავით გადააჯვარედინა და სავაეძელში ჩაჯდა და გასცა ბრძანება - ყავა მომიტანე თანაშემწევ
- ღამე ყავის დალევა სასტიკადაა აკრძალული - უპასუხა გიორგიმ
- თავად გადავწყვეტ, რა მეკრძალება და რა არა - უთხრა ბელამ და საბუთებში ჩაიხედა..
- დესპოტი - ჩაილაპარაკა გიორგიმ და კარი მიიჯახუნა
- გავიგონე - უყვირა ბელამ
- მართლა? შეგიძლიათ ხელფასი დამიქვითოთ ტლიკინის გამო - თავი შეყო გიორგიმ კაბინეტში, ბელამ კი საიდღაც ნაპოვნი საშლელი ესროლა, მაგრამ ააცილა.. ცოტა ხანში გიორგი კაბინეტში შევიდა და მაგიდაზე ორი ფინჯანი ყავა დადგა..
- კარზე რატომ არ დააკაკუნე - თვალი თვალში გაუყარა ბელამ
- უუჰ - ამოთქვა გიორგიმ, ფინჯნები აიღო და გავიდა.. წამებში დააკაკუნა და შევიდა.. - ასე უკეთესია? - იკითხა მან..
- რა თქმა უნდა - გაუღიმა ბელამ და თავის ყავას დასწვდა.. - გიორგი, რაღაც საბუთებს ვერა და ვერ ვპოულობ, შეგიძლია დამეხმარო?..
- როგორც მიბრძანებთ - რევერანსი გააკეთა ბიჭმა და საბუთების მოძებნას შეუდგა... - მთელს კაბინეტში ეძებდნენ, მაგრამ ვერ იპოვეს..
- შეიძლება ლევანის კაბიმეტშია, ვნახავ ახლავე - თქვა ბელამ და გავიდა.. უცებვე შევიდა, მის მაგიდასთან მივიდა და ძებნა დაუწყო.. უეცრად რაღაც იპოვა.. ის დოკუმენტი არა, რასაც ეძებდა, არამედ რაღაც სხვა.. ეს ბანკის ანგარიშების ნომრები იყო.. ერთერთი ანგარიშიდან მეორეზე თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი ქაღალდი.. ლევანის კომპიუტერი ჩართო, თუმცა ვინდოუსმა პაროლი მოითხოვა.. ბელამ თავი გააქნია და აკრიფა ლევანი123, ჰოი საოცრებავ, ჩაირთო
- როგორი ბანალური ხარ ლევან - ჩაილაპარაკა ხმამაღლა.. შემდეგ გუგლიში მისი ისტორიები შეამოწმა და იმ გვერდზე გადავიდა, სადაც ბოლოს ლევანი იმყოფებოდა.. არ გაჰკვირვებია, ეს იყო ლევანის ვებ გვერდი.. სადაც ყველანაირი ინფორმაცია იყო მის ანგარიშზე.. მიხვდა, რომ ქაღალდზე არსებული მიმღების ანგარიშის ნომერი ლევანისას ემთხვეოდა.. აი გადამგზავნის კი სავარაუდოდ კომპანიას.. მაგრამ არა.. კარგად შეამოწმა და ეს დედა-შვილის საერთო ანგარიში იყო..
- ვაუ, ასეთი რა მოხდა, რომ შვილი დედას ფულს პარავს.. ჰმ.. აი ასე - ბელამ ინფორმაცია პრინტერზე გაუშვა.. - ოპერაცია ''დაყავი და იბატონე'' დაიწყო - ჩაილაპარაკა და უკვე დაბეჭდილ ქაღალდებს ხელი ჩაავლო.. ამ დროს გიორგიც შემოვიდა..
- ვიპოვე უკვე, აღარაა ძებნა საჭირო - უთხრა ბიჭმა ბელას..
- გასაგებია - უპასუხა მანაც და კომპიუტერი გათიშა..
ცოტა ხანში ბელა და გიორგი ისევ მათ კაბინეტში ისხდნენ და საბუთებს ჩასჩერებოდნენ.. ბელა ძალიან იყო გადაღლილი.. დაძაბული დღის მერე ისეთ დღეში იყო, აზროვნებაც კი უჭირდა.. გიორგი რამდენიმე წუთით საპირფარეშოში გავიდა.. უკან შესულს კი ბელა მძინარე დახვდა.. ხელი მაგიდაზე დაედო და თავი ჩამოედო.. ის ახლოს მივიდა, ჩამოშლილი თმა ყურზე გადაუტანა და მისი ყელისკენ წაიღო თითები.. ის ის იყო ბეჭდებს უნდა მოსწვდომოდა, რომ ბელაა გამოფხიზლდა და ხელი დაუკავა
- მეორედ აღარ გაბედო - უხეშად უთხრა და ადგა.. გიორგიმ ხელი ჩასჭიდა და არ გაუშვა
- მაპატიე, არ მინდოდა.. უბრალოდ ცუდად გედო თავი და აი ლოყაზე ბეჭდები გეტყობა - პატარა სარკე აჩვენა და დაანახა რასაც ეუბნებოდა.. ბელამ უბრალოდ ხელი ჩამოისვა ლოყაზე, თავისი ნივთები აიღო და ოთახი დატოვა..
- შეგიძლია წახვიდე - კარში მგდარმა მხოლოდ ეს უთხრა გიორგის და სახლისკენ წავიდა...
უკვე ბნელოდა, საღამოს ცხრა საათი მაინც იქნებოდა.. ბელა აბნეული მიუყვებოდა გზას.. თავში ათასი ფიქრი ერეოდა.. არ იცოდა რას გრძნობდა.. უფრო სწორად ფიქღობდა, რომ გიორგი ნიკასთან კავშირში იყო.. უბრალოდ თავს უფლებას არ აძლებდა დაეჯერებინა ის, რაც , ფაქტობრივად, ზღაპარი უფრო იყო.. ზუსტად იცოდა, სად რა დამახასიათებელი ნიშანი ჰქონდა ნიკას, მაგრამ სიამაყე არ აძლევდა საშუალებას, გიორგის მივარდნოდა და.ბრძანება გაეცა, ''მაიკა გაიხადე, უნდა დაგათვალიეროო'' ამას ვერ იზამდა..

სახლში მივიდა და ნივთები ჩაალაგა, რომ ხვალიდან ახალ სახლში ეცხოვრა ნინასთან ერთად.. უკვე დაგეგმა მთლიანი დღე, იცოდა სად წაიყვანდა პატარას და როგორ გაართობდა.. ცოტა არ იყოს გაუკვირდა, როდესაც ლევანი და ტაია ვერ დაინახა.. უცებ საბანკო ტრანზაქციების ქვითარი და ამობეჭდილი მასალა გაახსენდა.. ღიღინით ჩაუარა ტაიას ოთახს და კარის ქვემოდან შეუცურა.. თვითონ მიიმალა სადღაც კუთხეში და თვალთვალი დაიწყო.. როცა ტაიამ კარი გააღო, სათვალე გაისწორა და ქვითარს დააკვირდა.. თვალები შუბლზე აუვიდა.. გაბრაზებული დაიძრა და ლევანთან შევიდა.. ბელაც მიჰყვა და ყური მიუგდო
- დიდი ხანია? - ეუბნებოდა მკაცრად ტაია
- რა გინდა რა, ძილი მაინც მაცალე მშვიდი - აწუწუნდა ლევანი - ან რისთვისაა დიდი ხანი?
- დიდი ხანია, რაც ჩვენი ანგარიშებიდან ფულს იპარავ?
- დედაა - იყვირა ლევანმა. ალბათ იფიქრა, რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა- შენ იძახი ამას? ჯერ ბაბუას პარავდი ჩუმად ფულს, მერე მამას.. ჩვენი ანგარიშიდანაც კი მოხსენი თანხა..
- ლევან, რის უფლებას აძლევ თავს.. - იყვირა ქალმა'' - რაც გავაკეთე, მხოლოდ შენს გამო, შენ კი არაფრის დანახვა არ გაქვს.. ცხოვრება გასწავლე..
- ხო, შენ მე დამნაშავე გამხადე.. სწორედ შენ მასწავლე ასეთი დონის მაქინაციები, ასე რომ მსგავსი პრეტენზიით ნუღარ გამოხვალ გესმის? - იყვირა ლევანმაც.. ბელას გეგმა მუშაობდა.. დამნაშავე დედა-შვილი, რომელთაც ყველა დანაშაული ერთად და გააზრებულად ჩაიდინეს, გაქცევას სხვადასხვა გზით ცდილობენ.. ახლა მიხვდა, რომ სწორიც კი იყო ქვითარი ტაიას რომ მიუტანა.. იმის ალბათობა, რომ ახლა შეცდომას დაუშვებდნენ ახლა უფრო დიდი იყო, ბელა კი ამას გამოიყენებდა და რაიმე მტკიცებულებას იპოვიდა, შეიძლება სრულიად ახალი დანაშაულის მტკიცებულებასაც კი... ახლა მთავარია, რომ ყურადღებით ყოფილიყო.. დიალოგის დასრულებას არც დაელოდა, ისე შევარდა თავის ოთახში და კმაყოფილი საწოლზე დაეშვა.. ესეც ასე, დედა-შვილა შორის უთანხმოება წარმოშვა, ეს კი აწყობდა.. ახლა გარკვეული გეგმა უნდა შეემუშავებინა, რათა დაედგინა, ვინ იყო გიორგი სინამდვილეში.. დიდ ხამს იფიქრა და მეტი ვერაფერი მოიფიქრა, გარდა სისხლის ანალიზის.. ნიკას სისხლის ჯგუფი იცოდა, გიორგისას გაიგებდა და შეადარებდა.. ნიკას მეორე უაეყოფითი სისხლი ჰქონდა, ახლა გიორგის შეამოწმებდა.. ამ აზრში დარწმუნებულმა კი მშვიდად დაიძინა..

ლევანთან

- დედა მომასვენე გესმის?
- არა, ლევან.. იმედები გამიცრუე.. ანუ გაქცევას გეგმავ არა? იცოდე, ამას არ დავუშვებ.. თუ პასუხის გებაა, ერთად ვაგებთ პასუხს.. ახლა კი ამ წამს ასე კი არ უნდა ვჩუბობდეთ, გეგმას უნდა ვადგენდეთ, როგორ ვიპოვოთ ის, ვინც ის მასკარადი მოგვიწყო - ბალიში ისროლა და ოთახიც დატოვა..
- მე აღარ წავალ მორიგ დანაშაულზე - მიაძახა ლევანმა და სცადა დაეძინა.. მაგრამ ის, რასაც ტაია მასკარადს უწოდებდა, საშინლად აფრთხობდა.. ყველას გასწირავდა, მაგრამ ციხეში არ წავიდოდა..

......
დილით ლრვანს და ტაიას ბელამ განუცხადა, რომ სამსახურში დააგბიანდებოდა და ისიც მოახსენა, რომ გადადიოდა.. ისინი ერთი შეხედვით მშვიდად შეხვდნენ ყოველივეს, ისაუზმეს და სამსახურში წავოდნენ.. ოფისში რომ შევიდნენ ტაია რაღაცის თქმას აპირებდა
- ლევან მე...
- ახლა არ გინდა დედა - გააჩუმა ლევანმა და კაბინეტში შევიდა.. სრული სიმშვიდე იყო.. ნახევარ საათში ბელაც გამოჩნდა..
....
ტაიამ ლევანთან საუბრის დასრულება გადაწყვიტა და მასთან შევიდა..
- ლევან, მე ვიფიქრე და უმჯობესია, ეს კომპანია გავყიდოთ და აქედან წავიდეთ, მანამ, სანამ ვინმე დაგვიჭერს..
- ძლიივს დედა, მეგონა მიჯაჭვული იყავი ამ ყოველივეზე - ამოთქვა ლევანმა.. - ყველაფერი დროულად ვქნათ და რაც შეიძლება მალე გავქრეთ..
ტაია ლევანის კაბინეტიდან გავიდა, თავისი კაბინეტის კარი შეაღო და შევიდა.. უცებ უცნაურად დატრიალდა საკეტი, ტაია ჩაიკეტა.. წამებში ჩაბნელდა იქაურობა.. ამ ჯერად ტაიას ბავშვის ტირილს ხმას ასმენინებდა ვიღაც.. სრულიად შეიშალა ქალი, კივილი დაიწყო, ყურებზე ხელი მოიჭირა და ჩაიმუხლა, ძირს სისველე იგრძნო, ხელებზე დაიხედა და მკრთალ სონათლეზე შავ ფერში გადამსვლელი წითრლი შენიშნა, ერთი ხმამაღალი დაიწივლა და წამებში დაკარგა გონება..
ხმაურზე ბელა, ლევანი, გიორგი და კიდევ ზოგიერთი თანამშრომელი შევარდნენ.. ქალი გონს მოსულიყო, ისევ მაგიდასთან იჯდა და პანიკაში იყო..
- შენ, შემი ბრალია.. ყველაფერი შენი ბრალია - ეცა ანაბელს და მხრებში ჩააფრინდა.. ანაბელი არ ელოდა, მაგრამ არ დაიბნა, ხელები ცივად მპიშორა და დაუყვირა
- საკმარისია ტაია, გონს მოდით.. რას ბოდავთ თავადაც არ იცით..
- შენ, შენ ჩართე ეს ხმები, ეს უბედუღლრებები.. ეს საღებავი ჩემს ხელებზე - გიჟივით საიბრობდა ტაია..
- ლევან, დედაშენს პარანოია სჭირს.. რა საღებავი, ნახეთ - ხელებს შეახედა ბელამ, თეთრი ხელები ჰქონდა..
- გიჟი არ ვარ - იკივლა ქალმა - ზუსტად ვიცი, რომ ეს შენი ჩადენილია
- გითხარით, რომ საკმარისა, კიდევ ერთი.სიტყვა და პოლიციადი დავრეკავ.. არ ვაპირებ ცრუ ბრაკდებების ატანას, თანაც ხელქვეითების თანდასწრებით - არ დაუთმო ბელამ და გასვლა დააპირა
- ლევან, დედაშენს ფსიქოლიგის კონსულტაცი არ აწყენდა - უთხრა ლევანს და გავიდა, მას გაყვა გიორგიც.. ლევანი ტაიას მივარდა და წამოაყენა.. ეცადა დაემშვიდებინა, მაგრამ ვერ გამოსდიოდა, ბოლოს მანქანაში ჩასვა და სახლში წაიყვანა...
...
ბელა კაბინეტში შეშფოთებული შევარდა.. არა, შეშფოთებული კი არა, გაცოფებული.. ტაიამ ისე დაადანაშაულა, ვითომც არაფერი.. ისე გაბრაზდა, ახლა გააცნობიერა, რომ მობილური მის კაბინეტში დარჩა და გაბრუბდა, თუმცა კარში შემომავალ გიორგუს შეეჯახა და რომ არა მისი ძლიერი ხელები, იატაკზე მოადენდა ზღართანს... ბელას ძალიან უნდოდა, რომ მოჰხვეოდა, მაგრამ თავს იკავებდა.. თუმცა მის სურნელს მაინც გრძნობდა.. მას ნიკას სურნელი ჰქონდა.. არა, ზუსტად იცის, რომ ეს სურნელი ნიკასია.. უცებ მოშორდა საკუთარ აზრებში ახლართული და გარეთ გადიოდა, როცა გიორგიმ ხელით დაიჭირა,
- თუ მობილურზე მიდიხარ, აი მოგოტანე..
- მე.. გმადლობ - მხოლოდ ეს თქვა, მობილური გამოართვა და გავიდა.. მიდიოდა სწრაფი ნაბიჯებით და ტირილის სურვილი კლავდა.. ცდილობდა, რომ ცრემლები კომპანიაში მაინც დაემალა.. ზუსტად იცოდა, რომ ოფისის ქვეშ სარდაფი იყო.. იქ ძალიან მყუდრო გარემო იყო.. მას და ნიკას გარემონტებულიც კი ჰქონდათ.. კარი შეგლიჯა ლამის და ჩამოჯდა.. თვლიდა, რომ ჭკუიდან იშლებოდა.. არა, სწრაფად უნდა ემოქმედა და გაეგო გიორგის სისხლის ჯგუფი.. ცოტა ხანს სარდაფში იყო და უხმოდ მჯდომი ყველაფერს აანალიზებდა, ცალკე ის აფიქრებდა ვინ იჯო ის იდუმალი აესება, ვინც ტაიას ამ დღეში აგდებდა.. ერთი იცოდა, თუ გიორგი ნიკა იყო, მაშინ ყველაფერი მისი გეგმა იქნებოდა და თუ ნიკა არ იყო, მაშინ არანაირი მოსარება აღარ ჰქონდა''.. თავში ათასი რამ უტრიალებდა.. ცოტა ხანში აზრები დაალაგა და ოფისში ავიდა..
შევიდა თუ არა კაბინეტში სადღაც თაროზე აძვრა, ერთ ერთი ფაილი ისე დადო რომ უეჭველი ჩამოვარდებოდა, მერე ჩამოზვრა და გიორგის დაუძახა..
- თუ შეიძლება ის საქაღალდე მომაწოდე - გიორგიც აწვდა და ეცადა ჩამოეღო.. ბელას გეგმამ გაჭრა, ფაილი ჩამოვარდა და კუთხით მოხვდა გიორგოს შუბლში, დიდი არაფერი, ჩამოკაწრა,.მაგრამ მთავარი ისაა, რომ სისხლი წამოოვიდა...
- სისხლი მოგდის - იყვირა ბელამ.. - ჩამოდი სწრაფად, აქ დაჯექი - ეუბნებოდა და თან სავარძელი ძალით სვამდა.. პატარა ბამბა აიღო, სისხლი მოწმინდა და შეუმვნევლად დამალა.. გიორგის ნაკაწრი დაამუშავა და მოშორდა..
- მე აუცილებლად უნდა წავიდე.. დღეს ნინას წამოვიყავნ და გადავალთ.. შენც თავისუფალი ხარ...
ბელა პირველ როგში საავადმყოფოში მოვიდა და სისხლის ჯგუფის გაგება მოინდომა.. თუმცა ამას საათ-ნახევარი მაინც დასჭირდებოდა, მას კი დრო არ ჰქონდა.. ამიტომ ექიმს შეუთანხმდა, რომ მას დაერეკა და პასუხები ეთქვა, თავად კი ნინასთან წავიდა... მაგრამ საინტერესო მომენტი მაინც ის იყო, რომ გიორგი, სრულიად ''შემთხვევით'' იმავე კლინიჟაში შევიდა, საიდანაც წამების წინ ბელა გამოვიდა..





.....

ესეც შემდეგი თავი.. იმედი მაქვს მოგეწონებათ და შთაბეჭდილებებს გამიზიარებთ.. შეცდომებისთვუს ბოდიში და ველი თქვენს აზრეებს ♥♥



№1 სტუმარი lanu

Magari iyo chemo shokolado Da tkbilo.gaagrdzele veli axal tavs da cota tavebi gazardeeee raaa.ratomgac mgonia giorgi nikaa. Vnaxot vnaxot

 


№2  offline მოდერი tsn

lanu
Magari iyo chemo shokolado Da tkbilo.gaagrdzele veli axal tavs da cota tavebi gazardeeee raaa.ratomgac mgonia giorgi nikaa. Vnaxot vnaxot

გმადლობ ♥♥♥

 


№3  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Vaimeee ra sainteresoaa

 


№4  offline მოდერი tsn

aanamaria
Vaimeee ra sainteresoaa

მიხარია, თუ მასე ფიქროობ ♥♥

 


№5  offline წევრი gvanciii kereselidze

Giooo nikaaa raa magariaaa eseigiii gadarchaaa...yochaggg dzaliannn kargii iyooo ... Gaagrdzeleee
--------------------
G.ke

 


№6  offline მოდერი tsn

gvanciii kereselidze
Giooo nikaaa raa magariaaa eseigiii gadarchaaa...yochaggg dzaliannn kargii iyooo ... Gaagrdzeleee

აუცილებლად განვაგრძობ.. მიხარია, რომ მოგწონს ♥♥

 


№7  offline მოდერი bibo

ვაიმე სხვაგან ვერ დავწერეე აქ ვწერ რო საუკეთესო ხარ საუკეთესოზე მეტი აი ვაფრენ მე შენზე ჩემი აღმოჩენა ხარ შენ ვახ უმაგრესია და იმედია ეს გიორგი ისა ვინც მგონიააა love love აი აი დადე რა თორმეტის მერე რა მოითმენსს კი მოვითმენ მარა დადე მაინც ტკბილად გადავეშვები ბარტყვივით დავიძინებ ალუბალოო ვაშლატამავ ატმის ბუსუსოვ აჭარულო ხაჭაპუროოოო უდიდესო ტორტოვ მარწყვოვ და აი ვერ ვამბობ ისეთი ხარ ვაფრენ მე შენზე love love

 


№8 სტუმარი Black

Anu ver gaigebs ro nikaa?au ra intrigani xar veli shemdegs<3

 


№9  offline წევრი kora

ხომ იცი როგორ უზომოდ ვარ შენზე შეყვარებული? აი, ძალიან-ძალიან! <3
მააგრამ, არ შემიძლია არ გითხრა, რომ ახლა ძალიან ვარ გაბრაზებული შენზე sad ბოლო აბზაცამდე იმედი მქონდა, რომ ხელმოსაჭიდს და ეჭვების გამამყარებელ მეტ საბუთს ვიპოვიტი, მააგრაამ, ასე ლამაზად დამტოვე მშრალზე. არადა, შენ არ იცი როგორ ვუცდიდი ამ თავს. მთელი დღე სამსახურში, გადაღებიდან გადაღებაზე ისე უაზროდ დავდიოდი და მხოლოდ იმზე ვფიქრობდი მალე დამხვედროდა ახალი თავი sad უფრო მეტი მინდოდა sadკარგი იმ ტირანებს არა, არც ბელას, მაგრამ, ჩვენთვის მაინც გაგემხილა სულ სუუულ ცოტა საიდუმლო sad
პ.ს. ოპერაცია "მოვშხამოთ და გავაგიჟოთ" ტირანი დედა-შვილი მომწონს ძალიან wink
--------------------
kira.G

 


№10  offline მოდერი tsn

bibo
ვაიმე სხვაგან ვერ დავწერეე აქ ვწერ რო საუკეთესო ხარ საუკეთესოზე მეტი აი ვაფრენ მე შენზე ჩემი აღმოჩენა ხარ შენ ვახ უმაგრესია და იმედია ეს გიორგი ისა ვინც მგონიააა love love აი აი დადე რა თორმეტის მერე რა მოითმენსს კი მოვითმენ მარა დადე მაინც ტკბილად გადავეშვები ბარტყვივით დავიძინებ ალუბალოო ვაშლატამავ ატმის ბუსუსოვ აჭარულო ხაჭაპუროოოო უდიდესო ტორტოვ მარწყვოვ და აი ვერ ვამბობ ისეთი ხარ ვაფრენ მე შენზე love love

ჩემი გადარეული მკითხველი ხარ შენ და ძალიან ძალიან მიყვარხარ.. კიდევ ერთ თავს, სამწუხაროდ, ვერ ავტვირთავ, რადგან ჯერ არ დამიწერია, მაგრამ საღამომდე აუცილენლად დავდებ და გამიხარდება, თუ იქაც წავიკითხავ შენს თბილ კომენტარს.. ♥♥♥

Black
Anu ver gaigebs ro nikaa?au ra intrigani xar veli shemdegs<3

სულ, სულ ცოტა ინტრიგაა ♥♥

kora
ხომ იცი როგორ უზომოდ ვარ შენზე შეყვარებული? აი, ძალიან-ძალიან! <3
მააგრამ, არ შემიძლია არ გითხრა, რომ ახლა ძალიან ვარ გაბრაზებული შენზე sad ბოლო აბზაცამდე იმედი მქონდა, რომ ხელმოსაჭიდს და ეჭვების გამამყარებელ მეტ საბუთს ვიპოვიტი, მააგრაამ, ასე ლამაზად დამტოვე მშრალზე. არადა, შენ არ იცი როგორ ვუცდიდი ამ თავს. მთელი დღე სამსახურში, გადაღებიდან გადაღებაზე ისე უაზროდ დავდიოდი და მხოლოდ იმზე ვფიქრობდი მალე დამხვედროდა ახალი თავი sad უფრო მეტი მინდოდა sadკარგი იმ ტირანებს არა, არც ბელას, მაგრამ, ჩვენთვის მაინც გაგემხილა სულ სუუულ ცოტა საიდუმლო sad
პ.ს. ოპერაცია "მოვშხამოთ და გავაგიჟოთ" ტირანი დედა-შვილი მომწონს ძალიან wink

საიდუმლოს გამხელას ძალიან ძალიან მალე ვაპირებ.. გპირდები, რომ იმედგაცრუებული არ დარჩებიი wink love

 


№11 სტუმარი anita

au dges dadeb? dzalian magaria

 


№12  offline მოდერი tsn

anita
au dges dadeb? dzalian magaria


კი, აუცილებლად დავდებ საღამოს ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent