ჩემი ხარ ბარნოვა ! (თავი 5)
სწავლაზე ფიქრი და გამოცდები, მონატრებას მავიწყებდა.. საგამოცდო პერიოდმა წარმატებით ჩაიარა, ოთხივე რთული საგანი წარმატებით გადავლახე, უმაღლესი შეფასება არ მიმიღია თუმცა, მაინც კარგი ქულები მივიღე.. ანუ ამდენ მასწავლებელთან სიარულს ფუჭად არ ჩაუვლია.. იმ დღის მერე ნიკას, სულ ორჯერ მოვკარი თვალი, ისიც შორიდან.. მაკო და მეც შევრიგდით, ერთ საათიანი საუბრის შემდეგ, მაინც შევრიგდით.. თითქმის ყოველდღე შევდიოდი მის პროფილზე და ყოველდღე დებდნენ გოგოები ახალ-ახალ ფოტოებს მასთან ერთად. ესეთი საქციალე ძალიან ვულგარულად მეჩვენწბოდა და ძალიან ამაზრზენი იყო ეს ყველაფერი ! მერე მივხვდი, რომ ფეხებზე ვეკიდე ! ასეთ საქციელს აბა სხვა ახსნა ვერ მოუძებნი ! მიყვარდა, მაგრამ იმდენად ამაზრზენი იყო მისი საქციელი და იმდენად გავბრაზდი, ვფიქრობდი, რომ ზიზღს იწვევდა ჩემში. ასეთ ქცევას არ ველოდი, მეგონა ოდნავ მაინც მოვენატრებოდი, მაგრამ ფუჭი იმედები ! შეიძლწბა გაბრაზებულს მეგონა, რომ მეზიზღებიდა.. არა კი არ მეზიზღებოდა, უბრალოდ მასზე იმდენად ვბრაზობდი, რომ ყველანაირი კარგი შთაბეჭდილება წამეშალა ! მოგონებად დარჩა ჩემში ! და დროა ვინანო, რომ მასთან საერთოდ ურთიერთობა მქონდა ! *** 20 ივნისი იყო, საკმაოდ ცხელოდა, დილის ოდნავი სიო ქროდა და ფანჯარაში სუსტად აღწევდა. დილის 9 საათი იყო, სიცხისგან დაღლილი საწოლზე ვიწექი და ვკითხულობდი. ბაბუა ქუთაისში იყო, თინა კი ისევ მუშაობდა, მიუხედავად ზაფხულისა. ოთახში მაკო შემოვარდა და საწოლზე ამოხტა. - რახდება გოგო? ამ დილა ადრიან - რაღაც მოვიფიქრე. ემოციებს ვერ მალავდა და ხელებს ჰაერში ასავსავებდა. - თქვიი - წავიდეთ ქობულეთში დავისვენოთ ერთი კვირით ! გთხოვ რა ! მე მოვაგვარე უკვე, ეხა თინა დავკეროთ რო გამოგიშვას. უთხარი გამოცდებმა დამღალა და დასვენება მინდაო. - ე კაი აზრია, მარა არამგონია გამომიშვას ! - უთხარი იქიდან, რო ჩამოვალ ვიმუშავებო, ჩემი ბიძაშვილი საბა კაფეს ხომ ხსნის და იქ ვიმუშაოთ.. რამე უთხარი, რომ გამოგიშვას ! - როდის? - ხვაალ ან ზეგ ! - მე და შენ? - აუუ.. მე შენ და ბაჩი.. - ჰა? თქვენ ერთად იქნებით და მე იქ რა ვაკეთო.. - გოგო ჩემდას ვეტყვი ქეთის.. ოღონდ ჯერ ცვლაშია მუშაობს და ორ დღეში ჩამოვა.. - დაველოდოთ და, როცა მორჩება მერე წავიდეთ ერთად ყველანი. - ოო ვეღარ ვითმენ გოგო ! მერე ჩამოვა თქო ქეთი. არ გამიტეხო რა.. ძლივს მე და ბაჩიმ დავალაგეთ ურთიერთობა, დედაჩემმაც იცის, რომ ბაჩისთან ერთად მივდივარ.. ესეთი შანსი აღარ მექნება.. გთხოვ რა ! - კაი ჰოო.. თინას ვუთხრა სანამ წავიდა სამსახურში. - დეეე გავძახე ოთახიდან, მაშინვე შემოყო თავი - დდეე მოდიი მოდიი დაჯექი.. ლოგინზე მივუთითე და ხელი დავუტყაპუნე. ორივე ღიმილიანი სახით ვუყურებდით - პირდაპირ მითხარით რა ხდება. - რა და ამ გამოცდებმა დამღალა, კარგი იქნებოდა დასვენება მეგობრებთან ერთად, ზეგ გვინდა ქობულეთში წავიდეთ სულ რაღაც ერთი კვირით.. გპირდები ახლა მომეცი გული და იქედან, რომ ჩამოვალ უნდა ვიმუშაო საბასთან კაფეში და თუგინდა სულ შენ მოგცემ ფულს. გთხოვ გთხოვ გთხოოოვ !! სწრაფად მივაყარე და ახლა ორივემ მუდარით აღსავსე თვალები მივაპყარით. - ასე ნუ მიყურებთ... ხოოო.. კარგი წადი ხოო ! - რა მართლაა?? აუუუ ჯიგააარრრ !!! მაგრად ჩავკოცნე და ლოგინიდან წამოდგა.. საძინებლის კართან იყო უკვე - დედა იქნებ ერთი 100 ლარი დაგეტოვა ვიყიდდი რაღაცეებს.. ხურდას მოგიტან.. - ღმერთოო შემიკლავ ხელში შენ მე ! ფფული საწერ მაგიდაზე დამიდო და ოთახიდან გავიდა. - მიყვარხაარ.. საუკეთესო ხაარ !!! მივაძახეე და მაკომ და მე ხტუნვა დავიწყეთ.. დიდხანს ვხტუნაობდით ემოციებით სავსეები.. - მაკუნიი წამო ვჭამოთ - მშიაა არმიჭამია ისე გამოვვარდი.. წამო წამო .. მაკოს ყავა გავუკეთე, მე ჩაი და "ყიყლიყოები" და კრუასანები ვჭამეთ. - გოგო მიდი ეხა ჩაიცვი სწრაფად ვიყიდოთ რაც გჭირდება და ხვალ წავიდეთ რა ! - კაი ჩავიცვამმ.. ხვალ წავიდეთ.. სახლში სამ საათზე მოვედი, სიარულისგან ფეხები მტკიოდა.. წყალი გადავივლე.. სამგზავრო ტანსაცმელი გავამზადე. დახეული ჯინსი, ბოტასები, ტოპი და ზურგჩანთა ერთ საკიდზე მოვათავსე. მერე მაგიდა გავაწყვე, თინაც მოვიდა და ვივახშმეთ. - აუ დეე როგორ მიხარია იცი წასვლა? - გეტყობა დედა გეტყობა - აუუუ ყველაზე გიჟური ერთი კვირა იქნება. - დედა ჭკვიანად იყავი, თორემ გადავიფიქრებ შენ იქ გაშვებას. - ხოიცი რო ჭკვიანად ვიქნები. - იცოდე როდის სად იქნები ყველაფერი მომწერე. - აუდეე.. შენ ზოლიან მაისურს გამატან? - წაიღე.. - აუუ ჯიგაარ.. ლოყაზე ვაკოცე და ბოლო ნაჭერი ნამცხვარი შევჭამე. - უნდა ჩავალაგო ახლა და წამოო შენც, ჩამალაგებინე. - კაი მერე ავალაგოთ მაგიდა. მთელი ოთახი ავატრიელე, ტანსაცმელს ჰაერში ვისვრიდი, ერთ ჩემოდანში მთლიანად ტანსაცმელი ჩავაწყვე, მეორეში ნახევარი ტანსაცმელი, ნახევარი პირადი ნივთები. ასე, რომ ორ ჩემოდანში გამოვძვერი, თუმცა ცოტაც, რომ გამეხსნა ჩემოდნები ყველაფერი ძირს გადმოცვივდებოდა. - ანაა - ჰოო - ჩემი ზოლიანი მაისური? - ჰაააა?! - ანუ მიტოვებ? - შანსი არაა დეე ხოიცი როგორ მომწონს ! - ჩემოდნებს ვეღარ გახსნი - ზურგჩანთაში ჩავდებ - არ ჩაეტევა ! მაშინ წიგნს და აიპადს ვეღარ ჩადებ - აუუ რაა... - ანუ ტოვებ?! - არა მაინც წავიღებ.. მანქანაში დავდებ! - დედა მანქანაში რო გააფუჭო? - ოო მიზეზებს ნუ ეძებ, რომ დაგიტოვო ! მაინც წავიღებ ! ერთი კვირა რა ! გაძელი როგორმე ! - ხოკაი ჯანდაბას. ორსაათზე დავწექი მაღვიძარა დავაყენე 9ზე, ტელეფონი კომოდზე დავდე და ტკბილად დავიძინე. დილით ტელეფონის წკრიალმა გამაღვიძა: - გისმენთ.. ვუპასუხე და თვალების ფშვნეტა დავიწყე. - გოგო რაღაც უნდა გითხრა. - რახმა გაქვს რამოხდა? - გთხოვ მითხარი, რომ მაინც წამოხვალ ! გთხოვ ჩემი ხათრით გააკეთე ეს! გთხოვ არავითარ შემთხვევაში არ თქვა უარი ! - რახდება მითხარი?!!! - რადაა... ნიკა მოდის - რა????? - ბაჩის მანქანა გაფუჭდა, ხოდა ნიკას მანქანით წავალთ.. გთხოვ უარი ართქვა ! - კაი ! - ანუ წამოხვალ ხოო? - კი ! - გაემზადე და შენ სადარბაზოსთან დაველოდოთ, მანდ მოვა. - კარგი. ტელეფონი გავთიშე და საწოლს მივეყრდენი. მისი ნახვა არმინდოდა, მითუმეტეს მასთან ერთად ერთი კვირის გატარება. მაგრამ დასვენება მინდოდა და მაკოსაც ვერ ვაწყენინებდი, ასე, რომ უნდა ჩამეცვა, ამეკრიბა ჩემი ბარგი, მის მანქანაში ჩავმჯდარიყავი, ქობულეთში წავსულიყავი და ერთი კვირა გამეტარებინა ! საშინელებაა ! თან ორი ორზე? ბაჩი-მაკო ნიკუშა-ანა. ეს რაშუაშია ! მგონი ავურიე !! - დდეე არ გაგვიანდება? ფიქრებიდან თინას ხმამ გამომარკვია - კი ჩავიცვამ და გავალ. ნახევარ საათში უკვე სადარბაზოსთან ვიდექით და ყინულას ველოდებოდით. მანქანა ფეხებთან გაგვიჩერა და სწრაფად გადმოვიდა. ოპააა ! მოიცა მოიცაა ! მის გვერდით სავარძელზე ვიღაც სწერვაჩკა იჯდა და საღეჭ რეზინს ხელით ათამაშებდა ! იმედია ეს სადმე ჩამოვააააა !!! უკვე ბრაზი მახრჩობდაა.. მე აქ ვიტანჯებოდი ცუდადვიყავი და თურმე ამას ახალ-ახალი ნაშები ყავს და ერთობა ! მანამდეც ვეკიდე და ახლაც ვკიდივარ ! მეტის ღირსი ვარ ! - გამარჯობა ანა. მომესალმა და ჩემოდნებს დასწვდა მისი აიტყვა დავაიგნორე და მანქანის უკანა კარი გამოვაღე. ბარგი რომ ჩააწყვეს და ყველანი მოვთავსდით, მხოლოდ მაშინ თქვა - კაროჩე ესაა თიკა და ჩვენთან ერთად წამოვა ! გონებამ გაიფიქრა: - შენ ხოარ უბერააავვვ ??? -ო მაგრამ წარბიც არ შემიტოკებია. უკან ბაჩი მაკო და მე ვიჯექით. - მთელი კვირა ამ სწერვასთან ერთად უნდა ვიყო? ხოვიცი ეს დასვენებაც ისე ჩამშხამდება, როგორც ბაჩის დაბადებისდღე ! ანა დაწყნარდი ! ამ ორმა დასვენება ვერ უნდა ჩაგაშხამოს ! დაიკიდე და უბრალოდ გაერთე ! ყინულას გამო ნერვიულობა არ ღირს ! როგორც მას ვკიდივარ ისე მე უნდა დავიკიდო ! არმაინტერესებს ვსო !! ისე უნდა გავერთო, რომ არასოდეს დამავიწყდეს !!! ყურსასმენები გავიკეთე და თვალები დავხუჭე. დიდი ხნის მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა ჩავაღწიეთ. მანქანა სამსართულიანი სახლის წონ გააჩერა და ყველანი გადავედით. დიდი და ლამაზი ეზო ჰქონდა, სახლიდა პატრონი გამოვიდა - გამარჯონა მიესალმა ნიკა და მივესალმეთ ჩვენც - ჩვენ გვინდა ორი ოთახი ერთში მაკო და ანა იქნებიან, მეორეში მე ბაჩი და თიკა - დაიცა დაიცაა მე ეგრე არმინდა ! პრეტენზია გამოთქვა მაკომ, არადა მე სრულიად ვეთანხმებოდი მოსაზრებას. - მაშინ სამი ოთახი ავიღოთ და ერთში მარტო ბაჩი იყოს ! - ხოარ ღადაობ ! რ მარტო უნდა ვიყო ეე ამჯერად ბაჩიმ წამოაყენა ულტიმატუმი - კაროჩე ბიჭები ერთად გოგოები ერთად. ბაჩიმ ბოლო მოსაზრება გამოთქვა. - მოსულა.. ესეიგი ქალბატონი ჩვენ გვინდა ორი ოთახი ლუქსირებული სასურველია მესამე სართული. - კი შვილო წამოდით და გაჩვენებთ თან. ორივე ლუქსირებულია, ერთში ოთხუ საწოლი დგას მეორეში ორი, მაგრამ იმ ერთს ისე გამოიყენებთ. ოთახები დიდი მოცულობისაა.. ერთ სართულზე იქნებით მხოლოდ თქვენ, ერთი აბაზანაა, ერთი საპირფარეშო და სამზარეულო, მისაღები ერთად. მგონი კარგი პირობებია ხო? - კი.. ბარგს ამოვიტანთ. თურამე დაგვჭირდა გეტყვით. - კარგ დასვენებას გისურვებთ... ოთახში შევედით, ფანჯარასთან მდგარ საწოლს მივაშურე და ჩემოდნების ამოლაგება დავიწყე. სამივე გოგო ოთახში ვიყავით, მხოლოდ მე ვალაგებდი. - ანაა გავიდეთ რა პლაჟზე - დავალაგოთ და წავიდეთ. - აუ არა რაა, რომ მოვალთ მერე დავალაგოთ, ჯერ გავიდეთ. მიდი გავემზადოთ. - კაი გავემზადოთ. - თიკა შენ არ წამოხვალ? საწოლზე გაშოტილ თიკას ალმაცერად გავხედე და საცურაო კოსწიუმი ჩემოდნიდან ამოვაძვრინე. - აუ კი ! მარა ვერ შევალ - რატო? ჩაეკითხა მაკო - აუუ ციკლი მაააქქქვს გაგვეწელა და ფეხზე წამოდგა - რაღას წამოხვედი მერე მკვახედ ვუპასუხე და კარისკენ წავედი - ნიკუშა ისე უცბად დამადგა თავზე რო რა წამოვიღე ისიც არ მახსოვს პროსტაა რა შოკშივაარ -გამოვიცვლი და გამოვალ. შავი საცურაო კოსწიუმი ჩავიცვი, ქვემოთ შორტი ამოვიცვი და საცურაო ბიუსჰალტერისამარა გავედი. - ჩაიცვი შენც და გავიდეთ - ჩავიცვი უკვე. - მაშინ წამო. რატო მიყურებ - რა ტანზე ხარ გოგო ! - შენი ჭირიმე გაამოადგი ფეხი ! - აუ დამელოდეთ გოგოებო აწიკვინდა თიკა. გოგოები დაბლაიყვნენ, ლასტები ჩავიცვი, სათვალეებიც მოვირგე და ოთახის კარები გადავკეტე. უკან ნიკა მომყვა, კარგახანს მიყურა, მერე კიბეებზე ჩავედი და ისიც წამომყვა: - ჩემი დედ.. არ გიცნობდე მაინც - ..... - აუ არ გამეცნობი ტო? - შემეშვი. სწრაფად ჩავედი კიბეებზე და ბავშვებს შევუერთდი. ზღვასთან ტრასა გვაშორებდა. ზღვის სუნთან ერთად სიმშვიდეც ვიგრძენი. მხოლოდ ერთხელ ვიყავი წყალში. წასვლამდე მზის გულზე ვიწექი და ვცდილობდი ჩემი თეთრი კანი ცოტა გაშავებულიყო. ყველანაირად ვცდილობდი ნიკა დამეიგნორებინა რაც საკმაოდ კარგად გამომივიდა. კივილი და მაკოს სიცილი გავიგე და სწრაფად ავდექი: - ააარააააააააა !!!!!! ნიკააა დამსვიიიიუუუ დამსვიიი გთხოოოვვვვ !!!!! ააააააააააააააააა !!!!!!!! არააა არააააააა ნიკაააააააა!!!!!! არ ქნააააააააააააააააააა !!!!!! გთხოვვვვ ყველაფერს შეგისრულეებბბ !!!! არმინდაააააა არმინდაააააააააააააა !!! წყლისკენ მიმავალი ნიკა დავლანდე, რომელსაც ხელში ჰყავდა აყვანილი თიკა და წყლისკენ მიაქანებდა . მაკოს სიცილში მეც ავყევი და სათვალე მოვიხსენი. მერე წყლის ხმა და უცბად სიჩუმე.. მერე ისევ თიკას წიკვინი. გულის სიღრმეში მის ადგილას წარმოვიდგინე თავი და გაამიტყდა.. თიკა შემეცოდა.. რომ გაუგო ალბათ ცუდი გოგო არიქნება უბრალოდ ა! ცოტა მარცხი იყო :დ მაგრამ მაინც გადავრჩით. საწოლზე გულაღმა ვიწექი და ერთი კითხვა არ მასვენებდა -ვინ იყო თიკა ნიკუშასთვის- პასუხი ნათელი იყო, მაგრამ მინდოდა რომელიმესგან მომესმინა სიმართლე. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და თიკას ვკითხე: - შენ და ნიკუშა შეყვარებულები ხართ? ბავშვურად გამომივიდა, მაგრამ სიმართლის ცოდნა მინდოდა! - ჰააა? ღდაობ ხოო ?! რა შეყვარებული ! აუ იმენა მეღადაცები ხო? - არა შენ? ცინიკურად ვუთხარი და ამრეზით გავხედე. - არაა გოგოო. რა თემაა იცი? პროსტა მე და ნიკას სექსი გვქონდა ხოლმე. იმენა არციცი შეყვარებული რაარი ! სექსი გვქონდა ხოლმე მეტი არაფერი ! ყელში მომჯდარი ბურთი გადაცყლაპე და გარეთ გავედი. გაფუჭებული რადიოსავით მიტრიალებდა სიტყვები "სექსი გვქონდაო" და გული მეკუმშებოდა. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ნიკას ვეკიდე და არასდროს ნდომებია ჩემთან ურთიერთობა ! *** ღამის ორსაათზე ბორგვა, რომ შევწყვიტე, შორტები ამოვიცვი, დიდი მაკოს ჟაკეტი მოვიხვიე და წიგნით ხელში საერთო აივანზე დავჯექი. ფეხები მოაჯირზე მქონდა შემოწყობილი და ვკითხულობდი. იმდენად ჩამითრია წიგნმა ფეხის ხმა ვერცც კი გავიგე. *** ბოდიშით დაგვიანებისთვის.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.