სულ გაგიჟდა ეს ახალი თაობა!!! (თავი მეოთხე)
სორი! ინტერნეტი არმაქ! ბოდიში ხალხო! რასაც ვწერ მობით ეგაა! თუ გახსოვთ ვინმეს კი წაიკითხეთ თუარადა თქვენ კარგად იყავით, არც მე არაფერი დამაკლდება არც თქვენ, უყვარხართ ვოვა ჩუმაკს. (ბევრი გულის სმაილი:დდ) -მოკლედ ჩემს აგარაკზე წავალთ, თან ჩემს შვილსაც წამოვიყვან და გაიცნობთ, ბიჭები კი იცნობენ მაგრამ-მხრები აიჩეჩა გიომ -კარგია, იმედია დედამისიც წამოვა და ჩვენ არ შეგვატოვებ მოსავლელად-გავიცინე მე -არა, არ მოდის, დამშვიდდი-ჩაიცინა მან და სუფრას მივუსხედით, ყველამ ერთად ვისაუზმეთ, შემდეგ კი ჩვენ-ჩვენი ბარგიანად ჩავედით ქვემოთ, საბედნიეროდ ნიკას მანქანა იმხელა იყო საბარგულში ყველას ბარგი ეტეოდა და 5 ადამიანიც თავისუფლად ვთავსდებოდით -ბავშვს მე დავიჯენ, ჭუჭყუნაა, უკან, ნათელა წინ დაჯდება მგზავრობა სწყენს, შენ და ერეკლეც უკან-დაგვანაწილა გიორგიმ -მეც მწყენს მგზავრობა-ვთქვი დ ა შუბლშკრული გადავხდე ბიჭებს -შენ ახალგაზრდა ხარ, გაუძლებ, დალიე წამალი-მხარზე მეგობრულად დამკრა ხელი ნიკამ და წამალი ხელში მომაჩეჩა, სხვა რა გზა მქონდა, სწრაფად გადავყლაპე და უკან დავჯექი, კიდევ კარგი გიორგი შუაში იჯდა და ერეკლე არ მომისვეს გვერდით, მშვიდად მივადე საზურგეს თავი და დავიძინე -გაიღვიძე-ფრთხილად მაღვიძებდა ბებია და ლოყაზე მისმევდა ხელებს -ჩამოვედით?-ჩავიბურტყუნე და თვალები გავახილე -ხო, გადმოდი, ბიჭებმა უკვე შეიტანეს ბარგი-მითხრა და ჩემთან ერთად შემოვიდა დიდ ლამაზ სახლში. -მაგარია-ჩავიბურტყუნე და აქაურობას თვალი მოვავლე -მაგარია, მაგრამ ვფიქრობ რომ ჩემი ადგილი აქ არაა-ამოიწუწუნა ნათელამ -რატომ ვითომ?-წარბებშეკრულმა გავხედე -სულ ახალგაზრდები ხართ-ღიმილით გადმოგვხედა მან -მერე შეასრულე ბებიის ნისია, გვაჭამე-ხელები ერთმანეთს დაარტყა ნიკამ და ორივეს ხელი გადაგვხვია -მეძინება მე-ვთქვი და ოთახების თვალიერება დავიწყე. -აქაა შენი ოთახი-მანიშნა ერთ-ერთ ოთახზე ეკემ -კარგი, შევალ-ისე ვუთხარი არც შემიხედია და ოთახში შევედი, იქვე დავინახე ჩემი ბარგი, თუმცა არაფერი ამომიღია, ლოგინზე გავწექი და სიზმრების სამყაროში გადავეშვი კიდევ ერთხელ. ვგრძნობდი ვიღაც ნაზად მეფერებოდა სახეზე, თითებს ხან ჩემს თვალებზე ხან ცხვიზე ხანაც კი ტუჩებზე დააცოცებდა, რამოდენიმეჯერ ამოვიზმუვლე, თავი გავაქნიე მინდოდა მომეცილებინა თუმცა იქამდე არ მომეშვა სანამ თვალები არ გავახილე, წინ პატარა ბავშვი მეჯდა, 2 წლის იქნებოდა და სიცილით მითათუნებდა სახეზე ხელებს -გაიგვიძე დეიდა?-ამოიხითხითა ბავშვმა, მეც სწრაფად წამოვხტი ფეხზე და ბავშვს ხელი დავავლე -შენ ვინ ხარ აბა? აქ საიდან მოხვდი?-ვეკითხებოდი ბავშვს და თან ჰაერში ვაბურთავებდი -ძიამ და მამიკომ მომიკვანეს-ხითხითებდა პატარა ჩემს მკლავებში, მეც ბავშვიანად სწრაფად ჩავედი ქვემოთ და ნიკუშას მივუჯექი გვერდით -ეს ვინ შემომისვა ოთახში?-გავიცინე მე -მე-ხელი აწია სერიოზული სახით ერეკლემ -შენი შვილია?-ვკითხე გიორგის -ხო დედამისმა ჩამოიყვანა და ეგრევე შემოგისვით-ჩაიცინა ნიკამ -დამპლებო-ენა გამოვუყავი და ბავშვთან თამაში გავაგრძელეთ მე და ნიკუშამ. -ელენიკო, გამოდი ბებია შენი დახმარრბა მჭირდება-გამომძახა ბებიამ სამზარეულოდან. -მოვდივარ-გავყვირე, ბავშვი ნიკას მივეცი და დამზარეულოში გავედი -ბებია შენ რომ იცი ისეთი მჭადები დააცხვე ახლა-შემოციცინა ბებიამ -ოხ როგორ მიყვარს მაგის დაცხობა-ვთქვი გახარებულმა, ხელები დავიბანე, ფქვილს წყალი შევურიე და ცომის მოზელა დავიწყე, ორ ტაფაზე ვაცხობდი მჭადს რომ მალე გამემზადებინა და ბიჭებს ეჭამათ, აბა მე ამას არ ვჭამდი და.. -შემოდიიიით-დავუყვირე ბიჭებს მაგიდა რომ გავაწყვეთ, მალევე შემოლაგდნენ ყველანი -ხვალ სავარჯიშოდ მივდივართ, ვინ წამოვა?-იკითხა ერეკლემ და ჭამა დაიწყო -მე წამოვალ, რა მაგარია, ვირბენთ ხო? ტყეში?-გახარებულმა გავხედე ეკეს -ხო დილით, გაგაღვიძებ თუგინდა-მხრები აიჩეჩა მან -მინდა, მინდა-ტაში შემოვკარი მე -კარგი, ეგრე იყოს, ეხლა ჯოკერი ვითამაშოდ და მერე დავიძინოთ-თქვა გიომ საჭმელი რომ დავამთავრეთ, ბავშვი ნათელას გაატანა დასაძინებლად და კარტი მოიტანა -აბა დავნაწილდეთ წყვილებში?-გაიცინა ნიკამ -მე წესიერად არ ვიცი თამაში-მხრები ავიჩეჩე მე -მაშინ მე და ნიკა ვიქნებით და შენ და ჩოხელი-თქვა გიორგიმ -ჩოხელი?-გავიკვირვე მე -ჩემი გვარია-ჩაიცინა ერეკლემ -მეც არ გამიკვირდაა-გავიცინე და სწრაფად მოვიმარჯვე კალამი ხელში, -დავიწყოთ-კარტი დაარიგა ნიკამ და თამაში გავაჩაღეთ. ნიკა, გიო და ერეკლე კარგი მოთამაშეები აღმოჩნდნენ, ძირითადად ჯოხი ჩემზე ტყდებოდა. ნიკაც და გიოც სულ ამით სარგებლობდნენ და საბოლოოდ მე და ჩოხელმა წავაგეთ, შემდეგ კი ყველა ოთახებში დავნაწილდით და ტკბილად დავიძინეთ. -გაიღვიძე-მანჯღრევდა ვიღაც და ცდილობდა სიზმრებიდამ გამოვეყვანე -გაეთრიე რა-ამოვიზმუვლე და საბანი თავზე გადავიფარე -ვარჯიშის დროაა-ყურში ჩამესმის ერეკლეს ყვირილი -აუ რა კარგ სიზმარს ვხედავდი-წუწუნით გავახილე თვალებიდა დავამთქნარე -მე მხედავდი ალბათ ხო? მიდი ადექი ჩაიცვი და წავიდეთ-გამიცინა და ოთახი დატოვა, მეც სწრაფად წამოვხტი ფეხზე, სპორტული შავი შარვალი, ნაიკის წითელი ბოტასები და ბიჭის მუქი ლურჯი მაისური ჩავიცვი რომელიც ავიკეცე და ჭიპზე შევიკარი, გრძელი თმა რომელიც თითქმის საჯდომამდე ჩამოდიოდა კოსათ ავიკარი და მისაღებში გავედი, სადაც ერეკლე პრესებს აკეთებდა -წავედით?-წამოდგა ფეხზე და ამათვალიერა -ხო ღიპი უნდა დავაგდო-სიცილით ვთქვი და ჩემს შეზნექილ მუცელზე ხელი წამოვიკარი ვითომ ღიპი ყოფილიყოს -წარმატებები, მაგხელა ღიპის დაგდება ადვილი საქმე ხოარაა, ბევრი ვარჯიში მოგიწევს-ამყვა ხუმრობაში და გარეთ გავედით -ტყეში ვირბენ, სულ ვოცნებობდი ისე მერბინა ტყეში კინოებში რომ დარბოდნენ, შემდეგ კი ნადირს შევეჭამე-ვთქვი აღტაცებულმა -ვნახოთ, ვინ შეგჭამს?-თვალი ჩამიკრა ჩოხელმა და სირბილით დაიძრა ტყისკენ, თან ყურსასმენები გაიკეთა. -ეიი, კარგი რა, მოიხსენი ეგენი, მართლა რომ ნადირმა შემჭამოს ვერ გაიგებ და ცოდო ვარ-მივსდევდი უკან, თუმცა კარგად მესმოდა სიჩუმეში გაურკვეველი მუსიკის ხმა და დარწმუნებული ვიყავი არ ესმოდა საუბარი. თითქმის ათი წუთი ვირბინეთ სიჩუმეში, ბოლოს მომბზრდა და ფეხს ავუჩქარე, ვისკუპე და პირდაპირ მაღალ სხეულს შევახტი ზურგზე, კბილები კისერზე დავასე და ხელები და ფეხები მაგრად შემოვხვიე წელზე -ლაწირაკო ბავშვო, რას აკეთებ-დაიღრინა ჩოხელმა და ხელის ერთი მოძრაობით ამიტაცა ჰაერში, მის თავზე გადამატარა და ხელში უკუღმა დამიჭირა -ამომაბრუნე ბიჭო, გოჭი კიარავარ-ვიგუდებოდი სიცილით -გაგიშვებ თუ გაჩერდები და წესიერად გამომყვები გვერდით-შემომიღრინა და ძირს დამსვა -მერე დავიღალე და როგორ გამოგყვე? ცოტა ხნით დავისვენოთ-ვუთხარი და იქვე ხის ქვეშ დავჯექი. -სავარჯიშოთ ხარ თუ წამოსაწოლად? ადექი ფეხზე და გამომყევი თორემ დედას გეფიცები დაგტოვებ-შემხედა ერეკლემ და ჩემს წინ დადგა -აბა წარმატებები, რო გამოივლი გამაღვიძე და სირბილით მივიდეთ სახლამდე, მე მეტი არმინდა-ვუთხარი და ხეს კომფორტულად მივეყრდენი, თვალები დავხუჭე და გავიცინე, მალევე გავიგე ნაბიჯების ხმა და ვიგრძენი მარტო ვიყავი -მარტო დამტოვა იმ იდიოტმა-ჩავიდუდღუნე ჩემთის და ფეხზე წამოვდექი, ხეების თვალიერება დავიწყე და ერთ-ერთ ადვილად ასაძრომ ხეზე ავცოცდი, ისე დავჯექი რომ ვერც ქვემოდან დავენახე და ვერც გვერდიდან შემატყობდნენ რომ ხეზე ვიყავი. მოკლედ შურისძიების და ცოტა გართობის დრო იყო, ერთ-ერთ ტოტზე კარგად მოვკალათდი ისე რომ ჩამოვარდნის არავითარი შანსი არ მქონოდა და მოვლენების განვითარებას დაველოდე, მალევე გავიგონე ნაბიჯების ხმა და იმ ხის ძირას სადაც მე ვიჯექი სილუეტი გაჩერდა -წავიდა ალბათ ის დებილი-მომესმა ბუტბუტიც და მალევე გაუჩინარდა სილუეტი სახლისკენ მიმავალ გზაზე. ეხლა ველოდი როდის მივიდოდა სახლში და მნახავდა რომ არ მივსულვარ. თითქმის ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ გაისმა ჩემი სახელის ყვირილი, ხან ნიკა ყვიროდა, ხან ერეკლე და ხანაც გიორგი. -სადარის ეს ბავშვი, მოვკლავ რომ ვიპოვი, ნეტა არაფერი დაუშავდებოდეს-ბოლოს სახეგაფითრებული ერეკლე დაჯდა ხის ძირში რომელსაც კარგად ვხედავდი, და თავი ხელებში ჩარგო, ცოტა შემეცოდა კიდეც, სწრაფად გავიძვრე ფეხსაცმელი ფეხიდან და ფხუკუნით გავუქანე თავში, კიდევ კარგი ხის ტოტებმა შეაჩერა და პირდაპირ მის წინ დავარდა, ჯერ გაკვირვებულმა გახედა ფეხსაცმელს, ბოლოს კი გაცოფებული სახით წამოხტა ფეხზე და ხეების თვალიერება დაიწყო -მოგკლავ ელენე! არ გაცოცხლებ, ეხლავე ჩამოდი სანამ უფრო გავბრაზდი-ყვიროდა ის და ხეებს ათვარიელებდა -თუ არ მომკლავ ჩამოვალ-ჩავძახე ქვემოთ -ცოცხლად დაგმარხავ-დაიღრინა და ხმის მიმართულებით გამოიხედა, მალევე შეხვდა მისი შავი თვალები ჩემსას -მაგას მირჩევნია აქედან გადმოვხტე, მერე შეგეცოდები და არაფერს მიზავ-ენა გამოვუყავი ზემოდან და უფრო მაღლა ავცოცდი -ჯანდაბას ჩამოდი-დამიღრინა კვლავ -კარგი, მაინც რა უნდა მიქნა, მართლა ხოარ მომკლავ-მხრები ავიჩეჩე და ძირს ჩამოვხტი, მიწაზე დავდგი თუარა ფეხი მაშინვე ვიგრძენი მძიმე ხელების შემოხვევა წელზე -როგორ შემეშინდა, სუფთა ბატი ხარ, რამ აგიყვანა ხეზე-მიხუტებდა და თან გაბრაზებული მესაუბრებოდა -მარტო დამტოვე და-გვიბუსხე მეც -ჯიუტო თხა, მარტო მე არასდროს დაგტოვებ, ვერც დაგტოვებ და რომც გამაგდო მაინც არ წავალ-მიჩურჩულა და ნაზად მაკოცა კისერში, ჟრუანტელმაც არ დააყოვნა და გამცა. -დარწმუნებული ვარ ვერც შენ დავტოვებ-ჩაიქირქილა და რამოდენიმეჯერ კიდევ დამიტოვა წამიერი, თუმცა ხმაურიანი კოცნა ყელის და ლოყის არეში.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.