შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა ანგელოზი ვიყო 12


26-04-2016, 22:52
ავტორი s.g
ნანახია 1 755


-ვიცი, ძალიან ვიწრო წრე იქნება მაგაზე არ იდარდო, მთავარია მანამდე ყველაფერი მოგვარდეს და დემეტრე არ გაგიჟდეს...
-ხო იმედი მაქვს, ისე უფრო ლუკას რეაქციის მეშინია...
-ექიმთან იყავი?
-კი წამლები დამინიშნა, გადასხმებსაც ვიკეთებ საავადმყოფოში, ამიტომ ჯერ-ჯერობით ვარეგულირებთ სიტუაციას , გართულებები არ მაქვს....
-ძალიან კარგი ....
-კარგი წავედი, მადლობა კიდევ ერთხელ....ვცდებოდი შენში
-რას ამბობ სამადლობელი არაფერი გაქვს....
-როგორ არ მაქვს, სრულიად უცხოს ეხმარები, მასზე ქორწინდები, რაღაც მოვალეობას კისრულობ ...ეს არ არის მარტივი საქმე....პირიქით ძალიან რთულია....მაპატიე გართულებებისთვის, რაც შემ გამო წარმოგეშვა....გპირდები, ჩემთან დაკარგულ დროს მთლიანად აგინაზღაურებ....
-რენე მე
-კარგი წავედი, გნახავ მერე, კიდევ ერთხელ მადლობა...
...........
-შენ ბიჭო მთლად გასულელდი?! იცი ეგ ყველაფერი რა დონემდე მიგიყვანს?!
-ვიცი, ძალიან კარგად ვიცი და შენი რჩევა არ მჭირდება ...ისედაც ვიცი ჩემ თავს რაც ხდება ....
-ძალიან კარგი თუ იცი ...... მაშინ დატკბი მასთან ყოფნით ცოტა ხანს, და მერე კი წავა, და მადლობას გეტყვის .....
-იყოს ეგრე, არ მაქვს პრობლემა...
-მე კი არ მესმის, ქალი რომელსაც აღმერთებ, როცა დრო მოვა წავა შენ კი ასე თავისუფლად გაუშვებ?
-აბა რა გავაკეთო, თუ არ მოუნდება ჩემთან ყოფნა გავუშვებ, აბა გგონია ძალით შევაკავებ ?! არა, მე მინდა იყოს ბედნიერი, გამოჯანმრთელდეს და თუ ჩემთვის არაა გაჩენილი, იპოვოს ის ვისთანაც ბედნიერი იქნება ....
-არ ვიცი რა ვთქვა, ყოჩაღ შენ გაძლებას...
........
ვერც კი წარმოიდგენენ ანდრეას მეგობრები, თუ რად უჯდება ამ ყველაფრის თქმა, არადა გული უსკდება იმის წარმოდგენაზე, რომ მისი სიყვარული შეიძლება სხვისი მეუღლე გახდეს, მაგრამ ახლა სრულიად რენეს ჯანმრთელობაზეა გადართული, და ამ ეტაპზე მისთვის ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია...
.......
-ქეთო, პირველად გნახე ასე უსაქმურობდე, რაო სანდრამ, მკაცრად გაგაფრთხილა არაფერს ხელი არ ახლოო?
-რომ არ გავეფრთხილებინე ასე ვიქნებოდი? იცი რამდენი სამეცადინო მაქვს? აი უამრავი, რა ვქნა არ ვიცი
-შენ შვილო ნორმალური თუ ხარ, რა სამეცადინო, ამდენი ხნის შემდეგ ძლივს ხარ სახლში და ახლა შენი ხმა არ გავიგო, მართალია სანდრა
-ოხ შეკარი შენ პირი, რა გენაღვლება კი დაფრინავ ჩიტივით ... ლუკაც ვერ მოდის
-რა უშლის ხელს, ვაჟამ ხომ იცის?
-ვაჟამ კი და სანდრამ?
-მერე რა არ შეიძლება გინახულოს? დიდი ამბავი ახლა
-არა, ახლა რომ მოვიდეს და მერე განაცხადოს ჩვენი ურთიერთობის შესახებ უხერხული იქნება, სანდრა სხვანაირად გაიგებს ...აქ დადიოდაო, ვითომ ახლობელიო ისეო და ახლა კი სიძეობას მიპირებსო...
-ხო ისე მართალი ხარ, რომ იცოდნენ სულ სხვა რამეა ...შენც მოითმინე ორი დღე, მგონი ვაჟა და ლუკა გეგმავს რაღაცას...
-შენ საიდან იცი
-ოჰ, მე რას გამომაპარებ...შენ კი სულ ჭურში ხარ
-კარგი ერთი....სულ ამ ოთახში მყოფმა რა უნდა გავიგო...რაც ვიცი იმაზეც მადლობა მითხარი...
-უყურე შენ როგორ სხვანაირად ჭიკჭიკებს...სადაა ის მორცხვი გოგო
-რენე გცემ....
- ვითომ მოახერხო ისე მეუბნები ....ლუკამ იმოქმედა არა?
-.....
-აუუუუ რა შტერი ხარ....ლუკას ხსენებაზე, სულ ასე უნდა წითლდებოდე?
-არ ვწითლდები მე
-ოხ რას მელაპარაკები ....აი სარკე, ნახე შენი თავი
-ალბათ დაცხა...
-ოხ ვის უმალავ....გაკოცა ხო?
-რენე
-კაი მიდი თქვი
-არა
-მატყუებ
-გეფიცები
-ოჰ როგორ მოხდა ....მიკვირს ჩემი ძმისგან, მაგრამ ახლა ვხვდები, საქმე შენ შეგეხება აი ესაა მთავარი ...ვაიმე ახლა უარესად გაწითლდი კაი მორჩა არაფერს ვამბობ...
-კიდევ კარგი....
-ქეთო
-მოხდა რამე
-უნდა დაგელაპარაკო
-ასეთი სახე როდის გქონდა არც მახსოვს...
-ახლა რასაც გეტყვი, ვიცი არ დაიჯერებ, გამორიცხულია, ამტომ მიწევს შენთვის სიმართლის თქმა
-რა ხდება რენე
-ანდრეა ხომ იცი
-რას ქვია ვიცი....რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ადამიანია სამჯერ მინახულა, არადა მართლა არ იყო, რამეთი ვალდებული
-ცოლად მივყვები
-რა
-რაც გაიგე
-რა ხდება
-ავად ვარ ქეთ
-რაქ ქვია ავად ხარ
-ნუ მოკლედ რაღაც პრობლემა მაქვს გულზე
-რენე შენ
-ქეთო დამშვიდდი რა გატირებს...ხედავ მე არ ვტირი, შენ რამ აგატირა არ ვიცი
-რას ქვია რამ ამატირა ....სრულ ჭკუაზე ხარ? ამას მიმალავდი? მე რა მეგობარი ვარ... მე რა ადამიანი ვარ... ვერაფერი ვერ შეგატყვე ....
-ხომ არ გაგიჟდი? არ იცი როცა არ მინდა ვერაფერს შემამჩნევ?
-ხომ კარგად იქნები
-აბა რა ქეთუს
-რამე საშიშია?
-არაფერი, უბრალოდ მკურნალობა უნდა
-ღმერთო, ვერ გავიგე, ანდრეას რატო მიყვები, რენე საშინლად დავიბენი
-არ მინდა ჩემებმა გაიგონ
-რატომ რენ
-გთხოვ, ხომ გიყვარვარ? აი ჩვენი ამდენი წლის მეგობრობის გამო გთხოვ, რომ მომენდე ....ვიცი რასაც ვაკეთებ
-ანდრეა რა შუაშია....
-ანდრეამ შემომთავაზა, ისე რომ წავიდეთ არ გამოდის, ხომ ხვდები არა?
-სხვა გამოსავალი არ არსებობდა?
-იტალიაში მინდოდა, მაგრამ ხომ ხვდები არა იქ გამორიცხულია.....გერმანიაში მარტო სად წავსულიყავი? ანდრეა კი ესპანეთის მოქალაქეა, უამრავ ადამიანს იცნობს , ყველაფერი გაიგო, საუკეთესო კლინიკაა, ამიტომ ავირჩიე ეს გზა
-არ მჯერა რომ ეს შენ ხარ...ასე როდის დაუახლოვდი ანდრეას? ჩემთან სიტყვა არ გითქვამს
-ყველაფერი ხდება, ხომ იცი არა როგორი არაპროგნოზირებადი ვარ? არც უნდა გაგიკვირდეს...ქეთო შემომხედე... დამშვიდდი ....სად დევს კატაბალახას წვეთები?მითხარი
-ააარრრვვიიი
-ქეთო შემომხედე...აწიე თავი, კარგად მისმინე შენ იცი მე რომ ასე უბრალოდ რაღაც ნაბიჯებს არ ვდგამ არა?
-კკიი
-ისიც იცი, როცა ვდგამ ამაში დარწმუნებულიი ვარ...ამიტომ მომენდე და შენი ერთი ცრემლიც არ დამანახო, თორემ ლუკას თვალით არ განახებ...
-რამე წესიერი მუქარა ვერ მოიფიქრე?
-აიიი ყოჩაღ ....აბა რა გაღიმება არ ჯობია? ხომ იცი როგორ მიყვარხარ, უბრალოდ ახლა ასეა საჭირო
-კი მაგრამ, მერე რომ დაამთავრებ მკურნალობას უნდა გაშორდე?
-აბა რა ქეთუს
-კი მაგრამ მშობლები
-კარგი რა, ხომ იცი რომ ყოველთვის მხარეს დამიჭერენ რაც არ უნდა გადავწყვიტო
-ეს ხომ ადვილი არაა, გაყვე და გამოშორდე ვითომ არაფერი
-აბა რა უნდა ვქნა ქეთუს ....ანდრეას სხვა ცხოვრება ექნება ...მე სხვა, ისედაც რამდენ დროს წავართმევ ღმერთმა იცის
-ანდრეა რატომ აკეთებს ამას
-სიმართლე გითხრა არ ვიცი, ჩვენი ოჯახების უერთიერთობის გამო მეთქი? არაო მიპასუხა,ალბათ ვეცოდები ნუ ამას არ აქვს მნიშვნელობა ....უბრალოდ მივხვდი რომ ძალიან კარგი ადამიანია და ჩემდა უნებურად მის მიმართ ნდობა გამიჩნდა რაც ძალიან მიხარია...
-ხომ არ...
-რა ხომ არ
-რავი მოსწონხარ ან ხომ არ უყვარხარ?
-კარგი რა ქეთო გჯერა ეგეთი რამეებს ....რა სიყავრული? ნუ შენი მესმის პატარაობიდანვე ლუკაზე ამოგდიოდა მზე და მთვარე, აფანატებდი ....ფეხზე ეკიდებოდი ხოლმე .....მისგან უამრავი დამცირების მიუხედავად ეს გრძნობა მაინც არ გაგიქრა ...ანდრეა კი სულ რამდენჯერმე მყავს ნანახი
-შესაყვარებლად ორი ნახვაც კმარა
-არა დამიჯერე ეგრე არაა ...პირიქით ყველაფერმე მეთანხმება უბრალოდ კარგი მეგობარი შევიძინე, რომელიც ამ დროს გვერდში დამიდგა
-არვი რა გითხრა ვერ წარმოვიდგენ, რომ ნუ კი იცნობთ ოჯახით ერთმანეთს, მაგრამ ამდენ რამეზე წასულიყო .....
-აი შენ თვითონ დარწმუნებდი ......არ მინდა ამაზე საუბარი და შენი ცრემლები არ დავინახო
-ხომ კარგად იქნები
-კაჟივით
-რენ
-როგორ გიხდება ღიმილი, რომ იცოდე, უფრო შემართება მაქვს, რომ მალე დავბრუნდე და სულ გაღიმო ხოლმე
-რენ
-ხო ქეთუს
-უშენოდ მე გავგიჟდები
-არაფერიც არ გაგიჟდები
-შენ რომ რამე მოგივიდეს, მე ვერ გადავიტან
-ახლა ჭკუიდან არ გადამიყვანო რა უნდა მომივიდეს? მე რენე ჯაყელს?! რაღაც აბსურდულს მეუბნები
-მართლა რენ? თუ ჩემ დასამშვიდებლად ამბობ ?
-რა დასამშვიდებლად ...ეგეთი რამე მჩვევია?
-არა
-მაშინ რატომ გეპარება ეჭვი ჩემში...უბრალოდ დამიჯერე და სიტყვა არ წამოგცდეს გესმის?
-კი
-ქეთ გთხოვ.... შენ ვერ დაგიმალე, ამიტომ გთხოვ იმედი არ გამიცრუო და არავის უთხრა
-გეფიცები ...ჩვენ მეგობრობას გეფიცები
-მადლობა ქეთ...
-მშობლებს როდის ეტყვი
-დღეს მინდა ვუთხრა
-კი მაგრამ დაიჯერებენ?
-ოჰ არ იცნობ შენ დაქალს? არ იცი რეები შეუძლია?
-კი მაგრამ, ახლა ისეთი სიტუაციაა, არ ვიცი დაგიჯერებენ თუ არა
-აი ნახავ
..........
-დეეე სად ხარ
-აქ ვარ რენე რა მოხდა
-მამა სადაა
-კაბინეტშია
-დაუძახე გთხოვ
-.......
-რა ხდება შვილო ცუდი ხომ არაა ჩვენ თავს....
-არა მა რა ცუდი, მაგრამ არვი ამას როგორ მიიღებთ
-რა ხდება
-ხომ იცით როგორ მიყვარხართ...ისიც იცით რომ დაუფიქრებელი გოგო არ ვარ, თან ჩემი ასაკიც გაიხსენეთ...განა თქვენ თვითონ არ გინდოდათ?
-რაზე ლაპარაკობ შვილო
-არ ამბობდით შინაბერა არ დაგვირჩე, გოგოსგანაც გვინდა შვილიშვილებიო
-შვილო ორსულად ხარ ?
-ვამეეე არა დედა რა ორსულად
-აბა რა ლაპარაკია ეს
-შეყვარებული ვარ
-შეყვარებული?
-აჰამ.... უკვე დიდი ხანია
-კი მაგრამ ეს როგორ ....იტალიელია?
-არა მა ...
-ქართველი?
-კი ...
-სად გაიცანით ერთმანეთ.
-"დაკითხვის ოქმი" 9 საქმე № 27
-კარგი რა შვილო სასაცილოა რამე? ვერ ხედავ დედაშენი შოკშია
-მართლა დაკითხვის ოქმს გავდა....არ შეგიძლია უფრო ცივილიზებულად გამომკითხო ყველაფერი და არა ასე?
-კარგი მაშინ ჯობია შენ მოგვიყვე, მე არ დაგისვამ საერთოდ კითხვებს...
-ესეიგი, არის ჭკვიანი, კეთილი და არაჩვეულებრივი ადამიანი.... დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ ამ ორ წელში უფრო გაღრმავდა გრძნობა .... ბოდიშით რომ დაგიმალეთ...იტალიაში მაკითხავდა ხოლმე ახლა აქაა, და თქვენც იცნობთ...
-ვინ არის შვილო
-არ გაბრაზდე რა, აი გთხოვ, გევედრები, როგორ მიყვარს იცი? აი ვაფრენ
-ეს რომ არ გეტყობოდა?!
-კარგი რა, არ იცით რომ თქვენთან არ შევიმჩნევ?
-ვინ არის
-ვახოს ძმა
-ვინ ვახოს
-დემეტრეს თანაგუნდელის ძმა ანდრეა
-რა თქვი შვილო
-გთხოვ მა
-ჩვენ სახლში მოდიოდა, შვილივით გვყავდა, ამას როგორ გავიფიქრებდით...თურმე ჩემი შვილი ყვარებია, მისგან ამას არ ველოდი, ეთქვა მაინც...საშინლად გამიცრუა იმედი...
-არა მა ხომ არ გაგიჟდი ეგრე არაა
-აბა როგორაა რენე
-მე ვეუბნებოდი ...იცი რამდენჯერ მოგვივიდა ჩხუბი იმის გამო, რომ თქვენთან უნდოდა მოსვლა და ყველაფრის მოყოლა? თუმცა მე არ ვაძლევდი ამის საშუალებას....როცა ჩამოვალ მერე მივხედოთ ამასთქო...ჩემი ბრალია გეფიცები....ძალიან ვეჩხუბებოდი ხოლმე , მხოლოდ ჩემი ბრალია, რომ არ იცოდით აქამდე....ის კი არა არც მისიანებმა იციან ....
-შოკში ვარ შვილო ....
-ვიცი დე მაპატიე...
-ეს ახლა რატომ გაგვიმხილე რენე.... რა ხდება
-დაქორწინება გვინდა....
-რას ქვია დაქორწინება? ასე უცებ ნაჩქარევად....რამეს ხომ არ მალავთ...
-კარგი რა მა მე? მე მეუბნები მაგას?
-რავი ეს ამბავი კი დამალე წლები და სხვაც არ გაგიჭირდება...
-გოგი...
-დამნაშავე ვარ ვაღიარებ, უბრალოდ ანდრეას დიდი ხნით უწევს წასვლა ესპანეთში....მე კი გავგიჟდები....ჯერ მე ახლა ის....ამიტომ ჯობია მეც წავყვე, უცებ დავქორწინდეთ და წავიდეთ......მაა ამოიღე ხმა გთხოვ...
-დაფიქრება მინდა ..... როდის მიდის...
-ძალიან მალე გთხოვ აი გთხოვ, მაჩუქე ეს ბედნიერება....
-........
.............
-კარგი ჩემო სიცოცხლე ხომ იცი რანაირია, თან დიდი ხანი რომ არ იყავი აქ და უცებ ისევ სადღაც მიდიხარ ეს ვერ აიტანა...თორემ ანდრეაზე რომ გაგიჟებულია ეგ არ თქვა...
-რას ნიშნავს გაგიჟებული
-მეოთხე შვილად ყავს აღიარებული...იცი აქ რამდენჯერ იყო? მამას საქმეებში რამდენჯერ დაეხმარა? ისე კი ვეჭვობდი რაღაცას....
-რას დე
-როცა პირველად მოვიდა ჩვენთან, დემეტრე მაშინ სახლს აწესრიგებდა და დაბადების დღეს იქ ვერ გადაიხდიდა, ამიტომ თავისი მეგობრები ჩვენთან დაპატიჟა
-მერე
-იმ დღიდან მოვიხიბლეთ მე და გოგი ანდრეათი....საოცარი პიროვნებაა...მაგის მერე მამამ რამდენჯერმე მოიპატიჟა, ძლივს დაითანხმა...და ყოველი მოსვლის დროს ვხედავდი, თუ როგორ აპარებდა თვალს შენ სურათებზე....მაგრამ ძალიან არ მიმიქცევია ყურადღება, რადგან ეს ასეა ყოველთვის, მეც დავინტერესებულვარ სხვის სახლში და გადამივლებია ხოლმე თვალი სურათებზე...მაგრამ ბოლო სტუმრობის დროს ისე უყურებდა შენ სურათს, ეგ მართლა არ დამავიწყდება....საოცარი თვალებით შეციცინებდა....ვიფიქრე ალბათ ძალიან მოეწონა რენე, მაგრამ ამაზე სულაც არ გავბრაზებულვარ ბუნებრივი მომენტია და სწორედ ამ დღიდან გამიჩნდა ეჭვები და დღევანდელი ამბის მერე უკვე ჩემი ეჭვები სავსებით დადასტურდა.....
-რა ეჭვები დე
-რა ეჭვები დედიკო და რაც შენც კარგად იცი ... და რაც თვითონ გვითხარი
-რა გითხარით დე
-ღმერთო შენ მიშველე.....რომ უყვარხარ აი ეს შვილო, რა გჭირს შვილო
-დე მე
-მიხარია ძალიან მიხარია .... სოცარი ადამიანია....მე ყველანაირად მხარში დაგიდგები რენ ...ჩემი იმედი გქონდეს...
-მადლობა დედა...
.........
-არ მჯერა
-ვახო
-არა ეს როგორ...ოხ შე ცუღლუტო ეს გამომაპარე?
-ვახო მე
-ოხ ახლა რა უნდა გიყოს კაცმა არ იცი, ეს როგორ არ მითხარი....დემეტრეს და? კიდევ შოკში ვარ....არადა კი ვხვდებოდი, რაღაც ძალიან გამოთაყვანებული დადიოდი ეს რამოდენიმე წელი, და ბოლოს მით უმეტეს ....ისე სიმართლე გითხრა უფრო ჩაიკეტე არა და პირიქით უნდა ყოფილიყო, მაგრამ რადგან ასე შორს იყო ამან იმოქმედა ალბათ...
-ესპანეთში საქმეები მაქვს მოსაგვარებელი
-ვიცი დამირეკა ანდრესმა ....ისე კარგი ბრიყვი კი გყავს ეგ მანდ
-ბრიყვი კი არა, მაგაზე კარგად ვერავინ ვერ აკეთებს საქმეებს...
-ეს ამბავი რატომ მომიყევი, რას აპირებ...არა აშკარად ვხვდები,იმიტომ მითხარი, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე ხარ მისული....
-მართალია.....რამდენიმე ხნით ესპანეთში მივდივარ და მინდა რენეც წავიყვანო....
-დემეტრე მომკლავს.....
-არ მოგკლავს ...
-რა იცი ...
-მას უკვე ველაპარაკე და ასევე ლუკასაც....
-უყურე შენ ...ყოჩაღ ძმაო ამას შენგან არ ველოდი....ან ასე მალე როგორ დააშოშმინე ლუკა...ნუ კაი დემეტრე არ მიკვირს, ვიცი გაბრაზდებოდა, მაგრამ მაინც სხვანაირია იცის სიყვარულის და ცდის ფასი, ამიტომ მესმის, რომ ყველაფერს აუხსნიდი და ისიც თანხმობას მოგცემდა, მაგრამ ლუკა?
-ლუკამაც ისიც სიყვარულის გემო თან აშკარად დაჭკვიანდა
-ლუკას ვინმე ყავს?
-არაა ეგ შენი საქმე....მერე ალბათ გაიგებ
-ღმერთო ღვიძლი ძმა რეებს მიკეთებს ხედავ?
-გეყო ისედაც არ მაქვს შენი ნერვები...
-რა იყო გოგიზე და ლელაზე ნერვიულობ?
-ლელა ჯიგარი ქალია ასევე გოგიც,მაგრამ ამ შემთხვევაში, მგონია ცოტა გაჯიუტდება, მით უმეტეს თქვენი ურთიერთობის მერე
-ვიც,ი ყველაზე მეტად მასთან შეხვედრის მერიდება....მართალიც იქნება სახეში ვუყურებდი და ვატყუებდი....
-მაგაზე არ ინერივულო, აი ნახავ ცოტას იფიქრებს, ყველაფერს აწონ-დაწონის და სწორ გადაწყვეტილებამდეც მივა
-დარწმუნებული ხარ ?
-აი ნახავ
.........
-რენე სად ხარ
-ლუკა რა ხდება
-ოხ შე ჩუმჩუმელა...ესაა რომ გაიძახოდი, რა გათხოვება რის გათხოებაო....არ მიხსენოთო ახლა კი თურმე, ვიგებ რომ უკვე წლებია შეყვარებული ხარ....
-საიდან გაიგე
-მე და დემეტრეს ანდრეა შეგვხვდა.....კი გავბრაზდი, მაგრამ მაგაზე უკეთეს სიძეს ვერც კი ვინატრებდი ....მით უმეტეს, აშკარად ეტყობა, რომ შენზე ჭკუას კარგავს ....
-....ხოოო მეც ძალიან მიყვარს...
-მისმინე, გოგიმ გაჭედა ხო ცოტა
-გოგიმ კი არა, შენ როგორ არ გაჭედე, ეგ არ მესმის
-ეჰ მეც იგივე სიტუაციაში ვარ, როგორც ანდრეა და გავუგე მალე ...მესმის მისი გასაჭირი
-როგორ შეგცვალა ქეთომ
-ცუდია მერე?
-რას ამბობ, ასეთ ძმას შევნატროდი წლები ღმერთს, და ახლა ქეთოს დახმარებით მყავს კიდეც
-ხოდა ძალიანაც კარგი ...ახლა მისმინე ზეგ შენ და ქეთო ყველაზე ლამაზები უნდა იყოთ გესმის?
-რა ხდება
-მე და ანდრეამ რესტორანი დავიქირავეთ...ანდრეა შენი ხელის სათხოვნელად მოვა, მე კი ქეთოსი
-ასე უცებ აპირებ
-რატომ რას ველოდო, ისედაც ძალიან დიდი დრო დავკარგე
-ოხ როგორც იქნა მიხვდი ....
-რენ
-რა ხდება
-იცი, მინდა რომ ორივემ ერთად გადავიხადოთ ქორწილი
-ლუკა მისმინე...ჩვენ მალე უნდა გადავიხადოთ ქორწილი ....მხოლოდ ხელს მოვაწერთ და მერე, რომ ჩამოვალთ ჯვარს დავიწერთ....თან ვიწრო წრეში გვინდა
-და შენ რა გგონია ჩვენ მთელ თბილისს ვპატიჟებთ? სულაც არა, მისმინე ჯვრის დაწერას არ უნდა დიდი დრო, ამიტომ გადავიწყვიტე, სამი კვირა მინდა მხოლოდ და ორივე ერთად გადავიხდით ქორწილს....ხელსაც მოვაწერთ და ჯვარსაც დავიწერთ...
-არ ვიცი ლუკა, უნდა დაველაპარაკო ანდრეას
-კარგი, მაგრამ იცოდე საღამოსვე უნდა მითხრა პასუხი
-კარგი შევეცდები...
.....
-ანდრეა შეგიძლია შემხვდე?
-კი სად ხარ, ახლავე მოვალ
-ბუკიას ბაღთან ვარ
-მეც ახლოს ვარ, დამიცადე მოვალ მალე
-კარგი
........
-სანამ ამ ამბავს განვიხილავდეთ....მინდა იცოდე, ქეთოს მოვუყევი რაც ხდება, მაგრამ საქმე ლეიკემიას, რომ ეხება ეგ არ მითქვამს...გულზე მაქვსთქო პრობლემა, ამიტომ შენც იცოდე კარგი?
-არ არის პრობლემა, შენ როგორც გადაწყვეტ.......ლუკამ დამირეკე და ვუთხარი შენ უნდა დაგლაპარაკებოდი, მან კი მითხრა, რომ უკვე გელაპარაკა და ახლა გვაცდის ჩვენ როგორ მოვილაპარაკებთ...
-არ ვიცი რა ვქნა
-ვიცი, შენთვის ძნელია ჯვრის დაწერაზე რომ მიდის საუბარი...მესმის არ გინდა ეს გააკეთო და არცაა სავალდებულოა ამიტომ პრობლემა არაა
-არა ანდრეა მისმინე
-რა ხდება
-დავიწეროთ ჯვარი....გთხოვ მაპატიე, გევედრები, მეც ვიცი ეს შენთვის რას ნიშნავს, მაგრამ რომ წარმოვიდგენ იმას, რომ ქეთო ამ ცერემონიალზე უარს იტყვის ჩემ გამო, ამას ვერ ავიტან
-რენე
-დამაცადე....უბრალოდ, თუ შენ ამას ვერ გააკეთებ, მე გაგიგებ, გეფიცები....
-არა რენე მე თანახმა ვარ
-მართლა?
-კი ყველაფერზე თანახმა ვარ
-რატომ ანდრეა რატომ ....
-იცი ალბათ ამის დრო როცა მოვა გაიგებ, ახლა კი უბრალოდ იმას დაჯერდი გთხოვ რაც გითხარი კარგი?
-კი მაგრამ
-იცი არაფერი ისე არ ხდება...ყველაფერს აქვს მიზეზი, ალბათ ეს ჩვენი ბედისწერა იყო...ამიტომ გთხოვ არ ვიდარდოთ, იმაზე რასაც ახლა ვაკეთებთ....რადგან ამაზეა დამოკიდებული შენი ჯანმრთელობა, შენი მომავალი, ამიტომ გთხოვ, უბრალოდ მივყვეთ დინებას, არ ვიცი მომავალი რას გვიმზადებს, იმედია ყველაფერს კარგს, ახლა კი მინდა გითხრა რომ ამ საქმეში ერთმანეთის ნდობა უნდა გვქონდეს, სხვა არაფერი გესმის?....მე მჯერა რომ შენ ყველაფერს შეძლებ, ვიცი რთულია, როცა ნათესავი გვერდით არ გეყოლება, მაგრამ გთხოვ, გვერდით მიგულე, შენიანად მიმიღე და კითხვები არ დამისვა, მხოლოდ ამას გთხოვ კარგი?...
-არ მიყვარს გაურკვევლობაში ყოფნა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ამას სიტუაცია მოითხოვს და ამიტომ ჩუმად ვიქნები, მაგრამ იმედია როცა ამის დრო მოვა ყველაფერს მეტყვი....
-გპირდები რენე



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzaliannn kargiaa
--------------------
G.ke

 


№2  offline წევრი s.g

gvanciii kereselidze
Dzaliannn kargiaa

love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent