შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი-ანი (3)


27-04-2016, 00:28
ნანახია 2 910

***

სიღნაღში ისე ჩავიდნენ მაშოს ხმა არ გაუცია გიორგისთვის. გიორგი მთელი გზა ცდილობდა როგორმე დალაპარაკებოდა, მაგრამ მაშო ფანჯარაში იყურებოდა და ორი ყურის პრინციპს აქტიურად იყენებდა. ანუკასაც რა ექნა მთელი გზა მაშოს მაგივრად პასუხობდა გიორგის. სიღნაღში ჩასულებს ლიზა და თეკო ნიკას მანქანით წამოვიდნენ, ბაჩო და ლაშა კაკის გამოყვნენ, რომელიც ჯერ არ ჩანდა.
საკმაოდ კარგი ამინდი იყო და გადაწყვიტეს ბოდბის მონასტერში წასულიყვნენ. მონასტერთან მისულებს უკვე იქ დახვდათ დანარჩენები.

მანქანიდან გადასულ ანუკას თვალი მოჭრა კაკის გარეგნობამ. სპორტულებში გამოწყობილიყო კაკი. საკმაოდ უხდებოდა თავისუფალი სტილი. მის გვერდზე კი მაღალი ქერა თმიანი ლამაზმანი იდგა, რომელიც კაკის კისერს თამამად ჩამოკიდებოდა. რა იგრძნო ამ დროს ანუკამ?! რა უნდა ეგრძნო ისეთი, მაგრამ ხომ იგრძნო სიბრაზე? ეგოისტი იყო და ერთი სიზმარში ნახვითვე მიისაკუთრა! რაღაცნაირად არ ესიამოვნა, მაგრამ რას იზამდა?!

-გამარჯობა,-მიესალმნენ ერთმანეთს.
-ბატონო კაკი, სად იყავით ამდენ ხანს?-სიცილით მიმართა გიორგიმ და გადაკოცნა მეგობარი „უფროსი“.
-გავჩერდით გზად. ლიკა ვერ იტანს მგზავრობას და ცოტახანს შევჩერდით..-მშვიდად უპასუხა კაკიმ და ხელი გადახვია მასზე აწეპებულ გოგოს.
-საწყალი ლიკა..-ჩაიჩურჩულა მაშომ და ანუკასთან ერთად მონასტრის ეზოში შევიდა.
-ცოლია?-ჰკითხა ანუკამ.
-რავიცი მე?! პამპერსის მეგობრები ვართ მე და დესპოტი?!-შეიცხადა მაშომ.
-ო, რავიცი მე.
-რა იყო წაუეჭვიანებ და რამე?-გაეცინა მაშოს და თვალები აათამაშა.
-რა შუაშია ეგ?-თავი გაიმართლა ანუკამ.
-აუ, რას იძაბები? გეხუმრები, ვაა...
-შენ ხმა ამოიღე?-ჩაერთო ლაპარაკში გიორგი.
-ვისი ხმა მესმის?-იკითხა მაშომ.
-ე, კაი მაშ რა..
-არა, ხმა მესმის მარა ვისი ვერ ვხვდები?! წამო, ანუკ მოლანდებები მჭირს აშკარად.-ჩქარი ნაბიჯებით მოშორდა მასზე აკიდებულ გიორგის მაშო და მონასტრისკენ წავიდა.

რამდენიმე საათი გაჩერდნენ და შემდეგ უკვე სასტუმროსკენ წავიდნენ. გოგონებმა გადაწყვიტეს სიღნაღში გაესეირნათ და სურათებიც გადაეღოთ.

-ლიკა არ წამოვიდა?-იკითხა მაშომ, როცა ერთ-ერთ კაფეში დასხდნენ ყავის დასალევად.
-არა, კაკიმ თავი ტკივაო..-უპასუხა თეკომ და ყავა მოსვა.
-ვინაა ვაფშე ეგ გოგო?
-რას ინტერესდები მაშო რა შენი საქმეა?!-გაუწყრა ანუკა მაშოს.
-ო, მაინტერესებს რა.! ჩვენთან ერთადაა და ხო უნდა ვიცოდე?!
-ვინაა და კაკის შეყვარებულია. მარა მე როგორც ბაჩოსგან გავიგე, არ უნდოდა კაკის დღეს რო წამოსულიყო და აეკიდა რა,-უპასუხა თეკომ.
-აეკიდა რა ტომარაა?!
-ისე კია ტომარასავით აკიდებული,-გაეცინა ლიზას,-რავიცი, რას გაიგებ?!
-მოდელია ეგ გოგო, საფრანგეთში მოდელობს და ხან იქეთ არის ხან აქეთ. ესე არ ვიცნობ მეორედ მყავს ნანახი და წესიერ გამარჯობასაც არ ამბობს,-დააყოლა თეკომ.
-ანუ, ტვინის მაგივრად ჩალა აქვს?!
-რატო? ჭკვიანი და განათლებული მოდელები არ იცი შენ?!-შეეპასუხა ანუკა.
-რას იცავ, ვერ გავიგე?!-აღშფოთდა მაშო.
-კაი, რა მაშ. რა შენი საქმეა კაკის და ლიკას ურთიერთობა?! არ გკიდია?!
-ო, მე კი მარა ხო იცი რა ცნობისმოყვარე ვარ?!-უთხრა მაშომ და ჰორიზონტს გახედა, საიდანაც გიორგი და ბაჩო მოსჩანდნენ.
-მამრობითი სქესი აქტიურია დღეს რა,-ჩაიფრუტუნა თავისთვის და კაფეში შემოსულებს არ მიაქცია ყურადღება.
-აბა, რას შვებით გოგონებო?-სკამში ჩახტა ბაჩო,-ისე, რა მაგრა ცხელა არა?
-ხო, ეგეთი გიჟია გაზაფხული. ხან ცხელა,ხან ცივა ვერ გაიგებ რა,-უპასუხა ლიზამ და ღიმილით გადახედა ბაჩოს.
-ოპააა!-წამოიყვირა მოუსვენარმა მაშომ, რომელსაც ყველამ შეხედა.
-რა ოპა?-ჰკითხა გიორგიმ.
-ვინ იკითხა რა ოპაო? ვერავის ვხედავ. ვინმე არის აქ ჩვენს გარდა?-გარშემო დაიწყო მაშომ ყურება და კიდევ ერთხელ დააიგნორა გიორგი.
კიდევ ცოტახანს გაჩერდნენ კაფეში და ყველა სასტუმროსაკენ გაემართა,
სადაც ნიკა შეხვდათ შეშფოთებული.

-სად ხართ აქამდე, ტო?
-შენ რა იყო ორიენტაციაში რო ნოლი ხარ ვერ მოგვაგენი?-გაეცინა ბაჩოს.
-ბიჭო, ხო იცი, არა? სახლს ვერ ვაგნებ ნორმალურად და რა კახეთის კაფეების მოგნებაზეა ლაპარაკი. დავაი, ჩავედით ქვემოთ კაკი და ლიკა გველოდებიან ბარში და რამე ცოტა წავიჭამოთ,-უთხრა და კარისაკენ მიუთითა. ბარში შესულებს ლიკა და კაკი ჩახუტებულები დახვდნენ. ისე იყვნენ ერთმანეთით გართულები, რომ ვერც შეამჩნიეს მათი მისვლა.
-რა იყო, ტო ორი წამით დაგტოვეთ და უკვე ღრუბლებში ხართ?-გაეცინა ნიკას. ჩვეულებრივად როგორც ახალგაზრდებს სჩვევიათ ხოლმე გააგრძელეს საღამო. ცოტაც დალიეს და ბევრი იმღერეს. ანუკა უხასიათოდ იჯდა. ხშირად აპარებდა თვალებს კაკისკენ, რომელიც ლიკას გარდა ვერავის ამჩნევდა და ქალურ ეჭვიანობას გამოცლილ ჭიქაში ახშობდა.

-ისე, კაბა გიხდება,-უცებ დაჭყიტა თვალები და გვერდზე გაიხედა, სადაც ცოტა ნასვამი კაკი უღიმოდა.
-მადლობა.
-უფრო ქალური და ისეთი ხარ, ნაზი.
-მადლობა, მაგრამ დიდად არ მიყვარს კაბები. მარტო ქორწილებში ან რამე განსაკუთრებულ შემთხვევებში თუ მაცვია,-უპასუხა ანუკამ და თვალებში მიაჩერდა მასზე მიშტერებულ კაკის.
-არადა, შენს სილამაზეს კაბა უფრო უხდება. მოდელობა არ გიცდია?
-როგორ?-გაეცინა ანუკას,-არა, რა მოდელობა. ნუ, რამდენჯერმე კი გამოვსუვარ მაშოს ხათრით ჩვენებებზე, მაგრამ ჩემი არ არის სამოდელო ბიზნესი.
-აბა, რა არის შენი?
-ჯერ-ჯერობით მინდა სწავლა გავაგრძელო საერთაშორისო სამართლის მიმართულებით. საზღვარგარეთ მინდა წასვლა და ვნახოთ რა იქნება.
-კარგია, ქალს სერიოზული საქმე უფრო უხდება,-ჩაიცინა კაკიმ.
-ლიკა?
-ლიკა წარმატებული ქალია თავის საქმეში,-დასერიოზულდა კაკი.
-ხო, მაგრამ ლიკას საქმეს არ თვლი სერიოზულად?
-გამომიჭირე?-ტუჩის კუთხე ჩატეხა კაკიმ.
-არ აქვს მნიშვნელობა რა საქმითაა ადამიანი დაკავებული, თუ ეს მას მოსწონს და სიამოვნებას ანიჭებს. ყველა საქმეში, სადაც ის წარმატებულია ისიც კი სერიოზული საქმეა. არასწორია ასეთი კლასიფიკაცია, ეს პირდაპირი შეურაცხყოფაა ადამიანის. გასაგებია, შეიძლება არ მოგწონდეს ხელოვნება, მაგრამ არ არის საჭირო ასე რადიკალურად შეაფასო. ცირკის მსახიობები რომ ავიღოთ, აკრობატები თუნდაც. მათზე სერიოზულ საქმეს არავინაა შეჭიდებული, მაგრამ ამას მარტო იმიტომ არ აკეთებენ რომ შემოსავალი ჰქონდეთ, არამედ იმიტომ ეს საქმე სიამოვნებთ და მთელი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით უდგებიან. ის, რომ დღეს თქვენ ხართ ერთ-ერთი წამყვანი იურისტი იმას არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანებზე მეტი ხართ!-უთხრა ანუკამ და მასზე მიშტერებულ კაკის შეხედა. კაკი ხმას არ იღებდა და უბრალოდ უყურებდა ანუკას. ალბათ, თვალები ამბობდნენ იმას რასაც, ტვინი და გული ერთმანეთს ეუბნებოდა.
-კაკიტო,-მოულოდნელად ლიკა ჩაუხტა კაკის კალთაში და თავი დაადო გულზე,-დავიღალე, რა..
-ადი და დაიძინე,-ცივად უთხრა კაკიმ ლიკას და მისი მოცილება სცადა.
-შენთან ერთად მინდა დაძინება,-მიიკნუტა ლიკა კაკის მკლავებში. ანუკას ამ ყველაფერზე საშინელი გულის რევის შეგრძნება დაეუფლა.
-უკაცრავად, მე დაგტოვებთ,-წამოდგა და მაშოსა და გიორგისკენ გაემართა, სადაც გიორგი მუხლებზე იყო დამხობილი და მაშოს პატიებას სთხოვდა.

-რა გავაკეთო, ტო? მეტი რა ვქნა, როგორ მოგიხადო ბოდიში?
-შენ გგონია შენ სულელურ ქცევებს ბოდიში უშველის?
-კაი რა მაშო! პირველად ხო არ გამიკეთებია?
-ხო და მთელი უბედურებაც ისაა, რომ პირველად არ გაგიკეთებია და მერამდენედ აკეთებ უკვე თვლა აღარ ვიცი მაგდენი!
-კაი, ბოდიში რა...!
-რა ჯანდაბად მინდა შენი ბოდიში? რო გაერთე და იხალისე ჩემზე, იცი რა მჭირდა? ანუკა გამომეცალა ხელიდან-თქო მაგას ვფიქრობდი! სანამ არ დავინახე იქამდე კინაღამ მიწა ამოვთხარე და ჩავწექი..!-აღშფოთებული იყო მაშო და სიმწრისგან სულ გაწითლებულიყო სახეზე.
-ე, ნუ გაუბერე ეხლა რა.. გეფიცები, რომ აღარ ვიზამ ვაფშე!
-რას მეფიცები ერთი? ფიცი, იცი ვაფშე რა არის?
-ანუკას გეფიცები!
-ხოდა, ანუკას რო მეფიცები ფიცი თუ გატეხე, რომ მოკვდება იცი?-გიორგის ამაზე სიცილი აუტყდა ისეთი რომ მუცელზე ჰქონდა ხელები მოჭერილი და ხარხარებდა ბოლო ხმაზე.
-აი, კიდევ! რა გაცინებს ერთი ვიცოდე! ბოდიშის ღირსი ხაარ ეხლა?
-კაი, მართლა. თუ, მაპატიებ რასაც გინდა იმას ვიზამ!
-ვაფშე ყველაფერს იზამ?-ჰკითხა მაშომ და ერთი გენიალური აზრი დაებადა.
-ჰო, რა..
-კაი, გაპატიებ მაგრამ იცოდე 3 სურვილს შემისრულებ!
-რა 3 ღადაობ ხო შენ?
-როგორ ფიქრობ გიორგი ლაკირბაია ვარ უადგილოდ ვიღადაო?!
-კაი, ჰო.. 3 სურვილს გისრულებ!
-კაი, მოდი,-უთხრა მაშომ და ნეკა თითი გაუწოდა,-ნეკი-ნეკისა, შერიგებისა!
-ზუკას ტოლი შენ უფრო ხარ ვიდრე მე რა..-უთხრა გიორგიმ და მაგრა ჩაეხუტა მაშოს.
-აუ, სურვილებზე გამახსენდა!-წამოიყვირა ბაჩომ და კაკის გასძახა,-კაკიიიიიიიი!
-რა გინდა?
-სურვილი რომ გაქვს წაგებული გახსოვს?
-მერე?
-ხოდა, დავაი გიტარას გიშოვი და შებერე ერთი შენებური..!-შემოკრა ტაში ბაჩომ.
-შენ ხო არ აფრენ?-დაიძაბა კაკი.
-სურვილი სურვილია, რა! თუ არ იცი ბურას თამაში ნუ მეთამაშები მაშინ..!-ჩაიქირქილა ბაჩომ და სასტუმროს მისაღებისკენ გაიქცა. რამდენიმე წუთში გიტარით ხელდამშვენებული დაბრუნდა და დემონსტრაციულად მიაწოდა კაკის. გოგონები მის წინ ჩამოსხდნენ და მიაჩერდნენ გიტარის სიმებზე მოთამაშე კაკის. კაკიმაც მოსინჯა გიტარა და ნაცნობის ჰანგის დაკვრა დაიწყო. ირაკლი ჩარკვიანიას „მენატრება“

დაიწყო და იქვე გააჩუმა ყველა.
რა ხმა ჰქონდა!
რა იმპროვიზაცია..!
მდუმარედ უსმენდა ყველა და უბრალოდ მისგან იღებდნენ სიამოვნებას.
აი, რომ იტყვიან ბუზის გაფრენის ხმაც კი არ ისმოდა.
მხოლოდ კაკის ბოხი ხმა იყო გამეფებული კედლებში და არამარტო მანდ..
გულსაც კი კაკის ხმა წამლად ედებოდა.. ერთმანეთს იყვნენ მიყუდებულები გოგონები და უყურებდნენ მომღერალ ბიჭს, რომელიც მთელი გრძნობით მღეროდა.

მთელი სიმღერა ანუკასთვის თვალი არ მოუშორებია. კარგად ხედავდა ანუკას თვალებიდან წამოსულ ცრემლს და გაუხარდა, რომ სიამოვნების ცრემლები მოსდიოდა.

თავისებურად დაამთავრა „შენზე ოცნება შევიყვარე და ეს სიმღერა არ მანებებს თავს“-ო და მიაჩერდა ანუკას, რომელსაც ცრემლები უსველებდა ლოყებს.

-საღოლ, ტო! შენ ვინ ყოფილხარ?-წამოიძახა გიორგიმ და მქუხარედ დაუკრა ტაში.
-აუ, კაკი! რა მაგარია! ისე ვისიამოვნე!-თქვა ლიზამ და გიორგისთან ერთად აყვა ტაშს.
-მიდი რა , სხვაც..-უთხრა ბაჩომ.
-სურვილში ერთი სიმღერა მოიაზრებოდა. აჰა, დააბრუნე გიტარა,-უთხრა კაკიმ მშვიდად და გაუწოდა ბაჩოს გიტარა.

მხოლოდ ანუკას არ უთქვამს არაფერი.
მხოლოდ ანუკას არ დაუკრავს ტაში.
მხოლოდ ანუკას მოსდიოდა ცრემლები.
მხოლოდ ანუკამ იგრძნო, რომ რაღაც ზებუნებრივი ნამდვილად არსებობს მიუხედავად იმისა, რომ იქ ლიკა იჯდა.
მაინც ესიამოვნა კაკის თვალები.
მაინც ესიამოვნა ის დაბადებული გრძნობა, რომელსაც სახელს არ არქმევენ.


***

-ვაიმე, ანუკა! აეგდე დროზე..!-დაიღრიალა მაშომ.
-აუ, გიორგისი რა ხარ შენ?-დაიბუზღუნა ანუკამ და ბალიშიდან წამოყო თავი,-რომელი საათია?
-დილის 8 საათია და პროსტა ვერ გადარჩები!-უთხრა მაშომ და თან ფარდას უკან ამოეფარა.
-აუ, თქვი რატო გამაღვიძე, რა!
-აი, ჩემი თვალით ვუყურებ როგორ სვამს ლიკას ტაქსიში კაკი..!
-რაააა?-წამოიყვირა ანუკამ და სასწრაფოდ ფანჯარასთან მივიდა. მართლაც დაინახა ლიკას მოროჟილი სახე, როგორ დაუმშვიდობებლად ჩახტა ტაქსიში და ტაქსიც დაიძრა. კაკი კი სანამ მანქანა თვალს არ მოეფარა ქვემოთ იდგა. შემოტრიალებულმა ზემოთ ამოიხედა და ფანჯარაში ანუკა დაინახა. გაშრა ანუკა ერთ ადგილას. კაკიმ გაუღიმა და სწრაფი ნაბიჯით შემოვიდა სასტუმროში.

-ვაიმე, დამინახა!
-კაი, მერე რა? ვითომ უნდა გევარჯიშა რა.!
-რა მევარჯიშა, შოკში ხარ შენ?
-მიდი, დავაი ჩაიცვი არ დავიწვათ რო გვაინტერესებდა,-თქვა მაშომ და სასწრაფოდ გადმოყარა ტანსაცმელი კარადიდადნ. გოგონებმა სპორტულები ჩაიცვეს და კიბეებს ჩაუყვნენ. ძალიან ერიდებოდა და ეშინოდა კაკისთან შეხვედრის ანუკას, მაგრამ ფაქტი იყო მთელი დღე ვერ გაექცეოდა. კიდევ კარგი არ შეხვდა ქვემოთ და თამამად გავიდნენ გარეთ სარბენად. მთელი ვარჯიში მაშოს ლანძღავდა, რომ ასეთ სიტუაციაში ჩააგდო და თან დილის 8 საათზე სიღნაღში არბენინა! დაღლილი მოვიდა სასტუმროში და მისაღებში სავარძელში ჩახტა.

-ძალიან დაიღალე?-ჩახტომისთანავე ახტა სავარძლიდან, როცა კაკის ხმა გაიგო.
-კი, თან ციოდა.
-ჰო, გრილა ძალიან დილას. დიდიხანია ვარჯიშობ?
-კი,-უნამუსოდ იცრუა ანუკამ.
-რავიცი, არ გეტყობა.-უთხრა კაკიმ და ჩაიცინა. ანუკა გაწითლდა და გალურჯდა სახეზე. არ მოელოდა კაკისგან ასეთ რაღაცას.
-ბოდიში, რომ ლიკასავით კაი ნავარჯიშევი არ ვარ..!-წაკბინა მაინც და კმაკოყილი ჩაწვა სავარძელში.
-არცაა საჭირო. მთავარია ლიკასავით არ აზროვნებ.
-ყველას ინდივიდუალური აზროვნება აქვს.
-ნუ, ეგეც მართალია.
-ისე, ბოდიში და ამ დილაუთენია რატომ წავიდა ლიკა? რამე ეწინა ჩვენგან?
-არა, თქვენგან არა.
-ჰო, კიდევ კარგი. არ მიყვარს ვინმე ნაწყენი რომ არის ჩემზე,-თქვა ანუკამ და წამოდგა.
-ასე მითხრა რომ მღეროდი სხვას უყურებდი. შენთვის ის მნიშვნელოვანი სხვა გახდა ვიდრე მე-ო და აქ ჩემი ადგილი არ არისო,-უთხრა კაკიმ და ანუკა ერთ ადგილას გაჩერდა. შემოტრიალდა და მასზე მიშტერებულ კაკის შეხედა.
-ხო, ძალიან ძნელია, სადაც შენი ადგილი არაა იქ გაჩერდე,-უთხრა და თვალი ჩაუკრა. თვითონ კი გაემართა კი


***
გამარჯობა! ესეც დაგვიანებული თავი:)
მიუხედავად იმისა, რომ წინა თავზე დიდად არ იყო გამოხმაურება და მგონია, რომ არ მოგეწონათ მაინც ვცადე და ავტვირთე შემდეგი თავი:)

ველი შეფასებებს!
დიდი მადლობა:)



№1 სტუმარი stumari #77

გააგრძელე, ნუ დააგვიანებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent