შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუნდაც შემთხვევით (4)


27-04-2016, 01:26
ავტორი Just Me
ნანახია 1 653

რამდენიმე დღე გავიდა.
ალბათ 5 ან მეტი.
რა მენაღვლებოდა სასწავლი მე არ მქონდა და სადარდებელი.
საფულე გავსებული მქონდა გადახურდავებული მაკას გამოგზავნილი დოლარებით და უბრალოდ ვადგენდი დასვენების გეგმას.
ჩემი დაქალი კატო კი მიდიოდა, მოდიოდა, კაცმა არ იცოდა სად დაბოდიალობდა, თუმცა ის და მისი ბიჭი იმდენად კარგები არიან ერთად...მოგინდება მათნაირი გიჟი იყო.
რაც შეეხება აკას...ის...არ გამოჩენილა.
ეს დღეები არაფრით ყოფილა გამორჩეული. მიყვებოდა ერთმანეთს ესე უაზროდ. ნაყინი, შხაპი, ძილი - ეს იყო ჩემი სასიყვარულო სამკუთხედიც და წრეც.
თუმცა ერთ დღესაც არ ვიცი რა სასწაულით მაგრამ გაწვიმდა თბილისის ქუჩებში :
უფრო სწორად გასეირნებას ვაპირებდი მოსაღამოვებულზე და აღმოვაჩინე რომ წვიმდა.
გარეთ გავედი და ალბათ მთელი სანზონა ფეხით შემოვიარე. ბევრი კი არაფერია ეს უბანი მაგრამ რატომღაც მიყვარს მის ქუჩებში სეირნობა.
მივბოდიალობდი ჩემთვის, ყველა სადღაც აფარებდა თავს მარტო მე მივაბიჯებდი წვიმაში და ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. განა რამე მიზეზი მქონდა საბოდიალოდ, უბრალოდ მომწონდა საღამოს სიგრილე და ის რაღაცნაირი სუნი რომელიც წვიმას მოყვებოდა თან.
მივდიოდი ჩემთვის, ხალხიც უცნაურად მიყურებდა, ალბათ რამდენს ვეგონე გიჟი , მაგრამ ეს იყო რაც ამწამს მსიამოვნებდა.მივაბიჯებდი ნელა, აუჩქარებლად და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს საერთოდ არაფერზე ვფიქრობდი.
თუმცა ვინ დაგაცადა ამ ყველაფრის ბოლომდე აღქმა. ჩემს გვერდით ჩემსავით გაწუწული „CLS“ გაჩერდა, მეც მივაქციე ყურადღება რადგან ვინც არ უნდა ყოფილიყო აშკარად ჩემთვის გააჩერა მანქანა. როგორც კი კარი გაიღო ხმამაღალმა მუსიკიამ გამაკვირვა...ნაცნობი მელოდია იყო - City Ft. Katy Menditta - Imagination (Original Mix).
ცეკვა მომინდა რომ არ მოგატყუოთ.
მანქანიდან ქერათმიანი ბიჭი გადმოვიდა.
-გამარჯობა ნია- „მოიცა ამან ჩემი სახელი საიდან იცის? ვინაა საერთოდ?“
-გამარჯობაა- ერთი კვირის ზრდილობა ჩავტიე ამ პატარა სიტყვაში
-ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდე.
-და შენ ვინ ხარ რომ შენთან ერთად წამოსვლას მთხოვ?- ნერვები მომეშალა
-მხოლოდ ერთ რამეს გეტყვი: აკა! ახლა გადაწყვიტე წამოხვალ თუ არა.
გული ამიჩქარდა მისი სახელის გაგონებაზე. არც ეს ბიჭი ჩანდა მაინც და მაინც კაცის მკვლელი, ამიტომ უხმოდ შემოვუარე მანქანას და წინა სავარძელზე მოვკალათდი.არ ვიცი რატომ მაგრამ წინ დაჯდომა ვარჩიე. მანაც ადგილი დაიკავა და ძრავის ღმუილით შევუერთდით მანქანების ნაკადს.
-მე ერეკლე ვარ- საყვარლად შემომხედა და გამიღიმა
-მე რითი გაგაკვირვო? რა გითხრა ისეთი რაც უკვე არ იცი ჩემზე?- არ ვეიაზვებოდი მაგრამ გამოვხატე მაინც ჩემებური ქცევები. გამომეხატა თავისით.
-არაფრის თქმა არ არის საჭირო- ისევ ღიმილი
ახლაღა დავათვალიერე ჩემი თავი. სულ გაწუწული ვიყავი და ცოტათი შემცივდა კიდეც უმოძრაობისგან. ჟაკეტის მკლავებში ხელები შევყავი და რაღაცნაირად მოვიკუნტე.
ეს მალევე შეამჩნია ერეკლემ და გამათბობელი ჩამირთო.
-აკას ნამდვილად არ მოეწონება რომ მისი მანქანის სავარძელი მთლიანად გალუმპე
-ეს მისი მანქანაა?
-რატომ ვერ იქნება?- სხვათაშორის აკამაც იგივე კითხვა დამისვა როცა მოტოციკლზე ვესაუბრებოდი. რა ერთნაირები არიან.
-არ ვიცი ალბათ იმიტომ რომ მოტოციკლი ყავს.
-რომელი მოტოციკლი?- წარბები შეჭმუხნა
-რა უაზრო კითხვაა „რომელი მოტოციკლი“?
მან მარცხენა სარკეში ჩაიხედა შემდეგ ამოისუნთქა და დაიწყო:
- აკას 2 მოტოციკლი ყავს და პლუს ერთი გზაშია, გერმანიიდან მოდის, გააჩნია შენ რომელზე საუბრობ?!
პირი დავაღე, ამდენს ნამდვილად არ ველოდი, რა უბედურება.
-ამდენი რაში სჭირდება?
-უსწორდება და ყავს! კითხვა დაგისვი და პასუხი არ მიმიღია!- ისევ სარკეს გახედა
-მე R6-ზე ვამბობ-სწრაფადვე გავეცი პასუხი
-აჰ, გასაგებია- რაღაცნაირად ჩაიცინა
ცოტახანს ჩუმად ვიჯექი და ვთბებოდი, შემდეგ კი მეც გამიჩნდა კითხვები.
-რატომ მიგყავარ მასთან?
-უბრალოდ შენი მიყვანა მთხოვა- ოდნავ დასერიოზულდა
-წვეულება?
-არა!
-მეგობრული შეკრება?
-მხოლოდ შენ და ის. არავინ სხვა!
გამიკვირდა, აღარაფერი მითქვამს. ამდენი დღეა არ გამოჩენილა და ახლა უცებ მეგობარს მიგზავნის.უჩვეულოა ნამდვილად.
ამდენ ტლიკინში წყნეთში ამოვყავი თავი. მგონი.
პატარა ჩიხში შევუხვიეთ და ერთ-ერთ სახლთან გავჩერდით.საკმაოდ დიდი მომეჩვენა. ლამაზიც. პატარა ბაღით, ყვავილებით, ვარდების სუნმა გამაბრუა.
მანქანიდან გადმოსვლისას ინსტიქტურად ზემოთ ავიხედე და აივანზე მდგარ აკას შევავლე თვალი. გული ისე მიცემდა მეგონა კიბეზე ჩავიკეცებოდი.ერეკლემ სახლის კარი თავაზიანად გამიღო, მეც გავუღიმე და შიგნით შევედი. მეგონა უკან მომყვებოდა თუმცა კარი მომიხურა და მეც მარტო დავრჩი.
-ნიაა- უცებ საიდანღაც გამოხტა აკა, შიშისგან შევხტი- მშიშარაა - მოვიდა და ჩამეხუტა.
-რა სიყვარულის ბუშტი გაგისკდა?- ირონიულად ვკითხე
-მომენატრე უბრალოდ- სახეზე ხელი მომადო ფრთხილად და მეც ადგილზე დავდნი- არ შეიძლება?
-დღეების განმავლობაში დაიკარგო და მერე შუა ქუჩიდან შენს სამფლობელოში წამომიყვანონ შენმა ძმაკაცებმა? არა არ შეიძლება!- ხელი გავაშვებინე
-რატომ ბრაზობ?
არაფერი ვუპასუხე
-სველი ხარ- ზედმეტად დასერიოზულდა- რატომ?
-წვიმაში დავბოდიალობდი!- პატარა გაბუტული ბავშვივით ვუპასუხე.
-წამოდი ბუხართან დაჯექი- მისაღებ ოთახში შემიყვანა.ულამაზესი იყო, დიდი სურათებით კედლებზე, მდიდრული ხალიჩით და შხამებული ფერებით.
-დაჯექი- ბუხართან ახლოს მდგარ სავარძელზე მიმითითა.
-ბუხარი ზაფხულში?- გავიკვირვე თუმცა სითბო მესიამოვნა.
-აქ არც ისე ძალიან თბილა. თანაც გავიგე ჩემი მანქანის წინა სავარძელი მთლიანად დაგისველებია წვიმის წყლით. ასე რომ...
-მოწერა როდის მოასწრო არ დამინახავს- ცეცხლისთვის თვალი არ მომიცილებია ისე ვთქვი.
-ერეკლეს განსაკუთრებული ჩვევები აქვს.- გამიღიმა და ცხელი ჩაით სავსე ჭიქა მომაწოდა.
-აქ რატომ ვარ?- სერიოზული სახით შევხედე და ჩაი მოვსვი.
-ნუ მიბრაზდები. ეს დღეები არ მეცალა თუმცა ერეკლე შენთან იყო!
-რას ნიშნავს ჩემთან იყო?- ამაზე ორმაგად მომეშალა ნერვები
- ნია უაზროდ ნუ ბრაზდები ძალიან გთხოვ- მუდარის სახით შემომხედა
-არ ვბრაზობ!- ისევ ცეცხლს მივუბრუნდი
- შიში და ბრაზი ერთნაირად გეტყობა სახეზე- გაეცინა
მე ჯერ კიდევ სველი ჟაკეტი გავიძრე, ავდექი და ცეცხლთან უფრო ახლოს მივედი.
-გშია?- ხმადაბლა მკითხა
-არა- არც კი მივბრუნებულვარ ისე ვუპასუხე
მოვიდა და ჩემს გვერდით დადგა, 2 წამით თვალებში ჩავხედე, სულ 2 წამით გესმით და ეს იყო საკმარისი ჩემი ბრაზის დაოკებისა და გაღიმებისთვის.
-უბრალოდ შენთან ლაპარაკი მინდოდა სულ ესაა... არ მინდა რამე ცუდად იფიქრო ან შეგეშინდეს.
-რისი უნდა შემეშინდეს?- გამეცინა და ისევ ცეცხლს შევხედე
არაფერი მიპასუხა
-მგონი გავშრი- ისევ მე ამოვიღე ხმა
-ჩემსკენ შემობრუნდა და მაისურზე ხელი ფრთხილად ჩემომისვა, თან თვალებში მიყურებდა.
გავშტერდი, ისევ, მის დანახვაზე უკვე მეორედ.
-მშრალია- ისევ მისი მკვლელი ღიმილი- დარჩები დღეს ჩემთან?
მე თვალები გავაფართოვე და შევხედე გამომეტყველებით „ხოარ აფრენ? ვინ გგონივარ?“
თუმცა კითხვა თავაზიანად დავსვი:
-მიზეზი?
-ჯანდაბა ნია, აქ ბიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად არ მომიყვანიხარ, უბრალოდ ზაფხულის მშვიდ, წვიმიან საღამოს შენთან ლაპარაკი მინდა, რა გჭირს?- გაბრაზებულმა და თითქოს შეურაცხყოფილმა შემომხედა.
ვერაფერი ვუპასუხე ისევ ცეცხლისკენ შევბრუნდი და ხელების გათბობა დავიწყე.
-თუ გინდა დავურეკავ ერეკლეს და წაგიყვანს!
ცოტახანს დავფიქრდი და შემდეგ ვუპასუხე:
-საჭირო არაა ტაქსით წავალ.
თავი გააქნია უკმაყოფილებისგან და სავარძელში ჩაჯდა. მე შემოვბრუნდი ჩემი ჟაკეტი ავიღე და კარისკენ წავედი.გასასვლელამდე შემოვბრუნდი და შევხედე! თავჩაღუნული იჯდა და უბრალოდ არაფერი უთქვამს.
სახლიდან რომ გამოვდიოდი რაღაცის მტვრევის ხმამ გამოაღწია.
ეზოში გავჩერდი რამდენიმე წამით და დავფიქრდი
„სწორად იქცევი ნია?! შენ მასთან გინდა! რატომ გაურბიხარ?! იქნებ რა აქვს სათქმელი?!“
-იქნებ როგორ სჭირდება ჩემთან ლაპარაკი, იქნებ მართლა რა აქვს სათქმელი- ხმამაღლა ვთქვი თითქოს თვალი ამეხილა. მასთან ყოფნა ახლა ყველაზე ძალიან მინდოდა. არ ვიცი რატომ მაგრამ მამშვიდებდა მისი ყურება. არ მინდოდა წასვლა. თავს ძალა დავატანე და სიბრაზს ვძლიე. ელვის სისწრაფით შემოვბრუნდი, კიბეები ავირბინე, სახლში შევვარდი და მისაღებთან გავჩერდი. ოთახში ცენტრში, ჩემგან ზურგით იდგა და ღრმად სუნთქავდა. ძირს ნამსხვრევები ეყარა.
-აკა...- ჩუმად დავუძახე
-რამე დაგრჩა?- შემობრუნდა და უკმაყოფილო სახით დამისვა კითხვა.
მე კი თავი ვეღარ შევიკავე, ჟაკეტი ძირს დავაგდე, გავექანე და ძლიერად ჩავეხუტე. ხელები ისე მომხვია არასდროს გამიშვებდა მეგონა.
ერთი სიტყვაც კი არ გვითქვამს არცერთს. ყველაფერი უსიტყვოდაც გასაგები იყო.
შუბლზე მაკოცა, თვალები დავხუჭე და მისი სურნელი ვიგრძენი რომელმაც გამაბრუა.
და ასე ჩახუტებულები ვიყავით ვინ იცის რამდენ ხანს.



№1 სტუმარი lililiiiiiiii

მალე დადე რა ძალიან გთხოვ ცოტა დიდი თავი <3 ძალიან კარგი გოგო ხარ ძალიან შემაყვარე თავი <3 მიყვარხარრ !!

 


№2  offline წევრი Just Me

Madloba chemo kargoo <3

 


№3  offline წევრი elo123

ძალიან ძალიან მაგარიიი იყოოოო მალე დადეე გთხოვ თორე მართლა მოგკლავ

 


№4  offline წევრი Just Me

Vecdebi male davdo :3

 


№5  offline წევრი gvanciii kereselidze

Deal Ann kargiaaa magramm pataraa asevee da gazarde tavebii
--------------------
G.ke

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent