შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭაობის ქალღმერთი –3–


27-04-2016, 13:50
ავტორი sopiko
ნანახია 2 372

[თავი 3]
ერთ სახლში. ნაია და ჯაბა. ორი სიყვარულით დამუხტული ნაწილაკი. ქაოსური მიზიდულობა. ხო, იმ დღიდან გვერდიდან არ შორდებოდა ჯაბა ნაიას. ყველგან უკან დაყვებოდა. სააბაზანო რომ სააბაზანო იყო, იქაც კი კარის ჩაკეტვას უკრძალავდა და პატარა ჩქამსაც კი არ ტოვებდა უყურადღებოდ. უფრო მეტად არ დაგამძიმებინებ სულსო... ასეთი ნაია ძალიან რთული ასატანი იყო... უჭირდა მამაკაცს მისი ატანა... მისი კაპრიზების... მისი რისხვის... მისი სიტყვების... ნაიამ რომ უთხრა, ტყუილად კარგავ დროს, შენ მაინც აღარ მიგიკარებო, ქალის მოკვლა მოუნდა... არა, როგორ იფიქრა, რომ ჯაბას ეს მიზანი ჰქონდა! მისთვის ხომ ნაია ოცნებებთან, სიზმრებთან, წრფელ და ნაზ გრძნობებთან ასოცირდებოდა...
დილით მტვრევის ხმამ გამოაღვიძა. შეშლილივით გადაახტა საწოლს და სამზარეულოში შეირბინა. ნაია დაინახა. ქალი თაროებიდან თეფშებს იღებდა და ამსხვრევდა. მერე სხვა ჭურჭელსაც მიწვდა. ყვიროდა და თმებს იწეწდა.
–არ მინდა! არც ეს საჭმელი მინდა! არც ეს! არც ეს! არაფერი არ მინდა!–ჯამებს აქეთ–იქით ისვროდა და ხან ერთ კედელს ეჯახებოდა, ხან მეორეს.
–დამშვიდდი!–ხელები დაუჭირა ჯაბამ და თავი შუბლზე მიაბჯინა.–არ შეიძლება ასე, ნაია... არ შეიძლება!
–მე მინდა ის ვაკეთო, რაც არ შეიძლება... არ მინდა ეს ბავშვი. მე შენგან მინდა შვილი... შენგან, გესმის?–ასლუკუნებულმა ახედა მამაკაცს და თავი კალთაში ჩაუდო.–არ მინდა იმ კაცს გავუჩინო შვილი, ვისთვისაც ერთჯერადი ნივთი ვიყავი... მინდა ყოველ დილით შემეძლოს შენთვის დილა მშვიდობისას თქმა და კოცნით დაჯილდოვება... მე სხვისი ბავშვი არ მინდა! მე შენი შვილი მინდა!
ჯაბას გული დაემსხვრა... უნდოდა რამე სანუგეშო ეთქვა, მაგრამ ენას პირში ვერ ატრიალებდა... საერთოდ უუნარო იყო იმ წუთას.... მთელი სხეული პარალიზებული ჰქონდა... მის შინაგან სამყაროში ქარბორბალა ტრიალებდა! ნაიას სურვილი გამძაფრებული შეგრძნებებით იპყრობდა ჯაბას გონებას... მისი და ნაიას ოცნება! პატარა, კუდრაჭა, კიკინებიანი გოგონა... თივის ზვინს ამოფარებულნი თვალებს ხუჭავდნენ და ირეალურ სფეროში დაფრინავდნენ... გეგმავდნენ, რომ როგორც კი ნაია სრულწლოვანი გახდებოდა, დაქორწინდებოდნენ... მერე ჯაბას პატარა, მყუდრო ბუდეში გადავიდოდნენ და იქ იცხოვრებდნენ, სანამ სიკვდილი არ დააშორებდათ... განა ზღაპრებშიც ასე არ იყო? ცხოვრება კი სულაც არ აღმოჩნდა ასეთი! პირიქით რადიკალურად განსხვავდებოდა ცნობილი მწერლების მოთხრობილი ამბებისგან... ნაია ზღაპრული პატარძალი იყო, თეთრი კაბა ეცვა და ფატაც ეხურა, მაგრამ... მაგრამ მის გვერდით სულ სხვა ადამიანი იდგა! ჯაბა კი არა, ვიღაც ბესო, რომელიც მეორე სოფლიდან ბრძანდებოდა და მონად უნდოდა ღატაკი ოჯახის ერთადერთი ქალიშვილი... არავინ არაფერს შეკითხვია ჩვიდმეტი წლის გოგონას... ერთი ის უთხრეს, თუ არ გათხოვდები, შენი უმცროსი და, რომელიც აგერ უკვე რამდენი თვეა ავადმყოფობს, ვერასდროს გამოჯანმრთელდებაო. დადუ მაინც მოკვდა, მაგრამ მოგვიანებით...
–ბედმა ცხოვრება აგვირ–დაგვირია, მაგრამ სწორედ მაშინ შეგვახვედრა ერთმანეთს, როცა შენ ამ პატარას მოკვლას აპირებდი... ეს რომ გაგეკეთებინა, ჭაობის მცენარეები შუბლსაც კი დაგიფარავდენენ, თუმცა ასე არ მოხდა! და ეს იმიტომ, რომ შენში მყოფი არსება ამ ქვეყანას უნდა მოევლინოს!–მუცელზე ხელი მოუთათუნა და თავი მხარზე დაადებინა ქალს.–ნახე, მას შევეხე და რაღაც ვიბრაცია ვიგრძენი... არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის მისი ბიოლოგიური მშობელი! მისი მამა ის არის, ვინც შენ მიგაჩნია მისი მამობის ღირსად! არსებობს კი ასეთი ადამიანი?
–კი, არსებობს...–დარწმუნებით წარმოთქვა ნაიამ და თავი დაუქნია.
–არსებობს?–მისგან სულ ხვა პასუხს ელოდა ჯაბა და გაკვირვება ვეღარ დამალა.
–შენ!...
–რა მე?–სახეზე ხელი ანერვიულებულმა მოისვა მამაკაცმა.
–ეს შენ ხარ ჩემი შვილის მამობის ღირსი! ერთადერთი, ვისი შვილის დედაც მთელი გულით მინდა, რომ ვიყო, შენ ხარ!–მტკიცედ თქვა ქალმა და ღელვისგან მთელი ორგანიზმი დაეძაბა.
–ნაია, შენ...
–გინდა, რომ იყო ჩემი შვილის მამა?–თვალები უფრო და უფრო უდიდრონდებოდა და ცდილობდა რამით მიეჩქმალა ის შიში, რომლის ჩრდილის ქვეშაც ახლა იყო.
–შენ არ იცი, ეს მე როგორ ბედნიერს გამხდის...–კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა, ბედნიერებისგან რომ არ ამოეღმუილა...
–არ ვიცი. მართლა არ ვიცი.–შეჭოჭმანდა ბოლო წუთებში.–საშინელ მდგომარეობაში ვარ. მალულად ანტიდეპრესანტებსაც ვსვამ. ეს ყოველივე ბავშვზე ცუდ გავლენას ახდენს. მეშინია იმის, რომ ყოველთვის ეჭვი შემჭამს... თუ შენ ამას იმიტომ ამბობ, რომ ჩემს შვილს და მე საფრთხე არ დაგვემუქროს, ახლავე მითხარი. გპირდები, არაფერს მოვიმოქმედებ! უბრალოდ მეცოდინება, რომ შენ მე გიყვარვარ, მაგრამ ჩემნაირის გვერდით ვერ იქნები...
ჯაბამ ტუჩები მოკუმა და უსიტყვოდ მიაჩერდა ფერწასულ ქალს.
–გელოდები...–უსასრულო დუმილმა ნაიას ეჭვი განამტკიცა.
–მე სათქმელი შენს კითხვაზე არაფერი მაქვს. ამიტომ ვდუმვარ.–უშუალოდ უპასუხა მამაკაცმა.
–ეს როგორ?
–მე კითხვაზე ორჯერ არ ვცემ პასუხს.–მოკლედ მოუჭრა და ნაია სკამზე ჩამოაჯინა. ცივ იატაკზე ჯდომას ის შეიძლებოდა გაეციებინა.
ნაია ერთხანს მის ნათქვამს ხარშავდა. ანუ... ანუ... ანუ... ფიქრების ბოლომდე მიყვანა ვეღარ მოახერხა. ფეხზე ფრთებშესხმული წამოხტა და მამაკაცს კისერზე ჩამოეკიდა. ამდენი ხნის შემდეგ პირველად იგრძნო თავი ნაზად, სუფთად და წმინდად... და მიხვდა, რომ სულაც არ უნდოდა ქვეყნიერების ქალღმერთი ყოფილიყო... ამან ხომ ჭაობამდე მიიყვანა... მთავარია ჯაბას ქალღმერთი იყო! ჯაბას გულში გაღმერთებულმა სიყვარულმა განბანა, თუმცა ეს მხოლოდ წამით...

ის, რაც მანამდე იყო, ტკივილს არ ანიჭებდა... ახლა კი ყოველი წუთი წამებად იქცა. განა ადვილია შენივე სიბინძურისთვის თვალის გასწორება? წარსულის ნაიად იქცა და ამ სამ წელში ერთ საქციელს ვერ ხედავდა, სწორი და ნათელი რომ ეწოდებინა. მუცელზე თითის მიდებასაც კი ვერ ბედავდა... ეგონა შვილს მისნაირი უღირსი რომ შეეხებოდა, რამე დაუშავდებოდა... ექოსკოპიაზე პატარა ანგელოზის გამოსახულება რომ დაინახა, კისკისი ტირილად ექცა... რატომ, შენნაირ უმწიკვლოს რატომ ჰყავს ასეთი ბოროტი და უგულო დედაო... ექიმი განცვიფრებული უყურებდა მას და ქალის ტირილის მიზეზს ვერ ხვდებოდა...
''მე მკვლელი ვარ, დედი... მკვლელებს არ აქვთ უფლება ბედნიერების! ახლა ჩემს გვერდით ჯაბაა... როგორ შეიძლება მის გვერდით იყო და ბედნიერება არ მოგინდეს? მენატრება ბედნიერება, მაგრამ არა! მე ამას არ ვიმსახურებ!''–ღამღამობით გულში ელაპარაკებოდა შვილს და ცრემლები ღაპა–ღუპით მოსდიოდა.–''რა მჭირდა მაშინ? როგორ ვყავდი ასე ძლიერ ეშმაკს შებოჭილი? მაპატიე, დე... თუმცა არა! მე მკვლელი ვარ, მკვლელებს კი არ პატიობენ!''
ყოველი ღამე უძილობით იწყებოდა და უძილობით მთავრდებოდა... ნაიას ამოღამებულ თვალებს ვერაფრით უმკურნალა ჯაბამ. ბოლოს ყველანაირი იმედი რომ გადაეწურა, გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება, რომელიც აშფოთებდა და აშინებდა...
მაღაზიიდან ამოსულმა ჯაბამ პროდუქტებით სავსე პარკები მაგიდაზე დადო და დივანზე წამოწოლილ ნაიას მიუახლოვდა.
–ნაია, შენ ავად ხარ...–სევდიანად ჩაილაპარაკა და თავი ხელებში ჩარგო.
–მერე?–არ შედავებია ქალი, რადგამ არც მისთვის იყო უცნობი ეს. ავად კი არა, ძალიან ავად იყო...
–მერე ასე გაგრძელება არ შეიძლება!
–უკვე დაიღალე?–მექანიკური მოძრაობით გადმოყო ფეხები იატაკზე და ამოიხვნეშა.
–მე შენ ვერ დამღლი. ვერასდროს! ეს საკუთარ თავს ღლი, რომელსაც მეტის გაძლება აღარ შეუძლია... ბავშვს ტანჯავ, არადა ვითომ გიყვარს ის...–ამ მიმართულებით მოსინჯა ნიადაგი ჯაბამ.
–მე ის მართლა მიყვარს!–ისტერიკულად შეკივლა ნაიამ.–ის, რომ ადრე სხვანაირად ვფიქრობდი, არაფერს ნიშნავს. ახლა მხოლოდ ჩემი პატარასთვის ვცოცხლობ, თორემ ისე... ისე არ ვიცი, ჩემს თავს რას დავმართებდი...
–სწორედ ამაშია საქმე!–მის წინ ჩაიმუხლა მამაკაცმა.–შენს შვილს დედა სჭირდება და თუ ის მართლა გიყვარს, ახლა ადგები და ფსიქოლოგთან წამომყვები.
–არა, არა... საფსიქოლოგო არაფერი მჭირს... პირიქით, ის რაღაცას ავნებს ჩემს პატარას.–თვალები გააფაციცა და დამფრთხალმა გახედა თავის საძინებელს.
–იქ ვერ შეხვალ, სანამ საუბარს არ დავასრულებთ.–მიუხვდა ჯაბა.–ახლა შენს სულელურ ეჭვებზე მომიყევი... რა უნდა დაუშავოს სათვალეებიანმა ფსიქოლოგმა ჩვენს შვილს?
–აუცილებლად სათვალეებიანი იქნება?
–ხო, აუცილებლად.–კვერი დაუკრა და გაუღიმა.
–რომ არ იყოს?
–ჩემი ხომ გჯერა?
–მჯერა. ყველაზე მეტად მჯერა.
–ხოდა ხვალ ფსიქოლოგთან წავალთ. სათვალეებიან ფსიქოლოგთან.–გვერდიდან მიეხუტა ჯაბა და მუცელზე ხელი შემოაწვდინა.

^^^
დასასრულსაც მივუახლოვდით...
სულ ერთი თავი დარჩა...
იმედია ყველაფერში გაერკვიეთ და არც ერთი კითხვა არ დაგრჩათ უპასუხოდ...
ეს თავი ყველაზე მნიშველოვანია და ამიტომ განსაკუთრებით მაინტერესებს თქვენი შეფასება... შთაბეჭდილებები... მეც ჩემის მხრივ ვეცდები, რომ ხვალ დავდო ბოლო ნაწილი.
უყვარხართ სოფიკოს!



№1  offline მოდერი bibo

სოპიკუნკულა საოცრება ხარ სასწაული ჩემო ალუბალო მარწყვოოო ვაშლატამა ვგჟები მე შენზე პატარავვვ ვერ ვახერხებ ყოველთვის კომის დატოვებას არ გეგონოს არ ვკითხულობ სოპუს საოცრება სასწაული მარწყვის ტორტი და ალუბლის მურაბა ხარრრრ აი ჩოკოლატი ხარ ჩიტოოოო love

 


№2  offline წევრი teddy))

Ra tkma unda momewona! Is qmari aman mokla? Jaba yvelafris miuxedavat mastana da dzalian vafaseb! Am gogos saxeli damaviwyda :D mgoni naia :D man gamoachina am tavshi axali saxe, romelic dzalian momewona!

 


№3  offline წევრი cisa

იცი რა მომწონს შენ ნაწრში შენ ჯაბას სახით დაგვანახე რო სიყვარულს დიდი ძალა აქვს..ყველაფერს ვადალახავს და უფრო ძლიერდება..სხვისი შვილიც კი მიღო ჯაბამ..არ ვიცი ასეთი სიყვარული ალბათ იშვიათიაა♡♡♡ ♥♥ თავიდანვე მივხვდი რო ნაია ცუდი არ იყო მან ბევრი ცუდი ნახაა ცხოვრებამ მიყვანა ამ ზომამდე და ახლა იბრძვის რაც მთავარიაა..აიიი უზომოოდ მომწონს.დასაფიქრებელი და ცხოვრებისეულია ასეთი სიმამაცე ბევრისტვის მისაბაძი უნდა გახდეს..ყკველა ჭაობიდან შეიძლება თავის დახწევა..საუკეთედო ხარ ჩემო ტკბილო და საყვარელოო♡♡♥♥♥

 


№4  offline მოდერი sopiko

bibo
სოპიკუნკულა საოცრება ხარ სასწაული ჩემო ალუბალო მარწყვოოო ვაშლატამა ვგჟები მე შენზე პატარავვვ ვერ ვახერხებ ყოველთვის კომის დატოვებას არ გეგონოს არ ვკითხულობ სოპუს საოცრება სასწაული მარწყვის ტორტი და ალუბლის მურაბა ხარრრრ აი ჩოკოლატი ხარ ჩიტოოოო love

რა სიტყვით შეგამკო, მითხარი გეხვეწები lol ყველაფერი მითხარი უკვე... დიდი მადლობა, ტკბილოო love
teddy))
Ra tkma unda momewona! Is qmari aman mokla? Jaba yvelafris miuxedavat mastana da dzalian vafaseb! Am gogos saxeli damaviwyda :D mgoni naia :D man gamoachina am tavshi axali saxe, romelic dzalian momewona!

რა მოკლა, გოგო? ეგღა უნდოდა კიდევ? lol მახარებ, თედ'უნია love
cisa
იცი რა მომწონს შენ ნაწრში შენ ჯაბას სახით დაგვანახე რო სიყვარულს დიდი ძალა აქვს..ყველაფერს ვადალახავს და უფრო ძლიერდება..სხვისი შვილიც კი მიღო ჯაბამ..არ ვიცი ასეთი სიყვარული ალბათ იშვიათიაა♡♡♡ ♥♥ თავიდანვე მივხვდი რო ნაია ცუდი არ იყო მან ბევრი ცუდი ნახაა ცხოვრებამ მიყვანა ამ ზომამდე და ახლა იბრძვის რაც მთავარიაა..აიიი უზომოოდ მომწონს.დასაფიქრებელი და ცხოვრებისეულია ასეთი სიმამაცე ბევრისტვის მისაბაძი უნდა გახდეს..ყკველა ჭაობიდან შეიძლება თავის დახწევა..საუკეთედო ხარ ჩემო ტკბილო და საყვარელოო♡♡♥♥♥

ცისა, გულში მიზიხარ მგონი... ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემს ისტორიებს საერთო ჰქონდეს ცხოვრებასთან და რადგან შენ ამას ჩაწვდი, ესე იგი გამომდის love

 


№5  offline წევრი cisa

ki chavwvdi da tanac rogor mec mqonda ragac chavardebebiicxovrebashi mtlad maseti ara rogorc sheni istoriis gmirs..dgemde tvitvvema mawixebda bolo ori tavi wegan wavikitxe da mivxvdiro. tu ki qveknad ram arsbobs kvelaferi gmertis neba cudic da kargiic kvelaferi mogvarebadia..saswaulad momwons es istoria.am saitze jer ase araferi momwonebia ♥♥♥ meec gulshi mizixar sakvareloo♥♥♥♥

 


№6 სტუმარი Black

Rogorc yoveltvis axlac dzalian momwons sheni istoria;) veli shemdeg tavs sopachkaa<3

 


№7  offline მოდერი sopiko

cisa
ki chavwvdi da tanac rogor mec mqonda ragac chavardebebiicxovrebashi mtlad maseti ara rogorc sheni istoriis gmirs..dgemde tvitvvema mawixebda bolo ori tavi wegan wavikitxe da mivxvdiro. tu ki qveknad ram arsbobs kvelaferi gmertis neba cudic da kargiic kvelaferi mogvarebadia..saswaulad momwons es istoria.am saitze jer ase araferi momwonebia ♥♥♥ meec gulshi mizixar sakvareloo♥♥♥♥

Black
Rogorc yoveltvis axlac dzalian momwons sheni istoria;) veli shemdeg tavs sopachkaa<3

დიდი, დიდი მადლობა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent