ქაოსი. #10
9 საათისთვის უკვე მზად ვიყავი. შავი სადა ტანზე მომდგარი მუხლს ოდნავ ჩაცდენილი კაბა მეცვა და შავი წითელ ძირიანი მაღლები. სარკიდან ვიღაც სხვა ქალი მიყურებდა დამშვიდებული სახით და თვალებით და არა ის კირა, რომელიც რამდენიმე თვის წინ იყო. როგორ შევიცვალე ამ დროის განმავლობაში. მგონი ნელ-ნელა კლასიკურ სტილში გამოწყობილი კირაც მომწონს და იმდენად დისკომფორტს აღარ ვგრძნობ. ქვემოთ ჩავედი, ლაშა მანქანასთან მელოდებოდა. დამინახა თუ არა, თვალები გაუბრწყინდა. -როგორ მომწონხარ ასეთი. -გამიღიმა და თმებზე ხელი ჩამომისვა. ულამაზეს რესტორანში მივედით, სადაც ჩვენი მაგიდა დიდ ტერასაზე განმარტოვებულ ადგილას იდგა. -რა ლამაზია. -ღიმილით გადავხედე ლაშას. სკამი გამომიწია და მაგიდასთან დამსვა. უცებ თმა გადამიწია და ყელზე ულამაზესი ბრილიანტებით სავსე ყელსაბამი მომარგო. -დაბადების დღეს გილოცავ, კირა. -ყურთან ჩამჩურჩულა და იქვე ყელთან კოცნის კვალი დამიტოვა. მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა.. -ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ არ იყო საჭირო. -ყელსაბამზე ხელი მოვიკიდე. ლაშა ჩემ წინ დაჯდა. -ბრილიანტები ყველა ქალის საუკეთესო მეგობრები არიან. -თვალი ჩამიკრა და მიმტანს ხელით ანიშნა, რომ მოსულიყო. -ხო, მაგრამ ჩემი არა. -გავეღრიჯე სასაცილოდ. -ტყავის სამაჯურებს ვერ მოგიტანდი ახლა, მაგას ისედაც სულ გყიდულობ. -ორივეს გაგვეცინა და მოსულ მიმტანს ავხედეთ. -კრაბის ცეზარი თუ შეიძლება. -მე მაშინ ქათმისას შევჭამ და ფორთოხლის წვენს დავლევ. -უთხრა ლაშამ და შემდეგ მე გამომხედა. -შენ რას დალევ? -მე ჩივასი და ვაშლის წვენი, თუ შეიძლება. -ლაშას უკმაყოფილო სახის დანახვისას ეგრევე დავამატე. -ჩემს დაბადების დღეზე ცოტას დავლევ. -დესერტს მოგვიანებით შევუკვეთავთ. -უთხრა ლაშა და მიმტანიც ღიმილით გაგვეცალა. -აბა როგორ გრძნობ თავს 20 წლის ასაკში? -გამომხედა და გამიცინა. -ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ თინეიჯერებს აღარ ვეკუთვნი. -გამეცინა. -შენ როდის ხდები 46ის? -სამწუხაროდ 2 თვეში. -ნუ ღელავ, მაინც არაფერი გეტყობა. -უდარდელას ავიქნიე ხელი. -ემა რამდენის არის? -რატომღაც პირველად წამოვიწყე ემაზე ლაპარაკი. -ემა 26ის არის. პატარა ვიყავი ცოლი, რომ მოვიყვანე. -და სად არის ახლა ის შენი ცოლი? -ემაზე მშობიარობას გადაყვა. -უცებ გაუშავდა ნაცრისფერი თვალები. ენაზე ლამის ვიკბინე, ჩემი უტაქტობის გამო. თან გამახსენდა ემას რაც ვუთხარი გაცნობის დღეს, საშინელი გოგო ვარ. -მე.. მე მაპატიე. არ ვიცოდი. -არაუშავს. -გამიღიმა და იმ წამის მოტანილი წვენი მოსვა. მე კიდევ პირველივე ჭიქა ჩივასი ისე ჩავცალე, არც ამომისუნთქავს. -ეგრე ვისკის ვინ სვამს? -გაკვირვებულმა გამომხედა. -ამ წამს მჭირდებოდა. -გავუღიმე და მეორე ჭიქა შევივსე. -კირა, 2 დღეში გამგზავრება მიწევს საქნეების გამო ერთი თვით, იმედია არ მოიწყენ უჩემოდ. -შევეცდები.. -ცოტა არ იყოს მეწყინა. -წიგნები დამიტოვე და წავიკითხავ. -როგორც გატყობ, მოგეწონა ”პატარა უფლისწული.” -ძალიან. -აღფრთოვანებით წამოვიძახე. -ჩემი აზრით, სულ უნდა გადაიკითხო ხოლმე, რომ გახდე იმაზე კარგი ვიდრე ხარ. ამ პატარა წიგნში იმდენ ცხოვრებისეულ რამეზე წერია, რომ შეუძლებელიაა რ დაფიქრდე სიყვარულის, მეგობრობის, სიკეთის და ერთგულების არსებობაზე. -ულამაზესთან ერთან, ჭკვიანი გოგოც ყოფილხად. -კმაყოფილმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე ლაშას. -რომელიმე ფრაზა თუ დაგამახსოვრდა? -კი, ბევრი. მაგრამ თავში მხოლოდ ერთი მიტრიალებს ”რა უცნაური ხალხია ეს დიდები”. -მეც მაგით დამამახსოვრდა თავიდან. -კიდევ შემირჩიე რამე კარგი? -აუცილებლად. კიდევ ათას რამეზე ვისაუბრეთ. კარგი საღამო გამოვიდა, უბრალოდ მე დავლუე ცოტაზე მეტი და კიდევ უფრო გავთამამდი ლაშასთან. -არ გინდა მეცეკვო? -მაგიდას დავეყრდენი და თვალები ავუხამხამე. -მე არ ვცეკვავ. -რატომ ქურდულებში არ მოსულა? -წამომცდა დედას გეფიცებით. -კირა, ხომ შევთანხმდით, რომ ჩემს პროფესიას არ განვიხილავთ. -მე მაპატიე. -ტუჩები მოვკუმე და ხელი მივირტყი. ეგრევე შევცვალეთ თემა, კიდევ ცოტახანს გავჩერდით და პირველისთვის სახლში წამოვედით. სიარული მიჭირდა, ამიტომ ლაშაზე ვიყავი ხალხის თვალისთვის შეუმჩნევლად ჩამოკიდებული. მანქანაში როგორც კი ჩავსხედით ფეხსაცმელები გავიხადე და ფეხები სავარძელზე ავწიე. -საშინლად დამღალეს. -უკმაყოფილოდ დავხედე ფეხსაცმელს. -კიდევ ვერ მიეჩვიე? -სიცილით გადმომხედა ლაშამ. -ვერა. ჯოჯოხეთია, არ მესმის რა ცოდვა გვაქვს ასეთი ქალებს, ესენი რომ გვერგო წილად. -ვილანძღებოდი და სასაცილოდ ვიქნევდი ხელებს. როგორც ჩანს ლაშა ამ ყველაფერმა კიდევ უფრო გაამხიარულა. სახლში მივედით და ოთახამდე ისევ ლაშაზე ჩამოკიდებული მივედი. მგონი ჰაერზე კიდევ უფრო მომეკიდა ალკოჰოლი და უფრო შესამჩნევად ვბორძიკობდი. კიბეებზე ასვლის დროს ფეხსაცმელი რომელიც ხელით მიმქონდა, მილიონკერ დამივარდა ძირს და ბოლოს ლაშამ იკისრა მათი წამოღება. ოთახში შემიყვანა და საწოლზე დამსვა. -ეს არის ხომ ცოტას დავლევო? -მითხრა და თმები გამისწორა. -ცოტაც იყო და ცოტაც. -სიმთვრალისგან ამღვრეული თვალებით ავხედე. -დამეხმარე რა გახდაში. -შევევედრე ბოლოს. ლაშა გარდერობის ოთახში გავიდა და ჩემი მინიონებიანი პიჟამოები გამომიტანა. შემდეგ წინ დამიდგა და კაბის უკან ელვა ჩამიხსნა. იმდენად ახლოს ვიყავით ერთმანეთთან ვნება მომეძალა და სუნთქვა ხშირი გამიხდა. სახე ახლოს მივუტანე და მინდოდა მეკოცნა, მაგრამ ლაშამ სხარტად ჩამიცურა კაბა ტანიდან და მომშორდა. -რატომ არ მეკარები? -წამოვხტი ფეხზე და თვალებში ჩავხედე. სულ არ მაკოპლექსებდა ის ფაქტი, რომ მის წინ საცვლებით ვიდექი. -კირა, მთვრალი ხარ. -მითხრა და პიჟამოები მომაწოდა. -არაფერ შუაშია. უბრალოდ... უბრალოდ არ ვიცი. -დავიბენი და ზურგი ვაქციე. -წადი. -მისმინე.. -მომიახლოვდა და ბეჭზე ხელი დამისვა. -შენ ახლა ვნება გალაპარაკებს.. მე კიდევ გრძნობას ველოდები. -ელემენტარულად არც მეხები და რანაირად უნდა გავარკვიო რა მაქვს შენ მიმართ? -შემოვბრუნდი და მგონი ზედმეტად გულუბრყვილო კითხვა დავუსვი. ჩაეცინა, ხელი კეფაზე დამადო და მისი ტუჩებისკენ მიმწია. ნაზად მაკოცა და.. ბუუმ.. დიდი ფოიერვერკი ამიფეთქა მუცელში. -ტკბილი ძილი. -გამიღიმა შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა. გაშეშებული ვიდექი შუა ოთახში და კარებზე მქონდა თვალები მიშტერებული. ვერ გავიგე მართლა გამიჩნდა გრძნობა, თუ ეს უბრალოდ იმის ბრალია, რომ დიდი ხანია სექსი არ მქონია. -კიდევ უნდა დავლიო. -ჩავილაპარაკე ჩემთვის, პიჟამოები გადავოცვი და მეოთხე სართულზე ავედი. -მაპატიე ხელის შეშლა არ მინდოდა. -რომ ავედი ემა დამხვდა, რომელიც დივანთან იყო ჩამჯდარი და სვამდა. -სასმელს ავიღებ და წავალ. -მოდი ჩემთან ერთად დალიე. -მითხრა მოულოდნელად, რაც ძალიან გამიკვირდა. მივუახლოვდი და გვერდით დავუჯექი. -გილოცავ დაბადების დღეს. -გამიღიმა და ბოთლი ჰაერში აწია. -მადლობა. -მეც გავუღიმე. -რაღაც მინდა გითხრა.. მე.. მაშინ რომ გითხარი.. აი.. -ცოტა მიჭირდა ამის თქმა, აშკარად მოწყენილი იყო და კიდევ უფრო არ მინდოდა ცუდად მემოქმედა, მაგრამ აუცილებლად უნდა მეთქვა. -დედაზე.. არ ვიცოდი. დღეს გავიგე. და მაპატიე, ძალიან გთხოვ. -არაუშავს. -მომიჭრა მოკლედ და ბოთლი გამომიწოდა. -რამდენის წლის გახდი? -20ის. -ვუპასუხე და სასმელი მოვსვი. -რა პატარა ხარ ჯერ.. -ხო. -გავხედე და ვერ გადავწყვიტე მეკითხა თუ არა, მაგრამ მაინც ვკითხე. -რატომ ხარ მოწყენილი? -მგონი მიყვარს. -ეგრევე გამცა პასუხი და გამიკვირდა, რომ გაიხსნა ჩემთან. ან შეიძლება სასმლის ბრალია. არ ვიცი. -და მერე მაგას რა ჯობია? -ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც ჩვენ გვინდა. სხვა ყავს. -მითხრა სევდიანად და ბოთლი გამომართვა. -გვიმთავრდება, ახალს მოვიტან. -ავდექი და ტეკილას გაუხსნელი ბოთლი ავიღე. -სად გაიცანი? -ერთი პატარა იასამნისფერი ბარია. მარტო ვიჯექი ვსვამდი, მიყვარს ხოლმე განმარტოება. ხოდა ეგეც შემოვიდა, არა, უფრო სწორედ შემოანათა. მართალია ძალიან დაღლილი სახე ჰქონდა, მაგრამ ბრწყინავდა. ისეთი ლამაზია, საოცარი ღიმილი აქვს. -გოგოა ხომ? -გვერდით მივუჯექი და ემას გავხედე, ისეთი სიყვარულით მიყვებოდა მასზე, გული გამითბა. -ლაშას არ უთხრა კარგი? არ ვიცი ამ ყველაფერს როგორ მიიღებს. -სამარე ვარ. - პირზე უხილავი ბოქლობი დავიდე და გასაღები გადავგდე. -იცი რას ვგრძნობ? -მკითხა, მაგრამ მერე უცებ გაჩერდა. -მგონი თავს გაბეზრებ ხო? -რა სისულელეა. მომიყევი ყველაფერი, შეგიძლია მენდო. -გავუღიმე და სასმელი მოვსვი. -უბრალოდ რთულია ეს ყველაფერი შეინახო, აუცილებლად უნდა დავიცალო. მართალია ახლო ურთიერთობა არასდროს გვქონია, მაგრამ მიხარია, რომ ამ ყველაფერს შენ გიყვები. -მეც მიხარია და იმედი მაქვს გამოვასწორებთ ჩვენს ურთიერთობას. -აუცილებლად. -გამიღიმა და მანაც დალია.. მერე ორივემ სივრცეს გავხედეთ, ვიტრინიდან ვაკვირდებოდით ულამაზეს ხედს და სიჩუმე ჩამოვარდა. -ებბი ქვია. იმ ბარის მეპატრონეა.. -დაიწყო ემამ მოყოლა. -ემა და ებბი, უკვე უხდებით ერთმანეთს. -მხოლოდ გამარჯობით ვიცნობ. მე კი მინდა, რომ კარგად ვიცნობდე. მინდა ვიცოდე მასზე ყველაფერი. რა უყვარს, რა მოწონს, რა არ მოწონს, რა უხარია, რა აბედნიერებს, რა ინტერესები აქვს. -ისეთი დიდი გრძნობით ამბობდა ამ ყველაფერს, მინდოდა არასოდეს გაჩუმებულიყო, ვიჯექი და სუნთქვაშეკრული ვუსმენდი. -მინდა სულ მესმოდეს მისი ხმა, ვხედავდე მის ღიმილს, სიცილს. მინდა მისი სიცილის მიზეზი მეც ვიყო, მინდა მე მიღიმოდეს. მინდა მისი სუნი ვიცოდე და სულ ვგრძნობდე. მინდა ვუყურებდე, როგორ იღვიძებს და მინდა ჩემს მკლავებში ეღვიძებოდეს. მინდა ვუვლიდე, სიცივეში თბილად ჩავაცვა, საჭმელი გავუმზადო, რომ კარგად იკვებოს.. და .. იმ დაღლილ სახეს ყოველდღე ვუკოცნიდე. მინდა დავეხმარო, დღის განრიგი შევუმსუბუქო. მშურს იმ გოგოსი ვინც მასთან არის.. ვისაც შეუძლია ეს ყველაფერი გააკეთოს და შეიძლება არც აკეთებს. ან აკეთებს და მისთვის იდეალურია. ხოდა მძულს ის გოგო, თუ მისთვის იდეალურია. -მე..მე არ ვიცი რა გითხრა. რაღაც უნდა მოვიფიქროთ, თორემ ეს გრძნობა გაგანადგურებს. -ძლივს ამოვიღე ხმა. -რა უნდა მოვიფიქროთ? არ მინდა ვინმეს დაშორების მიზეზი ვიყო. -იქნებ არც აქვთ კარგი ურთიერთობა? გავარკვიოთ. -როგორ? -გამომხედა და მის თვალებში გაჩენილი იმედი დავინახე. -რამეს მოვიფიქრებ, გპირდები. -ხელი მხარზე მოვუსვი და გავუღიმე. -კარგი შევცვალოთ თემა, თორემ შენც დაგგრუზე. -ღრმად ამოისუნთქა და თვალებზე მომდგარი ცრემლი შეიწმინდა. -ლაშას მიმართ დამოკიდებულება შეგეცვალა ხომ? -მკითხა და გამიღიმა. -ხო.. მართალია, სასტიკად მომექცა თავიდან, მაგრამ გადავწყვიტე დამევიწყებინა. -მერე გამოგდის? -ხანდახან გამკრავს ხოლმე გულში, მაგრამ მერე ვიხსენებ მის დადებით თვისებებს და გადამდის. -რა გაგიკეთა ასეთი? -არ ვიცი რატომ ამომიჩემა, თავიდან რაღაც ახალ ბიზნესს აწყებინებდა მამაჩემს და სანაცვლოდ ჩემი თავი მოთხოვა. თითქოს რაღაც ნივთი ვყოფილიყავი. მამაჩემი რომ დათანხმდა, გავგიჟდი დას ახლიდან წავედი. მერე ისე მოხდა, რომ ბიზნესი მაინც დაიწყეს, მაგრამ მე არ მომეშვა. მითვალთვალებდა, ბოლოს მუქარაზე გადავიდა. ჩემი ერთი მეგობარი დაიჭირა, სხვა მეგობრებზეც მემუქრებოდა და გიოს მოკვლასაც კი აპირებდა. ბევრჯერ გამამწარა, ამიტომაც ვეძახდი ურჩხულს. -მსგავსი რაღაცეები, რომ მესმის მამაჩემზე, მგონია რომ იგონებენ.. სახლში ძალიან სხვანაირია. -ხო, მეც შევამჩნიე. -მგონი, უყვარხარ. მართალია, საშინლად არ მომწონს ამხელა სხვაობა თქვენს ასაკში, მაგრამ დამიჯერე მასთან ბედნიერი იქნები. -რატომ გგონია რომ ვუყვარვარ? -ამდენი წელია არასდროს არავინ მოუყვანია სახლში, ყოველთვის მხოლოდ მე და მამა ვიყავით. მის თვალებში სულ სხვანაირ სხივებს ვხედავ, რაც შენ გამოჩნდი და დარწმუნებული ვარ, რომ არ ვცდები. უბრალოდ გავუღიმე და სასმელის ბოლო წვეთები მოვსვი. არც ვიცოდი რა უნდა მეთქვა.. ბევრი აღარ გვილაპარაკია, გამთენიისას დასაძინებლად დავიშალეთ. 12 საათი სრულდებოდა, რომ გამეღვიძა. თავი საშინლად მტკიოდა, მაგრამ ისეთი მაგარი იდეით გავიღვიძე ებბისთან დაკავშირებით, რომ საწოლიდან სასწრაფოდ წამოვხტი და ოთახში შევუვარდი ემას. -ძალიან მაგარი რაღაც მოვიფიქრე! -მივახალე გახარებულმა საწოლზე წამომჯდარ მოულოდნელი შევარდნისგან გაოცებულ ემას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.