შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაციენტი [3]


27-04-2016, 23:11
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 134

_ სიგიჟეა რასაც ჩვენ ვაკეთებთ _ ამბობს მამაკაცი, თუმცა გულის სიღრმეში მაინც გრძნობს რაღაც სასიამოვნოს.
_ ვიცი _ მოკლედ მოუჭრა ნუკამ, მერე კიდევ ერთი ბაბუაწვერა დამალა თავისი ქურთუკის ქვეშ და მამაკაცს ახედა.
_ ქარი დაუბერავს მალე _ თქვა ჩაფიქებულმა, გოგონას რამდენიმე ბაბუაწვერა თავადაც მიაწოდა და თვალებით ცას მიაშტერდა.
_ ვიცი
_ და მალე გაქრება შენი ბაბუაწვერები...
_ ვიცი
_ მეტი პასუხი არ იცი? ვიცი, ვიცი, ვიცი _ გააჯავრა გოგონა, თან თვალები აატრიალა და ასფალტზე ჩამოჯდა. ერთმა წყვილმა ჩაუარა, “ ბაბულიკა დათო და ძერკსი ნინი”-ს დუეტმა. ოდნავ გაეღიმა კაცს, ირონიულად გააყოლა თვალი მიმავალთ და მერე ისევ ნუკას მიუბრუნდა.
_ კარგი, მორჩა _ მისი კითხვა დააიგნორა, მერე ღრმად ჩაისუნთქა, ხელი ქურთუკიდან გამოიღო და კონად შეკრული ბაბუაწვერები წინ გაიშვირა. მამაკაცმა ყელზე ჩამოკიდებული ფოტოაპარატი გააჩხაკუნა და ფოტომ დააფიქსირა ის, რაც აქამდე მან ვერ შენიშნა. გოგოს თვალები გაბრწყინებული ქონდა, ოდნავ აეწია ტუჩის კუთხეები, იღიმოდა და ცხვირზე დაყრილი ჭორფლები უელავდა. ლოყა ჩაჩხვლეტოდა, ლავიწის ძვლები კი ამობერილი ქონდა და ლავიწზე საშუალო ზომის ხალი “დასკუპებულიყო”. ყელზე ძარღვები ემჩნეოდა, ხელები კი ისე გამოეშალა და გრძელი თითები ისე შემოელაგებინა ბაბუაწვერებზე...
_ ერთი, ორი, სამი _ ითვლიდა ნუკა, თან ბაბუაწვერებს სულს უბერავდა და თვალებდახუჭული და ბედნიერი ჩანდა. ესეც დააფიქსირა ფოტოაპარატმა, ისიც, როგორ ავარდა ჰაერში ბაბუაწვერების ნამცეცები და ისიც, როგორ ფართოდ გაიღიმა გოგონამ. მამაკაცს გულში სითბო ჩაეღვარა. ფოტოაპარატს ხელი გაუშვა, ყელიდან მოიხსნა და ბაბუაწვერებში ჩამალა, მერე ორი დიდი ნაბიჯი გადაგდა, გოგონას მიუახლოვდა და ხელები წელზე მოხვია...

____

ოთახი სიგარეტის ბოლს მოეცვა, საფერფლეში მერვე ღერი სიგარეტი ჩაწვეს და მომდევნოს მოუკიდეს. ორივე დუმდა, თითქოს თუ ხმას ამოიღებდნენ, ყველაფერს გააფუჭებდნენ, თითქოს ახლა ხმის ამოღება სირცხვილი იყო. ორივე დუმდა... ღრმა ნაპასის ჩარტყმის შემდეგ, თავს ოდნავ მაღლა სწევდნენ და ოთახში დამწვარი ნიკოტინის ღერის ბოლს უშვებდნენ. გოგონა კედელს უყურებდა, თვალებს მხოლოდ რამდენიმე წუთში ერთხელ ახამხამებდა და მხრით ეყრდნობოდა მამაკაცს. ის კი გოგონას ხელს უყურებდა, მის ნათლად დამჩნეულ ძარღვებს, გრძელ თითებს, ფრჩხილებს, რომელიც გრძელი და შავი კი არა, კოხტად დაჭრილი და ულაქო იყო. უკვე კარგად იცნობდა მას. იცოდა, რა უყვარდა და არ უყვარდა ნუკას, რა აღიზიანებდა და რა მოსწონდა, მაგრამ თითქოს ეს მისი ერთი, ღია მხარე იყო. ის მამაკაცს მაინც არ უხსნიდა სულს, თითქოს რაღაცას უფრთხოდა, ეშინოდა.
_ ექვსის რომ ვიყავი, მამამ დაგვტოვა _ დაიწყო ნუკამ, ადვილად მიხვდებოდით, რომ უკვე მომზადებული იყო ამ დიალოგისთვის და დაზეპირებული ტექსტით ლაპარაკობდა _ ძაან განვიცადე, ოღონდ მაინც სულ ვიცინოდი და ვაიგნორებდი იმას, რომ მისი წასვლა დედაჩემს სულ ფეხებზე ეკი^და. მეტიც, ყოველდღე, გესმის, ყოველდღე ამოყავდა თავისი საყვარელი და მე ყოველდღე ვუსმენდი ჩემი ოთახის კედლებიდან დედაჩემის ხმამაღალ კვნესას _ გაიცინა, სიგარეტი მოქაჩა და განაგრძო _ შევეჩვიე. თავიდან ცუდად მხდიდა მათი ყურება, მინდოდა ორივესთვის ზედ მერწყია, მერე კი მომეკლა. მაგრამ მაინც შევეჩვიე. იცი, თუ დამიჯერებ, ყველაზე ცუდი შეჩვევაა. კარგისაც და ცუდისაც. კარგის იმიტომ, რომ ოდესმე ყველაფერი ირევა და მერე გეტკინება მაგრად. ცუდის იმიტომ, რომ გამოსწორებას არ ცდილობ და იმ რუტინას ეგუები... მოკლედ რა _ თავი რამდენჯერმე გააქნია და კვლავ ნაწყვეტად გაიცინა _ შვიდის ვიყავი, დედაჩემმა მეორე საყვარელი რომ გაიჩინა. მოყოლა არ მინდა, რას აკეთებდნენ ისინი ჯგუფურად. რვის ვიყავი, დედაჩემი უკვე საჭმელადაც რომ არ მეძახდა. ცხრის ვიყავი, როცა გავაცნობიერე რას ნიშნავდა მისი “ მეგობრები “ მისთვის და რა იყო ის ოხვრა და კვნესა. ათის ვიყავი, დედაჩემი უკვე სახლშიც რომ აღარ მოდიოდა. აზრზე ხარ? ბინა იქირავა და იქ ადიოდა. ალბათ იეჭვა, ხვდებაო და იფიქრა ჩამიშვებსო. მერე უკვე ყველაფერი ბუნდოვანია. ძიძები, რომლებიც ჩემზე ჩურჩულებდნენ. “ რა ეშველება ამ საბრალო ბავშვს...” _ ხმა გაებზარა და მამაკაცი მიხვდა, მოყოლა უჭირდა. თუმცა არ შეაწყვეტინა და მხოლოდ ის გაბედა, მხარზე ხელი მოეხვია.
_ მეგობრები ვერ შევიძინე. სკოლა-სახლი, სკოლა-სახლი, ჩავიკეტე, სულ დავლპი, ცისარტყელას ფერებიდან შავზე და ნაცრისფერზე გადავედი. იცი რატომ? იმიტომ რომ გოგო, რომელიც წითელს და ყვითელს იცმევს, ასეთივე უნდა ქონდეს ცხოვრება _ გაჩუმდა, თავი ხელებში ჩარგო და ტირილი დაიწყო.
_ ყველაფერი კარგად იქნება _ თქვა მამაკაცმა, თუმცა ეს უფრო სასაცილო სიტყვები იყო, ვიდრე იმის თქმა, რომ თაგვები დაფრინავენ. გოგომ თავი აწა, ჩაწითლებული თვალებით ჩააშტერდა თვალებში, მერე ოდნავ მიიწია... მამაკაცმა ყელთან მისი სუნთქვა იგრძნო. და აკოცა. მამაკაცმა მისი ტუჩები ვერაფერს შეადარა, ისიც კი ვერ შეძლო თავიდან, რომ კოცნაში აყოლოდა. მერე ოდნავ გახსნა ტუჩები, გონზე მოეგო, მისკენ მიიზიდა და ცალი ხელი ყელზე მოხვია.
_ იმედია _ მის ტუჩებს მოშორდა გოგონა, დაიჩურჩულა და გაიღიმა. აგიჟებდა მისი თითოეული ქცევა, გამოხედვა, მანერა, სახის მიმიკებიც კი...

_________

დაგვიანებისთვის ბოდიშსაც ვერ მოვიხდი :დდ
პატარა თავია და ვერც ამისთვის :დდ
მუზა რომ მომიფრინდება, მერე ვწერ რა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent