შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაციენტი [2]


23-03-2016, 16:26
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 730

თავის კაბინეტში იჯდა და ხელებს მაგოდაზე აკაკუნებდა , უამრავი საქმე ჰქონდა , მაგრამ მხოლოდ ნუკაზე ფიქრობდა . იმ უცნაურ გოგოზე , რომელზეც მთელი სამი საათია ფიქრობს და გულს ვერაფერს უდებს .
ამოიოხრა , წამოდგა და კედელზე დაკიდებულ საათს დახედა , შვიდს რომ უჩვენებდა . ნელი ნაბიჯებით დატოვა კაბინეტი , დერეფანი გაიარა და ორჯერ დააკაკუნა რკინის კარებზე .
_ შემოდი , შემოდი _ კარი ფართოდ გაუღო ასაკოვანმა მამაკაცმა და გაუღიმა . ღმერთო , ყველაფერზე მეტად ეზიზღება ეს სიყალბე ადამიანებში .
_ საქმე მაქვს , ლევან _ სახის არცერთი ნაკვთი არ შეარხია , ისე შეხედა და კაბინეტში შევიდა . მეცამეტე პალატიდან გამოსული კივილის ხმა დააიგნორა , ტყავის სავარძელში ჩაეშვა და მაგიდაზე შემოდებულ სიგარეტის ღერს მოუკიდა .
_ აბა , გისმენ _ მის წინ დაჯდა ლევანიც და პარალელურად რაღაც ფურცლებში დაიწყო ქექვა .
_ აქაურობას შენ გაბარებ _ უემოციოდ , ყოველგვარი შემზადების გარეშე მიახალა მამაკაცმა და ამოისუნთქა .
_ დღეს პირველი აპრილია ? _ გაეცინა ლევანს .
_ არა
_ აბა , რას მეხუმრები , ბევრი საქმე მაქვს .
_ გეუბნები , აქაურობას გჩუქნი-მეთქი . გადაგიფორმებ ხვალვე , ყველაფერი შენი იყოს _ ხმას ოდნავ აუწია და ორივე ხელი გაშალა , თან თავით სივრცეზე ანიშნა .
_ გაგიჟდი ? _ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა ლევანიმ .
_ არ ვიცი . უბრალოდ მივხვდი რომ რასაც ვაკეთებ არ მომწონს .
_ და ასე უბრალოდ ადექი და...? _ ჯერაც ვერ იჯერებდა , ნერვულად გაეცინა და თავი გააქნია , თან საბუთები ძირს დაეყარა .
_ ხო რა _ მხრები აიჩეჩა მამაკაცმა , წამოდგა და კართან მისულმა ნახევრად მოტრიალდა _ მისმინე , ფული არ მინდა . ხვალ რაღაც საბუთებს გამოგიგზავნი და მერე აღარ დამირეკო . არაფერზე . მიჩუქნია რა _ თვალი ჩაუკრა გაოგნებულ თანამშრომელს და კარი მიხურა . აი , რისი გაკეთებაც დიდი ხანია უნდა . ფული ფეხებ^ზე კიდი^ა , მთავარია ყოველდღე სული არ ქონდეს დამძიმებული ამდენი გიჟების დანახვაზე . მათი კივილი , ყვირილი , კანკალი , შეტევები , ყველაფერი ეს იმდენად ღლის და ფიტავს ... აქამდე როგორ გაუძლო , ისიც არ ესმის .
წასვლას აპირებდა , თათა რომ გაახსენდა . მაშინვე შებრუნდა და მის პალატასთან მისულმა ყოყმანით შეაღო კარი . ყველაფერი არაჩვეულებრივად მოწესრიგებული იყო და ოთახში სასიამოვნო სუნი იდგა . თეთრ კედლებს ამრეზით დახედა , თუმცა როგორც კი საწოლზე წამოწოლილი ქალი დაინახა მაშინვე გაუთბა მზერა .
_ ქალბატონო , ხაზზე ხართ ? _ ხმა გაიმკაცრა და კარის სახელურს მძიმედ დაეყრდნო .
_ ნუ მაწუხებთ _ წარბშეკრული თათა გადმოტრიალდა და მამაკაცის დანახვისას სულ ოდნავ გაიღიმა . შეუმჩნევლად .
_ როგორ გიკითხოთ ? _ ჰკითხა , თან ნელი ნაბიჯებით წავიდა საწოლისკენ და ქალთან მიახლოებულმა , რბილ ხალიჩაზე დაჯდა .
_ როგორც სულ , თქვენ ? _ მის გვერდით წამოწვა თათაც .
_ მე მივდივარ
_ დღეს არ წახვიდე , ჰაკუნები გავუშვი გარეთ და შეიძლება სადმე გადაგეყაროთ
_ არ შემეშინდება , მე ხომ მათ ვიცნობ
_ დღეს გაღიზიანეულები არიან , ლილის შეჭმაზე უარი ვუთხარი და... _ დანანებით ამოიჩურჩულა და თვალები აუცრემლიანდა .
_ არაუშავს , შეგირიგდებიან _ გაუღიმა მამაკაცმა და შუბლზე ჩამოშლილი თმა გაუსწორა .
_ ხომ მოხვალ ხოლმე ? აქ არ დამტოვო მარტო _ გაუცინა ქალმა .
_ მალე მოვალ და წაგიყვან _ იმედიანად უთხრა და მხარზე ხელი მოხვია . ყველაზე მეტად ვერ იტანს ტყუილს , მაგრამ თათასთან ვერ... ვერ იქნება პესიმისტი .
_ ვიცი რომ არ წამიყვან , ჩემს თავს არ გაგატანენ _ სიცილს არ წყვეტდა თათა
_ რატომ ვითომ ?! _ გაიჯგიმა მამაკაცი , თან შეუმჩნევლად ამოაცურა ქურთუკის ჯიბიდან ნემსი
_ აქ ხომ ყველას მე ვუყვარვარ _ სიტყვები ძლივს გადააბა , უკვე ბოლო ხმაზე იცინოდა და თვალები დაეხუჭა . ვერ შეძლო , ნემსი ისევ ჯიბეში დააბრუნა , სირბილით გავარდა დერეფანში და ექთანს გაუსწორა მზერა , შემდეგ მეთექვსმეტე პალატისკენ გაიშვირა ხელი და დამძიმებულმა დატოვა შენობა .

---

მეორე დღეს ნინოს ზარის შემდეგ , მოწესრიგდა და ნუკასთან წასასვლელად მოემზადა .
_ ეიი , მე რა ვქნა ? _ საწოლზე მწოლიარე ქალი ოდნავ წამოიწია და ირონიულად შეხედა მამაკაცს .
_ დაა^ხვიე _ მხრების ჩეჩვით უთხრა მამაკაცმა , იატაკზე დაყრილი ტანსაცმელი საწოლზე მიაყარა და კარი მიიკეტა . სამზარეულოში შევიდა , ყავა აიდუღა და მაგიდას მიუჯდა . თეფშზე დადებული კრუასანებიდან ერთი ყავას მიაყოლა და დაელოდა , როდის წავიდოდა ქალი . ქუსლების კაკუნის და კარის მიჯახუნების ხმა როგორც კი გაიგო , თავადაც წავიდა , მანამდე კი რუბიკის კუბი იყიდა და მანქანაში ჩაჯდა . სიჩქარის გადაჭარბების გამო დაჯარიმების შემდეგ როგორც იქნა მიაღწია თავისი “პაციენტის” სახლამდე და კარზე ზარი მოუთმენლად დარეკა .
_ მობრძანდით _ კარი გაუღო ამჯერად საშუალოზე უფრო მოკლე კაბაში გამოწყობილმა ნინომ და გაუღიმა .
_ გამარჯობა _ მიესალმა მამაკაცი , თან კუბი ხელში შეათამაშა .
_ ნუკა ზემოთაა , მანამდე ჩაიზე ან ყავაზე დაგპატიჟებთ _ კეკლუცად შეხედა და ხელზე ხელი მოუსვა .
_ არა , უკვე დავლიე . მერე იყოს ... მე ავალ _ იუარა მამაკაცმა და თავი გააქნია .
_ უარი არ მიიღება ! _ ვითომ წყრომით შესძახა ქალმა და წარბები შეკრა .
_ ახლა არა _ ცივად , მაგრამ თავაზიანად მოუჭრა მამაკაცმა , მისი ხელისგან თავი გაინთავისუფლა და კიბეებზე ავიდა , შემდეგ კი ნაცნობი ოთახის კარზე დააკაკუნა . არავინ რომ არ გამოეხმაურა , წინა დღეს ნინოს მოცემული გასაღებით შეაღო კარი და ფანჯრის რაფაზე ზურგით მჯდომ გოგონას მიაპყრო მზერა . კარი მიხურა და მაშინვე მიუხლოვდა . ნუკას ფეხები გარეთ გადაეწყო და მთელი ტანით გადახრილიყო .
_ ჰეი _ უხერხულად შეახო მამაკაცმა მხარზე ხელი .
_ ცოტა ხანი დამელოდე _ უთხრა გოგონამ და მხარი ისე აამოძრავა , რომ მამაკაცს ხელი ააღებინა .
_ რას აკეთებ ? _ მოუთმენლად აატრიალა თვალები .
_ ჯანდაბა _ ხმადაბლა ჩაიბურტყუნა გოგონამ , რაფიდან ჩამოხტა და მამაკაცისკენ შემოტრიალდა . ლავიწზე ორმა გრძლად დასერილმა ადგილმა დააეჭვა მამაკაცი , ძალიან ფრთხილად ასწია ხელი და საჩვენებელი თითით დასერილ ადგილს შეეხო , ქვემოდან ზემოთ აუყვა და იგრძნო , როგორ დააყარა ტანში ჟრუანტელმა ნუკას და მის დახუჭულ თვალებს შეხედა . მეორე ხელი ასწია და წელზე მოხვია ... ეს იყო წამები , როცა ორივე გრძნობდა რაღაც სხვას . ამას არ გრძნობენ ექიმები და პაციენტები .



№1 სტუმარი elene

wow dzaaan magaria gansxvavebuli saintereso da originaluri❤ momwons mara cota didi tavebi ro dado uketesi iqnebaaa❤❤))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent