შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ კი დაბრუნება გიწერია.... (თავი 7)


27-04-2016, 23:34
ავტორი tsn
ნანახია 2 430

.......

დილა ყველასთვის ჩვეულებრივად არ დაწყებულა.. ლევანმა თითქმის მთელი ღამე გაათენა, არც ტაია იყო კარგ დღეში.. ორივეს ერთი ფიქრი აწუხებდა, ვინ უწყობდათ ამ ყოველივეს და როგორ დაეჯერებინათ და აეხსნათ ყველაფერი ხალხისთვის..
ბელასთვის ეს დღე ნინათი დაიწყო.. ეს რაღაც არაჩვეულებრივი და ახალი იყო მის ცხოვრებაში.. ასაუზმა, გაასუფთავა, გამოაწყო და ახალ ბაღში წაიყვანა.. ეს საბავშვო ბაღიც გიორგის შერჩეული იყო და ენდო ბელა, აღმოჩნდა, რომ პატარა დათუნაც იქვე დადიოდა და ამიტომაც ბელას პროტესტი არ გამოუხატავს..
მშვიდად მივიდა სამსახურში და კაბინეტში შევიდა.. ცოტა ხანში გიორგიც მივიდა..
- შენ რაიმე საქმის კურსში ხარ? - ჰკითხა უცებ გიორგიმ..
- არა, რა საქმე - საბუთებიდან თავი არ ამოუწევია ბელას ისე დაუბრუნა კითხვა..
- წეღან შემთხვევით მოვკარი ყური, რომ ტაია და ლევანი აქციების გაყიდვას აპირებენ- სასხვათაშორისოდ უთხრა ბელას..
- რაა? რატომ? - გულწრფელად გაუკვირდა ბელას
- სიმართლე გითხრა, არ ვიცი.. შემთხვევით მოვკარი ყური უბრალოდ - იცრუა ბიჭმა...
- გასაგებია - აიჩეჩა მხრები ბელამ და საქაღალდეებია ქექვა განაგრძო..

- გიორგი, შეგიძლია ადრე წახვიდე, დღეს აღარაფერი საქმე აღარ გვაქვს, მეც ნინას გამოსაყვანად მივდივარ..
- მაშინ, მეც წამოვალ.. დღეს ილიას და მაკას არ სცალიათ, დათუნა უნდა მყავდეს მთელი შღე და კარგი იქნება, თუ ბავშვები ერთმანეთს შეეჩვევიან..
- კარგი - უყოყმანოდ დათანხმდა ბელა.. ცოტა ხანში ორივე საბავშბო ბაღის წინ იდგა და ბავშვებს ელოდა.. რა თქმა უნდა გიორგისთვის ბავშვი საბაბი იყო და უბრალოდ, ბელასთან სიახლოვე სჭირდებოდა.. მის გარეშე ძალიან უჭირდა, იმდენად, რომ უკვე აღარც კი შეეძლო ეს ორმაგი თამაში გაეგრძელებინა.. ბელას გარეშე სუნთქვა უჭირდა, ყვავილს ჰგავდა, რომელიც ფესვების გარეშე დარჩა.. ამოტომ გადაწყვიტა, რომ დროის უმეტეს ნაწილს მასთან ერთად გაატარაებს და აუცილებლად მიახვედრებს მის ვინაობას..
ბავშვები ჩუმად ნაყინზე ატეხა, ბელამაც ვეღარ იუარა და ახლომდებარე სანაყინეც მოინახულეს.. ბავშვებმა ერთმანეთა გაუგეს და საყვარლად თამაშობდნენ... ცოტა ხანს ისხდნენ და ნაყინს მიირთმევდნენ.. ბელაც ხშირად აპარებდა თვალს გიორგისკენ, გაეღიმა, როდეააჩ იგივე ნაყინი შეუკვეთა, რომელსაც ნიკა უკვეთდა ხოლმე.. რაც უფრო მეტად აკვირდებოდა, მით უფრო მეტად ამჩნევდა მასში ნიკას... ფიქრებში წავიდა და ხელით ისევ ბეჭდების წვალება დაიწყო..
- ალბათ ძალიან გიყვარდათ ერთმანეთი - იკითხა გიორგიმ..
- მე, რა - ფიქრებში წასულმა კითხვა ვერ გაიგო...
- ის ვიგულისხმე, რომ ალბათ სტივს ძალიან უყვარდი, თანაც მთელი ქონება დაგიტოვა - მთელი საწუხარი ამოთქვა მამაკაცმა..
- სიმართლე რომ გითხრა, მე და სტივი ფიქტიურ ქორწინებაში ვიყავით.. მის ქონებას რაც შეეხება, ეს დროებითია.. - გულწრფელი იყო ბელა..
- ვერ გავიგე - გაუკვირდა გიოს
- დაივიწყე - ამოილაპარაკა ბელამ..
- არ გინდა ბავშვები სკვერში გავასეირნოთ? - მაცშურათ შესთავაზა ბელას..
- რა თქმა უნდა - უჩვეულოდ დამთმობი გახდა ბელაც.. მთელი დღე ერთად გაატარეს, თავს ორივე ძალიან კარგად გრძნობდა..
- ეს შენ.. - გაუღიმა გიორგიმ ბელას და ხელში ვარდისფერი გვირილა მიაწოდა.. ეს ბელას საყვარელი ყვავილია.. მანაც გაუღიმა და გამოართვა..
- გმადლობ - ჩამწყდარი ხმით უთხრა და თვალები შეანათა.. ამ დროს ბავშვებმა ხმაური ატეხეს და მათი ყურადღებაც გაიფანტა.. გიორგი გავარდა და ბავშვებს გაეკიდა.. უყურებდა ბელა და მის მიმართ საოცარ სითბოს გრძნობდა... საღამო ხანს სახლში დაბრუნდნენ.. გიორგიმ ჯერ დათუნა მიუყვანა მშობლებს, შემდეგ ბელა და ნინაც მიაცილა..
- დედიკო, ჩენც ჩაექუტე, ლოგოლც დათუჩა ჩამექუტა მეე - აუტყდა ნინა.. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ნინამ დედა დაუძახა, ჩაიმუხლა, ჯერ მას აკოცა, შემდეგ კი გიორგისთან მივიდა..
- უნდა გადაგეხვიო, ბავშვს სურს ასე..
- რადგანაც ბავშვს სურს - გაუღიმა მამაკაცმა და თბილად მოჰყვია ხელი.. ეს საოცარი ჩახუტება იყო, ჩახუტება, რომლისგანაც თავის დახსნა არ გინდა.. როდესაც ეს ყველაფერზე მეტია.. ორივეს ნინა შომეკრა ფეხებზე და კისკისი ატეხა..
- მიკაქალ მამა - ასე მიმართა ნინამ გიორგის და ბელას ღიმილი სახწზე შეეყინა.. როგორ უნდა აეხსნა ბავშვისთვის, რომ ის მამამისი არ იყო.. რაღაცის თქმა დააპი
რა, როდესაც გიორგი(ნიკა) ჩაიმუხლა და ბავშვს მაგრად მოეხვია
- მეც მიყვარხარ პრინცესა - ლოყაზე აკოცა და სახლის კარი გაუღო.. ბელას ესიამოვნა, რომ გიორგიმ ბავშვს გული არ დასწყვიტა..
- გმადლობ, რომ ნინას რაიმე ისეთი არ უთხარი.. - გაუღიმა ბელამ
- რას ამბობ, ნინა ჯერ სულ პატარაა, არ ვაპირებ გული დავწყვიტო..
- გმადლობ - კიდევ ერთხელ უთხრა ბელამ, მიუახლოვდა ლოყაზე აკოცა და უცებ შევიდა სახლში..
- მე შენ მეორედ შემიყვარდი - ნაკოცნ ადგილზე ხელი ჩამოისვა ნიკამ, გაიღიმა და გზას გაუყვა.. გრძნობდა, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ მალე ისევ შეძლებდა იმ ჰაერით ესუნთქა, რითაც ადრე სუნთქავდა..
ის მომენტი გაიხსენა, როდესაც ბელა პირველად დაინახა.. მაშინ არ იცოდა, რამხელა პრობლემები ელოდათ ცხოვრებაში.. იქნებ არც კი შეეყვარებინა ბელასთვის თავი, რადგანაც ამან მხოლოდ ტკივილის მოტანა შეძლო, ეს ფიქრი უცებ უკუაგდო.. ყველაზე დიდ სიყვარულს, დიდი ტკივილიც სდევს თან.. იქნებ ეს მათი სიყვარულის გამოცდა იყო? მაგრამ ვერ გაეგო, რატომ აბარებდნენ ასეთ რთულ გამოცდას.. რატომ გადიოდა მათი სიყვარულის გზა.მხოლოდ ტკივილზე.. თვითონ ხომ იცოდა, რომ მთელი გული ბელას სიყვარულით ჰქონდა საჩსე.. ხომ იცოდა, რომ იმ წამებისთვის ცოცხლობდა, რომელსაც მასთან ატარებდა.. როგორ არ სჭირდებოდა ეს ''გამოცდა''.. უჭირდა, ძალიან უჭირდა მის გვერდით ყოფნა და ამ დარდით გასიებული ცრემლების ჩუმად ყლაპვა.. ახლა ისიც კი იფიქრა, რომ შეიძლება ბელას მასში ნიკა ამოეცნო, მაგრამ შეძლებდა კი ეცხოვრა გიორგისთან? მას ხომ სხვა სახე ჰქონდა.. არა, ბელა ისეთი არ იყო, რომ ამის გამო საყვარელ ადამიანზე უარი ეთქვა.. გაახსენდა, როგორ აწვალებს ხოლმე ბეჭდებს, რომლის ძირზე სიტყვა სიტყვით იცის რაც წერია.. განა თავად არ აქვს ქორწინების ბეჭედი? დიახ აქვს.. ისიც ეფერება მას ღან-ღამობით, როდესაც ეს მონატრება ტკივილზე მეტია.. როგორ აღარ შეეძლო ეს თამაში.. არ შეეძლო მასთან ასე აცლოს და თან ასე შორს ყოფნა, ეს შინაგანად ანადგურებდა.. მხოლოდ ის იმედი აცოცხლებდა, რომ მალე ყველაფერს დაიბრუნებდა... მათ კი ვინც ამ ტანჯვისთვის გაიმეტა, სამაგალითოდ დასჯიდა.. ბელა რომ არა, საკუთარი ხელებით დაახრჩობდა ორივეს, მაგრამ რადგანაც ბელა ცოცხალი იყო, არასოდეს დაისვრიდა ხელებს სისხლში, რადგან ზუსტად იცოდა, რომ ბელას ეს არ მოეწონებოდა.. ხშირად ფიქრობს, რატომაა ბელა ასეთი ლოიალური?.. მაგრამ პასუხი არ ჰქონდა.. ბრლასთვის კი ამ კითხვაზე ერთი პასუხი იყო, ის ნიკას უყვარდა ასეთი თბილი და გულმოწყალე და არა მონსტრი.. სწორედ რომ მისი სუფთა გულის გამო შეიყვარა ნიკამ, ამიტომაც გულს ბოროტებას ბერ მიაკარებდა, ნიკას გამო გული ისევ ისეთი ექნებოდა.. მისი სიმკაცრე, მონსტის იმიჯი, ეს მხოლოდ ზედაპირული იყო, სინამდვილეში კი ისევ ისეთი თბილი იყო...

მთელი ღამე შფოთავდა ბელა.. ჯერ ნიკა ახსენდებოდა, შემდეგ გიორგი და მათ შორის განსხვავება რატომღაც მაქსიმალურად მცირდებოდა.. კლინკკაში დარეკა და სთხოვა, რომ პასუხები რომც ყოფილიყო, აღარ სჭირდებოდა, რადგან აცნობიერებდა იმას, რომ ნიკასთვის დნმ-ც რომ შეეცვალათ, მისი სული მაინც უნდა ამოეცნო.. მხოლოდ ის აფიქრებდა, რატომ არაფერს ეუბნებოდა?.. იქნებ მისი საქციელი და ეს დუმილი უფრო მეტი იყო, ვიდრე ხმამაღლა საუბარი.. გულზე ხელი მიიდო, ამდენი ხნოს შემდეგ ისევ იგრძნო გაოაგებული გულისცემა.. შემდეგ მის ნაჩუქარ გვირილას დააკვირდა, ყვავილის ფოთლებს მიეფერა და გაიფიქრა
- თუ კი დაბრუნება გიწერია, თავად დაგიბრუნებს ღმერთი, მან დაგაბრუნა - სახეზე ლამაზი ღიმილი ეხატა.. კიდევ ათას რაღაცაზე ფიქრობდა, გადაწყვიტა, რომ თუ ტაია და ლევანი კომპანიას გაყიდდნენ, აუცილებლად თავად იყიდიდა.. რაც შეეხება, გიორგის, თუ ნიკას, ამასაც ცოტა ხანში მოუვლიდა..

.....

ნიკა ვერანაირად დაუშვებდა იმას, რომ დამნაშავეები თავისუფლად გაეშვა.. ის ახლა პოლიციელი იყო, რომელსაც გარკვეული საქმე ებარა და მტკიცებულებებს ეძებდა.. ნუ საქმის გამოძიებისას კი ჩადიოდა პაწაწინა დანაშაულებს, მაგრამ იმასთან შედარებით, რაც ამ ორმა ტირანმა დააშავა, ეს არაფერი იყო.. ყოველთვის ასწავლიდნენ, რომ თუ ვინმე ცუდად მოექცეოდა, ღმერთი მას აუცილებლად დასჯიდა,.მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როცა ვერ დაელოდებოდა, როდის დასჯიდა ღმერთი, ამიტომ თავად მოქმედებდა.. ახლაც '.მზაკვრული'' იდეა მოუვიდა თავში.. ლევანის სახლში შეიპარა და ჯერ ერთს, შემდეგ კი მეორეს, ყურში შეუმჩნეველი გადამცემები ჩაუმაგრა.. ისინი ვერ დაინახავდნენ გადამცემს, ვერც იგრძნობდნენ, სამაგიეროდ გაიგებდნენ იმ ხმებს, რომელსაც ნიკა მოისურვებდა, თანაც ნიკაც შეძლება ჩაეწერა მათი საუბარი, რაც მტკიცებულებად გამოდგებოდა.. საქმეს მალე მორჩა და უკან დაბრუნდა.. ისევ შეიპარა ბელასთან და დიდხანს უყურა მძინარეს.. შემდეგ ფრთხილად შეეხო მის ბაგეებს და ძლივს ძლივობით მოახერხა მისგან წამოსვლა..
- მიყვარხარ ბელა, სიცოცხლეზე მეტად.. უბრალოდ დაიჯერე ის, რასაც გული გკარნახობს - უთხრა ჩურჩულით და ოთახიდან გავიდა.. ბელამ მისი მისვლა ვერ გაიჰო, სამწუხაღოდ ვერც მისი სიტყვები, მაგრამ ნიკა მაინც ბედნიერი იყო.. ამბობენ, თუ გინდა გაიგო შენთვის ადამიანი რამდენად ძვირფასია, თვალები უნდა დახუჭო და წარმოიდგინო, რომ ის აღარ არისო, ნიკას კი წამოდგენილი კი არა გადატანილი ჰქონდა ეს ყოველივე.. ყოველთვის სჯეროდა, რომ ბელა ცოცხალი იყო, მაგრამ ფაქტი ერყი იყო, რომ ის ნიკასთან აღარ იყო.. ახლა კი მის სიახლოვეს გრძნობდა, ისევ შეეძლო შეხებოდა, მისი სურნელი ეგრძნო, მისი საუბარი მოესმინა.. ეგონა, რომ ამ უზარმაარ გრძნობას ის ვერ მიუხვდებოდა, ვისაც არ დაუკარგავს, ვინც წლობით დაკაეგვია შემდეგ არ ჩაჰხუტებია საყვარელ ადამიანს.. ძლივძლივობით შეძლო დაძინება.. დილით ისევ ადრე გაეღვიძა, ივარჯიშა და სამსაცურში წავიდა.. ამ ჯერად ბელაზე ადრე მივიდა.. დრო ჰქონდა, გარეთ გავიდა და მისთვის, ამ ჯერად, თეთრი გვირილენის ბუკეტი იყიდა..

...

ბელამ ნინა ბაღში გააცილა და შემდეგ თავის დროზე მივიდა სამსახურში.. არ გაკვირვებია, როცა მაგიდაე გვირილები დაინახა.. გიორგი არ ჩანდა, თუმცა პატარა ბარათი იდო, ზედ კი წარწერა იყო ''გუშინ ძალიან მოგეწონა გვირილა, ამიტომ გადავწყვუტე, რომ დღესაც მინდა შენი ბედნიერი ღიმილის დანახვა''.. ბელას გაეღიმა, ბარათი ამოაბრუნა და დააწერა მხოლოდ ''გმადლობ''.. ბარათი გიორგის მაგიდაზე დატოვა და თაიასთან შევიდა..
- გავიგე, რომ აქციების გაყიდვა გინდათ.. მზად ვარ ვიყორო, ნებისმიერ ფასად..
- რაში გჭირდება ეა კომპანია, ლამისაა გავკოტრდეთ..
- ეს თქვენი საქმე არაა - უხეშად მიუგო ბელამ.. - კი ან არა, ვადა ერთი კვირა გაქვთ.. თანაც, როგორც გავიგე, ზუსტად ერთ კვირაში, კორპორატიული წვეულება გაიმართება, თუ თანახმა იქნებით, იმ წვეულებაზე ყველაფერს განვაცხადებთ - პასუხი არ დააცალა, ადგა და გავიდა.. კაბინეტში რომ შევიდა, მაგიდაე ისევ დახვდა ბარათი..
- ''გავისეირნოთ?'' - ეკითხებოდა გიორგი.. ბელამ კალამი აიღო და პასუხის დაწერას აპირებდა, როდესაც გიომ კალამი ხელიდან გამოართვა, თვალებში ჩახედა და ჰკითხა
- აბა.. - წარბები აათამაშა თან..
- გავისეირნოთ, სამსახურის მერე ოღონდ.. ნინასთან ერთად...
ნიკა ბედნიერად გრძნობდა თავს, რადგან ბელა უფლებას აძლევდა, არახოლოდ მის, არედ ნინას გვერშითაც ყოფილიყო.. გადაწუვითა, რომ ზღვის სანაპიროზე გაეუვანა ორივე, ამინდიც მშვენიერი იყო და ბელას ზღვა ძალიან უყვარდა..

.......
ტაია და ლევანი უკვე გიჟებს ჰგავდნენ, რადგან ხშირად ჩაესმოდათ ხმები... მეტიც, ტაიას ამდენი ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ, ნამდვილად მოლანდებები დაეწყო და ეს ლევანმაც შეამჩნია.. არ ტყდებოდნენ, მაგრამ მათი ჩაწითლებული თვალები, შეშფოთებული გამოხედვა, უძილო სახე და ხასიათიც კი, მათსავე მარცხს გამოხატავდა.. რა იცოდნენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.. წინ ყველაზე დიდი ჯოჯოხეთი ელოდათ...



***********

ძვირფასებო, დამთავრება არ მინდა და ამიტომ პატარა თავს ვტვირთავ.. თუმცა მინდა ოცოდეთ, რომ აქ დიდი ემოცია ჩავდე და ძალიან მინდა, რომ მოგეწონოთ.. იმედი მაქვს ასეც იქნება და შთაბეჭდილებებს გამიზიარებთ.. მიყვარხართ ყველა და შეცდომების გამო ვწუხვარ ♥♥♥♥



№1  offline წევრი kora

ვაუ, ემოციების ბუმი იყო ამ პაწაწინა და უთბილეს თავში love ვგიჟდები ამ ისტორიაზე.
საოცარი გოგო ხარ შენ, ამავსე დადებითი ემოციებით <3 მჯერა, რომ სამართალი აუცილებლად იზეიმებს და ტირანი დედა-შვილი პასუხს აგებს ყველა ბოროტებაზე. ნიკა&გიორგიზე მაბოდებს love
--------------------
kira.G

 


№2  offline მოდერი tsn

kora
ვაუ, ემოციების ბუმი იყო ამ პაწაწინა და უთბილეს თავში love ვგიჟდები ამ ისტორიაზე.
საოცარი გოგო ხარ შენ, ამავსე დადებითი ემოციებით <3 მჯერა, რომ სამართალი აუცილებლად იზეიმებს და ტირანი დედა-შვილი პასუხს აგებს ყველა ბოროტებაზე. ნიკა&გიორგიზე მაბოდებს love


გმადლობ love მიხარია, რომ მოგწოონს და ასეთ თბილ კომენტარებს მჩუქნი love love იმედგაცრუებული არც არავინ დარჩება.. გრანდიოზული გეგმები მაქვს ტირანებთან დაკავშირებით wink wink

 


№3 სტუმარი Black

Sul vambob da exac vityvi rom,dzalian kargi istoriaa chveno tsn da veli shemdeg tavs;)

 


№4  offline მოდერი tsn

Black
Sul vambob da exac vityvi rom,dzalian kargi istoriaa chveno tsn da veli shemdeg tavs;)

გმადლობ love არ გალოდინებთ შემდეგ თავზე ♥♥♥

 


№5 სტუმარი ani

ძალიან მაგარი იყო შემდეგიც მალე დადე თორე უკვე ვეღარ ვითმენ lol

 


№6  offline მოდერი tsn

ani
ძალიან მაგარი იყო შემდეგიც მალე დადე თორე უკვე ვეღარ ვითმენ lol

აუცილებლაად.. მიხარია, რომ მოგეწონა ♥♥

 


№7  offline მოდერი bibo

Vaime ra kargi iyo sixarulisgan davxtodi ai egre unda mag dampal virtagvebss.ra uqnes chem nika da belas umagresi tavi iyo emocis pikze ki ara gadamwvari var emocit davxtivar chemo tkbilo da murabav saswauli xar rodis gaigebs bela raaa uxxx davitanje magastan ertad mec raa uxx marwyvo aba shen ici male dade ra atamooo

 


№8  offline მოდერი tsn

bibo
Vaime ra kargi iyo sixarulisgan davxtodi ai egre unda mag dampal virtagvebss.ra uqnes chem nika da belas umagresi tavi iyo emocis pikze ki ara gadamwvari var emocit davxtivar chemo tkbilo da murabav saswauli xar rodis gaigebs bela raaa uxxx davitanje magastan ertad mec raa uxx marwyvo aba shen ici male dade ra atamooo

აუცილებლად, არ დავაგვიანებ.. მიხარია, რომ მოგეწონა.. ♥♥

 


№9 სტუმარი Black

Sagol tsn magari iyo dzalian;) punqtualuri rom xar agar geubnebi ar daagvianotqo:D<3

 


№10 სტუმარი Black

Mapatie aseti sataurit kidev yopila vigac:D

 


№11  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Rogor sheidzleba es ar mogewonos gavgijdebi isetiaa

 


№12  offline მოდერი tsn

aanamaria
Rogor sheidzleba es ar mogewonos gavgijdebi isetiaa

მიხარია, რომ მოგწონს.. ♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent