შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადღაც, იასამნეთში [სრულად]


28-04-2016, 00:22
ავტორი მარრიამი
ნანახია 11 402

აპრილი, სანატრელი აპრილი დადგა, ეღირსა! დათბა, რამდენიმე დღეში აღდგომის დღესასწაული იქნებოდა. თითქმის ერთკვირიანი დასვენება და სოფელი. არც კი უფიქრია, არდადეგების პირველივე დღეს ბარგი ჩაალაგა და სოფელში წავიდა ბებო-პაპასთან. იქ ყოველთვის ელოდნენ თბილი ღიმილით და ბევრი სითბოთი.

- ბებიკო _ ჭიშკარი შეაღო და გახარებული შევარდა სახლში.
- შენ გენაცვალოს ბებოო, ჩემო დახატულო _ გულში ჩაიკრა ქალმა.
- როგორ ხარ? _ ჩანთით ხელში შევიდა სახლში.
- შენ როგორ ბებო?
- კარგად ვარ ბებიკო, რა კარგია ღუმელი რომ არ აგიღიათ _ კმაყოფილი მოკალათდა ტახტზე.
- შენ გელოდებოდით, თან ნაზუქებიც გამოსაცხობი მაქვს და..
- ნაზუქებს თონეში არ გამოაცხობ? _ აწუწუნდა.
- ერთ თონეს ჩავაკრავ შენთვის და დანარჩენს ღუმელში.
- ვაიმე რა კარგი ბებიკო ხარ _ კმაყოფილმა შემოჰკრა ტაში. _ ბე იასამნები აყვავდნენ? _ გაიბადრა.
- მერე როგორ აყვავდნენ, გაიქეცი ბაღში.
- რა მაგარია _ გახარებული გაიქცა ბაღში და ჩვეული აღტაცებით მიაჩერდა აყვავებულ იასამანს.

***
- ბებო არ შეგცივდეს _ მერამდენედ აფრთხილებდა ქალი, ღამისთევაზე წასვლის წინ.
- არ შემცივდება, თბილად მაცვია _ გაუღიმა.
- მარტო რომ უნდა წახვიდე არ მომწონს _ უკმაყოფილო იყო პაპა.
- კარგი რა, არ მივდივარ მარტო, ანა ბიცოლა გამომაკითხავს და ერთად წავალთ, იქიდანაც მომაცილებს.
- კარგი.
- წავედი, მაღაზიასთან შევხვდები, დროებით _ გაუცინა ორივეს და სახლიდან გავიდა.

***
სახლთან დაბრუნებულმა ფანჯრებში სინათლე რომ დაინახა, გაუკვირდა. ჭიშკრიდან მოშორებით მანქანა იყო გაჩერებული. ჭიშკრის კარები დაკეტა და სახლისკენ წავიდა. სახელური ჩამოსწია და ოთახში შევიდა.

- ქრისტე აღდგა _ ცოტა დაბნეულმა ჩაილაპარაკა. სახლში სუფრა იყო გაშლილი, ბებოს ხაჭაპურები დაეცხო, ნაზუქიც და პასკაც უკვე მაგიდაზე იყო, გარშემო კი პაპა და სამი უცხო ბიჭი იჯდა.
- ჭეშმარიტად _ ღიმილით უპასუხა ყველამ.
- მოდი ბებიკო მოდი, შეჭამე რამე.
- ახლა ძილის მეტი მართლა არაფერი მინდა _ გაუღიმა ქალს _ უბრალოდ, ძალიან მაინტერესებს სტუმრების ვინაობა.
- ჩვენ დაუპატიჟებლად შემოგეჭერით _ აუხსნა ერთ-ერთმა _ მანქანა გაგვიფუჭდა თქვენს სახლთან ახლოს და პაპათქვენმა შეგვიფარა ერთი ღამით.
- სტუმართმოყვარეობაში ბადალი არ ჰყავს _ გაეცინა _ მაპატიეთ, დაგტოვებთ _ ოთახში შევიდა და დაწვა.

არც ხმაური აწუხებდა, არც კარების ღრიჭოდან შემოპარული სინათლე, არც მთვარის შუქი ფანჯრებში. დაეფიცებოდა, ასე კომფორტულად არასდროს უძინია. დილით ხალათი შემოიცვა და ოთახიდან უნდა გასულიყო, რომ სტუმრების ამბავი გაახსენდა. ფრუტუნით ჩაიცვა ტანსაცმელი და ისე გავიდა. შორიდანვე შეამჩნია ზურგით მდგარი ერთ-ერთი სტუმარი. იასამნის ხესთან იდგა და აშკარად მოწყვეტას აპირებდა.

- რას აპირებ? _ დოინჯით მიუდგა გვერდით.
- რას ვაპირებ? _ გაიკვირვა.
- იასამნის მოწყვეტას აპირებ.
- მართალია _ დაემოწმა.
- მოწყვეტ, ცოტა ხანი უყურებ, ითამაშებ და მერე გადააგდებ, უკეთეს შემთხვევაში, გადაგდების გარეშე დაჭკნება, აქ კი, კიდევ დიდ ხანს იყვავილებს.
- უბრალოდ ერთი ცალი უნდა მოვწყვიტო, რა მოხდება? _ ჩაეცინა.
- არ მოწყვიტო! სტუმარი ხარ და ნურაფერს დააზიანებ, თუ შეიძლება _ უკმეხად უპასუხა და ისევ სახლისკენ წავიდა.
- მგონი გიჟია, არადა რა ლამაზი გიჟია _ თავი გადააქნია ბიჭმა, იასამანს ისე გაუღიმა, თითქოს უპასუხებდა და თვითონაც სახლისკენ წავიდა.

ისაუზმეს, მანქანა გააკეთეს და წავიდნენ..

- რა კარგი ბიჭები იყვნენ _ ღიმილით ჩაილაპარაკა ქალმა.
- კარგი კი არა, მე რომ არ მიმესწრო, იასამანს მოწყვეტდა ერთი.
- შენ რა გითხარი _ გაიცინა ქალმა _ იმიტომ დამპირდა იასამნის ნერგს?
- რა ვიცი ერთი, დაურეკე დეიდას?
- კი, გზაში არიან უკვე, დეიდაც და შენი დედიკო-მამიკოც.
- რა კარგია _ სახლში შევიდა და ღუმელთან მოკალათდა.

შესანიშნავი ერთი კვირა იყო. სხვების ჩამოსვლამ კიდევ უფრო გაახალისა, მთელი სახლი ახმაურდა, ბედნიერებას ასხივებდა ამდენი საყვარელი ადამიანის გარემოცვაში. მაგრამ ისე უცებ გავიდა ის რამდენიმე დღე, როგორც ერთი უბრალო სიზმარი. უკმაყოფილოდ დაემშვიდობა ბებოს, პაპას, დეიდას და დაუბრუნდა ყოველდღიურობას.

***

- მამა გთხოვ რა, უცხო ხომ არაა? ჯგუფელია, თან იცნობ, ამდენი წელია უკვე ერთად დავდივართ.
- იანა..
- რა? ირინეც მოდის და იაგოც.
- იაგოც?
- კი _ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა, იაგოსთან ერთად აუცილებლად გაუშვებდა.
- რამდენი ხანი?
- სულ სამი დღე ალბათ.
- კარგი _ დაეთანხმა.
- მადლობა _ ლოყაზე აკოცა და ოთახში შევარდა.

სამი დღე მეგობრებთან ერთად, სოფელში, ეს ხომ არაჩვეულებრივი იქნებოდა. თანაც უკვე მაისი იყო, თბილოდა. ანანოს ამცნო წამოსვლას შევძლებო და ბარგის ჩალაგებას შეუდგა. იაგოს მანქანით მიდიდოდნენ სამნი, დანარჩენები უკვე ადგილზე იყვნენ.

- იცი რა? ისინი მაინც ჩავიდნენ უკვე, მოდი ჩემებთან შევიაროთ, გემრიელად ვისადილებთ და ისე გავაგრძელოთ გზა _ იდეა წამოაყენა იანამ.
- შეიძლება დაფიქრება..
- მაცდური წინადადებაა _ გაეცინა ბიჭს და მანქანა იანას ჭიშკრის წინ გააჩერა.

იანას სახლიდან საღამოს გააგრძელეს გზა და ანანოსთან გვიან ღამით ჩავიდნენ.

- გეღირსათ _ შეეგება ანანო.
- ნუ ბუზღუნებ _ გადაკოცნეს და სახლში შევიდნენ _ გამარჯობა _ ყველას გასაგონად თქვა იანამ და თავისუფალ სავარძელში მოკალათდა.
- კიდევ ორს ველოდებით და სრული შემადგენლობით ვიქნებით.
- ძალიან კარგი, მზადებას ხვალ ვიწყებთ ხომ?
- კი, რა მაგარია, საოცნებო დაბადების დღე მექნება _ ბედნიერი იყო ანანო.

იმ ორს ისე დააგვიანდათ, ყველა დასაძინებლად წავიდა. იანამ სოლიდარობას გიცხადებო და ჯერ ისევ აგუგუნებულ ღუმელს მიუჯდა ანანოსთან ერთად. ეძინებოდა, თვალები ებლიტებოდა, მაგრამ უძლებდა. თან ამ შანსს ხელიდან როგორ გაუშვებდა, პირველმა მიულოცა გოგონას დაბადების დღე და საჩუქარიც პირველმა გადასცა. უკვე დარეკვას აპირებდა, სიგნალის ხმა რომ გაიგონეს და ღამის წყვდიადი მანქანის ფარების ნათებამ გაფანტა. ანანო შეეგება მათაც და სახლში შემოიპატიჟა.

- გაიცანით ეს იანაა, იანა თორნიკე და დათა.
- სასიამოვნოა _ ოდნავ ჩაეღიმა იანას ნაცნობი სახეების დანახვაზე.
- ჩვენთვისაც _ ორივეს ნაცვლად უპასუხა დათამ სიცილით. _ ანო წამო რა, მომინათე, კიდევ რაღაცებია შემოსატანი.
- წამო.
- ამას ვის ვხედავ, იასამანო.. _ გვერდულად გაუღიმა.
- ოჰ, ბრაკონიერო..
- ფრთხილად იყავი, ხომ იცი ამ ბრაკონიერს იასამნები უყვარს _ გოგონას ყურთან ახლოს დაიჩურჩულა და მოშორდა.

ბიჭების მიერ მოტანილი პროდუქტები დაახარისხეს გოგონებმა და ისინიც დასაძინებლად წავიდნენ. დილით მზის სხივებმა გააღვიძა იანა და დღეც შესანიშნავად დაიწყო ამის გამო. მიუხედავად მაისისა, მაინც საკმაოდ ციოდა. მაისურზე მოსაცმელიც მოიხურა და პირველ სართულზე ჩავიდა. გოგონები უკვე სამზარეულოში ფუსფუსებდნენ. ღუმელიც აენთოთ. ყველას მიესალმა და გოგონებს მიუბრუნდა.

- აბა რაში მოგეხმაროთ?
- ვიცით როგორ გიჟდები ცომზე, ამიტომ ცომი მოზილე _ გაუცინა ანანომ.
- ოხ ანანო, კარგი _ სამზარეულოს მაგიდაზე მოიმზადა ჯამი, ფქვილი, წყალი, საფუარი და მოსაცმელის სახელოები აიკეცა. _ ახლა ამას მოვზელ და დანარჩენი თქვენზეა, მე ტორტზე გადავალ.
- კარგი.

ისე შემოეცალა ყველა სამზარეულოდან, ვერც კი გაიგო. ფქვილიანი ხელები წინსაფარზე გაისვა, ჯამს გადააფარა და იქვე გამზადებულ თბილ წყალში ამოიბანა ხელები.

- დახმარება ხომ არ სჭირდებაო? _ ზურგს უკან ედგა ბიჭი.
- ვინ? _ სწრაფად შემობრუნდა.
- გოგონებმა _ გაეცინა.
- არა, არ მჭირდება, უფრო სწორად კი..
- ასე გაბნევ? _ თავი გვერდით გადახარა და დააკვირდა.
- არ მაბნევ, გოგონების დახმარება არ მჭირდება, შენ უნდა დამეხმარო, აი ეს ჯამი გაიტანე და ღუმელთან ახლოს დადგი სადმე _ ცომის ჯამზე მიუთითა.
- კარგი.

ცოტა დაისვენა და ისევ სამზარეულოსკენ წავიდა. ფრთხილად აცალკევებდა კვერცხის ცილასა და გულს, ყურადღებას წამითაც არ ადუნებდა.

- ძალიან ხარ დაძაბული _ გვერდიდან მოესმა ხმა.
- დიდი გამოცდილება გაქვს ტორტების ცხობაში? _ ჩაიფრუტუნა.
- არც ისე, მაგრამ ადვილად ვამჩნევ დაძაბულობას, ასე მალე დაიღლები.
- ან გაჩუმდი, ან დატოვე სამზარეულო.
- მე გაგაფრთხილე..
- აი, ჯანდაბა _ ხელები აიქნია _ სულ შენი ბრალია _ შეუბღვირა და ნაჭუჭით ძლივს ამოიღო ცილაში შერეული გული.
- ხომ გითხარი დაძაბული ხარ-მეთქი _ მხრები აიჩეჩა.
- ახლა თუ აქედან არ გახვალ.. _ მუქარის ტონით დაიწყო.
- კარგი იასამანო, კარგი, ნუ ბრაზობ _ გაუცინა და მშვიდი ნაბიჯებით დატოვა სამზარეულო.
- დამშვიდდი იანა, დამშვიდდი და გააგრძელე _ საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და ღრმად სუნთქავდა.

როგორც იქნა გამოაცხო ბისკვიტები. შედარებით გულდამშვიდებული მოკალათდა ღუმელთან და ყავა მოსვა. ჯერ კიდევ ნახევარი დღე ჰქონდა წინ მორთვისთვის, მოასწრებდა. ღიმილით უსმენდა სხვების საუბარს. სულ რვანი იყვნენ, თვითონ, ირინა, იაგო, ანანო, დათა, ბრაკონიერი, თამუნა და ვაკო. კარგა ხანს იმკვდარუნა თავი, მაგრამ ბოლოს მაინც წავიდა სამზარეულოსკენ და კრემი მოამზადა. ბისკვიტები დაკრემა და ბეზეც გააკეთა. რთავდა ფრთხილად და ლამაზად. საბოლოოდ შოკოლადიც მოაყარა და მაცივარში შედგა.

- მე ჩემი საქმე დავასრულე _ ამაყად წარუდგა მეგობრებს.
- მოდი, დაისვენე ახლა და ჩვენც გავშლით მალე სუფრას.

ანანომ ბიჭებსაც მოუძებნა საქმე, გოგონებიც დაასაქმა, მხოლოდ იანა იწვა და ისვენებდა. კნუტივით განაბულიყო ღუმელის გვერდით და სითბოში თვალები თავისთავად ეხუჭებოდა. როგორ მოსწონდა ეს სიტუაცია, მეგობრები, სოფელი, აყვავებული ეზო და მაინც სიცივე, სიცივე, რომელიც აუცილებლად საჭიროებდა აგუზგუზებულ ღუმელს სახლში. სიამოვნებით დარჩებოდა კიდევ ცოტა ხნით, არ მობეზრდებოდა აყვავებული იასამნის ცქერა და გაყინული ხელების ყავის ფინჯანზე გათბობა.

- არ შეგცივდეს იასამანო _ ჩურჩული გაიგონა და იგრძნო, როგორ დააფარა ვიღაცამ პლედი.

***
- იანაა _ ფრთხილად შეაღვიძა ანანომ. ზანტად გადაბრუნდა, თვალები მოიფშვნიტა და წამოჯდა.
- სუფრა გავშალეთ მძინარე მზეთუნახავო _ გაუცინა ირინამ.
- მერე ახლა უნდა მაღვიძებდეთ? _ დაიბუზღუნა.
- ეს ვინაა _ გაეცინა იაგოსაც _ რა გაბუზღუნებს, არ შეგაწუხეთ არაფერზე.
- კარგი, მოვწესრიგდები და ჩამოვალ _ ცივა-ცივას ძახილით აირბინა კიბეები და ოთახში შევარდა. _ ვაიმე _ შეკივლა, როგორც კი უცხო სილუეტი შენიშნა.
- რა გჭირს? _ ნაცნობმა ხმამ დაამშვიდა.
- გამიხეთქე გული _ შეუღრინა და თავისი კუთვნილი ოთახისკენ წავიდა.
- დაგელოდო თუ არ შეგეშინდება?
- არ მეშინია, წადი _ გასძახა ოთახიდან და კარადის სარკეში შეათვალიერა თავი. მოწესრიგდა, მშვიდად გამოვიდა ოთახიდან, შუქები ჩააქრო და სასწრაფოდ გაიქცა აივანზე. არ მეშინიაო კი უთხრა, მაგრამ უკუნმა სიბნელემ მაინც შეაშინა. ის იყო კარები გამოიკეტა და თავი სამშვიდობოს დაიგულა, ხელზე შეხება იგრძნო.
- ააა!
- წყნარად, წყნარად იასამანო..
- შენ ნორმალური ხარ? გული გამიხეთქე _ დაუყვირა.
- აბა არ მეშინიაო? _ ჩაიცინა.
- ერთი შენც ჩაგჭიდოს ხელი ვინმემ მოჩვენებასავით და თუ არ შეგეშინდება მაგასაც ვნახავთ, გამიშვი _ ხელი გამოგლიჯა და კიბეებზე ჩაირბინა.
- მაპატიე, მართლა არ მინდოდა შენი შეშინება _ სანამ სახლში შევიდოდა, იქამდე მოასწრო თქმა.
- კარგი _ უცებ დაცხრა.
- მხოლოდ თქვენს შემდეგ _ კარები გაუღო და თავი დაუკრა.
- მადლობას მოგახსენებთ _ თვითონაც რევერანსით დაუკრა თავი და შევიდა _ მოვედიი _ საზეიმოდ გამოაცხადა და სუფრასთან მოკალათდა.
- ითამადებ? _ გაუცინა დათამ _ ისე დასკუპდი სათამადო ადგილას.
- რატომაც არა? დღეს ვსვამთ ყველა, ავად ვარ, არ შემიძლია, ვკვდები და ასეთები არ გავიგონო.
- იასამანი უფრო ნაზი წარმომედგინა _ გაეცინა თორნიკეს.
- იმედები გვიცრუვდება ზოგჯერ.

***

- მგონი სასმელი მომეკიდა _ სასაცილოდ აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით.
- მგონი _ სიცილით დაეთანხმა ანანო.
- ნამდვილად _ თავი დაუკრა თორნიკემაც _ აი, ლოყებიც აგიწითლდა _ ფრთხილად უჩქმიტა ლოყაზე და გაუღიმა.
- სად შემიძლია მე თქვენსავით დალევა _ უკმაყოფილოდ დაიჭყანა.
- რომ არ შეგიძლია, არ უნდა იყოყოჩო.
- რატომ არ მანებებ თავს? _ შეუბღვირა _ შენ შენი დალიე და შემეშვი.
- კარგი რა, რატომ ბრაზობ იასამანო _ ღიმილით ელაპარაკებოდა. გარშემო მყოფები გაკვირვებულები შესცქეროდნენ ხან თბილად, ხანაც გაბრაზებით მოსაუბრე წყვილს.
- კარები გამოაღეთ რა, დამცხა _ დაიწუწუნა.
- სასმლის ბრალია იანა, მერე უნდა გაცივდე.
- არ გავცივდები იაგო, აი ნახავ _ დაიჩემა და კარები მაინც გააღო.
- მამაშენი მომკლავს.
- მე გადაგარჩენ _ აკისკისდა. თბილი მზერით უმზერდა მოცინარ იანას და გაურკვეველ ემოციებს ვერაფერს უხერხებდა. წარსულის და აწმყოს შედარება, შერევა, ერთიანად ატყდებოდა თავზე. ხან მთელი გულით უნდოდა იანასთან ახლოს ყოფნა, ხან კი ცდილობდა მოშორებოდა, დისტანცია დაეკავებინა, მაგრამ რაღაც არ გამოსდიოდა.
- თორნიკე, გამოფხიზლდი _ მხარი მიკრა დათამ _ ტკბილი მოგონებები _ ჭიქა მიუჭახუნა _ ასე ნუ აშტერდები _ სხვებისგან შეუმჩნევლად გადაულაპარაკა და გაუცინა.

***
- არ გეძინება? _ კიბეზე ჩამომჯდარ გოგოს გვერდით მიუჯდა.
- ვერ მოვისვენე _ ჩაიბურტყუნა და ნიკაპით მუხლებს დაეყრდნო.
- არ გცივა?
- არა.
- მაგრამ გაყინული ხარ _ მკლავზე თითები ჩამოუსვა _ გაცივდები.
- ყველა ჩემი ძიძა როგორ ხართ? _ დაიწუწუნა და გაეცინა.
- კმაყოფილი უნდა იყო, ვზრუნავთ.
- არ მინდა ოთახში შესვლა _ გახედა.
- კარგი, არ შევიდეთ.
- შენ?
- ჰო, მეც აქ დავრჩები, შენთან, ერთად გავცივდეთ _ გაუღიმა.
- შეგიძლია შეხვიდე და არ გაცივდე.
- მაგრამ მე შესვლა არ მინდა _ მხარზე ხელი მოჰხვია. გაკვირვებით დახედა თავის მხარზე ბიჭის თითებს, მაგრამ კომფორტის და სითბოს შეგრძნებამ გადაწონა გაკვირვება და გაეღიმა.
- არც მე.
- რა არც შენ?
- არც მე მინდა რომ შეხვიდე.
- რატომ?
- კარგად ვარ _ მხრები აიჩეჩა და თავი მხარზე დაადო.
- მეც კარგად ვარ იასამანო, მეც _ ამოიოხრა და თავზე აკოცა.
- ხანდახან ისეთი კარგია ასე ყოფნა, უკუნით სიბნელეში მარტო, ან თუნდაც ვინმესთან, უბრალოდ სიჩუმეში, როცა შეგიძლია ყველაფერზე იფიქრო, ან არაფერზე, მაგრამ მაინც კარგად იყო, სიმშვიდის შეგრძნებით სავსე და.. _ ამოისუნთქა და გაჩუმდა.
- და?
- ბედნიერი _ ჩუმად დაამატა.

დიდ ხანს ისხდნენ ჩუმად, თავიანთ ფიქრებში გართულები. გარინდულები მშვიდად სუნთქავდნენ, თითქოს ერთმანეთს არ აწუხებდნენ. არც ერთმანეთს და არც გარემოს თავიანთი ხმაურით. ვარსკვლავები არ ჩანდნენ, მთვარეც კი ოდნავ „ბჟუტავდა“, მყუდროებას არ ურღვევდა ორს. იმ ორს, რომლებიც ჯერ კიდევ არ იცნობდნენ ერთმანეთს და მაინც, საოცარი ახლობლობის შეგრძნება ჰქონდათ. ქარმა დაუბერა, ერთიანად დაიხორკლა გოგონას გლუვი კანი. სწრაფად დაუსვა ხელები თორნიკემ, აქამდე თუ მხოლოდ ცალი ხელით ჰყავდა მიხუტებული, ახლა ორივე მჭიდროდ შემოჰხვია, კიბის მოაჯირს მიეყრდნო და გოგონაც მიიხუტა. რეალობას მოწყვეტილმა და ბურუსისკენ წასულმა უეცარი სიმსუბუქე იგრძნო, ხელი მოხერხებულად მოათავსა თორნიკეს მუცელზე, ცხვირი მის ყელში ჩარგო. ისე იყვნენ მოკალათებულები, თითქოს ცივ კიბეზე კი არა, ფუმფულა ლოგინში იწვნენ.

***
არასასიამოვნო შეგრძნებებით სავსეს გამოეღვიძა. სახსრები ტკიოდა, ყელიც უსიამოდ ფხაჭნიდა, მობუზული იწვა და საბანში ტოლმასავით გახვეულიყო. კიდევ დიდ ხანს იწვებოდა, მაგრამ უკვე თერთმეტი საათი იყო, ყველა ქვემოთ იქნებოდა. ვაი-ვაგლახით წამოდგა, ტანსაცმლის გარედან სქელი მოსაცმელი შემოიცვა, თმები უწესრიგოდ აიწია და კოსა მოიხვია, მოსაცმელი მკლავებით მჭიდროდ მოიხვია და ოთახიდან გავიდა. დილის სუსხმა შეუტია, კიდევ უფრო მოიბუზა და კიბეებზე ჩააირბინა. კიბესთან ბოძზე პირსაბანი იყო ჩამოკიდებული („უმივალნიკი“ - ასე ეძახიან სოფელში, მაგრამ ქართული ფორმა არ ვიცი). შიგნით ჩაიხედა, წყალი ესხა. შვებით ამოისუნთქა, ახლა ჭიდან ამოღების თავი ნამდვილად არ ჰქონდა. თითებით ასწია პირსაბანის ჯოხი და წყალიც წამოვიდა. სწრაფად დაიბანა ხელ-პირი, ამ ცივი წყლით სულ გაეყინა ხელები და სახლში შევარდა. კარებს უკან ჩამოკიდული პირსახოცი ჩამოხსნა, სწრაფად შეიმშრალა სახე, ხელები და ღუმელთან მივარდა.

- დილა მშვიდობის _ ჩურჩულით ამოთქვა და ხელები ღუმელს მიუშვირა.
- რას ჩურჩულებ? _ გადახედა ანანომ.
- ვერ ვლაპარაკობ _ უკმაყოფილო მზერით მოახსენა.
- გაცივდი ხო? _ შეუბღვირა იაგომ.
- აუ კაი რა _ ჩაიფრუტუნა _ ისედაც ვერ ვარ კარგად და აღარ მინდა შენი ჩხუბი.
- კარგი ჰო _ უცებ მოლბა ბიჭი _ წამოწექი მიდი.
- ახლა არ ავდექი? ისე მფხაჭნის ყელში რაღაც _ აწუწუნდა _ მცივა თან.
- გოგო ლამის არის შესკუპდე ღუმელში, რანაირად გცივა _ გაეცინა ირინას.
- ოო, რა ვქნა.
- ცივდება და იმიტომ, გაუვლის საღამომდე და ოფიციალურად გაცივდება _ დასკვნა გამოიტანა დათამ.
- კარგი, დაანებეთ თავი, აი ჩაი დალიე _ ფინჯნით ხელში დაადგა თავზე თორნიკე.
- მადლობა _ ღიმილით ახედა და ფინჯანი გამოართვა.
- მალინის მურაბითა და ლიმნითაა, დაგეხმარება რომ გამოჯანმრთელდე _ გვერდით მიუჯდა _ არავის რომ უჯერებ იმის ბრალია _ ჩურჩულით მაინც შეაპარა საყვედური.
- გემრიელია _ გაუღიმა.

***

- იანა არ გშია? _ ტახტზე ჩამოუჯდა ანანო.
- ვერ შევჭამ ანანო, ვერ ვყლაპავ.
- აბა მშიერი ხომ არ იქნები?
- ცოტა ხანი არაფერი მიჭირს, ჩაის დავლევ ისევ _ წამოიწია.
- იწექი, მე გაგიკეთებ _ გაუღიმა ანანომ და წამოდგა.
- მადლობა.

ღიმილით შეჰყურებდა მოფუსფუსე მეგობრებს. გოგონები სუფრას შლიდნენ, ბიჭებიც ცდილობდნენ დახმარებას. ამასთან, ყოველ ხუთ წუთში ერთხელ რომელიმე მიდიოდა იანასთან და ეკითხებოდა რამე ხომ არ სჭირდებოდა. აი ასეთი მეგობრები ნამდვილად იყვნენ ბედნიერების მიზეზი. რისთვის იჯდა იმდენ ხანს იმ ცივ კიბეზე, იმ სიცივეში, რა უნდოდა. სანამ ავად არ გახდა, არ მოისვენა.

- გამოფხიზლდი _ ღიმილით უმზერდა ბიჭი.
- რამე მითხარი? _ შეიშმუშნა.
- კი, პიურე გაგიკეთეს გოგოებმა, ადვილად შეჭამსო _ გაეღიმა იანას. _ ეტყობა არც იმდენად თბილი ვიყავი, ქარმა მაჯობა.
- ალბათ _ გაეცინა.
- სიცხეც ხომ არ გაქვს? თვალები არ მომწონს რაღაც.
- არ ვიცი, შეიძლება.
- თერმომეტრს მოვიტან.
- მშია, თუ გაცივდება ვეღარ შევჭამ.
- კარგი, კარგი, უკაცრავად. გაჭმევ.
- მე თვითონ, მადლობა _ წამოჯდა და თეფში გამოართვა.

ღიმილით უყურებდა თორნიკე. ნელ-ნელა ყლაპავდა თითოეულ ლუკმას, აწითლებული ლოყებით და მოთენთილი მზერით ისეთი საყვარელი ეჩვენებოდა. რამხელა განსხვავება იყო და მაინც, ასე იზიდავდა.
მას შავი თმა ჰქონდა - იანას წაბლისფერი.
მას შავი თვალები - იანას ზღვისფერი.
ის შავგვრემანი იყო - იანა თეთრი.
ის კატებს ვერ იტანდა - იანა გიჟდებოდა. რაც ჩამოვიდნენ, მას შემდეგ გამუდმებით კატებს ეფერებოდა, ხან კალთაში ესხდნენ, ხან ტახტზე გვერდით უწვნენ. გოგონაც ღიმილიანი, თბილი მზერით უსვამდა ხელს რბილ ბეწვზე.

- რამე მჭირს? _ გაეცინა იანას.
- რა?
- ისე მომაშტერდი, ალბათ რამე მჭირს.
- არა, არაფერი _ თეფში გამოართვა.
- მაშინ შენ გჭირს რაღაც _ დაინტერესებულმა გაუსწორა თვალი _ ყველაფერი რიგზეა?
- კი, კი _ გაუღიმა და წამოდგა.

მოღრუბლული დღე იყო, წვიმიანი. ტახტი ფანჯარასთან იდგა, ღუმელის გვერდით. ფანჯრიდან უყურებდა ნაცრისფერ ღრუბლებს და წვიმის წვეთებს, წკაპუნით რომ ეცემოდნენ მიწაზე, უკვე დაყენებულ გუბეებს რომ ამღვრევდნენ და პატარ-პატარა წრეებს ხაზავდნენ. ასეთ ამინდში გარეთ ვინ გავიდოდა, ისხდნენ ღუმელთან და დაბალ ხმაზე საუბრობდნენ. თორნიკეს წამდაუწუმ გაურბოდა თვალები გოგონასკენ, მისი სახე, მისი თვალები, გონებაში ღრმად იბეჭდავდა და უნებურად ეღიმებოდა.

- რა კარგია აქ, ასე ერთად _ ღიმილით გადახედა იაგომ ყველას.
- კიდევ წამოვიდეთ რა _ გაეცინა ირინასაც.
- როცა გაგიხარდეთ _ გაუცინა ანანომ.
- მე სულ არ წავიდოდი აქედან _ მშვიდად ჩაილაპარაკა თორნიკემ.
- ოჰ, გაგიტკბა? _ სიცილით მიჰკრა მხარი დათამ.
- ძალიან _ სერიოზულად უპასუხა.

რატომღაც დუმილი ჩამოვარდა. ყველა ჩაფიქრდა. იანა არც კი ირხეოდა, თითქოს არც მათი საუბარი ესმოდა და არც დუმილი. მერე, გაკვირვებით გადახედა უეცრად გაჩუმებულ მეგობრებს. მზერა თორნიკეს გაუსწორა, ცოტა ხნით უყურა და თვალები დახარა. ვერ შეძლო, ვერ გაუძლო მის მზერას. უკანასკნელი ორი დღე უჩვეულო იყო იანას ცხოვრებაში. არასდროს ყოფილა ასეთი თამამი, წინა ღამით კი, ფაქტობრივად უცხოს ეხუტებოდა, მის სხეულზე დაიძინა, ისე, უხერხულობაც არ უგრძვნია. ალბათ თორნიკეს დამსახურება იყო, არც წინააღმდეგობის სურვილი უჩნდებოდა ბიჭთან სიახლოვისას. რაღაც განსხვავებულს პოულობდა მის მზერაში და ფაქტი იყო, ეს მოსწონდა.

- ჩაგვაფიქრა რომანტიკულმა გარემომ? _ მხიარულად დაიწყო იაგომ.
- ამ ამინდს რომ რომანტიკა აქვს, ტყუილია _ უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა იანამ.
- ეს ამინდი რომანტიკაცაა, ბედნიერებაც და შესანიშნავი განწყობაც _ გაუღიმა თორნიკემ.
- წვიმა გიყვარს?
- ვგიჟდები _ გაეცინა _ შენ არა, როგორც გატყობ.
- საერთოდ არა, ვერ ვიტან.
- არაუშავს, მიხვდები ოდესმე წვიმის ხიბლს.
- შუქი _ ნათურას ახედა ანანომ.
- ჩაქრა _ მხრები აიჩეჩა დათამ _ ხშირად ქრება ხოლმე?
- რა ვიცი, უამინდობისას.
- აი ახლა მართლა არაჩვეულებრივ სიტუაციაში ვართ, აბა დავიწყოთ ჩვენი რომანტიკული თავგადასავლები _ კმაყოფილი მზერით გადახედა ყველას ირინამ.
- მე გავიხსენებ _ მშვიდი ტონით დაიწყო იაგომ და იანა დაიძაბა, ხვდებოდა რაც უნდა ეთქვა. ახლა უკვე მშვიდად იხსენებდა ბიჭი ყველაფერს, მაგრამ თავის დროზე მძიმე გადასატანი იყო. _ მეთორმეტე კლასში ვიყავით, გაკვეთილებზე ნახევრად არ დავდიოდით და თუ დავდიოდით, მაშინაც ვერთობოდით. ერთ დილასაც ასე მივედი, იანამ მთხოვა ძალიან, ირინაც არ მოდის და მარტო ნუ მიმიყვანო. მეზარებოდა, მაგრამ რას ვიზამდი, ვაი-ვაგლახით გავიღვიძე და წავედი. სკოლის კარებთან მელოდებოდა, გადავკოცნე, ჩავეხუტე და გავშეშდი. უცებ ჩაგვირბინა სიფრიფანა გოგომ და სასწაული სურნელი დატოვა. გამოვიკითხე და გავიგე მეთერთმეტე კლასში გადმოსულა. იმ დღის მერე იმდენჯერ ვიყავი სკოლაში, მთელი თერთმეტი წელი ერთად აღებული რომ არ ვყოფილვარ. გავიცანი, დავუახლოვდი. რას აღარ ვაკეთებდი, სწავლაც კი დავიწყე, თავი რომ შემეყვარებინა. ყველაფერი გამოვიდა, შევუყვარდი. კარგად მიდიოდა, ჩავაბარე, ის მეთორმეტე კლასში გადავიდა, აბიტურიენტი გახდა. მეორე კურსზე გადავედი, მან ჩააბარა, ნუ არც ღირს გახსენება, რას ვაკეთებდი. მერე _ გაჩუმდა.
- მერე იაგო ავარიაში მოყვა _ ზურგიდან მიეხუტა ტახტის წინ მჯდარ ბიჭს და დაბალ ხმაზე გააგრძელა _ მანქანა ამოტრიალდა. საერთოდ თუ გადარჩებოდა არ ვიცოდით, ექიმებიც ვერაფერს ამბობდნენ. საავადმყოფოში ვათენებდით და ვაღამებდით _ ჩაისუნთქა.
- მდგომარეობიდან გამოვედი, მაგრამ მარჯვენა მხარე მთლიანად პარალიზებული მქონდა. ვერაფრის გარანტიას ვერ იძლეოდნენ. ჩემი საყვარელი ქალბატონი მოვიდა და მითხრა ასე ვერ ვიქნებითო, მე შენი მომვლელი ვერ გავხდებიო, კარგად იყავიო. ორი წელი დამჭირდა რეაბილიტაციისთვის და ახლა კარგად ვარ. ის გათხოვდა და გამოთხოვდა კიდეც _ ჩაეცინა _ ეს არის სიყვარული ძმებო და დებო.
- იაგო _ საყვედურის ტონით შეაწყვეტინა ირინამ _ ნუ ლაპარაკობ ასე, ნახავ, ისევ შეგიყვარდება ვინმე.
- შენ მიგატოვეს, ამ შემთხვევაში დავიწყება უფრო ადვილია, მაგრამ მე დაკარგე, ვერ შევძელი გადამერჩინა _ იაგოსგან შეგულიანებულმა თორნიკემ წამოიწყო საუბარი _ სხვანაირი იყო, ამით მიიქცია ყურადღება. ზედმეტად მორიდებული, ზედმეტად უბრალო, მაგრამ ცოტა ხნით.. სულ ცუდად იყო, სულ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და ერთ დღესაც დიაგნოზი დაუსვეს, სიმსივნე. ვერ ვუშველე, ვერაფერი მოვახერხე, არც ჩემმა გვერდით დგომამ უშველა და აღარც მკურნალობამ. _ ხელები თავზე გადაისვა. დათამაც მხარზე დაუტყაპუნა ხელი. გოგოები გაკვირვებულები უყურებდნენ. იანაც თვალებში შესცქეროდა, ცდილობდა მის მზერაში ამოეკითხა რას გრძნობდა, უყურებდა და ტკივილს ხედავდა. იცოდა რომ უაზრობა იყო, სრული აფსურდი, მაგრამ გული დასწყდა.. გული დასწყდა ასეთი ტკივილით რომ საუბრობდა, გული დასწყდა მის თვალებში საკუთარი თავის ლანდიც რომ ვერ დაინახა.
- რომანტიკა კი არა, ცხოვრება აღარ მინდა _ სიტუაციის განმუხტვა სცადა ანანომ.
- შენ მოგვიყევი მხიარული _ გაუღიმა იაგომ.
- მხიარული? აა, გამახსენდა. მოკლედ გორში ვიყავი კურსელთან და ამ კურსელის ბიძაშვილს მოვეწონე. უნდა დაგიტოვოო მეუბნებოდა, რას წარმოვიდგენდი მართლა თუ ამბობდა. წასვლის დღეს, სადგურში მივედით და სანამ ვატო ბილეთებს იღებდა და ჩვენ ველოდებოდით, ფეხებთან მანქანამ გააჩერა, ჰოპ - ჰოპ, ჩამტენეს ამ მანქანაში და სადღაც გამაქანეს. ატყდა ერთი ამბავი, თუ მშობლები, თუ ნათესავები, თუ ჩემი და თუ იმისი. ბოლოს ისევ ვატო, კურსელის ძმა მიხვდა სად ვიქნებოდით. ჩამომაკითხეს, იმ ჭკვიანს უთხრეს პოლიცია გეძებს და გაუშვიო, მთელი დიპლომატია მოიშველიეს და ისე გამომიშვა, თვითონ სულ გაქრა. კურსელმა ჩვენთანაც კი აღარ მოდისო _ აკისკისდა.
- ვერ არის ეს ხომ ვამბობ? ჩვენ აქ გული გვისკდებოდა და ეს კისკისით გვიყვება.
- მაშინ მეც მისკდებოდა გული, მაგრამ ახლა სასაცილოა და რა ვქნა.

ისე მოსაღამოვდა ამ ლაპარაკში, ვერც შენიშნეს. შუქიც მოვიდა.

- სიცხემ ამიწია მგონი _ ლოყებზე ხელი მიიდო იანამ.
- მოიცა _ მაშინვე მივიდა თორნიკე, შუბლზე ტუჩები შეახო _ აუწევია, წამალს მოგიტან _ წამალი დაალევინა, პლედი თავისი ხელით გაუსწორა და კიდევ ერთი ფინჯანი ჩაი მიუმარჯვა. ალბათ წამლის ბრალი იყო, ან სიცხის, ძილი მოერია, ფანჯრისკენ გადაბრუნდა და თვალები დახუჭა.

***
უყურებდა მძინარეს და გიჟდებოდა. გიჟდებოდა თავისი საქციელის გამო. დაიფიცებდა, შეეძლო საათობით ეყურებინა. ეყურებინა როგორ სუნთქავდა, როგორ მოძრაობდა ამ სუნთქვისას მისი სხეული, როგორ ისრუტავდა ჰაერს ოდნავ დაშორებული ბაგეებით. მისი დახუჭული თვალების ცქერაც კი შეეძლო და ეს ყველაფერი რევდა. ერეოდა გონებაც და გულიც, ფიქრებიც და სიტყვებიც, წარსულიც და აწმყოც, მოგონებებიც და რეალობაც.

თვალები მოიფშვნიტა და ზანტად გაახილა. ტახტის ბოლოში იჯდა თორნიკე, ზურგით კედელს მიყრდნობოდა, თავი ოდნავ გადაეწია და კედელზე მიდებულ მუთაქაზე მოეთავსებინა. თვალები ეხუჭა, ვერ გაარკვია ეძინა თუ ისე, უბრალოდ. ოდნავ წამოიწია და ბიჭმაც მაშინვე გაახილა თვალები. არ ეძინა.

- საღამო მშვიდობის _ ოდნავ გაუღიმა _ ისევ გაქვს სიცხე? _ ოდნავ მიიწია, შუბლზე ფრთხილად შეახო ტუჩები და მოშორდა _ აღარ გაქვს.
- მადლობა მკურნალობისთვის _ გაეღიმა იანასაც.
- სიამოვნებით გიმკურნალებ მთელი ცხოვრება.
- ჰოო? _ გაურკვევლობამ შეიპყრო _ რატომ?
- იმიტომ, რომ სულ ჰყვაოდე იასამანო _ თბილი ხმით ჩაილაპარაკა.
- თორნიკე _ მძიმედ ამოთქვა.
- ჩშ _ საჩვენებელი თითი ტუჩებზე მიიდო და გაჩუმება ანიშნა.
- დანარჩენები სად არიან? _ ვითომც ის დიალოგი არ ყოფილიყო, თავისუფლად იკითხა.
- ხვალ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა, სოფელში ტაძარია წმინდა ანდრიას სახელობის და ღამისთევაა დღეს.
- მეც მინდა _ გამოცოცხლდა.
- შენ ვერ გინდა _ გაუცინა _ ღამე ცივა, ხომ იცი? მაშინაც რომ არ დაგვიჯერე, იმიტომ გაცივდი. ახლა თბილად იწვები, რომ ხვალ უარესად მყოფი არ დაგაბრუნოთ სახლში.
- ხვალ რომ უძილოები იქნებიან? _ შეწუხდა უცებ.
- მოვახერხებთ რამეს, არ იდარდო.
- დავიღალე წოლით _ პლედი მოიშორა და წამოდგა.
- აღარ გეძინება?
- მთელი დღეა მძინავს _ გაეცინა _ ვივახშმოთ?
- მე მივხედავ და ვივახშმოთ.
- არა, ასე არ მინდა, მე გავშლი _ გაუღიმა და სამზარეულოსკენ წავიდა.

არაფერი განსაკუთრებული, პიტნის ჩაი, შუადღისას შემწვარი და საღამოს გაცხელებული კარტოფილი, ყველი და ტყემალი. შუქს ცოცხალი თავით არ ანთებდნენ, არც ერთს არ მოსვლიათ აზრად სახლის განათება. ღუმელიდან გამომავალი შუქი ჰყოფნიდათ, ცეცხლის მოწითალო-მოყვითალო შეფერილობით განათებული ოთახი და შეშის ტკაცუნი არღვევდა მყუდროებას. თუმცა არღვევდა თუ ქმნიდა, ეს ჯერ კიდევ გასარკვევი იყო.

- გემრიელია _ ჩაეღიმა თორნიკეს _ ძალიან.
- გოგოების დამსახურებაა.
- შუადღისას ასეთი გემრიელი არ იყო.
- მოგეჩვენა _ ჩაეცინა იანას.
- რა ვიცი, რა ვიცი _ გაუღიმა.
- ყოველთვის მინდოდა ასეთ სიტუაციაში ყოფნა _ ჩაი მოსვა იანამ.
- ასეთში რას გულისხმობ? _ დაინტერესდა თორნიკეც.
- აი ასეთი, სოფელი, ღუმელი, სითბო, სიმშვიდე და მეგობრები.
- მაგრამ ახლა აქ მხოლოდ მე და შენ ვართ _ ჩაეღიმა.
- სხვებიც ხომ იყვნენ _ ცდილობდა არ შეემჩნია, როგორ დააბნია თორნიკეს სიტყვებმა.
- მე ეს სიტუაცია მომწონს, არა გუშინდელი, არამედ ეს.
- ავალაგებ _ სხვა ვერაფერი მოიფიქრა და წამოდგა.

გაეღიმა თორნიკეს, თვითონაც მშვიდად ადგა და ალაგებაში მიეხმარა. ჭურჭლის დარეცხვა უნდოდა, მაგრამ არ დაანება, უარესად გაცივდებიო. ერთ დიდ ჯამში მოათავსეს და მეორე დღისთვის გადადეს. გარეთ მკრთალად ანათებდა მთვარე, უვარსკვლავო ღამე იყო. სახლის ბანზე მდგომი შეჰყურებდა ცას, თან ვარსკვლავების რაოდენობის მიხედვით ამინდის გამოცნობას ცდილობდა.

- ისევ გარეთ ხარ, ისევ გაყინული _ ყურთან დაიჩურჩულა და იგრძნო, როგორ შემოახვია ბიჭმა პლედი.
- მაგრამ მიყვარს ღამით ცის ყურება.
- კარგი, ვუყუროთ _ ზურგიდან მიიხუტა, თავის ხელებში მოიქცია, ნიკაპი მის მხრებს ჩამოაყრდნო და თვითონაც ახედა ცას.

უჩვეულო სითბოს გრძნობდა, ლოყის ქვემოთ, ყბის ძვალთან მისი სუნთქვა ხვდებოდა და მიუხედავად სითბოსი, მთელ სხეულზე ეკალი აყრიდა. ხვდებოდა რომ უნდა მოშორებოდა, მაგრამ ვერ შორდებოდა. ხვდებოდა, თუმცა არ უნდოდა, არც სხეულს, არც გულს და არც გონებას.

- ცივა, წვიმას იწყებს, შევიდეთ.
- შევიდეთ. _ დაეთანხმა იანაც და მისი ხელებიდან განთავისუფლებას შეეცადა.

ტახტზე ჩამოჯდა, ფეხები აიკეცა და კედელს მიეყრდნო. თორნიკეც გვერდით მიუჯდა, ოდნავ მოშორებით. თვალმოუშორებლად აკვირდებოდა, იანა კი სადღაც, რომელიღაც კედელს უყურებდა და მზერას არ აშორებდა. უჭირდა თორნიკეს, უჭირდა მასთან კომუნიკაცია, მაგრამ თავის შეკავებაც არ შეეძლო. იცოდა რომ თბილი უნდა ყოფილიყო, ძალიან თბილი, თითქოს თვითონ იანა ითხოვდა ამას, თავისი ხასიათით, თავისი ბუნებით, თავისი თვალებით, თავისი სხეულით, მთლიანად იანა ითხოვდა სითბოს, ზოგადად, ყველასგან. უნდოდა ეგრძნობინებინა ეს სითბო, მაგრამ რაღაც უშლიდა ხელს. იმის გააზრება, რომ წარსულს ჯერ კიდევ ვერ მოშორდა, ბარიერად აღიმართებოდა ხოლმე. ისიც იცოდა, ასე რომ არაფერი გამოვიდა, ვერ გაიმეტებდა იანას გულში მხოლოდ ერთი, პაწაწინა ადგილისთვის, მაშინ როცა დანარჩენი წარსულს ექნებოდა დაკავებული. თუმცა წარსულსაც ვერაფერს უხერხებდა, ვერ ივიწყებდა მის ღიმილს, მის ცრემლიან თვალებს, სუსტ სხეულს, არ შეეძლო. დისტანცია, დისტანცია სჭირდებოდა და ესეც არ შეეძლო. მაგნიტივით იზიდავდა ეს გოგო, სულ მის სიახლოვეს ყოფნა უნდოდა.

- უცნაურია არა ცხოვრება? როცა გგონია რომ ყველაფერი კარგადაა, მაშინვე 180 გრადუსით ტრიალდება _ დუმილი დაარღვია იანამ.
- ამას რატომ ამბობ?
- დღეს მოსმენილმა ისტორიებმა შემახსენა თავი.
- ასეა, მაგრამ როცა გგონია რომ ყველაფერი დამთავრდა, მაშინ აუცილებლად იწყება რაღაც ახალი.
- მაშინაც კი თუ ყველაფრის დამთავრებაში სიკვდილი მოიაზრება?
- მაშინაც იასამანო, მაშინაც _ სულ ოდნავ გაუღიმა.
- მაგრამ ამ ახლის დაწყებაც ხომ სურვილზეა დამოკიდებული.
- მართალია, მაგრამ ხანდახან მხოლოდ სურვილი ვერ შველის, დახმარებაც სჭირდებათ ადამიანებს.
- დახმარება სჭირდებთ _ დაეთანხმა და თავი მხარზე ჩამოადო.
- რა იქნება აქედან წასვლის შემდეგ? _ უფრო საკუთარ თავს დაუსვა ეს კითხვა ვიდრე გოგონას.
- არ ვიცი, ეს ალბათ სურვილზეა დამოკიდებული _ გაეცინათ.
- არ გეძინება?
- ცოტა.
- დავიძინოთ.
- კარგი, მოიცა _ ტახტიდან წამოდგა და გარეთ გავიდა წყლის დასალევად.

უკან დაბრუნებულს თორნიკე უკვე წამოწოლილი დახვდა ტახტზე, კედლისკენ. გაკვირვებით შეხედა ბიჭს, მან კი უბრალოდ გაუღიმა და პლედის ცალი მხარის აწევით ანიშნა დაწოლა. იანასაც გაეღიმა, წამით ჩაფიქრდა, თითქოს ყოყმანობდა, მაგრამ ნელი ნაბიჯებით წავიდა ტახტისკენ და გვერდით მიუწვა, ზურგშექცევით. პლედი გადააფარა და მკლავი იანას მუცელზე „დატოვა“. ჩაფიქრებული იწვა გოგონა, ცალი ხელი თავქვეშ ამოედო, მეორეც იქვე, ბალიშზე დაედო და თორნიკეს ხელს აკვირდებოდა.

- რაზე ფიქრობ? _ დაბალ ხმაზე დასვა კითხვა იანამ.
- არაფერზე _ ამოისუნთქა.
- მატყუებ.
- შენ იცი რაზე ვფიქრობ? _ გაეღიმა.
- ვიცი _ იანასაც გაეღიმა, ოღონდ უფრო სევდიანად _ წარსულზე ფიქრობ, შეუძლებელია ასეთ სიტუაციაში შენთვის სასიამოვნო მომენტები არ გაგახსენდეს, უბრალოდ მე გიშლი ხელს, ზედმეტი ვარ.
- ამ შემთხვევაში აქ არ ვიქნებოდი იანა _ კიდევ უფრო ახლოს მიიწია, თითოეული ამოსუნთქვა კისერთან ახლოს, მხრებთან ელამუნებოდა და ათბობდა.
- სიმართლე თუ გინდა ისიც არ მესმის ახლა რატომ ხარ, ან მე რატომ ვარ, ან ზოგადად ჩვენ რატომ ვართ _ ჩაეცინა.
- რადგან ვართ, ე.ი. საჭიროა, ასე უნდა იყოს _ ღიმილით უპასუხა.
- როგორი იყო?
- მნიშვნელობა არ აქვს, ახლა ამაზე საუბარი არაფერს მოგვცემს, დავიძინოთ იასამანო _ სულ ოდნავ შეახო ტუჩები კისრისა და მხრის კუთხეში.
- ძილინების ბრაკონიერო _ გაეღიმა და თვალები დახუჭა.

სიცივემ გამოაღვიძა თორნიკე. საათი ოთხს უჩვენებდა, ღუმელი გამომქრალიყო. სხვები ჯერ ისევ არ დაბრუნებულიყვნენ. შეშა შეუკეთა, ისევ აგუგუნდა ღუმელი და ბიჭიც კვლავ გვერდით მიუწვა იანას. ღიმილით დაჰყურებდა, უკვე დარწმუნებული, რომ მისი დატოვება არ შეეძლო. ასე უბრალოდ ვერ ამოშლიდა ამ რამდენიმე დღეს.
ხუთი-ექვსი საათისთვის ხმაური მოესმა. წამოდგა, იანას პლედი გაუსწორა და თვითონ გარეთ შეეგება მეგობრებს. ჩუმად შევიდნენ სახლში, გოგონა რომ არ გაეღვიძებინათ და ასევე ჩუმად შემოუსხდნენ გარშემო ღუმელს.

- ვის ოჯახშიც ეს ბიჭი შევა _ ჩურჩულით თქვა და ჩაიფხუკუნა ანანომ მას შემდეგ, რაც თორნიკემ ჩაით და ყავით სავსე ფინჯნები ჩამოურიგა ყველას.
- შემიშვით მერე _ გაუცინა.

***

ქალაქში დაბრუნდნენ და ცხოვრებაც ჩვეულ რიტმში გაგრძელდა. ელოდებოდა იანა თორნიკესგან გადადგულ ნაბიჯს, თუმცა თორნიკე არ ჩანდა. იმედგაცრუებული იყო, არ ეგონა ასე მარტივად თუ დამთავრდებოდა ყველაფერი, რაღაც უფრო მეტს ელოდა. თვითონ ვერ ივიწყებდა და ეგოისტურად აღიზიანებდა იმაზე ფიქრი, რომ ბრაკონიერმა დაივიწყა. ან იქნებ არც არასდროს უფიქრია მასზე? თვითონაც ვერ იგებდა, დასკვნამდე ვერ მიდიოდა, მაგრამ ის რამდენიმე დღე, მისი საქციელი, მისი მზრუნველობა არა და არ ქრებოდა გონებიდან.

- აღარ ვიცი რა ვქნა _ ამოიოხრა და ყავა მოსვა.
- რა გავაკეთო იანა, პირდაპირი უნდა ვიყო, საერთოდ ლიზის მერე ვინმეთი თუ დაინტერესდებოდა არ მეგონა, მგონი ტყუილად ელოდები _ დამნაშავის ხმით ჩაილაპარაკა ანანომ.
- შენ რომ გამოჩნდე? _ მხრები აიჩეჩა ირინამ.
- მე გამოვჩნდე? არ ვიცი, შეიძლება, რატომაც არა, მაგრამ მეშინია.
- გარისკე, რას კარგავ?
- მგონი ვგიჟდები, აქამდე მსგავსი რამ არ დამმართნია.
- ცხოვრებაში რაღაც ყოველთვის ხდება პირველად _ გაუღიმა ირინამ.
- რატომ ვერ ვივიწყებ? _ ნაღვლიანი მზერით გადახედა გოგოებს.
- იმიტომ, რომ ჯერ მხოლოდ ორი კვირა გავიდა.
- ირინა _ მაინც გაეცინა.
- იანა, თუ მართლა ასე გინდა მასთან ყოფნა, ადექი და მიდი, თუ დარწმუნებული არ ხარ შეეშვი, მაგრამ გაგიჭირდება, ეს ისე მეგობრული რჩევაა _ გაუღიმა ანანომ.
- მადლობა რჩევისთვის, მაგრამ ახლა უფრო მიჭირს, ტელეფონის ნომერი მინდა და მისამართი.

მთელი ღამე იფიქრა, აი ასე - იწვა და ფიქრობდა. ფიქრობდა ღირდა თუ არა მისვლა, ნახვა, დალაპარაკება. ღირდა იმიტომ, რომ თვითონ უნდოდა, სურვილს შეისრულებდა, მაგრამ ღირდა კი თორნიკესთვის? და რა იქნებოდა შემდეგ? კითხვები არ ასვენებდა იანას, პასუხგაუცემელი კითხვები დაუგროვდა და სულაც არ მოსწონდა.

***
„შეგიძლია გარეთ გამოხვიდე?“
„სად?“
არ იკითხა ვინ იყო, ანუ ნომერი იცოდა. გაეღიმა, მისი აივნისკენ აიხედა, სინათლე ენთო.
„შენს ბინასთან.“
აივანზე ვიღაც გამოვიდა, ვიღაც არა - თორნიკე. ეზოს გადახედა და სწრაფად შებრუნდა, რამდენიმე წუთში სადარბაზოში იდგა და გარეთ მიიწევდა.

- გამარჯობა _ წინ აესვეტა სადარბაზოდან გამოსულს და გაუღიმა.
- გამარჯობა _ აშკარად დაბნეული იყო თორნიკე.
- თუ მუჰამედი არ მიდის მთასთანო, აი ეგ ამბავია _ მხრები აიჩეჩა და ჩაეხუტა. ღიმილით შემოჰხვია ხელები ბიჭმაც, ჩაეცინა, ბედნიერებისგან. არ ელოდა, გაუხარდა.
- მუჰამედი გახარებულია _ გაეცინა.
- მთაც.
- გავიაროთ?
- წამო _ ქუჩას დაუყვნენ.
- ფიქრი მჭირდებოდა.
- ვხვდები და იმედია ხელს არ გიშლი.
- მეხმარები _ გაუღიმა და ხელი ჩაჰკიდა.
- ხანდახან ვერ ვხვდები ერთმანეთის ცხოვრებაში რატომ გამოვჩნდით.
- როდის ხანდახან?
- ხანდახან.
- ბევრსაც ნუ იფიქრებ, თავს ნუ დაიღლი.
- გააჩნია როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი.
- მაგას დრო გვიჩვენებს.
- მაგრამ სურვილი? _ ღიმილით ახედა.
- სიტყვებზე მეკიდები? _ გაეცინა.
- კარგი, დაივიწყე.
- დავიმახსოვრებ, რომ მთა მოვიდა ჩემთან და ვეცდები აღარ შევაწუხო.
- უნდა წავიდე.
- კარგი.
- უნდა მენახე.
- ეს დროც გვჭირდებოდა და ეს ნახვაც.
- კარგად.
- დროებით _ ჩაეხუტა და გაუშვა. გაუშვა, მაგრამ თვალი ვერ მოაშორა, უყურებდა როგორ მიდიოდა, მშვიდი, გამართული ნაბიჯებით, თავაწეული. უყურებდა და ეღიმებოდა, ეღიმებოდა და ბედნიერდებოდა მაგრამ.. ეს „მაგრამ“ არ ასვენებდა..

***
- განსხვავებულია რა, საერთოდ არ ჰგავს ლიზის.
- და?
- და არ ვიცი რატომ მიზიდავს ასე. აქამდე ყველაში მას ვეძებდი, ვეძებდი და ვერ ვპოულობდი. ახლა კი, ახლა თვითონ გამოჩნდა ასეთი სხვანაირი და..
- ეს კარგია, ძალიან კარგი.
- ასე არ უნდა იყოს, ის არ უნდა უფერულდებოდეს ჩემში, არ უნდა ქრებოდეს.
- ამაზე ნუ ფიქრობ, უბრალოდ მიჰყევი დროს, მიუახლოვდი, მიეცი საშუალება რომ იყოს შენთან.

***
- თავს იკავებს, თან ცდილობს არ შეეტყოს, მაგრამ..
- ეშინია რომ წარსულს გაუქრობ _ გაეღიმა ანანოს.
- ამას არ ვაპირებ, არ მიფიქრია მისი ადგილის დაკავება, არც მისი გაუფერულება. საერთოდაც, არ მინდა მეორე ვიყო, არ მინდა ვიღაცის ჩრდილქვეშ ვიცხოვრო, არ მინდა ლანდად დამყვებოდეს, ის ის იქნება და მე მე ვიქნები ყოველთვის.
- ვიცი, მე ვიცი, ისიც მიხვდება, აუცილებლად.

***
„გამოხვალ?“
„მოვდივარ.“

- გამიხარდი _ გაუღიმა.
- იმედია ლოდინით არ დაგღალე.
- ჯერ არა.
- შენი დაკარგვა არ მინდა იასამანო _ ღრმად ამოისუნთქა.
- მაგრამ ვერაფერს აკეთებ რომ არ დამკარგო _ უნდოდა გაეღიმა, მაგრამ ვერ შეძლო.
- მაგრამ სურვილი?
- სურვილს ცდაც უნდა.
- რომ ვცადო?
- თუ გამოგივა..

***
ცდა.. ცდა.. კიდევ ცდა..
ცდებში გასული ზაფხული, ქალაქიდან შორს ყოფნა და მონატრება.

- მომენატრე იასამანო.
- წესით ეს კარგია _ გაუღიმა და ჩაეხუტა.

ორივე ცდილობდა, ცდილობდა ჯერ არ-შემდგარი ურთიერთობის გადარჩენას. მაგრამ რაღაცები არ გამოვიდა.

***
- მე ასე არ შემიძლია თორნიკე _ თითოეული სიტყვა უჭირდა _ არ გეუბნები წარსული უნდა დაივიწყო-მეთქი, არ უნდა დაივიწყო, მაგრამ აწმყოსაც არ უნდა ჩამოშორდე. ვერ გავაგრძელებ ასე, როცა ვიცი რომ ჩემს ყველა მოქმედებას, ყველა სიტყვას მისას ადარებ. ვეღარაფერს ვაკეთებ, იმიტომ რომ შენ ყველაფერს აანალიზებ, ფილტრავ, ადარებ, ასე ვერ ვიქნები, მართლა არ შემიძლია. არ შემწევს ძალა გამოგედევნო ყოველთვის, როცა წარსულისკენ წახვალ და უკან დაგაბრუნო. ხომ დარწმუნდი, ხომ ხედავ რომ განსხვავებულები ვართ, მაგრამ მაინც არ გასვენებს რაღაც. ასე ვერ გავაგრძელებთ თორნიკე _ უკანასკნელი სიტყვები ჩაიჩურჩულა.
- იასამანო..
- არაფერი მითხრა _ ტუჩებზე ხელი ააფარა _ არაფერი თქვა, ახლა აზრი არ აქვს, ჯობს რომ წავიდე. მაპატიე, მაპატიე რომ საკმარისად ძლიერი ვერ აღმოვჩნდი. მიყვარხარ ბრაკონიერო _ წამით აკოცა, გაუღიმა და წავიდა..

***
- წავიდა _ ენის წვერით ტუჩები მოილოკა და ქვედა ტუჩის წვალება დაიწყო.
- მერე? ხვდები შენი ბრალო რომაა?
- სიტყვაც არ მათქმევინა ისე წავიდა.
- შენ იცოდი რომ ასე მოხდებოდა, იცოდი მაგრამ არაფერი მოიმოქმედე.
- არ გამომივიდა.
- არ გამოიყვანე.

***
- კი მაგრამ, ასე როგორ შეიძლება?
- არ ვიცი ანანო, არ ვიცი, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის ანო, არ შემიძლია _ თავი ხელებში ჩარგო და მოკანკალე სუნთქვა ამოუშვა.
- ვიცოდი რომ რთული იქნებოდა.
- ვიცი ანო, მეუბნებოდი, მაგრამ ასე მოხდა, ახლა ვეღარაფერს ვიზამთ.
- კაი რა, ასე უბრალოდ ვერ დაამთავრებთ.
- უბრალო თუ ბრალიანად, ფაქტია _ ჩაისუნთქა და ბალიში კიდევ უფრო მიიხუტა.

***

ცივმა ზამთარმა ცივად გადაიარა..
ისედაც ვერ იტანდა ზამთარს, ყინვა, თოვლი, ჭყაპი, როგორ უშლიდა ნერვებს. ახლა კი ყველაფერი აღიზიანებდა. მზეც კი, ძალა რომ არ ჰქონდა და მაინც გამოანათებდა ხოლმე.
აღიზიანებდა ჩაი, მურაბით და ლიმნით..
აღიზიანებდა ყავაც..
აღიზიანებდა ყველაფერი, რაც მას უკავშირდებოდა და მის თავს ახსენებდა.
ხშირად უფიქრია გადაწყვეტილების სისწორეზეც, მაგრამ კვლავ ერთ დასკვნამდე მიდიოდა, ეს უნდა გაეკეთებინა! თუ დაბრუნება ენდომებოდა, აუცილებლად დაბრუნდებოდა!

- პირველ თოვლს გილოცავ იანა _ ბედნიერმა ჩასძახა ყურმილში.
- რა გეშველება ირი _ გაეცინა.
- არაფერი, ჩამო რა, გავერთოთ ცოტა.
- ამოდით რა თქვენ, მეზარება.
- იანა! არ ამომიყვანო მანდ, ჩაიცვი გელოდები.
- ოო _ აბუზღუნდა, მაგრამ მაინც ჩავიდა. _ გამარჯობა _ ჩუმად ჩაილაპარაკა და იაგოს ზურგს ამოეფარა. რას იფიქრებდა თორნიკეც თუ იქ იქნებოდა.
- თბილად ჩაცმა ვერ გასწავლე _ უსაყვედურამ იაგომ.
- კაი რა, ახლა ისე მცხელა ამასაც გავიხდი _ გაეცინა და ბიჭიც აიყოლია.

ყველა გააფრთხილა გუნდა არ მესროლოთო. ფოტოგრაფის ფუნქიას ითავსებდა, არც თოვლის პაპის მშენებლობაში მიუღია მონაწილეობა. საერთოდაც, თოვლში არაფერი მოსწონდა, გარდა ხრაშუნისა. თოვლის ხმაური მოსწონდა სიარულისას, ბავშვების ხმაურიც მოსწონდა თოვლით გამოწვეულ ბედნიერებას რომ გამოხატავდნენ.

- ხელები გაგეყინება, მე გადავუღებ _ ზურგიდან მიუახლოვდა.
- გადავუღებ მე _ დაიჩურჩულა.
- გაცივდები.
- ჩაის რეცეპტი მახსოვს.
- იასამანო..
- ი-ა-ნა _ დაუმარცვლა.
- ხელთათმანები მაინც ჩაგეცვა.
- ნუ ღელავ, არც ისეთი ნაზი ვარ _ გაუღიმა და კიდევ ერთი სურათი გადაიღო.

ვერ იტანდა მის სიახლოვეს ყოფნას, ცუდად მოქმედებდა. ერთი სული ჰქონდა ისევ მიხუტებოდა ზურგიდან, ისევ ეგრძნო მისი სუნთქვა ყელის მიდამოებში.

ცივმა ზამთარმა ცივად გადაიარა...

***

- იანა სააღდგომოდ რა გეგმები გაქვს?
- ჯერ არაფერი ანო, ალბათ სოფელში წავალ.
- სოფელში რომ ცოტა ადრე წახვიდე და აღდგომას ჩემთან იყო?
- შენთან სოფელში? _ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა.
- გასაგებია, უბრალოდ..
- ანო მოვიფიქრებ და დაგირეკავ.

ანანოს სოფელი - გაეღიმა, სასიამოვნო მოგონებები, ტკბილი საღამოები და თორნიკე..
რა იქნებოდა ახლა? იქნებოდა კი ასეთივე კარგი დასვენება?
რამდენიმე თვე მის გარეშე, შორიდანაც კი არ დაუნახავს, იმდენად არიდებდა თავს და ახლა, რამდენიმე დღე ისევ ერთად..
იქნებ ღირდა, ან იქნებ არც..

***
- სულ ცოტათი დასალაგებელია _ გაეცინა სახლში შესულს და გოგოებს გადახედა.
- ჩვენ ისეთი მაგრები ვართ იანა, დღეს საღამომდე დავალაგებთ.
- აბა რა, ჩანთას ავიტან ზემოთ და დავიწყოთ.

ცოცხი მოიმარჯვა და დაგვა დაიწყო. რაც მართალია, მართალია - ბიჭებიც ეხმარებოდნენ. თორნიკე და დათა ისევ არ ჩანდნენ.
საღამოს აგუგუნებული ღუმელის გვერდით მოკალათებულიყვნენ ახალგაზრდები. დაღლილები, ნახევრად მძინარეები, ზოგი ერთმანეთს ეყრდნობოდა, ზოგი კედელს და ზოგიც მიწოლილიყო.

- მშია _ დაიწუწუნა იაგომ.
- მეც _ აჰყვა იანაც _ მაგრამ ახლა არაფრის გაკეთების თავი არ მაქვს.
- მოიცადეთ, ჩამოვლენ ახლა თორნიკე და დათა და ჩამოიტანენ რამე ისეთს გამზადება რომ არ უნდოდეს, ან თვითონ გააკეთებენ _ დაამშვიდა ანანომ.
- მე ვეღარ დაველოდები, უნდა დავიძინო _ ღიმილით წამოდგა იანა და მეორე სართულისკენ წავიდა.

აღარც საჭმელი უნდოდა, არც ძილი, მაგრამ თორნიკეს ნახვა არ უნდოდა. ასე ყველასთან ერთად არ უნდოდა. თავზე საბანი წამოიფარა და თვალები დახუჭა. იმდენი ქნა, დაეძინა. არც მანქანის ხმა გაუგია, არც მეგობრების ხმაური, ეძინა მშვიდად და უშფოთველად.
ეძინა იქამდე, სანამ სიჩუმე იატაკის ჭრიალმა არ დაარღვია.
იქამდე, სანამ ნაცნობი სურნელი არ დატრიალდა ოთახში.
იქამდე, სანამ ლოგინის ცალი მხარე არ ჩაიზნიქა.
იქამდე, სანამ დაჟინებული მზერის ობიექტი არ გახდა.
იქამდე, სანამ სახეზე ნაზი მოფერება არ იგრძნო, ყელზე სუნთქვა და მხარზე კოცნა.
როგორ არ უნდოდა თვალების გახელა, თითქოს ურჩევნოდა წარმოსახვა ყოფილიყო.
წარმოსახვა აშკარად არ იყო, მაგრამ როცა თვალები გაახილა თორნიკე აღარ დახვდა. საათი ხუთს უჩვენებდა. ძალიან ადრე იყო, აქა-იქ მამლების ყივილი ისმოდა, ძაღლებიც ყეფაც ერთვოდა თან. მეორე სართულზე საკმაოდ ციოდა, ლოგინიდან ფეხები გადმოყო და წამში უკან შებრუნდა. კიდევ ცოტა ხნით ვიწვებიო იფიქრა, მაგრამ ვერ მოისვენა. რაც შეეძლო სწრაფად ჩაიცვა, სქელი, ნაქსოვი მოსაცმელიც შემოიცვა და გარეთ გავიდა. ზედმეტად ლურჯი ეჩვენა ცა, ძალიან, ძალიან მუქი ლურჯი. მთვარე თეთრად ანათებდა. ოდნავ გაუღიმა მთვარეს და კიბეებზე დაეშვა. ფეხაკრეფით შევიდა პირველ სართულზე ოთახში, იცოდა, ვინმეს ეძინებოდა. მართლაც, ტახტზე იყო ვიღაც, პლედი თავზეც კი ჰქონდა გადაფარებული და აშკარად კედლისკენ იყო გადატრიალებული. გაეცინა, ღუმელის წინ მდგარ პატარა, ორფეხა სკამზე ჩამოჯდა და ხელები მიუშვირა.

- ახლა ისე მინდა მოგეხვიო, ეგ გაყინული ხელები გაგითბო _ იგრძნო როგორ წამოჯდა ვიღაც.
- ნებართვა გჭირდება? _ გაეცინა.
- სიტყვიერი არა _ ფრთხილად შეუცურა ხელები მკლავებს შორის და მუცელზე მოჰხვია, ზურგიდან მიეხუტა და თავი მხარზე ჩამოადო.

აღარაფერი უთქვამს იანას, უბრალოდ ტკბებოდა სიტუაციით. როგორ მონატრებია მისი ჩახუტება, მისი სითბო. აღარ შეეძლო მოშორებოდა, აღარ შეეძლო წასულიყო.

- ჩაის დალევ? _ ჩურჩულით დაეკითხა თორნიკე.
- არ მინდა, არც შენ გინდა რა _ თხოვნას უფრო ჰგავდა.
- რატომ? _ გაეცინა.
- არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს ან როდის ვიქნებით ასე და იმიტომ.
- იასამანო..
- არაფერი მითხრა რა, თუ ისევ უნდა წახვიდე, რაღატომ გამოჩნდი..
- უბრალოდ ასე გამოვიდა..
- უბრალოდ ასე გამოვიდა _ დაიჩურჩულა და ჩაეცინა _ იქნებ შეიძლებოდა რომ არ გამოსულიყო.
- დილა მშვიდობის _ ოთახიდან გამოვიდა ანანო და საუბარი შეაწყვეტინა..

***
- ვითამაშოთ რამე _ მორიგი იდეა გაუჩნდა იაგოს.
- მაინც?
- მაგალითად წყვილებად დავნაწილდეთ და კითხვებს ვუპასუხოთ, ვინ როგორ ვიცნობთ რა.
- აუ იაგო რას მოიგონებ ხოლმე _ უკმაყოფილო იყო იანა.
- შენ დაიწყებ _ კმაყოფილმა გაუცინა.
- შანსი არაა.
- მე დავიწყებ _ ინიციატივა გამოიჩინა თორნიკემ.
- ა კაცი _ შეაქო _ ამოირჩიე ვისზე გკითხო.
- თქმა მჭირდება? _ გაეცინა.

- რისი ეშინია?
- თაგვების და ვირთხების.
- ცხოველებიდან უყვარს..
- კატები.
- არის..
- პოზიტიური.
- აბედნიერებს..
- სხვების ბედნიერება.
- ფერი?
- თეთრი.
- დრო?
- ზაფხული.
- უნდა..
- ყველგან, სადაც იასამანია
- გიჟდება..
- იასამანზე _ გაეღიმათ.
- ვერ იტანს..
- გართულება არაფერზე აქვს, ყველას და ყველაფერს იტანს _ თბილი მზერა ვერ მოაშორა.

- იანა შენი ჯერია, რადგან თორნიკემ შენზე თქვა, შენ მასზე უნდა თქვა, სხვა გზა არ გაქვს.
- ეშიანია _ დაიწყო დათამ.
- არაფრის _ დანებების ნიშნად ჩაიფრუტუნა იანამ და უპასუხა. გაეცინათ.
- ცხოველებიდან უყვარს..
- კატები.
- არის..
- ბრაკონიერი _ თვალი ჩაუკრა.
- აბედნიერებს..
- ჯერ ვერ დავადგინე.
- დაუდგენელია _ გაეცინა დათას _ ფერი?
- ლურჯი.
- დრო?
- შემოდგომა.
- უნდა?
- თვითონაც ვერ დაუდგენია _ სევდიანი მზერით გადახედა.
- გიჟდება..
- ვიღაცაზე და წვიმაზე _ ჩუმად ჩაილაპარაკა.
- ვერ იტანს..
- მგონი ვერ მიტანს _ სულ ოდნავ გაიღიმა, მაგრამ როგორი იყო ეს ღიმილი?
- ეს რა პასუხია? _ აწუწუნდა დათა.
- აღარ მინდა ეს თამაში _ ოთახიდან გავიდა იანა.

- იანა _ უკან მიჰყვა თორნიკე. _ რატომ ფიქრობ ასე?
- ვგრძნობ.
- რას გრძნობ? შენ ვერ იგრძნობ იმას, რასაც მე განვიცდი.
- შეიძლება, მაგრამ იმას მაინც ვგრძნობ, მე რასაც განვიცდი.
- მე არ მინდა რომ ასე იგრძნო.
- არც მე, თუმცა სურვილზე არაფერია, ნახე, კიდევ ერთი იშლება _ ხელი იასამნის ხისკენ გაიშვირა და გაიღიმა.
- იანა..
- წავიდეთ, კიდევ ითამაშებენ რამეს _ სახლისკენ შებრუნდა.
- იასამანო.. მოიცადე _ ხელი მოკიდა და გააჩერა.
- გისმენ _ შემობრუნდა.
- იცი? მე სათბური ავაშენე.
- მართლა? კარგია _ ვერ მიხვდა თვითონ რა შუაში იყო.
- იასამნების სათბური.
- არაა _ გაეღიმა.
- კი, მაგრამ ერთი იასამანი აკლია, განსაკუთრებული _ გაუღიმა.
- არ მჯერა _ ცალი ხელი პირზე აიფარა და გაეცინა.
- წავიდეთ?
- სად?
- იქ, სადაც შენ გინდა, სადღაც, იასამნეთში.
- არ ვიცი _ თავი მოიქექა _ არ ვიცი.
- მიყვარხარ იასამანო _ მშვიდად ჩაილაპარაკა თორნიკემ. იმდენად ჩუმად, იმდენად ჩვეულებრივ, თითქოს განსაკუთრებული არაფერი უთქვამს.
- ბრაკონიერო _ მისგან ზურგით შებრუნდა და სახეზე ხელები აიფარა.
- იასამნის სუნი დგას შენში _ ზურგიდან მოეხვია და კისერსა და მხარს შორის, კუთხეში შეახო ტუჩები.

________
ესეც ისტორიაა... არ ვიცი რა გამოვიდა, ვეცადე რომ გამოსულიყო.. მართლა მთელი ემოციით დავწერე, დანარჩენი თქვენზეა, ველი შეფასებებს..
ძალიან, ძალიან, ძალიან მომენატრეთ!
მიყვარხართ..



№1  offline წევრი mani156

ვაიიჰ როგორიი ტკბილი იყო ^^^ ჩემს საყვარელ ისტორიებს მიემატა ეს ისტორიაც ^^ ძალიიან მომეწონა ^^

 


№2  offline წევრი mako-makako

რას ქვია არ იცი რა გამოგივიდა...ამმ ისტორიამ ამავსო ემოციებით და დამცალა კიდეც.ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სხეულში ჭიანჭველები მივლიდნენ,იმდენად მესიამოვნა წაკითხვა.თბილი და უზომოდ სასიამოვნო იყო ეს ისტორია ჩემთვის...სადღაც იასამნეთში.. მუდამ მემახსოვრება ეს სიტყვები.მაგარია მარიამ იმდენად ვარ ეხლა ემოციებით სავსე ნამდვილად არ ვიცი რას ვწერ..
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№3 სტუმარი Mariami

ეს რაღაც სასწაული იყო...ძალიან მომეწონა,სოფელი,მისი სიმყუდროვე როგორ კაგად გქონდა აღწერილი.დავიწყე კითხვა
და ვერ შევჩერდი და ერთი ხელის მოსმით მთლიანი წავიკითხე,გააზრებულად.როგორ მომწონს თორნიკეს მიმართვა "იასამანო",ძალიან მომწონს და იანას "ბრაკონიერო".სათაურიც ძალიან მომეწონა,აბსულუტურად,ზუსტად შეეფერება.რაღაც განსხვავებული სხვა მოთხრობებისგან.დასაწყისში კარგად გავერთე,დასასრული ძალიან მომეწონა, "სადღაც იასამნეთში".

იმაგრესიიყო ❤️

 


№4  offline მოდერი მარრიამი

mani156
ვაიიჰ როგორიი ტკბილი იყო ^^^ ჩემს საყვარელ ისტორიებს მიემატა ეს ისტორიაც ^^ ძალიიან მომეწონა ^^

უღრმესი მადლობა <3
mako-makako
რას ქვია არ იცი რა გამოგივიდა...ამმ ისტორიამ ამავსო ემოციებით და დამცალა კიდეც.ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სხეულში ჭიანჭველები მივლიდნენ,იმდენად მესიამოვნა წაკითხვა.თბილი და უზომოდ სასიამოვნო იყო ეს ისტორია ჩემთვის...სადღაც იასამნეთში.. მუდამ მემახსოვრება ეს სიტყვები.მაგარია მარიამ იმდენად ვარ ეხლა ემოციებით სავსე ნამდვილად არ ვიცი რას ვწერ..

ვაიმე, ვაიმე როგორ მახარებთ და მათბობთ <3
თუკა
რა არის ეს მარიამმმმმმმმმმმმ....
მგონი მე და შენ პიარს ისტორიებს და საიტს კი არა იასმნებს ვუკეთებთ....საიდან ასეთი გასაოცარი სიყვარული ისამნების ვერ დავადგინე , რატომ გვაქვს..

რაც შეეხება ისტორიას, შენი წერის სტილი მიყვარს ძალიან, მსუბუქი და ისეთი ყველაფერი რომ იგრძნობა შიგნით სითბოც და სიხარულიც... ძალიან მომეწონ...
ეს 39 სიცხიანი ქალი უფრო გავთბი ...
მიყვარხარ მე შენ..

თუკაკოო :დ მგონი მართალი ხარ <3 არ ვიცი, ბავშვობიდან ასე მოვდივარ იასამნებით ^_^ მადლობა ჩემო ლამაზო <3
Mariami
ეს რაღაც სასწაული იყო...ძალიან მომეწონა,სოფელი,მისი სიმყუდროვე როგორ კაგად გქონდა აღწერილი.დავიწყე კითხვა
და ვერ შევჩერდი და ერთი ხელის მოსმით მთლიანი წავიკითხე,გააზრებულად.როგორ მომწონს თორნიკეს მიმართვა "იასამანო",ძალიან მომწონს და იანას "ბრაკონიერო".სათაურიც ძალიან მომეწონა,აბსულუტურად,ზუსტად შეეფერება.რაღაც განსხვავებული სხვა მოთხრობებისგან.დასაწყისში კარგად გავერთე,დასასრული ძალიან მომეწონა, "სადღაც იასამნეთში".

იმაგრესიიყო ❤️

ძალიან დიდი მადლობა მარიამ <3 ვერც წარმოიდგენ როგორ მახარებთ <3

 


№5  offline მოდერი chica sol

ვაიმე, მარიამ...
არ ვიცი, "კარგი იყო" და "მომეწონა" არ შველის ჩემს ამბავს. ისეთი თბილი და მსუბუქი იყო, უსასრულოდ რომ გაგრძელებულიყო, გავყვებოდი...
რამ გადამრია იცი? სოფლის სახლმა. მეორე სართულზე საძინებელი, კიბეს ჩამოირბენ, იქვე ჭა და ხელსაბანი, სახლში შეირბენ და კარს უკან პირსახოცი, იქვე ღუმელი, ოდნავ მოშორებით ტახტი.... გევედრები მითხარი, ყველა სოფლის სახლი ასეთია, თუ მამიდაჩემის სოფლის სახლს აღწერდი ასე ზუსტად?
შოკში ვარ...
რაც შეეხება მომართვას-"იასამანო"... იმან გამაბედნიერა, რომ მე თავად ხშირად მოგმართავ ასე და არ გაგიკვირდება ალბათ თუ გეტყვი, რომ იანაში შენ გხედავდი, ასე, რაღაცნაირად.
ოო, ფოტო მომწონს wink (ძნელია მიხვდე,რატომაც)
ერთი სიტყვით, ღირდა ლოდინად ჩემო ლამაზო love და კიდევ ბევრს დავიცდით ასეთ თბილობას თუ დაგვიწერ love
პ.ს. დანარჩენი პირადში.

 


№6  offline წევრი შამხათი

ძალიან თბილი იყო.... სოფლის სახლი და იასამნები მომენატრა, ასე მეგონა კითხვის დროს მათ სუნს ვგრძნობდი და რაღაცნაირად გავბედნიერდი... მადლობა შენ, რომ ასეთი ემოციები გამიჩინე.. love

 


№7 სტუმარი mari

Momewona. Yochagi gogo xar☺

 


№8  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

მარიამ, რა საყვარელი ისტორია იყო.საოცრად თბილი და ამაღელვებელი,ემოციებმა მძლიეს და ვიტირე კიდეც, ცოტა love
საოცარი ხარ, ძალიან ლამაზად და ტკბილად წერ.

 


№9 სტუმარი Ucharcho suratit

Ametira...katebze mapanatebs,chem bicolas ana qvia,iasamnisperi miyvars,iasamnic ratqmaunda,magram mzes ver vitan:)ai ramdeni msgavseba agmovachine kidev ar ici:) magari iyo da mgrdznobiare..<3

 


№10  offline წევრი სპენსერი

მაოცებ! მაოცებ! არ ვიცი რა ვთქვა..სასწაული ხარ მარიამ!წარმატებებს გისურვებ love მიყვარხარ ძალიან*-*

 


№11  offline აქტიური მკითხველი lalita

ეს ისაა სიყვარულს ყველაფერი რომ შეუძლია ყოჩაღ ველი ახალ ისტორიას.

 


№12  offline წევრი Smiling girl

საოცრება იყო. არვიცი რა ვთქვა

 


№13  offline წევრი teddy))

Gamatbo dzalian! Arian uxeshi bichebi xolme, magram shentan sul sxvnairi iyo, tbili da ragacnairi mzrunveli! Ar ikko dzan gawelili da zistad am adgomebze gavagrdzele kitxva, amitom gilocavt agdgomas! Qriste agsdga! Ufali gfaravdet! Dzalian momewona! Feradi ferebit aris sheni istoria gawyobili! Wina istoriac ki aseti iyo... Momwons! Erts getyvi rom peizaji agwere xolme, rac shens nasroms ufro gaamdidrebs! Velodebi shemdegs, chemo tbilo gogov! Vici, shenc rogor giyvars iasamani!

 


№14 სტუმარი lulua

Es mindoda kidev?dzalian dzalian magari iyo,vgijdebi iasamnebze ❤❤momwons sheni weris still dzaan

 


№15  offline წევრი tamtu

Chemi tkbilo shokoladooo. Rogor gamixarda sheni dabrunebaaa. Istorias ki rac sheexeba dzlian tbili ikooo. Rogiric shen shegepereba. Dzalian momenatre marikunaaa. Ar mogvanatro tavi male gamochndiii. Gemrieli shokoladi xar. Vaime ra karg xasiatze davdeki neta icode. Qriste agsdga. Mraval agdgomas daescari mshvenierooo. Sheni ertguli mkitxveli♡♥♡♥♡♥♡♥♡♥

 


№16  offline მოდერი მარრიამი

მარიამ ზაქარაშვილი
ვაიმე, მარიამ...
პ.ს. დანარჩენი პირადში.

ჩემოო ტკბილო ძალიან დიდი მადლობა <3
შამხათი
ძალიან თბილი იყო.... სოფლის სახლი და იასამნები მომენატრა, ასე მეგონა კითხვის დროს მათ სუნს ვგრძნობდი და რაღაცნაირად გავბედნიერდი... მადლობა შენ, რომ ასეთი ემოციები გამიჩინე.. love

ძალიან მიხარია <3 მადლობა <3
ლორელაი
მარიამ, რა საყვარელი ისტორია იყო.საოცრად თბილი და ამაღელვებელი,ემოციებმა მძლიეს და ვიტირე კიდეც, ცოტა love
საოცარი ხარ, ძალიან ლამაზად და ტკბილად წერ.

ლორეე მადლობა ჩემო თბილო <3
mari
Momewona. Yochagi gogo xar☺

მადლობა <3

okay
თბილი, ტკბილი და ლამაზი ისტორია იყო ^^

იასამნებით და სიყვარულით სავსე.
მომეწონა. ძალიან მომეწონა.

ძალიან დიდი მადლობა <3
Ucharcho suratit
Ametira...katebze mapanatebs,chem bicolas ana qvia,iasamnisperi miyvars,iasamnic ratqmaunda,magram mzes ver vitan:)ai ramdeni msgavseba agmovachine kidev ar ici:) magari iyo da mgrdznobiare..<3

მიხარია თუ ამდენად ემოციური გამოვიდა <3
სპენსერი
მაოცებ! მაოცებ! არ ვიცი რა ვთქვა..სასწაული ხარ მარიამ!წარმატებებს გისურვებ love მიყვარხარ ძალიან*-*

არც მე ვიცი რა ვთქვა, გაოცებულ-გაბადრული შევყურებ კომენტარებს <3
lalita
ეს ისაა სიყვარულს ყველაფერი რომ შეუძლია ყოჩაღ ველი ახალ ისტორიას.

მადლობა <3 იმედია მალე იქნება..
Smiling girl
საოცრება იყო. არვიცი რა ვთქვა

თქვენ ხართ ჩემი საოცრებები <3
teddy))
Gamatbo dzalian! Velodebi shemdegs, chemo tbilo gogov! Vici, shenc rogor giyvars iasamani!

მადლობა მადლობა მადლობა <3
lulua
Es mindoda kidev?dzalian dzalian magari iyo,vgijdebi iasamnebze ❤❤momwons sheni weris still dzaan

უღრმესი მადლობა <3
tamtu
Chemi tkbilo shokoladooo. Sheni ertguli mkitxveli♡♥♡♥♡♥♡♥♡♥

მადლობა შენ ამხელა სითბოსა და სიყვარულისთვის <3

 


№17  offline ახალბედა მწერალი murachashvili

გული ამიმღერდა ცისფერ სავანეში,

ასეთ სილამაზეს მივესალმები

ო, რა სევდიანი ჩავალ სამარეში,

თუ არ ჩამატანეთ იასამნები!


მჯერა, ბევრი დამრჩა კიდევ სავალი,

გზებზე ყვავილებით სავსე კორდებია,

ქალივით ჩურჩულებს იასამანი,

თითქოს სიყვარულის ცეცხლი მოსდებია.


ნიავი, მაისი, ბაღში, სავანეში..

ასეთ მაისებში გზაა სავალი,

ო, რა სევდიანი ჩავალ სამარეში,

თუ არ ჩამატანეთ იასამანი!
რატომღაც ეს ლექსი გამახსენდა, იმდენად გამათბე <3

 


№18  offline მოდერი მარრიამი

murachashvili
გული ამიმღერდა ცისფერ სავანეში,

ასეთ სილამაზეს მივესალმები

ო, რა სევდიანი ჩავალ სამარეში,

თუ არ ჩამატანეთ იასამნები!


მჯერა, ბევრი დამრჩა კიდევ სავალი,

გზებზე ყვავილებით სავსე კორდებია,

ქალივით ჩურჩულებს იასამანი,

თითქოს სიყვარულის ცეცხლი მოსდებია.


ნიავი, მაისი, ბაღში, სავანეში..

ასეთ მაისებში გზაა სავალი,

ო, რა სევდიანი ჩავალ სამარეში,

თუ არ ჩამატანეთ იასამანი!
რატომღაც ეს ლექსი გამახსენდა, იმდენად გამათბე <3

ძალიან მიყვარს ეს ლექსი <3 მადლობა <3

 


№19 სტუმარი Guest Lia

Momewona tkbili istoriaa

Momewona kargi istoriaa

 


№20  offline მოდერი მარრიამი

Guest Lia
Momewona tkbili istoriaa

Momewona kargi istoriaa

ძალიან მახარებთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent