შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებებს მიღმა 2


28-04-2016, 12:09
ავტორი კაიზერ სოზა
ნანახია 1 322

- რა სად მივდივართ ან მივდივართ , ნომრალურად ამიხსენით რა გინდათ - თვალები დავჭყიტე მე
- მონასტერში ! ერთი კარგი ბერი ვიცით , ერთი ჩემი თანამშრომელი იყო მასთან, ერთი თვით ისიც შენსავით იყო... - სიტყვის დასრულება აღარ ვაცალე და ფეზე წამოვიჭერი
- ჩემსავით?! ნეტავ თქვენ თუ გესმით ჩემსავით ყოფნა რას ნიშნავს?!
-თავს ნუ იტანჯავ ! შენ რა გგონია შენს მეტი ამ სამყაროში ტრაგედია არავის შემთხვევია?!
-მე არაფერი არ მგონია. მე სიმართლეს ვამბობ . რადგან ვიღაცას უშველა ჰაერის გამოცვლამ , ეგ იმას არ ნიშნავს რომ მეც იგივე მომივა !
-მე უბრალოდ გეუბნები ნიკუშ , რომ ასე ვეღარ გააგრძელებ, ისედაც ორი დღე ვცხოვრობთ და გინდა შენი სიცოცხლე ალკოჰოლს შესწირო?
-ვერ ხედავ რო მინდა ?! - მე არაფერი აღარ მიშველის ჯობია თქვენ ცხოვრებას მიხედოთ...
-რამდნჯერ გითხარი ეგრე ნუ ლაპრაკობ მეთქი ბიჭო ! - ჩვენ ვართ შენი ძმები ბავშობიდან თუ საჭიროა საფლავში ჩამოგყვებით და კარგად იცი შენ ეს და საერთოდ რეებს მახსნევინებ ?! - ანთებული თვალებით მიყურებდა ბენო - არ მაინტერესებს შენი აზრი, ესე ვერ ჩაგალპობ აქ უნდა ვცადოთ მაინც !
-მისმინე ნიკუშ , თუ არ მოგეწონა რამე წამოდი მაშინვე , არავინ არ გაძალებს უბრალოდ, სიტუაცია ნახე - ამას არაფერი უდგას წინ , ჩვენც ჩამოგაკითავთ ხოლმე...

ხანდახან როდესაც წვიმს, ყველა წვეთი შენ მგონიხარ თათი , გამალებით ვაკვირდები იქნებ შენი ღიმილი ამოვიცნო...როგორ გიყვარდა წვიმა...რამდენჯერ გვივლია , გვირბენია გარეთ თქეშში როცა კაციშვილია არ ჭაჭანებდა...ანდა ვინ გვინდოდა... ჩვენი მეგობრობის პერიოდში სულ ერთად რომ ვიყავით რომ ხუმრობდი ორი ჯუჯა ვართო...ზაფხულის წვიმა წამოვიდა... შენ სველდებოდი, მე კაპიშონიანი ზედა მეცვა...მახსოვს ერთმენთის თავები მიდებული, და სახლში ჩასვლა ნელა და აუჩქარებლად.
ასე მაცილებს წვიმა მონასტრისკენ მიმავალ გზაზე

რაღაც დანჯღრეულ ავტობუსში ვზივარ, სოფელ ლიმიჭალას მონასტერში მივდივარ , მიტოვებული სოფელი როგორც ახლა თითქმის, ყველა სოფელია, ალბათ იგივეს სიტუაცია დამხვდება...თუმცაღა ხალხი რათმინდა ეს ბოლო პერიოდია ხალხს ვეღარ ვიტან, განა იმიტომ რამეს მიშავებენ, ყველაფერი მაღიზიანებს მათში... როგორი სულმდაბლური არსებები ვართ...
ავტობუსის სადგურს სადგურობის არაფერი ეტყობოდა, ირგვლივ საბჭოთა დროინდელი წარწერები იყო კედლებზე , როგორც მოსალოდნელი იყო ამ სოფელს ყურადღებას არავინ აქცევდა, თუმცა მე ჩემი გაჭირვება მეყოფოდა მონასტერი უნდა მეპოვნა , ბენომ მითხრა ახლოში არის ვინმეს კითხეო...
ბოლო ჩამოვედი ავტობუსიდან და მძღოლს ვკითხე მონასტრის შესახებ, გამიკვირდა რომ არაფერი იცოდა... სოფელი ჩაბნელებული იყო...ირგვლივ გამვლელებს ვეძებდი თუმცა არავინ არ ჩანდა... ძალიან დავიძაბე მგლების ყმუილის ხმები რომ გავიგე...თუმცა ვაგრძელებდი გზას, მეც არვიცი სად... სახლები თითქმის არ იყო ერთი რო მოჩანდა თუმცა ისიც ჩაბნელებული...უკვე ძალიან მეშინოდა როდესაც ტყეში თათა დავინახე...ან შეიძლება მინდოდა რო თათა ყოფილიყო... თეთრი კაბა ეცვა და მიღიმოდა...თან რაღაც კიბეზე ადიოდა რომელიც მაღა ტყეს მიუყვებოდა, ნელ-ნელა მივყევი და კიბეებზე ასვლა დავიწყე , თათა აღარსად იყო... ტემპს მოვუმატე უკვე საკმაოდ მათლა ვიყავი... კიბე დაუსრულებული ჩანდა..ირგვლივ საოცარი წყვიდადი ჩამოწოლილიყო...უეცრად ბუჩქებისკენ რაღაც მოძროაბა შევნიშნე... კარგად დავაკვირდი და დიდი წითელი თვალები...ამ ერთ თაველბს მეორე მოჰყვა მეორეს მესამე მესამე მეოთხე...მიმოვიხედე და ალყაში ვიყავი ყველგან წითელ თვალებს ვხედავდი... რაც ძალა მქონდა გავიქეცი, ეს კიბის როგორმე უნდა აღმოვჩენილიყავი...თან მესმოდა როგორ მომდევდნენ გამალებით...თან ყმუილი...ისე დავიღალე ერთი პერიოდი ისიც კი ვიფიქრე დავნებდე თქო... მაგრამ გაჩერების უფლება არ მივეცი ჩემს თავს , თათი მახსენდებოდა რაღაც მინიშნება უნდა ყოფილიყო მისი გამოჩენა...თითქმის ცოცხლა მკვდარი ავაღწიე მაღლა... პანიკაში ვიყავი წინ გავიქეცი...რაღაც შენობა იყო... უეცრად პირდაპირ სახის წინ წვერებიან კაცს შევეჯახე... ისე მიყურებდა ისე ცივი სახით ვეღარ გავუძელი და გული წამივიდა...ყველაფერთან ერთად ამ სტრესმა და დაძაბულობამაც თავისი ქნა... თუმცა ძირს დაცემულს მაინც შევძელი დამენახა, გუმბათზე ჯვარი...ცხადი იყო მონასტერს მოვაგენი...დამშვიდდი და თვალები დავხუჭე....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent