ბედისწერის ძალა (თავი 5)
წვიმიანი ნოემბერიც მიილია და სუსხიანმა დეკემბერმა შემახსენა, რომ მალე დადგება ჩემი ყველაზე საძულველი სეზონი.ზამთარს ბავშობიდან ვერ ვიტან.ამისი ბევრი მიზეზი მაქვს, მაგრამ პირველ რიგში რათქმაუნდა იმიტომ რომ სიცივე მძულს.ვერ ვიტან მოკლე დღეებს და გრძელ, ცივ ზამთრის ღამეებს. ძალიან მომაბეზრებელი და აუტანელია ჩემთვის ასეთი ყოფა. თუმცა ამ სეზონს ვიცი რომ ჩემი მეგობრები როგორმე გადამატანინებენ.ყოველ დილას თათასთან მესიჯობით ვიწყებ და ვამთავრებ.ერთმანეთს ძალიან მოკლე დროში დავუახლოვდით.თითქმის ყოველდღე გაკვეთილების შემდეგ მის სახლში ავდივართ და საღამოსკენ როცა სახლში ვბრუნდები ყურმილზე ვარ ჩამოკიდებული.ასეთი ახლო დაქალი არასდროს არ მყოლია.ისეთი შეგრძნება მაქვს რომ მანამდე ძალიან მოსაწყენი ცხოვრებით ვცხოვრობდი და მხოლოდ ახლა გამიმართლა.მე ხომ ყველაფერი მაქვს რაც მჭირდება:დაქალი, თაყვანისმცემლები და პოპულარობა.ეს არც თუ ისე ცუდი ყოფილა.თათასთან მეგობრობამ ლიკასთან, კატოსთან და ნინასთანაც დამაახლოვა.საოცარია მაგრამ ამ სამს მანამდეც ვიცნობდი, მაგრამ სულ სხვა წარმოდგენა მქონდა მათზე(უარყოფითი)თურმე რა უცებ შეიძლება რომ ყველაფერი შეიცვალოს.იმის მიუხედავად რომ ახალი სადაქალო გავიჩინე არც ძველი მეგობრები დამვიწყებია.თაკოსთან ერთად ვემზადები ისევ, მაგრამ ჩემს თავში მაინც არ შედის ეს მათემატიკა. თაკო არაფერს არ მეუბნება ჯერჯერობით ჩემს ასეთ ცვლილებებზე, თუმცა ვატყობ რომ არ მოსწონს ის რაც ჩემს თავს ხდება. სკოლაში ყველაფერი კარგად მიდის მაგრამ იგივეს ვერ ვიტყოდი სახლზე.მე და დედა თითქმის ყოველდღე ვჩხუბობთ, მას შემდეგ რაც დამრიგებელმა მოუხშირა ჩემ სახლში რეკვას.ბოლს ყელში ამომივიდა და ტელეფონს შნური გამოვაძრე. მეორე დღეს მასწავლებელმა დედას მობილურის ნომერი მომთხოვა, მე კი ჩემი ჩავაწერინე და მოვატყუე დედასიათქო.მირეკავდა მაგრამ არ ვპასუხობდი.ბოლოს მშობელთა კრება დანიშნა პარასკევს 3 საათზე, რათქმაუნდა დედას არ ვუთხარი.რამოდენიმე ჩვენი კლასელები დარჩნენ კრებაზე და სანამ მასწავლებლები მშობლებს საყვედურებით ავსებდნენ, მე, თათა, ნიკა, დათო და ვ კიდე რამდენიმე კლასელი სართულებზე ვაბირჟავებდით.მე და ნიკა ერთად შემოვრჩით როცა სხვები გამოიჭირა ერთმა შუახნის დაწყებითების დამრიგებელმა.ცარიელ კლასში შევედით და კარები გარედან ჩავკეტეთ.მე და ნიკამ ერთმანეთს გადახედეთ და პირზე ხელს ვიფარებდით სიცილის შესაკავებლად.ბოლოს მე ვეღარ გავუძელი და ისე ხმამაღლა გავიცინე რომ მეგონა კედლები ჩამოინგრეოდა. -რას აკეთებ? ჩემს გვერდით გაჩნდა ნიკა და პირზე ხელი ამაფარა.მზერით მგონი დამაჰიპნოზა, რადგან მისი ცისფერი თვალების იქით არაფერი აღარ არსებობდა, სადღაც უსასრულობაში ჩავიძირე ისე რომ რეალობას გამოვეთიშე. ბოლოს ხელი მომაშორა და ძალიან სწრაფად დამაცხრა ბაგეებზე. ისეთი ვნებით მკოცნიდა, რომ ჩემდა უნებურად წინააღმდეგობა არ გამიწევია. ჟინი რომ დაიკმაყოფილა, მომშორდა და ზურგი შემაქცია.მე მომხდარით გაოგნებული ერთ ადგილას გავიყინე და საერთოდ არ ვიცოდი რა უნდა მექნა. -მაპატიე, არ ვიცი უცებ რა მეტაკა.დუმილი დააღვია და ჩემსკენ წამოვიდა. -არაფერია, დავივიწყოთ. არაფერი არ მომხდარა. ვთქვი ბოლოს და სასწრაფოდ დავტოვე კლასი. შენობაში სული მეხუთებოდა, სწრაფად ჩავირბინე კიბეებზე და ეზოში გავედი. რა ბავშვურად გამოვიდა ყველაფერი. გაბრაზებული ვიყავი ოღონდ რაზე ან ვისზე ეგ ზუსტად არ ვიცოდი.ალბათ უფრო ჩემ თავზე.როგორც ჩანს მიზეზი მივეცი, თორე ისე ნიკა ამდენს ვერ გაბედავდა.ამ ბოლო დროს ზედნეტად ავცანცარდი, ზედმეტად მოდურად ვიმოსები, თვალებს ვიხატავ, ვიპრანჭები! და აი შედეგმაც არ დააყოვნა.თუმცა მე არავის ვეპრანჭებოდი, უბრალოდ ჩემ ახალ დაქალებს ვბაძავდი. ფიქრებში გართული ვერც მივხვდი როდის ჩავედი მეტროში. მერეღა გამახსენდა რომ თათასთან ერთად კატოსთან უნდა ავსულიყავით, მაგრამ ისეთი არეული ვარ რომ არავისთან ლაპარაკი არ მინდა.თან ვიცი როგორც კი შემატყობენ რომ რაღაც ისე ვერ არის ეგრევე დაიწყებენ გამოკითხვას თუ რა ხდება ჩემ თავს, მეკი არ მინდა მომხდარზე საუბარი. არ ვიცი უბრალოდ რა რეაქცია ექნებათ, ეჭვგარეშეა რომ ვერ შეძლებენ თავის შეკავებს და შეიმჩნევენ ნიკასთან, მეკი დავიწვები.ნეტა თვითონ ნიკა რას მოიმოქმედებს? იქნებ უბრალოდ დაიკიდოს მომხდარი? მას ხო ჩემზე მაგარი გოგოების დაკერვა შეუძლია? ეგ კი არა საერთოდ დაკერვა არც დაჭირდება, ნებისმიერი გოგო ჩამოეკიდება კისერზე რომ მოინდომოს.მაგრამ რატომღაც მე გადამეკიდა, ოღონდ მართლა ვერ ვხვდები რატომ. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, მე ხომ დათო მომწონს თუ მიყვარს, ნუ როგორც არის, მაიც ცუდად გამოვიდა.იმედია ეს ამბავი არ გაბაზრდება და საერთოდ დავიწყებას მიეცემა.სახლში მისვლისთანავე მირეკავს თათა, მე ყურმილს არ ვიღებ და მესიჯს ვწერ, რომ ახლობელთან მოიწია წასვლა, რომელიც ავადმყოფობს. როგორც ჩანს დაიჯერა, რადგან რეკვა შეწყვიტა.ტელევიზორის პულტს ვიღებ და უაზროდ ვრთავ ერთი არხიდან მეორეზე.ვერაფერს ვერ ვუდებ გულს. მერე ესეც მბეზრდება,აივანზე გავდივარ და სადღესასწაულოდ გადადებულ არყის ბოთლს ვპოულობ. ძალიან არ მიყვარს არაყი, მაგრამ ამ სიცივეში გამათბობს თან არასასიამოვნო გრძნობებს გააქრობს, დროებით მაინც.აივანზე გამაქვს სკამი და ადიელაში გახვეული არაყს ვისხამ პატარა ჭიქაში. ზუსტად არ მახსოვს რამდენი დავლიე, მერამდენე ჭიქაზე ჩამეძინა გარეთ, თუმცა რომ გავიღვიძე უკვე დილა და ჩემს საწოლში ვიწექი. ჯანდაბა, ალბათ დედამ შემომიყვანა. მოვემზადე მისი მორიგი ლექციის მოსასნენად და ოთახიდან გავედი. -დე სახლში ხარ? ვთქვი მოჩვენებითი სიხარულით და ლოყაზე ვაკოცე. - არ მესმის რას აპრიტესტებ შენი ასეთი ქმედებებით.მითხრა გაბრაზებულმა და ჩაი მოსვა.მის წინ ზმორებით ჩამოვჯექი და სახე ხელებში ჩავრგე.თავი საშინლად მტკიოდა და ეგეც რომ არა ძალიან მეზარებოდა მორიგი ლექციის მოსმენა. -არ ვიცი რა მოგიხერხო.დაარღვია ბოლოს დუმილი.-გაკვეთილებს აცდენ ან საერთოდ არ მიდიხარ სკოლამდე,შუადღეს სახლში არასდროს არ ხარ,სულ აგრესიულად იქცევი,სულ უკმაყოფილო სახით დადიხარ. თუ საქციელების გამოსწორებას არ აპირებ სახე მაინც გაასწორე! თქვა და სიცილი ამიტყდა.შევამჩნიე თვითონაც ეღიმებოდა. -ვერ გავასწორებ, ასეთი სახე მაქვს. ვთქვი და ფეხზე წამოვდექი.-ჩადგება ეს ქარიშხალი ოდესმე.ვთქვი უფრო ჩემთვის და ისევ საწოლში შევწექი.არაფრის გაკეთების და არსად წასვლის ხასიათზე არ ვიყავი ამიტომ უბრალოდ სახლში დავრჩი და პირველად დიდი ხნის შემდეგ წიგნი გადავშალე.ცუდია რომ სწავლას მოვუკელი და ამას მეც ვხვდები.სასწრაფოდ უნდა გამოვასწორო ნიშნები სანამ არდადეგები დაწყებულა. კვირას დილიდან მირეკავდა თათა, ბოლოს გადავწყვიტე მეპასუხა. -რა გჭირს, ხომ მშვიდობა? მომახალა სწრაფად და პასუხის მოლოდინში გაიტრუნა. -კი, სახლში ვარ.ვთქვი და მაგიდაზე ჩამოვჯექი. -გამო რა ჩემთან. მითხრა მაშინვე. -ვერა, ცივა ძაან და მეზარება.ვუთხარი გულწრფელად.საპასუხოდ ერთი მძიმედ ამოიოხრა და წინა დღეების მოვლენებს შეეხო. -პარასკევს კრებაზე იცი რა მინდა მოხდა? მოკლედ, კლასს არ მივშორებივარ სანამ კრება არ დამთავრდა. მე და ლიკა ხან რაზე ვჩურჩულებდით და ხან ვიზე.ბოლოს ყველა მშობელი უკმაყოფილო სახით გამოლაგდნენ კლასიდან.რამოდენიმე ჩვენ კლასელს კლასში ჩარჩენა ემუქრებათ.რაც შეეხება ნიკას და ბექას,, მოკლედ ცუდათაა მაგათი საქმე. ამ უკანასკნელის სახელის ხსენება იყო თუ არა სმენად ვიქეცი. მაინც და მაინც მაგ მომენტში დაუძახა დედამისმა და ამანაც ყურმილი გათიშა სიტყვებით მერე გადმოგირეკავ.ასეთ გაურკვევლობაში ვიჯექი და ვფიქრობდი ამჯერად რა დააშავა იმ ხულიგანმა.პრინციპში ცოტა მიკლია და მისნაირი ვარ.წამები სასწაულად გაიწელა.ოცი წუთი ვიჯექი გაუნძეევლად და ველოდებოდი თათას ზარს.როგორც იქნა ინება გადმორეკვა და მაშინვე მივაყარე კითხვები. ინტერესს ვერ ვმალავდი ისე მაინტერესებდა რა მოხდა. -გახსოვს ის ბიჭი დასვენებაზე შენთან რომ მოვიდა გასაცნობად? გონება დავძაბე თუმცა უშედეგოდ. -როდის? ვერ ვიხსენებ. -გამაგიჟებ შენ რა.თქვა უკმაყოფილოდ.-ალბათ კვირის დასაწყისში იქნებოდა ეგ რადგან ოთხშაბათს იმ ბიჭს ისეთი თხლიშა სახეში ჩვენმა ნიკამ, რომ ტიპი ძირს დაეცა.მერე კიდე რაღაცეებს ყვებოდა თათა მაგრამ ჩემ ყურთასმენამდე მხოლოდ ის მოვიდა, რომ ნიკას მისი ქმედების გამო პრობლემები შეექმნა, დედამისი დაიბარეს დირექტორთან და გაბრთხილებაც მიიღო. -და რატო დაარტყა? ღმერთო რა ველურია. -რავი იეჭვიანა ალბათ.მითხრა და ჩაიცინა.როგორ დამღალეს უკვე ამ ღადაობებით. მალევე გავუთიშე თათას და დავიძინე. საშინლად მეზარებოდა მეორე დღეს სკოლაში მისვლა, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა. დილიდანვე ცუდ ხასიათზე ავდექი და დაგრუზული სახით წავედი გოგოებთან შესახვედრად. -მოდი პირველ გაკვეთილზე არ შევიდათ. შემოგვთავაზა კატომ და ვინ იცის მერამდენედ შეისწორა ლურჯი ელასტიკი. -აუ ხო რაა.ქართულის ნერვები მართლა არ მაქვს.თქვა თათამ და თავი მხარზე დამადო.ჩემ გვერძე ჩამოჯდა კატოც და ჩანთიდან სიგარეტი ამოაძვრინა.ამის დანახვაზე თვალების აქეთ-იქით ცეცება დავიწყე. -არ მოწიოთ პარკში ვზივართ. შეიძლება ვინმე ნაცნობმა ჩამოიაროს.ვთქვი და კატოს, რომელსაც უკვე მოესწრო ერთი ღერის ამოღება და მოკიდება, თვალები დავუბრიალე. -დაიკიდე. თქვა ლიკამ და თვითონაც მოუკიდა. თათას საშინლად მოუნდა იგივეს გაკეთება, მაგრამ ვერ ბედავდა,ლამის მთელი მისი სანათესაო აქ ცხოვრობს და თან ბებიამისის ფანჯარა დაჰყურებს ამ პარკს.ორივე მხრიდან მაბოლებდნენ და ხველება ამიტყდა. -რა ნაზი ფილტვები გაქვს! მითხრა ლიკამ და ირონია ჩააქსოვა მის სიტყვებში. ბოლში გახვეული ლამის დავიხრჩვი. -ვაა გოგოებო. მოგვესალმა შორიდან.ბექა და თავის რამდენიმე მეთორმეტე კლასელთან ერთად ჩვენკენ დაიძრა. მის დანახვაზე გოგოებს გადავხედე გაბრაზებულმა და სადმე დამალვა ვინატრე. -პრივეტ. აქ რა გინდათ? თქვა ლიკამ და სიტყვებს ბოლი ამოუშვა. -ვაბირჟავებთ ისევე როგორც თქვენ. თქვა მხიარულად და მზერა ჩემსკენ გამოაპარა. მაშინვე გავატრიალე თავი კატოსკენ რომელიც ბექას ძმაკაცებს დიდი მონდომებით ათვალიერებდა.ღმერთო რა დავაშავე, მაინცდამაინც დღეს გავაცდინე გაკვეთილი და ასეთ სულელურ სიტყვაციაში აღმოვჩნდი. წარმომიდგენია რას იფიქრებს ბექა ჩემზე და რას ეტყვის სხვებს, მაგრამ რატო მანაღვლებს ეს საერთოს? რა მნიშვნელობა აქვს რას იტყვის! -ანი საქმე მაქვს შენთან. თქვა მას შემდეგ რაც გაგვეპრანჭა.გაკვირვებული სახით ავდექი და სხვებს ჩამოვშორდით. -გისმენ. ვუთხარი რამდენიმე ნაბიჯის გადადგმუს შემდეგ. -ხომ იცი რაც მოხდა.მოკლედ ნიკამ მთხოვა შენთვის მეთქვა რომ თავი შორს დაიჭირო შენი ახალი დაქალებისგან და საერთოდ ჩამოშორდი მაგ სასტავს. ვიგრძენი როგორ ამიდუღდა ძარღცებში სისხლი.მომესმა თუ მართლა ამბობს იმას რასაც ამბობს. -რაა? იმხელაზე დავიყვირე რომ გარშემო ყველამ შემოგვხედა.ბექამ უკან გაიხედა და მკლავში ჩამავლო ხელი. -მისმინე, შენს მეგობრებს კარგად არც კი იცნობ.შენ მათნაირი არ ხარ მაგრამ თუ მათთან მეგობრობას გააგრძელებ შენც. …… -თავი რამეს ხომ არ დაარტყით შენ და შენმა ძმაკაცმა? საერთოდ რა იცი ჩემზე ამდენს რომ ლაპარაკობ. ძალიან კარგი დაქალები მყავს და არ ვაპირებ ჭორების აყოლას.ვთქვი გაბრაზებულმა და სიარული შევწყვიტე. -მაშინ შენი აზრით, რატომ გეღლაფუცებიან მაღალკლასელები? -მერავიცი. ეგ იმათ კითხე. -ვკითხეთ უკვე და მიიღეს კიდეც რისი ღირსებიც იყვნენ.ირონიულმა სიცილმა გადაურბინა სახეზე, რამაც ცოტათი დამაბრთხო. ანუ გამოდის რომ ნიკას პრობლემების მიზეზი მე ვიყავი. -რა მოძალადეები ხართ. ნუ მოკლედ მე არაფრის შეცვლას არ ვაპირებ და შენ ძმაკაცს გადაეცი შემეშვას და თავის თავს მიხედოს. ვთქვი გაბრაზებულმა და უკან შევტრიალდი. -ან, რა ხდება? მკითხა კატომ გაბრაზებული რომ დამინახა.ასე მეგონა რომ ბოლი ამდიოდა და ყველა ხედავდა რომ სულ ცოტაც და ავფეთქდებოდი. -სკოლაში წავიდეთ. ვთქვი და თათას ხელმკლავი გავუყარე. საერთოდ არაფერზე არ ვფიქრობდი, არც დამრიგებლის ჩხუბიდან გამიგია ერთი სიტყვა როცა დასვენებაზე გამოგვიჭირა და ოთხივე საყვედურებით აგვავსო. კიდევ კარგი ნინა არ იყო თორე სიტყვას არ შეარჩენდა და არასდროს არ დაამთავრებდა ეკა მასწი ჩხუბს.ფიზიკის გაკვეთილზე მარტო დავჯექი და თათა მოვიშორე სიტყვებუთ მასწავლებელი ისევ გვეჩხუბება და დღეს მაგის ნერვები არ მაქვსთქო. მასწავლებელი სიას კითხულობდა რომ დათო გადმოჯდა ჩემთან.ისეთი სახით შევხედე რომ მაშინვე ინანა რომ გადმოჯდა.მაგიდაზე დადებულ ჩანთას და მობულურს ხელი დავავლე, სკამი გავწიე რომ ავმდგარიყავი და უცებ ძალიან ახლოს იწევა ჩემსკენ და მეუბნება -გთხოვ, არ გადაჯდე.თავი გვერძე მობეზრებულად გავაქნიე და მერხი ჩემსკენ მოვიწიე. თავი მაგიდაზე დავდე და მძიმედ ამოვიოხრე. -რა გჭირს? მეკითხება ხმადაბლა.პასუხის გაცემა მეზარება, საერთოდ განძრევაც მეზარება, თორე კლასიდან გავიდოდი კარების მოჯახუნებით. -ცუდათ არის? კითხულობს ვითომ შეწუხებული ხმით თინა მასწავლებელი რომელიც სავარაუდოდ თავზე მადგას რადგან მისი მაღალი ბარიტონი ყურთან ჩამესმის. -თავი მტკივა. შეიძლება წყალზე გავიდე? თავს ოდნავ ვწევ და მავედრებელი თვალებით შევყურებ თინა მასწავლებელს.უყოყმანოდ მიშვებს და მეც უკან მოუხედავად ვტოვებ, მაგრამ ვგრძნობ ორმოცი თვალის გამოყოლას. რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ მესმის კარის გაღების ხმა და ვიღაცის ფეხის ნაბიჯები. უკან ვტრიალდები და დათოს ვხედავ რომელიც ჩემსკენ მოდის. -რა გინდა?საშინლად ვვუხეშობ ამ ბოლო დროს ყველასთან.უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ვის ველაპარაკები,ტონი უცვლელი მაქვს და საერთოდ ძალიან უჟმური გავხდი.დათო იმედგაცრუებული სახით მიყურებს,პირს აღებს რაღაცის სათქმელად,მაგრამ ჩემს მკაცრ გამომეტყველებას აწყდება და დუმდება. -არ ვიცი,უბრალოდ ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევი.მომყვება უკან მიუხედავად იმისა რომ წამის წინ ზურგი ვაქციე. -და როგორც სხვა ყველა ჩემთვის უცნობი თუ ნაცნობი ადამიანი გადაწყვიტე ცხვირი ჩაყო ჩემ საქმეში არა?ვამბობ ზედმეტად ხმამაღლა და მაშინვე ვინანე კლასიდან გამოსვლა. -უბრალოდ არ მომწონს სულ ცუდ ხასიათზე რომ ხარ.მეჩვენება რომ გულწრფელად წუხს ჩემზე და ცოტა მირბილდება ტონი. -არაფერია,დაიკიდე.ვთქვი და მზერა დამნაშავესავით მოვარიდე. -არ ვიცი რა ხდება შენს თავს მაგრამ ყველაფერი დალაგდება.უბრალოდ ზედმეტად ნუ განიცდი და არ მიცე უფლება დეპრესიას შემოგეძალოს.მეუბნება თბილად და მაშინვე უკან ადის კიბეებზე.ღმერთო,რა სხვანაირია.არავის არ გავს ჩვენს კლასში...არა საერთოდ მთელს სკოლაში....მომწონს მისი გულახდილობა,რაც უკვე დიდი ხანია არავისგან არ მიგვრძვნია. დანარჩენ გაკვეთილებზეც არ ვიმჩნევ არაფერს.თაკო ათასჯერ მაინც მიმეორებს მივდივარ თუ არა დღეს მასთან ერთად მათემატიკაზე და მეც ათასჯერვე ვაქნევ თავს არ ვიცის ნიშნად.მინდა რომ წავიდე,უფრო სწორედ ვიცი რომ აუცილებელია ჩემი წასვლა,მაგრამ თან საოცრად მეზარება.რაღაც ძალა ჩემთავზე ძლიერია და ამ მაძლევს იმის გაკეთების საშუალებას რაც უნდა გავაკეთო.კიდევ კარგი ნიკა არ დადის სკოლაში,თორე გემრიელად გამოვლანძღავდი.რა უფლება აქვს რომ ერევა ჩემს საქმეებში და მითვალთვალებს?მოგვიანებით გავიგე რომ თურმე მთელი კვირა არ ივლიდა სკოლაში.მერე არდადეგები გვეწყება და გამოდის რომ შემდეგ წლამდე ვერ ვნახავ....ძაან კარგი,იმედია მანამდე ბრაზი გადამივლის და რომ ვნახავ თავის შეკავებას შევძლებ.გოგოებს ბექასთან საუბრაზე არაფერი მითქვამს.რომ დამაყარეს კითხვები რუსულის გაკვეთილზე,ვუთხარი, რომ ნიკაზე მითხრა რომ ჩემ გამო იჩხუბა.საერთოდ ვერ ვხვდები რატომ არ მოწონს ჩემი სადაქალო?არა მარტო ნიკას და თავის ძმაკაცებს,არამედ ჩემ კარგ მეგობარს თაკოსაც,რაც ცოტა არ იყოს და მისგან მწყინს.ვიცი კარგად არ სწავლობენ,ზარმაცები არიან და მხოლოდ ბიჭებზე და გასართობ თემებზე ფიქრობენ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ რმხოლოდ ისინი არიან ასე,ჩვენხელა გოგოების უმეტესობას იგივე ინტერესები და შეხედულებები აქვთ ცხოვრებაზე.არც არავის არ ვიცნობ ისეთს მთელ სკოლაში,რომ სწავლაზე იყვნენ გადამკვდარნი.უბრალოდ ისეთ ასაკში ვართ,რომ მნიშვნელოვანი მხოლოდ გართობაა და მერე სხვა დანარჩენი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.