შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქმრის ვალი გავისტუმრე (5 თავი)


29-04-2016, 03:50
ავტორი zia-maria
ნანახია 4 158

ნათიას ესმოდა თვითეული სიტყვა თუ რას საუბრობდნენ შიგნით. ჩაფიქრდა რატომ თხოვდა იაგო ილიას შეჩერებას? რა ხდებოდა, ან ეს დემეტრე ვინ იყო? გაურკვევლობაში იყო მაგრამ ის კი იცოდა დანამდვილებით რომ ილომ დაეტაკა ზაკაზად ბესოს, ეს არ გავდა შემთხვევითობას. ჩუმად გამობრუნდა, ბარის დახლტან იდგა კუთხეში, იაგო რომ გამოვრდა უცებ კაბინეტიდან, არავის დამშვიდობება, როგორ სწრაფადც შემოვიდა ისევე სწრაფად დატოვა კაფეტერია
---ნათია ყავა, ორმაგი უშაქრო შემომიტანე რა და არავინი არ შემოუშვა. მერე შემოდი - კაბინეტის კრთან ილო იდგა, სახე წაშლილი- საქმე მაქვს შენთან!
---დიახ ეხლავეს- ნათია სწრაფად შებრუნდა.
.---საბა, საბააა, ოოოუუ საბააა.- დახლისკენ წავიდა, საბას თვალი ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა და სადღაც უსასრულობაში გადაშვებულიყო- სად დაფრინავ ბიჭო! -სიცილით დააბრუნა დედამიწაზე ნათიამ საბა.- რამ გამოგაშტერა ყავა უნდა შენს უფროსს, ორმაგი,უშაქრო!
---გააპობს ამდენი ყავა მუცელზე- უცებ დაბრუნდა საბა დედამიწაზე- მაგ უპატრონოს. კი მაგრამ რა ჯანდაბა დაემართა, რას ნერვიულობს ასეთს, აქ ჩამოდიოდა მაგათი ღრიალი!
---მე რა ვიცი საბუშ, კი იჭყიპება ამ შავი წყლით, რა სიამოვნებას ნახულობს ამ შავი წყლის სმით, ერთი გამაგებინა და არ მინდა.- ღიმილით უთხრა ნათიამ
---როგორ გეტყობა რომ არ გიყვარს ყავა, აჰა. შენი შავი წყალი და წადი, ფეხი არ წამოკრა რამეს.
--რა უსაქციელო ხარ ხანდახან!- სახეზე შეეტყო გაბრაზება გოგონას
---ხანდახან არა უშავს და შენ წინ გაიხედე გოგო,-ილოს კაბინეტისკენ მიმავალს დააწია გზად- მარჯვნივ წადი არ შეასკდე ვინმეს!- სიცილით გამოაჯავრა საბამ. ნათიამ უკან მოიხედა, საბას დაეჭყანა და ღიმილიანმა განაგრძო გზა ილოს ეშაფოთისკენ.
---ამოუცნობია ეს გოგო, რაღაც საოცარი ხიბლის მატარებელი, არის მხიარული და არის სევდიანი, მის თვალებში რაღაც ისეთი იკითხება, ღრმა სევდა, ტკივილი და იმედ გაცრუება, რაღაც ცუდის მოლოდინი, რომ რაღაც ტკივილს უნდა ველოდოთ, ეს ტკივილი ყველას შეგვეხება ვგრძნობ -უთხრა საბას ირმამ.
---საოცარი ჰარმონია მოდის ამ გოგოდან, მომწონს ძალიან, სევდიანია, მაგრამ, სევდასაც ძალიან ლამაზად გადმოსცემს, მე ვფიქრობ ეს სევდა თავისი სუსტი და ნათელი მხარეებით დიდ სიკეთესთანაა განმსჭვალული, რომელშიც სიყვარული და სიკეთე იმარჯვებს, ცხოვრება რთულია მაგრამ გრძელდება ჩემო ირმა, მიუხედავად ამ სევდიანი ცხოვრებისა, ცხოვრება მაინც მშვენიერია!
----ვახ, ვახ, ვააახ გულში სიტკბო და სულში სითბო ჩამეღვარა, ასე მოჭუკჭუკეებს რომ გხედავთ ხალხო! -ჯაბა შემოვიდა კაფეტერიაში და ღიმილიანი სახით მიუახლოვდა მოსაუბრე წყვილს და ეშმაკური ღიმილით, საბას და ირმას წაკბინა.
---ცალკე სათქმელს იმსახურებ ყმაწვილო, დიდებული სამსახიობო ნიჭი გაქვს ჯაბა. ხომ არ შეხვიდოდი თეტრალურზე?- უთხრა ირმამ ღიმილ აკრულ ჯაბას, რომელსაც წამს შეეცვალა სახის მიმიკა.
---რააა, არ ვიქნებოდი მსახიობი თუ რა? სცენა არ დამშვენდებოდა?- მოცინარ მეგობრებს გადახედა და თავმოწონებით დაბზრიალდა წყვილის წინ.- ისე მოვუხდებოდი სცენას როომ...
---ვაიმე ჯაბა, რა გინდოდა ბარმენად, წადი სადმე სცენა გენახა.- სიცილს ძლივს იკავებდა საბა.
---ძალიან კარგ განწყობაზე ხარ ჯაბა რა ხდება?- ირმამ თვალები მიანათა და ანიშნა ,,იცოდე სიმართლე მითხარიო“
---არაფერი მნიშვნელოვანი, თქვენ რომ ასე გიყურებთ, გულს უხარია, ბავშვები წინ მიიწევენთქო!
---ცინიკოსობას როდისმე შეეშვები?- ირმას არ მოეწონა ჯაბას ხუმრობით ნათქვამი და თვალები დაუბრიალა.
---ნწუ. ნათია სად არის? მის უჟმურ უფროსს ყარაულობს ისევ?- ირმას კითხვას თავი აარიდა, იქვე კაფე მოათვალიერა და ნათია რომ ვერ დაინახა მაშინვე მოიკითხა.
---ხო, ეხლა წაუღო უკვე მეორედ ორმაგი ექსპრესო, რას ნერვიულობს ჩვენი ილო ასე მწარედ, შენ ხომ არ იცი რამე?
---არა, არაფერი არ ვიცი, მაგრამ ვხედავ ორი დღეა მაგარი დაგრუზულია, რაღაც ხდება, მაგრამ რა? პასუხი არ გვაქვს არავის. -ბიჭები აშკარა საგონებელში ჩააგდო, ილოს ბოლოდროინდელმა ქცევებმა.
ნათიამ რამდენჯერმე ჩაისუნთქა დასამშვიდებლად და ფრთხილად დააკაკუნა, ილოს კარზე, მიიღო თუ არა ნებართვა შევიდა ყავის ლანგრით ხელში.
---აი თქვენი ყავა, როგორც მითხარით ბატონო ილო!- ფრთხილად შეაღო კაბინეტის კარი.
---ოოო, მადლობა, დაჯექი ვისაუბროთ, უკვე აქ მუშაობ და არ გვქონდა იმის დრო კარგად გაგვეცნო ერთმანეთი.- შორიდან მოვლა გადაწყვიტა ილომ სანამ მთვარ სათქმელს ეტყოდა.
---დიახ, მართალი ბრძანდებით, გისმენთ, - ნათია ილოს პირდაპირ სკამზე მოტავსდა მორიდებით.
---როგორც იცი აქ ნაცნობის, ნაცნობით მოხვდი, მინდა ვიცოდე ვინ მუშაობს ჩემს კაფეტერიაში, შენზე მომიყევი- გამოცდილი მზერა მიაპყრო გოგონას.
---ბევრი არაფერი ბ.ილო, მყავს დიდი ოჯახი, რომლელიც ჩემი ცხოვრების დიდი იმედია, სკოლა კარგად დავასრულე და ეხლა ვცდილობ უმაღლესში სრული დაფინანსებით მოვხვდე- სიამაყე იგრძნობოდა გოგონას ხმაში.
---ძალიან კარგი, თუ რამეში დაგჭირდე, ჩემი იმედი გქონდეს.
---დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
---თავისუფალი ხარ დღეს, წადი საქმე არაფერია, ხვალ ისვენებ, ასე რომ ორშაბათამდე დაგემშვიდობები.- ილოს სახეზე არანაირი ემოცია არ იხატებოდა.
ნათია გახარებული გამოვიდა ილოს კაბინეტიდან, ნიკას დაურეკა და გაიგო სადაც იყო, შეპირდა რომ იქ მივიდოდა.
---ბავშვებოოოო,- კაფეტერიაში მოფუსფუსე ბავშვებს ხმამაღლა დაუძახა ნათიამ- მე მივდივარ, გამანთავისუფლა ორშაბათამდე, არ ვიცი რა ეტაკა დღეს, მაგრამ მე თავისუფალი ვარ- აცნობა ბავშვებს ახალი ამბავი ღიმილით.
---მიდიხარ?- კითხა საბამ.
---ხომ მივდივარ, ნიკამ მისამართი მომწერა სადაც უნდა მივიდე, საღამოს გნახავთ ყველას ან ხვალ.- ჰაეროვანი კოცნა დაუტოვა ყველას და გავარდა ბარიდან.
გარეთ ნელი წვიმა თითქოს ცეკვავდა ასვალტზე და ისედაც ცივ თებერვალს უფრო უკარგავდა ვიდს, მისი თვალების ჟუჟუნით, გადასასვლელზე გადადიოდა რომ უცებ მის ფეხებთან მერსედესმა დაამუხრუჭა და ისიც მანქანის ქვეშ ბორბლებთან იწვა.
---ღმერთო ჩემო ნუთუ მოვკვდი? -ისედაც სველ სახეზე, ახლა უკვე ცხელი ცრემლის წვეტები, იკვლევდნენ გზას- ეს იყო სულ ჩემი ბედნიერი ცხოვრება? მეტი ვერ გამოიმეტე ჩემთვის სიხარული უფალო?- ნათია თვითგვემას მიცემოდა და სამყაროს მოწყვეტილიყო- ეეეხ, რა მცირე ხანი ვიყავი ბედნიერი, მაგრამ მაინც მადლობა, ეს მცირე დროც რომ მაჩუქე და დამანახვე ჩემს სახეზე ღიმილი, თურმე მეც შემძლებია გაღიმება, მაგრამ ვაი რომ ხანმოკლე აღმოჩნდა ეს. -ჩურჩულს აგრძელებდა მანამ სანამ, ძლიერი ხელების შეხებამ არ მოიყვანა გონს, ყურთან ჩურჩულმა და ცხელმა სუნთქვამ დაუბრუნა რეალობის შეგრძნება.
---ძალიან გთხოვ არ გამწირო, გთხოვ ეს არც კი გაიფიქრო, არ დამღუპო. შენ ეხლა იწყებ ცხოვრებას ნუ იქნები ასეთი სასტიკი და მკაცრი ჩემს წინაშე. მთელი ცხოვრება ამ ცოდვით ნუ მატარებ ძალიან გთხოვ!- უცნობის ხელებს გრძნობდა მხრებზე და სასოწარკვეთილი ხმა ესმოდა.
---კარგად ვარ, ნუ ნერვიულობ, -მოულოდნელად მშვიდად თქვა ნათიამ, ისე რომ მისი ხმა თავადაც ეუცხოვა.
---წამოდი სწრაფად საავადმყოფოში გადაგიყვან, ექიმმა უნდა გნახოს- შეშინებული ჩანდა უცნობი.
---ჯერ წამომაყენე, აქ როდემდე უნდა ვიწვე, შენც თუ დაწვები ჩემს გვერდით, დარწმუნებული ვარ არ გესიამოვნება აქ წოლა,- ნახევრად ხუმრობით და ნახევრად გულმოსულმა უთხრა ნათიამ.
---უიმეე, ადექი მერე რას გაშოტილხარ აქ, ამინდ მაინც იწყობდეს ხელს, რუჯი მოგიხდებოდა- არც უცნობმა დააკლო იუმორი- ნუ მიყურებ ეგრე, -ნათიას სახეზე გაეცინა უცნობს- არაფერი არ გამოვა დაქორწინებული ვარ! -და მარჯვენნა ხელი აუფრიალა თვალებთან, აქაოდა ბეჭედი მინახიაო. მოკიდა ხელი და ფრთხილად წამოაყენა მაგრამ ნათიამ ჩაიკეცა.
---ვაიმე ფეხი ვერ ვდგამ ძირს! სახე დაემანჭა ტკივილისგან და ცრემლმა დაიწყეს ისევ უნებურად დენა.
---ღადაობ თუ მართლა ამბობ, სერიოზულად!- წარბ აწეულმა შეეკითხა და გამომცდელად დააკვირდა.
---ვაიმე რა მეღადავება შენ კარგად ხარ? მართლა მტკივა!- ასლუკუნდა ნათია.
----ოოო, აქ სერიოზულადაა საქმე, სასწრაფოდ ტრავმატოლოგიურში, მგონი შენ ჩემი ავადმყოფი ხარ!
---არ მითხრა ეხლა ექიმი ვარო!- გაკვირვებულმა და თვალებ გაფაართოებულმა შეხედა უცნობს.
---ექიმი ვარ ხო, ამ წვიმაში რომ გამოდი სასეირნო ამინდია ეხლა? სახლში ვერ დაჯდები თბილად და წიგნს ვერ წაიკითხაე? ხომ აგცდებოდა ეხლა ეს ტკივილი! - მოჩვენებით გაუბრაზადა ასრუტუნებულ გოგოს.
---მე თუ არ ვიქნებოდი სხვა იქნებოდა ეხლა აქ, ზედმეტი ტვირთი დაგედო კისერზე და იმიტომ წუწუნებ ხო?-ჯიქურ შეუტია ნათიამ-შენ თავად თვალები მიხატული გაქვს? სად იხედები ან რაზე ფიქრობდი წითელზე უნდა გაგევლო? - შემდეგ კი ნიშნის მოგებით უთხრა-როდემდე ვაპირებთ ამ კამათს წამიყვან დროზე თუ ტაქსით წავიდე! შეუბღვირა ნათიამ.
---რა კაპასი ხარ გოგო, კიდე კარგი საცოლე საძებარი არ მყავს თორე წასული იქნებოდა ჩემი საქმე,-უცნობმა ფრთხილად წამოაყენა და მასზე დაყრდნობილი მიიყვანა მანქანამდე- მოდი,მოდი დაჯექი- როგორც იქნა ღიმილით გამოუღო კარები და ფრთხილად დააჯინა, ფეხზე ხელი შეავლო,რომ მოხმარებოდა დაჯდომაში მაგრამ ცივი ხმით იკივლა ნათიამ.
---აააა, ვაიმეეე, ხელი გაუშვი, ვაიმე როგორ მტკივა- თვალებიდან ცრემლები წამოცვივდა.
---მოტეხილია- თქვა სერიოზულად!
---ივაჟკაცე და ეხლა კეთილი ინებე მომხედე-ისევ უკბინა მწარედ. მაგრამ გონებაში გაიფიქრა- შენ მოგტყდა კისერიო, დალი ბებოს ქოთქოთი გაახსენდა.
---სულ ასე დამაყვედრი ეხლა ამ ერთ შეცდომას?-სევდიანად გახედა უცნობმა
.---ამ ერთ შეცდომას შეიძლება ჩემი სიცოცხლე შეეწირა- არ ცხრებოდა ნათია და სახის მიმიკას არ ცვლიდა და ცდილობდა კომფორტულად მოთავსებუიყო სავარძელზე, რომ ნაკლებად ტკენოდა ფეხი.
---მოკლედ შენ ენაში ვერ მოგიგებს ვერავინ, კარგად ხარ გაწვრთვნილი ცხოვრებიისგან- ფრთხილად დაძრა მანქანა უცნობმა.

---როცა მართალი ვარ ვერა და ცხოვრების მწარე გაკვეთილიც ვიგემე საკმაოდ.
---მე ექიმი ვარ, ქირურგი ტრავმატოლოგი რომანი (რომა)გიორგაძე!-გაეცნო უცნობი ნათიას.
---მე ნათია ვარ ბურჯანაძე, მართლა მოტეხილია?-შიშით შეეკითხა.
---ვფიქრობ რომ კი, მივალთ და ვნახავთ.
---ვაიმე ნიკა. ნიკას უნდა დაურეკო, გაგიჟდება რომ დამაგვიანდება- ტელეფონი მოიძია და ნიკას ნომერზე გადარეკა
საავადმყოფოში იყო ნიკა, ბიჭები ხალისობდნენ, ხუმრობდნენ რომ მოულოდნელად ბესომ შეეკითხა ნიკას ნათიას შესახებ.
---ნიკა რაღაც უნდა შეგეკითხო, ნათიას დიდი ხანია რომ იცნობ?
---დიდი ხანი არ არის , მაგრამ ის ჩვენი ცხოვრების ნაწილია მას ძალიან ბევრი აქვს გავლილი ბესო მის ასაკში და არ მინდა ვინმემ მისით ითამაშოს, ამის უფლებას არავის მივცემ!
---არა რა თამაში, ეს არც კი მიფიქრია ნიკა, ახლა სად არის?- იკითხა კვლავ ბესომ
---უნდა მოვიდეს წეღან დამირეკა, პრინციპში მოსულიც უნდა იყოს, გასაკვირია რატომ დაგვიანდა! - საუბრის დროს კი მისი ტელეფონი ამღერდა, დახედა თუ არა- აი, ისიც -მის ნომერს რომ შეხედა ღიმილმა დაუფარა სახე.
---ხო, ნათი- სწრაფად უპასუხა ნიკამ.
---ნიიიკა, არ ინერვიულო ეხლა რასაც გეტყვი კარგი? მანქანამ დამარტყა და ეხლა საავადმყოფოში მოვყავარ მძღოლს, მანდ იქნები ხო?
---ხო ნათ, რააა?- სახე შეეცვალა ნიკას- სად ხარ გოგო, აქ დაგხვდები ხო, -ნიკა გაფითრდდა სახეზე, მის პიჯაკს ხელი დაავლო და კარისკენ წავიდა, ისე რომ ოთახში მყოფთათვის არაფერი უთქვამს.
---რა მოხდა ნიკა- გაეკიდა ნოე და ნუკრი უკან.
---ნათია, ნათიას მანქანა დაეჯახა- აწრიალდა ყველა.
უცებ ყველა ნიკას გვერდით დადგა.
---გუშინ სხვა გადაარჩინა და დღეს თავად დადგა განსაცდელის წინაშე!-თქვა ნუკრიმ. საავადმყოფოში შემოვიდა ჩქარი ნაბიჯით არც ისე მაღალი, მაგრამ ძალიან სიმპატიურიო ახალგაზრდა, რომელმაც იმ წუთში იყვირა
---საკაცე ჩქარა და პირდაპირ საოპერაციოში, -სადღაც გაუჩინარდა და უმალ დაბრუნდა თეთრ ხალათში გამოწყობილი.
---ბატონო რომა, ყველაფერი მზად არის, კოლექტივი თქვენ გელოდებათ!- ექთანი მიუახლოვდა მას.


*****
საღამო მშვიდობისა...



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Vauuu dzannn magariaa
--------------------
G.ke

 


№2  offline მოდერი zia-maria

gvanciii kereselidze
Vauuu dzannn magariaa

მადლობა საყვარელო!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent