ღირსების საფასური ( 13 )
საოცარი ატმოსფერო სუფევდა მთელს ოთახში.ფილმის მხიარული ხმები ჰარმონიულად ერწყმოდა შეყვარებულების აჩქარებულ გულისცემას და სიყვარულით გაჟღენთილ სურნელს. ლიკას მშვიდად ჩამოედო თავი ქმრის მხარზე,ფეხები მოეკეცა დივანზე და ორივე ხელებით სუროსავით შემოხვეუდა მის მარჯვენას.დემნაც კმაყოფილი შიგადაშიგ გადმოხედავდა კნუტივით მოცუცქებულ ცოლს კმაყოფილი და ბედნიერი და მომღიმარი სახით ისევ ტელევიზორისკენ შებრუნდებოდა. თეო და ბექა კი საკმაოდ მოკრძალებულად და დინსტანციურად ისხდნენ ერთმანეთთან.როგორც კი თვალს გააპარებდა ბექა ქალისკენ,ეს უკანასკნელი ნერვიულობისაგან და მღელვარებისაგან იბრაწებოდა ლოყებზე და თვალებს დაბლა ხრიდა.და მაინც საოცრება იყო ის წუთები,ვნებით და ოცნებით სავსე,იმედითა და რწმენით სავსე. უფრო მეტად იგრძნო სიმძიმე დემნამ მხარზე, დაიხედა,ლიკას უკვე ღრმად ჩასძინებოდა და მშვიდად სუნთქვადა. _ წავედით ჩვენ_ ხმადაბლა გადაულაპარაკა ბექას და თეონას,მერე ცოლი ფრთხილად აიხუტა გულზე და ოთახიდან გავიდა. კნუტივით მოკალათდა მის მკლავებში ქალი,ლოყებს და ტუჩებს ნაზი ვარდისფერი ელფერი მოედო,მის შემხედვარე კაცს საოცარმა სურვილმს მოუარა ,რომ ამ ფუმფულა და სავსე ტუჩებზე ეკოცნა ,მაგრამ მაინც შეძლო საკუთარი თავის მოთოკვა,ყურადღება ამავალ კიბეებზე გადაიტანა და ოთახის კარს ზურგით მიაწვა. მსუბუქად შეაცურა საწოლში ქალი და თავადაც მიუწვა გვერდით.თუმცა ისეთი დაჭიმული და ვნებით სავსე იყო მის თვალს რული არ ეკარებოდა.ვერ ისვენებდა,შეტოკდებოდა თუ არა ლიკას ნაზ და თბილს სხეულს ეხებოდა,ეს კი უფრო მეტად აგიჟებდა.შეშლილივით წამოხტა საწოლიდან და საცვლების ამარა ჩაირბინა კიბეები,ეზოში გავიდა,საოცრად ესიამოვნა ღამის სიგრილე და სუფთა ჰაერი,თითქოს დაამშვიდა და დააცხრო მისი სურვილი და აფორიაქება,იქვე ჰამაკში გადაწვა და ბექას დაელოდა,როდის მობრუნდებოდა თეოს სახლიდან.ახლა ყველაზე მეტად მასთან საუბარი მოიყვანდა გონზე. თეო არც ისე შორს ცხოვრობდა,ამიტომ ბექამ ფეხით გასეირნება შესთავაზა და თანხმობაც მიიღო. _ ალბათ შენებს უკვე სძინავთ_ საუბრის წამოწყება სცადა მამაკაცმა. _ შეიძლება,მაგრამ მამა არ დაიძინებდა,ყოველთვის მელოდება_ სახეზე კმაყოფილი ღიმილი მოეფინა,საოცრად თვალის მომჭრელი იყო მთვარის შუქზე მისი წითელი ტუჩები და ქათქათა კბილები. _ დედისერთა ხარ თეო?_ ფეხს შეუნელა,არ სურდა ძლივს აწყობილი დიალოგი უცებ დამთავრებულიყო. _ არა ძმა მყავს ,შენი ხნის ნოდარი ჰქვია_ ცოტა ხნით პაუზა გააკეთა_ შენ? შენ გყავს დედმამიშვილი?_ იმდენად მორცხვი იყო თვალს ვერ უსწორებდა და სადღაც სივრცეში იყურებოდა. _ კი მყავს,ძმაც და დაც,მშობლებიც,თუმცა აქ არცერთი არ არიან,ყველანი ფინეთში ცხოვრობს,მეც იწ ვცხოვრობდი წლების მანძილზე მაგრამ სამშობლოში ყოფნა ვარჩიე,ჩამოვედი,დემნას წყალობით კარგი სამსახური ვიშოვე…… და არა მარტო_ ბოლო სიტყვები უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა და გვერდულად გახედა ქალს. _ ანუ აქ აპირებ დარჩენას? _ რათქმაუნდა….შენ ?შენ რას აპირებ თეო? _ რატომ მეკითხები?_ ვერ მიუხვდა. _ სწავლას ვგულისხმობ. _ აჰა,ჰო,კი ვაპირებ,უფრო სწორად სექტემბრიდან უკვე თბილისში გადავდივარ , აღმოსავლურ ენებზე ჩავაბარე,მანამ კი აქ ვმუშაობ ბატონ დემეტრესთან,შემომთავაზა,შენ ჯიბის ფული გექნება მე კი დამხრალე მეყოლებოდა,ჰოდა ზამთრის მერე აქ ვარ. _ მშვენიერია,აღოსავლური ენები….ეგზოტიკა….. სექტემბრიდან მეც თბილისში გადავდივარ სამუშაო გრაფიკი მეცვლება,აქედან ვერ ვივლი მითუმეტეს,სტუმარი ვარ,მთლად გასაგდებად ხომ არ გავიხდი საქმეს_ მისივე სიტყვებმა გააღიმა. _ შენც გადადიხარ?_ მხოლოდ ეს სიტყვები მოხვდა მის ყურს და დაიმახსოვრა. _ ჰო..._ ესიამოვნა მისი დამოკიდებულება_ თეო შეიძლება ,როცა თბილისში ვიქნები,ვიქნებით დაგირეკო და გნახო ხოლმე?_ მოლოდინისაგან სუნთქვა შეეკრა,ადგილზე შედგა და შეუმჩნევლად აცახცახებული თეოსკენ შებრუნდა. _ კი …..შეიძლება_ მშვიდად ჩაილაპარაკა. _ ჰოო?_ შვებით ამოისუნთქა_ მშვენიერია,თუ ასეა შენს ნომერს ჩავიწერ_ თქვა და ტელეფონი მოიმარჯვა.ნომერი ჩაიწერა.უკვე თეოს სახლთანაც მისულიყვნენ. _ აი მოვედით_ ჭიშრის სახელური ჩამოწია და ერთი ნაბიჯით ეზოში შევიდა. _ ხვალამდე თეო_ ხელი ჰაერში აწია და თითები უცნაურად აათამაშა. _ ხვალამდე_ ქალმაც მომღიმარი დაემშვიდობა და სახლისკენ შებრუნდა. ხელი ნელი მოძრაობით დაუშვა,მაგრამ შინაგანად იმდენად აფორიაქებული იყო,რომ წასასვლელად ფეხს ვერ დგამდა. _ თეო_ ისევ გოგონას გასძახა,მისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა,ნიკაპზე საჩვებელი თითი ამოსდო და მის წითელ ტუჩებს დაეკონა,ერთი შეხებით,მაგრამ ხანგრძლივი და მადიანი შეხებით,იგრძნო ქალი არ ეწინააღმდეგებოდა,მსუბუქად მოაცილა მის ტუჩებს მიწებებული მისი ბაგეები,თვალდახუჭულმა ხარბად შეისუნთქა მისი სურნელი და მცირე დისტანციაზე გაიწია,პირველმა გაახილა თვალი,თეო ჯერ კიდევ თვალმილულული იმავე მდგომარეობაში გარინდულიყო. _ ხვალამდე_ ბედნიერმა ჩაილაპარაკა,ქალს ლოყაზე ხმაურით აკოცა და უკან ჩქარი ნაბიჯით გაბრუნდა. ჭიშკირს ხმაურმა გამოაფხიზლა დემნა.საცვლის ამარას ჰამაკში ჩასძინებოდა.თვალები მძიმედ მოიფშვნიტა და წამოჯდა.. _ სად იყავი ბიჭო აქამდე?_ მისი გაბრწყინებული სახის შემხედვარეს მასაც გაეღიმა,ძნელი გამოსაცნობი არ იყო თუ რა აბედნიერებდა მას. _ თეოს ვაკოცე_ სწრაფად მიახალა და ისიც მის გვერდით ჩაეშვა ჰამაკში. _ რაა? _ მთელი სხეულით მისკენ შებრუნდა. _ მიყვარს. _ ჰოო? _ 15 წლის ბიჭივით ვარ აჟიტორებული_ თავისივე ნათქმამმა გაამხიარულა და ხმამაღლა გაიციანა. _ ნუთუ? სხვა დროს ხომ რას ამბობ ისეთი სერიოზული ხარ,თითქოს იმდენის ხარ,რაც სინამდვილეში_ მისი მხიარულება მასაც გადაედო. _ ნუ დამცინი,და საერთოდ შენ მე არ უნდა დამცინოდე…..ჟოფრეი_ ახლა უფრო ხმამაღლა ახარხარდა. _ ეგ რა შუაშია? _ შრამი გაკლია,ანჟელიკა კი საძინებელში გყავს_ ისტერიულ სიცილში გადაეზარდა ხარხარი. _ ნუ როხროხებ ლიკას გაეღვიძება_ მასაც ეცინებოდა მის ცანცარობაზე, კიზერზე მკლავი მოხვია და მისკენ მჭიდროდ მოზიდა. _ ჰო კაი კაი,ამ ბედნიერ წუთებს ნუ ჩამამწარებ და ნუ მომკლავ_ დემეტრემ ხელი შეუშვა_ ამ შუაღამისას ამ ფორმაში გარეთ რა გინდა? თუ ჩემმა რძალმა გამოგაპანღურა?_ ატეხილი იყო და სიცილით იგუდებოდა. _ მე თავად წამოვედი_ ხელი ბოლომდე უშვა_ ვერ ვუძლებ. _ რას? _ ხმა დაუსერიოზულდა. _ მის სიახლოვეს,რომ ვერ ვეხები. _ შეყვარებული ხარ ძმაო შეყვარებული_ ისევ ხარხარი ატეხა_ ოოოო ეს რა დღე გვითენდება ჟოფრეი. _ მოკეტე და ასე ნუ მიძახი,კალოშები და ვირი არ მაკლდა. _ შეყვარებული ჟოფრეი_ თავისას არ იშლიდა. _ შენ დღეს ჭკუაზე არ ხარ,წავედი მე_ მასზე ვერ ბრაზდებოდა,ხელი გამოსამშვიდობებლად აუქნია და სახლში შევიდა. ლიკას ისევ ღმრად და მშვიდად ეძინა.ზურგზე დაწვდა,ფრთხილად დაწვდა ცოლის ხელს,ორივე მუჭში მოიქცია და მკერდზე დაიდო და თვალები დახუჭა. _ მართალი ხარ ბექა_ მომღიმარი სახით ჩაიჩურჩულა. მეორე დღეს ისე ადგა და წავიდა ლიკას არაფერი გაუგია.თბილისში იყო უკვე ჩასული დემნა,რომ მისმა ზამრმა გააღვიძა. _ისევ გძინავს? ძილისგუდა ახლა უკვე 11 საათია_ ცოლის ნამძინარევმა ხმამ გაამხიარულა. _ ტოროლა ხარ შენ_ ბავშვივით ჩაიდუდღუნა და თვალები მოიფშვნიტა. _ ლიკუნა_ იშვიათად ეძახდა მოფერებით,მიუჩვეველი იყო,მაგრამ ყოველ ჯერზე უცნაურად უფეთქავდა გული,და არა მარტო მას,ლიკაც ასეთ დღეში იყო_ ორი დღე ვერ მოვალ. _ რატომ?_ გულისწყვეტა მის ხმაშიც იგრძნობოდა. _ ახალი ბრენდის პრეზენტაცია მაქვს ხვალ დილით,მომზადებაა საჭირო,ამიტომ ზეგ დილით ან საღამოს ჩამოვალ,შენ არ მოიწყინო,ექთანი,თეო და ქეთო ბებო შენთან იქნებიან,ჰო დედაჩემიც ჩამოვა ამ საღამოს,ასე,რომ არ მოიწყინო,ორი დღე მალე გავა და მოვალ. _ ბევრია_ ტირილამდე აღარაფერი უკლდა. _ ვიცი…._ ამოიოხრა_ ტორტი მოვიტანო? ამჯერზე რისი გინდა?_ თემა შეცვალა. _ ალუბლის..ალუბლის მინდა. _ კიდევ? _ ნაყინი ბევრი ნაყინი _ კიდევ? _ მმმ,კიდევ? ზეფირი და მარმალადი _ მოიცა შემახსენე რამდენი ელის ხარ? _ 23_ გულუბრყვილოდ უპასუხა. _ და მაინც პატარა გოგოს სურვილები გაქვს_ საოცარი სითბო იღვრებოდს მის ხმაში_ კარგი ლიკუ ყველაფერს მოგიტან,არ მოიწყინო,დროებით. გათიშულ ტელეფონს მანამ უყურა,სანამ ექთნის მიერ შემოღებულმა კარმა გონზე არ მოიყშვილო დღემ ჩვეულ რუტინულ რითმში ჩაიარა ბიჭების გარეშე,შუადღისკენ თამილაც ჩამოვიდა.გაიხარა რძალი უკვე მისაღებ ოთახში მოკალათებული ,რომ დახვდა.ბევრი ტკბილეული და საჩუქრები ჩამოუატანა. _ მოიწყინე ხომ შვილო_ მზრუნველად გადაუსვა წაბლისფერ თმებზე თავისი თბილი ხელები,სიამოვნებისაგან მოჭუტა თვალები ლიკამ,წამით წარმოიდგინა,რომ დედის ხელები ეფერებოდა,ნეტარებით მილულა თვალები და მის მკერდს მიეყრდნო. _ ახლა კარგად ვარ_ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და კიდევ ერთხელ გაიტრუნდა მის მზრუნველ ხელებში,ქალიც მონდომებით უვარცხნიდა თითებით თმებს და ათას ამბებს უყვებოდა,ლიკას არც არაფერი ესმოდა,ის მხოლოდ გრძნობდა,სითბოს და სიყვარულს ,რომეკსაც ასე იყო მონატრებული. საღამოსკენ თეომაც მოიცალა მისთვის.ჩვეულებისამებრ ლიკას საძინებელში ტელევიზორის წინ მოიკალათეს ფილმის საცქერლად. _ ლიკა ,რაღაც უნდა გითხრა_ მორიდებულად დახარა თავი. _ გისმენ გენაცვალე _ ყურადღება მოიკრიბა და მისკენ შებრუნდა. _ ბექამ…. იმ ღამით ბექამ….მითხრა,უფრო სწორად_ არეული ლაპარაკობდა და აზრს ვერ აყალიბებდა მღელვარებისაგან. _ ჩემო გოგო ბექას უყვარხარ ხომ?_ წარბები მაღლა აზიდა და შეტყუპებული ხელები გულთან მიიტანა. _ იცოდი?_ გაოცებულმა დაკვესა მისი ლამაზი თვალები. _ არ უთქვამს მაგრამ ვხვდებოდი…. და შენ ? შენ რას ფიქრობ თეო? _ შენ რას მირჩევ? _ გულს მოუსმინე. _ და შენ ლიკა? _ რა მე? _ შენ რას ფიქრობ შენც ცხოვრებაზე,რას უსმენ? _ მე? არ ვიცი ლიკა. _ იგივეს გეტყვი ,ბატონ დემეტრეს უყვარხარ,თან ძალიან. _ ვითომ? _ აბსოლუტურად,და შენც გულს მოუსმინე ლიკა. _ ძნელია თეო. _ საოცარი ოჯახი ჰყავს,ხომ მეთანხმებით,თამილა დეიდა ყველაზე თბილი ქალია ამ ქვეყანაზე,მამა,ძმა,ყველანი საუკეთესოები არიან,დემეტრე კი …… ერთს გეტყვი გაგიმართლა.ამიტომ იფიქრე და გულს მოუსმინე. _ ვეცდები_ მეგობრულად მოუჭირა მის თითებს თავისი თითები და ისევ ტელევიზორისაკენ მიბრუნდა თუმცა ფიქრებით თეოს სიტყვებში დარჩა,იყო მასში ჭეშმარიტება და არა მარტო,იყო მასში მისი წილი სურვილიც და სიყვარულიც. პრეზენტაცია საოცრად მომგებიანად მიმდინარეობდა,წარმატებით კმაყოფილი მეგობრები საკუთარ ღვინოს ნებიერად წრუპავდნენ და დარბაზში მოფუსფუსე საზოგადოებას თვალს ავლებდნენ. _ ტუზი დაგეცა ძმაო_ ბექამ სამხიარულოდ მიზეზი იპოვა და მეგობარს მსუბუქად გაჰკრა მხარი. _ რა?_ რეპლიკას ვერ მიუხვდა. _ კარისკენ გაიხედე ვინ მოდის შენსკენ_ თავით ანიშნა. _ ოღონდ ეს არა_ კბილებში გამოცრა ,მთელი ჭიქა ღვინო ერთიანად მოსვა და მეორეს დასწვდა_ ყველგან,როგორ მაგნებს. _ სალამი ბიჭებო_ ქალმა მრავლისმეტყველი თვალები შეანათა დემნას და ხელი გაუწოდა.მხოლოდ კაცმა იცოდა რა იმალებოდა ამ მზერაში. _ ოოო ნათია,როგორ ხარ?_ თავაზიანად მიესალმა და თავადაც ჩამოართვა ხელი. _ შენგან დავიწყებული აბა როგორ ვიქნები_ თავი მოისაწყლა_ გავიგე დაოჯახდაო,იმედია ჭორია. _ არა მართალია,დავოჯახდი. _ როგორ შეგაბა,საინტერესოა_ ხმაში ერთაბაშად ირონიაც იგრძნობოდა და გულისწყვეტაც. _ იმ ხერხებით ნამდვილად არა,როგორც შენ იბრძვი,ლამაზია,ჭკვიანია და განათლებული. _ მიხარია_ ზიზღით წარმოთქვა ,მაგრამ წყენა მაინც არ შეიმჩნია და ყალბად გაიღიმა. შენობის დატოვებისას ისე მოაწყო,რომ დემნასთან ერთად გამოსულიყო გარეთ,ბექა უკვე წასული იყო. _ დემო ჩემი ტაქსი იგვიანებს და ხომ არ შეგიძლია სახლამდე გამიყვანო?_ თავი მოისაწყლა. _ რატომაც არა_ ნაძალადევად გაუღიმა და თავისი მანქანისაკენ გაუძღვა. ნათია უკან მოკალათდა,დაიქოქა თუ არა მანქანა ქალმა შეიცხადა. _ ვაიმეეე,ჩემი კლაჩე ბართან დამრჩა. _ ახლავე მოვიტან,შენ აქ დამელოდე_ უკვე ყელში ამოსდიოდა მისი მომსახურეობა და მეტიჩრობა,მანქანის ძრავი გამორთო და გადავიდა.როგორც კი შენობაში შევიდა,ქალი დემნას მობილურს დასწვდა და მალევე იპოვა ლიკას ნომერიც,მაშინვე ზარი გაუშვა.. _ გისმენ დემნა_ გაისმა მეორე მხარეს ნამძინარევი ხმა. _ გამარჯობა ლიკა_ ხმა გაინაზა. _ ვის ვესაუბრები?_ აშკარად დააბნია ქალის ხმამ. _ მე ნათია ვარ. _ და ჩემი ქმრის ტელეფონით რატომ სარგებლობთ? ან მე რატომ მირეკავთ?_ ნერვიულობისაგან ყბები დაეჭიმა და საწოლზე წამოჯდა. _მინდა იცოდეთ,რომ დემეტრე ჩემი იყო,არის და იქნება,როგორც სხვა ნეტარ ღამეებს ისევე ამ ღამეს_ თქვა და გათიშა. ლიკა გაიყინა,გაქვავდა,ტელეფონი თითებიდან ჩამოუსრიალდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.