ღირსების საფასური ( 12 )
აკანკალებული და შეშინებული ქალი სწრაფად შებრუნდა მისკენ და სხეულზე მჭიდროდ შემოხვია მისი სუსტი ხელები,სახე მის ყელში ჩარგო და ასლუკუნდა: _ მეშინია დემნა,მეშინია. _ აქ ვარ,დამშვიდდი აქ ვარ. მასზე მოწებებულ ქალს სახეს უკოცნიდა და მის მკლავებში მონდომებით იფარავდა. გარეთ კი ზაფხულის თავსხმა წვიმა და ჭექა-ქუხული გამეტებით ხმაურობდა.ბეღურასავით დამფრთხალი და შეშინებული ლიკა მთელი სხეულით ძიგძიგებდა და ქმრის მკერდს ტკიპასავით მიეკრო.როდის ,როდის დამშვიდდა და ჩაეძინა დემნას ძლიერ და მზრუნველ მკლავებში.მთელი ღამე არ გატოკებულა,არ სურდა ძლივს დამშვიდებული ისევ აეფორიაქებინა. დილით პირველს ლიკას გაეღვიძა.წამით დააბნია სიტუაციამ,მამაკაცს მთელი სხეულით შემოხვეოდა სუროსავით მისი სუსტი ხელებით და ფეხებით,მკვეთრი მოძრაობით გაეცალა,საწოლის მეორე კიდისკენ გადაიწია და საბანი ცხვირამდე აიტანა თვალებს დაბნეული და დამორცხვებული აკვესებდა ლამაზ ბრიალა თაფლისფერ თვალებს და უცდიდა,როდის გაიღვიძებდს დემნ,მანამ კი წინა ღამის ყველა დეტალი ამოუტივტივდა გონებაში.მაშინვე მოეშვა დაძაბულობა,თითქოს გონება გაუნათდაო,მიხვდა ეს დახმარება იყო და არა ძალდატანება.საშინლად მოუნდა ისევ მის მკლავებში ამოეყო თავი,ლოყა ფრთხილად დაედო მის მკერდზე და ესმინა თუ როგორ რითმში ძგერდა ის,ოდნავ მიიჩოჩა გაუბედავად მისკენ,მაგრამ ამ დროს დემნაც შეიშმუშნა და შეფხიზლდდა. _ დილამშვიდობის_ ნამძინარევი დს უფრო დაბოხებული ხმით მიესალმა და გაუღიმა. _ დილამშვიდობის_ მისმა უშუალობამ უფრო მეტად მოუხსნა კომპლექსი და საბანი უფრო ხალვათად გადაიფინა სხეულზე. _ როგორ გამოიძინე?_ ჰკითხა და მსუბუქად შეეხო თითებით ბალიშზე მიფენილ ცოლის წაბლისფერ კულულებს. _ ბავშვივით_ გაუღიმა და მის თითებს თვალი გააყოლა_ მადლობა. _ აწი ასე დავიძინოთ. _ ასე?_ წარბები მაღლა აზიდა, რომ გაიხსენა თუ როგორ იყო მიხუტებული მასზე_ასე,როგორ? _ ერთად,ერთად ლიკუ_მიუხვდა ფიქრებს ქმარი,ჩაეღიმა,საბანი გადაიძრო,იქვე მიდებულ შარვალს დაწვდა და სააბაზონესკენ წავიდა.. თვალის გაყოლება გაუჭირდა ლიკას,ძნელი იყო გეცქირა დემეტრეს გარუჯული და დაკუნთული სხეულისათვის და ნერწყვი არ გაგჩხეროდა ყელში. ნახევარ საათში უკან გამოვიდა,ჩაიცვა,თავი მოიწესრიგა,მერე კი ცოლისკენ შებრუნდა,რომელიც ისევ საბანში იმალებოდა. _ დღესაც თბილისში მივდივარ ლიკა,ოღონ ისე გვიან აღარ მოვალ,თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე_ მისკენ დაიხარა და ცოლს ერთჯერ ,მაგრამ გემრიელად აკოცა ტუჩებში და ოთახიდან გავიდა. ლიკას აღარ გაკვირვებია ქმრის ასეთი საქციელი,ალბათ ის უფრო გაუკვირსებოდა უამისოდ,რომ გასულიყო ოთახიდან.გაეღიმა,ჯერ კიდევ დანამულ ტუჩებზე ფრთხილად გადაისვა თითები და უცნაური გრძნობით შეპყრობილმა კმაყოფილი მოჭუტა თვალები. დილა სასიამოვნო და მზიანი გათენდა თუმცა უკვე დემნას გარეშე დღე საოცრად ერთფეროვანი და მოსაწყენი გახდა.წამდაუწუმ საათს უყურებდა,ექთნის მიერ მოწოდებულ წამლებს ქათამივით ყლაპავდა.დროის გასაყვანად ჯერ მამას დაურეკა,მერე ეკას,მერე ბიძაშვილებს.დრო კი მაინც მოსაბეზრებლად იწელებოდა. ვერც დემეტრე ისვენებდა,მხოლოდ ფიზიკურად იყო სამუშაოზე, გონებით და სულით კი სახლში ლიკასთან,საწოლში მჭიდროდ ხეკებშემოკრული და ნებიერად მძინარე. _ ჰა ახლა იდეების გენერატორო მომაწოდე ,რამე ჭკვიანური და სასარგებლო აზრი_ როგორც იქნა მთელი დღის ნაგროვები საფიქრალი გაუმხილა ბექას უკანა გზაზე წამოსვლისას,თან წარბები მხიარულად შეათამაშა. _ მე,რომ არ გყავდე რაააა_ მუჯლუგუნი ჰკრა და გულიანად გადაიხარხარა. _ თუ მეხმარები ბოლომდე,ძმა არ ხარ_ მისი დაცინვა გაატარა და ისევ თხოვა. _ კარგი_ უცებ გაუნათდა თვალები_ ერთი იდეა მაქვს,მოდი ამ საღამოს ვითამაშოთ. _ რა? _ თამაშის არსი შემდეგია- დავწერთ ფურცელზე რამე ცხოველს ან პიროვნებას,რეალური სამყაროდან ,ან წიგნიდან,ან ფილმიდან და ისე,რომ სხვამ არ წაიკითხოს გავუცვლით გვერდით მყოფს მის დაწერილ ფულრცელში,მერე მის მოცემულ ფურცელს დავიკრავთ შუბლზე,ან ქუდზე როგორღაც რა,ისე,რომ არ დავხედავთ და დანარჩენებს ვუსვამთ კითხბეს,რომ გამოვიცნოთ საკუთარი თავი,თუ ვინ ვართ. _ ძალიან მაგარია,ყოჩაღ რა…..ჰო და რამდენი კითხვის დასმა შეგვიძლია? _ვთქვათ 5. _ კარგია.რამდენი უნდა ვიყოთ მოთამაშე? _ ყველაზე ცოტა 4. _ და ჩვენ,რომ სამი ვართ _ გაღიმებული სახე ისევ მოეღუშა. _ ხომ შეიძლება თეონაც დავპატიჟოთ_ დაძაბული სახით შეაპარა მისი აზრი. _თეონა? _აშკარად გაუკვირდა_ სად გაგახსენდა? _ რა იყო,მშვენიერი გოგოა,ჩვენი თანატოლი თითქმის_ დამაჯერებელი არგუმეტების მოყვანა დაიწყო. _ რას იმართლებ ბიჭო თავს,განა წინააღმდეგი ვარ,პირიქით,თეო ძალიან მაგარი გოგოა,ვუთხრათ თეოს…..ისე მართლა,რამ გაგახსენა,თუ……._ თვალები ეშმაკურად მოჭუტა და მეგობარს გამომცდელად მიაჩერდა_ ჰა ახლა აღიარე. _ დავუძახოთ თეონას_ სერიოზული სახით ჩაილაპარაკა,მაგრამ დემეტრე ბექას ხუთი თითივით იცნობდა,ამიტომ მისთვის გასაგები იყო ყველაფერი,აღარ ჩაძიებია.სახლამდე არ ამოუღიათ ხმა. ექთანი წასული იყო უკვე,თეონა სამზარეულოში ფუსფუსებდა ქეთო ბებოსთან ერთად. _ ბექნუ მე ლიკასთან ავალ ვნახავ დს თან ჩვენს გეგმებზე ვეტყვი შენი კი თეოს უთხარი_ თვალი ჩაუკრა და მსუბუქად უბიძგა სამზარეულოსაკენ. ბეწამ არაფერი უპასუხა,მხიარულად გააქნია თავი და სამზარეულოსკენ აიღო გეზი. _თეო შენთან წინადადებით ვარ მოსული. _ გისმენთ ბატონი ბექა_ მორცხვად დახარა თავი გოგონამ. _ პირველ რიგში ბატონოს გარეშე შენობით ვილაპარაკოთ. _ კარგი….ბექა _ თუ სურვილი გაქვს,გვინდა ეს საღამო ჩვენთან ერთად გაატარო,მე,ლიკა და დემნა ვიქნებით. _ მე…._ დაიბნს მოულოდნელი შემოთავაზებისაგან_ სახლში ჩემებს გავაფრთხილებ. _უთხარი,რომ თუ შეგაგვიანდება ჩვენ მიგიყვანთ და არ ინერვიულონ_ გააფრთხილა და კმაყოფილი გამოვიდა სამზარეულოდან. საკუთარი ოთახის კარზე დაკაკუნება ლამისაა ჩვევად ექცა დემეტრეს,ნებართვის შემდეგ ფრთხილად შეაღო კარი და შეაბიჯა. _ აბა,როგორ გრძნობს თავს ჩემი ცოლი?_ თან საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და მისი თბილი ხელები მუჭში მოიქცია. _ მოწყენილად_ გაბუსა ტუჩები. _ ბექამ ერთი კარგი იდეა მომაწოდა,ვფიქრობ ურიგო არ უნდა უყოს,რაღაც საინტერესო და სახალისო თამაშია,ჯერ ვითამაშოთ ,მერე კი ჩვეულებისამებრ რამე ფილმს ვუყუროთ ,რას იტყვი?_ თქვა და ინტერესით დააკვირდა ცოლის თვალებს,აშკარად ჭინკებმა გაიღვიძეს. _ ვინები?_ ცნობისმოყვარეობა ყელში ებჯინებოდა. _ მე შენ,ბექა და თეო_ თქვა და გაეღიმა. _ თეო ვისი იდეა იყო_ ღიმილის მიზეზს მიუხვდა ქმარს. ._ ვფიქრობ კარგი არჩევანია,მე გამახარებს. _ მეც_ მხიარულად შეირხა საწოლზე ახალი ამბით ავსებულმა. _მოემზადე და ქვემოთ მისაღებში ჩავიდეთ….. ჩაგიყვან_ თქვა და ცოლს წყურვილით სავსე თვალები შეანათა. უხმოდ დაუქნია თავი ლიკამ და სკამზე მიფენილს ტანსაცმელს დაწვდა. მსუბუქად ამოსდო ცოლს ხელები მუხლებს ქვემოთ და მხრებთან და მკერდზე მიიწვინა,ლიკა დაიძაბა,ცდილობდა არ მოდუნებულიყო,მაგრამ დემნასგან მომავალ სითბოს და სურნელს ვერ უმკლავდებოდა,თავბრუს ახვევდა,მით უფრო,რომ დემეტრე მას ჩვილი ბავშვივით იკრავდა გულში და შიგადაშიგ მის თმებს ცხვირით ეხებოდა,ნელი ნაბიჯებით მიჰყვებოდა ჩამავალ კიბეებს. ლიკა საბოლოოდ მოეშვა,მშვიდად ჩამოსდო თავი მეუღლის მხარზე და თვალები დახუჭა.მისი ცხვირის წვერი დემნას ყელს ეხებოდა ბიბილოს დაბლა,ყოვეკ მის ამოსუნთქვაზე,როცა მისგან წამოსული თბილი ჰაერის ნაკადი კაცს ყელზე მოელამუნებოდა სიამოვნებისაგან თვალები ებიდნებიდა და სუნთქვა უხშირდებოდა. ისე ჩამოსვა ქმარმა დივანზე,რომ არც კი უგრძვნია,როდის შეაბიჯეს მისაღებ ოთახში.უხერხულად შეიშმუშნა და დამხვედრთ გაუღიმა. _აბა ,როგორ ხართ?_ თვალი მოავლო ყველას. _აზარტულად_ მაშინვე დაავლო პატარა თაბახის ფურცლებს ხელი და კალამთან ერთად დაბარჩენების კუთვნილ ადგილებზე დადო.შუაში პატარა ჟურნალების მაგიდა მიიჩოჩეს,სამზარეულოდან კი უზარმარაზი ჯამით ,რომელიც სავსე იყო ახალული ბატიბუტით თეონა გამოვიდა. _ ვაიმე რა სურნელი დაატრიალე_ პატარა გოგოსავით ადგილზე აცქმუტდა ლიკა და სიხარულის ნიშნათ ტაში შემოსცხო.. _ ლიმონათიც იქნება_ მაშინვე უკან გაბრუნდა და ცივი სასმელიც მოიტანა. ახლა უკვე ყველა ადგილზე იყო.ბექამ ზედმიწევნით გასაგებად აუხსნა გოგონებს თამაშის წესები.ყველანი მის კუთვნილ ფურცლებს დაწვდა და წერასც დაიწყეს. ლიკამ ვირი დაწერა,დემეტრემ ფიონა და ერთმანეთში გაცვალეს.თეონამ დათვი დაწერა ბექამ კი ნეფერტიტი და მათაც ერთმანეთში გაცვალეს. _პირველი ვინ იწყებს? _ ეშმაკურად აუციმცუმდა თვალები,წარმოიდგინა წინასწარ თუ რისი გამოცნობა მოუწევდა დემნას და კმაყოფილმა ჩაახველა. _ ჩვენ დავიწყოთ_ შუბლზე პლასტელინით მიმაგრებულ მინიშნებას კიდევ უფრო მიაწვა დაზღვევისათვის და მოთამაშეებს თვალი მოავლო.ყველას ისტერიული სიცილი წასკდა. _ რა?_ თავადაც გაეღიმა ,მაგრამ რაზე ჯერ არ იცოდა.. _ ვითამაშოთ და გაიგებ_ წარბები ეშმაკურად აათამაშა და მისი კუთვნილი სიტყვა ხელებში მჭიდროდ მოიქცია. _ კარგი პირველი კითხვა თეონას_ მისკენ შებრუნდა_ ორი ფეხი მაქვს თუ ოთხი? _ ოთხი_ ფხუკუნით უპასუხა.. _ ოოო_ მისი ემოცია ლიკასკენ იყო მიმართული,რომელიც ძლივს იკავებდა ხარხარს_ ანუ ცხოველი ვარ და ბექა შემთხვევით კუდი და დიდი ყურებიც ხომ არ მაქვს? _ კიიი_ ბექაც გასკდომაზე იყო. _ ქალბატონო ლიკა_ ახლა ცოლს მიუბრუნდა,ტუჩები ერთმანეთს ძლიერად მიადო და ღიმილით დააქნია თავი_ როგორ ხმას გამოვსცემ? _ იჰოო,იჰოოო,იჰოოო_ ჭიხვინებდა და მთელი სხეულით ძიგძიგებდა სიცილისაგან. _ ანუუუ მე ვირი ვარ_ თქვა და ფეხზე წამოხტა,ცოლს ორივე ხელებით უღიტინებდა_ ანუ მე ვირი ვარ არა,ე.ი.ვირი, კალოშევიანი პროვინციელი არ გეყო არა. ლიკა და ლამის სიცილისგან გულწასული ფართხალებდა და ძლივს აბამდა ორ სიტყვას თავს_ არა გთხოვ. როგორხ იქნა,ორივე დამშვიდდა. _ ახლა შენი ჯერია_ რევანშისთვის მოემზადა და კიდევ ერთხელ შეათვალიერა ლიკას შუბლზე მისი დაწერილი ფიონა. _ ვლაპარაკობ?_ პირველად ქმარს ჰკითხა. _ მშვენივრად. _ კარგი,ქალი ვარ თუ კაცი? ახლა ბექას მიუბრუნდა. _ ქალი_ უკვე სიცილისთვის მოემზადა ყველა. _ კარგი,თეო რეალური ქალი ვარ თუ გამოგონილი? _ გამოგონილი. _ დემნა სუსტი ვარ თუ მსუქანი? _ გააჩნია დროს_ თქვა და ჯამიდან მუჭით ამოიღო ბატიბუტი. _ აჰაა,თეო მწვანე ვარ?_ თეოს ჰკითხა მაგრამ თვალი დემეტრეზე ეჭირა,რომელსაც ორივე ლოყები ბატიბუტით ჰქონდა გამოტენილი და მოსალოდნელი რისხვის ასაცილებლად თავს სასახულოდ აქნევდა. _ ფიონა არა? მოიცა გამოვკეთდე ნახე რა დაგემართოს,აი ნახე,ეს სიაში მეშვიდეა უკვე_ გაბრაზებული თითს სასაცილოდ აქნევდა. _ მოიცა შენ ამ ყველაფერს იწერ? სია გაქვს?_ გაოცება ვერ დამალა დემეტრებ,თან მის სიტყვებზე ეცინებოდა. _ აწი დავწერ_ უკან არ დაიხია. _ კარგი,თუ გამოგრჩება შეგახსენებ ხილმე_ ისევ ხარხარი ატეხა ყველამ. _ ახლა ჩვენი ჯერია_ მოითქვეს თუ არა სული ახლა თეოს მიუბრუნდა ბექა და შუბლზე ფურცელი მიიწება. _ აბა ნუ მაწვალებთ და პირდაპირ მითხარით ვინ ვარ,ლომი,მგელი თუ ვეფხვი_ თქვა და მხრები განზე გაშალა,ათლეტების საყვარელი პოზა დაიჭირა. _ დათვი_ სავარძლიდან ლამის გადავარდა დემნა და თეო. _ ჰოოოო,დათვსაც არაუშავს_ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და კოყებ აფორაჟებულ თეონას თვალი ჩაუკრა,ქალი უფრო გაწითლდა. _ ახლა კი შენ თეო_ ფურცელს ხელი დაავლო და ფრთხილად მიაწება შუბლზე. _ კარგი_ მორიდებით მოავლო თვალი ყველას და ლიკაზე შეჩერდა_ ადამიანი ვარ? _ კი ჩემო კარგო. _ ნამდვილი თუ გამოგონილი?_ დემეტრეს მიუბრუნდა. _ ნამდვილი. _ რითი ვარ ცნობილი? _ ძლივს გაუსწორა მზერა ბექას. _ შენი სილამაზით_ წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა,ეს კითხვის პასუხი იყო,მაგრამ ყველამ იგრძნო,რომ ბექა მხოლოდ ნეფერტიტს არ გულისხმობდა. _ ანუ ქალი ვარ_ უცებ შებრუნდა ლიკასკენ_ სამეფო გვარისა ვარ თუ გლეხი? _ სამეფო გვარის. _ ნეფერტიტი?_ რატომღაც ისევ ბექას მიუბრუნდა. _ ნამდვილად_ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა. _ ახლა კი ფილმს ვუყუროთ_ დემეტრე ცოლის გვერდით მოკალათდა,ბექა და თეო ერთად დასხდნენ. ტელევიზორში,რომაული არდაგებები დაიწყო,დემნა უფრო ახლოს მიიწია ლიკასკენ და მხრებზე ხელი მოხვია,თვალებში ჩახედა,ალბათ იქ სურდა პასუხის ნახვა მოსწონდა თუ არა მას ეს.ქალი დაყვა მის სურვილს,მკერდზე ნაზად მიადო თავი და კალთაში ბატიბუტის ჯამი დაიდო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.