შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა ანგელოზი ვიყო 13


29-04-2016, 20:59
ავტორი s.g
ნანახია 1 726

-ბავშვობიდან ერთი ჯმუხი ადამიანი ვიყავი, რომელიც ყველას ამწარებდა,უხეში და თავის თავში ზედმეტად დარწმუნებული. იმდენად ვყავდი ზიზღს შეპყრობილი, მისგან თავს ვერ ვიხსნიდი, ალბათ ასეც უნდა მომხდარიყო, რათა საბოლოოდ მივხვედრილიყავი, თუ რა განძი მეცლებოდა ხელიდან, დიახ სწორედ ამ განცდამ მომიყვანა გონს და საბოლოოდ დამისხნა, შებყრობილი ფიქრებიდან, რომელიც ყოველგვარ ლოგიკას იყო მოკლედბული და ვის გამოც, ამდენ ადამიანს ვატკინე გული, მაგრამ იმ წამიდან რაც თავი დავიხსენი მიხვდი, რომ თუ მინდა გადავრჩე და ის წლები ავანაზღაურო, რომელიც გავფლანგე, უნდა მივცე გრძნობას იმის საშუალება, რომ მაცოცხლოს და მე ეს შევძელი, თქვენი შვილის, ქეთათოს წყალობით, რომელიც ყველაფერია ჩემთვის....ის პატარა ციცინათელაა ჩემთვის, რომელიც არასოდეს ჩაქრება და არასდროს დავუშვებ, რომ ჩაქრეს...ის პატარა მნათობი,ა რომელმაც მინდა სულ მინათოს ბნელი გზა, რომელიც შეიძლება დამიდგეს მომავალში....ვიცი ახლა ფიქრობთ, ასეთი არასდროს გვინახავსო და გაგიჟდაო, მე კი არ შეგეწინააღმდეგებით, და გეტყვით, რომ გავგიჟდი, დიახ ამ ყველაზე წმინდა გრძნობამ გამაგიჟა, რომლის გამო ყველაფერს დავთმობ...არ მინდა, რომ ამ დღის შემდეგ შენ თვალზე ცრემლი ვნახო.....სიხარულის ცრემლს ავიტან, და ვიცი ეს ცრემლებიც სიხარულისაა, რომელიც ახლა ძალიან გამშვენებს, მაგრამ, მინდა რომ მხოლოდ იღიმოდე, მიღიმოდე და ასე ვიყოთ მუდამ, სანამ არ წავალთ ამ ქვეყნიდან.....ვიცი, მამაჩემი დედაჩემი და ქალბატონი სანდრა ახლა მართლა შოკში არიან....და მაპატიეთ ამისთვის, რომ ასე მოულოდნელად მოხდა ეს ყველაფერი და თანაც დღეს რომ მიწევს, თქვენი შვილის ხელის თხოვნა, ბატონმა ვაჟამ იცოდა რისთვისაც მას დიდი მადლობა...ის რომ არა, მე დღეს აქ არ ვიქნებოდი....მას უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ჩემ ამ დღევანდელ ქმედებაში ...ვიცი, ძალიან მოულოდნელი იყო და ვერც კი წარმოიდგენდით, მაგრამ ვიცი რომ უზომოდ ბედნიერი ხართ, რომ ქეთო თქვენი მეოთხე არაბიოლოგიური შვილი, ახლა უკვე შვილი, რომელსაც ალბათ ჩემზე მეტად შეიყვარებთ, ახლოს გეყოლებათ....გთხოვთ დამრთოთ ნება, რომ თქვენი შვილი ბედნიერი ვამყოფო და მეც მომეცით საშუალება, ყველაფერი ცუდისგან გავთავისუფლდე....
-შვილივით მიყვარხარ ლუკა, და ეს შენ იცი და მე ბედნიეირ ვარ, რომ ერთადერთი ქალიშვილი ისეთ ადამიანს მიყვება ცოლად, რომელიც ვიცი, რომ მას დაიცავს ყველაფრისგან, ამიტომ მე თანახმაა ვარ....შენ რას იტყვი სანდრა
-მე რა უნდა ვთქვა....კი ვატყობდი, რომ შემი გოგო ძალიან ბედნიერი იყო....და გახარებული ვიყავი ამით...ვიცოდი რომ წლები ერთი ადამიანი უყვარდა, სრულიად შემთხვევით გავიგე, მაგრამ აღარ ჩავძიებივარ და მართლა ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს ადამიანი შენ იქნებოდი ლუკა შვილო......ამიტომ მე რა უნდა ვთქვა, თუ ჩემი შვილი ბედნიერია მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, ღმერთმა დაგლოცოთ შვილებო....
.....
-ქეთ ამიტან? ამიტან დარჩენილი სიცოცხლე?
-კი ლუკა კიი
-არ იტირო გთხოვ, შემომხედე რა გაქვს სატირალი, როგორც იქნა მოვედი გონს და ამიტომ იცინე, სულ იცინე კარგი?
-გპირდები
........
-შვილებო ჩემზე და ლალიზე ბედნიერი, არვიცი ამ წუთში ვინმე თუ არის , ჩვენი საყვარელი გოგო ჩვენი რძალი ხდება ...შვილო დარწმუნებული ხარ?
-კი ბატონო გოგი
-მამა რეებს ეუბნები
-შვილო არ მიწყინო, მაგრამ წლებია ერთად ვცხოვრობთ და სულაც არ ხარ მარტივად ასატანი
-პირიქით უნდა ამბობდეთ....ალბათ მალე დავდნები მის ხელში
-ვაიმე შვილო დადნი, დატკბი რაც გინდა იქ ქენი....ახლა რადგან უკვე ვიცი, ჩემი რძალი ვინ იქნება ახლა მხოლოდ მასზე ვიზრუნებ, შენ ისედაც წლები გაგიძელი
-კარგი რა დე კარგი რა
-ხმა არ გავიგო....მოდი ჩაგეხუტო შვილო
-მე არავინ მიხუტებს?
-რას ამბობ შვილო შენ ჩვენთან მოდი
-კიდევ თქვენ ქალბატონო სანდრა
.......
-აქ ასევე მეორე ოჯახია, ამიტომ ახლა მას დავუთმობ ასპარეზს....მისი ამბავი არ არის დამალული, ამიტომ არ იქნებით ისეთ გაურკვევლობაშიც, როგორშიც ჩემ დროს ჩავარდით......
-ჯერ მე მაქვს სათქმელი შეიძლება?
-თქვი დემეტრე
-როცა ანდრეაზე და რენეზე გავიგე, ცოტა ხანს გონს ვერ მოვედი.... უცებ ერთდროულად ყველა გრძნობა მომაწვა, მაგრამ რომ გავაანალიზე სიტუაცია ბედნიერებისგან გავიღიმე....მე ვიცი ანდრეა როგორი მამაკაცია....მე ვიცი, რომ ის ჩემ რენეს გააბედნიერებს და არასდროს არ მოაკლებს გვერდში დგომას....ამიტომ მა შემომხდე...ვიცი უეცრად მოხდა ეს ყველაფერი და ბუზღუნებ, მაგრამ დამიჯერე ვიცი მალე გაგიფრინდა შვილი არც ელოდი, რადგან სულ სხვა რამეს იძახდა ხოლმე ყოველთვის, მაგრამ ეგ არ არის მთავარი, მთავარი ისაა, რომ ამ ყველაფრით შენი შვილი ბედნიერია და არ იბუზღუნო კარგი?
-ბატონო გოგი გეფიცებით მე თქვენს მერე გავიგე და შოკში ჩავვარდი, ამ მუტრუკისგან ამას არ ველოდი
-ვახო
-მაცადე ბიჭო
-მოკლედ რაც რენე წავიდა ახლა თუ გავიხსენებ მის მერე ჩემი ძმა ძალზედ გულჩათხრობილი გახდა....ზუსტად ახლა ვუკავშირებ ამ ყველაფერს ერთმანეთს და ახლა მოვდივარ გონს...
-ვახოო
-ჩუმად თქო
-მოკლედ ძალიან მორცხვი მყავს....თან ჩუმჩუმელა, ვერც კი შევამჩნიე ვერაფერი.....მერე ხანდახან ქრებოდა....მეგონა ესპანეთში იყო, მერე კი გავიგე რომ თვეში ერთხელ მაინც იტალიაში ჩადიოდა და ეს წლები გრძელდებოდა, მაგრამ ამაზე სულ არ მიმიქცევია ყურადღება, რადგან ხშირად მოგზაურობდა და ვიფიქრე ალბათ ძალიან მოსწონს იქაურობა და ამიტომ ჩადისთქო და ახლა ვბრაზობ ჩემ თავზე ეს როგორ გამომპარვია.....
-ვახო გეყოფა
-გაჩუმდი შეგიძლია? არ არის საჭირ..
-დამაცადე....და დამამთავრებინე.....და ამ ყველაფრის შემდეგ, როცა მისი და რენეს ამბავი განმიცხადა შემთხვევით სასწაული რამ აღმოვაჩინე, რომელსაც ვერ დავმალავ...მეტკინააა
-ბოდიშით რაღაც სისულელეებს ამბობს ჩემი ძმა....ბატონო გოგი, დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ ამის გამო და ასევე, რომ დაგიმალეთ ეს ყველაფერი რენეს ბრალი არაფერი არაა, მე უნდა მეთქვა თავიდანვე და გთხოვთ რომ მაპატიოთ, ვიცი რომ ძალიან ცუდად მოვიქეცი მით უმეთეს ჩემი და თქვენი უერთიერთობის მერე და იმისთვისაც გიხდით ბოდიშს რომ ჩემი მშობლები ვერ მოვიდნენ, მაგრამ ქორწილში აუცილებლად ჩამოვლენ...
-შვილო ნუ მიხდი ამდენ ბოდიშს, მთლად ამდენი ბოდიშების არაფერი დაგიშავებია, უბრალოდ მეწყინა, მაგრამ როცა სიტუაცია გადავხარშე, მივხვდი რომ არ უნდა მებუზღუნა, როგორც ამას ჩემი შვილები იტყვიათ და ერთი ამბავი არ უნდა ამეტეხა და მიხარია, რომ ამ გაუგებრობასაც მოეღო ბოლო....მე მიგიღე ჩემ შვილად და ყოველთვის ასე იქნება....ცუდად ვხდები რომ მახსენდება რომ რენე ისევ მალე უნდა წავიდეს, მაგრამ ავიტან, ოღონდ თქვენ იყავით კარგად...
-მადლობთ ბატონო გივი....და მინდა საბოლოოდ გკითხოთ, ქალბატონო ლალი და ბატონო გოგი, დამრთავთ ნებას და გამაყოლებთ თქვენს ქალიშვილს?
-კი შვილო შემოგევლოს ჩემი თავი ..... შენნაირი ადამიანი იშვიათობაა, უბედნიერესი ვარ გვერდით რომ ეყოლები ჩემ შვილს...
-მეც თანახმა ვარ შვილო....დღეს ჩემთვის ძალიან დიდი დღეა და მიხარია რომ ამ დღესაც მოვესწარი და აწი მშვიდად ვიგულებ ჩემ შვილებს.....
..........
ღმერთო ეს რა ჯიუტია, როგორ არ ამოაღებინა ძმას ხმა....ნეტავ ვახოს დაემთავრებინა სათქმელი და რენესააც გაეგო ყველაფერი....რატომ იღუპავს ეს ბიჭი თავს ...არა რაღაც უნდა ვიღონო....აი ლაპარაკობენ კიდეც...
.......
-ანდრეა რა ჯანდაბა გჭირს, რას გამაჩუმე პატარა ბავშვივით
-რას გაგაჩუმე და ჩემი პირადი ამბების შესახებ, რომ მოაღე პირი, რა უფლება გქონდა? იქნებ სულ არ მინდა გაიგონ.....
-რა არ გინდა გაიგონ? ვითომ რენემაც არ იცის ისე გადაიღე სურათები თუ რა....მშვენივრად გავიგე, რომ იტალიაში ჩადიოდი, თან ძალიან ბევრ სურათებს უღებდი რენეს, მაგრამ ვერ გავიგე ერთად რატომ არ იღებდით? სულ რენეს სურათები კიდევს უჯრაში და კომპიუტერსიც
-შენ რა ჩემ კომპიუტერშიც იქექებოდი? რა უფლება გქონდა...
-გაჩუმდი რა თუ ძმა ხარ....ვერ გადაიღეთ ერთად სურათი? სულ მისი ფოტოები გაქვს რა ადგილას არ ყოფილხართ, რა უჟმური ხარ....მახინჯი მაინც იყო არ ვიტყოდი არაფერს, მაგრამ ასე ძაან თუ გძულდა სურათები არ მეგონა....
-არ არის ეს შენი საქმე, მარტო მე და რენეს გვეხება...
-აუ მგონი ათასამდე სურათია, ნუ არც მიკვირს ასე 5 წლის ნაგროვები იქნება
-შეგიძლია გაჩერდე და მეორეჯერ ასეთი რამ არ გააკეთო? ასე მგონია 5 წლის ბავშვი ხარ, შენი შვილიც შენზე ჭკვიანია...არვი რამ გააგიჟა ეკა, ან როგორ შეუყვარდი...
-აი მე კი არ მესმის ისე რამ გააგიჟა რენე, რომ შენნაირ უჟმურს მიყვება ცოლად .....
.........
-რენე რა გჭირს
-არაფერი
-როგორ თუ არაფერი, ფერი არ გადევს
-ქეთო წყალი მომიტანე კარგი?
-ახლავე
....
-რენე გონს მოდი შემომხედე
-ანდრეა....
-ახლავე წავიდეთ საავადმყოფოში....მოდი დამეყრდენი
-ცუდად არ ვარ
-რას ქვია ცუდად არ ხარ
-ანდრეა შენ
-რენე შემომხედე აი ასე
-აი წყალი
-მომე ქეთო, ალბათ ძალიან დაცხა და იმოქმედა
-აი ასე ახლა ცოტა გონს მოხვალლლ
-მადლობა უკვე კარგად ვარ....ქეთო შეგიძლია დაგვტოვო?
-კი ახლავე, თუ რამე დამიძახე
-არ უთხრა ჩემებს არაფერი
-ნუ გეშინია სასეირნოდ გავიდნენ თქო ვეტყვი...
.......
-ანდრეა უნდა დაგელაპარაკო
-რა ხდება რენე
-ცოლად არ გამოგყვები
-რას ქვია არ გამომყვები რენე რეებს ამბობ
-მე არ მინდა ასე
-როგორ ასე
-შენ დაიტანჯები
-რატომ უნდა დავიტანჯო
-ანდრეა გიყვარვარ?
-რენე მე
-შემომხედე
-ასეთი აზრი რატომ გაგიჩნდა
-იცი ლუკას გამო ქეთო ხშირად იკეტებოდა და მთხოვდა მარტო დამეტოვებინა, მეც როცა საქმე არ მქონდა, ქალაქში ვსეირნობდი, ხან ქალაქგარეთ გავდიოდი, ხან კი ქეთოსთან ერთად და ყოველთვის მთელი ამ წლების მანძილზე, მეგონა რომ სულ ვიღაც მიყურებდა...არა ჩვეულებრივ ყურებაზე არ ვამბობ ...აი დაჟინებით თვალმოუშორებლად, მაგრამ როცა გავიხედ-გამოვიხედავდი საერთოდ ვერავის ესეთს ვერ ვამჩნევდი, მაგრამ გეფიცები ამას პერიოდულად, გარკვეულ დროს ყოველთვის ვგრძნობდი
-რენე ამით ....
-შენ იყავი არა? მთელი ეს წლები .... შენი და ვახოს საუბარი რომ არ მომესმინა ალბათ ორივესთვის უკეთესი იქნებოდა, მაგრამ მოვისმინე და უკვე ამის მერე ცოლად ვერ გამოგყვები
-რენე შემომხედე....მისმინე ეს არაფერს არ ცვლის, გეფიცეი შენ ჩემზე არანაირი ვალდებულება არ გაკისრია, ნუ გგონია რადგან გეხმარები და შენ მიმართ გრძნობა მაქვს მაგით გავალდებულებ რამეს...არა მე უბრალოდ მინდა, დაგეხმარო და ყველაფერი კარგად გქონდეს...ვიცი არ შეგიყვარდები...ძალიან სხვანაირი ხარ და მე ამის არანაირი პრობლემა არ მაქვს, უბრალოდ მინდა დაგეხმარო და გთხოვ მომეცი ამის საშუალება და გონებიდან საერთოდ ამოიგდე, დღეს რაც მოისმინე კარგი?
-არ შემიძლია
-შეგიძლია ...ჩათვალე კეთილი სამარიტელი ვარ, რომელსაც უზომო ბედნიერებას ანიჭებს სხვისი კარგად ყოფნა
-არ არის ეგრე, შენ გიყვარვარ მე კი ამ ყველაფრით გტანჯავ
-არა არ მტანჯავ....როდემდე უნდა ვიმეორო რომ ეს ასე არ არის? მე მინდა ეს და როცა ყველაფერი დამთავრდება, მე შენ გაგიშვებ და წინასწარვე იცოდე ამაზე გული არ დაგწყდეს, ეს ასე უნდა იყოს გესმის? მორჩა ამაზე საუბარი და მეორეჯერ არ მიხსენო კარგი?
-მე ძალიან უხერხულში ვარ
-ჩათვალე ეს არ გამიგია და არც შენ მოგისმენია კარგი? მე უკვე ამაზე კამათს არ ვაპირებ და არ მოგცემ უკან დახევის საშუალებას ჩემი ზრუნვის გამო....მე არაფერი მომივა და თუ რამე ვალდებულებას მაინც გრძნობს და ვერ იშორებ ამ იდიოტურ აზრს, მაშინ იცოდე შენი ვალდებულება იქნება ის, რომ კარგად იყო გესმის? და როცა ამას მივაღწევთ შენი მიზეზი ჩემთან ყოფნის სრულიად ამოიწურება და დაიხსომე არ იდარდო ჩემზე, ასე მე გადავწყვიტე, ამიტომ შენი ბრალი არაფერია ....ეს ბოლოა რასაც გეუბნები და გთხოვ მეორეჯერ ეს თემა აღარ გაიხსენო და ჩემთან უხერხულად არ იყო კარგი? ჩვენ მეგობრები ვართ, რომელნიც ერთმანეთს გვერდში დაუდგნენ მეტი არაფერი ხო ასეა?
-კარგი, მაგრამ გთხოვ ჩემ გამო თავი არ გაიუბედურო? დარწმუნებული ხარ რომ ამით ცუდად არ იქნები?
-სრულიად რენე
-მაშინ შევეცდები გავრისკო, კიდევ ერთხელ მაპატიე ჩემი ეგოისტობა...
..........
ნუთუ ცუდი რამ მოვიმოქმედე, რომ რენეს ეს ყველაფერი გავაგებინე? არა ვიცი სწორად გავაკეთე თუ არა ყველაფერი. მაგრამ ვიცი, რენე არ არის ისეთი, რომ თავს ძალით აიძულოს, რომ ვინმე შეიყვაროს....მას სჯერა, რომ სიყვარული თავისით მოდის და ეს ასეცაა...



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzaliannn kargiaaa gaagrdzelee
--------------------
G.ke

 


№2  offline წევრი s.g

gvanciii kereselidze
Dzaliannn kargiaaa gaagrdzelee

ძალიან დიდი მადლობა....აუცილებლად love love love

 


№3 სტუმარი nini

ძალიან მაგარია ... მალე დადე მომდევნო თავი რა..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent