შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქმრის ვალი გავისტუმრე (6 თავი)


30-04-2016, 17:38
ავტორი zia-maria
ნანახია 4 553

ზამთრის სუსხიანი ღამეა. გარეთ ყინავს, ქარი ქრის და საშინლად ღმუის, თუ რამე მნიშვნელოვანი საქმე არ აქვს გარეთ ადამიანს, ისე შეუძლებელია ქუჩაში გავიდეს ასეთ ამინდში . გოგონა ფანჯარასთან დგას და ცრემლიანი თვალებით გაჰყურებს უკუნით ღამეს. გათენდება და ის უკვე 19 წლის გოგონაა. გოგონა რომელსაც წასასვლელი არსად არ აქვს. არც არავინი პატრონი არ ჰყავს, რომ შეიკედლოს. ის ამ სამყაროში, სულ მარტოდ-მარტოა, და ვინ არის ეს უთვისტომო გოგონა?
ნათია ბურჯანაძე. სრულწლოვანი 19 წლის. სადაურობა არ ვიცით. არც ის ვინ ყავს, ან თუ ყავს საერთოდ ვინმე, რადგან ის დღემდე მარტოა. ის არის მაღალი, ძალიან ლამაზი. მხრებამდე წაბლისფერი თმებით, ასეთივე თვალებით. გადაჭიმული სქელი წარბებით და ლამაზი ტუჩებით. მკერდი? ოოო.... მკერდიც თვალშისაცემი და მადის ამღძვრელი. ხორცშესხმული აღნაგობის. მხიარულიც და უფრო მეტი სევდიანიც.
დეკემბრის კიდევ ერთი სუსხიანი დილა დადგა. ფანჯრებზე ყინულად იყო ქცეული წვიმის წვეთები. ოთახის კარები გაიღო და პატარა ტორტით ხელში შემოვიდა ბავშვთა სახლის მოხუცი მზარეული.
----ჩემო ლამაზო, გილოცავ დღევანდელ დღეს, უკვე 19 წლის, დიდი გოგო ხარ. დღეიდან ახალი ცხოვრება იწყება შენც ცხოვრებაში, ძლიერი უნდა იყო შვილო.-თბილად, როგორც საკუთარი ბებო ისე მიყურებდა
---რა ან ვინ გამაძლიერებს დალი ბებო?-ისევ გამახსენდა ჩემი გასაჭირი და სევდა შემომაწვა.
---ფარ-ხმალს ნუ დაყრი. იცი ძველებიდან რა არის ნათქვამი?- თვალებში ჩამაჩერდა, პასუხს ელოდა, ვიცოდი, ეს ფრაზა უკვე უთვალავჯერ ჰქონდა ნათქვამი- ობლის კვერი ცხვა-ცხვა და გვიან გამოცხვაო. ნუ დაკარგავ იმედს ჩემო ლამაზო!
---დალიიიი! -მოისმა საშინლად ბოხი და ცივი ხმა, რომელიც დალი ბებოს ეძახდა.
---ოოო... მოვიდა. როგორ ვერ ვიტან ამ ადამიანს. ეს გამომართვი შვილო დაგჭირდება.- ტორტი იქვე ტუმბო სკამზე დადო, ჯიბეები მოიქექა, რაგაც კონვერტი გადმომცა და ფურცლის ნაგლეჯი- მე გნახავ ხოლმე არ მიგატოვებ. დღესაც გამოვალ. ესეც მისამართი შენი, სადაც მიხვალ და იცხოვრებ, ერთი ოთახია გეყოფა ამ ახალ ეტაპზე, მერე უფალი არ მიგატოვებს და გზას გიჩვენებს ბებო!- დალი როგორც საკუთარ შვილიშვილს ისე მექცეოდა, მის სიყვარულში წამითაც კი არ შემიტანია ეჭვი, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე მეტის-მეტი იყო.
---ეს რაა დალი ბებო?- გამიკვირდა და გამაოცა იმ ფაქტმა რომ, მისი ხელფასის უმეტესობა ახლა ამ კონვერტში იდო- მაქვს ფული ჩემი დანაზოგიდან. ეს არ არის საჭირო! -ცრემლიანი თვალებით ახედა ნათიამ და მის თბილ გულში ჩარგო თავი.
---აი სად ყოფილხარ?! რაო პატარავ მოვიდა შენი ქუჩაში წასვლის დრო? მოემზადე, მიდიხარ.- ოთახში შევამჩნიე რომ მხოლოდ შავი, მოელვარე და საშნლად საშშ თვალბი შემოვიდა, გაგიკვირდათ ხომ? მხოლოდ თვალები?
---მე აქედან წავალ,მაგრამ არ მინდა ისე წავიდე რომ არ გავიგო რა დაგიშავე ქ. ელენი. ასე რატომ გეზიზღებით, მე რაში მდებთ ბრალს, რომ ეს ბავშვობა გაწამებული გყავდით. არ გეშინიათ, რომ ეს ყველაფერი ცუდად შემოგიბრუნდეთ?! - მის წინ დავდექი, ამხელა ძალა საიდან მქონდა ვერ გეტყვით, მაგრამ მის წინ ვიდექი და წამითაც კი არ შემშნებია, ალბათ მიზეზი რომ მოეცა ხელსაც კი ავწევდი მასზე.
---ოოჰ, რაო 19 წლის გავხდით, უკვე აქედანაც მივდივარ და ენა ამოვიდგითო?- ირონიული, ზიზღნარევი ხმით დამიყვირა ბოლოს- დროზე წადი აქედან, ჩემმა თვალებმა აღარ დაგინახოს ამ ტერიტორიაზე!
ნათიამ მის მცირე ჩანთას მოკიდა ხელი, რომელიც უკვე ჩალაგებული ქონდა, კარისაკენ წავიდა და უთხრა:
---მე კი წავალ, მაგრამ ერთ დღესაც წარსული დაგიბრუნდებათ და პასუხს მოგთხოვთ. არ ვიცი რას მალავთ, მაგრამ ის კი ვიცი, რასაც მალავთ ის მე მეხება. მე ამას ვგრძნობ. მე ამას გავარკვევ და ეს დაიმახსოვრეთ, ჩემი გეშინოდეთ, თუ ოდესმე აქ დაბრუნებულს დამინახავ, იცოდე რომ სასიკეთოდ არ დავბრუნდები, დავბრუნდები იმისათვის რომ, რომ ე.ი. პასუხი მოგთხოვოთ ჩემი თითოეული მწარედ გატარებული დღისთვის! - თვალებში ვუყურებდი და ცხოვრებაშ პირველად მისი საერთოდ არ მეშნოდა, მივხვდი რომ ის ჩემთვის არავინ იყო, არც საშინელი და საშიშ, ღამის მოჩვენება.
კარები გამოიხურა და წამოვიდა. მიდის, ქუჩაში მიაბიჯებს თხელი შარვალი აცვია, თხელი სვიტერი და ასევე თხელი მოსამცმელი. ტაქსი გააჩერა და დალი ბებოს ქაღალდზე დაწერილი მისამართი უკარნახა მძღოლს. რამდენი რამე მაქვს სათქმელი დედა. ასე რატომ გამწირე და მიმატოვე, მე ხომ არ მითხოვია შენთვის გამაჩინეთქო, გამაჩინე და მიმატოვე უფლის ანაბარად, სულ არ შეგეცოდე? სულ არ იფიქრე ჩემზე? სად მტოვებდი და ვისთან? ვის იმედად? ნეტავ სად ხარ ეხლა? ნუთუ თუ გრძნობ ეხლა რომ ხვალ შენი შვილი 19 წლის ხდება და აქედანაც უშვებენ. სამადლოდ შემიკედლენ ერთი წლით. ეხლა კი უნდა წავიდე მაგრამ სად? წასასვლელი არსად არ მაქვს. მომხედე დე, ძალიან გთხოვ ნუ მიმატოვებ გზის გასაყართან, ბედისა და უფლის ანაბარად. მე ხომ 16 წელი ვიცხოვრე მარტო. არავინი არ მყავს. ჩემთან არავინი არ მოსულა, ღამით საბანი რომ გაესწორებინა. შუბლზე თბილი ამბორით რომ ესურვებინა ტკბილი ძილი. მე ხომ არავის არ გაუთბივარ ზამთარში, როგორც ღამე ყინავს, ისე ყინავს ჩემს სულშიც. თუ სადმე ხარ და თუ ცოცხალი ხარ, გთხოვ, დამიბრუნდი, ყველაფერს გაპატიებ მე მხოლოდ შენი თბილი მკერდი მინდა, მენატრები დე... მჭირდები.... უსაშველოდ მჭირდები.... მჭირდები დეეე.....

---მოვედით! -ფიქრებიდან მძღოლის ხმამ გამოიყვანა. ფული გადავუხადა და თბილად გავუღიმე.
---ძალიან სევდიანი თვალები გაქვს შვილო- თანხას როდესაც ვაძლევდი, ჩვენი თვალები ერთმანეთს შეეჯახა- ცხოვრება მართალია რთულია, მაგრამ შენ ჯერ ბავშვი ხარ. ასე მწარედ ნუ განიცდი, მშობლებს მიანდე პრობლემები და ისინი მოაგვარებენ.
---მე ობოლი ვარ. ეხლა ბავშვთა სახლიდან მოვდივარ. დღეს გამომიშვეს იქედანაც რადგან უკვე 19 წლის ვარ! -უთხრა თუ არა ნათიამ თვალები დახუჭა, თვალთან მომდარი ცრემლი რომ შეეჩერებინა. გული ეტკინა მძღოლს. ცრემლით აევსო თვალები შეხედა და უთხრა.
---კეთილი ადამიანებიც არსებობენ ჩემო გოგო. აი, ეს ჩემი ნომერი თუ ოდესმე გაგახსენდეს მოხუცი ტაქსის მძღოლი, მიხმე და შენთან გავჩნდები!- თავისი სავიზიტო ბარათი მიაწოდა. ფულიც უკან დაუბრუნა, ჩანთა ბინამდე მიატანინა. კურთუკის ჯიბიდან საფულე ამოიღო, არც დაუთვლია ფული ისე ამოიღო და ნათიას ხელში ჩაუდო.
---მე ხშირად მოგაკითხავ შვილო. არ შეუშინდე ცხოვრებას. მეც ნოლიდან დავიწყე, მეც ობოლი ვარ, მაგრამ აგერ 65 წლის ვარ და ოჯახიც მყავს!
----დიდი მადლობა, ეს არ არის საჭირო, მე მაქვს თანხა. ამ პატარა ხანს მეყოფა, ვმუშაობ კიდეც არ ვთაკილობ მუშაობას. მადლობა მაგრამ ვერ ავიღებ ამ ფულს ბატონო .....!
---ბონდო, ბონდო მქვია შვილო!
---ბონდო ძია, ძალიან გთხოვთ, უხერხულში მაყენებთ!
---შემოგივლი შვილო.-კაცმა თითქოს ვერ გაიგო ნათიას ნათქვამიო- ყველაფერი კარგად იქნება! შუბლზე თბილი კოცნა დაუტოვა, ბინაში შეიყვანა და წავიდა. თვალზე ცრემლი ქონდა. გაახსენდა წარსული, როგორ ეწამა, გაჭირვებამ როგორ ატირა მწარე ცრემლებით. მაგრამ დღეს ბედნიერია, ულამაზესი ოჯახი ჰყავს.
ნათიამ მოათვალიერა მისი საცხოვრებელი ადგილი. მყუდრო ბინა იყო. ერთი ოთახი სადაც ძველი საწოლი იდგა, მაგიდა, ორი სკამი, ძველებური კარადა ტანსაცმლის და ძველებური მდივანი.
- მე მეყოფა, მეტი არც მჭირდება. ბედნიერებას აქაც ვპოვებ, თუ გამოიმეტა ჩემთვის უფალმა. -თავისთვის ბუტბუტებდა.
საშინელი სიცივე იყო. ქარი აწყდებოდა ფანჯრებს და თითქოს სადაცაა შემოგლიჯავსო. მაგრამ ნათიას პირველად ამ 16 წლის მანძილზე პირველად დაეძინა თბილად და ტკბილად. უცნაურმა სიზმარმა გააღვიძა, სუსხიანი დილა იყო, გაყინულ ფანჯრებთან ბეღურები შეყუჟულან, ალბად იციან გარეთ ცივა, მაგრამ შიგ ოთახში სითბოა, გულიდან წამოსული სითბო, საათს დახედა და ციფერბლატი 07.00 აცნობს. ისევ მიდის და მის უჩვეულო წესს არ უხვევს. ფანჯრიდან იხედება, ფანჯრის წინ ასვეტილი ლამპიონი უყურებს. გახედა მოპირდაპირე კორპუსის ფანჯრებს და ყველა ჩაბნელებულია, ჯერ ისევ სძინავს მშრომელ და მოსამსახურე ხალხს. შორს ციცინათელებივით ანათებენ ქალაქს ჩირაღდნები. უკვე შეეგუა იმ აზრსს რომ დილით აღარ დაადგება თავზე ქ.ელენი, არ მოაღებს გორილასავეთ პირს და არ დაუწყებს ყვირილს. ცოტა ხნის წინ რომ ეთქვა ვინმეს, სულ მალე შენთვის მშვიდად ადგები და არავინ არ შეგიშლის ხელსო არ დაუჯერებდა. მაგრამ ეხლა ფაქტი სახეზეა. ნელა-ნელა მოემზადა, სარკის წინ დადგა. ძველმოდური, ამინდთან შეუფერებელი პერანგი ჩაიცვა. თმა მონდომებით დაივარცხნა, სახლის კარი გამოიკეტა და გაუყვა ქუჩას. ირგვლივ სიწყნარეა ის კი ნელი ნაბიჯით მიუყვება ქუჩას და მაღაზიის ვიტრინებს ათვალიერებს. თანდათან მზეც ამოდის და რაც შეუძლია ათბობს მიდამოს. სუსხიანი ქარი კი სახეში ურტყამს და თმებზე ეთამაშება. აუწეწა-დაუწეწა დავარცხნილი თმები, ეღიმება გულწრფელად ქარის თამაშზე. დღე პოზიტიურად დაიწყო ნათიასთვის. დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ უკან დაბრუნდა და მარკეტში შევიდა, ცოტა-ცოტა ყველაფერი იყიდა და თბილ კერძის მოამზადებს. დღეს ხომ დალი ბებოს ელოდება, უნდა მოვიდეს. დაპირდა აუცილებლად მოვა. მარკეტიდან გამოვიდა ცელოფნებით დატვირთული მძიმედ მოაბიჯებდა გზაზე.ბინასთან ახლოს ბიჭებს ბირჟა ქონდათ. ყურადღება მიიქცია უცხო გოგონამ და თვალი გამოაყოლა ყველამ.
---მოხმარება ხომ არ გინდა გოგონა?
---არა მადლობთ-თავაზიანად დაუბრუნა პასუხი.
---გეტყობა აქ ახალი ხარ, არ დამინახიხარ ჯერ!
---კი ახალი ვარ, რამე პრობლემაა?
---არა, არა, რა პრობლემა. არც არაფერი!
---მაშინ ჩამომეცალე და გზა მომეცი, ნუ მეღობები გზად! -მრისხანედ შეხედა ბიჭს თვალებში. ნათია თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა.
---ოოო, ეს რა კერკეტი კაკალია!
---ჩამომეცალე შენი ლაყბობის მოსასმენად დრო არ მაქვს!
---რატო დედიკო გაგიჯავრდება?ცელოფნები ძირს დაუვარდა.
---არასოდეს,არასოდეს ჩემი დედა არ ახსენო ამ ბინძური პირიდან,იდიოტო! უთხრა და მწარედ აეწვა ბიჭს მარცხენა ლოყა.ამას არავინი არ ელოდა.ნათიას ცრემლებით ქონდა თვალები სავსე.კიდევ ერთხელ გადახედა ყველას მრისხანედ და მტკიცედ ყველას გასაგონად თქვა.---არასოდეს არ ვნანობ არაფერს. არც ბოდიშს უხდი ვინმეს,ნუ დაელოდები ამ სიტყვას ჩამგან ვერასდროს ვერ გაიგონებ, მაგრამ ჩემი დედის ხსენებას არავის ვაპატიებ, ეხლა კი ჩამომეცალე და გამატრე. უხმოდ დაუთმენ გზა და ყველამ სევდიანად გააყოლა თვალი ნათიას.
---მრისხანეა მაგრამ მისი თვალები დიდ ტკივილს გადმოსცემს საბა.არ გავს სხვებს ის სულ სხვანაირია.ვეცადოთ ახლოს გავიცნოთ,იქნებ რა უჭირს ბიჭებო!- უთხრა ნიკამ ბიჭებს.
---კარგია მეც მომწონს მაგ აზრი.იქნებ ობოლია და ამიტომ განრისხდა ესე ძალიან! თქვა ჯაბამ.
---ან შენ რამ გადაგრია ,არასოდეს არ დალაპარაკებიხარ უხეშად გოგოს!
---არ ვიცი კი დამარეტიანა რა მხია მერცხენა ხელით? შენსავეთ მემარცხენეა ნიკა!
---ნახე ბებო მოდის.აქ რა უნდა.მოდი ცოდოა ამ ჩანთებს ავატანინებ სადაც მიდის და მალე მოვალ! ჩქარი ნაბიჯით მივიდა მოხუც ბებოსთან ნიკა.
---ბებო აქ ვისთან მოხვედი მომეცი მოგეხმარო ეტყობა მძიმეა ჩანთები!
---გაგახარა ბებო ღმერთმა.ხო მძიმეა, ჩემი გოგო დაბინავდა გუშინ აქ და ჯერ ახალია.არ იცის აქ არაფერი.ვიფიქრე მოვინახულებთქო.! ნიკამ გამოართვა ყველა ცელოფანი და ნოეს გასძახა
.---ბებოს ხელი მოკიდე და წამოიყვანე აქ ცუდი გადმოსასვლელია!-ნიკამ ჩანთები წაიღო.ნოემ ბებოს მოკიდა ხელი ნელი ნაბიჯებით წავიდნენ კორპუსისკენ.
---ამ კარებზე ზარი მიეცით ბებო.ჩემი გოგოს გაგაცნობთ.აქ არავის არ იცნობს და ხანდახან მიმიქციეთ ყურადღება!
---ვინ არის?მოესმათ შიგნიდან გოგონას წკრიალა ხმა.
---დალი ბებო ვარ შვილო ნათია გამიღე კარი!
---უი უკვე მოხვედი? შემოდი, შემოდი სიცივეა არ გაცივდე კარში.-გააღო კარი და დაინახა ის უცხო ბიჭებიდან ორი და თვალები ისევ რისხვით აენთო.
---შემოდით შვილებო. იფ, იფ, იფ, რა სუნები დაგიყენებია ბებო?!- ბიჭებიც შემოვიდნენ სახლში. ირგვლივ მიმოიხედენ, მოათვალიერენ ოთახი და მიხვდნენ რომ გოგონა მართლაც მარტო ცხოვრობდა. დაუცველი და მიუსაფარი იყო.
---ბებო ბიჭები მომეხმარენ, გააწყვე მაგიდა, გაუმასპინძლდეთ მათ! -თბილად თქვა დალი ბებომ.
---ბე, ხომ იცი ჩვენ მარტო არ ვართ, გარეთ ძმაკაცები გველოდება და უხერხულია აქ რომ შევყოვნდდეთ!
---ბე, აქ ამ სიღარიბეში ვინ მოინდომებს დაჯდომას და პურის გატეხვას, მადლობა რომ ბებოს დაეხმარეთ!
---რას ქვია სიღარიბე! -გაბრაზდა დალი ბებო- სახლში თუ სიცივეა და მდიდრული მდივან კრესლოები არ დგას, ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენს სულშიც ცივა და სტუმართმოყვარეობა არ გვაქვს. ეს მეორედ არ თქვა გესმის? ეხლა დაუძახეთ იმათსაც და აქ მოვიდნენ აქხლავეს! ნათიას განრისხებული დალი ბებო არასოდეს ენახა. ენა ვეღარ შეუბრუნა და ბიჭებს გადახედა დაბღვერილი თვალით. ნოემ და ნიკამ ერთმანეთს გადახედენ და ჩაეცინათ ორივეს.
---ნიკა ბებო, საბა სად არის?-მოულოდნელად შემოუტრიალდა დალი ბებო ნიკას.ნათიამ თვალები დააჭყიტა და ენის ბორძიკით შეეკითხა დალი ბებოს.
---თქვენ იცნობთ ერთმანეთს?
---დაჯექი და მომისმინე.- დალი ბებომ მშვიდად უთხრა ნათიას და მის გვერდით სკამზე მოათავსა- ნიკა ჩემი შვილიშვილია. ნოე მისი მეგობარი. შენ რა გგონია, აქ შენთან უცხო ბიჭებს შემოვიყვანდი? 16 წელია მიცნობ და ჩემს ხელში გაიზარდე, ჩემო გოგო, მოდი ეხლა ეს გემრიელობები რაც მოამზადე ბიჭებსაც გავასინჯოთ და თანდათან ყველას გაგაცნობ!
---კარგი ბებო, მე არ ვიცოდი და მაპატიე!
---როგორ ხარ დალი ბებო! საუბარი ბიჭების შემოსვლამ შეაწყვეტინათ. მივიდნენ და გულში ჩაეხუტენ დალი ბებოს. გემრიელად ისადილა ყველამ. ნათია მორცხვად იჯდა ბებოსა და ნიკას შუა და ხმას არ იღებდა.
---ჩემო ბიჭებო, აბა თქვენ იცით, ამ ერთ, გალეულ ბავშვს თქვენ გაბარებთ და მოუფრთხილდით თვალის ჩინივით ხუთივემ!
---რატომ აწუხებ ბებო. მე ვმუშაობ, დილით გავდივარ და საღამოს შემოვდივარ. მაგათ თავიანთი საქმე აქვთ.
-ნათ, მე ნიკა ვარ გაბუნია. ჩვენ ერთი საძმო ვართ. გაიცანი ნოე პატარიძე, საბა მელაძე, ჯაბა სვანიძე, ხვიჩა როგავა. ბაღიდან ერთად მოვდივართ და ერთ უბანში ვცხოვრობთ ყველა.განსხვავება ისაა, სხვადასხვა ბინებში გვძინავს. შენ ნათია ბურჯანაძე, შენზე მანამდე ვიცოდით, სანამ აქ მოხვიდოდი. ბებომ მოგვიყვა შენზე. ვიცით ვინც ხარ და საიდან მოხვედი. ჩვენ დღეიდან შენი ძმები ვართ, რომლებიც არასოდეს არ გყოლია. სამსახური უკვე შენთვის ნაშოვნია. არ შეგეშინდეს ჩვენც შენს გვერდით ვართ. ჯაბა მუშაობს იქ ბარმენად. ხანდახან საბა ცვლის. ჩვენც შენსავეთ 19 წლისანები ვართ. როგორც ბებომ მითხრა კარგად სწავლობდი, ასე რომ სწავლას ხელს არ შეუშლი, იმეცადინებ, პერიოდულად მოვალთ, ასე რომ დღეიდან მარტო აღარ ხარ! ნათია იჯდა და სათითაოდ მისჩერებოდა ყველას.
---მე არასოდეს, მომქცევია არავინ ასე თბილად, დალი ბებოს გარდა. მშობლები არ ვიცი, არ მახსოვს. ჩემს მახსოვრობას მხოლოდ ის სახლი ახსოვს და მეტი არაფერი. ისიც არ ვიცი საერთოდ არსებობენ თუ აღარ არიან ამ ქვეყნად, იქნებ დები ან ძმებიც მყავს, ჩემი სულისა და ხორცის ნაწილები, არ ვიცი მაგრამ ის კი ვიცი ამ 16 წლის მანძილზე არავის მოუკითხია ჩემთვის. მადლობა გვერდში დგომისთვის, სამსახურზე არ არის საჭირო ძება და ვინმეს შეწუხება, ვმუშაობ, მაგრამ თუ უკეთესი პირობებია, თქვენს გვერდით მირჩევნია მეც, გპირდებით, ვიქნები მტკიცე და უდრეკელი და მხარს არასდროს არ ჩამოგიგდებთ!- ცრემლი მოიწმინდა და ამაყად გადახედა ყველას.
---მე მომწონს შენი ფიცხი ხასიათი ნათ, მაგრამ ხანდახან დათმობა გვიწევს რაღაცეების ადამიანებს და ეს გაითვალისწინე ძალიან გთხოვ!- უთხრა ჯაბამ.
ყველამ როგორც და ისე მიიღენ ნათია მათ სასტავში.
---ბოლო-ბოლო, ხუთი ბიჭი ვართ და ეს ერთი გოგო ვერ შეგვინახია? შუშა ოქროსავით გაგიფრთხილდებით ნათ! თქვა საბამ.
---ნათიას ღამე ეშინია და ეცადეთ გვიან არ შეაწუხოთ და გული არ გაუხეთქოთ თქვენი ველური საქციელით!-მკაცრად გააფრთხილა ხუთივე.-ეხლა ჩემი წასვლის დროა თქვენ ისაუბრეთ და კარგად გაიცანით ერთმანეთი, გოგო არ გამიბრაზოთ, აბა წავედი და ჭკუით!
---ჯერ ადრეა ჩვენც ხომ არ გავიდეთ! თქვა ნიკამ
.---მე ნომრის გამოცვლა მინდა, თუ დამეხმარებით კარგი იქნება!-გაუბედავად თქვა ნათიამ.
---რა ტელეფონი გაქვს მაჩვენე!
---უბრალოა, მის საქმეს კი აკეთებს ნიკა!
---მაჩვენეთქო!- გაუმეორა მკაცრად. ნათიამ უნებურად წარბი აწია, მაგრამ ზედმეტად არ უთქვამს არაფერი,გავიდა ტელეფონის მოსატანად.
---აი ეს არის ! -ძველებური ნოკიას აპარატი აჩვენა.
---მეტი ძველმოდური არ იყო არაფერი?
---მე კი მყოფნის.მის საქმეს აკეთებს რას დამცინი!
---რას ქვია დაგცინი. შენ ასე ადვილად ბრაზდები ყველაფერზე?
-მიდი მოიმცვი და გავედით!
---მაგიდას ავალაგებ, ასე ხომარ დავტოვებ!
---იქედან რომ მოხვალ მერე, დაიკეტება მაღაზიები ვაგვიანებთ!
---ნათ რაღაც გვინდა შეგეკითხოთ- გაუბედავად უთხრა ჯაბამ.
---რაა მკითხე, რატომ გერიდება!- გაკვირვებულმა შეხედა ნათიამ, დაიცა ვიცი მე გამოვიცნობ, სიგარეტს არ ვეწევი, არც არასდროს მომიწევია, არც ყავას ვსვამ და არც ლუდს, ნუ დამცინებთ, ალბად იტყვით, არ იცის რაა ყავაო. არა ვიცი მაგრამ არ მიყვარს. ასე რომ მაგეებზე ჩემთან პრობლემა არ გექნებათ!
---კარგი წავედით! კარები გამოიკეტენ და წავიდნენ.ისე ერთი იდეა მომივიდა.ბებომ ეს რატომ არ გააკეთა არ ვიცი.ალბად ჩემი მოერიდა.მოკლედ ჯერ ბებოს დაველაპარაკები და მერე გეტყვი კარგი?

ეხლა მაღაზიებში შევალთ მხოლოდ ერთ მაღაზიაში არ შემოგყვებით რადგან იქ შენ უნდა აარჩიო ყველაფერი, გარედან გიყურებ თუ შეგატყვე ჭოჭმანობ შემოვალ და რაც მომხვდება ხელში ყველაფერს მივიტან სალაროსთან. ამიტომ არ ღირს დიდხანს ფიქრი ხო?
--კარგი, -უთხრა ნათიამ, ნელა-ნელა შედიოდა კონტაქტში ბავშვებთან და მოსწონდა მათთან ყოფნა.
--საიდან დავიწყოთ ნიკა?
---ნიკ მე არამაქვს ამდენი ფული! -მორცხვად უთხრა მაგრამ ვინ აცალა სიტყვის დამთავრება.
---ხმა და შედი მაღაზიაში- ნიკა ყველაფერს ჯერ კარგად ათვალიერებდა მერე ნათიას გახედავდა ტანზე დააკვირდებოდა მოერგებოდა თუ არა და შემდეგ კონსულტატ გოგოს გადასცემდა ჩუმად.
---ნიკა ამდენი რამე სად დავატიო, ოთახი ამხელა არაა!- სიცილით თქვა ნათიამ.
---არაფერი არ ამოალაგო. მე ეხლა ერთ ადგილზე წავალ და მალე მოვალ.- უთხრა ღიმილით ნიკამ, შემდეგ ბიჭებს მიუბრუნდა- თქვენ ნათია წაიყვანეთ მაგდასთან და დაგირეკავთ. მნიშვნელოვანი საკითხი უნდა მოვაგვარო, ერთ საათში დავბრუნდები!
---სად გავარდა, რა ეტაკა!-





საბამ გაკვირვებულებმა გააყოლენ თვალი ნიკას რომელიც ხან ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა და ხან გარბოდა.
.--წამო მაგდასთან და მერე ყავას შენ თუ არ სვამ, ჩვენ ხომ გაგვიკეთებ ნათ.
---მე არ ვსვამ იყიდეთ და მოდუღებას რა უნდა.- ღიმილით გახედა ნათიამ ბიჭებს- თუმცა აწი სულ უნდა მქონდეს, სახლში თქვენთვის. რა დროს წამოგიართ და მოხვალთ იმდენი მაღაზიას ხომ არ ვესტუმრები?
---აი ჭკვიანი ხარ. ეხლა უნდა გადაგასხვაფეროთ და მერე სახლში! -ნათია ბიჭებმა მაგდას სალონში მიიყვანეს. საიდანაც სულ სხვანაირი ნათია გამოვიდა. შეხედეს და დაუსტვინენ
---ეხლა კი სიფრთხილე გვმართეეებს!- ჩაუმღერა ნოემ.
დაღლილები მივიდნენ სახლში და ზოგი მდივანზე დაეგდო, საბამ კი ლოგინზე გაიშოტა.
---მე წელი მტკივა და არ შემეხოთ. -ჯაბა წავიდა საბასკენ რომ არ დასცალდა ტელეფონის ხმამ შეაჩერა.
---ხო ნიკა მოდიხარ?
---არაფერი არ ამოალაგოს ნათიამ და გაემზადეთ მანქანით მოვდივარ!
--რა დაემართა ამ ბავშვს, რას ბოდიალობს. ვერაფერი ვერ გავიგე.
--მოვედიიი. -მალე შემოვადა კარებში, ყურებამდე გაკრეჭილი ნიკა- აბა აიბარგეთ ყველამ და ჩემთან მივდივართ- მერე ღიმილით და სითბო ჩღვრილი თვალებით მათიას მიუახლოვდა- ნათ მომისმინე, მე ბებოს მეტი არავინი არ მყავს, ისიც მოხუცდა, ვერ შეძლებს აქეთ-იქით სიარულს ყოველ დღე, ამიტომ სულ ჯავრი რომ არ ქონდეს, გადავწყვიტე ჩემთან იყო ახლოს და ერთად ვიცხოვროთ, უფრო კარგია შენთვინაც და ჩემთვინაც- შემდეგ მომლოდინე მზერა მიაპყრო- ააა რას იტყვით?
--მე, მე არ ვიცი რა გითხრა ნიკა- არეული სიტყვებით დაიწყო ნათიამ- არა, ხართ ვალდებული, ჩემზე ასე იზრუნოთ. ვინ ვარ მე თქვენთვის!
--შენ უკვე ჩვენი სასტავის და ხარ, გაგაცნობთ ირმას და ადას, მოგეწონება კარგი გოგოები არიან, ხვალ დილით კი ავდგებით და წავალთ იმ კაფეტერიაში სადაც ჩვენ ყველა იქ ვართ, იქ დაიწყებ შენც მუშაობას, ერთად ვიქნებით და სანერვიულოც არავის, არაფერი, აღარ გვექნება.
--რა კარგად მოიფიქრე ნიკა. ასე ჯობია, ამ ბინას შევინახავთ თუ რამე მოხდა და გარეთ გამოგვაგდებს, აქ მოვალთ.
--ნუ ჯამბაზობ ეხლა და წავედით. ბებოს ისე გაუხარდა გემრიელად გამასპინძლებას შემპირდა, ასე რომ გაინძერით ეხლა, ჩავალაგოთ ყველაფერი დროზე! აჩქარებდა ნიკა ყველას
.--ნათ მე ცხოვრებაში დედმამიშვილი არ მყოლია. მაგრამ არც მარტო ვყოფილვარ არასდროს, მართალია 19 წლის ასაკში შევიძინე და მაგრამ მე სულ, მუდამ, ყოველთვის შენს სიახლოვეს ვიქნები, ამიერიდან ერთმანეთის სიხარულით და ერთმანეთის ტკივილით ვიცხოვრებთ.
--ნიკა მადლობის მეტი რა მეთქმის. 16 წელი მარტოობაში გავატარე. იქნებ სადმე მყავს დედმამიშვილი და ეს მიკლავს გულს.
--ყველაფერი მოგვარდება, ჩვენ ყველაფერში დაგეხმარებით და ვინ იცის იქნებ ეს საიდუმლოც ამოვხსნათ რაც შენ გიღრღნის გულს.

---მანქანის ტარებასაც გასწავლი მოგვიანებით, მხოლოდ ჭკუით იყავი და ჩვენზე წინ ნუ წახვალ, არ მოგერიდოს თუ რამე გინდოდეს, თავისუფლად შეგიძლია მითხრა, მე თუ არ ვიქნები საბა, ჯაბა, ხვიჩა, ნოე ყველა შენს გვერდითაა.
---ნიკ შეიძლება ჩაგეხუტო? აცრემლიანებული თვალებით შეხედა ნათიამ.
---მოდი ჩურჩუტო, შენ მე გულის ნაწილი გამითბე, ცხოვრებაში არასდროს არ მიგვერდო და მე ყოველთვის შენთან ვარ!
---მანქანის ტარებას მართლა მასწავლი? იცი როგორ ვოცნებობდი ხოლმე? ეეხ, ნიკა ოცნება, ოცნებად რჩება. მიხარია რომ ზოგჯერ ოცნებებში მაინც ვარ ბედნიერი!
--შენ იმაზე მეტი ბედნიერი იქნები ვიდრე შენ წარმოგოდგენია. ეხლა ჯერ დავლაგდეთ და მერე ყველაფერს მისი დრო აქვს. წავედით!
---თქვენ არცერთი არ სწავლობთ? -მიუბრუნდა ბიჭებს მანქანაში ჩაჯდომისთანავე.
---საბა და ჯაბა ბარმენობას შერჩნენ, მოსწონთ ეს საქმე და ამბობენ ჩვენი ბარმენობით თბილისი უნდა დავიპყროთო!
---იცინე, შენ იცინე და ისეა მონდომებული ორივე, ნახე მალე მიაღწევენ თავიანთ მიზანს! -თქვა ნოემ.
---შენ ნოე არ სწავლობ?
--მე და ნიკა ვსწავლობთ ბიზნესის მართვაზე.მეორე კურსზე ვართ. ხვიჩა კი ჯარისკაცია. ჯარში მიდის მაგრამ მალე გავა ერთი წელი და ისევ ერთად ვიქნებით.
---ნათ შენ რაზე გინდა ჩააბარო.ბებომ კარგი მოსწავლეაო მითხრა!
--მართალია კარგად ვსწავლობდი. მაგრამ არ გავედი გამოცდებზე ვმუშაობ ნიკა. ჩემი მიზნებიც მაქვს. მეც ბიზნესის მართვა მინდა რომ ვისწავლო. ვინ იცის იქნებ ცხოვრებამ მეც გამიმართლოს და გავხდე წარმატებული ქალი! აი მოვერდით სახლშიც ამ ლაპარაკში.
-ბებოოოოო! -იყვირა ნიკამ.
მანქანა კერძო სახლთან გაჩერდა. წინ ლამაზად იყო ვაზი დაგრეხილი, რომელსაც უკვე ასაკიც ეტყობოდა და ტალავრად მოდებოდა გარშემო მთელ ვერანდას. ორ სართულიანი სახლი ამაყად და თავმომწონედ იდგა ნათიას წინ. სახლიდან დალი ბებო გამოგვანგვალდა წინ ლამაზი წინსაფარი ქონდა აკრული და ხელების მშრალებით მოდიოდა ბავშვებისკენ.
---მოდით ბებოს სიხარულო მომიყვანე ჩემი გოგო?
---მოგიყვანე ბებო, მოგიყვანე, მაგრამ ნუ მაეჭვიანებ!
---ნუ შეაშინე ბავშვი ნადირო! სიყვარულით უსაყვედურა შვილიშვილს.
---ბებიკო ისე გამიხარდა ნიკამ რომ მითხრა, ამხელა სახლი რად გვინდა, ის გოგო იქ მარტო უნდა იყოს და აქ მოვიყვანოთო, სიხარულისგან გული ლამის გამიჩერდა, მოდი ჩემო ლამაზ თვალება- ბებომ ნელა შეიყვანა სახლში თან ნაზად ეფეებოდა, შემდეგ კი ერთ-ერთი ოთახის წინ გაჩერდა- აი, ეს იქნება შენი ოთახი, ძირს ზამთარში და ზაფხულში ზემოთ, ბებო ეხლა დადე შენი ნივთები, მერე მიალაგე და ვივახშმოთ.
ძალიან მოეწონა ნათიას სახლიც, ბიჭების სასტავიც, დალი ბებოს სითბო და სიყვარულით ანთებული თვალები და ის ღამე იყო ყველაზე ბედნიერი ღამე მისი ცხოვრების მანძილზე. წყნარი და უჩვეულო გარემო შეიქმნა მის გარშემო. ფიქრობდა ყველაფერზე. ფიქრობდა რატომ მიიღო ნიკამ ასე ახლოს. თავადაც შეუშვა ეს ადამიანი მის გულში.რაღაცნაირად უნდა სულ მის ახლოს იყოს, მის გარშემო ტრიალებდეს. ფიქრებში როგორ ესტუმრა სიზმრების სამყაროს ვერ გაიგო. დილით ძალიან ბედნიერს გაეღვიძა.
---ნააათ ადექი გასასვლელები ვართ!- გააღვიძა ნიკამ. ზლაზნით ადგა, უპასუხოდ, მოწესრიგდა და დალი ბებოსაც მოეხმარა საუზმის გაწყობაში.
----ძალიან გემრიელია ბებო, მიყვარს შენი ხელებით გაკეთებული გემრიელობები!- გემრიელად ილკმებოდა ნიკა
---აი, შენ ნახე ნათია რა გემრიელ კერძებს ამზადებს!- ბებომ ღიმილით გადახედა აფორაჟებულ გოგონას. ნიკამ ბებო ჩაკოცნა და მერე ნათიას მიუბრუნდა.
-მოემზადე ჩაიცვი, გამოეწყვე და წავიდეთ!
---ნიკა რა ჩავიცვა ან როგორ ჩავიცვა!
--გეტყოდი თავისუფლადთქო მაგრამ ცოტა გამოიპრანჭე!- და თვალი ჩაუკრა.- მე წყალს გადავივლებ და შენ მალე ქენი, არ მიყვარს ლოდინი!

ნათიამ და ბებომ სუფრა მიალაგეს, უნდოდა ეკითხა თუ სად იყო ნიკას მშობლები მაგრამ, მაგრამ ვერ გაბედა. მიუხვდა დალი ბებო მის ფიქრებს და უთხრა
-ერთ დღეს ყველაფერს გეტყვი შვილო ან ნიკა თავად გეტყვის როცა მზად იქნება სათქმელად, აქამდე მას ასე ახლოს არავინი არ მიუშვია, შენში მან ნახა რაღაც მისეული, ის რაც აკლდა შენ შეუვსე, მე მიხარია ეს, აქ მეყოლები, ჩემთან ახლოს და სულ ერთად ვიქნებით!
---მიყვარხარ დალი ბებო. წავალ ეხლა ჩავიცმევ თორე ნიკამ ლოდინი არ მიყვარსო და არ მინდა ავაყვირო! -უთხრა სიცილით და აკოცა დამჭკნარ ლოყებზე.
---წადი ბებომ შემოგევლოს, წადი!- ნათია მის ოთახში შევიდა და საწოლზე დახვდა გადმოდებული ტანსაცმელი და მიხვდა ეს ნიკას გადმოღებული იყო. ოდნავ გაქლექილი შავი ჯინსი, ნაცრისფერი ყელიანი სვიტრი, შავი მანტო და ნაცრისფერი თბილი შარფი. შავი ჩექმა ერთიან ძირზე ოდნავ მაღლები და შავი ჩანთა. მოეწონა ნიკას არჩევანი და ჩაცმას შეუდგა. უკვე თმებს ივარცხნიდა რომ კარებზე კაკუნი იყო.
---შეიძლება ნათი შემოვიდე?- იკითხა ნიკამ.
---მოდი ნიკანდრო! -და გაუღიმა.
---ვაუუუ როგორ გიხდება ეს შარვალი- ხელი მოკიდა და დააბრზიალა- სუპერ, კარგია ძალიან მომეწონა.- ცერა თითი აუწია ნიკამ და სახეზეც ეტყობოდა რომ ძალიან მოხიბლული დარჩა მისი გემოვნება რომ არ გააპროტესტა და სხვა არ ჩაიცვა.
---მინდა ერთი რამ გთხოვოო, კი არადა გაგაფრთხილო ნათი, არაფერს არ დაგიშლი, ყველგან ერთად წავალთ, რადგან სამეგობრო საერთო გვყავს, მხოლოდ ეს უაზროდ დახეული ჯინსები და უბეჩამოვარდნილი შარვლები არ დამანახო, იცოდე თუ იყიდი, ჩაცმას ვერ მოასწრებ რომ დავჭრი და გადავყრი, ამიტომ ფულს ტყუილად ნუ დაკარგავ. მოკლე კაბებს მე შენს გვერდით რომ ვიქნები არ გიშლი, გიხდება და იმიტომ, უჩემოდ თუ წახვალ სადმე არ გთხოვ იმას მონაზონივით წახვიდე, მაგრამ საზღვარს არასდროს არ გადასცდე, შევთანხმდით?-მოუთმენლად მიაჩერდა პასუხის მოლოდინში. ნათიამ უყურა, უყურა და უთხრა
---ნიკ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს და გემოვნებაც ერთნაირი, იცი რომ მე და შენ ხასიათებითაც ვგავართ ერთმანეთს?!
---ძალიან კარგი, ე.ი.შევთანხმდდით ხო? თმები კი დღეს შეიკარი. ქარია გარეთ და აგიწეწავს მაინც!
---ხო ვიცი, მეც მასე ვიკეთებდი. მაღლა ავიწევ და ვსო!
ნიკა გარეთ გავიდა და თან მიაძახა.
--ჩქარა გელოდები მეორედ არ დამაძახებინო!
---ოოო მოვდივარ უკვე ხო! -და გაეკიდა უკან ისიც მანტოს გზაში იცმევდა და ისე დაეწია კარებთან, დალი ბებო გაყვა ბავშვებს ეზოს ჭიშკრამდე და სიყვარულით სავსე თვალებით გააცილა ბავშვები. კაფეტერიაში შესვლისთანავე საბამ მივიდა ნიკასთან და უთხრა;
---ნიკ მე უკვე ველაპარაკე ილიას და იაგოც იქ იყო, გელოდებიან ზემოთაა ორივე. მაგრამ გამაფრთხილა თუ ვინმემ მიკითხოს ტელეფონზე დამირეკეო, მოდი დაურეკავ პრობლემები არ გვინდა!
---მიდი დაურეკე შენ და მანამდე გოგოებს გავაცნობ ნათიას!
ნიკა გოგოებისაკენ წავიდა და გადაკოცნა ორივე, ჯერ ადრე იყო და ხალხი არ ყავდათ, ამიტომ საღამომდე ტკბებოდნენ თავისუფლებით.
---როგორ ხართ გოგოებო? აი, გაიცანით ჩემი ანუ ჩვენი სასტავის დაიკო, თუ დათანხმდა ილო აქ იმუშავებთ ერთად, ნათ, გაიცანი ადა კოცი და ირმა მესხი!
---კოცი? ეს ხო ქართული გვარი არ არის, არც რუსული!- ნათიას კითხვამ ყველას ღიმილი მოგვარა სახეზე.
---მართალია მე არც ქართველი ვარ, არც რუსი და არც უკრაინელი, რაც არ უნდა გაგიკვირდეს მე ალბანელი ვარ, მომწონს საქართველო და აი აქ ვარ და აქ ვაპირებ დარჩენას! -ბოლო სიტყვა ისე თქვა თან ნიკას გადახედა რაც ნათიას შეუმჩნეველი არ დარჩენია და ჩუმად ჩაეცინა ყველას შეუმჩნევლად.

----ძალიან სასიამოვნოა მე ნათია ბურჯანაძე, უნდა ვაღიარო რომ მეგობრები არ მყავს და ძალიან მადლობელი დაგრჩებით თუ საერთო ენას გამოვნახავთ და ვიმეგობრებთ!- მთელი გულწრფელობა ჩადო ნათიამ მის სიტყვებში და გოგონებს მომლოდინე მზერით გადახედა.
---ნიიკ ეს უკვე ჩვენია! -გაუცინა გოგოებმა ნიკას.
---ნიკ, გელოდებათ ზემოთ ორივე.- გადმოსძახა ბარიდან ერთ ერთმა.
---ნათ, კარებთან რომ მიხვალ ღრმად ჩაისუნთქე!- ჯაბამ ღიმილიანი სახე შეანათა
---ნუ აშინებ შე ჩე...ა, წამოდი ნუ უსმენ მაგ ავადმყოფს!- გაიარეს ვიწრო დერეფანი და წითელი ტყავის კართან გაჩერდნენ.
----რაა, ეს წითელი ტყავი რომ გადაუკრია კარებზე, შავი ფერი ვერ იშოვა?- არ მოეწონა ნათიას კარის დიზაინი.
---ნუ ბუზღუნებ შევდივართ!
---შეიძლება?- ნიკამ ფრთხილად დააკაკუნა და მერე შეაღო კარი ნელა.
---მოდი ნიკა მოდი! -გაისმა არც კაცური და არც ქალური ხმა, რაღაცნაირაი ხმა ქონდა, რაღაც ამოუცნობი.
---გამარჯობათ, როგორ ხართ? -ხელი ჩამოართვა ორივეს ნიკამ.
---დაბრძანდით! -მიუთითა სავარძლისკენ ერთერთმა იქ მყოფმა.
---მადლობთ ეს ჩემი დაა ნათია, ესენი კი ამ კაფეტერიის უფროსები არიან, დაგელაპარაკებიან, მე ძირს დაგელოდები და ერთად წავიდეთ! ნათიამ შიშჩამდგარი თვალებით შეხედა ნიკას.თითქოს ეუბნებოდა არ დამტოვოო.
---ნუ გეშინია მალე განთავისუფლდდები! -მივიდა ახლოს შუბლზე აკოცა თბილად და გარეთ გავიდა. ცოტა ხანში ნათია გახარებული გამოვიდა უფროსების კაბინეტიდან. მის სახეზე ღიმილი, ეს იმის ნიშანი იყო რომ შეთანხმდდნენ. კიბეებზე ღიმილით ჩამოვიდა და ირმამ შორიდან შეამჩნია ნათიას ბედნიერი სახე.
----ნიკ ნათიას შეხედე რა ბედნიერი სახე აქვს, ალბად აიყვანეს აქ რა კარგია. მთელი სასტავი ერთად ვართ! უთხრა ირმამ ნიკას.
----ვხედავ და როგორ უხდება ღიმილი. ეეეხ ვის ბედნიერი ცხოვრება აქვს და ვის ტანჯვით სავსე. ეს არავინმა ვიცით ირმა!
---რას იზამ ნიკ ეს ყველაფერი უფლის ნებაა!
---ნიიიკ ამიყვანეს, ხვალიდან უნდა დავიწყო მუშაობა დღის 2 სა-დან ღამის 12-მდე!
--მეცადინეობას მოახერხებ? სულარ გინდა სამსახურითქო და არ გესმის. ნათია კარგად მოერგო სამსახურს. მეგობრებს, სასტავს, გვიან გადიოდა მაგრამ თუ ბიჭებს არ ეცალათ ბონდო ძიას მიყავდა სახლში. მოსწონდა ეს უწყინარი მოხუცი და ბონდო ძიასაც შეუყვარდა ნათია. ნათია უნიჭიერესი გოგონა იყო.ჭკვიანი, საქმის და მეგობრის ერთგული. ერთ საღამოს გვიან გამოვიდა სამსახურიდან და როცა ბონდო ძიას ელოდა, ისეთ ადგილას იდგა კაფეტერიიდან გამოსულს არ შეეძლო არავის მისი დანახვა. შეხედა რომ ცოტა ხანში ილო გამოვიდა და მის მანქანაში ჩაჯდა, მაგრამ ადგილიდან არ იძროდა. ეტყობოდა ვიღაცას ელოდა და არ ჩქარობდა წასვლას. გაეცინა ალბად ვინმეს ხვდება და არ ამხელენ ჯერო. სულ ტყუილი იყო ნათიას ეშმაკური ფიქრები. როცა კაფეტერიიდან ახალგაზრდა უცნობი, სიმპატუური მამაკაცი გამოვიდა. ნელი ნაბიჯით დაუყვა გზას. უცებ ილოს მანქანა ადგილს მოწყდდა და პირდაპირ იმ მამაკაცისკენ წავიდა. მოასწრო გვერდძე გადასვლა მაგრამ მაინც წააქცია ძირს. მანქანა წავიდა ისე რომ არც შეჩერებულა. ნათიამ მიირბინა, ეცადა წამოეყენებინა მაგრამ ვერ შეძლო. ძვრაც კი ვერ უყო უცნობს.
-






---სასწრაფოს დაურეკავ და მოვა. არ მიგატოვებ, აქ არ დაგტოვებ. გაუძელი ცოტა ხანიც! ძირს მწოლიარემ თვალები გაახილა ნელა-ნელა და ბუნდოვნად დაინახა ულამაზესი გოგო. ეგონა თუ მოკვდა და უკვე სამოთხეში მიყავდა ზეციურ ანგელოზებს.
----ტელეფონი სად გაქვთ რომ დავრეკო, ჩემი დამჯდარია. ვინმეს თქვენიანს დავურეკავ. არ გაითიშო გთხოვ! -ემუდარებოდა ნათია უცნობს. უცნობმა ხელით ანიშნა მანტოს ჯიბეში მიდევსო და მანაც არ დააყოვნა, მოძებნა და ბოლოს დანარეკზე დარეკა.
---ალო ხო ბესო, საათის არსებობა იციან იქ სადაც ხარ? თუ არა გეტყვი მე რომელი საათია. ორია დაწყილი შე........!- ყურმილში ბოხი გაბრაზებული ბარიტონი გაისმ.
-----უკაცრავად,- ნათიამ მისი სიტყვები არ შეიმჩნია და უცებ ჩაყვირა შეშნებულმა- ამ ტელეფონის პატრონს მანქანამ დაარტყა და ვერ მივატოვე შუა გზაში. ეხლა საავადმყოფოში გადავიყვანთ და იქ მობრძანდით. მესიჯით მოგწერთ ამ ნომრით სადაც მივიყვანთ!
---ცოცხალია? ეს მითხარი მხოლოდ და მოვდივარ უკვე, მესიჯს ველოდები! -მოისმა სასოწარკვეთილი ხმა.ნათიამ შეამჩნია რომ შორი ახლოს მანქანა იდგა და უთვალთვალებდა ყველა მის მოქმედებას შორიდან, ვინ არის არ იცის, თუმცა კარგად გრძნობს რომ ამ ყველაფერის უკან ილო დგას და ეხლაც ის უნდა უთვალთვალებდეს.
ამასობაში ბონდო ძიაც მოვიდა. სასწრაფოს დააგვიანდა და გადაწყვიტეს ტაქსით წაეყვანათ საავადმყოფოში. მერე უცნობსაც გაუგზავნა მესიჯი თუ სად იყო, სად მიიყვანეს დაზარალებული და დაელოდნენ მის მოსვლას.
----ნათია შვილო, მანქანა არ ახსენო, ვთქვათ ვნახეთ ძირს წაქცეული და ვერ მივატოვეთ ქუჩაში ადამიანი! - ბონდო ძია მასთან მივიდა ახლოს და თითქმის ჩურჩულით უთხრა.
---კი მაგრამ, მე ხომ დავინახე და ვიცი რა მანქანაცაა. ნომერიც აქ მაქვს, უცებ ჩავიწერე! - უცნობის ტელეფონი ისევ ჩაებღუჯა, და მესიჯებში შენახული ტექსტი დაანახა.
---არა, დამიჯერე. არ იცი რა ხდება შვილო და შარში არ გაგვაყოფინოს თავი ვინცაა, - ბონდო ძია მამაშვილურად არიგებდა, როდესაც ჰოლში შეშინებული უცნობი შემოვიდა, თვალებს აცეცცებდა და ეტყობოდა რომ ეს იყო დაზარალებულის მეგობარი, ალბათ მიხვდა ნათია რომ უნდა ყოფილიყო ის გოგონა ვინც ტელეფონზე დაურეკა და პირდაპირ მისკენ წავიდა, სანამ უცნობი მას მიუახლოვდებოდა, კარი ისევ გაიღო და ისევ შემოლაგდნენ, სავარაუდოდ სამეგობრო.
----მართალი ხარ. სახლში უნდა დავრეკო- ჩუმად უთხრა ბონდო ძიას, შემდეგ კი მოახლოებულ უცნობს მიმართა თხოვნით- მე დამიჯდა ტელეფონი. შეიძლება ვისარგებლო ამ ტელეფონით? სახლში მინდა დავრეკო, ინერვიულებენ.!
---როგორ არა დარეკე, ისე დავიბენი არც კი მოგესალმეთ და არც მადლობა გითხარით. კიდევ კარგი იქ იყავით და დაეხმარეთ. მე ნუკრი ვარ მაისაშვილი ბესოს მეგობარი! - ხელი გაუწოდა უცნობმა.
-სამადლობელი არაფერია, მე ნათია ვარ, ახლა დავრეკავ თქვენის ნებართვით- უცნობისგან უხმო თანხმობა მიიღო, რამდენი ნაბიჯით მოშორდა ბონდო ძიასა და უცნობს.
ნათიამ ნიკას ნომერი აკრიბა და დაურეკა.
---ალო!- მოესმა ნიკას ხმა, ეტყობოდა ხმაზე რომ ნერვიულობდა.
----ნიკ მე ვარ, ტელეფონი დამიჯდა და ვერ შეგეხმიანე, არ ინერვიულო, მე კარგად ვარ, საავადმყოფოში ვართ მე და ბონდო ძია, დანარჩენს სახლში რომ მოვალ მაშინ გეტყვი!
---რა სახლში მოხვალ გოგო? სად ხარ მითხარი და მოვდივარ უკვე მე და საბა!
---მაშინ ღუდუშაურში მოდი ტრავმატოლოგიურში!- ნათიამ დამნაშავესავით ჩახარა თავი თითქოს ამას დაინახავდა ნიკა, ,,აქაოდა განერვიულე დამნაშავე ვარო“
15 წუთში, გაფითრებული ნიკა და საბა შევარდნენ საავადმყოფოში და სულ სირბილით აირბინეს კიბეები.
---ნაათ!- იყვირა ნიკამ, მოეშვა გულზე ნათია კარგად რომ დაინახა.
---ნიკ მაპატიე, რომ განერვიულეთ, უბრალოდ არ შემეძლო ადამიანი ქუჩაში დატოვებინა! - ნიკას ხელები რომ მოშორდა მხრებიდან დაწვრილებით მოუყვა ნიკას და ყველას რა, როგორ იყო.
---მოიცა შენ დაინახე ვინ დაეტაკა?- კითხა ნუკრიმ, დაიბნა ნათია და უცებ შეთხზა ტყუილი.
---არა მე დარტყმის ხმა გავიგონე, ისე დავიბენი არ დავკვირვებივარ მანქანას!
---კარგი, ეხლა დაწყნარდი, ბონდო ძია სახლში გაუშვათ ცოდოა,მოხუცი ადამიანია- დაუყვავა ნათიას, შემდეგ კი- ბონდო ძია თქვენ წადით, მადლობა რომ დაგვეხმარე, აქედან ერთად წავალთ სახლში!- მორიდებით უთხრა ნიკამ ბონდო ძიას.
---რას ამბობ შვილო, რომ არ მოსულიყავით არ მივატოვებდი მარტო, ნათია შვილივით მიყვარს. აბა, მშვიდობა დამეტოვებიოს და მე წავალ, ჩემი დედაბერი ვერ იყო დღეს კარგად და მივხედავ მასაც! -თქვა ბონდო ძიამ და წავიდა.
ცოტა ხანში გამოიყვანეს ბესო. თავი ქონდა შეხვეული და ფეხი მოტეხილი. პალატაში შეიყვანეს, გონზე იყო, მხოლოდ სახე გაფითრებოდა და სახეზე ეტყობოდა რომ საგონებელში ჩავარდნილიყო.
---ხვალ ყველა ჯურნალ-გაზეთებში პირველ გვერდზე იქნები გამოჭიმული რას მოესწარი?- პალატაში ყველა შელაგდა, ნუკრი საღი მეგობრის დანახვამ შვება მოგვარა და ხუმრობის ხასითზეც დადგა და ირიბულად გახედა, წარბი უწია და ღიმილით უთხრა,.
---ერთი მაგათი დედაც, შენ ის მითხარი ის გოგო წავიდა, ვინც აქ მომიყვანა?- უჭირდა ბესოს საუბარი, ფიქრებში ორჭფობდა და აზრს ვერ ალაგებდა.
---იქ უთვალთვალებდი და ეხლა მოგეცა გაცნობის შანსი. ორმა ბიჭმა მოაკითხა. ნაღდად ვერ გავიგე ჯერ, ვინ არიან მისი ის ორი!
---მიდი დაუძახე, მადლობას მოვუხდი- ამ საუბარში, კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა, თანხმობა მისცეს და ნათია თავად შევიდა ოთახში.

---როგორ გრძნობთ თავს?- მორიდებით კითხა ნათიამ
ბესო დაიბნა და სიტყვას ვერ ამბობდა.
---იცი? თავი აქვს დარტყმული და უჭირს საუბარი, ეს თავის დარტმამდეც ვერ იყო კარგად და ეხლა არ ვიცი რა, როგორ იქნება! -თქვა დანანებით, თან სიცილს ძლივს იკავებდა ნუკრი, ისარგებლა შემთხვევით და ბესოს ნერვებზე გადაწყვიტა თამაში.
---უი მართლა? რა დასანანია, ასეთი ახალგაზრდა, მე მელოდებიან და ხვალ მოვალ დილით თუ წინააღმდეგი არ იქნებით!- ნაზად გაიღიმა ნათიამ და ბესოს შეანათა მისი მოიმციმე თვალები.
---არა რატომ, მობრძანდით, ეხლა გათიშულია, ექიმმა შეიძლება ამნეზიაც ჰქონდესო. წამლების ზემოქმედების ქვეშაა და ვერ აზროვნებს ამიტომ კარგად!- ნათიამ სევდიანად გახედა თითქოს გათიშულ და ამნეზიან ბესოს და თავდახრილი გავიდა პალატიდან. ნუკრი გაყვა გაგაცილებო და დროებით გაეცალა იქაურობას.დაემშვიდობა სამივეს. კიდევ ერთხელ მადლობა მოუხადა და დაბრუნდა ისევ ბესოსთან.
---შენ ბიჭო... დაბოლილი ხომ არა ხარ, რა დებილი და ჩლუნგი გამომიყვანე, შენ მართლა ჩლუნგო.. რა გესროლო ეხლა, რა მაქვს აქ გაგიტეხო მაგ გასიებული შტერი თავი!- ნუკრი იცინოდა,ბესო კი ცოფებს ყრიდა. -ცოტა დამაკლდა და იმ გოგოსთან ერთად ნამდვილ მხეცს დავემსგავსებოდი, თავი ძლივს შევიკავე რომ არ მეცემე. -ბესო მთელ ნებისყოფას იკრეფთა, რომ მომღიმარი ნუკრის სახე არ შეელამაზებინა და ალბათ ადგომა რომ შეძლებოდა, მესამე სართულიდან თავით გადაუშვა.
---ნიკ წავედით უკეთესადაა, ხვალ ვნახავ წინააღმდეგი თუ არ იქნები შენ!- პალატიდან თვალებ აცრემლიანებული ნათია გამოვიდა და ნიკას მიეხუტა მხარზე.
---მე რატო? შენ თუ გინდა ნახო, ნახე მე რა დაგიშლი? მეც წამოვალ დილას 11ს-ზე მეწყება ლექცია!- ნიკამ ხელი მოხვია და თავზე აკოცა
---შე ბატო ხვალ შაბათია, მარტო შენთვისაა ლექციები?- სიცილით უთხრა საბამ.
---უი დამავიწყდა, დილას ხილი ვიყიდოთ მაშინ და წამოვიდეთ!- ღიმილით უთხრა ნიკამ.
ნათია მთელი ღამე მოუსვენრად იყო, რაღაც არ აძინებდა თუ არ ასვენებდა, მერე ადგა და ნიკას ოთახში გავიდა.
---ნიკ გძინავს? - ფრთხილად შეაღო ნიკას საძინებლის კარი და ფრთხილად მივიდა მის საწოლთან .
---არა, რა მოხდა, გეშინია?- სწრაფად ჭყიტა თვალები ნიკამ.
---არა, რაღაც მინდა გითხრა, მხოლოდ დამპირდი რომ არავის ეტყვი!
---რა მოხდა? ნუ მაშინებ!
---მე ვიცი, ვინ დაეტაკა იმ ბიჭს, ეს ილო იყო!
---რას ამბობ ნათი, შენ დაგინახა იქ?- უცებ წამოჯდა ნიკა საწოლზე და ოთახის ბაც განათებაზეც კი დაინახა ნათიამ ნიკას შეშნებული და გაფართოებული თვალები.
---შორს იდგა და გვითვალთვალებდა, მგონი რომ კი!- თავი ჩახარა ნათიამ
---შენ არაფერი თქვა, აქ ბიზნესის საქმეა და თავად მოაგვარებენ!- ცოტა შვებით ამოისუნთქა ნიკამ, მაგრამ შეეტყო რომ საგონებელს მიცემოდა.
---ბონდო ძიას დააგვიანდა თორე ხომ ავცდებოდი ამ შარს!- ისევ დასევდიანდა ნათია.
---სამაგიეროდ ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინე ნათ, შენ რომ არა ის უპატრონოდ მოკვდებოდა!
---ნიკ დავწვები შენთან რა? ცივია ჩემი ლოგინი და გავიყინები!- შლის ნუკრის თვალები მიანათა ნიკას.
---მოდი მომიწექი. ჩქარა, ჩქარა! - ნათიამ ორი ნაბიჯით დაფარა მათ შორის მანძილი და სწრაფად შეუწვა საწოლში- აუუუუ, რა გაყინული ხარ გოგოოო, მოდი ახლოს გაგათბობ!- ნიკამ გულზე აიკრა გაყინული, უკვე უძვირფასესი არსება და ასე ჩაეძინათ ორივეს ერთმანეთზე ჩახუტებულებს. დილას ძალიან გაუჭირდა ნიკას ნათიას გაღვიძება.
---ნააათ, ნათი, გოგოოო ადექიიი!- ნიკა ჩუმად ეძახდა და თმებს სასაცილოდ უჩეჩდა, ვერ გააღვიძა ნელა და ნაზად, და ბოლოს მაგრად შეეანჯღრია.
---უუუუმ, დაიცა რა ცოტააა!- ნათია ძლივს აბამდა სიტყვებს თავს.
---ადექი საავადმყოფოში წავიდეთ, ბესო ვნახოთ!- ბესოს ხსენება და უცებ წამოყო თავი რაზეც ნიკამ გულიანად გადაიხარხარა.
---ნუ დამცინი ნიკა!- ჩაიდუდღუნა, თავის ოთხს მიაშურა და მომზადებას შეუდგა
---მე იქედან სამსახურში უნდა წავიდე- სამზარეულოში შესულ ნათის ნიკა უკვე მაგიდასთან მოკალათებული დახვდა - დღეს შაბათია და ადრე ვიწყებ, სამაგიეროდ ადრე ვამთავრებ!
საავადმყოფოში მისულებს ნახვის საათები დაემთხვა.კარებზე ფრთხილად დააკაკუნა და თანხმობის შემდეგ შიგნით შევიდა.
---გამარჯობა, როგორ ხარ?- ბესო საწოლს მიჯაჭვული ამირანივით იყო, რამაც ნათიას ღიმილი მოგვარა მისმა დანახვამ.
---კარგად თუ არ ჩავთვლი ამ მოტეხილ ფეხს და გატეხილ თავს, მე ბესო ვარ! -ხელი გამოუწოდა და ნათიამაც შეაგება ხელი,- საერთოდ არ გაგეცანი,- ღიმილი გადაკვროდა მამაკაცს სახეზე.
---მე ნათია მქვია, იცი? შოკოლადი მოგიტანე, ვიცი რომ სტრესს ხსნის და ვიფიქრე დაგეხმარებოდა რამეში, -გაუწოდა ორი ფილა შოკოლადი.
---შენ ისედაც კარგად დამეხმარე ნათია, შენ რომ არა, მე დღეს გაფიქრებაც არ მინდა სად ვიქნებოდი!
---ამდენი მადლობა საჭირო არ არის, - მორცხვად დახარა თავი ნათიამ
---არა, რას ამბობ, შენი მადლობელი მთელი ცხოვრება ვიქნები.
---მთავარია რომ იქ ვიყავი და დღეს კარგად გრძნობ თავს!
---ჩამოჯექი თუკი გცალია, სტუმრებით განებივრებული არ ვარ, მოვიწყინე ცოტა.
----გუშინ შენი სამეგობრო აქ არ იყო? მათ გვერდით როგორ შეიძლება მოოიწყინო?
---ძალით გავყარე, ნერვების მოშლიის მეტი არაფერი გამიკეთეს, ექიმს ლამის დამამვიდებელი გააკეთებინეს ისეთ მდგომარეობამდე მიმიყვანეს.- ბრაზი მოერია ისევ ბესოს
----ვაიმე, ხო კარგად ხარ?- შეცვალა ნათიას სახეე- თავი აგტკივდა? ფეხმა ხომ არ შეგაწუხა? თაბაშირმა მოგიჭირა?- უცებ მიაყარა კითხვები
---ნუკრი, გუშინ რომ შენ გადაგრია, -მისის სახელის ხსენებაზე კოპები შეკრა ბესომ- დღეს ჩემს, საცოლედ გამოაცხადა თავი და მთავარი ექიმიც დააჯერა ლამის. ექთანმაც ამზერით ამათვალიერა.
ნათიას როგორ უნდოდა მთელი ხმით ეხარხარა, სახეზე ხელიც კი აიფარა ღიმილის შესაკავებლად. შინაგანად კი, უკვე იატაგზე იწვა და ფართხალებდა სიცილისგან.
---შეიძლება მეც რომ შემოგიერთდეთ?- ნიკა შემოვიდა და ნათიას გვერძე დადგა. სახეზე აფარებული ხელი, ნაზად ჩამოაღებინა და მის თითებში მოიცია. ნათიას არ გამოპარვია, ბესოს წაშლილი სახე და დამუშტული ხელები.
---ნიკა? შენ აქ საიდან ტო?- გაკვირვება და გაოცება აისახა ბესოს სახეზე.
--ნათიას მოვყევი, მთხოვა გამომეყვანა და უარი ვერ ვუთხარი, რა ვიცოდი შენ თუ იყავი წუხანდელი დაზარალებული!- ხელი გადახვია ნათიას და ახლოს მიიზიდა. რაზეც ბესოს უფრო მეტად მოექუფრა სახე




---ააა, თქვენ შეყვარებულები ხართ?- ნიკამ ნათიას გადახედა ღიმილით და თვალი ჩაუკრა ბესოს დასანახად და ისევ თავზე აკოცა. ნათიამ კი ვარსკვლავებ აციმციმებული თვალები მიანათა ნიკას.
---ხომ, გვიყვარს ერთმანეთი. მაგრამ არა ისე, როგორც შენ ფიქრობ ახლა, ნათია ჩემი ცხოვრების აზრია, -სახეზე ღიმილ აკრული ნიკა, აჭიანურებდაა ბესოსთვის სიმართლის თქმას- მან შემივსო ის დანაკლისი, რაც იყო ჩემში, ის ჩემი ცხოვრების აზრი გახდა, მან გამიფერადა სამყარო, შემცვალა, ცხოვრება სხვა თვალით შემახედა,-ბოლოს კი ღიმილითდაამატა- ნათია ჩემი ნაპოვნი დაა ბესო!
ბესო ჯერ გაოცდა, რომ მოესმა სიტყვა ,,ჩემი და'', პირველად ესმოდა რომ ნიკას და ყავდა, მიხვდა ნიკა რომ ბესო დააბნია მისმა ნათქვამმა. ღიმილი კი არ შორდებოდა სახიდან.
---ეს დიდი თემაა და მერე, სხვა დროს მოგიყვები, სხვა დროს, ახლა ნათია უნდა გავიყვანო სამსახურში, მერე ისევ გინახულებთ.- მეგობრულად გაუღიმა ნიკამ ბესოს რომელსაც ადამიანის ფერი დაბრუნებოდა.
ნათიამ თბილად გაუღიმა და დაემშვიდობა ბესოს.
---კარგად და გამოჯამრთელებას გისურვებ- და პალატაში ახლად შემოსულ ნუკრისაც დაემშვიდობა- თქვენც კარგად ბრძანდებოდეთ!- მიუბრუნდა ნუკრის თითქოს რაღაცის თქმას აპირებდაო, მისი სახის დანახვისას ღიმლი მოედო და სწრაფად გავიდა პალატიდან.
---კარგად ნათია- მთელი სითბო და სიყვარული ჩადო ამ ორ სიტყვაში ბესომ, ნიკას შეხედა და თვალი ჩაუკრა, დაელოდა ნათია როდის დახურავდა კარს, ჩამორჩა ნათიას ბესოს მუბრუნდა და უთხრა ნიკამ.
---არაფერი შეგეშალოს ბესო! - მის ხმაში არც ერთი ნოტი, სიბრაზის, სიფიცხის, მუქარის, ბრძანების, უბრალოდ მეგობრული რჩევის ნოტები იყო.
---გეფიცები, წუხელ ვნახე პირველად და მეორეა ეხლა, აქ შენთან ერთად!- თავი არც კი გაუმართლებია ბესოს.
---მადლობა ნიკა, ჩემი ძმა ხარ- ღიმილით მოუხადა მადლობა ბესომ.
---ვიცი, ვიცი, ეხლა უნდა წავიყვანო, არ მინდა დააგვიანდეს, შემოგივლი მოგვიანებით!- მეგობრულად გაუღიმა და დაემშვიდობა.
---რა იყო შე ჩ--ა, ხომ არ შეგიყვარდა ეს გოგო?- ნუკრიმ სიცილი ატეხა, როგორც კი ნიკამ კარები გაიხურა.
---იცოდე, მათლა ავდგები ფეხზე- თვალები შუშისოდენა გაუხდა ბესოს- ცოტა მაკლია აქედან გადაგიშვა. წადი სახლში, სამსახურში, საქმეებს მიხედე, მე დასვენება მჭირდება. - როგორი ძნელია იყო, ნუკრის მეგობარი და მისი დასახიჩრების სურვილი არ გაგიჩნდეს.
---მე შენთან მოვედი, ჩემო ცხოვრების ნავსაყუდელოვ- ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ფaნჯარაზე მჯდომმა.
---ნუკრი გაეთრიე აქედან, წყობილებიდან ნუ გამომიყვან- როგორ უჭირდა ბესოს სიბრაზის შეკავება, არა და ეს ყველაფერი ნუკრის უფრო მეტად ახელებდა.
---ჩემო საყვარელო, მე შენთან მოვედი- ნაზად ჩამოვიდა ნუკრი ფანჯრიდან, სკამი აიღო ბესოს საწოლის წინ დადგა, ჩამოჯდა და ფეხები საწოლზე შემოაწყო- ხედავ რა წანწკლი ფეეხები მაქვს?- გაუღიმა ნუკრიმ და ფეხების გამომზეურებას მოყვა, ჩემზე მაგარი ფეხები დაგენაძლევები არც ერთ ნაშას არ აქვს, არც იმ შენს ყოფილ სვეტაჩკას,- გოგოს გახსენებაზე, ნუკრის ,,თვალები აუცრემლიანდა“ იმ მახინჯში როგორ გამცვალე, ასეთი მაგარი ნაშა მიმაგდე მე- ამ ყველაფერს ოთახში შემოსული ექთანი შეესწრო, ახალგაზრდა გოგონას, სახე შეეფაკლა, მრისხანება, გაოცება, შებრალებაც კი აისახა მის სახეზე.
---ნუკრი, ბოლოჯერ გაფრთხილებ აქედან გაეთრიე, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ- თითქმის ბოლო ხმაზე დაიღრიალა ბესომ. ექთნის სახეს რომ მოკრა თვალი.
---სისტება უნდა დაგიდგათ ისევ, წამლებიც მიღებაც გიწევთ- თავის მართლებასავით გამოუვიდა, მედდას, შემდეგ კი დაამატა- თქვენთვის ნერვულობა არ შეიძლება, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი დაძაბულობისგან.
-შეგიძლიათ მითხრათ ზუსტად რა მჭირს?- ბესომ მიმართა ექთანს.
---დიახ, რა თქმა უნდა. ტვინის შერყევა - ხასიათდება ტვინის ფუნქციის ხანმოკლე დარღვევით, რაც გამოწვეულია ტრავმების შედეგად.

სიმპტომები

• გონების დაკარგვა; • ღებინება; • პულსის აჩქარება და შენელება; • სუნთქვის გახშირება;
• არტერიული წნევის აწევა; • თავის ტკივილი; • თავბრუს ხვევა; • კრუნჩხვები;
• საერთო სისუსტე; • ყურებში ხმაურის შეგრძნება; • სახეზე სისხლის მოწოლა;
• ძილის დარღვევა...
---რაც ჩამოთვალეთ თითქმის ყველას ვუჩივი- ბესომ მიმართა ექიმს- მაგრამ ოპერაცია რატომ დამჭირდა?
---როგორც მე გავიგე, თავზე რამდენიმე ნაკერის დადება გახდა საჭირო, რამოდენიმე ადგილას, დარტყმა არც ისეთი სუსტი იყო, ამიტომ საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევაც
---რა გაუკეთეს?- ახლა ნუკრი ჩაერთო მათ საუბარში

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ნევროლოგი, რისთვისაც საჭიროა:
• თავის ქალისა და ხერხემლის კისრის ნაწილის რენტგენი;
• ენცეფალოგრაფია;
• ექოენცეფალოსკოპია;
• თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია;
• თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
• თავის ფუძის გამოკვლევა;
• ზურგის ტვინის პუნქცია.

მკურნალობა

• ანალგეტიკები;
• სედატიური პრეპარატები;
• საძილე საშუალებები;
• სისხლძარღვების, მეტაბოლიური თერაპია;
• მატონიზირებელი საშუალებები.

საშიშროება

დაავადების გართულება შეიძლება იყოს:

• წონასწორობის დაკარგვა;
• ფსიქიკის შეცვლა;
• კიდურების კანკალი;
• პოსტტრავმული ტკივილი.

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:
• რიგი სპროტული აქტივობისას თავის დამცავი საბურავის გამოყენება;
• საშიში საყოფაცხოვრებო ფაქტორების გამორიცხვა;
• ავტომანქანის მართვისას ღვედის გამოყენება.

---ხომ, კარგად იქნება?- სკამზე სწორად მოკალათებულიყო ნუკრი და ექთანს თვალს არ აშორებდა.
-კი აუცილებლად- ექთანმა ბესოს სისტემა დაუდგა, რამდენიმე აბი მიაწოდა, შემდეგ ბესოს მიუბრუნდა- კიდევ ხომ არ გაინტერესებთ რაიმე? ან ხომ არ გჭირდებათ?
---არა გმადლობთ, არაფერი.
---კარგი თუ რამე დაგჭირდეთ, მე აქვე ვიქნები და მოვალ- შემდეგ კი ნუკრის მიუბრუნდა- პაციენტს დასვენება ესაჭიროება, ძილი მისთვის აუცილებელია, გთხოვთ რომ დატოვოთ პალატა.- თქვა მშვიდად ექთანმა და ოთახი დატოვა.
---ვაიმე ბესო შეყვარებული ვარ- უცებ წამოხტა სკამიდან ნუკრი და დახურუ კარს მიაჩერდა.
---ბიჭო, შენ სულ გამ---დი ხოომ? სოფო სულ დაგავიწყდა ხომ? - დაიღრიალა ბესომ
---წავალ ყვავილებს ვიყიდი და მოვალ- სწრაფად ადგა ნუკრი და კართან მისულს ბესოს მკაცრი ბარიტონი დაეწია.
---დაეგდე აქ, ფეხი არ გაადგა არსად, შენი თავი არ მაქვს, იმ გოგოს აცადე იმუშავოს და სოფოს მიხედე.
---ბიჭო პირველად მომეწონა ვიღაც, მაგარი ნა...ა და იმასაც მიშლი?- აშკარადა გაუკვირდა ნუკრის.
---ახლა გიშლი.-ხმა მოულბა ბესოს- სხვაგან სხვა ვითარებაში გაიცანი.
---კარგი მაშინ გიმღერებ- სახე გაუნათდა ნუკრის და ისევ სკამზე მოკალათდა.
---მომაშორეთ ეს აქედან- ბალიში თავზე დაიმხო ბესომ.

*****

სულ სამი წუთით დააგვიანდა ნათიას სამსახურში. გოგოებს დაეკითხა
---მოსულები არიან?- და კაბინეტისკენ გაიშვირა მალულად თითი
---კი ილოა მოსული, მოვიდა თუ არა ჩაიკეტა, არ გამოსულა, რა დაემართა არ ვიცით, ეტყობა ცუდი ღამე ქონდა-შემდეგ კი ღიმილით და უფრო ჩუმად უთხრა- პარტნიორი შეხვდა ალბად ცუდი, უხასიათოდ არის, იღრინება! -უცებ ჩამოარაკრაკა ირმამ.
---კარგი ჩემს ადგილზე ვიქნები, -მივიდა თუ არა ილომ დაუძახა რომ მასთან შესულიყო, კიდევ კარგი რომ გამოცვლა მოსწრო.
---გისმენთ ბატონო ილო!- კაბინეტის კართან გაჩერდა ნათია
---ყავა მომიტანე ნათია, ორმაგი უშაქრო!- ხმაზე იყო რომ სადააცაა იფეთქებდა სიბრაზისგან.
---დიახ ეხლავეს მოგართმევთ!-მალევე შეუტანა ყავა და უხმოდ დატოვა კაბინეტი.
ცოტა ხანში ხედავს გაცეცხლებული მოდის იაგო და არანაირი მისალმება არავინისთვის, ისე შეგლიჯა ილოს კაბინეტის კარები.
---შენ საერთოდ აზროვნებ?- დაიგვირგვინა იაგოს ხმამ.
---ჩუმად გაიგო მთელმა კაფეტერიამ ჩემი პრობლემები!- თბილი სახის ნიღაბი აიკრა ილომ
---შენ რა გეგონა, დაეტაკებოდი, მოკლავდი, დააინვალიდებდი და საქმეც დამთავრდებოდა? მიპასუხე სულ შეცდომებს რატომ უშვებ ილო? ვცდილობ დაგეხმარო, გვერდში დაგიდგე და შენ გზას მიკეტავ, რა გიყო მითხარი? დემეტრეს ემტერები, ბესო რა შუაშია? არადა, არც დემეტრეა შენთან დამნაშავე!
---გუშინ აქ იყო, მთელი დღე, არ ვიცი ვის ელოდა, მაგრამ ძალიან გვიან გავიდა აქედან!- თავი ჩახარა ილომ
---და მერე შენ რა? გითხრა რამე? დაგელაპარაკა?- სიბრაზე მოაწვა იაგოს
---არა, არც ერთი და არც მეორე!
---აბა რა გინდა? რას ერჩი? რას გადაეკიდე ადამიანო? რამდენჯერ უნდა გითხრა, დემეტრე არაფერ შუაშიათქო, პირიქით, დემეტრე დაგეხმარა და ვალის გარკვეული ნაწილი დაგიფარა, ისიც ჩემი ხათრით ილო, ჩემი ძმაკაცობის ხათრით, ეხლა რომ მოგთხოვოს ის ფული რას იზამ? დემეტრე რომ გაიგებს ამ ყველაფრის უკან შენ დგეხარ, რა გგონია გაპატიებს და ამ ყველაფერს ასე მარტივად დაივიწყებს? ან თბილად ძმაკაცურად ჩაგიკრავს გულში?
---რა უნდა ვქნა? ვერ მივცემ, ფული არ მაქვს!
---ნუღარ ლაპარაკობ ამდენ უაზრობებს, ნერვებს მიშლი უკვე, ჭკუიდან გადაგყავარ ილო ჭკუიდან! - ხმას ვეღარ აკონტროლებდა უკვე იაგო.
---ოხ რატომ არ მოკვდა, რატომ?- იღრიალა ილომ ხმამაღლა.
---ეს ვერაა კარგად, შენ ან ნერვოპათალოგს გაესინჯე ან ფსიქიატრს, შენ ვერ ხარ დადგენილ ჭკუაზე, ამ საქაღალდეში ყველაფერი გასაგებად წერია თეთრზე შავით- მაგიდაზე საქაღალდე დაუგდო იაგომ- შეგიძლია ნახო, წაიკითხო, რომ შენ ხარ დამნაშავე და თავს ნუ იშტერებ, დათმე სიამაყე და იმ ხალხს შეეშვი! -დაღლილი და გამოფიტული ჩაეშვა იაგო კრესლოში, ნერვები დაწყვეტაზე ქონდა. შეხედა ილოს რომელიც მშვიდად იჯდა და სიგარეტს აბოლებდა ისე მშვიდად თითქოს არაფერში არ მიუძღვის ბრალი და ნოტაციებს ილოს კი არა უკითხავდა მას უკითხავდნენ ცოტა ხნის წინ, ძალიან წყნარად და ჩუმი ხმით უთხრა;
----ამ ყველაფერს, რაც არაკაცობით გაქვს გაკეთებული დემეტრეს წინაშე, ერთ დღეს მწარედ გაზღვევინებს და ყველაზე წმინდას, ყველაზე სუფთას და ყველაზე ღირებულს აგართმევს ვალში. მერე ჩემთან არ მოხვიდე ილო, მე ვერაფერს ვეღარ გიშველი, ყველაფერს დაკარგავ, შეეშვი იმ ბიჭს, ის არ ტყუილს შენს წინაშე, საერთოდ არავის წინაშე, ის სამეგობროს თვალია, ნუ ამწარებ თორე სიცოცხლეს გაგიმწარებს. ჭიამ თქვა, თუ ფეხს არ დამადგამს არავინ, მე ტყუილად არ ვხვანცალებ ჩემს გზაზე მივდივარო. ''შენ კი უხვევ გზიდან ილო,უხვევ და ძალიან შეცდომით.დემეტრე დემეტრაძე არ აპატიებს არავის არაფერს. მას არც ბესოს საქმე დარჩება დიდხანს ჩრდილში! „





ნათიას ესმოდა თვითეული სიტყვა თუ რას საუბრობდნენ შიგნით. ჩაფიქრდა რატომ თხოვდა იაგო ილიას შეჩერებას? რა ხდებოდა, ან ეს დემეტრე ვინ იყო? გაურკვევლობაში იყო მაგრამ ის კი იცოდა დანამდვილებით რომ ილომ დაეტაკა ზაკაზად ბესოს, ეს არ გავდა შემთხვევითობას. ჩუმად გამობრუნდა, ბარის დახლტან იდგა კუთხეში, იაგო რომ გამოვრდა უცებ კაბინეტიდან, არავის დამშვიდობება, როგორ სწრაფადც შემოვიდა ისევე სწრაფად დატოვა კაფეტერია
---ნათია ყავა, ორმაგი უშაქრო შემომიტანე რა და არავინი არ შემოუშვა. მერე შემოდი - კაბინეტის კრთან ილო იდგა, სახე წაშლილი- საქმე მაქვს შენთან!
---დიახ ეხლავეს- ნათია სწრაფად შებრუნდა.
.---საბა, საბააა, ოოოუუ საბააა.- დახლისკენ წავიდა, საბას თვალი ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა და სადღაც უსასრულობაში გადაშვებულიყო- სად დაფრინავ ბიჭო! -სიცილით დააბრუნა დედამიწაზე ნათიამ საბა.- რამ გამოგაშტერა ყავა უნდა შენს უფროსს, ორმაგი,უშაქრო!
---გააპობს ამდენი ყავა მუცელზე- უცებ დაბრუნდა საბა დედამიწაზე- მაგ უპატრონოს. კი მაგრამ რა ჯანდაბა დაემართა, რას ნერვიულობს ასეთს, აქ ჩამოდიოდა მაგათი ღრიალი!
---მე რა ვიცი საბუშ, კი იჭყიპება ამ შავი წყლით, რა სიამოვნებას ნახულობს ამ შავი წყლის სმით, ერთი გამაგებინა და არ მინდა.- ღიმილით უთხრა ნათიამ
---როგორ გეტყობა რომ არ გიყვარს ყავა, აჰა. შენი შავი წყალი და წადი, ფეხი არ წამოკრა რამეს.
--რა უსაქციელო ხარ ხანდახან!- სახეზე შეეტყო გაბრაზება გოგონას
---ხანდახან არა უშავს და შენ წინ გაიხედე გოგო,-ილოს კაბინეტისკენ მიმავალს დააწია გზად- მარჯვნივ წადი არ შეასკდე ვინმეს!- სიცილით გამოაჯავრა საბამ. ნათიამ უკან მოიხედა, საბას დაეჭყანა და ღიმილიანმა განაგრძო გზა ილოს ეშაფოთისკენ.
---ამოუცნობია ეს გოგო, რაღაც საოცარი ხიბლის მატარებელი, არის მხიარული და არის სევდიანი, მის თვალებში რაღაც ისეთი იკითხება, ღრმა სევდა, ტკივილი და იმედ გაცრუება, რაღაც ცუდის მოლოდინი, რომ რაღაც ტკივილს უნდა ველოდოთ, ეს ტკივილი ყველას შეგვეხება ვგრძნობ -უთხრა საბას ირმამ.
---საოცარი ჰარმონია მოდის ამ გოგოდან, მომწონს ძალიან, სევდიანია, მაგრამ, სევდასაც ძალიან ლამაზად გადმოსცემს, მე ვფიქრობ ეს სევდა თავისი სუსტი და ნათელი მხარეებით დიდ სიკეთესთანაა განმსჭვალული, რომელშიც სიყვარული და სიკეთე იმარჯვებს, ცხოვრება რთულია მაგრამ გრძელდება ჩემო ირმა, მიუხედავად ამ სევდიანი ცხოვრებისა, ცხოვრება მაინც მშვენიერია!
----ვახ, ვახ, ვააახ გულში სიტკბო და სულში სითბო ჩამეღვარა, ასე მოჭუკჭუკეებს რომ გხედავთ ხალხო! -ჯაბა შემოვიდა კაფეტერიაში და ღიმილიანი სახით მიუახლოვდა მოსაუბრე წყვილს და ეშმაკური ღიმილით, საბას და ირმას წაკბინა.
---ცალკე სათქმელს იმსახურებ ყმაწვილო, დიდებული სამსახიობო ნიჭი გაქვს ჯაბა. ხომ არ შეხვიდოდი თეტრალურზე?- უთხრა ირმამ ღიმილ აკრულ ჯაბას, რომელსაც წამს შეეცვალა სახის მიმიკა.
---რააა, არ ვიქნებოდი მსახიობი თუ რა? სცენა არ დამშვენდებოდა?- მოცინარ მეგობრებს გადახედა და თავმოწონებით დაბზრიალდა წყვილის წინ.- ისე მოვუხდებოდი სცენას როომ...
---ვაიმე ჯაბა, რა გინდოდა ბარმენად, წადი სადმე სცენა გენახა.- სიცილს ძლივს იკავებდა საბა.
---ძალიან კარგ განწყობაზე ხარ ჯაბა რა ხდება?- ირმამ თვალები მიანათა და ანიშნა ,,იცოდე სიმართლე მითხარიო“
---არაფერი მნიშვნელოვანი, თქვენ რომ ასე გიყურებთ, გულს უხარია, ბავშვები წინ მიიწევენთქო!
---ცინიკოსობას როდისმე შეეშვები?- ირმას არ მოეწონა ჯაბას ხუმრობით ნათქვამი და თვალები დაუბრიალა.
---ნწუ. ნათია სად არის? მის უჟმურ უფროსს ყარაულობს ისევ?- ირმას კითხვას თავი აარიდა, იქვე კაფე მოათვალიერა და ნათია რომ ვერ დაინახა მაშინვე მოიკითხა.
---ხო, ეხლა წაუღო უკვე მეორედ ორმაგი ექსპრესო, რას ნერვიულობს ჩვენი ილო ასე მწარედ, შენ ხომ არ იცი რამე?
---არა, არაფერი არ ვიცი, მაგრამ ვხედავ ორი დღეა მაგარი დაგრუზულია, რაღაც ხდება, მაგრამ რა? პასუხი არ გვაქვს არავის. -ბიჭები აშკარა საგონებელში ჩააგდო, ილოს ბოლოდროინდელმა ქცევებმა.
ნათიამ რამდენჯერმე ჩაისუნთქა დასამშვიდებლად და ფრთხილად დააკაკუნა, ილოს კარზე, მიიღო თუ არა ნებართვა შევიდა ყავის ლანგრით ხელში.
---აი თქვენი ყავა, როგორც მითხარით ბატონო ილო!- ფრთხილად შეაღო კაბინეტის კარი.
---ოოო, მადლობა, დაჯექი ვისაუბროთ, უკვე აქ მუშაობ და არ გვქონდა იმის დრო კარგად გაგვეცნო ერთმანეთი.- შორიდან მოვლა გადაწყვიტა ილომ სანამ მთვარ სათქმელს ეტყოდა.
---დიახ, მართალი ბრძანდებით, გისმენთ, - ნათია ილოს პირდაპირ სკამზე მოტავსდა მორიდებით.
---როგორც იცი აქ ნაცნობის, ნაცნობით მოხვდი, მინდა ვიცოდე ვინ მუშაობს ჩემს კაფეტერიაში, შენზე მომიყევი- გამოცდილი მზერა მიაპყრო გოგონას.
---ბევრი არაფერი ბ.ილო, მყავს დიდი ოჯახი, რომლელიც ჩემი ცხოვრების დიდი იმედია, სკოლა კარგად დავასრულე და ეხლა ვცდილობ უმაღლესში სრული დაფინანსებით მოვხვდე- სიამაყე იგრძნობოდა გოგონას ხმაში.
---ძალიან კარგი, თუ რამეში დაგჭირდე, ჩემი იმედი გქონდეს.
---დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
---თავისუფალი ხარ დღეს, წადი საქმე არაფერია, ხვალ ისვენებ, ასე რომ ორშაბათამდე დაგემშვიდობები.- ილოს სახეზე არანაირი ემოცია არ იხატებოდა.
ნათია გახარებული გამოვიდა ილოს კაბინეტიდან, ნიკას დაურეკა და გაიგო სადაც იყო, შეპირდა რომ იქ მივიდოდა.
---ბავშვებოოოო,- კაფეტერიაში მოფუსფუსე ბავშვებს ხმამაღლა დაუძახა ნათიამ- მე მივდივარ, გამანთავისუფლა ორშაბათამდე, არ ვიცი რა ეტაკა დღეს, მაგრამ მე თავისუფალი ვარ- აცნობა ბავშვებს ახალი ამბავი ღიმილით.
---მიდიხარ?- კითხა საბამ.
---ხომ მივდივარ, ნიკამ მისამართი მომწერა სადაც უნდა მივიდე, საღამოს გნახავთ ყველას ან ხვალ.- ჰაეროვანი კოცნა დაუტოვა ყველას და გავარდა ბარიდან.
გარეთ ნელი წვიმა თითქოს ცეკვავდა ასვალტზე და ისედაც ცივ თებერვალს უფრო უკარგავდა ვიდს, მისი თვალების ჟუჟუნით, გადასასვლელზე გადადიოდა რომ უცებ მის ფეხებთან მერსედესმა დაამუხრუჭა და ისიც მანქანის ქვეშ ბორბლებთან იწვა.
---ღმერთო ჩემო ნუთუ მოვკვდი? -ისედაც სველ სახეზე, ახლა უკვე ცხელი ცრემლის წვეტები, იკვლევდნენ გზას- ეს იყო სულ ჩემი ბედნიერი ცხოვრება? მეტი ვერ გამოიმეტე ჩემთვის სიხარული უფალო?- ნათია თვითგვემას მიცემოდა და სამყაროს მოწყვეტილიყო- ეეეხ, რა მცირე ხანი ვიყავი ბედნიერი, მაგრამ მაინც მადლობა, ეს მცირე დროც რომ მაჩუქე და დამანახვე ჩემს სახეზე ღიმილი, თურმე მეც შემძლებია გაღიმება, მაგრამ ვაი რომ ხანმოკლე აღმოჩნდა ეს. -ჩურჩულს აგრძელებდა მანამ სანამ, ძლიერი ხელების შეხებამ არ მოიყვანა გონს, ყურთან ჩურჩულმა და ცხელმა სუნთქვამ დაუბრუნა რეალობის შეგრძნება.
---ძალიან გთხოვ არ გამწირო, გთხოვ ეს არც კი გაიფიქრო, არ დამღუპო. შენ ეხლა იწყებ ცხოვრებას ნუ იქნები ასეთი სასტიკი და მკაცრი ჩემს წინაშე. მთელი ცხოვრება ამ ცოდვით ნუ მატარებ ძალიან გთხოვ!- უცნობის ხელებს გრძნობდა მხრებზე და სასოწარკვეთილი ხმა ესმოდა.
---კარგად ვარ, ნუ ნერვიულობ, -მოულოდნელად მშვიდად თქვა ნათიამ, ისე რომ მისი ხმა თავადაც ეუცხოვა.
---წამოდი სწრაფად საავადმყოფოში გადაგიყვან, ექიმმა უნდა გნახოს- შეშინებული ჩანდა უცნობი.
---ჯერ წამომაყენე, აქ როდემდე უნდა ვიწვე, შენც თუ დაწვები ჩემს გვერდით, დარწმუნებული ვარ არ გესიამოვნება აქ წოლა,- ნახევრად ხუმრობით და ნახევრად გულმოსულმა უთხრა ნათიამ.
---უიმეე, ადექი მერე რას გაშოტილხარ აქ, ამინდ მაინც იწყობდეს ხელს, რუჯი მოგიხდებოდა- არც უცნობმა დააკლო იუმორი- ნუ მიყურებ ეგრე, -ნათიას სახეზე გაეცინა უცნობს- არაფერი არ გამოვა დაქორწინებული ვარ! -და მარჯვენნა ხელი აუფრიალა თვალებთან, აქაოდა ბეჭედი მინახიაო. მოკიდა ხელი და ფრთხილად წამოაყენა მაგრამ ნათიამ ჩაიკეცა.
---ვაიმე ფეხი ვერ ვდგამ ძირს! სახე დაემანჭა ტკივილისგან და ცრემლმა დაიწყეს ისევ უნებურად დენა.
---ღადაობ თუ მართლა ამბობ, სერიოზულად!- წარბ აწეულმა შეეკითხა და გამომცდელად დააკვირდა.
---ვაიმე რა მეღადავება შენ კარგად ხარ? მართლა მტკივა!- ასლუკუნდა ნათია.
----ოოო, აქ სერიოზულადაა საქმე, სასწრაფოდ ტრავმატოლოგიურში, მგონი შენ ჩემი ავადმყოფი ხარ!
---არ მითხრა ეხლა ექიმი ვარო!- გაკვირვებულმა და თვალებ გაფაართოებულმა შეხედა უცნობს.
---ექიმი ვარ ხო, ამ წვიმაში რომ გამოდი სასეირნო ამინდია ეხლა? სახლში ვერ დაჯდები თბილად და წიგნს ვერ წაიკითხაე? ხომ აგცდებოდა ეხლა ეს ტკივილი! - მოჩვენებით გაუბრაზადა ასრუტუნებულ გოგოს.
---მე თუ არ ვიქნებოდი სხვა იქნებოდა ეხლა აქ, ზედმეტი ტვირთი დაგედო კისერზე და იმიტომ წუწუნებ ხო?-ჯიქურ შეუტია ნათიამ-შენ თავად თვალები მიხატული გაქვს? სად იხედები ან რაზე ფიქრობდი წითელზე უნდა გაგევლო? - შემდეგ კი ნიშნის მოგებით უთხრა-როდემდე ვაპირებთ ამ კამათს წამიყვან დროზე თუ ტაქსით წავიდე! შეუბღვირა ნათიამ.
---რა კაპასი ხარ გოგო, კიდე კარგი საცოლე საძებარი არ მყავს თორე წასული იქნებოდა ჩემი საქმე,-უცნობმა ფრთხილად წამოაყენა და მასზე დაყრდნობილი მიიყვანა მანქანამდე- მოდი,მოდი დაჯექი- როგორც იქნა ღიმილით გამოუღო კარები და ფრთხილად დააჯინა, ფეხზე ხელი შეავლო,რომ მოხმარებოდა დაჯდომაში მაგრამ ცივი ხმით იკივლა ნათიამ.
---აააა, ვაიმეეე, ხელი გაუშვი, ვაიმე როგორ მტკივა- თვალებიდან ცრემლები წამოცვივდა.
---მოტეხილია- თქვა სერიოზულად!
---ივაჟკაცე და ეხლა კეთილი ინებე მომხედე-ისევ უკბინა მწარედ. მაგრამ გონებაში გაიფიქრა- შენ მოგტყდა კისერიო, დალი ბებოს ქოთქოთი გაახსენდა.
---სულ ასე დამაყვედრი ეხლა ამ ერთ შეცდომას?-სევდიანად გახედა უცნობმა
.---ამ ერთ შეცდომას შეიძლება ჩემი სიცოცხლე შეეწირა- არ ცხრებოდა ნათია და სახის მიმიკას არ ცვლიდა და ცდილობდა კომფორტულად მოთავსებუიყო სავარძელზე, რომ ნაკლებად ტკენოდა ფეხი.
---მოკლედ შენ ენაში ვერ მოგიგებს ვერავინ, კარგად ხარ გაწვრთვნილი ცხოვრებიისგან- ფრთხილად დაძრა მანქანა უცნობმა.

---როცა მართალი ვარ ვერა და ცხოვრების მწარე გაკვეთილიც ვიგემე საკმაოდ.
---მე ექიმი ვარ, ქირურგი ტრავმატოლოგი რომანი (რომა)გიორგაძე!-გაეცნო უცნობი ნათიას.
---მე ნათია ვარ ბურჯანაძე, მართლა მოტეხილია?-შიშით შეეკითხა.
---ვფიქრობ რომ კი, მივალთ და ვნახავთ.
---ვაიმე ნიკა. ნიკას უნდა დაურეკო, გაგიჟდება რომ დამაგვიანდება- ტელეფონი მოიძია და ნიკას ნომერზე გადარეკა
საავადმყოფოში იყო ნიკა, ბიჭები ხალისობდნენ, ხუმრობდნენ რომ მოულოდნელად ბესომ შეეკითხა ნიკას ნათიას შესახებ.
---ნიკა რაღაც უნდა შეგეკითხო, ნათიას დიდი ხანია რომ იცნობ?
---დიდი ხანი არ არის , მაგრამ ის ჩვენი ცხოვრების ნაწილია მას ძალიან ბევრი აქვს გავლილი ბესო მის ასაკში და არ მინდა ვინმემ მისით ითამაშოს, ამის უფლებას არავის მივცემ!
---არა რა თამაში, ეს არც კი მიფიქრია ნიკა, ახლა სად არის?- იკითხა კვლავ ბესომ
---უნდა მოვიდეს წეღან დამირეკა, პრინციპში მოსულიც უნდა იყოს, გასაკვირია რატომ დაგვიანდა! - საუბრის დროს კი მისი ტელეფონი ამღერდა, დახედა თუ არა- აი, ისიც -მის ნომერს რომ შეხედა ღიმილმა დაუფარა სახე.
---ხო, ნათი- სწრაფად უპასუხა ნიკამ.
---ნიიიკა, არ ინერვიულო ეხლა რასაც გეტყვი კარგი? მანქანამ დამარტყა და ეხლა საავადმყოფოში მოვყავარ მძღოლს, მანდ იქნები ხო?
---ხო ნათ, რააა?- სახე შეეცვალა ნიკას- სად ხარ გოგო, აქ დაგხვდები ხო, -ნიკა გაფითრდდა სახეზე, მის პიჯაკს ხელი დაავლო და კარისკენ წავიდა, ისე რომ ოთახში მყოფთათვის არაფერი უთქვამს.
---რა მოხდა ნიკა- გაეკიდა ნოე და ნუკრი უკან.
---ნათია, ნათიას მანქანა დაეჯახა- აწრიალდა ყველა.
უცებ ყველა ნიკას გვერდით დადგა.
---გუშინ სხვა გადაარჩინა და დღეს თავად დადგა განსაცდელის წინაშე!-თქვა ნუკრიმ. საავადმყოფოში შემოვიდა ჩქარი ნაბიჯით არც ისე მაღალი, მაგრამ ძალიან სიმპატიურიო ახალგაზრდა, რომელმაც იმ წუთში იყვირა
---საკაცე ჩქარა და პირდაპირ საოპერაციოში, -სადღაც გაუჩინარდა და უმალ დაბრუნდა თეთრ ხალათში გამოწყობილი.




---ბატონო რომა, ყველაფერი მზად არის, კოლექტივი თქვენ გელოდებათ!- ექთანი მიუახლოვდა მას.
---მოვდივარ, - უთხრა ექთანს -ნათიასთან ხართ?- კითხა იქვე მდგარ ბიჭებს- ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნება, -პასუხს არ დაელოდა, შებრუნდა და წავიდა ექთანთა ერთად.
მღელვარებამ დიდხანს არ გასტანა, ექიმი მალე გამოვიდა და ყველას მოახსენა
.---დასრულდა, ფეხი აქვს მოტეხილი, ცოტა ხანში შეძლებთ მის ნახვას! -ეს ცოტა ხანი საათები გაგრძელდა და ბოლოს როგორც იქნა, საკაცით გაფითრებული ნათია გამოიყვანენ. ის ბესოს პალატის გვერდით მოათავსეს, ნიკა რომ უყურებდა ნათიას ასე გაფითრებულს და ფერ დაკარგულს, გული ეწურებოდა. მივიდა ახლოს საწოლთან, ხელზე ხელი მოკიდა და ფერება დაუწყო.
---ნათი, შენ ჩემი ცხოვრების ნაწილი ხარ, არ ვიცი ასე სიახლოვეს რატრომ ვგრძნობ შენს მიმართ, მაგრამ რაღაც გრძნობა მაქვს, რომ ჩვენ ერთმანეთის ძალიან ახლობლები ვართ, ყველაფერს გავიგებ, გპირდები, არსად არ გაგიშვებ ჩემთან, სულ ჩემთან უნდა მყავდე ჩემო პატარა!
---ნიკა, მაპატიე რომ დავაგვიანე, ვჩქარობდი და წითელზე გავიარე!- ოთახში ექიმი შემოსულიყო და გაიგონა ნათიას სიტყვები, რამაც გულში სითბო ჩაუღვარა.
---როგორ ხარ პატარა ქალბატონო?- თბილად მოიკითხა პაციენტი ექიმმა.
---ექიმო გაიცანით, ჩემი ძმა ნიკა.
---სასიამოვნოა, მადლობა რომ ჩემს დას დაეხმარეთ!- ხელი გაუწოდა ნიკამ ექიმს
---რომ გაიგო, ის ვინც, დაეტაკა და გითხრა მე ვართქო, მაშინაც მადლობას მეტყვი?
---რადგან ყველაფერი კარგადაა, უშეცდომო არავინ არის, მთავარია რომ სამედიცინო დახმარება დროზე ჩატარდა.
---მადლობა, თქვენ მართლა და-ძმა ხართ?
ნათიამ და ნიკამ ერთმანეთს გადახედენ და ერთხმად ღიმილით თქვეს.
---რა თქმა უნდა და-ძმა ვართ- ექიმს გაეცინა და რომ დარწმუნდა ნათია უკეთ იყო პალატიდან გავიდა.
--ნათი, მე მალე მოვალ არ მოიწყინო კარგი?
---დაიცა ნიკა. ბებოს დაურეკე რა ინერვიულებს!
---კარგი ხო დაურეკავ-ტელეფნი მოიმარჯვა, მოძებნა ნომერი და წყნარად დაუწყო ახსნა. ---ბებო არ ინერვიულო, საავადმყოფოში ვართ, ნათიას მანქანა დაეჯახა და დღეს აქ დავრჩებით- ნიკამ ხელი შორს გაწია რადგან იქედან დალი ბებოს ხმამაღალი ქოთქოთი ისმოდა.
---კარგი ხო, კარგი მორჩი ქოთქოთს და აქ დაგელოდებითთ, ბებო გინდა ვინმე გამოვუშვა, რომ მოგიყვანოს?
--- რად მინდა ვინმეს მოყვანა, სანამ შენი ბედოვლათი ძმაკაცები მოვლენ მე უკვე მანდ ვიქნები- ნათიამაც გაიგონას ბებოს ხმამაღალი ხმა.- ნიკამ ტელეფოი გათიშა და ნათიას მიუბრუნდა
---ნათი, დალი ბებო მოვა და მის მოსვლამდე ექიმს ვნახავ, რაღაც საქმე მაქვს- ნიკას რაღაც უღრღნიდა გულს, შიგნიდან ჭამდა ეჭვები. ეს ყველა ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდა რაც ნათია ნახა და ეხლა რადგან აქ იყო ეს შანსი უნდა გამოეყენებინა. ექიმის კაბინეტთან მივიდა და ფრთხილად დააკაკუნა.
--შეიძლება? ოდნავ შეაღო კარები.
---მობრძანდი. -გაუკვირდა ექიმს ნიკას ვიზიტი და ფეხზე წამოდგა.
---იცი? თქვენთან ერთი სათხოვარი მაქვს.- ნიკას ერიდებოდა სათქმელი ეთქვა.
---მითხარი რაც გინდა, მე თქვენთან ვალში ვარ და ძალიან გამახარებ თუ რამეში დაგეხმარებით- ექიმმა ანიშნა ჩამოვსხდეთო, ნიკამ აუხსნნა რაც უნდოდა.რა ეჭვები ქონდა გულში და დახმარება რატომ შესთავაზა ექიმს.
--მოდი ეხლა ჩვენ რა ვქნათ იცი? წავიდეთ ეხლა და შენი სისხლი ავიღოთ და სხვას მე თავად გავაკეთებ ყველაფერს, იმედია რასაც ფიქრობ გინდა რომ სიმართლე იყოს!
---რა თქმა უნდა, რაღაც პირველი დანახვისთანავე ჩემად მივიღე, თითქოს ერთი მთლიანი გავდი, ის ნაწილი რომელიც მაკლდა ეს წლებია, ნათიამ შემივსო, თან ისიც ვიცი ბებოდან, რომ დედამ ჩემთან ერთად ტყუპის ცალი და გააჩინა, მაგრამ უთხრეს გარდაიცვალაო!
---ნიკა მე ყველააფერში დაგეხმარები, ჯერ ნურაფერს იტყვი, გული დაიმშვიდე, დნმ-ის ანალიზი ათ დღეში იქნება, მე თავად დაგირეკავ და შეგატყობინებ ყველაფერს, შენი ნომერი და კოორდინატები დამიტოვე.
---მადლობა. ძალიან დიდ დახმარებას გამიწევ ბატონო რომა!
---რა ბატონო და რის ბატონო, ჩვენ მეგობრები ვართ, მეც შენსავით უბრალო ადამიანი ვარ, წავედით, წამო ლაბორატორიაში გავიდეთ.- ექიმმა ნიკა წაიყვანა და სისხლის ანალიზი აიღო.დაამშვიდა და თავის თავზე აიღო ყველაფრის გაგება და ნიკას ეჭვების გაქრობა. დაემშვიდობნენ ერთმანეთს და ნათიას პალატისკენ გასწია ჩქარი ნაბიჯით.იქ მისულს მთელი სამეგობრო იქ დახვდა. ხუმრობდნენ რომ აქლოშინებულმა დალი ბებომ შემოაღო კარები.
---ჩემი გოგო როგორ ხარ ბებო!- გოგონას საწოლთან მივიდა, ხელები გააშლევინა, თავი ააწევინ-დააწევინა, სახე დაუთვალიერა. ფეხის დანახვაზე ელდა ეცა დალი ბებოს
---უკვე კარგად, ნუ ნერვიულობ ბებო, -სიცილით დაამშვიდა ნათიამ.
---არ ინერვიულო დალი ბებო, ფეხი ერთი კოჭში გადაჭრეს, მაგრამ სიარულს შეძლებს პროტეზით. -სერიოზული სახით აუხსნა სიტუაცია ჯაბამ.- უკვე გამოვიწერეთ, ხომ იცით რა კარგი ვარ და მალე ჩამოვა.
---რაო? ვინ დაგეტაკა ბებია ?,იმას დაეტაკა მამალი მგელი, ასე როგორ დამიმახინჯენ შენი თავი- მოთქვამდა დალი ბებო.
---ნუ გეშინია ბებო სიცოცხლე შემიძლია, თაბაშირი დამადენ მხოლოდ- შეეცოდა ნათიას მოხუცი და ჯაბას დაუბღვირა.-გინდა გული გაუსკდეს?
---არ გრცხვენია შე უნამუსო?- მიუბრუნდა დალი ბებო ჯაბას.
---ხომ იცი როგორ მიყვარხარ, რა გეგონა მართლა მოაჭრიდნენ ფეხს? თუ მოაჭრიდნენ ჩემს ფეხს მივაწებებდი და უფეხოდ აღარ იქნებოდა!-დალი ბებო ისე სერიოზულად უსმენდა ჯაბას,ბოლოს გაანალიზა რაც თქვა და იქეთ-აქეთ მიიხედა რა ვესროლო ამ მასხარასო. ბიჭები კი შეთანხმებულებივით ხარხარებდნენ ერთ ხმაში.
---ნიკა სად არის? იკითხა ნათიამ.
---აქ ვარ ვერ მიყურებ?- ოთახში ახლად შემოსული ნიკა ნათიას წინ აესვეტა- ექიმთან ვიყავი ათი დღე უნდა იწვე აქ ნათი, ნუ გეშინია არ მოგაწყენთ, ჩვენ ყოველ დღეს აქ ვიქნებით!
---აუუუ რა ამბავია ათი დღე,- აწუწუნდა ნათია.
---აბა გამოვიხედავდი თვალებში და არ იწვებოდი ეხლა მანდ,ზევი-ზევით რომ იყურები სირაქლემასავეთ , უთხრა ნოემ.
---ილო გაგიჯდება ორშაბათს რომ არ მივალ.- შუბლზე იტკიცა ხელი ნათიამ
---მაგას არ ქონდა კარგი ხმა- სიცილით უთხრა ჯაბამ- ჩემსას გათხოვებ უფრო დიდი ხელი მაქვს.
---ილომ გაიგო უკვე აქ რომ ხარ და არ შემოუხევია ტანზე ტანსაცმელი შენზე ნერვიულობით., ასე რომ, აქ იწვები და ექიმის დანიშნულებებს შეასრულებ. გესმის?- უთხრა მკაცრად ნიკამ.
---შეეშინდა შე ჩე...ა. როგორ ელაპარაკები ბავშვს- გაუკვირდა ჯაბას ნიკასგან მკაცრად მიმართვა ნათიაზე.
---ცოტა ხნით უნდა გავიდე მე- ნიკამ თვალი აარიდა ნათიას და ოთახში მყოფებს მიმართა.
---წადი შვილო, რაღაც უხასიათოდ ხარ შენ და რატომ?- უთხრა დამშვიდებულმა ბებომ, რომელიც ნათიას საწოლთან სკამზე მოკალათებულიყო.
---მაგის დროც მოვა, რომ გეტყვი ან არ დადგება ეს დრო არასდროს რომ გითხრა -სევდიანად გაუღიმა ნიკამ ბებოს და ოთახი დატოვა.
---რა სჭირს ამას, რა მოუვიდა? იკითხა ნათიამ გაკვირვებულმა და ბიჭებს გადახედა.
---მე გავყვები და მოვალ მალე -უკან გაყვა ნოე ნიკას
---ნიკა რა მოგივიდა? გაკვირდები ეს დღეები და ძალიან დააფიქრებული დადიხარ და არ მომწონხარ, თუ რამე გიჭირს რატო არაფერს ამბობ, როდიდან აღარ უმხელთ ჩვენს დარდებს და ეჭვებს ერთმანეთს?- გასასვლელ კართან დაეწია ნოე ნიკას და მეგობრულად გადახვია ხელი- აბა ამოღერღე რა გჭირს! წინ დაუდგა ნოე ნიკას და ეჭვის თვალით დააკვირდა მეგობარს.რომელიც უკვე ორი დღეა საგრძნობლად შეიცვალა.
ნიკამ ერთი ღრმად ამოისუნთქა და დაიწყო.
---რაღაც ეჭვები მაქვს, მას შემდეგ რაც ნათია შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში, შემთხვევით შევხედე ოთხი დღეა რომ მასაც ისეთივე შრამი აქვს ზუსტად ბეჭზე სადაც მე, ისიც მემარცხენეა ნოე როგორც მე, რაღაც მიღრღნის გულს შიგნიდან და გული მეუბნება რომ ნათია ჩემი მეორე ნაწილია, არ შეგიმჩნევია რამე მსგავსება ჩვენში!?- უთხრა ნოეს ნიკამ და თვალებში ჩააჩერდა, იფიქრა თვალებით მაინც ვერ მომატყუებსო და მისი სახის მიმიკებს დააკვირდა.
---იცი ნიკა, მაგ ყველაფრის თქმა მეც მინდოდა შენთვის, უბრალოდ მომენტს ვეძებდი როგორ მეთქვა. მეც შევნიშნე და ჯაბამაც. მაგრამ შენ გელოდით როდის რას იტყოდი.
---მიკვირს ეს ბებომ როგორ არ შეამჩნია ამდენი ხანი!- თავი ჩახარა ნიკამ, თითქოს პასუხებს იატაგზე დაწერილს ნახავსო.
---იქნებ იცის და არ ამბობს? შენი რეაქციის ეშინია?- შემდეგ კი მორიდებით, ჩუმად კითხა- ეხლა რას ვაკეთებთ, როგორ უნდა დავრწმუნდეთ ამ სიმართლეში? ხომ იცი, ჩვენი იმედი უნდა გქონდეს.
---ექიმმა დახმარება შემომთავაზა და ათ დღეში იქნება დნმ-ის პასუხი, უნდა გავიგო ნოე ვერ მოვისვენებ და თუ ეს სიმართლეა, როგორ აღმოჩნდა ნათია იქ და მე სახლში? აქ რაღაც დიდი საიდუმლოა, ან რატოა ის ბურჯანაძე და მე გაბუნია? თავი გამისკდა ამდენი ფიქრით, ღამეები საერთოდ არ მძინავს!
---ეხლა დაწყნარდი და ყველაფერი გაირკვევა, იქნებ ეს უფალმა იმიტომ მოახდინა, რომ ასე უნდა გაგეგოთ სიმართლე!- ნოე უშედეგოდ ცდილობდა ნიკას დამშვიდებას და ბოლოს ჩუმი ღიმილით დაამატა- იცი, რა, სევდიანად გამოგაყოლა წეღან თვალები? ნუ ეუხეშები, მისი რა ბრალია, განა ცოტა იტანჯა ეს წლები?
---ნოე უნდა გავარკვიო სიმართლე. აუცილებლად, რაც არ უნდა დაბრკოლება შემხვდეს წინ, სიმართლე უნდა გავიგო.
---ერთად გავიგებთ ნიკა და ნათიას ბავშობის ლამაზი წლები ვინც წაართვა ის პასუხს აგებს აუცილებლად. ჩვენ შენი მეგობრები, შენს გვერდით ვართ, ყველაფერს ერთად გავუძლებთ, ნათია უკვე ჩვენი დაა, - შემდეგ კი ღიმილით დაამტა- შენგან მალულად უკვე ჩვენს დად მოვიხსენიებთ. წავედით დალი ბებოსაც უკვირს შენი შეცვლა ამ დღეებში. დაველოდოთ ანალიზის პასუხს და მერე ვიმოქმედოთ
დაძაბულად გაიარა მთელმა ათმა დღემ, რაც უფრო ახლოვდებოდა სიმართლის გაგების დრო, ნიკა უფრო და უფრო იძაბებოდა, ათ დღეში საგრძნობლად გახდა ისე ნერვიულობდა, დალი ბებოს უკვირდა ნიკასი, შიშმა შეიპყრო, ეგონა ჯამრთელობით ვერ იყო კარგად
.---ნიკა ბებოო საუზმე მზადაა, ჭამეთ და წადით ნათიასთან- ბებო სამზარეულოდან ხელების მსჰრალებით გამოვიდა.
---კარგი ბებო, ჩაის დავლევთ ჩვენ, ჯაბა უნდა მოვიდეს და დაველოდებით, -ამ დროს კარზე ზარი იყო, სწრაფად გააღო და-აი მოვიდა კიდეც!- სახლის კარი ჯაბამ შემოაღო.
---მარტი, მარტი, მარტიიი ოხ, ეს მარტიიი, გარეთ ავდარი და გულში დარდიიი! წაუმღერა ჯაბამ და სიმღერა ნიკას ტელეფონის ხმამ შეაწყვეტინა, უცხო ნომერიდან ურეკავდნენ ნიკას. თითქოს ელოდა ამ ზარსო მაგრამ მაინც გაუბედავად გახსნა და შემკრთალი ხმით უპასუხა;
---ნიკა რომა ვარ, შენთან მოვდივარ. მე არ გამიხსნია ანალიზის პასუხები, ერთად გავხსნათ თუმცა ვიცი პასუხი რაც იქნება- გაისმა რომას თბილი ხმა ტელეფონში.
---რაღაც მხიარული ხარ. მოდი, მოდი სახლში ვარ და გელოდები. -სანამ ის აზრზე მოვიდა, რომა უკვე სახლში იყო და შემოსული და დალი ბებოს თბილად ესაუბრებოდა.
---ნიკა ბებო სტუმარი მოგვივიდა. შემოდი დედა, შემოდი, მისაღებში შეუძღვა რომა ექიმს.



№1 სტუმარი tassss

Auu axlaa aq unda gacherwbuliyavi hhmmm mainteresebs ra xdeba.... velii axal tavs xvalee uechveli warmatebebiii

 


№2  offline მოდერი zia-maria

tassss
Auu axlaa aq unda gacherwbuliyavi hhmmm mainteresebs ra xdeba.... velii axal tavs xvalee uechveli warmatebebiii

მადლობა რომ კითხულობთ.თუ მოვახერხე ხვალ აუცილებლად დავდებთ,ისეთი დღეებია უნდა მაპატიოთ ცოტა დაგვიანება. winked მიყვარხართ. love

 


№3 სტუმარი A

Au male dade gtxov dzalian momwons da dzalian mainteresebs ra xdeba. Intriga chaagde da gvalodineb ara?:d cica shen. Kai gelodebi da velodebi siaxles gulit.

 


№4  offline მოდერი zia-maria

A
Au male dade gtxov dzalian momwons da dzalian mainteresebs ra xdeba. Intriga chaagde da gvalodineb ara?:d cica shen. Kai gelodebi da velodebi siaxles gulit.

მალე დაიდება მომდევნო თავი,სულ მალე. winked მადლობა რომ კითხულობ.

 


№5 სტუმარი eto

au miyvars es istoria... ragac didi saidumlo imaleba am istoriashi,
sulmoutelad velodebi axal tavs ❤️

 


№6 სტუმარი sabu mari

rodis dadebt shemdeg tavs

 


№7  offline მოდერი zia-maria

eto
au miyvars es istoria... ragac didi saidumlo imaleba am istoriashi,
sulmoutelad velodebi axal tavs ❤️

მე კი შენ მიყვარხარ.ერთ საიდუმლოს დღეს აეხდება ფარდა. fellow

sabu mari
rodis dadebt shemdeg tavs

შევეცდები რომ დღეს დავდო. love

 


№8 სტუმარი sabu mari

rodis dadebt?????

rodis dadeeebttt????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent