შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არის ქალბატონო სერჟანტო !! (თავი 2)


30-04-2016, 22:55
ავტორი tsn
ნანახია 2 298

.....

ნელ-ნელა მიდიოდა საჭირო აუდიტორიისკენ.., კარი ფრთხილად შეაღო, შევიდა და უბრალო მისალმებით შემოიფარგლა.. ირგვლივ მი-მოიხედა და გადაწყვიტა უკანა რიგში დაეკავებინა ადგილი, რადგანაც იქიდან ყველაფრის დანახვას შეძლებდა.. სემინარი ჯერ არ იწყებოდა, ამიტომ დრო ჰქონდა ვინმეს მაინც გამოლაპარაკებოდა.. ათვალიერებდა და არავინ მოსდიოდა თვალში.. ცოტა ხანში დაინახა, როგორ შემოვიდა ის ბიჭი, რომელსაც ხელი ლამის მოაძრო წუთების წინ.. ბიჭმა ირონიულად გაუღიმა, მაგრამ მარიამს ეს არ ანაღვლებდა.. საბედნიეროდ ბიჭი მისკენ არ წასულა.. ნამდვილად არ ჰქონდა ახლა მისი ნერვები, თანაც ბრძანება აქვს და დროს ამდაგვარ იდიოტებზე ვერ დახარჯავს..
- ჩემს ადგილზე ზიხარ წითელ თმინაო - მარიამს ფიქრებიდან ბოხი, მაგრამ მაინც სასიამოვნო ბარიტონი აფხიზლებს..
- მაშინ, როგორც ჩანს, ახალი ადგილის პოვნა და მისაკუთრება მოგიწევს - ჩვეული სიმკაცრით უპასუხა ბიჭს და ნელ-ნელა თვალიც გააპარა მისკენ.. მის წინ საკმაოდ სიმპატიური ბიჭი იდგა.. ბიჭი კი იღიმოდა, მაგრამ, მის თვალებში საოცარი სევდა იკითხებოდა... პირველად ხედავდა მარიამი ადამიანის თვალებში ამხელა სევდას.. თვითონაც ვერ გაიგო რატომ დააკვირდა ამას.. დაინახა როგორ შეკრა ბიჭმა მუშტი, მაგრამ მალევე გახსნა და მარიამის მოპირდაპირედ დაჯდა..
სემინარი მარიამისთვის არც ისე უინტერესოდ მიდიოდა, ყოველთვის უყვარდა ახალი ინფორმაციის მიღება.. ხანდახან თუ გააპარებდა თვალს მის მოპირდაპირედ მჯდარ ბიჭისკენ..
- ღმერთო.. მარიამ რა სულელი ხარ.. რაში გაინტერესებს რატომ აქვს სევდიანი თვალები.. შენ აქ შენი საქმე გაქვს.. აქ ყველა ეჭვმიტანილია, რა ფერის და როგორი თვალიც არ უნდა ჰქონდეს - შემოუძახა მარიამმა თავის თავს და მთელი ყურადღება სემინარის ხელმძღვანელზე გადაიტანა.. ბიჭიც გააპარებდა ხოლმე მარიამისკენ თვალს, მაგრამ ამას მარიამი ვერც კი ამჩნევდა.. დრო სწრაფად გავიდა, მარიამმა ნივთები აიღო და კარში გაუჩინარდა.. ცოტა ხანს დერეფანში იბოდიალა, იმ იმედით, რომ რაიმეს ყურს მოკრავდა, მაგრამ უშედეგოდ..
- ო, ღმერთო არა, ისევ ის იმბეცილი - გაიფიქრა მარიამმა, როდესაც დილანდელი ინციდენტის მონაწილე დაინახა.. გოგონას მიუახლოვდა და ის ის იყო რაღაც უნდა ეთქვა, რომ მარიამმა დაასწრო
- მისმინე, აქ პრობლემები არ მჭირდება, უბრალოდ თავი შორს დაიჭირე..
- მე, მინდოდა...
- რომ იცოდე, საერთოდაც არ მაინტერესებს რა გინდოდა და რა არა, მხოლოდ ერთი თხოვნა შემისრულე, მომერიდე - ბოლო სიტყვა დაუმარცვლა მარიამმა და თავისი გზა გააგრძელა..
- იდიოტი, თავი ვინ ჰგონია.. ნეტავ ჯარში იყოს, იმდენჯერ ჩავაგდებდი გაობახტში.. სულს ამოვხდიდი ვარჯიშში, მაგრამ სამწუხაროდ ასე არაა.. - გაიფიქრა მარიამმა და გზა გააგრძელა.. ჯერ წასვლას არ აპირებდა, რადგან მთელი შენობის დათვალიერება განიზრახა.. ნელა მიუყვებოდა დერეფანს და ყველა დეტალს აკვირდებოდა, უცებ გაჩერდა და ერთ დაფას შეხედა, რომელზეც ათამდე სტუდენტის ფოტო იყო გამოკრული, წარწერით ''ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სულები''.. მარიამს გაუკვირდა.. ათი სტუდენტი, როგორ, ან რანაირად.. შებრუნებას აპირებდა, როდესაც ვიღაც სათვალიან გოგონას დაეჯახა და სწრაფი რეაქციით მისი დაჭერაც მოახერხა..
- კარგად ხარ? - ღიმილით ჰკითხა მარიამმა
- კი, გმადლობ - გოგონამაც გაუღიმა..
- მარიამ მათეშვილი - ხელი გაუწოდა გოგონას..
- ანა კევლიშვილი - ხელს ხელი შეაგება გოგონამ.. ამ დროს მარიამმა რაღაც სილუეტს მოკრა თვალი, სახეც კი ვერ შეამჩნია მისი..
- დავინახე, როგორ ათვალიერებდი ყველაფერს და მინდოდა, რომ რაიმეთი დაგხმარებოდი... - უთხრა ანამ და მარიამიც დაუბრუნდა ამ სამყაროს..
- მე, ეს ვერ გავიგე.. როგორ დაიღუპნენ ეს ბავშვები - ანის სურათებისკენ ანიშნა
- სიმართლე გითხრა, ეს ყველაფერი არც ჩვენ გვესმის.. ეს სტუდენტები სხვადასხვა ასაკის, ჯგუფის და საერთოდაც, სხვადასხვა ფაკულტეტებიდან არიან.. - მარიამს გაუკვირდა ძალიან და მეტის გაგება მოუნდა.. - ბოლო ერთი წლის მანძილზე დაიღუპა ყველა - სევდიანად ჩაილაპარაკა ანამ..
- ამ ბოლო ერთი წლის? კი მაგრამ, როგორ? - ხმა ჩამწყდარმა იკითხა მათეშვილმა..
- ვირუსით.. ამბობენ ვირუსითო.. მაგრამ უცნაური ისაა, რომ ეს რაღაც უცნაური ვირუსი იყო, ფაქტობრივად ყველას ფილტვები დაეკეტა, ვერცერთმა ექიმმა ახსნა.. ზოგი იმასაც ამბობს, რომ მათზე ექსპერიმენტი ჩაატარეს.. - აი აქ დაიბნა მარიამი.. ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშირა.. იქნებ იარაღი, რომელსაც ამზადებენ, სულაც არაა სასროლი.. იქნებ ეს ბიოლოგიური იარაღია, შესაძლოა ვირუსიც კი.. გული ყელში მოებჯინა.. საშინლად გაბზრადა, გული აუცრუვდა ყველაფერზე, ჩვენს საუკუნეში, რომელშიც ცხოველებზეც კი აკრძალეს ცდები, ვიღაც შეშლილი ფსიქოპატები ადამიანებზე ატარებენ ექსპერიმენტებს.. მაგრამ ეს ძომ უბრალოდ ვარაუდია, მეტი არც არაფერი..
- ბოლო წელიწადში ანუ, ეს ხომ საშუალოდ თვეში ერთი მაინც გამოდის - ჩაილაპარაკა მარიამმა.. - იცი, მე უკვე უნდა წავიდე.. აუცილებელი საქმე მაქვს.. აი ჩემი ნომერი - სავიზიტო ბარათი გადასცა - იმედია ვიმეგობრებთ..

...

- კავშირზე გამოდი გიგი - აღელვებულმა ჩასზახა რაციაში, რომელსაც თან ატარებს ჩანთით..
- დიახ ქალბატონო სეჟანტო - მოესმა გიგის ხმაც..
- სასწრაფოდ მოდი, შემოსასვლელში დაგელოდები
- არის ქალბატონო სერჟანტო
- აქ არა გიგი, აქ მეგობრები ვართ მხოლოდ.. გელოდები, კავშირის დასასრული - რაცია გათიშა და შეინახა.. მალევე გაჩნდა გიგი მარიამთან.. მარიამმაც ყველაფერი უამბო..
- და ეს ხომ მხოლოდ ჭორებია - გაუკვირდა ბიჭს
- თუნდაც ასე იყოს გიგი, მე და შენ არ გვაქვს უფლება, რომ ეს ამბავი უყურადღებოდ დავტოვოთ.. ეს შეიძლება პიდაპირ კავშირში იყოს ჩვენს საქმესთან.. შეიძლება ვიღაც ფსიქოპატი ახალგაზრდა სტუდენტებს ''საცდელ ვირთხებად'' იყენებდეს.. ამას ვერ დავუშვებთ.. ისინი ვიღაცის დები და ძმები არიან, ვიღაცის შვილები, ცოლები, ქმრები ან მეგობრები, ამის უფლება არ გვაქვს, ვერ დავტოვებთ გამოუძიებლად.. მე და შენ კარგად ვიცით, რომ ბიოლოგიური იარაღი უფრო საშიშია, ვიდრე სხვა ნებისმიერი ტიპის..
- ეს ხომ ვარაუდის დონეზეა მარიამ.. მაგრამ კარგი, გამოვიძიოთ და ვინც არ უნდა იყოს ის ნაბ...ი, პასუხი ვაგებინოთ.. - დაამშვიდა გიგიმ მარიამი..
- საღამოს აქ ისევ დავბრუნდეთ და ყველაფერი დავზვეროთ.. მანამ კი ამ სტუდენტებზე გავარკვიოთ რაიმე, თუნდაც ის, იცნობდნენ თუ არა ერთმანეთს, ან ჰქონდათ თუ არა რაიმე საერთო..
- არრის სეჟანტო - სამხედრო ჩესტი აიღო გიგიმ..
ცოტა ხანში მარიამი თავის ლეპტოპს მიუჯდა და სცადა უნივერსიტეტის სიატემა გაეტეხა, რათა სტუდენტების ვინაობა დაედგინა.. თუმცა როცა დაფიქრდა, გააანალიზა, რომ ეა სულელური იდეა იყო.. ათასობით ადამიანიდან იპოვო ათი? რომლის არც სახელი იცი და არც არაფერი.. მაგრამ მაინც გაიგებდა და ისე არ დატოვებდა ამ ამბავს.. იპოვიდა ვინმეს, ვისაც მათი ვინაობა ეცოდინებოდათ... შემდეგი დღიდან ამაზეც იზრუნებდა... გიგის დაემშვიდობა და სახლში წავიდა.. საბეშნიეროდ მოსწონდა მარიამს იქაურობა.. მშვენიერი ოჯახი იყო.. სრულყოფილი, თბილი და პატიოსანი ოჯახი.. მეტი მას არც არაფერი სჭირდებოდა.. მათთან ერთად ისადილა, მერე გამოიცვალა და საღამო ჟამს გიგისთან დარეკა..
- მზად ხარ?.. - ჰკითხა გიგის
- დიახ..
- ყველაფერი წამოიღე, რაც დაგვჭირდება..
- არის ქალბატონო სეჟანტო..
ცოტა ხანში გიგი და მარიამი უნივერსიტეტის შენობაში იპარებოდნენ.. დიახ, იპარებოდნენ.. რა თქმა უნდა, მათ შეეძლოთ ვითარების ახსნა და პირდაპირ შესვლა, მაგრამ მაშინ ყველაფრის თქმა მოუწევდათ... სავენტილაციო მილში აძვრნენ.. მარიამმა ლეპტოპი გახსნა და ყველა სათვალთვალო კამერის დისტანციურად გათიშვა შეძლო.. ახლა თავისუფლად ივლიდნენ.. უფრო მეტად მიწისქვეშა სართული აინტერესებდათ და იქითკენ წავიდნენ.. მათ თან ჰქონდათ აპარატები, რომლებითაც, გარშემო ყველა იარაღს დააფიქსირებას შეძლებდნენ.. მთელი დაბლა სართლი მოიარეს, მაგრამ უშედეგოდ.. აპარატი იარაღს ვერ აფიქსირებდა, მარიამს კი ეჭვი ბიოლოგიურ იარაღთან დაკავშირებით უფრო უმყარდებოდა.. რადგანაც ვერაფერი ნახეს, სახლში დაბრუნება გადაწყვიტეს.. წასვლისას მარიამმა კიდევ შენიშნა ჩრდილი.. გიგის ანიშნა და მისკენ წავიდა, თუმცა ვერაფერი იპოვა.. სახლში იმედგაცრუებულნი დაბრუნდნენ..
.....

დილით ადრე ადგა, ივარჯიშა და უნივერსიტეტში წასასვლელად მოემზადა.. უკვე რამდენი ხანია იქ დადის.. არა და ადრე სულ სხვა ფაკულტეტზე სწავლობდა.. მას შემდეგ კი, რაც მისი და, მისი ერთადერთი ნათესავი, საეჭვო ვითარებაში დაიღუპა, მის ფაკულტეტზე გადავიდა, რათა ყველაფერი უკეთ გაეგო და შური ეძია დამნაშავეებზე, კვალმა კი იმ უნივერსიტეტამდე მიიყვანა.. ადრე ძალიან თბილი ადამიანი იყო საბა თოდუა, მაგრამ ახლა გაცივდა.. უფრო სწორად, ბოროტმა ადამიანებმა გული შურისძიების წყურვილით აღუვსეს.. ლიზა(ასე ერქვა მის დას) სულ რაღაც ცხრამეტი წლის გოგო იყო, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.. სულ მთლად უეცრად გახდა ცუდად და წამებში გამოეცალა ძმას ხელიდან.. ლიზა ამ ათი მსხვერპლიდან მეექვსე იყო.. პოლიცია ვერაფერს შვრებოდა, რადგან ეს ძალიან ჰგავდა ვირუსულ ინფექციას, მაგრამ თავად ძალიან კარგად ესმოდა, რომ აქ რაღაც სხვა იმალებოდა..

როგორც იქნა საბა უნივერსიტეტში ავიდა, აუდიტორიაში შევიდა და რას ხედავს, მის ადგილზე ვიღაც წითური ზის.. სთხოვა ადგომა, მაგღამ გოგონასგან უარი მიიღო.. არ იცის რატომ, მაგრამ დაუთმო.. ეს პირველი შემთხვევა იყო ლიზას გარდაცვალებიდან, როდესაც ვიღაცის მიმართ გულკეთილობა, თუ ასე ითქმის, გამოეჩინა.. ადგილი იმიტომ მოსწონდა, რომ იქიდან ყველაფერი ჩანდა.. უნივერსიტეტში ყოფნის მანძილზე, მან ცოტა რაღაც თუ გაარკვია, მხოლოდ ჭორის დონეზე იცის, რომ დაღუპული სტუდენტები რაღაც ექსპერიმენტის მონაწილენი გახადეს.. სემინარის მიმდინარეობისას საბამ რამდენჯერმე გაიხედა გოგონასკენ.. იყო რაღაც, რაც მასში მოეწონა..
სემინარიდან გამოსულმა თვალი მოკრა, როგორ უყურებდა დაფას და ვიღაცისგან ინფორმაციას იღებდა..
- იქნებ ისიც ჩემსავითაა - გაიფირა მაშინვე - არა, სისულელეა, დაივიწყე საბა.. ასეც რომ იყოს, შენ მაინც შენი საქმე გაქვს და მარტო ხარ - შენიშნა, რომ მარიამმა შეამჩნია, ამიტომაც ჩუმად წავიდა.. საღამოს რომ შეიპარა უნივერსიტეტში, მაშინაც დაინახა ''წითელ თმიანი'' იქ, მხოლოდ სხვა ფორმაში და თანაც ბიჭთან ერთად.. არ ქონდა იმის სურვილი, რომ რაღაცეების გარჩევა დაეწყო, ამიტომ იქიდანაც ჩუმად გავიდა.. რატომღაც მოსწონდა ''წითელ თმიანი'', ის სხვებს არ ჰგავდა, ჰქონდა რაღაც განსხვავებული.. თავიდან ფიქრები მოიშორა და სახლში წავიდა.. სახლში, სადაც რამდენიმე თვეა უკვე, არავინ აღარ ელის..



******

ამის დაწერა რომ გადავწყვიტე, არ მეგონა, თუ ამდენი გამოხმაურება ექნებოდა.. იმედი.მაქვს, რომ მოგეწონებათ.. თქვენს შეფასებებს ველოდები.. ყველას ძალიან დიდი მადლობა.. მიყვარხართ feel love

პ.ს
ქრისტე აღსდგა მეგობრებო, გილოცავთ!



№1 მოდერი sameone crazy girl

კარგია გააგრძელე wink

 


№2  offline მოდერი tsn

sameone crazy girl
კარგია გააგრძელე wink

გმადლობ საყვარელოო, აუცილებლად გავაგრძელებ love

 


№3  offline მოდერი Maiaabuladze

ჭეშმარიტად აღსდგა ❤ რაც შეეხება ამ ისტორიას უკვე ვგიჟდები მასზე და ძალიან მომწონს მალე დადე რა ❤ შენ კი ნამდვილი საოცრება ხარ ❤

 


№4  offline მოდერი tsn

Maiaabuladze
ჭეშმარიტად აღსდგა ❤ რაც შეეხება ამ ისტორიას უკვე ვგიჟდები მასზე და ძალიან მომწონს მალე დადე რა ❤ შენ კი ნამდვილი საოცრება ხარ ❤

ძალიან დიდი მადლობა.. მიხარია, რომ მოგწონს feel love

 


№5  offline წევრი mimimimo

ჭეშმარიტად აღსდგა!
რაღაცეები - არა, რაღაცები.

საინტერესოა.
თანდათან იძაბება და ეს მომწონს.
მაგრამ რაღაც მაკლია...
მეტი ემოცია...
შეეცადე აღწერო მათი ემოციები და ა.შ.
წარმატებები!

 


№6  offline მოდერი tsn

mimimimo
ჭეშმარიტად აღსდგა!
რაღაცეები - არა, რაღაცები.

საინტერესოა.
თანდათან იძაბება და ეს მომწონს.
მაგრამ რაღაც მაკლია...
მეტი ემოცია...
შეეცადე აღწერო მათი ემოციები და ა.შ.
წარმატებები!

ვიცი, რომ სწორი ფორმაა ''რაღაცები'' მაგრამ მაინც ვუშვებ ასეთ სულელურ შეცდომას.. ემოციაც, რა თქმა უნდა, იქნება... გმადლობ feel smile

 


№7  offline წევრი qetiqetiA3

ჭეშმარიტად აღდგა <3 ძალიან კარგი და საინტერესოა ძალიან მაინტერესებს ვინ არის ის პირველი ბიჭი ძალიან იმედი მაქვს მალე გავიგებთ..ძალიან ძალიან კარგია და რაღაცით ძალიან განსხვავებული და საინტერესო შენც ძალიან კარგი ხარ მიხარია ასე მალე რომ დაამატე ახალი თავი..ველი შემდეგ თავს <3 <3 <3 <3

 


№8  offline მოდერი tsn

qetiqetiA3
ჭეშმარიტად აღდგა <3 ძალიან კარგი და საინტერესოა ძალიან მაინტერესებს ვინ არის ის პირველი ბიჭი ძალიან იმედი მაქვს მალე გავიგებთ..ძალიან ძალიან კარგია და რაღაცით ძალიან განსხვავებული და საინტერესო შენც ძალიან კარგი ხარ მიხარია ასე მალე რომ დაამატე ახალი თავი..ველი შემდეგ თავს <3 <3 <3 <3

დიდი მადლობა.. მიხარია, რომ მოფეწონა და ისიც, რომ განსხვავებულად თვლი.. feel love

 


№9  offline წევრი ვალენტინა

ჭეშმარიტად აღსდგა ♥
მართლა კარგი ისტორიაა დაა საინტერესოოო სხვა აი მართლა არ ვიცი რა დავამატო რადგან უკვე ყველაფერი თქვეს რაც მე უნდა მეთქვა და დამეკომენტარებინა :დ წარმატებები *-* *-* ♥

 


№10  offline მოდერი tsn

ვალენტინა
ჭეშმარიტად აღსდგა ♥
მართლა კარგი ისტორიაა დაა საინტერესოოო სხვა აი მართლა არ ვიცი რა დავამატო რადგან უკვე ყველაფერი თქვეს რაც მე უნდა მეთქვა და დამეკომენტარებინა :დ წარმატებები *-* *-* ♥

გმადლობ feel love

 


№11  offline მოდერი tsn

okay
ძალიან საინტერესოა.
ველი და შეცდომებზე თვალს ვხუჭავ ^^

გმადლობ ♥♥

 


№12  offline წევრი meduna

უმაგრესია love ყოჩაღ love გააგრძელე

 


№13  offline მოდერი tsn

xuliganka
უმაგრესია love ყოჩაღ love გააგრძელე

დიდი მადლობა love

 


№14 სტუმარი მიკა

ძალიან მაგარია და განსხვავებული... ყველა ისტორიას ერთნქირი შინაარსი აქ აქ რაც იდება ეს კი სრულიად განსხვავდება , ძალიან მომეწონა და იმედია თავებს ხშირად დადებ )))

 


№15  offline მოდერი tsn

მიკა
ძალიან მაგარია და განსხვავებული... ყველა ისტორიას ერთნქირი შინაარსი აქ აქ რაც იდება ეს კი სრულიად განსხვავდება , ძალიან მომეწონა და იმედია თავებს ხშირად დადებ )))

მიხარია, რომ მოგეწონა.. გმადლობ feel love

 


№16  offline წევრი kora

ჭეშმარიტად აღსდგა! ძალიან საინტერესოდ განავითარე მოვლენები, ყოჩაღ! ახლა ჩემი კომენტარი გამახსენდა, თუ გახსივს პორველ თავზე გაგიზიარე აზრი ბოიტმოქმედს ნუ შეაყვარებ თქო და იცი მაშინ ეგ აზრი იმ ბიჭის გამო გამიჩნდა რომელსაც დაეჯახა ცუდი აურა იგრძნობოდა მისგან და ახლა უკვე მაგ ბიჭზე ეჭვიც არ მეპარება ვუნცაა. აი საბა მომწონს ძალიან ❤️
--------------------
kira.G

 


№17  offline მოდერი tsn

kora
ჭეშმარიტად აღსდგა! ძალიან საინტერესოდ განავითარე მოვლენები, ყოჩაღ! ახლა ჩემი კომენტარი გამახსენდა, თუ გახსივს პორველ თავზე გაგიზიარე აზრი ბოიტმოქმედს ნუ შეაყვარებ თქო და იცი მაშინ ეგ აზრი იმ ბიჭის გამო გამიჩნდა რომელსაც დაეჯახა ცუდი აურა იგრძნობოდა მისგან და ახლა უკვე მაგ ბიჭზე ეჭვიც არ მეპარება ვუნცაა. აი საბა მომწონს ძალიან ❤️

გმადლოობ ♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent