ქაოსი. #14
როგორც იქნა ჩაიარა ამ საშინელმა სამმა თვემ. დღეს ლაშა ჩამოდის.. მართლა ჩამოდის! გარდერობის ოთახის შუაში საცვლებით ვიდექი და ვფიქრობდი რა ჩამეცვა. -კლასიკურ სტილში მოვწონვარ. -ჩავილაპარაკე ჩემთვის და კაბებისკენ მივტრიალდი. არა, კაბაში რომ დავხვდე, იფიქრებს მეპრანჭებაო. არ მინდა. შავ კლასიკურ შარვალს ჩავიცმევ, თან მომწონს როგორ მადგას ტანზე და ისიც, კოჭები რომ მიჩანს. ახლა პერანგი შევუხამოთ.. მეჩვენება თუ ამდენი ხანი ტანსაცმელს ლაშას გამო ვარჩევ? კრემისფერი გამჭირვალე ოდნავ თავისუფალი პერანგი ჩამოვხსენი და საძინებელში გავიტანე. თმა შევიშვრე და მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე. ჩავიცვი, პერანგის წინა ნაწილი შარვალში მოხდენილად ჩავიტნიე, ფეხზე კრემისფერი ბალეტკები ამოვიცვი და სარკის წინ დავტრიალდი. ჩემი თავით კმაყოფილმა ჰოლში გავაბიჯე და პირველ სართულზე ჩავედი. მოუსვენრად დავდიოდი მისაღებში აქეთ-იქეთ, ყოველ ხმაურზე მეგონა ლაშა შემოვიდა ეზოში და გიჟივით მივვარდებოდი ხოლმე ფანჯარას. ასე ბოლოს რამ ამაღელვა არ მახსოვს, ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი. ტელეფონის ხმამ მომიყვანა გონს. -კირა, სახლში ხარ? -ემას ხმამ ამომძახა ტელეფონიდან. -კი, შენ სად ხარ? -მეც მოვდიოდი იდეაში, მაგრამ მანქანა გამიფუჭდა. გთხოვ, მომაკითხე რა. აქვე ვარ. -შემევედრა ემა, უარი ვერ ვუთხარი, ქუჩაში ხომ არ დავტოვებდი? არადა როგორ მინდოდა ლაშას სახლში დავხვედროდი. რომ დავბრუნდით, მივხვდი ლაშა უკვე სახლში იყო. -სად არის? -ვკითხე ლიანას. -კაბინეტში იქნება. -პასუხის დამთავრება არ ვაცადე, ადგილიდან მოვწყდი და კიბეებზე ავირბინე. კარებთან შევჩერდი, თავი მოვიწესრიგე, ცოტა დავმშვიდდი და ფრთხილად შევაღე. ზურგით იდგა, ტელეფონზე ლაპარაკობდა. ვერ შეამჩნია როგორ შევედი. -საერთოდ არაფერი შეარჩინოთ.. როგორც გინდათ ისე მოაგვარეთ...... არ მაინტერესებს უაზრო მიზეზები... -ვიღაცას ძალიან მკაცრად ელაპარაკებოდა. -რასაც გეუბნები გააკეთეთ თორემ.. -ლაპარაკი შუაში გაწყვიტა, როცა შემოტრიალდა და დამინახა. -ცოტახანში გადმოგირეკავ. ცოტა დაძაბული ვიდექი, მისი ლაპარაკის მოსმენისგან.. თან ისიც არ ვიცოდი როგორ უნდა შევხვედროდი. გაშეშებული ვიდექი კარებთან და ვუყურებდი. ლაშას გაბრაზებული სახე შეეცვალა და გამიღიმა. თავი ვეღარ შევიკავე, მივვარდი და მოვეხვიე. ლაშამ ცხვირი გამიხახუნა ყელზე და ღრმად შეისუნთქა ჩემი სურნელი. -მომენატრე, პატარა. -მითხრა და ისიც მაგრად მომეხვია. ხმას არ ვიღებდი, უბრალოდ მასზე ვიყავი აკრული თვალდახუჭული და საერთოდ არ მინდოდა რაიმე შეცვლილიყო. მომწონდა მისი სასიამოვნო სუნი, რომ მიღიტინებდა ცხვირთან.. მომწონდა მისი გულის ცემა, რომ მესმოდა.. და მომწონდა მისი მკლავები ჩემ ირგვლივ, მისი მამაკაცური ხელები ჩემს წელზე. ძალიან ძალიან მომწონდა. -შენც მოგენატრე? -გაეღიმა ლაშას, თავი აწია ჩემი ყელიდან და ზემოდან დამხედა. მეც მოვაშორე გულიდან თავი და ავხედე. -ძალიან. -ვუთხარი ამღვრეული თვალებით და გავუღიმე. დიდხანს მიყურა, მეც არ ვაშორებდი თვალს. შემდეგ გაეღიმა, თვალები აუციმციმდა და მივხვდი რასაც აპირებდა, მაგრამ არ გავნძრეულვარ. მეც მინდოდა ის, რასაც აპირებდა. მინდოდა ეკოცნა, ხოდა ველოდი როდის მაკოცებდა.. ნელ-ნელა მომიახლოვა სახე, ჩემმა გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა, შემდეგ საგრძნობლად აჩქარდა. ტუჩებზე შემეხო და.. მუხლები მომეკვეთა, მისი ძლიერი ხელები რომ არა, წონასწორობას ვერ შევინარჩუნებდი. ნაზად მკოცნიდა.. ხელში ჩავადნი. საშინლად მსიამოვნებდა. ალბათ არასოდეს არ მოვიშორებდი ბაგეებიდან, კაბინეტში ემა რომ არ შემოსულიყო. სხარტად მოვშორდი ლაშას და არეული სახის დალაგება ვცადე. -მაპატიეთ. -სიცილით გვითხრა ემამ და ხელი თვალებზე აიფარა. -უცებ ჩავეხუტები მამას და მერე გააგრძელეთ. -ისევ თვალებზე ხელაფარებული მოგვიახლოვდა, ორი თითი ერთმანეთს დააშორა და იქედდნ გამოიჭრიტა. -იდიოტკა. -გამეცინა მის საქციელზე მე. ლაშა იღიმოდა.. -შეიძლება მოვეხვიო მის უდიდებულესობა მთელს დუნიაზე ყველა ციხის ხელმწიფეს? -ისე არტისტულად და სასაცილოდ თქვა, ამჯერად ლაშასაც გაეცინა და შვილს მოეხვია. მონატრება რომ მოვიკალით, სამივე ერთად ჩავედით სავახშმოდ. ვახშმობის დროს ამ ღვეების განმავლობაში მომხდარ ამბებს ვიხსენებდით. -სახლიდან ძლივს გამყავდა ხოლმე. -ჩამიშვა მაინც ემამ, თან შემომიბღვირა, რომ გაახსენდა რამდენი დრო ჭირდებოდა ჩემი საწოლიდან წამოსაგდებად. -რატომ, კირა? -წარბაწეულმა გამომხედა ლაშამ. -ხალისი არ მქონდა. -შემრცხვა მეღიარებინა, რომ მის ამბავს ასე ძალიან განვიცდიდი. თავი დავხარე და სალათის ფურცლებს დავუწყე ჩანგლით თამაში. -ჩემს დაჭერებზე ასე თუ ინერვიულებ, ერთ წელიწადში ერთ წელიწადში საგიჟეთში მომიწევს შენი დაწვენა. -გამეხუმრა ლაშა და წვენი მოსვა. გავბრაზდი, საშინლად გავბრაზდი. ისე ხუმრობდა ამ თემაზე, ვითომ დასასვენებლად იყო კურორტზე. ის არც ადარდებდა, კიდევ რომ დაეჭირათ, ჩემი დატოვება ისევ მოუწევდა. ახლა იმაზეც გავბრაზდი, რომ ჩემი თავი ეგოისტობაში გამოვიჭირე. გამწარებულმა დავახეთქე ჩანგალი მაგიდაზე და ოთახში გავვარდი. საწოლზე დავემხე, ბალიშში ჩავრგე თავი და ყრუ ყვირილი ამოვუშვი, რომ ემოციებისგან დავცლილიყავი. მაგრამ არ მიშველა.. წამოვჯექი, საწოლის თავს მივეყრდენი და ცრემლებს გასაქანი მივეცი. -კირა. -დამიძახა ლაშამ და ოთახის კარი შემოაღო. უცებ მოვიწმინდე ცრემლები, არ მინდოდა შეემჩნია. -რატომ გაბრაზდი? -მოვიდა და ახლოს დამიჯდა. -შენ რა ტიროდი? -უცებ გაოცებული სახე მიიღო. -როგორ შეგიძლია? -ვთქვი გაჭირვებით და ისევ ცრემლები წამსკდა. -როგორ შეგიძლია მაგ თემაზე ხუმრობა? -ღმერთო რა პატარა ხარ. -გაეცინა ლაშას და გულზე მიმიკრა. -მაგის გამო რა გატირებს? არ გადამრიო ახლა. -ეცინებოდა და თავზე მეფერებოდა. -დამცინი კიდეც ხო? -უხეშად მოვიშორე და კიდევ ვუმატე ტირილს. რა ჯანდაბამ გამხადა ასეთი ემოციური, ყველაფერზე რანაირად მცვივა ეს ცრემლები. -არ დაგცინი. უბრალოდ სისულელეზე ტირი და... -სისულელეზე? -არ დავაცადე ბოლომდე თქმა ისე ავღშფოთდი მე. -რა არის სისულელე? ხუმრობად მიგაჩნია ის, რომ შეიძლება კიდევ დაგიჭირონ და მარტო დამტოვო მე? -ემოციებისგან აშკარად ზედმეტი წამოვაყრანტალე. -აჰ, თურმე რაში ყოფილა საქმე. -კმაყოფილს ჩაეღიმა ლაშას და ლოყაზე მომადო ხელი. ჩუმად ვუყურებდი, აღაეც ვიცოდი რა მეთქვა. მერე პატარა ბავშვივით მივუცუცქდი და ჩავეხუტე. -დაისვენე ახლა და ხვალიდან ავანაზღაუროთ დაკარგული დრო ხო? -მითხრა ისე, 2-3 წლის ბავშვებს რომ ეუბნებიან ხოლმე. -ხო. -ამოვისლუკუნე მე, როგორც ჩანს მეც 2-3 წლის ბავშვის როლში ვიყავი შესული. შუბლზე მაკოცა და გავიდა. წამოვდექი გამოვიცვალე, მაკიაჟი მოვიშორე, ხელ-პირი დავიბანე და შევწექი. ძილი არ მეკარებოდა. ნერვები მომეშალა 2საათიანი წრიალის შემდეგ და ავდექი. ლაშასთან ლაპარაკი მინდოდა სისულელეებზე.. კაბინეტში იქნება ვითომ? შესამოწმებლაფ პირდაპირ პიჟამოებით გავედი. იწ არ დამხვდა. ალბათ დაწვა, გავიფიქრე და უცებ ძალიან მაგრად მომინდა მის გვერდით დაძინება. დიდხანს არ მიფიქრია და ასე უპარდონოდ შევიჭერი ლაშას ოთახში. ლაშამ წიგნი გაოცებულმა გადადო და კითხვის ნიშნებიანი სახით მომაშტერდა. -შენთან უნდა დავიძინო. -ვუთხარი სწრაფად და უკითხავად შევუწექი. შოკისგან მგონი ენა გადაყლაპა. გავუღიმე, ხელი ავაწევინე, კომფორტულად მოვკალათდი მის მკლავში, თავი გულზე დავადე და თვალები დავხუჭე. ლაშა ისდვ ჩუმად იყო.. ჯანდაბა, ახლა საერთოდ რა დამაძინებს. მის შიშველ სხეულს ვეხებოდი.. სუნთქვა გამიხშირდა.. მასაც.. თვალებს ცოცხალი თავით არ ვახელდი, არც ვინძრეოდი. ქალიშვილი გოგოსავით ავღელდი, გული ამიჩქარდა.. ეს სიჩუმეც, სადაც ჩვენი ხმამაღალი სუნთქვა ისმოდა, უფრო ინტიმურ გარემოს ქმნიდა. ლაშამ ნელა გადამაწვინა ზურგზე და ზემოდან დამხედა. თვალები გავახილე და მის ნაცრისფერ თვალებს გადავაწყდი.. ხელები თმებში შევუცურე, ჩემკენ მოვქაჩე და ვაკოცე. ნაზი კოცნიდან ვნებიან კოცნაზე გადავედით.. ლაშამ მაიკაში ხელი შემიცურა. ყველაფერი შემეკუმშა, ჟრუანტელმა დამიარა.. მისი ხელები ჩემს სხეულზე სასიამოვნოდ დასეირნობდნენ. ჩემით გადავიძვრე მაიკა და... ლაშა უცებ გაჩერდა. -კირა.. -ვნებისგან ჩახლეჩვოდა ხმა, რაც უფრო სექსუალურს ხდიდა. მერე ჩაახველა და გააგრძელა. -ვჩქარობთ.. არ მინდა ინანო და შეგძულდე. -არ ვინანებ. -ვუთხარი და თითები მის პრესზე ავათამაშე. შევამჩნიე, როგორ დააყარა ტაომ. -დარწმუნებული ხარ? -ჩამეკითხა ის. -ლაშა, ბევრს ლაპარაკობ. -ვუთხარი და ისევ ტუჩებზე დავაცხრი. მერე აღარ გაჩერებულა.. ისე ნაზად და ფრთხილად მეფერებოდა, თითქოს ფაიფურის თოჯინა ვყოფილიყავი და ეშინოდა არ დავმსხვრეულიყავი. საოცარ შეგრძნებებს მიღძრავდა ეს ყველაფერი. არ მინდოდა ეს ღამე დასრულებულიყო.. ეს უბრალოდ სექსი არ იყო. ეს იყო სიყვარული. ხო, არ გეჩვენებათ. არც მე მეჩვენება. ეს სიყვარული იყო, სიყვარული. დილით უბედნიერესმა გავიღვიძე, სამწუხაროდ ლაშა არ დამხვდა. საათს გავხედე და დილა კი არა, უკვე შუადღე ყოფილა. წამოვდექი, იატაკზე მოფანტული ნივთები ავკრიფე, ჩავიცვი და ოთახიდან გავედი. -ოჰ, ანათებ, ქალბატონო. -ჰოლში ემამ გამომიჭირა. -სამსახურში არ ხარ? -შემრცხვა და მისი ნათქვამი დავაიგნორე. -დღეს ვისვენებ, დიდი დრო გაქვს ყველაფრის მოსაყოლად. -თვალი ჩამიკრა და ჩემს ოთახში შემათრია. -გისმენ. -საწოლზე კომფორტულად მოკალათდა. -რას მისმენ? -დავიბენი მე. -აბა როგორი იყო? -წამწამები ამითამაშა. -ნორმალური ხარ? მამაშენზე როგორ გელაპარაკო? -უხერხულობის დასაფარად გავიცინე. -აღარ მედაქალები ხო? ჩამოვიდა ლაშა და მიმაგდე. -მითხრა მოჩვენებითი წყენით. -რა გეშველება. -სიცილით ავუბურძგნე თმა და საწოლზე გადავგორდი. -მომიყევიითორემ ხმას არ გაგცემ. -ხელები გადაიჯვარედინა და სახე გაბუსხა. -დამანებე თავი, არ ხარ შენ დალაგებული. -კირა! -ემა, შემეშვი. -კარგი ის მაინც მითხარი, ბედნიერი ხარ? -ძალიან.. -ვუთხარი გაღიმებულმა. -მიხარია. -ცხვირზე მაკოცა და საწოლიდან წამოხტა. -მიდი მოწესრიგდი და გავისეირნოთ რა. -ოქეი. -საწოლიდან წამოვდექი და აბაზანაში შევედი. მანქანით ვსეირნობდით ჩუმად და დეისაძეს ვუსმენდით.. ”მე მოგიტან სიყვარულს, სანამ სიზმრებს დააღწევ თავს, შენი ოთახის ფანჯრიდან მზე, სულ სხვანაირი ჩანს...” -ემა. -სიჩუმე დავარღვიე მე. -ჰოუ. -რას შვება ებბი? -ძველებურად.. უაზროდ ბევრს მუშაობს და ძალიან იღლება. -იმ გოგოსთან რას შვება? -ისევ ისე.. -ბედნიერია? -ხანდახან მგონია, რომ არა. იცი ვამჩნევ, რომ ჩემზე ეჭვიანობს. -ვინ? ებბი? -არა, ლუსია. -მერე ისარგებლე. -არ მინდა პრობლემები შევუქმნა.. იქნებ ბედნიერია და ცხოვრებას ვუნგრევ? -ხო, მაგრამ ხომ გგონია რომ არ არის? -ზუსტად არ ვიცი. წამოსვლას ვაპირებ. -გაგიჟდი? -იქ ყოფნით უფრო ვგიჟდები. ვკვდები, რომ ვუყურებ და ვერ ვეხები. ცუდად ვხდები, ლუსია რომ მოდის და ჩემს თვალწინ ეხუტება და კოცნის. ეჭვიანობა მჭამს.. -ებბისგან ვერაფერს გრძნობ? ან ებბი ვერაფერს ხვდება შენზე? -არ ვიცი.. ალბათ არა, ან არაფერს იმჩნევს. -მითხრა სევდიანი ხმით ემამ. -თუ უფრო ცუდად ხარ, მართლა წამოდი და სხვა რამე მოვიფიქროთ. -მაინც რა? -ყოველ კვირაში საჩუქრები გაუგზავნე. აი, მოდი დღეს იასამნები. -იასამნისფერი ბარის პონტში? -გაეცინა ემას. -ხო რა.. თან დაინტრიგდება, დააინტერესებს ვინ უგზავნის. ხშირად იფიქრებს ამაზე. -გენიოსი მყავხარ რა! -მოეწონა ჩემი შეთავაზება ემას. -ერთ-ორ თვეში დიდი წერილი მიწერე და ყველაფერი მოუყევი. -არ მეხერხება ეგეთები. -მე დაგეხმარები.. -მეშინია.. ხელი რომ მკრას? -გარისკე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.