შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეული სტუმარი (13 თავი)


1-05-2016, 19:39
ავტორი murachashvili
ნანახია 4 109

მეცამეტე თავი
- ვააა, ლევან?! - თითქოს არ ელოდა ჩვენს იქ დანახვას, ხელოვნურად გაიოცა ზვიადმა, აშკარად არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
- გამარჯობა, ზვიად! - ზიზღით, ცივად ვუპასუხე - უკაცრავად ხელები მაქვს დასვრილი! - ირონიულად აღვნიშნე და ჩამოსართმევად გამოწვდილ ხელს გვერდულად გავხედე.
- არ მეგონა გოგონებო, თუ მაინც გადაწყვეტდით სახლიდან გამოსვლას!... - ფარული დაცინვით გადახედა სახე აპილპილებულ ქეთის.
- როგორც ხედავთ აქ ვართ! - კბილებში გამოსცრა ქალმა.
- ლელა! - იქვე მოფუსფუსე რესტორნის მეპატრონეს გასძახა ზვიადმა - ეს ძვირფასი სამეული დღეს ჩემს ხარჯზე გაატარე!...
- არ შეწუხდეთ, ჩვენი უკვე გადახდილია!...- კბილების ღრჭიალით გამოვუცხადე. უკვე ვგრძნობდი, რომ სულ ცოტაც და გოგოების იქ ყოფნასაც დავივიწყებდი და...
- აშკარად ასაკის ბრალია, ადრე ასეთი ფიცხი არ იყავი!...
- ლევან, გემუდარები!... - ცრემლებით სავსე თვალებით შემომხედა ქეთიმ და ადგილზე გავიყინე.
- შენს დედას მო... როცა აქედან გავალ!.... - მუქარით ჩავილაპარაკე და ერთი მოსმით გამოვცალე არყიანი ჭიქა.
იოლი მისახვედრი იყო, რომ ჩემი სიტყვები ზვიადმა მშვენივრად გაიგონა, თუმცა არ შეიმჩნია. კმაყოფილი, საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული მივიდა მეგობრებთან. თითქოს სხვაგან ადგილი არ იყო, მაინცდამაინც ჩვენს გვერდზე დასხდნენ, საკმაოდ ხამამაღლა საუბრობდნენ, თუმცა მათ ბილწსიტყვაობას ძნელი იყოა საუბარი დარქმეოდა.
- ლევან, იქნებ წავიდეთ?! - მუდარით შემომხედეს გოგოებმა.
- წავიდეთ! - მაშინვე დავეთანხმე და სწრაფად წამოვდექი. ის-ის იყო კარებში უნდა გავსულიყავი, რომ ზვიადის ირონიული სიტყვებიც გავიგონე:
- ეს თბილისელები ყველანი ასე არიან... თავს პატიოსან ქალებად ასაღებენ, არადა ყველას კისერზე ეკიდებია, დილით მე მაბავდა, ეხლა ლევანზე გადასულა...- სისხლმა ტვინში ამასხა, როცა დანარჩენი ბიჭების სიცილიც მომესმა, აქამდე ნაკოწიწები მოთმინება, სულ ერთბაშად გამიქრა. აღარც გოგოების მუდარას მივაქციე ყურადღება, მაშინვე უკან შევბრუნდი. რამდენიმე წამი დამჭირდა ჩემსა და ზვიადს შორის არსებული მანძილის დასაფარად, სადღეგრძელოს სათქმელად ფეხზე წამომდგარი გაფართოებული, გაოცებული თვალები მიმზერდა. მუშტი მოწყვეტით მოვუქნიე და კმაყოფილმა გავხედე რამდენიმე მეტრი როგორ იფრინა და დაბლა დაეხეთქა. ჩემთვის ესეც საკმარისი იყო, თუმცა რა თქმა უნდა ჩხუბი ამით არ დასრულებულა, თითქოს პირველ დარტყმას ელოდნენო, ისე უცებ აირია ყველაფერი, ვინ-ვის ურტყამდა ვეღარ გაარჩევდი. ზვიადი გათიშულ მდგომარეობაში კუთხეში ეგდო, მისი ერთ-ერთი მეგობარი და მე მთელი გამეტებით ვურტყამდით ერთმანეთს. ჩასარტყმელად მოქნეული მუშტი ჰაერში გამიჩერდა, როცა დავინახე, მეგობრის დასახმარებლად ჩემი მიმართულებით წამოსულ ერთ-ერთ მაღაროსკარელს ქეთიმ თავზე როგორ დაამხო რკინის ლანგარი. გოგონა მოხერხებულად იგერიებდა მოჩხუბრებს და ბიჭივით ქუჩურად ჩხუბობდა. არც მე ვაკლებდი.
გონს მაშინ მოვედით, როცა გარედან პოლიციის სირენების ხმა შემომესმა. უცებ მოვისაზრე რა მოხდებოდა ქეთის თუ პოლიცია აიყვანდა, ჯაბა ცხოვრებაში არ მაპატიებდა მისი ერთად-ერთი ქალიშვილის ასეთ საფრთხეში ჩაგდებას. ცენტრალური კარებიდან გასვლა არც კი გვიფიქრია, ვინ-ვის ახტებოდა ვერ გაარჩევდი, მოჩხუბრები ერთმანეთს ვასწრებდით უკანა კარებიდან გავარდნას. სამივენი მოკლეზე, ღობე - ღობე ხტუნაობით მივიკვლევდით გზას სახლისკენ და სიცილს ვეღარ ვიკავებდით.
- შეუძლებელია, დედა რესტორანში ჩხუბობდა?! ის ისეთი გაწონასწორებული! - გაოცებული შევცქეროდი ლევანს, იმდენად ჩამითრია მისმა მონათხრობდა, რომ არ მინდოდა გაჩუმებულიყო. არადა უკვე სახლთან ვიყავით, მალე ალბათ ნინიკოც მოვიდოდა დანარჩენ ოჯახის წევრებთან ერთად. თითქოს ჩემს ემოციებს მიხვდა, ისე მითხრა:
- მოდი ვიდრე დანარჩენები მოვლენ სამზარეულოში შევიდეთ, იქ ხელს არავინ შეგვიშლის, თან შენი არ ვიცი და მე ყავას ნამდვილად სიამოვნებით დავლევ!...
- მე მოგიდუღებთ... ოღონდ ერთი პირობით, თხრობას დაასრულებთ! - მეტიჩარა ტონით გამოვუცხადე მამაკაცს.
მცირე ზომის სამზარეულოში მხოლოდ ჩვენ ორნი ვისხედით, ლევანს წინ ედგა ჩემი მოდუღებული ყავა და მის სუნს თვალდახუჭული ისუნთქვავდა, თითქოს არომატს იმახსოვრებდა. ვინმეს რომ ეთქვა საკუთარ მამას ყავას მოუდუღებო, აშკარად გიჟად შევრაცხავდი. ვუმზერდი ძალიან ახლობელსა და ამავე დროს ასეთ შორეულს, სრულიად უცნობ მამაკაცს და მტკიოდა, ყველა უმისოდ გატარებული წელი მაწვებოდა და გული მეწურებოდა. იმის წარმოდგენაც კი მიჭირდა რამხელა სიყვარულს აღწერდა და ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთი გრძნობა შეიძლებოდა უკვალოდ გამქრალიყო. თვალები გაახილა და სევდანარევი ღიმილით მომაჩერდა. ორი წყვილი ერთმანეთის მსგავსი თვალი ერთმანეთს უმზერდა და ორივეს გვტკიოდა. იქნებ პატარა რომ ვყოფილიყავი ჩავხუტებოდი, იქნებ ყველა უმისოდ გატარებული წუთი მესაყვედურა, იქნებ... მაგრამ სიტყვა ყელში გამჩხეროდა, მოწოლილი ბოღმა საშუალებას არ მაძლევდა გრძნობები გამომეხატა, ისევ ცივი გონებით ვეუბნებოდი საკუთარ თავს, რომ ემოციებს არ უნდა ავყოლოდი, ბოლომდე უნდა მომესმინა, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადამეწყვიტა შემცოდებოდა თუ მთელი გულით შემეყვარებინა. აშკარად არ არ მეთმობოდა ლევანი, ვგრძნობდი, რომ არა მხოლოდ მამის არამედ დედის სრულიად სხვა, ჩემთვის ამოუცნობ სახეს ვეცნობოდი.
- დედაშენიც ასეთ ყავას ადუღებდა!... - ხმაჩამწყდარმა მითხრა მან.
- ეხლაც ადუღებს... - ღიმილი ვერ შევიკავე.
- მაგრამ, ჩემთვის აღარ...
- არ მესმის, ვერ ვიგებ, თუ ასე ძალიან გიყვარდა, რატომ დაშორდით?!
- მიყვარდა?! - გაოცებულმა ამომხედა მან- იმ წუთში ჩემი გრძნობისთვის ვინმეს სიყვარული რომ დაერქმია ალბათ სასაცილოდ არ მეყოფოდა. უნდა ვაღიარო, მიყვარდა, ოღონდ ამ გრძნობას როგორც ქალის მიმართ არსებულ სიყვარულს ისე არ აღვიქვავდი. უბრალოდ პატარა გოგონა იყო, განებივრებული, თუმცა ძალიან მგრძნობიარე და ყველასგან განსხვავებული. მინდოდა მასზე ზრუნვა, დამეცვა... არც მისგან ვგრძნობდი რაიმე განსხვავებულს. ჩემი დანახვა გულწრფელად უხაროდა, ამას არც მალავდა, მიუხედავად ჩვენს შორის არსებული ასაკობრივი სხვაობისა, ვერც კი შევნიშნეთ ისე ვიქეცით ერთგულ მეგობრებად.
მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ისევ ამბის თხრობას გავაგრძელებ, იმ საღამოს მაღაროსკარში დავრჩით და სახლში მეორე დღეს დავბრუნდით. შორიდანვე დავინახე დალილავებული ზვიადი მის ამფსონებთან ერთად, მისი ხასიათი მშვენივრად ვიცოდი, ნასვამი რამდენად აგრესიულიც იყო, ფხიზელი თითქოს ორმაგად ინანიებდა, ბოდიშს ყოველთვის მარტივად იხდიდა, ჩხუბის მეორე დღეს მოდიოდა და „ნიანგის“ ცრემლებით ითხოვდა პატიებას. თუმცა როგორც კი დალევდა ისევ იგივე „შეცდომას“ იმეორებდა. შესაბამისად არც მისი სინანულის მჯეროდა, უბრალოდ ერთი პირფერი და უთავმოყვარეო ბიჭი იყო.
ცალი თვალით გამოგვხედა გვერდი-გვერდ მოსიარულე სამეულს. ახლოს მოსვლა რათქმა უნდა ვერ გაბედა, ჩემი მისდამი დამოკიდებულება კარგად იცოდა, ხვდებოდა, რომ მისგან არც ბოდიშს მივიღებდი და შეიძლება ამის მცდელობის გამოც ხელახლა მეცემა. ჩვენსკენ ზურგით დადგა, თითქოს ვერ შეგვამჩნია, რა თქმა უნდა არც ჩვენ გამოგვიდია დიდად თავი მისი მონახულებით. იმდენად ვიყავი მასზე გაბრაზებული წინა დღის გამოხტომას ასე იოლად ნამდვილად არ ვაპატიებდი. არ ვიცი გოგოები რას ფიქრობდნენ იმ წუთში, თუმცა მე რატომღაც ქეთის სახე ამომიტივტივდა რკინის ლანგარს რომ ურტყავდა თავში ერთ-ერთ მათგანს, სამივენი ისტერიულად ვიცინოდით.
შინ ჩვენი დაბრუნება ისე გაუხარდათ თითქოს საუკუნის უნახავები ვყავდით:
- უთქვენოდ ყველაფერი გამოყუვდა! - ცრემლებს იწმენდდა დედა.
მაშინ ამ სიტყვების მნიშვნელობას დიდად ვერ ვხვდებოდი. იმის შიშით რომ ქეთის არ მოეწყინა სხვადასხვა სახის გასართობებს ვიგონებდით, ხან ჩანჩქერზე დავდიოდით, ხან ცხენებით ვასეირნებდით. მის მიმართ არსებული აგრესია უკვალოდ გამიქრა. თითქოს კარგი მეგობრები ვიყავით, შეგვეძლო გვესაუბრა ნებისმიერი საკითხზე, შენ წარმოიდგინე ქალებზეც კი.
სამწუხაროდ ანალოგიურს ვერ ვიტყოდი ჩემს ძმაზე. არ ვიცი ეს ორნი როგორ ახერხებდნენ, მაგრამ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით კამათობდნენ. არა და, რომ გეკითხა ერთმანეთზე გიჟდებოდნენ. კაიშაურზე ვინმეს ცუდი რომ ეთქვა, თვალებს დათხრიდა მამუკა, თუმცა თვითონ ერთ სიტყვას არ არჩენდა ქალს. არ მესმოდა მათი მეგობრობის, არც ასეთი დამოკიდებულების, თუმცა მე რა მეთქმოდა?! როგორც კი ქალთან ქცევის წესების თაობაზე მისთვის მითითების მიცემას დავაპირებდი, მაშინვე ცივად მაწყვეტინებდა:
- ქეთი ქალი კი არაა, ერთი კაპასა გოგოა, ჩემს საწამებლად გაჩენილიო!...
იქნებ ასეც იყო, არ ვიცი, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერზე ჩხუბობდნენ, მაინც არ ეშვებოდნენ ერთმანეთს. რამდენჯერაც კაიშაური გაებუტებოდა და გაერიდებოდა, მაშინვე მასთან ჩნდებოდა მამუკა და სწრაფადვე ირიგებდა.
ერთ-ერთი ასეთი შეკამათება კარტის თამაშის დროს მოუვიდათ. ჩვენთან სახლში ვისხედით, მე და ქეთი პარებში ვეთამაშებოდით ტყუპს. მიუხედავად მათი მრავალგზის თაღლითობისა მოგებას მაინც ვერ ახერხებდნენ. ისე ოსტატურად ითვლიდა მათ დაგეგმილ კომბინაციებს, რომ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე უდაოდ ვლიდერობდით.
საკმაოდ დაძაბული სახეებით ჩასჩერებოდნენ ტყუპები საკუთარ კარტებს და ვინ იცის უკვე მერამდენედ ითვლიდნენ მათთვის სასურველ „ქულებს“.
- დედას გაფიცებ სულ ცხრა კარტი გიჭირავს და ათი თითი რატომ არ გყოფნის გამოსათვლელად?! - სიცილით ჰკითხა ქეთიმ მამუკას.
თუმცა ვაჟს აშკარად არ ეცალა მისი რეპლიკისთვის. ისევ გაფაციცებით ითვლიდა:
- ცხრა! - კმაყოფილმა, საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებულმა შეხედა ტყუპის ცალს.
რამდენად წინაც არ უნდა ვყოფილიყავით მისი ცხრაასი ნამდვილად წამგებიანი აღმოჩნდებოდა ჩვენთვის, თან ამას „გარდაში“ იძულებით ნათქვამი ერთის ხიშტიც ემატებოდა, მოკლედ უნდა გვეღიარებინა, რომ ვაგებდით. მამუკა ადგილზე ცქმუტავდა, ისეთი ბედნიერი იყო...
- მაღალი ჯვარი!... - კმაყოფილმა გამოაცხადა მან და ქეთიმ გადმოაგდო კიდევაც ჯვრის ტუზი. ამას მოჰყვა მამუკას ჯვრის კაროლი, დამა, ვალეტი, შეიძლება ითქვა ექვსი ქულა „ჯვრის“ მასტის ხარჯზე აიღო. შემდეგ მეორე ჯოკრით მაღალი გული გამოაცხადა, რასაც ქეთისგან ისევ - ტუზი, ხოლო ჩვენგან კაროლი და ვალეტი მოჰყვა. აშკარა იყო, რომ გულის დამა თვითო მამუკას ეჭირა ხელში, არც შევმცდარვარ, კმაყოფილი ბედნიერი სახით დამას ჩამოვიდა. ქეთიმ რვიან გული, თამარმა აგურის ტუზი ხოლო მე კი შვიდიან გულს ჩამოვედი.
- ესეც ასე!... - სახე გაბრწყინებული ჩამოვიდა მამუკა გულის ექვსიანს.
- რა ესეც ასე?! თვლა უნდა იცოდე ამხელა კაცმა... - ირონიული ღიმილით ჩამოვიდა თამარი გულის ათიანს.
არასოდეს დამავიწყდება მამუკას გააფთრებული სახე: - შენ გოგო სულელი ხომ არ ხარ?!... ითაღლითე?! რა პონტში შეინახე?!. - კარტს ხელი აჰკრა და სახეში შეაყარა ქეთის.
- გაგიჟდი? თამაში თუ არ შეგიძლია რას მეთამაშები?! რას ჰქვია რატომ შევინახე? აბა შენ უნდა მოგეგო?! - პოზიციებს არ თმობდა კაიშაური.
- მოგკლავ, დედას გეფიცები, ამ ცინიზმის გამო ერთხელაც იქნება შემომაკვდები! - აშკარად მასზე დასარტყმელად გაიწია მამუკამ.
- არც კი გაბედო! - საკუთარი ხმა ვერ ვიცანი, იმხელაზე დავიღრიალე. - ასე რამ გადაგრია?!
გაგიჟებულმა მამუკამ მტრულად გამომხედა, ქალზე გაცოფებულმა იქვე მდგომი სკამი მოისროლა და გარეთ გავარდა.
უნდა ვაღიარო, რომ ჩემი ძმისგან ასეთი სიფიცხე ნამდვილად მაკვირვებდა, ქეთის ხმა არ ამოუღია, ცრემლებს ვეღარ იკავებდა, უსიტყვოდ შევარდა ჩემს ყოფილ ოთახში.
- ვერ ვხვდები რა სჭირს, ასეთი აგრესიული არასოფეს ყოფილა! - გაოგნებული მეუბნებოდა დედა.
- გარდატეხის ასაკის ბრალია, ნუ ღელავ... - თავზე ვაკოცე ნინას.
-მის გამართლებას ტყუილად ცდილობ, შენ არ გქონდა ეგ ასაკი?! -მასზე გაბრაზებული აშკარად ჩემზე იყრიდა დედა ჯავრს.
- მე ეხლაც მაქვს... - ხუმრობას ვცდილობდი.
- ჩემი ბრალია ნინა დეიდა, ზედმეტი მომივიდა, ცუდად ვიხუმრე!... - ნამდვილად არ ველოდი ქეთისგან ასეთ სიტყვებს, გაოცებულმა გავხედე ხმაგაბზარულ ქალს.
- ეჰ, შვილო, ვიდრე თქვენ გაიზრდებით!... - ხელი ჩაიქნია დედამ.
მთელი დღე აღარ გამოჩენილა მამუკა, ალბათ საღამოს ათი საათი იქნებოდა უგონოდ მთვრალი რომ დაბრუნდა. გოგონები მის ასეთ მდგომარეობაში დანახვისთანავე ოთახში შეიკეტნენ. ტკივილით სავსე თვალებით გახედა ქეთის.
- ცოტა ნაადრევი ხომ არაა შენთვის ასე ქეიფი და დროსტარება?! - საყვედური არ დაიშურა ნინამ.
- მე არ მიქეიფია, მე გული მტკიოდა და... - ენისბორძიკით ძლივს წარმოსთქვა ჩემმა ძმამ.
- ტკივილმა გაგიარა?! - ამჯერად ირონიულად გახედა ზურამ.
- არა!... უფრო მომემატა... - ეს სიტყვები იმდენად ალალად წარმოსთქვა, რომ უნებურად გაგვეღიმა. მშობლებსაც კი გადაუარათ სიბრაზემ.
არეული ნაბიჯით და ფეხის ბანცალით გოგოების უთახისკენ გაემართა. ახალი სკანდალის შიშით მეც უკან მივყევი, აშკარად ნამტირალევ ქეთის თავი თამარის კალთაში ედო. ჩვენი შესვლისთანავე ფეხზე წამოხტა.
- ქეთო, ხომ იცი როგორ მიყვარხარ?! - ბლუყუნ - ბლუყუნით მის წინ მუხლებზე დამდგარი უხსნიდა მამუკა - დედას გეფიცები არ მინდოდა, შენი თითოეული ცრემლის გამო მძულს საკუთარი თავი, მაპატიე გთხოვ!... - აკანკალებულ მუხლებზე ეხვეოდა ჩემი ძმა.
გულში უსიამოვნოდ გამკრა, მიუხედავად იმისა, რომ ვხვდებოდი ასე თამამად სიმთვრალე ალაპარაკებდა, რატომღაც მაინც არ მომეწონა. არც ის დამვიწყებია, რომ კაუშაური ვერ იტანდა როცა ვინმე „ქეთოთი“ მიმართავდა. თუმცა ამჯერად ხმა არ ამოუღია ქალს, მაგრამ მაინც შევნიშნე ოდნავ შესამჩნევად როგორ გაეღიმა.
- ქეთო, გაფიცებ ყველაფერს, ხომ მაპატიებ?!... - მუდარით უმზერდა ჩემი ძმა - იცოდე, რომ არ მაპატიო თავს მოვიკლავ!.. - ეს სიტყვები ისე წარმოსთქვა, დარწმუნებული ვიყავი დანაპირებს მართლა შეასრულებდა.
- რა სულელი ხარ, მამუკა, ასეთი რამის გამო თავს ვინ იკლავს?! - სიცილს ვეღარ იკავებდა კაიშაური. - გაპატიებ აბა რას ვიზავ, სხვა შენისთანა წურბელას სადღა ვიპოვი...
მეორე დღეს ისე იყვნენ თითქოს არც არაფერი მომხდარა, თუმცა ორივემ ჭკუა ისწავლა, იმ ჩხუბის შემდეგ ერთმანეთის წინააღმდეგ ჯოკერი აღარ უთამაშიათ.



№1 სტუმარი uech

Yvelazemagaroa

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

მაგარი კია მაგრამ არ მყოფნის და რავქნა.

 


№3  offline მოდერი ლილიანა

კარგი ხარ ❤ ძალიან
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№4  offline აქტიური მკითხველი grafo

ისეთ თავებს დებ, რომ კომენტარს ვერ ვწერ. ანუ, ისტორია მაგარია და შენ რა მაგარი ხარ მაგის წერა მე არ გამომდის და ისტორია კიდევ თავიდან თავამდე ისე, წყდება რომ...ალბათ ბოლოს უნდა შევაფასო. ამ გმირებს კიდევ, რასაც აქამდე ვუყურებ მარტის ამინდივით ეცვლებათ ხასიათი, კაცებს განსაკუთრებით. კიდევ კარგად არიან ეს ქალები ამათ ხელში wink wink . მომწონს ქეთის გმირი ძალიან ჯერჯერობით.

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

uech
Yvelazemagaroa

lalita
მაგარი კია მაგრამ არ მყოფნის და რავქნა.

ლილიანა
კარგი ხარ ❤ ძალიან

grafo
ისეთ თავებს დებ, რომ კომენტარს ვერ ვწერ. ანუ, ისტორია მაგარია და შენ რა მაგარი ხარ მაგის წერა მე არ გამომდის და ისტორია კიდევ თავიდან თავამდე ისე, წყდება რომ...ალბათ ბოლოს უნდა შევაფასო. ამ გმირებს კიდევ, რასაც აქამდე ვუყურებ მარტის ამინდივით ეცვლებათ ხასიათი, კაცებს განსაკუთრებით. კიდევ კარგად არიან ეს ქალები ამათ ხელში wink wink . მომწონს ქეთის გმირი ძალიან ჯერჯერობით.

მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო..კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. დიდი მადლობა იმისთვის რომ ამ დატვირთულ დღეებში მაინც მოახერხეთ წაკითხვა და კომენტარის დადებაც.
რაც შეეხება მამაკაცების ცვალებად ხასიათს, უნდა აღვნიშნო რომ უდაოდ მართალი ხარ... დღემდე ვერ გავიგე, თუ რატომ განვითარდა ეს ამბავი ამ მიმართულებით, ათას გაგამართლებელ მიზეზს ვეძებდი, თუმცა უშედეგოდ... ყოველი მათგანი ამტკიცებდა (მამაკაცებზე მაქვს საუბარი) და ნაწილი დღემდეც ამტკიცებს, რომ თავდავიწყებით უყვარდა, თუმცა მე პირადად მათ მოქმედებებში ამ გრძობას სამწუხაროდ დიდად ვერ ვხედავდი... მოკლედ არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მე უბრალოდ ავღწერ რა მოხდა, ხოლო მათი გრძობების განსჯას თქვენ მოგანდობთ...

 


№6  offline ადმინი ano23

კია ქეთი განსხვავებული ხასიათის,მაგრამ მე ძალიან მომწონს,რასაც ამ ჩამოუყალიბებელი ბიჭების საქციელეზე ვერ ვიტყვი.. რატომღაც ვეჭვობ,რომ მამუკასაც გულში ჩაუვარდა კაშიაური... ისტორია საოცრად კარგია და მოუთმენლად ველი ახალ თავს

 


№7  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

iatoriaa dzalian saimteresoaaa smile celodebii axal tavsss moutmenladd love

 


№8  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Dzalian kargia :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent