შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსი. #15


1-05-2016, 22:50
ავტორი ჯია
ნანახია 4 755

ემა ყოველ კვირას უგზავნიდა ებბის საჩუქრებს. ხან რას ავურჩევდით, ხან რას.. მთავარია ბანალურობაში არ გადაზრდილიყო. საინტერესო და უცნაურ საჩუქრებთან ერთად პატარა ბარათებს უდებდა, სადაც სიყვარულს უხსნიდა. რომ შეგეკრა ერთი დიდი წერილი გამოვიდოდა, მაგრამ ასე საინტერესო არც იქნებოდა. ებბის ადგილას, რომ ვყოფილიყავი დიდი ხნის წინ მივატოვებდი ლუსიას. ან რამ შეაყვარა? საშინელი სახის კანი აქვს, თითს ვერ დავადებიდი. 3-4ჯერ მყავს სულ ნანახი და ისეთი საზიზღარი ხასიათები აქვს, მგონი სიცილი რა თვისებაა არასოდეს გაუგია. ემა არ ვიცი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ებბი იმ გოგოსთან ბედნიერი არ არის.
-დღეს რის გაგზავნას აპირებ? -მეოთხე სართულზე შევიკრიბეთ მე და ემა.
-წერილის.
-უკვე? -გაოცებული მივაშტერდი.
-რაღა უკვე, 1 წელზე მეტი გავიდა.
-ღმერთო, რა მალე გადის დრო. -ცოტა შოკში ვიყავი, მართლა როგორ ვერ შევამჩნიე, რომ უკვე თითქმის ორი წელია აქ ვარ.
-ბედნიერი ადამიანებისთვის ეგრე ხო. -ცხვირზე თითი დამკრა ემამ, ძირს ჩაჯდა და პატარა მაგიდასთან მოკალათდა. -მოდი დამეხმარე, მახსოვს შემპირდი.
ღიმილით მივუჯექი მას და ჩავფიქრდი.
-გახსოვს მე რომ პირველად, მომიყევი ებბიზე? აი, ეგრე დაიწყე. მერე აუხსენი, რამ გადაგაწყვეტინა მუშაობის მასთან დაწყება, ისიც უთხარი რატომ წამოხვედი. მერე ყველა საჩუქარი აუხსენი, სულ ხომ რაღაც ახსნა ჰქონდა თითოეულს? -უცებ ჩამოვურაკრაკე.
-მაგრა მეხმარები! -სახე მოეღრიცა ემას.
-ემა, შენს მაგივრად წერილს ვერ დავწერ. -ავუხსენი მას. -დაწერე ყველაფერი რასაც გრძნობ. ყველა ემოცია, განცდა.. საერთოდ ყველაფერი დაწერე, რაც კი შენში გამოუწვევია ებბის.
-ძალიან დიდი გამოვა..
-ხოდა ძალიან კარგი. მთავარია ლამაზად აუღწერო ყველაფერი და შენ ეს გამომივა. ყოველთვის ისე ლაპარაკობ მის მიმართ გრძნობებზე, ყველაზე ბოროტ ადამიანსაც კი გაულღვობ გულს. -მხარზე ხელი ჩამოვუსვი ემას და გავუღიმე. -მარტო დაგტოვებ, უკეთ მოუყრი აზრებს თავს. -ვაკოცე და წამოვედი.

-დღეს არსად არ მიდიხარ? -შევაჭერი ლაშას კაბინეტში.
-არა, დღეს ვისვენებ. -გამიღიმა ლაშამ.
-ძალიან კარგი, მეც ვისვენებ. -მის კალთაში მოვკალათდი და ხელები კისერზე მოვხვიე.
-გინდა სადმე წავიდეთ? -შემომთავაზა ლაშამ.
-არა, სახლში მინდა მე. ასე ვიჯდე მთელი დღე და ერთი წამითაც არ მოგშორდე. -მივეკარი გულზე და მისი სურნელი შევისუნთქე. ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა, მაგრამ არაფერი უთქვამს, თავზე მეფერებოდა. საერთოდ ლაშას ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, თბილი სიტყვები ხომ იშვიათობაა მისგან. პრინციპში, სულ არ მჭირდება არაფრის თქმა, მისი მზერით და ქცევებით ვგრძნობ ყველაფერს.
-უნივერსიტეტში რა ხდება? -მოიკითხა ჩემი ამბები.
-საინტერესო არაფერი, ერთ თვეში გამოცდები მეწყება და ცოტას ვნერვიულობ. -თვალები ავახამხამე მე.
-ჭკვიანი მყავხარ შენ, არაფერი გაქვს სანერვიულო. ისე, მოგწონს?
-ფსიქოლოგია? კი, ძალიან! მაგარი საინტერესოა. -ვუთხარი აღფრთოვანებულმა.
-ჩემი ფსიქოლოგი იქნები ხო?
-კი, ნერვებს რომ გიშლი ხოლმე, ისევ მე გიმკურნალებ. -გამეცინა მე, ლაშასაც გაეცინა.
-ნიცშეს კითხვა დაამთავრე?
-კი.
-მერე?
-კაი ტიპია.. რაღაცეებში არ ვეთანხმები, მაგრამ ისე მაგრად აპრავებს თავის მოსაზრებებს, წამიერად მაინც დაგიყოლიებს.
-შენ ძლიერი ხარ და მაინც შენს აზრზე რჩები ხო? -გაეღიმა ლაშას.
-რა თქმა უნდა, მე ძალიან ჭკვიანი და ძლიერი გოგო ვარ და ყველაფერზე ჩემი აზრი მაქვს. -ვთქვი ამაყად.
-ძალიან თავმდაბალი ხარ. -გაეცინა მას და შუბლზე მაკოცა.
ცოტახანი ჩუმად ვიჯექით. მიყვარს ასე.. ხშირად ხდება ხოლმე. მასთან კაბინეტში, მე მის კალთაში, გულზე მიხუტებული. ისე ხელებზე მეფერება. არც ერთი ვიღებთ ხმას და ერთმანეთის გულის ცემას ვუსმენთ. მამშვიდებს.. მამშვიდებს და მიყვარს ასე ყოფნა.
-რაღაც მინდა გითხრა. -დაიწყო ლაშამ. თვალები ამემღვრა.. უკვე ვიცოდი რასაც მეტყოდა.
-მძულს ეგ სიტყვები. -აცრემლებული თვალებით ავხედე მამაკაცს.
-ყოველ ჩემს გამგზავრებაზე ასე უნდა ინერვიულო? -თვალებთან თითებით შემიმშრალა წამით წამოსული ცრემლები.
-არ მიყვარს როცა მიემგზავრები და ჩემ გვერდით არ ხარ. ვერ ვიტან უშენოდ გათენებულ დილებს.. თან სულ იმაზე ვდარდობ არ დაგიჭირონ. ის სამი თვე ისე მწარედ მახსოვს. წარმოდგენაც არ მინდა, რომ ისევ... მოვკვდები.. დარდს გადავყვები. -პატარა ბავშვივით ამოვისლუკუნე. -ჩემი სიკვდილი გინდა?
-არ მინდა. -თავი გამიქნია ლაშამ. ღიმილი არ შორდებოდა სახიდან, აშკარად სიამოვნებდა ასე ძალიან რომ მოვეკედლე.
-ხოდა არ წახვიდე, თუ არ გინდა.
-3 დღეში ჩამოვალ.
-3 დღეც ბევრია..
-ღმერთო, რა ეგოისტი ხარ. -ჩაეცინა ლაშას.
-ხო ვარ. სულ ჩემთან უნდა იყო, ისიც მყოფნის ხანდახან მთელი დღე რომ ვერ გნახულობ ხოლმე. არ შეიძლება ეგრე, ხანდახან მგონია, რომ სულ არ გინდა ჩემთვის დროის გამონახვა. -ჯიუტად ავწუწუნდი მე.
-კირა, ხანდახან ხომ უნდა მოგენატრო ხოლმე? მოგბეზრდები ასე. -სიცილით მითხრა. დამცინის ხო?
-მე სულ მენატრები. -გავიბუსხე და წარბები შევკარი.
ლაშას გაეცინა, თავი ამაწევინა და ნაზად მაკოცა. ვგიჟდები, მის კოცნაზე ვგიჟდები. საერთოდ, მის შეხებაზე ვგიჟდები. ისე ნაზად, თბილად და ამავე დროს ძალიან ვნებიანად მეხება ხოლმე, ვდნები, გონება მებინდება და მეტყველების უნარს ვკარგავ.
-არ წახვიდე, გთხოვ. -ვუთხარი, როდესაც კოცნა დაასრულა და თავი ისევ გულზე მივადე.
-სერიოზული საქმეა, სხვა გზა არ მაქვს. -ისე მითხრა შევატყვე, რომ დიდად თვითონაც არ უნდოდა წასვლა.

საღამოს გასართობ სართულზე ვიჯექი დივანზე და ხედს ვუყურებდი. როგორ მიყვარს აქაურობა და აქ განმარტოება. ჩემს თავზე ვფიქრობ.. ლაშაზე ვფიქრობ. რა უცნაური რამ არის ცხოვრება? მაფანატებს ადამიანზე, რომელიც ერთი პერიოდი მთელი არსებით მძულდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ასე ვინმე შემიყვარდებოდა, მითუმეტეს ლაშა. რა მოსატანია ეს გრძნობა, აკოს მიმართ გრძნობებთან. რომ შევადარო, აკო იდეაში არც მყვარებია. ისე მაგრად მიყვარს ლაშა, ისე მაგრად.. არ ვიცი. ვერ ვხსნი.. მგონი ზედმეტიც არის ასეთი დოზით სიყვარული, ხანდახან მგონია, რომ ავფეთქდები და პირველი ადამიანი ვიქნები, ვინც სიყვარულის გადაჭარბებული დოზით წავიდა ამ ქვეყნიდან.
-რაზე ფიქრობ? -ლაშას ბოხმა ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან.
-რავი, თან არაფერზე, თან ყველაფერზე. -ვუთხარი ჩუმად.
-არ მომწონს მოწყენილს, რომ გხედავ. -მომიჯდა და მიმიხუტა.
-მომენატრები. -ვუთხარი და გულზე ვაკოცე.
-შენი გოგოები არ გენატრებიან? -მკითხა მოულოდნელად. გამიკვირდა, არასოდეს უხსენებია ნინა ან ლისა.
-უნორმოდ. -ვუთხარი კიდევ უფრო მოწყენილმა.

დილით კოცნით გამაღვიძა, უკვე ჩაცმული იყო.
-მალე ჩამოვალ, არ ადგე გააგრძელე ძილი. -კიდევ ერთხელ მაკოცა და არაფრის თქმა არ დამაცადა უცებ გავიდა ოთახიდან.
რაღა დამაძინებს! მძულს, რომ მტოვებს.. მეზიზღება მისი ”პროფესია”, მაგრამ როგორ მოვთხოვო შეეშვი მაგ საქმეს მეთქი? მთელი ცხოვრებაა ასე ცხოვრობს. მე ხომ არ მიშლის კლუბებში სიარულს, დრაგებს და გართობას? არა კი წაიწუწუნებს ხოლმე, ჯანმრთელობისთვის ცუდი რომ არ იყოს ხმას არ ამოვიღებდიო. ერთხელ Tomorrowland_ზეც გამიშვა ემასთან ერთად 2 დღით. ჩემი ოცნების ელექტრონული მუსიკის ფესტივალი იყო და ეგეც ამიხდინა. საერთოდ რა უნდა მოვინდომო, რომ არ ამისრულოს. შეიძლება ბევრი რამ არ მოწონს, მაგრამ მაინც მითმობს. ასაკობრივია და გაგივლისო, მეტყვის ხოლმე და გამიღიმებს. ძალიან ჯიგარი და გამგები ტიპია რა, მაგრად გამიმართლა. ზე უცნაური ურთიერთობა გვაქვს, არასტანდარტული და მომწონს, ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი. ალბათ, ვერასდროს ამოვწურავთ და კიდევ მეორე ცხოვრების დამატება მოგვიწევს. ნეტავ შესაძლებელი იყოს, აუცილებლად დავიმატებდით. ზღაპარში ვარ, ”მზეთუნახავი და ურჩხული” კი არა, რაღაც სხვა.. აი, ვოლტ დისნეი ცოცხალი რომ იყოს, მაგარ იდეებს მივაწოდებდი და 21 საუკუნის ყველაზე მაგარ ზღაპარს შექმნიდა. ყველაზე მაგარი ის არის, რომ თვალდახუჭული მენდობა და მეც. ვიცი, რომ გაფიქრებითაც კი არ გაიფიქრებს სხვა ქალზე..

რომ მოვწესრიგდი მისაღებში ჩავედი, ემაც იქ იყო.
-რას შვები, კნოპკა? -მოვიკითხე და ცხვირზე ვაკოცე. კნოპკას იმიტომ ვეძახი, რომ პატარა კნოპკა ცხვირი აქვს და ვგიჟდები მის ცხვირზე.
-ვნერვიულობ. -ისე სასაცილოდ ამომხედა, თავი ვერ შევიკავე და გამეცინა.
-წაიკითხავდა უკვე?
-კი. -ფრჩხილების კვნეტა დაიწყო ნერვიულად.
-ნეტავ რა რეაქცია ექნება. -მივუჯექი და მუჭი ჩავარტყი ბეჭში. ვერ ვიტან ფრჩხილებს, რომ იჭამენ! ჩემთვის იგივეა, ცხვირში შეიყო ხელი საზოგადოებაში. მიმიხვდა და სწრაფად ჩამოწია ხელი.
-იმედია, კარგი.. თორემ გავგიჟდები. -ამოისუნთქა და თავი მხარზე ჩამომადო.
-ყველაფერი იქნება სუპერ. აი, ნახავ. -დავამშვიდე მე და ლოყაზე მოვეფერე.
უცებ სახლის კარი გაიღო და მისაღებში ნინა და ლისა შემოცვივდნენ. თვალები დავისრისე, მგონი ჰალუცინაციები დამეწყო.
-როგორ მოგვენატრე! -მომეხვია ორივე და ლოყებს მიკოცნიდნენ.
გაშტერებული ვიჯექი და ხმას ვერ ვიღებდი, არა აშკარად მეჩვენება.
-ემა, მიბწკინე, მგონი გავაფრინე. -ამოვილუღლუღე გაშტერებულმა.
-კი, მგონი მართლა გააფრინე, იმიტომ რომ საერთოდ არ მოგნატრებივართ!
-იმაზე მეტად მომნატრებიხართ, ვიდრე მეგონა. -უცებ გამოვერკვიე და ისევ მოვეხვიე გოგონებს.
გოგონებს ემა გავაცანი, დიდხნიანი ხვევნა-კოცნის შემდეგ, ცოტა დაწყნარება მოვახერხე. გოგონები ოთახებში გადავანაწილე და საღამოს გასართობ ოთახში შევიკრიბეთ.
-კიდევ არ მჯერა, რომ ჩემთან ხართ. -ვუთხარი გახარებულმა. -საიდან მოგაფიქრდათ?
-ერთი კვირის წინ დაგვირეკა ლაშამ, ბილეთები გამოგვიგზავნა და არ მაინტერესებს გცალიათ არ გცალიათ, კირას ძალიან ენატრებითო. -ჩამომირაკრაკა ნინამ.
-შენ გყავს ყველაზე მაგარი მამაკაცი გვერდით.
-ვიცი. -ამაყად ვთქვი და გამეცინა.
-ხო, კიდევ დაგვიბარა, რომ ის სამი დღე სანამ მე არ ვიქნები თქვენებურად გაერთეთო. ჩემი ჩამოსვლის მერე კი ჩემებურადო. -სიცილით მითხრა ლისამ.
-ძალიან კარგი, ახლა მე გადავრეკავ ბარიგებთან და მერე კლუბში წავიდეთ. სამი დღე იქედან არ გამოვდივართ. -შეგვითანხმდა ემა და ტელეფონი მოიმარჯვა ხელში.
-იმენა ჩვენიანია რა! -სახე გაებადრა ლისას.
-მომიყევით რა ხდება საქართველოში.. -დავინტერესდი მე.
-საინტერესო არაფერი, კიდევ კარგი ღამის ცხოვრება მაინც გვაქვს ნორმალური თორემ სულ გავაფრენდით იქ.
-დათა და სანდრო რას შვებიან.
-ორივემ გააფრინა.
-რატომ?
-შვილები მოუნდათ. -გაეცინა ნინას.
-მე გამზადებული დამხვდა, ნაზე რამხელა გოგო მყავს. -გავხედე ემას და სიცილი აგვიტყდა ყველას.
-მეორე არ გინდათ? -მკითხა ნინამ.
-არასდროს გვისაუბრია მაგ თემაზე. -უხერხულად შევიშმუშნე ემასთან, არც ემას აზრი ვიცი ამ თემაზე. იქნებ სულაც არ უნდა და ან ძმა.
-არადა სიამოვნებით გავზრდიდი ჩემს პატარა ძმას, ან დას. -გამიღიმა ემამ. აშკარად მიმიხვდა უხერხულობას. აი, იმიტომ მიყვარს ასე მაგრად, რომ უსიტყვოდ ესმის ჩემი.
ალბათ, მიხვედრა არ გაგიჭირდებათ რა მაგარ ერთ კვირას გავატარებდით ერთად! ლაშამ და გოგოებმა ისე გაუგეს ერთმანეთს, უკვე ეჭვიანობის შეტევები მემართებოდა და მეცხვენოდა, ჩემი თავი რომ გამოვიჭირე ამ ფაქტზე.

-ძალიან დიდი მადლობა! -ჩავეხუტე ლაშას, გოგოების გამგზავრების შემდეგ.
-რისთვის? -მკითხა გაოცებულმა.
-სულ, რომ მახარებ! -გავუღიმე და ბაგეები დავუგემოვნე. ისეთი ვნებიანი კოცნა იყო, ლაშას არ ვიცი, მაგრამ მე ამიწიოკდნენ ჰორმონები.
ლაშა ჩემთან ერთად წამოდგა და მის სამუშაო მაგიდაზე შემსვა. კიდევ უფრო ვნებიანად მკოცნიდა და ნელ-ნელა პერანგის ღილებს მიხსნიდა, პერანგი მხრებზე გადამიწია და კოცნით კისერს ჩაუყვა. თავი გადავწიე და სიამოვნების კვნესა ამოვუშვი. ხელებით კიდევ უფრო მისკენ მიმწია და საჯდომზე ხელი მაგრად მომიჭირა... ქამარი და შარვალი შევხსენი ნელა, ისე რომ მის ფერებას არც მე ვწყვეტდი. კაბის ქვეშ მეორე ხელი შემიცურა და ტრუსისგან გამანთავისუფლა.. მერე კი.. დიდი ეიფორია. ვგიჟდები ერთი მთლიანობა, რომ ვხვდებით. უსასრულოდ მინდა ხოლმე გაგრძელდეს ეს წუთები...



№1 სტუმარი lanu

Vaimeee amiduxtuxda hormonebi :)) mokled dzn magari iyo rogorc sxva danarcheni tavebi.veli gagrdzelebas male dade pliizz ar daagviano

 


№2  offline წევრი მოლურჯო

ვგიჟდები შენზე რა
ისიც მიყვარს ტომ ყოველთვის დროულად დებ და არ აგვიანებ
--------------------
მარიამი

 


№3 სტუმარი lizazu

sashinlad momwons lasha da dzalian gtxov rom cudad ar daasrulo da ertad datovo. muyvars sheni istoriebi da kargi gogo xar rom yoveldge deb da ase gvaxareb.

 


№4  offline მოდერი ჯია

მადლობა, ბავშვებო ❤️
ნენე, შენი ისტორიის ახალი თავი დადე, თორემ არ ვიცი რას გიზაააამ :დდდ

 


რა მაგარია ხარ მეტავ შენ იცოდე როგორ მიყვარს შენი ნაწერი...ვგიჟდები..
კირა კირა. .შემიყვარდა ასეთი კარგი რომ გახდაა.
მაგრამ გიო მაფიქრებს ძალიან მაფიქრებს
--------------------
romantikosi mwerali

 


№6 სტუმარი ემი

სულ მაინტერესებს, რა ინტერესი ამოძრავებს ლაშას... იქნებ ცოტათი მაინც გამოაჩინო, რატო მოიქცა ლაშა ასე თავიდან... რის მიღწევას ცდილობდა და ცდილობს... ეხლა რა გრძნობა აქვს კირას მიმართ... უყვარს, არ უყვარს, ერთობა თუ .... მოკლედ ლაშა, ჯერ კიდევ, რჩება ჩემთვის ამოუხსნელ ფენომენად... winked

კირას რომ შეუყვარდებოდა, ეჭვიც არ მეპარებოდა... იმიტომ კი არა, რომ ლაშა ძლიერია, უბრალოდ პატარა ასაკის გოგოებს ხშირ შემთხვევაში იზიდავთ ლაშასნაირი კატეგორიის ხალხი... ასეთ კატეგორიას ყოველთვის აქვს რაღაც განსაკუთრებული ხიბლი და შარმი..

ამ ბოლო თავებში დრო ისე სწრაფად გაგყავს, რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინში ვარ...

 


№7  offline მოდერი ^paradise^

Me giorgi momenatraa <3 vnebiani sayvareli momtmeni giorgi <3 dzaan mainteresebs sad aris male gamoachine ra :* lasha didad ar mxiblavs zedmetad moxuci mechveneba kirastvis :D <3 nu ar vici me ase vtvli :*

 


№8  offline მოდერი ჯია

ყველაზე მაგარი მკითხველი მე რომ მყავს გითხარით უკვე?
ვგიჟდები მე თქვენზე!!!
ძალიან დიდი მადლობა ❤️

 


№9 სტუმარი Ani

Magaria dzaan male dade axalitavi ra <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent