ტკივილი წავა და ბედნიერება მოვა (თავი 1)
ცხოვრება ისე არაა მოწყობილი როგორც ჩვენ გვინდა,ყოველთვის დიდი ბედნიერებისთის რაღაც უნდა დავთმოთ, რაღაც რაც ჩვენთის ძვირფასია. ადრე მახსოვს ამბობდნენ "ცხოვრება უსამართლოაო", მართალია ადრე არაფერი მესმოდა, მეგონა რომ ისინი აზვიადებდნენ, არასოდეს ვიფიქრებდი რომ ცხოვრება ასე მეც გამწირავდა, თუმდა არცერთი ჩვენგანი არარის დაზღვეული.როგორც ყოველთვის ღამით საშინელმა კოშმარმა გამაღვიძა, შეშინებული აქეთ-იქეთ ვიხედებოდი, არავინ იყო ახლოს. გამახსენდა რომ სახლში მარტო ვიყავი. ავდექი, სამზარეულოში წყალი დავლიე და იმის იმედით დავწექი რომ იმ კოშმარს აღარ ვნახავდი. დილა ჩვეულებრივად გათენდა, სკოლის პირველი დღე, თავი ძლივს ავიღე საწოლიდან, აბაზანიდან გამოვედი თუარა თმა გავიშრე. რათქმაუნდა არ მისაუზმია (დილით ვერ ვჭამ). სკოლის გზას დავადექი, როცა ლიზამ დამირეკა: -გისმენ -სად ხარ? - ახლა გამოვედი სახლიდან სკოლაში ვაპირებ წასვლას, შენ სად ხარ? -მალე შენ სახლთან ვიქნები დამელოდე. -კარგი. ტელეფონი გავთიშე და მას დაველოდე, მალეც გამოჩნდა, და როგორც ყოველთვის მთელი ძალით ჩამეხუტა,ვაიმე როგორ მიყვარს ეს გოგო. -ვაიმე გავიგუდე გოგო -ნუ წუწუნებ, ერთი შენი თავი არ მაქ -ოჰ რა გჭირს დღეს? -ლუკას დავშორდი -რას ამბობ. ხოარ მატყუებ შენა ჰა? -ოოო, ნუ მეღადავები -ლიზა შენ ადამიანმა რომ გკითხოს ყველა ჩხუბზე შორდები ლუკას. -ეს ბოლოა, მართლა ამას არ ვაპატიებ. -კარგი რა, რა ქნა ესეთი. -გთხოვ ამაზე საუბარი არმინდა, წავიდეთ სკოლაში. -კარგი. მივხვდი რომ მართლა რაღაც სერიოზული იყო, და მოყოლა ახლა არსურდა და არც ჩავძიებივარ.სკოლის ეზოში რათქმაუნდა "სიმპატიკური ბიჭების" სასტავი იყო(ეს ესე მე და ლიზამ შევარქვით)თუმცა ვიღაც უცხო მომხვდა თვალში, ალბათ ვიღაც ახალიარითქო გავიფიქრე, და გზა გავაგრძელეთ.კლასში შესვლისას, დაიწყო ჩახუტებები, გადაკოცნები, მოკითხვები,გაბრაზებები და ა.შ.როგორც იქნა გაკვეთილი დაიწყო, ბევრი რომ არვილაპარაკო, დღემ უაზროდ ჩაიარა. ბოლოს სახლში დავბრუნდი, ვისადილე და ჩემ დას დავურეკე: -გისმენ -მისმენ კიარა სად ხარ გოგო გუშინ არუნდა ჩამოსულიყავით? მთელი ღამე ვნერვიულობდი, და არც ტელეფონს მპასუხობდით არცერთი. -უი ხო სულ დამავიწყდა რომ გადმომერეკა, დღეს თათბირი დაგვინიშნეს და გუშინ ვეღარ ჩამოვედი და ელენეც მარტო ხოარ ჩამოვიდოდა. დღეს ჩამოვალთ ღამის 12-ზე. -კარგი კარგი, მეჩქარება მე,გკოცნით მიყვარხართ ორივე. -მეც, ჩემო ცხოვრება სასწრაფოდ ინგლისური გავაკეთე და რეპეტიტორთან წავედი.იქედან გამოსულს, სახლში წავედი და გაკეთელიბი გავაკეთე.ბოლოს დაღლილი ვივახშმე და ფილმის ყურება დავიწყე.თუმცა ფილმის პერიოდში უკვე მივხვდი რომ მეძინებოდა და გამოვრთე, დავიძინე.ხოლო ჩემი კოშმარიც დაბრუნდა, ისევ და ისევ, სულ ერთი და იგივე,ღამით 4-ზე მეღვიძება. -უკვე აღარ შემიძლია, დავიღალე, ამდენი წელი გავიდა და არ მესმის თუ რატომ ვიტანჯები, განა ასეთი რა დავაშავე, რატომ მტანჯავ ასე ცხოვრრბავ, განა რა ცოდვა ჩავიდინე ასეთი. ვყვირი და ვიცი რომ ჩემი არავის ესმის, ამაზე უფრო ვცოფდები და ყველაფერს ვამტრევ, ყველაფერი მეზიზღება. აღარ მინდა ცხოვრება, აღარ მინდა რომ დავიტანჯო, თუმცა ვიცი რომ ჩემი სიკვდილოთ უფრო მეტს ვატკებ გულს.ბოლოს ვწყნარდები,ყავას ვაკეთებ, წიგნს ვიღებ და ტერასაზე გავდივარ. რამდენი ხანი ვზივარ არვიცი თუმცა ვხედავ რომ მზე ამოდის, სახლში შევდივარ, ვიცმევ და მივდივარ. გარეთ ვსეირნობ, ვიცი ეს მიშველის, თვალებ დახუჭული სიმღერას ვუსმენ თან ვმღერი, თან ტანს ვაყოლებ მელოდიას. ვიცი ამ დროს აქ არავინ იქნება, და თავისუფლად ვარ. ბოლოს თვალებს ვახელ ზემოთ ვიხედები და სანახაობით ვტკბები. ყოველთვის მიყვარდა ვარსკვლავების ყურება. ასე რამოდენი მე წუთი ვდგავარ, შემდეგ სახლში ვბრუნდები და სკოლაში მივდივარ, იმის იმედით რომ დღე კარგად ჩაივლის. გამარჯობათ! როგორც ხედავთ ეს ჩემი პირველი ისტორიაა, ზუსტად არვიცი როგორ გამომივიდა პირველი თავი, თუმცა იმედი მაქვს დაგაინტერესათ მაინც. შევეცდები რომ ყოველდღე დავდო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.