დედაჩემი წინააღმდეგია! დასასრული
დილით ნინი მზის სხივებმა გააღვიძა, ზანტად წამოდგა და ოთახი მოათვალიერა, ნიკო ვერსად ნახა, სამაგიეროდ კომოდზე დაწყობილი წერილი დაინახა და პარკი, რომელშიც აშკარად რაღღაც იდო. ‘ჩემს ფერიას’ - ეწერა ფურცელზე, პარკი გახსნა და მარწყვი დაინახა... თვალები გაუბრწყინდა.. -გაიღვიძე ფერია? - ნიკო შემოვიდა სინით ხელში, იქვე დადო და ცოლს ჩაეხუტა, შემდეგ მუცელზე აკოცა. -ჩემი სუპერ ქმარი.. - ხელები მოხვია და ნელა აკოცა.. ** -მამიკო საქქალთველოსი ვბრუნდებით? - ბანცალით შემოვიდა ახლად გაღვიძებული დემეტრე. -ბიჭო, საქართველოში რით ვერ ისწავლე სწორად თქმა? - შეუბღვირა დამიანემ. -ოო, ვერ ვიძახი და რას სემწამე უიმე, - ხელი აიქნია. -ბავშვებოო, წავედით. -წავედით წავედით! - ახტუნავდა დემეტრე. -როგორ ხტუნაობ მიკვირს. - თავი გააქნია დამიანემ. -რატომ? -იმდენს ჭამ კი დაგედო ღპი - ჩაიფხუკუნა პატარა ავაზაკმა. უკვე სამი წლის იყო ორივე და მალე ოთხის გახდებოდა. სამშობლოში ბრუნდებოდნენ. ანასტასია საოცცრად ნერვიულობდა. -ანასტასია, დაწყნარდი. - მოეხვია გაბრიელი. -მეშინია. -ნუ გეშინია, შემომხედე! ყველაფერი კარგად იქნება. -დედა.. -ვერაფერს დაგიშავებს, თუ მოუნდება გვექნება კონტაქტი და ურთიერთობა, თუ არა და ჩვენთვის ვიქნებით ჩვენ. - დასჩურჩულა და ნელა შეეხო მის ბაგეებს. -კარგი, - ცოტა დამშვიდებულმა ამოსთქვა. ** აეროპორტში ყველა მოუთმენლად ელოდა, ბავშვებიც კი ვერ ჩერდებოდნენ.. -ერთი, - ჩუმად ამოსთქვა ნინამ. -ორი, - თქვ ლილამ. -სამი, - ხმამაღლა თქვა ნინიმ. -მოდიან, მოდიან - ტიტინებდნენ ბავშვები.. ბედნიერები ჩაეხუტნენ ყველას.. ბავშვები ერთმანეთს არ შორდებოდნენ.. ისეთი ამაღელვებელი შეხვედრა ჰქონდათ ყველა მათ შეჰყურებდა. ბედნიერება... ბედნიერება და ისევ ბედნიერება. ** -ტას, რაც შენ წახვედი სულ არ იღიმის და მოწყენილია მილენა დეიდა.. -გახსოვს? დედაშენი წინააღმდეგი იყო, მაგრამ ახლა ძძალიან სჭირდები.. -ვნახავ, - სევდიანად ჩაილაპარაკა. ** -ბებიასთან მივდივართ.. - მხიარულად ღიღინებდა დემეტრე. ტასო თითებს იმტვრევდა, დამიანე ჩუმად იჯდა არ ავლენდა ემოციებს, მაგრამ ძალიან უხაროდა. გაბრიელი კი დაძაბული იჯდა. -მოვედით, - ხმა აკანკალლებულმა თქვა ტასომ. ბიჭები მხიარულად გადმოვიდნენ.. ღილაკს თითი მიაჭირა და კარი ნელლა გაიღო. ერთხანს დედა-შვილი თვალებში უყურებდა ერთმანეთს შემდეგ მილენამ ძალიან მაგრად მოხვია შვილს ხელები და ატირდა. -ტასო, დე..შენ ხარ! - ცრემლიანი თვალებით ერებდა სახეზე. -დე, მე.. გვერდით გაწია მის უკან ამოფარებული ბავშვები, რომ დაინახა მილენამ. -ეს.. - ცოტახანს უყურა, შემდეგ ანასტასიას შეხედა. -შენი შვილიშვილები.. -ტასო მე.. - სევდიანი მზერით შეხედა. - მე მაპატიე.. გთხოვ მაპატიე, რომ გიკრძალავდი.. უბრალოდ.. -დედა! - შეუბღვირა და ბავშვებზე მიუთითა. -კარგი ხო, კარგი, - გაიღიმა და ბავშვებს მოეხვია. -ბებიკო, - დემეტრემ მოხვია თავისი ბუთქუნა ხელები. -ბებია, - დამიანეც სიხარულით მოეხვია. -ჩემი ბიჭები... ** -გაბრიელ, მე მაპატიე, რომ გიკრძალავდით ურთიერთობას, მე უბრალოდ... ძალიან მრცხვენია, შენ მართლაც ძალიან კარგი ადამიანი ხარ! ვიცი, რომ ძალიან გიყვართ ერთმანეთი, მემართლა მთელი გულით გთხოვ პატიებას. – პატარა ბავშვივით იდგა და პატიებას სთხოვდა. გაბრიელს გაეღიმა. -რა ხდება? - ტასო შეეჭრა. -პატიებას მთხოვს, - სერიოზულად უთხრა გაბრიელმა, - მგონი ვერ ვაპატიებ. - თავი გააქნია. -მე.. - ლუღლუღი დაიწყო მილენამ. -აუ, რა საყვარელი ხარ, - გაიცინა ტასომ და მოეხვია, - რა თქმა უნდა გაპატიებთ, ოღონდ ერთი პირობით. შენი ხაჭაპურები მომენტრა და უნდა გამიკეთო.. - სიცილით უთხრა და ჩაეხუტა. -ჩვენც მოვდვართ მოიცა.. - გამოვადნენ პატარები და მოეხვნენ. -გაბო, მოდი შენც. - დაუძახა ტასომ და ისიც მივიდა ერთმანეთსე ჩახუტებულები ისეთი საყვარლები იყვნენ და... მგონი ჯობს მყუდროება აღარ დავურღვიოთ და დავტოვოთ ეს ბედნიერი ოჯახი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.