მაინც ჩემი გახდები . (თავი 1)
მაინც ჩემი გახდები . (თავი 1) უაზროდ ვიჯექი და რვეულში რაღაცეებს ვწერდი . ლექტორის ხმა მესმოდა , მაგრამ მისი ნათქვამიდან აზრი ვერ , ან არ გამომქონდა . ისიც თითქოს გრძნიბდა ჩემს უყურადღებობას და მთელი ლექციის განმავლობაში მე მიყურებდა . ლექცია დამთავრდა თუ არა , მაშინვე ფეხზე წამოვედი და აუდიტორიიდან გაპარვა ვცადე , მაგრამ ცდა კრახით დამთავრდა . -ლიზა , მოდი ცოტახნით . საქმე მაქვს შენთან . - ლექტორი მამაჩემის უახლოესი ძმაკაცი იყო , ამიტომ ყოველთვის განსაკუთრევულ ყურადღებას მაქცევდა . -რა გინდა ლევან? - ოფიციალური ფორმით მას არასოდეს ველაპარაკებოდი , რადგან პატარაობიდან მასთან ვიზრდებოდი , მაშინ როცა მამას და დედას არ ეცალათ სულ მასთან ვიყავი . -ლექციაზე გაკვირდებოდი . ჩემი ერთი სიტყვაც კი არ გაგიგია .- მკაცრად მითხრა და ზედ შემომაშტერდა. -ლევან , ყოველთვის ლექციის მოსმენის ხასიათზე არ ვარ. რატომ გიკვირს? თავი დამანებე რა !- მეც არანაკლებ მკაცრად ვუთხარი და აუდიტორია დავტოვე . ალბათ გიკვირთ რატომ ვარ ასე . ჩემი ცუდად ყოფნას ერთად ერთი მიზეზი აქვს. მ ი ღ ა ლ ა ტ ე ს ! დიახ , მიღალატეს . მშობლებმა მიღალატეს . ფულზე გამყიდეს , ნუ ჯერ არ გავუყიდივარ , მაგრამ მალე გამყიდიან. მეცინება ამ ყველაფერზე , ნუთუ შეიძლება , რომ ფული ერთადერთ შვილზე მეტად გიყვარდეს? . მაგრამ ფაქტი სახეზეა. ორი დღის წინ , მაშინ როცა მამაჩემის კაბინეტში რაღაცეებს ვათვალიერებდი , რაღაც საბუთებს წავაწყდი ... რატომღაც დამაინტერესა და წავიკითხე . სწორედ ამის შემდეგ გავიგე , რომ მშობლები ფულის გამო მათხოვებენ . მათი ბიზნესი ცუდ მდგომარეობაშია და ამის საშველად შვილს ათხოვებენ მილიონერზე . მართლა სასაცილოა , ან მხოლოდ მე მეჩვენება ასე . სახლში შევედი თუ არა , მაშინვე დედა შემომეგება . -ლიზა , შვილო , შენთან მამას რაღაც საქმე აქვს . - ცოტა მოწყენილმა მითხრა . მაშინვე მივხვდი მამას რა საქმეც უნდა ჰქონოდა და მისაღებში ფეხსაცმლიანი შევფრატუნდი . -გამარჯობა ძვირფასო მამიკო . აბა გისმენ ...- ცინიზმი გავურიე ხმაში და ზედ მივაშტერდი . -ასე რატომ მელაპარაკები ლიზა? - დაბნეულმა მკითხა . მეც დამალვა აღარ ვცადე და ყველაფერი პირში მივახალე . -რატომ?იმიტომ , რომ ფულზე გაგიჟებული იდიოტი ხარ . იმიტომ , რომ შვილს , საკუთარ და თან ერთადერთ შვილს ფულზე ყიდი . ნუთუ არ გრცხვენია? - ბოლო ხმაზე ვუყვუროდი , თან ხელებს აქეთ-იქით ვიქნევდი . ზოგადად მე და მამას არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა ამ დღემდე . -როგორ ბედავ და როგორ ყვირი ჩემს სახლში . რაც საჭიროა იმას ვაკეთებ . შენ ჯერ მხოლოდ 17 წლის ხარ და ვერაფერში ვერ შემეწინააღმდეგები . ან ძალიან მაინტერესებს ეს ამბავი საიდან გაიგე? - მანაც არ დამაკლო ყვირილი და ბოლო ხმაზე იღრიალა . -შენი საბუთები ვნახე . ამის მერე რამე საიდუმლო თუ გექნება , ეგრე გამოსაჩენ ადგილას ნუ დადებ . - ცინიზმით და სარკაზმით იყო ჩემი ხმა სავსე . -წაეთრიე დროზე შენს ოთახში და იქიდან გამოსული არ დამენახო ! - კვლავ ბოლო ხმაზე იღრიალა . მეც ღიმილით ავწიე ხელები მაღლა . -ასე ძალიან თუ არ გახარებთ , ბატონო თემურ ჩემი დანახვა სულ წავალ ამ სახლიდან . .უი ჰო ისე სიძეს გადაეცი , რომ ქორწილი არ შედგება . ახლა კი თქვენის ნებართვით დაგტოვებთ . - ამ დროს ლოყა საშინლად ამეწვა . პირველად , ცხოვრებაში პირველად აწია მამამ ხელი ჩემზე . არაფერი მითქვამს , უბრალოდ შევხედე და წავედი . მის თვალებში დიდი სევდა დავინახე , მაგრამ არ მადარდებს ... მას და დედას არ ვუყვარვარ ... მათ მე ფულზე გამყიდეს ! მთელი ღამე გარეთ დავბოდიალობდი . ბოლოს უკვე ძალიან , რომ დავიღალე ერთ სკამზე ჩამოვჯექი და ღამის თბილისის თვალიერებით გავერთე . რა ლამაზია ეს სამყარო ადამიანების გარეშე . ნეტა სულ ასეთი სიტუაცია იყოს . მე , მთვარე , ვარსკვლავები და დანარჩენი სხვა არავინ . ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან და რომ დავხედე 104 გამოტოვებული ზარი იყო დედასგან ... გულში რაღაც ჩამწყდა. ნუთუ მართლა არ ვუყვარდი ჩემს მშიბლებს და მხოლოდ ფულისთვის მზრდიდნენ . ისინი ახლა მე ცხოვრებას მინგრევენ . წვალებით ჩავაბარე მეთერთმეტე კლასში ექსტერნი და პირველი კურსის სტუდენტი გავხდი . უმაღლესი ქულები ავიღე და 100%-იან დაფინანსებაში მოვხვდი . რისთვის ვიწვალე ამდენი ხანი და რისთვის ვიშრომე. ახლაც მეცინება ჩემი მშობლების საქციელზე . დილით სახლში ადრე დავბრუნდი . მთელი ღამის ნათევს ძალიან მეძინებოდა . ჩუმად შესვლა მინდოდა , ისე რომ ჩემი დაბრუნება არავის გაეგო , მაგრამ შემოსასვლელში განრისხებული მამა დამხვდა , რომელიც ტელეფონზე ლაპარაკობდა . -მობრძანდა . კარგი აღარ გინდა არავინ . მადლობა მაინც დახმარებისთვის . - ტელეფონი მოიშორა თუ არა ყურიდან მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა . -შენგან ამის ღირსი ვარ? გაგზარდე , არაფერი დამიკლია შენთვის ამ 17 წლის მანძილზე , ახლა კი უბრალოდ ხელს მკრავ ... - ჩაიცინა და შემომხედა . მის ნათქვამზე გამეცინა . -აჰა , ესე იგი ხელს მე გკრავ ჰო? დაუფიქრდი რას მეუბნები ! ფულზე მყიდი და კიდევ აქეთ გაქვს პრეტენზიები? - ისე წყნარად ვლაპარაკობდი , საკუთარი თავის მიკვირდა . -ლიზა , უნდა გამიგო . ეს არის საქმიანი შეთანხმება . წელიწად ნახევარი იქნებით ერთად და მერე გაშორდებით . ეს იქნება ფიქტიური ქორწინება . შენ მის წინაშე არანაირი ვალდებულება არ გექნება . ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებ სწავლას და მეგობრების მონახულებას . ძალიან გთხოვ დაფიქრდი და მერე მითხარი რამე .- მამას ხმა სევდას მოეცვა მთლიანად . ვხედავდი და ვხვდებოდი , რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მასაც ძალიან უჭირდა . მეც აღარაფერი აღარ ვუთხარი და თავდახრილი ჩემი ოთახისკენ წავედი . გზაში დედა შემხვდა , რომელიც აშკარად ნამტირალევი იყო . -ლიზა , უნდა გაგვიგო . ახლა შენ , რომ არ გათხოვდე ლუკაზე ჩვენ გავკოტრდებით . - ოჰო ,ლუკაო.. სცოდნია უკვე სასიძოს სახელიც . -დედა ძალიან გთხოვ ახლა არ გინდა ამაზე საუბარი . გთხოვ , ჩემს ოთახში ვიქნები და არავინ არ შემაწუხოს . - მან თავი დამიქნია და გზა დამითმო ... დიდხანს ვფიქრობდი . მთელი დღის და ღამის განმავლობაში . გაგიკვირდებათ და ჩემი მშობლები გავამართლე . ალბათ , მეც მათსავით მოვიქცეოდი ასეთ სიტუაციაში ყოფნის დროს . თავში ყველაფერი ამერია . მამამ კი თქვა , რომ ლუკას მიმართ არანაირი ვალდებულება არ მექნებოდა , მაგრამ მეშინოდა მაინც . იქნებ სასწავლებელში არ გავეშვი , ან თუნდაც მეგობრებთან . მერე ალბათ მართლა გავგიჟდებოდი . 24 საათიანი ფიქრის შემდეგ ერთ პასუხამდე მივედი . დიახ , მე მშობლებისთვის თავს გავწირავდი და დავუდგებოდი მათ მხარში . იქნებ და ეს ლუკა შემდეგ სულაც არ აღმოჩენილიყო ცუდი ტიპი . ლოგინიდან ნელა წამოვდექი . ძალიან სუსტად ვიყავი , რადგან 2 დღის უჭმელი და თან უძილარი ვიყავი , ამიტომ თავიდან ცოტა თაბრუ დამეხვა ... ნელ-ნელა აზრზე , რომ მოვედი ქვევით ჩავედი მისაღებში , რათა მშობლებისთვის მეთქვა პასუხი . კიბეებზე ჩასულს მამას ხმა მომესმა . მისაღებში აშკარად არ იყო მარტო , რადგან სხვისი ხმაც ისმოდა . ნელა შევაღე კარი და ჩავახველე რათა ჩემთვის მოექციათ ყურადღება . -ლიზა , ეს ლუკაა . - მამამ ბიჭზე მიმანიშნა . მას , რომ შევხედე მაშინვე თაბრუ დამეხვა და დაბლა დავვარდი . უცბათ ვიგრძენი წელზე ხელები და მამას ძახილი , რომ გონება არ დამეკარგა , მაგრამ ამის შემდეგ უკვე აღარაფერი აღარ მახსოვს . გონს საავადმყოფოში მოვედი . თვალები გავახილე თუ არა , მაშინვე დავინახე მაღალი , მხარბეჭიანი მამაკაცი , რომელიც ექიმს ესაუბრებოდა . ექიმმა გონზე მყოფი ,რომ დამინახა ჩემსკენ წამოვიდა . -აბა , როგორ გრძნობ თავს? - თბილად მკითხა და გამიღიმა . ამ დროს ლუკას შევხედე , მან კი წარბები წია ზევით და ჩაიცინა . -კარგად , მადლობთ . როდის გამიშვებთ სახლში? - ჩემს კითხვაზე ექიმს გაეცინა , ლუკასკენაც გავაპარე თვალი და ისიც იღიმოდა. -ჯერ რაღაც ანალიზები უნდა გაგიკეთოთ და მერე გაგწერთ. - თავი დავუქნიე , ის კი ოთახიდან გავიდა. მისი გასვლის შემდეგ ოთახში სუჩუმემ დაისადგურა . მას მხოლოდ აპარატების წრიპინი არღვევდა . -ვიცი , რომ სიმპატიური ვარ , მაგრამ ამდენად თუ მოგეწონებოდი და გონებას თუ დაკარგავდი საერთოდ არ დაგენახებოდი . - ლუკამ ჩაიცინა და ჩემსკენ წამოვიდა. -ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე ლუკა . ისე პრინციპში შენ , რომ არ იყო მართლა არ დავკარგავდი გონებას და ახლა სახლში ან მეგობრებთან ვიქნებოდი . - მეც ცინიკურად ავღნიშნე და თავი გვერდზე გადავატრიალე . -ჰო ხედავ შენი პირით აღიარე , რომ გონება ჩემს გამო დაკარგე . - კვლავ ჩაიცინა და სკამზე დაჯდა . - ყველაფერი ისე გესმის , როგორც გინდა , ამიტომ შენნთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. ახლა კი თქვენის ნებართვით დამტოვეთ , რადგან ძალიან მეძინება . - მისთვის არ შემიხედავს ისე ვუთხარი . იმ წამსვე გავიგე სკამის ხმა , შემდეგ კარების გაღების და დახურვის . თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა ასე , მაგრამ მისგან სხვას რას მოველოდი? არც არაფერს . ლუკას გასვლის შემდეგ , მალევე ჩამეძინა ... ერთი არჩვეულებრივი სიზმარიც მესიზმრა , სადაც ერთი ანგელოზი მატყობინებდა , რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში . მეც სწორედ ამიტომ , მშვიდად და გაგუდულს მეძინა მთელი ღამის განმავლობაში. გამარჯობა ! მოგესალმებით ჩ3მი პირველი ისტორიით . პირველად დავწერე მოთხრობა და მინდა თქვენც გაგიზიაროთ , ამიტომ გთხოვთ შეაფასეთ . მაინტერესებს, გაგრძელებას აზრი აქვს თუ არა . დიდი მადლობა წინასწარ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.