არის ქალბატონო სერჟანტო !! (თავი 3)
მარიამი სახლში დავბრუნდი, ოთახში შევიკეტე და საწოლზე დავვარდი.. შინაგანად ვერ ვისვენებდი, ისე კი, ერთ ადგილს მივჩერებოდი და უამრავ რაღაცაზე ვფიქრობდი... ახლა პირველ რიგში ის მაინტერესებდა, ვინ იყო ის ადამიანი, რომელიც ჩუმად დაგვდსევდა.. ეს საშიში იყო ჩვენი გეგმისთვის.. თუ ვინმე გაიგებდა, ეს პრობლემების მეტს არაფერს მოგვიტანდა.. აი იმაში კი, დარწმუნებული ვიყავი, რომ რასაც ვეძებდით, იმაზე ბევრად საშიში იყო, ვიდრე ნებისმიერი სასროლი ტიპის იარაღი.. ვერ გეტყვით ამაში რატომ ვარ დარწმუნებული. უბრალოდ, ინტუიციურად ვგრძნობ.. თანაც სხვანაირად შეუძლებელია. ის ბავშვები, რომლებიც დაიღუპნენ... ეს უცნაურად მეჩვენებოდა.. როგორც ანამ თქვა, ისინი საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს, მაშინ ერთი და იმავე ვირუსით რატომ დაიღუპნენ.. ან საერთოდაც, ეს ვირუსი მათზე რატომ არ გავრცელდა, ვინც დაღუპულებთან შედარებით ახლო კონტაქტში იყვნენ.. იქნებ ვირუსიც არ იყო და რაიმე ბაქტერიული ინფექცია.. ვეღარ გავჩერდებოდი ასე, უნდა გამევლო და ყურადღება რაიმეზე გადამეტანა.. თხელი მოსაცმელი ავიღე და კარი ფრთხილად გავიკეტე, არ მინდოდა, რომ ''ჩემი'' ოჯახი გამეღვიძებინა.. ნელა მივუყვებოდი თითქმის დაცარიელებულ ქუჩებს და ცუდ ფიქრებს ქარს ვატანდი.. ახლა ისეთი სიმშვიდე იყო, რომ საკუთარი გულისცემაც კი მესმოდა.. ცოტა ხანს მივსეირნობდი, შემდეგ კი პირველივე შემხვედრ გრძელ სკამზე ჩამოვჯექი.. რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ, თურმე მომენატრა.. ყოველთვის წარმომედგინა, როგორ ჩამოვიდოდი სამშობლოში, ამაყად, როგორც მინიმუმ პოლკოვნიკი, მაგრამ აი, როგორ მომიწია დაბრუნება.. უდაოდ მნიშვნელოვანი საქმეა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენამდე არ მოვიდოდა და შესაბამისად, არ ჩამოვიდოდი.. იცით ჩემი პროფესია რატომ ავირჩიე?.. - იმიტომ, რომ მთელი გულით მინდა, რომ მსოფლიოში მშვიდობა სუფევდეს და ამაში ჩემი წვლილიც შევიტანო.. ფიქრებით ჩემს საქმესაც შევეხე.. გულდასაწყვეტია, როდესაც შენი თანამემამულე, იმ ქვეყნის შვილი, რომლითაც ამაყობ, ასეთ სულმდაბლობას სჩადის.. რადაც არ უნდა დამიჯდეს ვიპოვი და დავაპატიმრებ.. უეცრად სიო ამოვარდა და ცოტა შემცივდა, მხრებზე ხელი მოვისვი და ის ის იყო მისაცმელი უნდა მომესხა, ნაცნობი ხმა გავიგე.. - მასე გაცივდები წითელ თმიანო... - მარიამი, მარიამი მქვია.. - მე საბა - მითხრა და გვერდით უკითხავად მომიჯდა, მოსაცმელი გაიხადა და მხრებზე მომასხა.. - გმადლობ - ვუთხარი და თვალი თვალში გავუყარე.. - ასეთ დროს აქ რას აკეთებ?.- მკითხა უეცრად.. - მეც ეგ უნდა მეკითხა - ვუპასუხე და ახლა სივრცეს გავუსწორე თვალი.. - ვსეირნობდი.. - როგორი დამთხვევაა, მეც - ირონიულად გავუღიმე.. - შენ ხომ ქართველი ხარ, როგორ მიიღე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა - მკითხა ის, რასაც არც კი ველოდი.. - კი, აქედან ვარ, მაგრამ დიდი ხანია წავედი და ახლა ამერიკის მოქალაქე ვარ.. ჩვეულებრივი წესით მივიღე მონაწილეობა და აი, აქ ვარ.. - ვიცრუე უმალ და რომ არ შეემჩნია ისევ სივრცეს გავხედე.. თავს ისე კარგად ვგრძნობდი მის მოსაცმელში, ცხვირში მისი სასიამოვნო სურნელი მიღიტინებდა და მაბრუებდა.. ასე ცხოვრებაში პირველად მემართებოდა.. - შეიძლება შენც გაცივდე, ვუთხარი და მისი მოსაცმელი გავუწოდე.. - არა, გქონდეს.. ძალაინ თხლად გაცვია..- მითხრა და სასიამოვნოდ გამიღიმა, აღარ დავიჟინე და ისევ მხრებზე მოვისხი.. ისევ დუმილი ჩამოწვა.. ძალიან მინდოდა მეკითხა, რატომ იყო ასე მოწყენილი, რა სჭირდა ასეთი, მაგრამ თავის შეკავება ვარჩიე.. - ალბათ მშობლები ძალიან გენატრება - მკითხა უეცრად.. - მშობლები არ მყავს - ვუპასუხე უცებ.. სიმართლე რომ ვთქვა, ეს საკითხი ტკივილს აღარ მაყენებს, ამას შევეჩვიე... - ვწუხვარ, არ მინდოდა.. - არაა საჭირო წუხილი, შევეჩვიე, რომ ისინი უბრალოდ არ არიან.. - როგორ თუ არ არიან? - უკვე ზედმეტ კითხვებს სვამდა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ახლა მშვიდად მეპასუხა და ცოტა გულგრილიც ვყოფილიყავი.. დიდი ამბავი, თუ ვინმეს ჩემს ცხოვრებაზე დაველაპარაკებოდი.. - აი ასე, არ არიან.. - მეტად აღარ ჩამეძია და ცოტა ხანს გაჩუმდა.. მომწონდა ეს ბიჭი, სხვებს არ ჰგავდა, არ საუბრობდა ზედმეტს და არც ზედმეტი კითხვებით მაწუხებდა.. - რა გჭირს?. - მკითხა უეცრად.. - არაფერი - ისე ვუპასუხე, რომ არ შემიხედავს.. - არაფერი? და ამ არაფრის გამო მოხვედი ღამის სამ საათზე აქ? - - ჩაიღიმა მან - ჩამჭრელი შეკითხვაა.. უბრალოდ არის რაღაცეები, რაზეც ხმამაღლა ვერ ვისაუბრებ.. - გავუღიმე მეც.. - და შენ? - კითხვა შევუბრუნე, მან უბრალოდ მხრები აიჩეჩა და გაიღიმა.. ამ წამს ძალიან მომეწონა მისი ღიმილი.. არ ვიცი რა ჯანდაბას მმართებდა, მე ხომ არასოდეს მიფიქრია ამდენი ვიღაცაზე, მე უამრავ ადამიამს ვწვრთნიდი, მათ შორის მამაკაცებსაც, მაგრამ არასოდეს დავკვირვებულვარ ვინმეს თვალებს, არავისთან ერთად ვმჯდარვარ ღამის სამ საათზე სადმე ქუჩაში, არც არავის ქურთუკში მიგრძვნია თავი ასე კომფორტულად.. ეს ჩემს გეგმებში არ შედიოდა, მე სხვა რამეზე ვერ ვიქნებოდი კონცენტრირებული.. მაქვს ბრძანება, რომელიც უნდა შევასრულო.. დაუშვებელია ამდენს ვფიქრობდე ვიღაც ოდნავ ნაცნობზე.. წამოვდექი და ვუთხარი, რომ სახლში ვბრუნდებოდი.. - გაგცილებ, მაინც ერთ გზაზე მივდივართ - მითხრა მან.. - არაა საჭირო - ვუთხარი მას და ნაჩქარევად წამოვედი.. სიჩუმეში კარგად მესმოდა მისი ნაბიჯების ხმა, რომელიც აშკარად მყვებოდა.. ეს ძალიანაც მსიამოვნებდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი.. არ ვაძლევ ჩემს თავს გრძნობებში ახლართვის საშუალებას.. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩემი პროფესია საშიშია.. ის საფრთხეს მიქმნის მეც და ყველას, ვისთანაც ახლოს ვარ.. მიუხედავად ჩემი ასაკისა, უკვე საკმარისზე მეტი მტერი მყავს.. რამდენიმე ტერორისტი, რამდენიმე ნარკობარონი, იარაღის რეალიზატორები და კიდევ რა ჩამოთვლის ვინ აღარ.. უკვე გადაღლილიც კი ვიყავი ამდენი ფიქრის და სიარულისგან.. ფრთხილად შევიპარე სახლში და ბალიშზე დავდე თუ არა თავი, მაშინვე დამეძინა.. მიუხედავად იმისა, რომ ასე გვიან დავიძინე, მაინც დილის ექვსზე გამეღვიძა და სავარჯიშოდ წავედი.. როცა ვვარჯიშობ მგონია, რომ თავიდან ვიბადები.. ადრე საშინლად მიჭირდა, მაგრამ მერე შევეჩვიე და უფრო მეტიც, ჩემი ცხოვრების სტილად ვაქციე.. ვარჯიშის შემდეგ შხაპი მივიღე და უნივერსიტეტისკენ დავიძარი, თანაც გიგის მივწერე შეტყობინება, რომ დამხვედროდა სადმე.. სულ ცოტა ხანში მე და გიგი უნივერსიტეტში შევდიოდით.. როგორც ყოველთვის, ერთმანეთს კიბესთან დავშორდით.. დერეფანში შევედი თუ არა წინ ისევ ის იდიოტი შემეგება.. - გამარჯობა მარიამ.. - გამარჯობა... - ლუკა - გამარჯობა ლუკა - გავუღიმე ირონიულად.. - აუ კარგი რა, გეყოს.. - რა უნდა მეყოს - შევბრუნდი და თვალი თვალში გავუყარე - რა - გამაჯავრა ხმაზე- უნივერსიტეტში ტერმინატორივით შემოდიხარ.. არც კი მესაუბრები ნორმალურად.. კარგი ვიცი, რომ ჩვენი პირველი შეხვედრის დროს იდიოტივით მოვიქეცი, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ ვიმეგობროთ.. დაფიქრდი, მეგობრობას უნივერსიტეტში ყველაზე პოპულარული ბიჭი გთხოვს - წარბები აათამაშა.. - ნუ თავისთავად, იქ სადაც ლომები არ არიან, მაიმუნები ხდებიან მეფეები.. - ჩავთვალოთ არ გამიგია.. თანაც მაიმუნი იმაზე მეტადაა განვითარებული, ვიდრე სხვა რაიმე ცხოველი.. .აბა მეგობრები ვართ?. - მუშტი გამომიშვირა და გამიღიმა.. - იცოდე, რაიმე სულელურს თუ მეტყვი, მაშინვე გცემ - ვუთხარი და მუშტი მუშტს მივარტყი.. - თანახმა ვარ - მითხრა ღიმილით და ასე განვაგრძეთ გზა აუდიტორიამდე.. ისევ იმ ადგიზე დავჯექი, როგორც წინა დღით.. - როგორც ჩანს ახალი მეგობარი გიპოვნია - წიგნები მაგიდაზე დააწყო საბამ და გვერდით მომიჯდა.. მე მხოლოდ გავუღიმე.. ლექციამ ჩვეულებრივად ჩაიარა, საბასთან ერთად აუდიტორია დავტოვე და ჩვენს პირდაპირ ლუკა დავინახე, ვიღაც კაცთან ერთად რაღაცაზე საუბრობდა.. საბა მიხვდა, რომ მათ მივაშტერდი.. - ეს ლუკას მამაა, ცნობილი ექიმია და ასევე ბევრი მიღწევა აქვს ბიოლოგიის დარგში.. - ექიმი და მეცნიერი, იქნებ ის.. - ყველაფერი რიგზეა? - ჩამეკითხა საბა.. - კი, კი.. უბრალოდ გასაქცევი ვარ - ვეუთხარი და სწრაფად გავედი.. - გიგი კავშირზე გამოდი - მაშინვე გიგის დავუკავშირდი და შეხვედრა ვთხოვე.. - მარიამ, იქნებ არაფერ შუაშია?..- მკითხა, როდესაც ყველა ეჭვი გავუმხილე. - არ ვიცი გიგი, უნდა გავარკვიო.. . - გარდაცვლილებზე რაიმე გაარკვიე? - მკითხა გიგიმ.. - ვერაფერი ჯერ.. შენ? - მხოლოდ რამდენიმეს სახელი.. - კარგი გიგი, საქმეს მიხედე და ყურადღებით იყავი, საღამოს კიდევ უნდა მოვიდეთ.. სათვალთვალო კამერები და ჩამწერები უნდა დავამონტაჟოთ. - გასაგებია ქალბატონო სეჟანტო - ისევ სამხედრო ჩესტი.. - ნეტავ ბაზაზეც მასე იყო - დავეღრიჯე და ჩემი გზა განვაგრძე.. ისევ მოვხვდი გარდაცვლილთა დაფასთან.. დავაკვირდი და საშინლად ვიგრძენი თავი.. ''ისინი ვერ დაიცვეს.. მათი დაცვა ვერ შეძლეს'' მხოლოდ ეს მიტრიალებდა თავში.. ვუყურებდი ფოტოებს და ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.. ყველა ისეთი ახალგაზრდა იყო, ისეთი მხიარული'. მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ, რითი დაიმსახურეს, რომ ასე მოუწიათ ჩვენი სამყაროს დატოვება.. - თითქმის ყველას ვიცნობდი, ისინი ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ.. - მომესმა ლუკას ხმა.. - რა, მართლა? შეგიძლია მითხრა მათი ვინაობა? - ვკითხე ისე, რომ არ მივბრუნდი მისკენ.. - რა თქმა უნდა, მაგრამ რაში გჭირდება? - ლუკას სიმართლეს ვერ ვეტყოდი, თანაც ახლა, როდესაც მამამისზე ვეჭვობდი.. თავიდან მასზეც ვიფიქრე, მაგრამ არამგონია მკვლელს ასე გულახდილად ეთქვა ვინმესთვის, თითქმის ყველას ვიცნობდიო.. - ვერ გეტყვი, უბრალოდ ან მითხარი, ან არა - ვუპასუხე ისევ უჟმურად.. - აი ისევ, ისევ უხეშობ მარიამ.. მე არ მითქვამს, რომ არ გეტყვი, თუ ახსნა არ გინდა არც არაუშავს.. - კარგი, ანუ მომიყვები მათ შესახებ? - რა თქმა უნდა - გამიღიმა ლუკამ.. ვფიქრობ, რომ თავიდან მასში შევცდი, შეიძლება თავში აქვს ბევრი რამ ავარდნილი, მაგრამ ცუდი ადამიანი არ ჩანს.. რაც იცოდა მომიყვა, მეც მის საუბარს ვიწერდი.. საუბარი არ გვქონდა დასრულებული, როდესაც ყურში სიგნალის ხმა გავიგე, ეს საგანგაშო ზარი იყო, ე.ი გიგი საფრთხეში იყო და სწრაფად უნდა მემოქმედა.. ჯიპიესს მივყვებოდი და რაღაც მიყრუებულ ჩიხში შევედი, იარაღი მოვიმარჯვე და ნელი ნაბიჯით წავედი წინ.. უეცრად ვიგრძენი ვიღაცის მკლავები ყელზე და იარაღი შუბლზე, არ უნდა დავბნეულიყავი, იდაყვი პირდაპირ კუჭში მივარტყი, შემდრგ იარაღიანი ხელი დავუჭირე, ის ძირს დაეცა და მეც დავყევი და მისივე იარაღი შუბლზე დავადე... ახლაღა დავაკვირდი სახეს და გავშტერდი - ბატონო მაირო - აღმომხდა და გვერდით გადავვარდი.. ამ დროს სიცილით გიგი გამოვიდა.. - თქვენ, თქვენ რა გამამასხარავეთ? - ვიკითხე და ორივეს გადავხედე.. მაიორმაც დამცინა.. - ბატონო მასტერ სერჟანტო, ორასი აზიდვა, აქ და ახლავე - ვუყვირე გაღიზიანებულმა.. - კარგი რა ქალბატონო სერჟანტო., ბატონო მაიორო, უთხარით რა რამე - აჭიჭყინდა გიგი - მას აქვს უფლება - ამოილაპარაკა მაიორმა სტივმა.. - მარიაამ..- ახლა მე შემომიბრუნდა გიგი - ქალბატონო სერჟანტო- შევუსწორე უმალ- ორმოცდაათიც შეპასუხებისთვის, ახლავე.. - გიგიც დაეშვა მიწაზე და აზიდვები დაიწყო.. - შემოსვლა გქონდა უბრწყინვალესი - გაიცინა მაიორმა და წამოდგა.. - თქვენც არაგიშავდათ - გავუღიმე მას.. - აქ რას აკეთებთ? - ვიფიქრე დახმარება არ გაწყენდათ.. - და უბრალოდ რომ დაგერეკათ, არა?. - გადავეხვიე სტივს.. სტივი 40 წლამდე სიმპატიური მამაკაცია, შეიძლება ითქვას, რომ მან გაგვზარდა მეც და გიგიც.. - მისი იდეა იყო - მანიშნა გიგიზე.. - ცალი ხელით მასტერ-სერჟანტო - ''სასჯელი'' გავუმკაცრე მეგობარს.. - კარგით რა - აწუწუნდა ის.. - იცოდე თვლა ამერევა - გავუღიმე მეგობარს და წარბები ავზიდე.. უცებ გავიგე რაღაც ხმა და გიგის სათქმელი სიტყვა გავაწყვეტინე.. - თავისუფლად ჯარისკაცო - გავეცი ბრძანება და იარაღი მოვამზადე.. აშკარად ორივეს მოესმა ეს ხმა.. მე წინ წავედი და სილუეტიც დავინახე.. ნაბიჯს ავუჩქარე, ისე, რომ წამებში უკვე მივრბოდი.. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მას ვიცნობდი, რადგანაც ის ვიღაც არც კი გამირბოდა.. დავეწიე, იარაღი შუბლზე მივადე, კედელს ავაკარი და როცა შევხედე სერიოზულად გაკვირვებული დავრჩი.. ჩემ წინ საბა იდგა, ისიც საკმაოდ დაბნეული ჩანდა.. ერთმანეთისგან ორივე ახსნა-განმარტებას ველოდით და ხმას მაინც არცერთი ვიღებდით.. ..... ******** ბოდიშით დაგვიანებისთვის, ღამენათევმა ვეღარაფრის დაწერა მოვახერხე და ამიტომაც დამაგვიანდა.. იმედია მოგეწონებათ, ველი თქვენს შეფასებებს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.