შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა (თავი 8)


3-05-2016, 06:47
ავტორი ერკე
ნანახია 2 053

რვა საათიანი სრული განაკვეთით ძილის შემდეგ, რატი სრულიად ფხიზელი წამოდგა და თავზე ხელი ირტყა. რამდენიმე ბოთლმა ლუდმა, როგორ დაათრო და მითუმეტეს დილით თავი როგორ აატკია უკვირდა, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც არად ჩააგდო და ერთი წლის წინანდელ გაუხსნელ კოლოფში ძრომიალი დაიწყო. გრძნობა გონებას უსწრებდა და მაშინვე მიაგნო სასურველ ნივთს, როგორც კი ხელი უამრავ ნივთს შორის ჩააცურა. მისთვის ეს სასიამოვნო მოგონება ხშირად კოშმარად იქცეოდა, ამიტომაც თავს შორს იჭერდა ამ ხელთათმანისგან, მაგრამ საბოლოოდ ვერც თავისუფლდებოდა მისგან და გადაგდებას ვერ უბედავდა. მიუხედავად იმისა, ქვეცნობიერში იცოდა რომ ვერასდროს ვეღარ ნახავდა, მაგრამ ეს ადრე იყო. ახლა ღრმად დარწმუნებული იყო, რატომღაც რომ ნახავდა. თავის ტკივილმა კვლავ წამოუარა და ხელთათმანი გულში ჩაიხუტა. ახალ ფეხზე ადგა. ახლა უკვე იცოდა, რომ მეგობრების, განსაკუთრებით კი ლომიას იმედი უნდა ჰქონოდა და ერთი წლის წინ ზურგი არ უნდა ექცია მისთვის. ყველასთვის.
ნაშუადღევს მანქანამ მოაკითხა და პირდაპირ მის სადარბაზოსთან გაჩერდა. ბევრი იფიქრა, სანამ ჩასვლას გადაწყვეტდა, მაგრამ ბევრი ფიქრი საქმეს უფრო ურთულებდა. აღარ ახსოვდა მერამდენედ გაივლებდა გონებაში იმას, რომ შესაძლებელი იყო, რისი იმედიც კი ჰქონდა ილუზია აღმოჩენილიყო და ამასთან ერთად იმედებს მიღმა ცარიელი დარჩენილიყო, ილუზიებში მთლიანად გახვეულს კი იქიდან გზას ვეღარ გამოეგნო, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყოს, ის უკვე ამისთვის სრულებით მზად იყო და წინ ვერაფერი აღუდგებოდა, ვერც ორ ფუტიანი კედელი.
გრძნობების მოთოკვა, ამ შემთხვევაში ძალიან ჭირდა. ქვევით ლომიას მიერ, ამ დღისთვის სპეციალურად დაქირავებული მძღოლი, ბატონი გიორგი ალავერდაშვილი ელოდათ, რომელიც მზად იყო აეროპორტამდე მიეყვანათ, იქ კი იტალიის რეისს გაჰყოლოდნენ. ცალი ფეხი უკან რჩებოდა რატიანს, ცალი კი წინ მიექაჩებოდა. აი, გული კი სულ სხვა რამეს ეუბნებოდა. გული დარწმუნებული იყო, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, რადგან არც იტალიისკენ ექაჩებოდა და არც თბილისს რჩებოდა. ლომიამ იმდენი გაარკვია, რომ გაიგო იტალიაში მისი საქმრო და მხოლოდდამხოლოდ საქმრო და არა ქმარი, სად ცხოვრობდა. მას რატისა და მისი საერთო ნაცნობი დაეხმარა, რომელიც უკვე დიდი ხანია იტალიაში ცხოვრობდა და პაბლოს შესახებ კი ყველა იტალიელმა იცოდა. მისი ოჯახი ქველმოქმედებითა და უზარმაზარი ქონების წყალობით იყო ცნობილი მთელ იტალიაში. როგორც გაირკვა თეასთვის დიდი ხანია დაედგა თვალი, ბოლო ვიზიტისას კი როცა ის საქართველოში იყო და ირემაშვილებს იმდენი სახსრები არ ჰქონდათ ვალები გადაეხადათ, სახლი შეენარჩუნებინათ და ასევე თავიანთი ქალიშვილისთვის უზრუნველი მომავალი ეჩუქებინათ, მათ მსხვერპლად გაიღეს ყველაფერი. თეაც უყურებდა ოჯახის გასაჭირს, პირველ რიგში დედამისის დაღვრილ ცრემლებს ყოველ ღამით, მამის გამოუთქვამ ნერვიულობას და ხვდებოდა სხვა გამოსავალი არ იყო, უბრალოდ უნდა მიეღო გადაწყვეტილება და უკან არც კი გაეხედა.
რატისა და თეას შეხვედრის დღეს, 27 დეკემბერს, გოგონა უკვე დანიშნული იყო გავლენიან პიროვნებაზე, პაბლო ინასარზე, რომელსაც ძალიან უყვარდა იგი, მაგრამ თეა არ ჩქარობდა. წელავდა დროს, რათა შანსი მიეცა გამოვლენილიყო, რა იყო მისი ნამდვილი ბედისწერა და საერთოდ თუ ეწერა ეგრძნო ნამდვილი სიყვარული, რაც ასეთი რთული მოსაპოვებელია. რატიმ ფაქტობრივად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმედი გაუცრუა გოგონას და დარჩენილი ნაპერწკალიც კი გადაეწურა მის მოლოდინში, ბედისწერასთან შეხვედრის მოლოდინში. თეა შეეგუა ბედს და პაბლოს თანხმობა გამოუცხადა, რითიც ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო... სწორედ ამ დროს მოეგო გონს რატი, ამ დროს ჩათვალა საჭიროდ თეას ძებნა და შანსების გაყოფა ნახევარზე.
-მზად ხარ, ჩემო ძმაო, ბუდიდან გასაფრენად? - მანქანაში დახვდა ლომია უკვე და როდესაც რატიც შეუერთდა ლომიამ მხოლოდ მაშინ ჰკითხა.
-მზად ვარ ჩქიმი, ლომია, მზად! - მეგრული აქცენტით დაუყვავა რატიმ და გაუღიმა მეგობარს.
-მეგრელი ხარ ბიჯო?
-მეგრელი ვაარ, მამა, მეგრელი. - სიცილის ტალღამაც პოზიტიურად იმოქმედა მათზე. ორივე სოლიდურად გამოიყურებოდა, შავი კოსტიუმი, ქვეშ კი თეთრი პიჯაკი, მოხდენილად ოდნავ რომ მოჩანდა გარეთ და შავიც შარვალი, შავ ზედასთან შესაფერისი. ერთი სიტყვით, ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს უკვე ქორწილში მიდიოდნენ და ლომიასაც საკუთარი ქორწილი გაახსენდა, რომელიც ჩვეულებრივ, უბრალო სამოსში მოუწია. ფიქრის დრო არ იყო, არც არაფრის დრო არ ჰქონდა, მან არჩევანი გააკეთა, რაც ყოველთვის ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება. არჩევანის გაკეთების მომენტი, როცა მან უნდა აირჩიოს რაღაც, რაც მის ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის, ეს რაღაც კი გულისა და გონების ან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ან კიდევ მათი გამუდმებული დავისა და ერთ-ერთის გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო. ზავი არ განიხილებოდა.
-ბიჭო, ახლა სერიოზულად რა... ფრენის კურსს ვცვლით. იტალიაში აღარ მივფრინავთ.
-რატომ? - ჰკითხა გაოგნებულმა რატიანმა და ნერვიულობა დაიწყო.
-ბიჭო, დაჩისგან მოვიდა ცნობები, იქ პაბლო ხომ ყველამ იცის ვინ არის და რასაკვირველია ისიც ეცოდინებათ, თეა რას სად ან როგორ აკეთებს. ჰოდა, აი კი ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ უნდა გითხრა რა.
-ამოღერღე, რის თქმა გიჭირს ვერ გავიგე!
-ჰო, კარგი რას ნერვიულობ. ისეთი არაფერია რა. უბრალოდ ნიუ-იორკში აპირებს დღეს საღამოს გამგზავრებას, დარწმუნებული ვარ იქ უმიზეზოდ არ მიდის. ის შენ გეძებს რატი... შენ.
-რა? - კმაყოფილმა იკითხა და მის სახეზეც კუშტმა შავმა ღრუბლებმა უკან წაიწიეს, გამოიდარა.
-ეს სიმართლეა. ხომ გეუბნებოდი, რომ სწორ გზას ვადგავართ და არ უნდა დანებებულიყავი. წარმოიდგინე, შენც როგორი შთაბეჭდილება მოახდინე მასზე და როგორ დაამახსოვრდი. ის მხოლოდ ერთადერთ რამეს ითხოვდა შენგან, მოგეძებნა და გეპოვნა კიდეც. ის შენგან პირველი ნაბიჯის გადადგმას ელოდა, შენ კი შეშინდი, უკან დაიხიე, შიშებმა და ნერვიულობამ გაგამარტოსულეს და ყველაფერს რასაც შენ თავს უკეთებდი ეს ამაზრზენია.
-ლექციების ჩასატარებლად საკმარისი დრო გექნება მერეც. ახლა კი ვიმოქმედოთ. - გაღიზიანებულმა ძლივს შეაწყვეტინა დაქოქილი ლომია. - ახლა ხომ აქ ვარ?! აქ ვარ და ყველაფრისთვის მზად ვარ. იმედია დაგვიანებული არ იქნება.
-არასდროს არის რაღაც ნაბიჯის გადადგმა გვიან. ყოველთვის უნდა იფიქრო მომავალზე, იმაზე თუ რა შედეგი მოჰყვება ამას და რას შეცვლის შენ ცხოვრებაში. ერთ წლიანმა მარტოსულობამ მართლა გაგაუბედურა, მაგრამ ახლა ნათელი გაქვს სახე, რაღაცისთვის იბრძვი, ბრძოლის ჟინი მოგმატებია და ეს ნაღდად ისევ ძველ რატის მიბრუნებს და გინათდება გამომეტყველებაც.
-ბიჯოს რა ჩამოაყალიბა... - აიქნია ხელი რატიმ, ამასობაში კი უკვე დანიშნულების ადგილას ჩამოსვა გიორგიმ ბიჭები.
აეროპორტში შემოწმება გაიარეს, საბუთებიც უკვე მწყობრში ჰქონდათ და სასტუმროც დაჯავშნილი წინასწარ... რა თქმა უნდა, ყველაფერი ლომიამ მოაგვარა, ახლა მას უკვე თითქმის მსოფლიო იცნობდა, ის კი ისევ ისე ცხოვრობდა როგორც ადრე. თავისთვის ერთ ახალ ბინასაც არ ყიდულობდა, ან საკუთარ სახლს არ იშენებდა. ცხოვრობდა თბილისში, ისევ ძველ უბანში, იგივე ბინაში, მეგობრებთან ახლოს, მხოლოდ ახალ გარემონტებულ ბინაში და ყველას შეძლებისდაგვარად, თუ რაიმე გასაჭირი ხვდებოდა, ყოველთვის ეხმარებოდა. რატიც ძალიან მადლიერი იყო, თვითონ კი ჰქონდა საშუალება ბილეთის ყიდვისა, თუმცა ლომიამ არაფრის დიდებით არ გადაახდევინა ფული და ყველაფერი ისევ თვითონ დაგეგმა, როგორც წინა წელს, როგორც მაშინ, როდესაც ყველაფერი დაიწყო და სიყვარულის ამოუცნობი მოვლენა, რომელიც რატის გონებაში სამუდამოდ შეიჭრა, მოქმედებაში შევიდა.
ყველაფრის შემდეგ, ორივე უკვე თვითმფრინავში ისხდნენ და ოკეანის გადასალახად ემზადებოდნენ, ჰაერიდან. ლომიას ჯერ კიდევ პირველი გამგზავრება გაახსენდა ნიუ-იორკში. მას ახსოვდა ალფრედი, ბედმა რომ გაუღიმა და მას კონტრაქტი შესთავაზა. ეს იყო ყველაზე იღბლიანი მომენტი მის ცხოვრებაში, მაგრამ იცოდა კიდეც, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე არ უნდა ეფიქრა. მას დიდი პასუხისმგებლობა ეკისრა, ხალხთან, მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან მიმართებაში და გრძნობდა, მათ ყოველთვის დასჭირდებოდა დახმარება. ხანდახან მარტოსულიც ჩანდა, ხანდახან ყველაფრისგან გარიდებას არჩევდა, რადგან ყოველი მისი ქმედება, დამოკიდებული იყო მასზე, ის აკეთებდა კიდეც, ხშირად კი ამას უმადურობით პასუხობდნენ, რაც აღიზიანებდა, თუმცაღა უფრო მეტად მის სულს აზიანებდა. სტეხდა თითქოს და იმ შემართებას უქვეითებდა, რასაც ადამიანებისთვის აკეთებდა: ქველმოქმედება, უბრალო ხალხის დახმარება, მათდამი სიყვარულის გამოჩენა და დიდებული საქმეებისთვის მომართვა, რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა. ხვდებოდა კიდეც, რომ შეეძლო ადამიანების დარწმუნება, მათი დამშვიდება და სტრესიდან გამოყვანა, შეეძლო ეგრძნობინებინა სხვისთვის ის, რასაც გრძნობდა თვითონ ან რასაც არ გრძნობდა, მაგრამ რაც სჭირდებოდა სულიერი მდგომარეობის ასამაღლებლად. დროს და ენერგიას არ იშურებდა ამისთვის, სურდა სამყარო უკეთესი გაეხადა, თავისთვის კი საერთოდ არ ემეტებოდა არც ერთი თეთრი. ცოლ-შვილს ყველაფრით უზრუნველყოფდა, თავად კი მათი სიყვარულიც ყოფნიდა, მისთვის ეს არის დამატებითი ენერგია, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე გააკეთოს, რათა გაძლიერდეს და თავი მარტო არ იგრძნოს. თუმცა საიდუმლოდ, როცა მარტო, საკუთარ ფიქრებთან რჩება, მხოლოდ თავად და უფალია მოწმე, იმის რომ მას მაინც ეშინია მარტოობის, ეშინია ღალატის, თუნდაც ეს მეგობრის მხრიდან, ან იმ ხალხის მხრიდან იყოს, ვისაც კი დახმარებია და დაეხმარება მომავალში. ფიქრებით კარგს ეპოტინება, თუმცა ხანდახან დამანგრეველი ძალა დაშვებისკენ უბიძგებს, რაც საოცრად მტკივნეული და გამანადგურებელია. ლომია ყოველთვის იღებს ხალხისგან სიყვარულს, მაგრამ გრძნობს, რომ საკმარისი არ არის და ეს მხოლოდ იმით არის განპირობებული, რომ ხალხს ეხმარება.
„რა მოხდება, როცა დახმარებას შევწყვეტ? ადამიანები ზურგს შემაქცევენ? გადამივლიან?“ - აგიჟებდა ამაზე ფიქრი, როცა საქმე მხოლოდ ამას არ ეხებოდა. როცა გრძნობდა ხალხის აღტაცებას, მაგრამ იმასაც გრძნობდა, რომ ეს დროებითი ინსტიქტები იყო და არა სამუდამო. ხალხის აზროვნება, დამოკიდებულება სხვისადმი იცვლება და ყოველთვის იცვლება, რაც არ უნდა მოხდეს, ფიქრობდა ლომია გარსევანიძე და ღრუბლებში იყურებოდა, სანამ თვითმფრინავი დაეშვებოდა კვლავ დედამიწაზე.
-შინაბერავ, წამო ფეხი გამოადგი. - დაუყვავა მეგობარს გარსევანიძემ და როგორც შეძლო გაიღიმა. ძლივს ათრევდა ფეხებს რატი, მისი მძიმე ბარგი არ უშვებდა ევლო სწრაფად, რაზეც ლომიას დაცინვა კიდევ ორმაგდებოდა. - სულ რამდენიმე დღით წამოვედით, შენ კი მთელი ავლა-დიდება თან გაქვს. - ეუბნებოდა და ხითხითებდა წინიდან ლომია.
სასტუმროში მოთავსდნენ და ყველაფერი უკვე მოითავეს, თუმცა რატი ვერ ისვენებდა. თვალწინ თეას სახე ედგა და გრძნობდა, როგორ იღიმოდა ახლა. მის გონებას სიმშვიდე ეპატრონებოდა, როცა თეას ღიმილი იჭრებოდა მასში და სავსებით წმენდდა ცუდი ფიქრებისგან.
არ მესმის, ყველაფერს თავისი ახსნა უნდა ჰქონდეს, მაგრამ ბედისწერა რაღაც არაპროგნოზირებადად შეუძლებელია, თითქოს მასში რაღაც არის, რისი გაკონტროლებაც არავის ძალუძს და რაც არავინ იცის. ეს იმას ჰგავს, როცა ქრისტემ წინასწარ იცოდა, რომ იუდა გაყიდდა, იცოდა პეტრე სამჯერ უარყოფდა, მაგრამ ის მაინც იმ გზას ირჩევდა, რა გზაც თავიდან აირჩია. მას მიზანი ჰქონდა, მხოლოდ ერთადერთი მიზანი, ადამიანების გადარჩენის, რის გამოც რაკურსი არ შეცვალა თავისი ქმედებების, სინანული? სინანული კი ალბათ ყველაზე ნაკლებად მას ამოძრავებდა, რადგან ის მათ ეხმარებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს ისევ მათ დაადგეს ეკლის გვირგვინი, მიუხედავად იმისა, რომ ისევ ხალხმა აქცია ზურგი და ეს მტკივნეული იყო, მან არჩევანი გააკეთა. განა გმირები ასე არ იქცევიან? უანგაროდ ეხმარებიან ხალხს, გრძნობენ ამ ყველაფრის არსს, რომ ხალხი კი ვერ გაძლებს დახმარების გარეშე, არამედ ისინი ვერ იცოცხლებენ იმ აზრის გარეშე, რომ სხვის დახმარება შეუძლიათ, მაგრამ ამის ნაცვლად საკუთარი ტყავის გადასარჩენად არაფერს აკეთებენ, არაფერს მოქმედებენ. - ფიქრობდა რატი. სასტუმროში ვერ გაჩერდა და გარეთ სუფთა ჰაერზე გასვლა გადაწყვიტა, სადაც იგივე პრობლემებით შეწუხებული ლომია დახვდა. ლომია სასტუმროს მეზობლად გამწვანებულ პარკის ერთ-ერთ მოხერხებულ სკამზე იჯდა და ვარსკვლავებს უყურებდა.
-რატომ არ გძინავს? - როცა ლომიამ რატის მოახლოება იგრძნო, ჰკითხა ისე რომ ვარსკვლავებისთვის თვალიც არ მოუშორებია.
-ვერ დავიძინე. - ჯიბეებში ხელები ჩაიწყო რატიანმა და ისიც ჩამოჯდა. მეგობარს დაუმშვენა გვერდი. - გგონია მარტივია იმის გააზრება, რომ ის სადღაც აქვეა, ისევე როგორც მე და ძილი მომეკაროს?
-ჩემ თავს მაგონებ. - გაეღიმა ლომიას. - როდესაც ლიკას ძებნით ვიყავი დაკავებული. ვიცი, ეს ყველაფერი ჩემ გამო ხდება. ჩემი წიგნის გამო, რომელიც დავწერე. რადგან ის რომ არა, ასეთი მზაკვრული გეგმა ალბათ არც მოაფიქრდებოდა და პირველივე შანსს გამოიყენებდა შენთან დასაახლოვებლად. - თავი მისკენ მიატრიალა და გრძნობით შეხედა მეგობარს. - იცი, არ ვიცი რა უარესია, ის რომ მეგობარს ასეთს ვხედავ, შეყვარებულს და საოცრად შეცვლილს, თუ ამ სიყვარულით ასე დატანჯულს, დღემდე ძებნაში როა.
-შენ თავს ნუ ადანაშაულებ. - მხარზე ხელი დაადო რატიმ და თვალი თვალში გაუყარა.
-შენ არ იყავი, რომ ამბობდი სიყვარული მხოლოდ სუსტებისთვისაა და სხვა არავისთვისო? შენ არ იყავი, როცა მონდომებით მიმტკიცებდი ის მოგონილია და არ არსებობს, მხოლოდ იმათ სჯერათ, ვისაც უნდათ, რომ დაიჯერონ ამ სამყაროში მარტო არ არიანო?
-მაგ იდიოტის სიტყვებს კიდევ ყურადღებას აქცევ? - გააწყვეტინა სიტყვა რატიმ. ბიჭებს გაეცინათ, ახლა რატიმ აიხედა ცაში და მის სილამაზეს დაუწყო ცქერა. - რამდენ საიდუმლოს მალავს ცა, რამდენს იტევს, ვარსკვლავებისა და კიდევ უამრავი გალაქტიკის ჩათვლით, რომელიც ამ სამყაროს მიღმა არსებობს, რამდენი რამ არ იცის კაცობრიობამ და მაინც, ამ ფენომენის, რასაც სიყვარული ჰქვია, ადამიანებში ისევ აქტუალური და ასეთი მომნუსხველია. ვერ წარმომედგინა რომ მისას ვიწამებდი მერის შემდეგ, მაგრამ იცი რა? ჯანდაბაშიც წასულა ძველი რატიანის სიტყვები, რაც არ უნდა ეთქვა მას. ახლა მთელი არსებით ვგრძნობ, რაღაც არარეალურს, რაღაც არარსებულს, რისგანაც გაქცევა მეწადა ამდენი ხანი, მაგრამ ვერ გავექეცი, ახლა ღრმად მწამს ამ ბედისწერის, ორ ადამიანს რომ აკავშირებს და არა პირიქით, როგორც მწამდა, რომ ადამიანის ბედი მხოლოდ მარტო ცხოვრებაა და სიყვარულით თავს იტყუებდა. ეს პირველ რიგში მე ვიყავი, ვინც თავს იტყუებდა მეგობარო, - შეისვენა და ღრმად ამოისუნთქა. სიმართლის თქმა და თავის თავის სიცრუეში, ილუზიაში გამოჭერა არც ისე მარტივი აღმოჩნდა მისთვის. ეს ყველაზე რთული იყო, რაც ოდესმე ჰქონდა გაკეთებული. - სიყვარული არსებობს და ახლა მე ამას ვგრძნობ!
-სწორ გზას ადგახარ ჩემო ბიჭო... - ხელი ჩამოართვა რატის. - ჰოდა ვაჩვენოთ, რა არის ნამდვილი სიყვარული. დავუმტკიცოთ ყველას. - გაჩუმდა და უხერხული სიჩუმის შემდეგ კვლავ განაგრძო. - ოჰო, თუმცა მგონია რომ შენ ისევ რაღაც გაწუხებს. ასეა?
-სიმართლე გითხრა?
-კი...
-კარგი, ჯერ კიდევ მგონია რომ სისულელეს ვაკეთებთ. განა ბრძოლის მეშინია, ეს არ არის საშიში ჩემთვის იცი, არც ასეთი რაღაცების შიში მაქვს ხოლმე ზოგადად, მაგრამ ეს სიყვარული რაღაცას მიკეთებს.
-ჰო და შენ უნდა იპოვო ის.
-მეშინია, მეშინია გესმის?
-ბედნიერების გეშინია? - კითხვა შეუბრუნა ლომიამ.
-არა, სხვაა გიყვარდეს და გქონდეს იმედი მისი შენარჩუნების, მასზე ფიქრების, მისი ღიმილის დანახვის ისევ წარმოსახვაში და გქონდეს იმედი უბრალოდ, რომ ის გელოდება, ან ბედნიერია მაინც. თუმცა მე მისი დაკარგვის მეშინია, ამ იმედის დაკარგვის მეშინია. მივაღწევ თუ არა და ვნახავ თუ არა, ყველაფერი სხვაგვარად იქნება გესმის ჩემი? და თუ ისე არ იქნება, როგორც ველი და ისე არ მოხდა, როგორც გეგმაში გვაქვს მე ეს გამანადგურებს და იმ ერთადერთ რამესაც დამაკარგვინებს, რაც მის სიყვარულის დაცვაში ჯერ კიდევ ეხმარება ჩემს გულს, ეს არის იმედი იმისა, რომ მელოდება და ისიც იგივეს გრძნობს ჩემ მიმართ. მაგრამ ერთი ნახვით? ეს აბსურდია და ამით უფრო თავს ვიტყუებ. ცალმხრივი სიყვარული ყველაზე რთულია და ეს ჩემზე კარგად არ ვიცი კიდევ ვინ იცის. ჩემ შემთხვევაში კი, ახლა შემიძლია ვიფანტაზიორო მაინც, რომ ვუყვარვარ მასაც და ასე დარჩეს ყველაფერი. ამის გაქრობისაც მეშინია. მისი გონებიდან დაკარგვის. - მუხლებზე დაიდო ხელები და ცას იმედიანად ახედა. თითქოს მის პასუხებს ცაში იპოვიდა.
-ადამიანები იმისთვის ვრისკავთ, რომ ჩვენი ერთფეროვანი ცხოვრება ოდნავ გავამრავალფეროვნოთ. სულ ოდნავ, მაგრამ მაინც რაღაც შევცვალოთ ცხოვრებაში და ეს მომაბეზრებელი რუტინა ცვლილებისკენ მივმართოთ რაც აუცილებელია. შენ არ იცი რას გრძნობს ის გოგო, მაგრამ იცი რომ შენს მოსაძებნად ჩამოვიდა ისევ ნიუ-იორკში. არ იცი ვის აირჩევს, შენ თუ იმ მილიარდელ პაბლოს, მაგრამ ერთ რჩევას მოგცემ მეგობარო. გულს მოუსმინე... ყველაზე კარგ რჩევას შენი გული გეტყვის, რადგან ის შენზე მეტად გრძნობს თუ რა სჭირდება ამქვეყნად. გული გაგიძღვება, გული გაგაძლებინებს ამ უიმედო ბრძოლაში გამარჯვებისთვის. ის გაგაძლიერებს, როგორც არასდროს. სიყვარული ყოველთვის აძლიერებს ჩემო ძმაო.
-ბედისწერის იმ დღიდან დავიჯერე, რაც თეას შევხვდი, თუმცა ისიც ხომ შესაძლებელია ეს ბედისწერა ჩემსა და თეას შეხვედრის შესახებ კი არ წერდეს, არამედ ამ შეხვედრის შემდეგ სამუდამოდ დაკარგვის შესახებ?
-ეს უაზრობაა. დამიჯერე.
-რასა... - სიტყვის დამთავრება ვერ შეძლო რატიმ, როცა რაღაცის ხმამ მისი ყურადღება მიიპყრო.
-რა ხდება?
-არ გესმის? - ჰკითხა ლომიას.
-არა. - გაკვირვებული მზერა შეავლო უცნაურად გიჟს, თითქოს მოლანდებები დასწყებოდა.
-მოიცა. - ფეხზე წამოვარდა რატიანი და აქეთ-იქით თვალიერება დაიწყო პარკის. რაღაცას ეძებდა, ვიღაცას ეძებდა.
-ნუთუ ეს ის არის რაც მე მგონია? იგრძენი მისი აქ ყოფნა? - ლომია უკვე აღფრთოვანებული იყო და თვალებს ათამაშებდა რაღაც მზაკვრულის მოლოდინში.
-წამო.. - მოკლედ და გაუაზრებლად მოუჭრა ისევ, რაც ლომიას არ მოეწონა, მაგრამ ადგილიდან მოსწყდა მაშინვე.
-ახლა მეც მესმის. ვიღაც ტირის.
-ჰო. აი ის. - გოგონა, შავი თმებითა და მუხლებში ჩარგული თავით, რომელიც აშკარად ტიროდა, მასზე მიუთითა. რატის ცხოვრებაში თეას გამოჩენიდან ბევრი რამ შეიცვალა, იგრძნო სიყვარულის არსებობა, იგრძნო რომ მნიშვნელოვანი ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო თავადაც და გამხდარიყო იმის ნაწილი, რაც ადამიანების დახმარებას მოიცავდა, თუმცა თავჩარგულ გოგონაში, ზუსტად ისეთი თმა, ზუსტად ისეთი ჩაცმულობა, ჩანთაც კი იმავე ჰქონდა გვერდით დადებული, რამაც მიანიშნა და თავის ტვინს გაუგზავნა იმპულსი, რომლის გამოც ამოიცნო ვისაც ეძებდა. - თეა? - მუხლები აუკანკალდა და ნაბიჯი ვეღარ გადადგა, მისგან მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯით იყო დაშორებული და ყველაფერი ზუსტად ისე ემთხვეოდა.
გოგონამ თავი აწია და ბიჭებს უაზროდ შეხედა. რატის გაბრწყინებული თვალები, რომ იპოვა ვისაც ეძებდა, დაუჯერებელი, მაგრამ რეალურად რეალური იყო. აღტყინებული ჩანდა და ყველაფერ ამასთან ძალიან გახარებულიც, თუმცა საკუთარ თვალებს მაინც ვერ იჯერებდა. თეას გაეღიმა, როცა რატი დაინახა მის წინ. თითქოს გაჩნდა მათში ის მომენტი, რასაც აქამდე ელოდნენ, ამდენი ხნის მანძილზე, რაც ყოველ წამს აცოცხლებდა და თავიდან კლავდა რატის, რაც სიცოცხლეზე მეტად ეწადა და სიცოცხლის აზრად ქცევია. ის მის წინ იდგა, ყველაზე ლამაზი ქალი მთელ მსოფლიოში და არ იცოდა რა ექნა, პირველად ცხოვრებაში მის მტირალ თვალებს რომ უყურებდა რატიანი დაიბნა და სიტყვებს ვერ პოულობდა. ან საიდან უნდა დაეწყო, როგორ ეთქვა ის, რასაც გრძნობდა, ყველაფერს იმ აზრამდე მიჰყავდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, რომ გარემოება, სადაც ისინი მოხვდნენ არ ემთხვეოდა იმას, რომ ორივესთვის ბედნიერად უნდა დასრულებულიყო. რატის გაქცევის სურვილი გაუჩნდა, ირგვლივ ვეღარაფერს აღიქვამდა და არაფერი ესმოდა, დახშულიყო მისი გონება ხმებისაგან, რომელიც ქუჩიდან უაზროდ მოჰქონდა ნიავს.
-რატი! რატი! რატი! კარგად ხარ?
-ჰა? რა... რა... რა მოხდა? - დაბნეულმა და განადგურებულმა იკითხა.
-ძმაო რა გჭირს, წამით გაითიშე ამ სამყაროდან, ხომ ყველაფერი რიგზეა? - რატიმ ჯერ ლომიას შეხედა, მერე იმ ქალს, ვისაც უკვე ტირილი შეეწყვიტა და ცრემლებს იწმენდდა სახიდან. ის საერთოდ არ იყო თეა, არ იყო ადამიანი, ვინც უნდა ყოფილიყო. თავბრუ დაასხა თავის ტკივილმა და იქვე ჩამოჯდა.
-ჰეი, გამარჯობა. - მიესალმა უცხო გოგონას.
-ამერიკელია შტერო. - სასაცილოდ არ ეყო ლომიას, როცა დაბნეულმა რატიმ იგივე ინგლისურად გაუმეორა.
-უბრალოდ, სხვა ადამიანი მეგონეთ და ამან დამაყენა ასეთ ხასიათზე. - შენიშნა რატიმ. - რა გჭირთ? რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?
-არაფერი. - წამოდგა და წასვლას აპირებდა, როცა ლომიამ გზა გადაუღობა.
-მის, ვფიქრობ ყველაფერი რიგზე არ არის, ნება მოგვეცით მე და ჩემ მეგობარს, დაგეხმაროთ რითაც შეგვიძლია და შემდეგ ჩვენ ჩვენი ბედის საძებნელად წავალთ. - ყურებამდე გაიკრიჭა ლომია და პირველად გაუხარდა, როცა ვერ იცნეს, როგორც მწერალი და აღფრთოვანებაში არ მოვიდნენ მისი პიროვნების გამო.
-ბედის ძიება? არანაირი ბედი არ არის. ყველაფერი გაქრა ჩემს ცხოვრებაში, ერთადერთი რატომაც ახლავე თავს არ ვიკლავ ის არის, რომ სიკვდილის მეშინია. ყველაფერი დავკარგე.
-უფრო დაწვრილებით? - ჩაეძია რატიანი. - მე მჯერა, რომ ადამიანისთვის დაუძლეველი არაფერია, ორი... უფრო სწორედ სამი ადამიანისთვის კი უფრო მეტად არ არსებობს საზღვრები, რაც მათ შეაჩერებს. ასე, რომ თავიდან დაიწყეთ, ჩვენ გისმენთ.
გოგონა სკამზე ჩამოჯდა, დამშვიდდა. სახეზე ღმილიც კი მოეფინა და ბიჭებს გაეცნო. მას კეტრინი ერქვა და აქედან არც ისე, შორს ბინა ჰქონდა, სადაც მისვლა რამდენიმე გარემოებების გამო არ შეეძლო. მოემზადა და თხრობა დაიწყო.
-ყოველთვის ჭირვეული და განებივრებული ბავშვი ვიყავი. - ცრემლები კვლავ გადმოყარა, მაგრამ იმდენად არ უმოქმედია მის საუბარზე, მხოლოდ ხმა აუკანკალდა, თხრობა კი არ შეუწყვეტია. - არ იყო ისეთი რამ, რაზეც არ მიოცნებია ან არ მითქვამს მამაჩემისთვის და არ ამსრულებია. სამეგობრო წრეშიც მდიდარ და განებივრებულ ბავშვად მივაჩნდი ყველას და ცხოვრება არც ისე ლმობიერად მექცეოდა ამ კუთხით. ბავშვებს იმდენად არ მოვწონდი, რომ უთანხმოებები ხშირად მქონდა სკოლაშიც, შემდეგ სასწავლებელში, მე კი ჭკუა მაინც ვერ ვისწავლე და ვერ ვიცვლებოდი. - ნოსტალგიის მოძალება და მისი ისევ ტირილი ერთი იყო. ლომია მის დაწყნარებას ცდილობდა, უნდოდა დახმარებოდა, ეს მართლა უნდოდა, მაგრამ კეტრინი არ აძლევდათ ბიჭებს ამის საშუალებას. - შემდეგ... შემდეგ, სიყვარული მეწვია, ჩემ ცხოვრებაში პირველად, რას არ ვაკეთებდი ოღონდ ის მიმეღო, რა უხამს საქციელს არ ჩავდიოდი, ეჭვიანობიდან დაწყებული მისგან ყველა გოგოს მოშორებით დამთავრებული. შეყვარებულიც კი დავაკარგვინე, ისე მოვაწყვე, რომ წაგვისწრო კოცნისას, ის მაშინვე გაიქცა, ედი გაეკიდა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. მან მე შემიძულა და როცა მეგონა ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში ასეთი უაზრო იყო, რომ ფული ვერაფერს აკეთებდა და სიცოცხლეს მიმწარებდა მხოლოდ, მაშინ სახლიდან გავიქეცი. მეგონა რამეს შევძლებდი, თავს გავიტანდი, მაგრამ ორი დღის შემდეგ უკან დავბრუნდი. ჩემივე ფეხით გესმით? ვერ ვიტან ჩემ თავს, არაფერი არ შემიძლია, არაფერი! ყველაფერს მხოლოდ იმისთვის ვაკეთებდი, რომ მომწონდა, რომ მსიამოვნებდა და მინდოდა, მაგრამ შედეგებს არასდროს ვუკვირდებოდი, რაც ძვირად დამიჯდა.
-აქ ამის გამო ხარ ასე? - ჩაეკითხა რატი.
-არა, როცა უნივერსიტეტი წარმატებით დავასრულე, - ფეხები მოკეცა და კაბა გაისწორა. - სულ გადამავიწყდა ედიც და ყველა ის გრძნობაც, რომელიც მისადმი გამაჩნდა. ისიც კი დავივიწყე, რაც გადამხდა, ყველაფერი ასე სერიოზულად არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ მე მეგონა ასე. ის უბრალოდ მოვიდა და ისევ წავიდა, გული მტკიოდა, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა და მეც ტკივილთან შეგუება ვისწავლე. ვერ აგიღწერთ - ცრემლებმა კვლავ გზა მონახეს. - ვერ აგიღწერთ, როგორ მტკიოდა თავიდან, მისგან წამითაც კი არ მინდოდა განშორება, მაგრამ ამ უსამართლო ცხოვრებამ თავისი გაიტანა. მე უიღბლო სიყვარულისთვის თუ დავიბადე ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ის ყველაფერი, რაც გავაკეთ ვფიქრობ, ღირსი ვარ ასე რომ ვისჯები. მე ნამდვილ სიყვარულს დავაშორე, მას მერე ისეთი არ მინახავს, როგორიც მასთან იყო. ერთი პერიოდი ჩემთანაც კარგად გრძნობდა თავს, მაგრამ ვატყობდი, რომ ისე არ ვიყავით, როგორც საჭირო უნდა ყოფილიყო და მან მიმატოვა. ის წავიდა, მეც სხვა მხარეს წავედი, სამუშაო დავიწყე, ერთი წელი უსიყვარულოდ ვცხოვრობდი, სანამ არ გავიგე, რომ ედი ზუსტად იმ დღეს, 28 აპრილს, როცა მე დავაშორე საყვარელ ადამიანთან, ავარიაში მოყვა. არა, ვერ განვაგრძობ, ვერანაირად.. არ შემიძლია...
-კეტრინ, შენ გჭირდება რომ ვინმეს გაუზიარო, რათა შეგიმსუბუქოთ ის ჭრილობა, რაც დრომ გამოგიგზავნათ. ყველას როდი უმართლებს ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თუ რას გვეუბნება ამით ის, უნდა ვისწავლოთ დანახვა თუ რატომ ხდება ასე და სწორი არჩევანი გავაკეთოთ.
დუმდა, გოგონა ისევ დუმდა, რაღაც აწუხებდა, ჰორიზონტს გაჰყურებდა და ისეთი სახე ჰქონდა თითქოს წარსულში ერთი დიდი ნახტომი გააკეთა, რამაც ხელახლა გაუღვივა გრძნობები.
-მოკვდა. ედი გარდაიცვალა. - ხმის კანკალით თქვა კეტრინმა. - მე კი იმ ტვირთით ვაგრძელებდი ცხოვრებას, რომ ეს ჩემი ბრალი იყო. ჩემ გამო მოუვიდა მას ეს, სიკვდილის წინ იმ გოგოს სახელი თქვა, რომელიც ასე ძლიერ უყვარდა მთელი ამ ხნის განმავლობაში და მანქანითაც სწორედ იმ გოგოსგან მოდიოდა გულნატკენი. სარა უკვე გათხოვილი ქალი იყო, მან ცოტა დააგვიანა და ეს ვერ გადაიტანა მისმა გულმა. ღმერთო ჩემო... მე ვარ დამნაშავე მე! ახლა ისე მტკივა ყველაფერი, როგორც არასდროს. ახალი ურთიერთობის დაწყებას ვერ შევძლებ, ვერანაირად ვერ გადავდგამ ნაბიჯს და თომს ვერ ვეტყვი, რომ შანსი აქვს ჩემთან მიმართებაში.
-თომი? თომი ვინ არის?
-თომა, - შეუსწორა გოგომ. - შარშან ზაფხულში სიყვარულში გამომიტყდა. ერთი წელიც კი არ იყო გასული ედის სიკვდილიდან. ვერ შევძელი და სიმართლე ვუთხარი... არ ვარ სტაბილური და არ მინდა იმედი გაგიცრუვდეს-მეთქი. აქამდე ნამდვილად არ მადარდებდა რას გრძნობდნენ და ვის გავუცრუებდი იმედს ან ვატკენდი გულს, მაგრამ შემცვალა ედის სიკვდილმა, საშინლად შემცვალა და მას ვეღარ მოვატყუებდი. ის მაინც აგრძელებდა ჩემს მოხიბვლას, საჩუქრებისა და ლექსების სახით, რომლებსაც ის მიწერდა. ურთიერთობის მხრივაც, სულ ჩემ გვერდში იყო, არ მტოვებდა, იცოდა რაც მიჭირდა და მიცდიდა სანამ რამეს ვუპასუხებდი. ძალიან ჭკვიანი ბიჭია, მოთმინებაც უმაღლეს დონეზე ჰქონდა შემუშავებული, წამით არ უყოყმანია საკუთარ გრძნობებში და საპასუხო გრძნობებს ელოდა ჩემგანაც. რაც ძალიან აგვიანებდა. სიმართლე კი ის იყო, რომ მე თავს ვისჯიდი ედის მკვლელობის გამო, მისთვის სიცოცხლის მოსწრაფებისთვის. არაფრის ღირსი არ ვიყავი, ვიცოდი და მე რომ გულქვას როლი არ მეთამაშა ნამდვილად დიდი პრობლემები შემექმნებოდა და ეს არ მინდოდა, საერთოდ არ მინდოდა არა! იმდენი მცდელობის მერე ისე მოხდა, რომ მეც გამიჩნდა გრძნობები მის მიმართ, მის ჩახუტებაზე ვფიქრობდი, მის სიახლოვეზე, მსიამოვნებდა ყველანაირად მისი წაკითხული ლექსები, საჩუქრები, რომლებსაც მიკეთებდა, მაგრამ მეშინოდა ამ ყველაფრის აღიარება მასთან. ვიცი იგრძნო, რომ ოდნავ მოვლბი და გავთბი, მაგრამ მისთვის ეს საკმარისი არ იყო, მე ვგრძნობდი ამას. მაინც ტკიოდა გული, მე კი ვერ ავიტანდი ვინმეს არარაობას გამო სტკენოდა თუნდაც მცირეოდენით გული. ეს არ შემეძლო. თითქმის მინელდა კიდეც საკუთარი ტანჯვის მცდელობაც, როცა ვხედავდი თომას ღიმილს, როცა თვალებში ვუყურებდი ადვილად ვიკარგებოდი და ვხვდებოდი, რომ შემიყვარდა, თუმცა დიდ ხანს ამის აღიარება არ მსურდა. მიჭირდა.
ვუყურებდი მის კეთილ მიზნებს, როგორ უნდოდა სამყაროს გადარჩენა და ჩემი ამ ამბავში ჩათრევა. უნდოდა გავყოლოდი, სადაც წავიდოდა და სულ ერთად ვყოფილიყავით. ნამდვილად კარგი ბიჭია, მართლა... ყველანაირად... ადამიანების დახმარების სურვილით, მათი გამოსწორების მცდელობაში და ამ სამყაროს სიყვარულის პლანეტად გადაქცევის სურვილით მეპატიჟებოდა საკუთარ სამყაროში შესაბიჯებლად და მე კი ნაბიჯებს ვანელებდი. - ვა, აშკარად მე მგავს, ფიქრობდა ლომია და საკუთარ თავს შთააგონა, რომ იპოვა ადამიანი, ვისთან ერთადაც, საერთო მიზნებით უფრო მარტივი იქნებოდა თავისი ჩანაფიქრების განხორციელება. - ისეთი ადამიანია, საკუთარ თავს რომ გაწირავს სხვების დასახმარებლად და ადამიანებზე ზედმეტად მზრუნველი, არ ვიცი ასეთი კიდევ თუ არსებობს ვინმე. მე კი ვხვდებოდი, რომ მოქმედება იყო საჭირო, მიუხედავად ამისა კი მის გულისტკენას ვაგრძელებდი. ჩემი თავისთვის ჭრილობების მიყენებასაც, რადგან ეს მეც მტკენდა და ვეღარ ვუძლებდი ამდენ აუტანელ ტკივილს, ამდენ ჩაუხშობ ემოციებს. ახლა? დღეს ის გამომიტყდა, რომ ხვალ ზუსტად შუაღამისას ძალიან ძალიან შორს მიფრინავს, იქ სადაც ვეღარასდროს ვნახავ, ვერასდროს შევხვდები და ვერ ჩავიკრავ გულში. გესმით რას ნიშნავს ეს? ის თავისი გეგმების განსახორციელებლად სხვა ქვეყანაში მიფრინავს, მე კი არ ვიცი როგორ მოვიქცე და ამან მიმიყვანა ამ მდგომარეობამდე. - ცრემლები მოიწმინდა კეტრინმა და ბიჭებს შეხედა. თავისი გაუკვირდა, ასეთი გულწრფელობისთვის, რომ მისთვის პირველად შემხვედრ ადამიანებს, სრულიად უცხოებს თავისი მთელი ცხოვრება მოუყვა, მაგრამ ასევე გაანალიზა, თუ როგორ შემსუბუქდა მისი ტკივილი ამ ყველაფრის სხვისთვის გაზიარება რომ შეძლო. ამისთვის კი მადლიერი ჩანდა და გაიღიმა.
-მე ყველაზე კარგად უნდა მესმოდეს შენი, - დაიწყო რატიმ. - რადგან სწორედ ამ სიყვარულმა ჩამომიყვანა ამ ქვეყანაში. თავიდან, როცა წამით გავითიშე, შენ ის ადამიანი მეგონე, ვის საძებნელადაც აქ ვარ, წამით დავიჯერე რომ შენ აქ იდექი და მჯეროდა, რომ უკვე გიპოვე. ვფიქრობ, რომ ედის სიკვდილმა შენში გააღვიძა ნამდვილი შენ, რაც დაგეხმარა შეცვლაში, სიყვარულის აღმოჩენაში. ასე არაა? - გადახედა ლომიას და თვალი ჩაუკრა. - ამ ქვეყნად კეტრინ, უმიზეზოდ არაფერი ხდება და როგორც ჩემი მეგობარი ყოველთვის მეუბნება, სამყაროში ადამიანები გვეხმარებიან ვიპოვოთ ის, რასაც ვეძებთ, გვეხმარებიან საკუთარი თავის შეცნობაში და იმის გააზრებაში, რომ ვერავინ, ვერასდროს დაგვეხმარება ისე, როგორც საკუთარი თავი. მეუბნებოდა, რომ მოვლენები რაც შენ გარშემო ხდება, ისევ შენთვისაა, სათავისოდ უნდა გამოიყენო და მასში კარგი რამ დაინახო, ანუ ცვლილება, თუნდაც ის რომ ედის სიკვდილის შემდეგ შენ სრულიად შეიცვალე და აღარ იყავი ის განებივრებული გოგო, როგორც ადრე. გესმის რას ვამბობ? - რატიმ მისი ხელები თავისაში მოიქცია და გამხნევების მიზნით გაუღიმა. - ვფიქრობ თომა უნდა დააბრუნო! ახლავე! და ტირილიც შეწყვიტო... ესეც აუცილებელი პირობაა. მიიღო საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის და განაგრძო ცხოვრება, თავს ნუღარ დაიდანაშაულებ კარგი?
-ჩემი ბიჭი. - იხუმრა ლომიამ და პატარა ბავშვივით შეხედა რატის, თითქოს უკვე გაზრდილს და დავაჟკაცებულს ხედავდა.
-მადლობ მამიკო.
-მართალს ამბობს კეტრინ. მგონია, რომ თუ გამოუტყდები სიყვარულში ის დარჩება. ერთ დღესაც კი ორივეს, უკვე წყვილს და არა ცალკეულ ინდივიდებს, ჩემს სახლში, საქართველოში გეპატიჟებით, რათა ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ. - გაეღიმა.
-უცხოების კვალობაზე ნამდვილად კარგად დამეხმარეთ. - წამოდგა ქალი და მადლიერების ნიშნად თავი დაუკრა რატის. - ყველას როდი ვუყვები ამას. ისე საშინლად ვგრძნობდი თავს, რომ ხომ გესმით.
რატიმ და ლომიამ უხმოდ თავი დაუკრეს, გადაეხვივნენ და თვალებში ჩახედეს. - ახლა კი წადი. - უთხრა რატიმ.
-მოიცა და, შენ და იმ გოგოზე, ვინც აქ ჩამოგიყვანა, არ მომიყვებით?
-რა იცი გოგო როა? - სერიოზულად ჰკითხა რატიანმა და დაკვირვებით შეხედა კეტრინის სახის ცვლილებას. აშკარად განცვიფრდა. - არა, ამას ვეღარ გავუძლებ. - ჩახითხითება ხარხარად იქცა. - ნეტა შენი სახე განახა კეტრინ. რა თქმა უნდა, გოგოა. შენსა და თომასგან განსხვავებით მე ის მხოლოდ ერთი დღით ვნახე და მერე დავკარგე. უფრო დაწვრილებით კი, როცა გვესტუმრები მაშინ მოგიყვები, ახლა კი ვფიქრობ აეროპორტში გაგვიანდება. - ისინი დაემშვიდობნენ მას და მადლობაც მიიღეს.
-კიდევ ფიქრობ, რომ ადამიანების დახმარება კარგი საქმე არ არის? - ჰკითხა ლომიამ გამომცდელად.
-ნამდვილად არა.
-თეაზე რას ფიქრობ?
-მისმა მონაყოლმა და ჩემივე მიცემულმა რჩევამ, ნამდვილად მაჩვენა რომ მისთვის ბრძოლა ღირს. ნებისმიერ ფასად, რაც არ უნდა მოხდეს უნდა ვიბრძოლო და გადავდგა ნაბიჯი, რითიც დავუახლოვდებით და არა დავშორდებით ერთმანეთს. ისევ. - ღიმილით გადახედა, შემდეგ ცას ახედა და ბოლოს ჯერ კიდევ კეტრინის მიმავალ სილუეტს გააყოლა თვალი.

-დარწმუნებული ხარ, რომ ამის გაკეთება გინდა? ამას იმიტომ გეკითხები, რომ იქნებ ისეთი არ აღმოჩნდეს როგორიც გგონია და იმედი გაგიცრუვდეს მისი ნახვით თეა? - ტაქსიდან ბარგს ალაგებდნენ და უკვე სასტუმროსთან მიჰქონდათ, როცა ლოგიკური კითხვა გაუჩნდა ლორას და თეას გაანდო.
-ლორა, არ მაინტერესებს როგორი ადამიანია, არ მაინტერესებს რა აქვს გაკეთებული და არც ის რა ჩვევები აქვს. თუნდაც მთელი დღე ცხვირში თითებს იტენიდეს და შემდეგ სკამზე უსვამდეს, ან მეგობრებთან ერთად ყოველდღე ლუდით ხელში ფეხბურთს უყურებდეს, მე უბრალოდ მჭირდება რომ ვიპოვო ხომ გესმის? ამას მხოლოდ ამის შემდეგ დავადგენ.
-რას თეა? რას დაადგენ არ მესმის. ამხელა ქალაქში როგორ უნდა იპოვო და ისიც, თუ იპოვი რა უნდა გააკეთო საერთოდ არ მესმის.
-ჩემს ბედისწერას.... ჩემს ბედისწერას დავადგენ. - უპასუხა და სასტუმროს მბრუნავ კარში გაუჩინარდა.

პ.ს
ჩვენი ბიჭები უფრო გააქტიურდნენ ვფიქრობ. ისინი იდეალურობის კანდიდატები არ არიან, მაგრამ რაღაცით გგავთ, ყველა თქვენგანს ჰგავს, ვინც კი ცდილობს სამყარო უკეთესი გახადოს, ვისაც კი უნდა რომ რაიმესთვის იბრძოლოს, არ აქვს მნიშვნელობა ეს სიყვარულისთვის, მეგობრობისთვის თუ უბრალოდ წარმატებისთვის ბრძოლაა. მთავარია, რომ იბრძვით, რაღაცისთვის, რასთანაც ამოუცნობს მიყავხართ და არც კი იცით, თუ როგორ გწყურიათ ამ წყურვილის მოკვლა.
მე ერთი რამ ვიცი, არ არსებობს ადამიანი რომელსაც ოცნება არ აქვს, არსებობენ ადამიანები, რომელთაც ამ ოცნებისკენ მიმავალი გზის გაკაფვა და ახლიდან პოვნა არ შეუძლიათ. არ შეუძლიათ ოცნების მიზნად ქცევა, ანუ მოქმედება.
იმოქმედეთ და ყველაფერს მიაღწევთ რაც კი დაგისახავთ მიზნად. ჩემი მცირედი რჩევა თქვენ, რასაც მეც ყოველთვის ვითვალისწინებ და არ გავჩერდები სანამ სასურველს არ მივიღებ. სანამ სიყვარულისთვის ბოლომდე არ დავიხარჯები და არ მოვძებნი მასთან მისასვლელ გზას.
მადლობა ყურადღებისთვის. მიყვარხართ ყველა!
დიდი იმედი მაქვს წაიკითხავთ, შეაფასებთ კომენტარის სახით და იმის იმედიც მაქვს, რომ მოგეწონებათ.. აბა, თქვენი იმედი მაქვს მეგობრებო.... მადლობა.



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

ანალიტიკოსი
Vigacas muza mouvida

ზუსტადაც ^_^ მადლობა...
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline წევრი მოლურჯო

ოჰჰ კარგი იყო
--------------------
მარიამი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent