შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ჭაობი" (3 - უბრალოდ გადარჩი ! )


3-05-2016, 11:36
ავტორი Qetatoo
ნანახია 3 070

მანქანაში საზიზღარი სუნი ტრიალებდა ალოჰოლისა და თამბაქოსი,მერედა გვერდით მყოფიც ისე ყარდა ლამის იყო გული არეოდა ანას მაგრამ თავს იკავებდა,მხოლოდ ერთი ფიქრი უტრიალებდა თავში- რა იქნებოდა შემდეგ,როცა მანქანა ოდესღაც გაჩერდებოდა და გადმოსვლა მოუწევდა,გზას დაუკვირდა და არ ეცნო,ეს აშკარად არ იყო ის გზა რომლითაც მამამ გუშინ წინ მოიყვანა ოჯახობა.მაშასადამე სადღაც სხვაგან მიჰყავთ და ვინ იცის იქნებ ბოლო გაჩერება მისი სიკვდილის არეალიც კი აღმოჩნდეს.გვერდით მჯდომმა შემოხედა და ამაზრზენი ღიმილით გაუღიმა.შეშინებულის დანახვამ აშკარა გახადა რომ მანიაკურად მოსწონდა შეშფოთება პატარა გოგოსი,თავისი მარცხენა მტევანი მის მკლავს სიგრძივ ააყოლა და თავისი რიხიანი ხმით,რომლიდანაც რაღაც ახლად შედუღებული მეტალისმაგვარი სუნი ამოსდიოდა დასძინა:
-შენ არ ინერვიულო ჩემო კარგო,მამისტოლა კაცები ვართ გზაში კი არ დაგტოვებთ...-საჭესთან მჯდომმა გადაიხარხარა და წამიერად უკან გამოხედა მეწყვილეს,მერე გვერდით მჯდომს მიუბრუნდა და თითქოს იმას უთხრაო.
-აბა რა , ისეთ კარგ ადგილზე წაგიყვანთ შენს ცხოვრებაში მეტის ნახვის სურვილი,რომ არ გაგიჩნდება...ნუ ღელავ იქ ჩვენ თავად მოვიფიქრებთ ამ სიკეთისთვის როგორც გადაგვიხდი...-ამაზე ახლა უკან მჯდომმა მისცა ბანი და სამივენი ისე ავისმომასწავლებლად ახარხარდნენ რომ წამიერი შეტევა იგრძნო გულის გავლით უმცროსმა ბებურიშვილმა.
-სად მივდივართ ?! ბოლოსდაბოლოს იტყვით რა ხდება ?
-ჩშშშშშ,შეხედე როგორი ცნობსმოყვარეა ! მალე გაიგებ ძვირფასო,ცოტაც მოითმინე.
-მე შენი ძვირფასო არ ვარ !
-ოჰოო , ესეც ასე კლანჭები გამოაჩინა ... შეხედე დათა,მგონი ამჯერად მაგარი ნადავლი ჩაგვივარდა.
აქ კი როცა კაცმა მის სავსე მკერდს და მთლიან სილუეტს რაღაც უცნაურად ახედ-დახედა თითქოს მიხვდა ანა რაშიც იყო საქმე.სახეზე სისხლი მოაწვა,გულმა მთელი ძალით დაიწყო ფეთქვა,თავში თითქოს უეცრად ფუტკრები შობილიყვნენ და აბზუილდნენ,ხელები რაღაც უცნაურად დაუბრუშდა,მთელი სხეული მოემზადა ოღონდ რისთვის ჯერ თავადაც არ იცოდა.მშვენივრად ხვდებოდა რაც მოელოდა და ისიც იცოდა რომ ამას სიკვდილი ერჩივნა.და აი აქ,სადაც უცებ იჩინა სიკვდილის ცნებამ თავი მასაც მოაგონდა ის შესაძლებლობები ახლა რომ ხელში ჰქონდა მოქცეული.ეს იყო სიკვდილის მოთხოვნა.გზას კიდევ ერთხელ გახედა,როცა მიხვდა რომ ცენტრალურ გზას კარგად მოშორებოდნენ,გალიაში მომწყვდეული ვეფხვივით აწრიალდა,გვერდით მჯდომს გახედა,იმან უფრო მეტად შეაშინა,გულის რევა იგრძნო,მუცელში ძლიერი ტკივილი დაიძრა და მუხლებამდე ჩავიდა.
-გამიშვით და ყველაფერი კარგად დამთავრდება.
-მგონი უკვე ბევრს ლაპარაკობს,რას შვები შენ მანდ,ვერ გააჩუმებ?
-ოჰ დიდი სიამოვნებით.ოღონდ ჩემებური ხერხებით.
შიშით გადახედა და როცა ცხელი,წებოვანი მასა კისრის კუთხეში იგრძნო ჭკუა დაკარგა,ფართხალი დაიწყო და შეეცადა თავი გაეთავისუფლებინა ხელებისგან მისთვის წითელი ზედის შემოხევას რომ ცდილობდნენ.თავიდან ვითომ გაიბრძოლა მაგრამ მერე რომ მიხვდა მანქანის უკანა სავარძელზე მყოფი ვერაფერს გააწყობდა მასზე სამი ზომით დიდ კაცთან ატირდა,ცხელი ცრემლები გადმოსცვივდა გატანჯული თვალებიდან და ვედრებაღა შეჰბედა
-ხმას აღარ გავიღებ,ოღონდ გევედრებით,ძალიან გთხოვთ არ გინდათ,დავმუნჯდები.გთხოოოვთ .... -ამოიკივლა და რადგან ასეთი ხმაური უფრო შემაწუხებელი იყო საჭესთან მჯდომმა ისევ გადმოსძახა უკან მჯდომს გაჩერდი ამისთვის საკმარისი დრო გვექნებაო.
მართალია ხელის ფათური შეწყდა,მაგრამ ამჯერად სხვა პრობლემა წამოიჭრა,ადრე თუ გვიან რაღაც საშინელება ელოდა ბებურიშვილს და ამიტომ ბევრი აღარ უფიქრია ისე წამოიყვირა და წინ მთელი ძალით გადაიწია,მანქანაში ერთი ვაიუშელებელი ატყდა,უკნიდან ექაჩებოდნენ მაგრამ არაფრის დიდებით არ თმობდა საჭეს,წინ მჯდომმა სახეშიც კი უთავაზა მაგრამ სანამ მძიმედ არ დატრიალდა ყველაფერი მანამ ყველაფერს გაუძლო,მხოლოდ ამასღა ყვიროდა გაგიჟებული : " სამი ნაძირალით ნაკლები იქნება,მეტი არაფერი"-ო.ერთი დატრიალება და ბომბის აფეთქების ხმასავით გაისმა საბრალო მანქანის ასფალტზე დაცემა.ირგვლივ ყველაფერი გაისუსა,წეხანდელი ბრძოლის არანაირი ნიშანი აღარ დარჩა.
წუთების შემდეგ დიდი ბრძოლის შედეგად თვალები გაახილა,გამოძრავებას შეეცადა და როცა მიხვდა რომ მოტეხილობა არ ჰქონდა შეეცადა ამოტრიალებული ავტომობილის ჩამსხვრეული ფანჯრიდან გამომძვრალიყო.შიგნიდან რაღაც ახრჩობდა,მთელს სახეზე ცხელ სისხლს გრძნობდა.ძლივსძლივობით,კვნესითა და ჯახირით გამოძვრა და მიწაზე გაიშოტა,ცას ახედა და ყელში მოწოლილი ბურთი ერთიანად გადაყლაპა.საკუთარ თავს მიეხმარა და შეძლო ფეხზე დადგომა,თუმცა გამართვისთანავე წაბარბაცდა და ხელით მანქანის ნაწილს მიეყუდა,უეცრად მზერა გაუშტერდა აღმოაჩინა რომ დაშვება ყველასთვის ბედნიერი ვერ გამომდგარიყო.ავტომობილის წინა,მარცხენა კარი თავის ადგილზე აღარ იყო და როცა თვალთახედვა მანქანაში დასისხლიანებულ სხეულს მოსწყვიტა,მის წინ ამჯერად ასფალტზე გაწოლილი სულთმობრძავი შეამჩნია და სხვათაშორის ის კარიც საბრალო მანქანას რომ მოსტეხოდა და დაჰკარგვოდა,მუცლის ღრუში გაევლო და მის ახალ პატრონს ეტყობოდა რომ დიდად არ სიამოვნებდა ადგილმდებარეობა ისე ხრიალებდა,ეს ზუსტად ის იყო ვინც რამდენიმე წუთის წინ ხელებს უფათურებდა და დიდი გულმოდგინებით ელოდა მოძრაობის შეწყვეტას რომ ეს კარგი ნადავლი დაეგემოვნებინა.უცებ შეირხა და ხრიალი შეწყვიტა,ანას გადმოხედა და ბებურიშვილმა მხოლოდ თავისთავად გამოწვდილი ხელი დაინახა რომლის თითებიც ისე მოძრაობდნენ თითქოს კაცი დახმარებას ითხოვდა.შიგნით რაღაც ხმა გაისმა და მიტრიალებულმა ანამ მხოლოდ ახლაღა შეამჩნია მესამე მამაკაცი რომელსაც ღვედის წყალობით დიდად არაფერი დაშავებოდა თუ არ ჩავთვლით წინა მინის ნამსხვრევებს მკლავებში რომ ჩარჩენოდა,ზუსტად ეს კაცი იყო რომელიც ირხეოდა და გონზე მოსვლას ცდილობდა.ანას ცივმა ოფლმა დაასხა და მხოლოდ გაგულისებული მზერა ესროლა,ღრმად ამოისუნთქა წამით დაივიწყა რომ ძალიან სტკიოდა მთელი სხეული და ამჯერად წინ გაიხედა.ხსნა მხოლოდ წინ მოელოდა ზუსტად ამიტომ ლეშად ქცეული სხეულებისთვის ყურადღება აღარ მოუქცევია და დიდი ტკივილის შეგრძნებით დაეშვა წინ.
შეშინებულს ნაბიჯები აერია და თოვლში ჩავარდა,მაგრამ ისე უცებ წამოხტა ფეხზე გეგონებოდათ ხელი შეაშველა უხილავმა ძალამო,უკან იხედებოდა და თავგანწირვით გარბოდა,ცენტრალურ გზამდე კარგა მანძილი იყო,ირგვლივ ტყეებიც არ ჩანდა,მხოლოდ დიდი მთები იყო და რადგან უკვე თენდებოდა,დილის რიჟრაჟზე კარგად იკვეთებოდა მთიდან მომავალი ნისლიც და ამ ბურუსში გახვეული ცაც,მაგრამ ჯერ კიდევ ბნელოდა და გზასაც ათი თვალ-ყური სჭირდებოდა.სახეზე ცივი ჰაერი ერთიანად ედებოდა და ყინვისაგან გათოშილი სხეული სიცივის ტკივილს განიცდიდა,ძვლებამდე აღწევდა ეს დალოცვილი და იქედან მომავალი კანს წვავდა.ახლა ეს არ აინტერესებდა გამოქცეულს,მხოლოდ უკანღა იყურებდა და გარბოდა,ისე სწრაფად აქამდე რომ არ ურბენია.ცხელი სისხლი სახეზე შეახმა,მუცელში რაღაც ჭრიდა,რაღაც ღრღნიდა,მაგრამ არაფერი აინტერესებდა,სულ მცირე ხანში ხეების წყება შენიშნა და რაღაცამ უკარნახა ეს კარგიაო,მართლაც ხეებს გასცდა და გზაც გამოჩნდა,მანქანების მოძრაობა არ იყო,მაგრამ ტრაფარეტებით მიხვდა ეს რომ ცენტრალური გზა იყო ამიტომ ვიღაც აუცილებლად გამოივლიდა,ამასობაში იმატა სხეულის მტვრევამ,სახის წვამ და იქვე ჩაიკეცა,იგრძნო მოახლოება,არ იცოდა ეს რა იყო მაგრამ იმას კი ხვდებოდა კარგი რომ არ აღმოჩნდებოდა,ლოცულობდა,არ იცოდა ღმერთისთვის როგორ შეეცოდებინა თავი,იმდენად იმატა საზარელის შეგრძნებამ რომ ამჯერად იმას ევედრებოდა ოღონდ მომკალი და ეს ტკივილი გაფანტეო,მაგრამ ტკივილი არ მიდიოდა,პირიქით მის სხეულში ბუდეს იწყობდა და საკმაოდ თბილად თუ კომფორტულად რძნობდა თავს.ქათქათა,ახლად დადებულ თოვლს კვალი დაეტყო,ის იყო უნდა გათიშულიყო რომ მანქანის ფარების შუქმა თვალი მოსჭრა,ხელის აწევაღა მოახერხა და უფრო თავისთვის ჩაიჩურჩულა "გევედრებით მომეშველეთო" ვიდრე ვინმე კონკრეტულისთვის.მისდა გასაკვირად ავტომობილი შეჩერდა და იქედან აჩქარებული საუბარი მოისმა.
-გოგოა ? რა სჭირს მკვდარია ?
- გოგოა,სულ მთლად ბავშვია...-ამ ხმის გაგონებამ ისეთი შვება მოჰგვარა,თითქოს უდაბნოში ოაზისისთვის მიეგნო.გაეღიმა ოღონდ თავადაც ვერ მიხვდა როგორ და რატომ.ესმოდა როგორ ლაპარაკობდნენ , ვერ არჩევდა რამდენი იყვნენ.თვალდახუჭული,სიტყვების აზრსაც ვერ იგებდა მხოლოდ ხმის ტონი და ტემბრი.ეს მაინც საკმარისი აღმოჩნდა.იგრძნო როგორ გადაუწია თმა ვიღაცამ და როგორ გადმოაბრუნა,ამას დაერთო საშინელი ტკივილი,სახე მოუსინჯეს და ამჯერად სულ სხვა აგებულების თითების შეხება იგრძნო მხრებზე...-გაუძელი პატარავ,სუნთქვა არ შეწყვიტო...-იგრძნო როგორ აღმოჩნდა ვიღაცის ხელში პატარა ბავშვივით ატატებული და მოკეცვისას სასიკვდილოდ დაემსხვრა ძალით მეოხებით კარგად ესმოდა მოქმედებანი მის მიმართ რომ ხორცილედებოდა,საუბარსაც კი არჩევდა შიგადაშიგ.
-საინტერესოა ასეთ დროს აქ რა უნდა,ნახე რა სჭირს.
-სულ სისხლიანია,მგონი ვიღაც ნაბიჭვრების ...
-ტანისამოსს შეხედე,ალაგ-ალაგ გახეულია,მაგრამ ისე არა რომ ამის ეჭვი გაჩნდეს.მაისური აუწიე...-გასაკვირველი სიმშვიდით საუბრობდა და ხანდახან თუ გამოხედავდა ავტომობილის სარკიდან მეგობარს.
ანამ,რომელიც მხოლოდ გუმანით ჩაწვდა საუბრის ნამდვილ არსს,იგრძნო თბილი თითები როგორ ფრთხილად შეეხო მის მაისურს და ისე რომ არაფერი დაეშავებინა ღილები შეხსნა.წამში გაისმა შეყვირებაც.
-ამის დედაც . ბაჩან ეს გოგო მოსიარულე სიკვდილია ! ... -ისეთი შეშფოთებული ხმა ჰქონდა რომ მანქანა გადააყენა და მხოლოდ ახლა მოიხედა უკან.პირველი რაც გააკეთა ეს იყო შეყვირება,მერე კი უხმოდ გადახედეს ერთმანეთს.
-რა ვქნათ ?
-სულ მთლად ბავშვია.რამდენი წლის იქნება ?
-ამას რა მნიშვნელობა აქვს ? აღნაგობით თუ ვიმსჯელებთ 17-ზე მეტის არ უნდა იყოს,ან მაგარ შარშია გახვეული ან ...
-ან არაფერ შუაშია,ავარია რომ იყოს მანქანას ვიპოვნიდით.
-მუცელი მინის ნამსხვრევებით აქვს ამოვსებული.
-შარშია ! ჩვენებთან მივიყვანოთ და ისინი მიხედავენ.არა რა სისულელეა,საავადმყოფოში,მერე ისინი მიხედავენ.
- შენი არ ვიცი ,მაგრამ რატომღაც არ მომწონს ეგ აზრი.
მანქანს ისევ დაძრა და როცა რამდენიმე წამის შემდეგ ავტომობილი ჩვეულებრივად მოძრავი დაიგულა,გაკვირვებით გადმოსძახა რას გულისხმობო.
- აშკარად ავარიაა,მაგრამ საკმაოდ შორ მანძილზეა გამოქცეული,გული გამალებით უცემს.ირბინა თან ბევრი-ეს ნიშნავს რომ რაღაცას გამოექცა და ამ დედამოტ*ნული სისტემის გადამკიდეს მგონია რომ ზუსტად იმათ გამოექცა ვისთვის ჩაბარებასაც ვაპირებთ.
-სისულელეებს მოეშვი ნოე . რესპუბლიკურში მივიყვანთ, ექიმებს დავაინფორმირებთ და წამოვალთ.ჩვენ არ გვეხება !
ანა,რომელიც ჯერ კიდევ არ გათიშულიყო,იმისდა მიუხედავად რომ უკვე კარგად იცოდა რისგანაც იყო გამოწვეული მკვლელი ტკივილი მუცელში,ყველანაიად ცდილობდა ეგრძნობინებინა კაცისთვის მისი თავი რომ კალთაში მოექცია,რომ ეთანხმებდა და რომ საავადმყოფოში ვერ დაეხმარებოდნენ,თუმცა მისუსტებუმა მხოლოდ ის შეძლო მისი მსხვილი მკლავისთვის პაწაწინა თითები შემოეჭდო და მოეჭირა,გაოგნებულმა კაცმა ჩამოხედა და ამ დროს ბებურიშვილს გაფითრებული ბაგეებიც ამოძრავდა : " მომკლავენ . ისინი მეძებენ . " ამჯერად საჭესთან მჯდომიც ინტერესით მობრუნდა წკრიალა,მაგრამ მისუსტებული ხმის გაგონებაზე.
-ბაჩან მგონი დროა მეც შემეკითხო რა მიმაჩნია სწორად.გოგო მიგვყავს ოღონდ იმ გამოსირებულებთან კი არა ჩვენთან.ჩვენს საკუთარ სახლში.
- შენ ხომ არ ...
-არა ! სერიოზულად გეუბნები ! სახლში !
-მგონი დაგავიწყდა ვინ ხარ ! აბა ეხლა ეგ თავი გაანძრიე და კარგად დაფიქრდი რას ამბობ.
-შეშინებულია, ჭრილობების მთელი არსენალით , მკვლელობას ახსენებს . ცხოვრებაში ერთხელ მინდა სიცოცხლის გადამრჩენელი ვიყო.თუ შენ არ გინდა გავიგებ,მაგრამ საავადმყოფოში არ გაგატან !
მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილმა ბებურიშვილმა ბოლო ძალების დაძაბვით მოახერხა და ზუსტად იმავე ჟესტით მადლობა გადაიხადა,მერე კი რადგან თავი სამშვიდობოს დაიგულა,ტკივილსაგნ გატანჯულს გონებაც წაერთვა და ის გუმანიც ამხელა დახმარება რომ გაუწია.
ყველაფერი სიბნელეში ჩაიძირა,არადა განთიადი ახლა იწყებოდა და მთებიდან მომავალი ნისლიც იფანტებოდა,ბურუსი ერთ რაღაცასღა ეხვეოდა და ეს რაღაც უეცრად იქცა ვიღაცად. ანა გადარჩა !



№1 სტუმარი matilda

წინა ისტორიას აღარ გააგრძელებ?

 


№2 სტუმარი XCFVFCB

ნლ.ჯ[.]ь.ბ;ь.//ь,/.[left][/left][center][/center]
[/right][right]
[/right][right]
[/right][right]
[/right][right]
[/right][right]
[/right][right]
[/right][right]
[/right][right]
[/right] :щинкед: [spoiler][/spoiler][colo[right]
[/b][b]r=#99FFFF]
[/quote][hide][/hide],ჯლ.კ;..[quote=matilda]წინა ისტორიას აღარ გააგრძელებ?

 


№3  offline წევრი miss intriganka

მგონი რაღაცეები აგერია მაგრამ მაინც კაი თავი იყო არ გიზსენებია საიდან გაჩნდა ანა იმ მანქანაში და გვაინტერესებს
--------------------
be somebody who makes others feel like a somebody♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent