შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დედაჩემი წინააღმდეგია! [სრულად]


3-05-2016, 11:38
ავტორი mimimimo
ნანახია 6 392

დედაჩემი წინააღმდეგია! 1

საინტერესოა არა ცხოვრება?!
არავინ იცის ვის რა მოელის მომავალში..
არც ანასტასია დოლიძემ იცოდა..
დილით, როგორც ყოველთვის მაღვიძარამ გააღვიძა..
მოემზადა და ოთახიდან გავიდა..
-ნინი, - მაღალი ხმით დაუძახა გოგონას..
-დიახ, გისმენთ ქალბატონო ანასტასია..
-დედაჩემი სადაა?
-ადრე გავიდა ქალბატონი მილენა..
-კარგი, საუზმე მზადაა?
-დიახ! - უთხრა და სამზარეულოშ შევიდა..
ისაუზმა, კლაჩი აიღო და მძღოლს დაელოდა.. მძღოლიც მალე მივიდა, კარი გაუღო, ანასტასიაც მოთავსდა და 15 წუთში უზარმაზარი შუშის შენობასთან გაჩერდნენ..
-გამარჯობათ ქალბატონო ანასტასია! - ესალმებოდნენ თანამშრომლები.. ის, კი თავი ს დაკვრით ესალმებოდა...
არასოდეს ენახათ მისი ღიმილი.. ამიტომ თანამშრომლები მას’გაუცინარ უფროსს’ ეძახდნენ..
-მობრძანდა გაუცინარი უფროსი , - ცხვირი აიბზუა ნატამ.. ‘არ მევასება ეგ ქალი.. სწერვაა.. თავი ვინმზე დიდი ჰგონია’ - იძახდა ის, მაგრამ სულაც არ იყო ასე..
-უკაცრავად? - შებრუნდა ანასტასია და ნატას მიაჩერდა.. სათვალე მოიხსნა და გაბრაზებულმა შეხედა.. - ნატალია, ჩემს კაბინეტში! - თქვა და გზა განაგრძო..
ნატაც წამოდგა და მედიდურად გაუყვა გზას..
‘თუ არ ვჯობდე ტასოს’ - გაიძახოდა ყოველთვის..
კაბინეტში შევიდნენ, ანასტასია თავის სავარძელში მოთავსდა, ნატაც ‘დაბრძანდა’.
-არ მითქვამს დაბრძანდი-მეთქი! - მკაცრი ხმით უთხრა..
-თავი ვინმეზე რამით მეტი, თუ გგონია ძალიან ცდები! - თავისი წრიპინა ხმით უთხრა და აწითლებული ტუჩები მოპრუწა..
-ესე იგი, ახლა შენ გაბრძანდები, შეგიძლია აიღო შენი ნივთები და მიბრძანდე აქედან! განთავისუფლებული ხარ! - უთრა მკაცრად..
-ქალლბატონო ანასტასია მე.. - უცებ კრავის მზერით შეხედა..
-და ჰო.. გაუცინარი უფროსი ერთხელ გაიღიმებს შენთვის - ირონიულად გაუღიმა - ახლა შეგიძლია მიბრძანდე.. - კარისკენ მიუთითა..
მობუზული გამოვიდა და ნივთბი ჩაალაგა..
თანამშრომლებს არც დაემშვიდობა ისე წავიდა..
ანასტასიამ ახალი მდივნის აყვანა გადაწყვიტა.. განცხადება დაწერა და გამოაქვეყნა..
როგორც კი მორჩა სამსახურს, ნივთები აიღო, კლაჩი მოიცვა და მეორე სართულზე ჩავიდა..
-ტასი, როგორ ხარ დედი? - შეეგება კაბინეტში დედამისი.
-კაი, რა დე.. რა ტასი.. სამსახურში ვართ!
-ოო, სულ გადაჰყევი ამ სამსახურს.. - დაიწყო ბუზღუნი დედამისმა..
-დე, შენ როგორ იყავი სამსახურში გახსოვს? ახლა მე მიწევს იგივე! - უთხრა - არ წავიდეთ? მომენატრა შენი გაკეთებული ნამცხვარი.. - ზურგიდან აეკრო დედას..
-ახლავე, ჩავწერ რაღაცას და.. - ფურცლებში რაღაცის წერა დაიწყო - უი, ნატალია რატომ გაანთავისუფლე? - გაკვირვებულმა გახედა.. - ძალიან კარგი გოგო იყო..
-კარგი ნიღაბი ჰქონდა! - მკაცრად განუცხადა - წამო, წამო.. მაგას მერე მე გავაკეთებ - უთხრა და ერთად გავიდნენ შენობიდან..
-ძალიან დავიღალე.. - დივანზე მიესვენა.. ტელეფონი აწკრიალდა მოულოდნელად.. - გისმენთ! - უცხო ნომერი იყო..
-გამარჯობათ, ანასტასია დოლიძე ბრძანდებით?- გაისმა გოგონას ხმა..
-დიახ!
-მე სამსახურის თაობაზე ვრეკავ..
-დიახ გისმენთ.. - უცებ წამოჯდა..
-მე ძალიან მჭირდება სამსახური და..
-უკაცრავად თქვენი სახელი?
-ალექსანდრა.. სანდრა..
-კარგი, ალექსანდრა! ხვალ ოთხზე მობრძანდი ოფისში და იქ ვისაუბროთ!
-კარგით, ნახვამდის!
-კარგად ბრძანდებოდე - უთხრა და გათიშა.. - ნნინი - გასძახა დიასახლის..
-დიახ ! - უცებ მივიდა გოგონა..
-დღეს თავისუფალი ხარ! შეგიძლია წახვიდე!
-ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ანასტასია.. - გაუღიმა ნინიმ..
-1 კვირა გეყოფა?
-რისთვის? - გაკვირვებულმა გახედა..
-ანდრეასთან ერთად, რომ დაისვენო.. თორემ ძალიან გადაგტვირთე..
-კი, მაგრამ.. ამდენი ხანი.. - დაიბნა გოგონა..
-კარგი, მაშინ მომავალ ორშაბათს გელოდები - გაუღიმა.. ამ გოგომ ძალიან შეაყვარა თავი..
-ძალიან დიდ მადლობა.. ქალბატონო ანასტასია..
-გისმენ!
-შეიძლება ჩაგეხუტოთ? - მორიდებით ჰკითხა..
-მოდი.. - უცებ ჩაეხუტა ნინა და გახარებული დაემშვიდობა ანასტასიას და მილენას..
-ტასო, მოდი , დე.. - დაუძახა დედამ..
-მოვდივარ, - ადგა და სამზარეულოში გავიდა..
-დე, დაჯექი რაღაც უნდა გითხრა..
-რა? რა მოხდა? ჯანმრთლობის მხრივ ხომ კარგად ხარ? - უცებ აფორიაქდა..
-კი, კი. მე კარგად ვარ.. სულ სხვა..
-რა? დედა ნუ მაშინებ! რა მოხდა?
-აკაკი მიდის სამსახურიდან.. - ჩუმი ხმით უთხრა..
-რატომ? - თვალები აუწყლიანდა..
-დე, მოხუცდა უკვე.. აღარ შეუძლია და.. ნუ გეშინია სხვა მოვა..
-აუ, აკაკი ბიძია.. - მძღოლი, რომელიც პატარაობიდან ატარებდა..ძალიან უყვარდა ეს ადამიანი.. თვალები აუწყლიანდა.. - ახლა? ახლა ვინ მატარებს?
-დაწყნარდი! როდის იყო ასეთ წვრილმანებზე ტიროდი?
-კარგი, ხო არ ვტირი! - ამოიბუზღუნა..
-ახალი მძღოლი ხვალ დილით მოვა..
-კარგი! - ივახშმეს და დასაძინებლად დაწვნენ..
დილით იგივე განმეორდა..
მაღვიძარამ დარეკა, ისიც ნელა წამოიზლაზნა და გაემზადა..
ისადილა, მოსაცმელი მოიხურა და გარეთ გავიდა.. მძძღოლი არ იყო.. გაბრაზებული იდგა და ელოდა..
-3 წუთით დაგაგვიანდა! -ტელეფონში იყურებოდა და ისე უთხრა - დროზე დმაგვიანდება! - თქვა და ინება თავის აწევა.. აწია და მისი გულ-მკერდი დაინახა მარტო.. თავი ზემოთ ასწია და შეათვალიერა მაღალი სილუეტი.. - უიმე, რამ სიმაღლე ხარ! მომწყდა კისერი - თქვა და მანქანაში ადგილი დაიკავა..
-არცაა საჭირომ ჩემი თვალიერება- მამაკაცის ბოხი ხმა გაისმა... კანი დაეხორკლა და გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა..
-10 წუთი გვაქვს დრო, როდესაც 15 წუთი გვჭირდება გზაში! დაგაგვიანდება! - ყერადღება არ მიაქცია მის ნათქვამს..
-10 წუც არ დამჭირდება! - თქვა და მანქანა ადგილს მოსწყიტა..
-ნელა იარე! - წამოიკივლა - ვაიმე, ნელა-მეთქი! - გაკიოდა...
-მოვედით! 10 წუთიც არ დამჭირდა.. - გაუღიმა მამაკაცმა..
-უკაცრავად თქვენი სახელი?
-სამსახურში ვის იყვანთ არ ინტერესდებით? იქნებ კრიმინალი ვარ - ირონიულად ჩაიღიმა..
-თავხედო! წესიერად მესაუბრე და შემდეგში ნელა ატარე მანქანა! - უთხრა და შენობაში შევიდა.. მამაკაციც შეყვა.. - უკაცრავად! შენ სად მომყვები?
- კაბინეტში - მხრები აიჩეჩა..
-ბატონო? - თვალები შუბლზე აუვიდა..
-წესით მძღოლებს ცალკე კაბინეტი უნდა ჰქონდეთ.. აბა მანქანაში ხომ არ ვიჯდები? - ვითომ გაკვირვებულმა უთხრა.. როგორ მოსწონდა ამ ქალის ნერვებზე თამაში.. მეტად სექსუალური ეჩვენა..
-ვაიმე, რათავხედია - ამოილაპარაკა.. - პირველ სართულზე, მეცხრე კაბინეტში მიბრძანდი, - უთხრა და გასაღები გაუწოდა..
-რომ არ ვიცი სადაა? იქნებ მიმაცილოთ?! - ანასტასია მეტად გაბრაზდა...
-კიდევ ერთი მსგავსი გამოხტომა და.. - თითი დაუქნია..
-უი, გაუცინარო უფროსო.. რომ ბრაზდები მეტად სექსუალური ხარ! - უთხრა და გაუჩნარდა..
-თავხედი, უზრდელი ! - ლანძღავდა და გაბრაზებული წავიდა თავისი კაბინეტისკენ..
დედაჩემი წინააღმდეგია! 2
სამუშაო საათები დასრულდა და კაბინეტი დატოვა..
დედამისის კაბინეტში შევიდა.
-დედა, - ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა ქალს..
-გისმენ, - ღიმილით უპასუხა მილენამ.
-ახალი მძღოლი მინდა, ეს არ მომწონს, - უთხრა.
-ანასტასია, - წარბაწეულმა გახედა.
-დედა, აუ.. კაი, რა. - მოწყენილმა თქვა.
-ტასო, მისმინე, - უთხრა და შვილს გახედა, ანასტასიამ ჭიქა აიღო წყალი ჩამოასხა..
-გისმენ - თავი დაუკრა და ნელა დაიწყო წყლის სმა.
-ამჟამად არავინ არის სხვა, რომ შენს მძღოლად ავიყვანოთ...
-კარგი, კარგი - თქვა და ჩანთა აიღო,-საყიდლებზე მივდივარ და წამოხვალ?
-არ მცალია.. წადი შენ.. სახლში შევხვდებით - გადაკოცნეს ერთმანეთი და ანასტასიამ კაბინეტი დატოვა..
ტელეფონი მოიმარჯვა, რომ მძღოლისთვის დაერეკა.
-ჯანდაბა... ნომერი - ჩაილაპარაკა და მისი კაბინეტისკენ გაემართა.. - საყიდლებზე უნდა წამიყვანო. - დაუკაკუნებლად შეეჭრა ოთახში..
-დაუკაკუნებლად შემოსვლა არ შეიძლება! - მკაცრად უთრა, - მიბრძანდი.. - ჩვეული ტონით უთხრა. ანასტასია საშინლად გაბრაზებული იყო..
-რას ნიშნავს ეს?
-გაურკვევლად ვსაუბრობ?!
-შენ ხარ მძღოლი და არა ვინმე უფროსი.. უნდა დაემორჩილო ჩემს ბრძანებებს! - ტონს აუწია ქალბატონმა.
-ხვალ, თქვენს საოფისე მაგიდასთან იქნება განცხადება! - მკაცრად უთხრა და კაბინეტიდან გავიდა.. კარები გაუღო და ქალბატონიც დაბრძანდა.. ნერვები მოეშალა თავის თავზე.. ‘ასეთი სისულელე რამ მათქმევინა?! ღმერთო, ბოლოს მომიღებს ეს სიამაყე!’ - ფიქრობდა და უჩვეულო გამომეტყველებით გაჰყურებდა გზას..
მაღაზიებში უხასიათოდ დადიოდა, რამდენიმე კაბა იყიდა და სახლის გზას დაადგა.
არ უვახშმია, ოთახში ავიდა და სამსახურის საქმეების მოგვარება დაიწყო..
-ჯანდაბა, ჯანდაბა - თმებზე ხელი მოიკიდა.. -რა სულელი ხარ! სულელი - თავისთვის ბუტბუტებდა..
გაბრიელს - მძღოლს - დაურეკა.
-გისმენთ - გაისმა მამაკაცის სასიამოვნო ხმა.. სულ დაეხორკლა კანი და სასიამოვნოდ გააჟრჟოლა..
-გაბრიელ, გცალია?
-რა გნებავთ? - მკაცრ ტონს ინარჩუნებდა..
-მე.. ისა.. - დაიბნა.. - კარგი , არაფერი, ბოდიში.. - გაუთიშა.. - სულელი იდიოტი ხარ ტასო! ერთი დღე არცაა რაც იცნობ და უკვე იბნევი! - განრისხებული საუბრობდა..
ჩაიცვა და კლუბში მეგობრებთან ერთად წავიდა..
-გამარჯობა შეიძლება ვიცეკვოთ? - მოვიდა მასთან 25-30 წლის მამაკაცი..
-შეიძლება, - უთხრა და საცეკვაოდ გაჰყვა..
-ტატო
-ანასტასია.
-ძალიან სექსუალური ხარ - უთხრა და გაუღიმა.
-გამდლობ - უთხრა და მაგიდისკენ გაიხედა, მეგობრები რაღაცაზე საუბრობდნენ..
მოულოდნელად გულმა საოცრად ჩქარა დაუწყო ცემა,, არ იცოდა ეს რისი ბრალი იყო.. აფორიაქდა..
-უკაცრავად, უნდა წავიდე! - უთხრა ბიჭს და შეეცადა მისი უხეში ხელებისგან დაღწეას..
-ჯერ ცეკვა არ დამთვრებულა - ჩასჩურჩულა და ხელი ფეხზე მოუჭირა..
-როგორ ბედავ! გამიშვი! - მკაცრად უთხრა და თვალები დაუბრიალა..
-რა უსუსური ხარ რომ იცოდე..
-გამიშვი! - მკაცრად უთხრა და ისევ შეეცადა მისი მკლავებიდან დაღწევას, ეს მუსიკაც არა და არ მთავრდებოდა.
-კარგად გავერთობით! - უთხრა და უფრო ძლიერად მოუჭირა ფეხზე ხელი.
-გაიშვი გთოვ - თხოვნაზე გადავიდა უკვე..
-არა! - უთხრა მკაცრად და ისევ უტიფრად აგრძელებდა ხელების მის სხეულზე მოძრაობას.
-რომ ეუბნება გამიშვი-ო უნდა გაუშვა- მოესმა ნაცნობი ხმა და სულ დაეხორკლა ტანი..
-შენ ვინხარ?
-შენი საქმმე არაა.. გარეთ გამოდი 5 წუთში - უთხრა, ანასტასიას წელზე მოჰხვია ხელი და გარეთ გაიყვანა.. მანქანაში ჩაჯდა.. - აქედან ფეხი არ მოიცვალო! - უთხრა მკაცრად, მანქანის კარი მიკეტა, გასაღებითაც ჩაკეტა და გაეცალა იქაურობას..
დედაჩემი წინააღმდეგია! 3
-ვაიმე! იდიოტი როგორ ჩამიკეტა კარები! - მანქანის კარის სახელურს ეჯაჯგურებოდა და ცდილობდა გაეღო, მაგრამ ამაოდ..
თვალი მოჰკრა ორ სილუეტს, შემდეგ ერთ-ერთში გაბრიელი, რომ ამოიცნო ყვირილი დაიწყო..
-გაბრიელ- ფანჯარაზე აბრახუნებდა და თან ყვიროდა.. - გაჩერდი ! რიელ! - ყვიროდა, მაგრამ ხმა მაინც არ ისმოდა.. - თუ გაპატიო - თქვა და ტყავის ქურთუკი ხელზე დაიხვია - ძველი ანასტასია დაბრუნდა.. - გაიცინა, მაგრამ უცებ მოეგო გონს, ‘შეფუთლი’ ხელი ფანჯარას დაარტყა და ჩატეხა.. მაღალქუსლიანები გაიხადა, და ფანჯრიდან გადასვლას ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა... ბოლოს თავით გადახტა და გაიშხლართა მიწაზე... ფეხი ეტკინა, სისხლი წამოუვიდა, მაგრამ უცებ წამოდგა და ბიჭებისკენ გაემართა..
-ხისთავიანი, ჯიუტი - თან ლანძღავდა, თან მირბოდა მათკენ, - გაბრიელ.. - უცებ დაუყვირა - მანაც გამოიხედა, ამ დროს ტატომ მოუქნია მუშტი და სახეში გაარტყა.. - ვაი - უცებ წამოიკივლა ანასტასიამ და უფრო სწრაფად გაიქცა..
-გაბრიელ, ტატო! - გაისმა მისი მკაცრი ხმა.. გაბრიელი გამეტებით ურტყამდა ტატოს, - გეყოთ! ნუ მაიძულებთ გავბრაზდე! - უყვიროდა და ხან აქედან მოუვლიდა , ხან იქიდან..
-ანასტასია.. ფუ ამის.. - შეიკურთხა გაბრიელმა... დროზე მანქანაში-მეთქი! ხომ გითხარი არ გაადმოხვიდე-მეთქი? - შეუბღვირა.. მოულოდნელად საიდანღაც კიდევ გამოჩნდნენ ბიჭები..
-ხუთი ერთზე? - გაიცინა გაბრიელმა.. - გეტყობა როგორი ჩმორიც ხარ! - თვალებში უყურებდა ტატოს.. - ანასტასია! მანქანაში დროზე! უსიტყვოდ..
-კი, მაგრამ..
-დროზე..
-კარგი, კარგი... - ნელა გაემართა უკან.. - არა, არა... ვერ გაიქცევი ტასიკო! ახლა უნდა გაიმარჯვო! - თქვა და შებრუნდა.. გაბრიელი ორს ეჩხუბებოდა, ორი მიწაზე ეგდო, ერთი კი წამოდგა და უკნიდან ცდილობდა მიპარვას.. - არა! - ჩუმი ყვრილი აღმოხდა და სწრაფად გაიქცა.. - ვნახოთ რა გახსოვს ტასიკო - ჩუმად სთქვა და გაბრიელის უკან მდგომ ბიჭს ჩუმად მიეპარა.. ყელზე შემოჰხვია ხელები და წაუჭირა, ფეხი კი მუცელში ამოარტყა, ბიჭი ტკივილისაგან მოიკუნტა, შემდეგ ერთიც ჩაარტყა და გათიშა... გაბრიელს გახედა.. ორი უგონოდ ეგდო, ერთს გაბრიელი დაეჭირა, მეორემ კი მუშტი გააქნია, მაგრამ გაბრიელი გაიწია და უკან მდგომს მოხვდა მუშტი, ტასო უკან მდგომთან მივიდა და ისიც გათიშა,
მარტოდ დარჩა ერთი ბიჭი, დანა ამოიღო და გაბრიელისკენ უნდა გაწეულიყო, გაბრიელმა ერთი გემრიელად შეიკურთხა და მისკენ წავიდა, ბიჭ კი უკან მოუხედავად გაიქცა.. ანასტასიას სიცილი აუტყდა..
-რა გაცინებს?! - მკაცრად გახედა გაბრიელმა, მაგრამ ტუჩის კუთხე მაინც ჩატეხა..
-სიცილს მიში? - უცებ დასერიოზულდა..
-თხაჯანა..
-მადლობის მაგიერია ხომ?
-მადლობა რისთვის? - წარბაწეულმა გახედა..
-გადარჩენისთვის..
-ისე რა მოუქნელი ხარ! - თქვა აბრიელმა გულში კი იცინოდა ანასტასიას გამომეტყველებაზე..
-მოუქნელი? მე ვარ? - შეიცხადა ქალბატონმა.
-აბა მე?
-მე არ ვარ! წავედი მე! - თქვა და მანქანისკენ წავიდა თან თავისთვის ბურტყუნებდა.. - არა, ახლა მე მოუქნელი ვარ? - ერთი წელი კარატეზე ვიარე, მერე ბოქსზე, მერე ძიუდოზე, - ხელები გაშალა და ითვლიდა.. - და მე ვარ მოუქნელი? - წამოიკივლა და გაბრიელს გახედა.. გაბრიელი უკან მოჰყვებოდა და ფხუკუნებდა. ანასტასია, როგორც კი შემოტრიალდა დასერიოზულდა..
-ქალბატონი ანასტასია, გიჟი, პატარა ბავშვიც ყოფილა - თქვა და მანქანაში ჩაჯდა..
-კარი არ უნდა გამიღო? - ჰკითხა, - აუ, ახლა წარბი უნდა ავწიო.. მოიცა - შეეცადა ერის აწევას, მაგრამ ვერ შეძლო, ორივე ასწია ერთი ზემოთ თითით გაიჩერა მეორე კი ჩამოუშვა - აი, ასე.. - გაბრიელი უყურებდა და იცინოდა.. - რას დამცინი? - გაბუსხულმა ხელები გადაიჯვარედინა და მანქანაში ჩაჯდა.. - ახალი ტასაცმელიც გავაფუჭე.. - ამოიფრუტუნა და საქარე მინას მიადო.. ფიქრებში ჩაეძინა..
გაბრიელმა ცოტა ხანს მანქანა გააჩერა და უყურებდა მძინარე ტასოს, თმა გადაუწია და მის სახეს დააკვირდა.. ლამაზი სახის ნაკვეთები, პატარა საყვარელი ცხვირი, დიდი ვარდისფერი ტუჩები.. ამას კიდევ გრძელ იწამწამები, რომელსაც არც ტუში სჭირდებოდა და არც არაფერი..
დილით ტასომ გაიღვიძა და ოთახს თვალი მოავლო.. ეუცნაურა.. ლოგინიც სხვანაირი იყო.. არ ტრიალებდა ის სურნელი, როგორიც მის ოთახში... წამოდგა და სარკეში ჩაიხედა, სიცილი აუტყდა... თმა აბურძგნული, ტუჩსაცხი ცხვირზე მოსმული... როგორ მოახერხა საკითხავია...
-გაიღვიძე? - ოთახში გაბრიელი შევიდა.. არ ელოდა.. უცებ წამოიკივლა და ლოგინში შეხტა, მისი შიშველი სხეული, რომ დაეფარა საბნით, მამაკაცის მაისური ეცვა, რომელიც საჯდომს ზვლივს უფარავდა...
-სად ვართ? - ჰკითხა თვალების ფახულით.
-სახლში..
-ეგ მეც ვიცი.. ვისთან?
-ჩემთან...
-შენთან?
-ჰო, - უთხრა და გაუღიმა, როგორ უხდებოდა ღიმილი.. ლოყაც რომ ეჩხვლიტებოდა..
-სადაა ჩემი ტანსაცმელი?
-ნაგავში.. აი, ეს ახლია - უთხრა და სკამზე დაულაგა, - გარეთ დაგელოდები - ოთახი დატოვა, ტასოც წამოდგა, უცებ მოემზადა და გავიდა..
-გაბრიელ - გასძახა ბიჭს..
-აქეთ ვარ! - მოემა მისი ხმა...
-ჩემი ტელეფონი სადაა?
-ნუ ღელავ დედაშენს მივწერე, რომ მეგობართან დარჩი..
-ამმ, გმადლობ... ჩემი წასვლის დროა..
-ჯერ საუზმე! - ერთად ისაუზმეს შედეგ კი სახლი დატოვეს.. ჯერ სახლში მიიყვანა..
შედარებით თავისუფლად გამოეწყო და გარეთ გავიდა.. დღეს ძალიან კარგ ხასიათზე იყო..
-წავედით - უთხრა გაბრიელს და მანქანაში ჩაჯდა..
მხიარულად შეაბიჯა შენობაში და დედის კაბინეტისკენ წავიდა...
-დე, როგორ ხარ? - მოეხვია ქალს.
-გუშინ სად იყავი? - მკაცრად გახედა ქალმა.
-მეგობართან - მხრები აიჩეჩა.. - ხომ მოგწერე?
-და შენ რომ არ მოგიწერია? გგონია ვერ მივხვდი? გაბრიელი შენი მძღოლია! რომ გავიგო რამე სხვაც გაკავშირებს მასთან... - წინადადება აღარ დაუსრულებია მკვლელი მზერით გახედა..
-ოოო, დედა! კაი, რა.. ორი დღეც არა რაც ვიცნო ბ უიმე.. - ხხელი აიქნია.. წავედი საქმეები მაქვს.. - უთხრა და კაბინეტი დატოვა.. მაინც მხიარულად მოაგვარა ყველაფერი და ადრე წამოვიდა სამსახურიდან..
ორი კვირა ასე გაავიდა..
სამსახური - სახლი, სახლი - სამსახური..
ძალიან გადატვირთული იყო..
-ცოტა დასვენება არ გაწყენდა.. - კარში გაბრიელი იყო.. ორი ყავის ჭიქა ეჭირა.. კაბინეტში შევიდა ერთი თავისვის დაიტოვა, მეორე ანასტასიას მისცა..
-გმადლობ, - ჩუმი ხმით უთხრა, საბუთებიდან თავი არ აუწევია ისე მოსვა ყავა..
საბუთები აიღ და კარისკენ გაემართა, მაგრამ გაბრიელი გადაეღობა, წელზე ხელი მოჰხვია და ზემოდან დააჩერდა..
-გაბრიელ - თვალები უბრიალა - ხელი გამიშვი!
ნელა დაიხარა და მის ნაზ ბაგეებს შეეხო, ანასტასია დაბნეული აცეცებდა თვალებს, ლოყები აეფაკლა, უცებ გავარდა კაბინეტიდან.
დედაჩემი წინააღმდეგია! 4
ნინი დადიანი, 20 წლის...
ანასტასიას მოსამსახურე..
არ იყო შეძლებული ოჯახიდან..
არ ჰყავდა მამა და არ იყო ‘მამიკოს ფულებით განებივრებული’.
მაგრამ ჰყავდა დედა - ნელიკო - საოცრად თბილი ქალი, რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა... მისთვის ყველაფერს გააკეთებდა..
ჰყავდა შეყვარებული.. ლადო კვარცხელია 21 წლის..
-არ შეგეფერება... - ეუბნებოდა ნელიკო, მაგრამ შვილს უყვარდა, ამიტომ ვერ ეწინააღმდეგებოდა... - ნინი! ფრთხილად იყავი.. -უმეორებდა ხშირად..
-ლადო, ლადო .. - გახარებული ჩაეხუტა ბიჭს..
-როგორ ხარ?! - ღიმილით ჰკითხა ბიჭმა..
-კარგად შენ? - ცოტა მოიწყინასავით, რადგან ეუცნაურა ლადოს ეს საუბრის მანერა.
-არამიშავს.
-რას შვრები?! დაიღალე? - სასხვათაშორისოდ ჰკითხა..
-1 კვირით შვებულება მომცეს - თვალებგაბრწყინებულმა უთხრა.
-კარგია - უხეშად მიუგო.
-ლადო..
-რა?
-რა გჭირს?
-უნდა დავშორდეთ - ჩვეული ხმით უთხრა.. არანაირი ემოცია არ გამოეხატა...
ნინი კი...
-რატომ? - ჩუმი ხმით თქვა.. ნელა წამოუვიდა ჯერ ერთი ცრემლი.. შემდეგ მეორე... მესამე.. და ასე ნელ-ნელა მოდიოდა ცრემლების ნაკადი..
-არ მიყვარხარ!
-ანუ მატყუებდი?! - ცრემლები მოიწმინდა და თვალებში ჩახედა..
-კი!
-არაკაცი ხარ! არაკაცი, რომელიც ჩემს გრძნობებზე თამაშ.. - სიტყვის დამთავრება არ აცალა.
-მისმინე ახლა! სიტყვები შეარჩიე პატარა ქალბატონო! - მაჯაში სწვდა..
-ჯერ ერთი ხელი გამიშვი.. და ჰო.. თუ ძალიან გაინტერესებს მეც გეტყვი სიმართლეს.. არც მე მიყვარხარ... და არასოდეს მიყვარდი..
-გგონია დავიჯერებ? - ჩაიცინა ბიჭმა.. მაგრამ სახე წაეშალა..
-სხვა გზა არ გაქვს.. სურვილი იყო.. - გაუღიმა ირონიულად.
-ანუ?
-ვთამაშობდი და სურვილი’ც შესრულებულია - მხრები აიჩეჩა - ნახმვამდის ლადიკო - სიცილით უთხრა, ზურგი აქცია და წამოვიდა.. რა ფასად დაუჯდა ეს ტყუილი.. ეს ღიმილი... მიდიოდა და ცრემლებიც თავისით სდიოდა... ბუნდოვნად ხედავდა გზას, მაგრამ მაინც მიიწევდა წინ, მაგრამ.. ყველაფერი შეწყდა... უცებ ყველაფერი შავმა ფერმა მოიცვა..
-ექიმი! - საავადმყოფოში გაისმა მამაკაცის ხმა..
***
ყველაფერი შეიცვალა.. ადრე, თუ შედარებით საუბრობდნენ, ახლა ანასტასია სულ ცდილობდა, არც დალაპარაკებოდა.
გაბრიელი კი... როგორ არ ცდილობდა საუბარი წამოეწყო, მაგრამ ვერა..
ბოლოს მობეზრდა და სამსახურიდან წამოსვლა გადაწყვიტა..
განცხადების ფურცელი წასვლის შესახებ სახლში, სამუშაო მაგიდაზე დაუტოვა, გასაღებიც გვერდზე დაუდო.. კიდევ ერთხელ შეათვალიერა კაბინეტი.. ანასტასიას სურათს დასჩერებოდა, შემდეგ კი წავიდა..
სამუდამოდ?
ალბათ...
ანასტასია ღიღინით მიუჯდა სამუშაო მაგიდას და კომპიუტერი ჩართო, თან რაღაც ფურცლებს ამოწმებდა და ერთ-ერთი ‘ცუდად მოხვდა თვალში’.
ყველა უარყოფითი ემოცია გამოეხატა...
არ იცოდა რა გაეკეთებინა...
-წავიდა.. - ჩურჩულით თქვა და ფურცელს მისი ცრემლი დაეცა. - წავიდა? - ჰკითა თავის თავს.. - წავიდა.. წავიდა... - ჩურჩულებდა და ცრემლები მოსდიოდა.. - წავიდაა... - დაიკივლა და მაგიდაზე, რაც ფურცლები იყო ერთი ხელის მოსმით ძირს მოაფრიალა. ჭიქა კედელს გაუქანა და იატაკზე შუშის ნამსხვრევები ნელ-ნელა მიმოიფანტა...
-ანასტასია... რა ხდება? - მსხვრევის ხმაზე მელინა შემოვიდა..
-სულ შენი ბრალია... - ზიზღით გამოსცრა კბილებში და კაბინეტიდან გავიდა..
მეგობრებს დაურეკა და კლუბში წავიდა...
ჯერ მაღაზიასთან გააჩერა მანქანა.. სიგარეტი იყიდა და 5 წუთში კლუბში იყო..
-რა მოხდა? - ჰკითხა ალექსანდრემ ანასტასიას..
-წავიდა... - ჩუმად თქვა და ვისკის ჭიქა ჩაცალა..
-რატომ? - თვალებგაფართოებულმა ჰკითხა ნინამ..
-დედაჩემი წინააღმდეგია! - ჩუმად თქვა... - ვერიდებოდი...არ ველაპარაკებოდი! მობეზრდა ალბათ და წავიდა.. სამუდამოდ...- ცრემლები წამოუვიდა - ვცდილობდი, მაგრამ არ გამომივიდა! შემიყვარდა! - ხრიწიანი ხმით თქვა..
-ტასი... - ჩაეხუტა ლილი.
-რა ვქნა ახლა?! - სიგარეტის კოლოფი ამოიღო...
-ანასტასია სიგარეტი! - გაისმა ტატოს მკაცრი ხმა..
-გაჩე, რა... - ხელი აუქნია.. - ნიკო სადაა?
-არ ვიცი, ტო.. მოვალო და არ ჩანს.. მოვა ალბათ..
დალიეს... ტკივილი სასმელში ჩაკლა..
მაგრამ ეს ერთხელ და ცოტა ხნით..
სულ ხომ ვერ დალევდა?!
ბოლოს ნიკოს დაურეკეს...
-ნიკო... სად ხარ სიხარულო?! ხომ იცი როგორ მიყვარხარ?! - სიცილით ესაუბრებოდა ანასტასია..
-ანასტასია?! სად ხარ?! - არც ბიჭის ხმა იყო ჩვეული..
-კლუბში..
-მოვდივარ.. – 5 წუთში მასთან იყო..
-ბიჭო რამ დაალევინა ამდენი - თმაში ხელი შეიცურა ნიკამ..
-სიყვარულმა ნიკულლ -ჭიქა აიღო და კიდე ვერთი დალია..
-ალექსანდრე და ტატო სადაა?
-ქალებში...
-ვახ ჩემი.. - თქვა და ლილის და ნინას გადახედა. - ლილი და ნინა... მანქანაში - ისინი შედარებით ფხიზლები იყვნენ.. მანქანაში ჩაჯდნენ და ანასტასიას სახლისკენ წავიდნენ..
ხელში აიყვანა და სახლში შეიყვანა...
-გამარჯობა - მიესალმა მილენას.
-რა სჭირს? - ჰკითხა მილენამ..
-დალია.. - უთხრა და ოთახში შეიყვანა.. დააწვინა, საბანი გადააფარა და გავიდა ოთახიდან... - ნახვამდის მილენა... - გაუღიმა ქალს და სახლი დატოვა..
-დარჩი.. - გაუღიმა ქალმა..
-არა იყოს. გმადლობ... - სახლი დატოვა და მანქანაში ჩაჯდა...
-ნინას ეძინა ლილა კი ფხიზლად იყო..
-ნიკო, რა გჭირს? - ჰკითხა მოწყენილმა..
-არაფერი, სიხარულო.. - გაუღიმა დას.. - შენ კი დაისჯები..
-კაი , რა... ბევრი არ დამილევია.. სულ სულ ცოტა დავლიე..
სახლში მივიდნენ..
ნინა აიყვანა და ოთახში დააწვინა.. ლილიც დაწვა დასაძინებლად..
ნიკო კი საავადმყოფოში წავიდა..
-ნათესავების გარდა არავის შეშვება არ შეგვიძლია.. - მკაცრად უთხრა ექთანმა..
-ჩემი საცოლეა, ტო და არ უნდა შემიშვა? - ჰკითხა ბიჭმა.. სხვა გზა არ ჰქონდა უნდა მოეტყუებინა... აბა ისე არ უშვებდნენ და..
-უი, მაპატიეთ... - შეუშვა.. - მხოლოდ 5 წუთი..
-კარგი... - გოგონა პალატიდან გავიდა..
იდგა და უყურებდა მწოლიარე სხეულს.. ისეთი საყვარელი ეჩვენა.
-მაპატიე, პატარავ - მივიდა და გვერდით სკამზე დაჯდა.. -შენ ვინ აგატირა ნეტავ..? - თმა სახიდან გადაუწია და კიდევ ერთხელ დააკვირდა მის ლამაზ ნაკვეთებს..
სიჩუმე იყო... საშინელი, შემზარავი სიჩუმე...
-პალატა უნდა დატოვოთ.. - შემოვიდა მორიგე ექთანი. მთელი ღამე თეთრად გაათენა..
დილით ისევ მის პალატაში შევიდა..
-ექიმო... გონს მოვიდა - პალატიდან გამოვარდა და ექიმს დაუყვირა, რომელიც ზურგით ედგა... ექიმი სწრაფად შევიდა პალატაში... გასინჯა, რაღაც წამლებიც დაალევინეს..
-დედა.. - ჩუმი ხმით თქვა...
-ნინი დადიანის ვინ ბრძანდებიით? - მიუბრუნდა ნიკოს ექიმი..
-მე.. საქმრო ვარ..
-მდგომარეობა სტაბილურია, ახლა შედარებით სუსტადაა... ხვალ, თუ ყველაფერი კარგად იქნება გავწერთ..
-მადლობა ექიმო.. - ექიმმა პალატა დატოვა, ნიკო კი დარჩა..
დედაჩემი წინააღმდეგია! 5
დილით თავის ტკივილმა გააღვიძა ანასტასია..
-რატომ დავლიე! - თავზე ხელი მოიჭირა.. თმა არეული ადგა და შხაპის მისაღებად სააბაზანოში შევიდა.. ცხელმა წყალმა ცოტა მოადუნა და შედარებით გაუქრო თავის ტკივილი.. -ნეტავ სად ხარ? - ხმამაღლა დასვა კითხვა და სადღაც ერთ წერტილს მისჩერებოდა.. - მოხვალ? - შედარებით ხმადაბლა იკითხა.. მაგრამ პასუხი არ იყო.
ცოტა ხანს კიდევ იყო და შემდეგ გამოვიდა..
-ნიკო.. - დაურეკა ტასომ.
-ჰო, პატარა.. - დაბოხებული ეჩვენა ბიჭის ხმა.
-სად ხარ?
-საავადმყოფოში, რა იყო? შენ როგორ ხარ? თავი გტკივა? - უცებ დააყარა კითხვები..
-საავადმყოფოში რა გინდა? რომელ საავადმყოფოში ხარ? - ხმა აუკანკალდა - რამე გჭირს?
-არა, სიხარულო.. დღეს საღამოს გნახავ და მოგიყვები.. სასტავიც შეკრიბე, ტასო, სიხარულო.. ახლა უნდა წავიდე... დაგირეკავ მერე..
-კარგი ნიკ.. - გაუთიშა და მეგობრებს დაურეკა...
‘სასტავში’ იყო:ტატო, ლილა, სანდრო, ნინა, ნიკო და ტასო..
ტატო და ლილა ერთმანეთს დიდ ხანს ეტრფიან, მაგრამ არც ერთი ‘ტყდება’.
ლილე სულ გაბუსხული დადის, რადგან ტატოს ხან ერთი გოგო ჰყავს, ხან მეორე..
ტატოს კი სულ ეღიმება მის ეჭვიანობაზე, უნდა მივიდეს და დაუკოცნოს ის ლამაზი დიდი ტუჩები, მაგრამ თავს იკავებს..
ნიკო? მოსწონს მომავალი სიძე.. არაა წინააღმდეგი, იცის რომ ზედმეტს არაფერს იზამს ამიტომ დაწყნარებულია..
სანდრო და ნინა?
საინტერესო წყვილია.. წყვილი? საკითხავია..
ორივე ხვდება, რომ ერთმანეთი უყვართ, მაგრამ არ არიან შეყვარებულები..
სულ ტომი და ჯერივით არიან.. ისეთი საყვარლები.. ბრაზიანი ნინა ისეთი საყვარელი ეჩვენება სანდროს, თვალებს, რომ აბრიალებს და ლოყები საყვარლად უწითლდება.
-აბა რავა ხართ? - მიესალმა ტატო ყველას.
-რავი, შენ? - ჰკითხა ნინამ.
-მაგრად - გაუღმა იქ მყოფებს..-ტასი შენ რას შვრები? რა გჭირს? - შეხედა ანასტასიას.
-ვნერვიულობ, ნიკოს რაღაც სჭირს..
-ჰა? - წამოიყვირა ნინამ.
-მოვა მალე და გვეტყვის.. - თქვა ტასომ და მომლოდინედ მიაჩერდა კარს..
მალევე გაისმა კარზე ზარის ხმა და ნიკოც შემოვიდა..
-ნიკო რა ხდება? - უკვე ვერ ისვენებდნენ.
-ბიჭო, კლუბში, რომ ვიყავით და დამირეკეთ.. მაგ დროს საავადმყოფოში ვიყავი..
-რატომ?
-მოვდიოდი და გოგო გადმომიხტა გზაზე და დავამუხრუჭე, მაგრამ.. ტვინის შერყევა აქვს და რავი... იცი რა ლამაზი გოგოა?! -ბოლოს მაინც ვერ მოითმინდა და რაღაც თქვა..
-ვაიმე, - წამოიკივლა ტასომ.. - რა ჰქვია?!
-ნინი დადიანი, არ მიშვებდნენ და ჩემი საცოლეა-მეთქი მოვატყუე..
-ნინი? დადიანი? ჰა? - წამოიკივლა და ტელეფონი მოიმარჯვა.. - ეს არის? - სურათი აჩვენა.
-კი, შენ საიდან იცი? _ გაკვირვებულმა გახედა.. -ე ს.. შენი.. - ენა დაებნა..
-ჰო, ის ნინია რომ გიყვებოდით.. ვაიმე..
-ბიჭო რომელ საავადმყოფოშია? - სხვებიც ჩაერთნენ.
-ახლა როგორაა? - ჰკითხა ტასომ ისევ.
-შდარებით კარგადაა. დამაძინებელი გაუკეთეს.
-წავიდეთ რა. - გადახედა იქ მსხდომებს ანასტასიამ.
-ჰო, აბა რა... - წამოიშალნენ და წავიდნენ.. სავადმყოფოსთან გააჩერეს და ყველა შევიდა.. ექიმები გაკვირვებულები უყურებდნენ.
-უკაცრავად ბავშვებო ვისთან ხართ? - ღიმილით ჰკითხა ექიმმა.
-ნინი დადიანთან..
-ყველას ერთად ვერ შეგიშვებთ.. -თავი გააქნია ექიმმა.
-აუ, ექიმო..
-ცოტა ხნით მაშინ.
-მადლობა. - უთხრეს და შევიდნენ..
-ანასტასია? - გაუუკვირდა ნინის.
-როგორ ხარ სიხარულო?!
-არამიშავს, აქ რა გინდა? - გაკვირვებულმა შეხედა და იქ მყოფებს თვალი მოავლო..
-ეს ჩერჩეტი დაგეჯახა.. - ნიკოზე მიუთითა.
-არაფერი მომსვლია. – გაუღიმა.
ცოტა ხანსაც ისაუბრეს და ექიმიც შემოვიდა.
-ბავშვებო, დრო ამოიწურა. მხოლოდ საქმროს შეუძლია დარჩეს..
-საქმროს? - გაკვირვებულმა დაჭყიტა თვალები.
-ჰო, საქმროს. საერთოდ არ შორდებოდა პალატას, სულ აქ იყო. - გახედა ნიკოს. - კარგით მე დაგტოვებთ.
ბავშვები გავიდნენ და ნიკო დარჩა პალატაში.
-ამიხსნი? - მკაცრი მზერა მიაპყრო.
-მე.. არ მიშვებდნენ პალატაში და რაც მომაფიქრდა ის ვთქვი - უცებ აუხსნა..
-აა, კაი.. - თითქოს არაფერი ისე უთხრა.. - აუ, ადგომა მინდა..
-არ შეიძლება.
-დედა?
-ნუ გეშინია, იცის, რომ ანასტასიასთან დარჩი..
-მოატყუეთ? - წამოიკივლა.
-რა იყო?
-არა, არ უნდა მოგეტყუებინათ! მე არ ვატყუებ!
-არა უშავს..
- არაუშავს - გამოაჯავრა.
-მესმის!
-გესმის!
-ნინი!
-წყალი მინდა.. - ჩმად თქვა და შეეცადა ჭიქას მისწვდომოდა, მაგრამ ვერ შეძლო.. - მომაწოდე რა.. -ნიკომაც მიაწოდა...
კიდევ ერთი დღე დაჰყეს საავდამყოფოში და შემდეგ გამოუშვეს...
ნიკო უკვე ხშირად სტუმრობდა ანასტასიას. ტასოც სულ ეხუმრებოდა ქორწილი არ გამომაპაროთ-ო.
ამაზე ნინი წითლდებოდა.
**
-ნინი, ჩაიცვი ! 8-ისთვის გამოგივლი, - გაისმა ტელეფონში ნიკოს ხმა.
-ნიკოლოზ სად მივდივართ?
-სადღაც.
-ნიკოლოზ!
-კლასიკურად ჩაიცვი.
-კარგი - გათიშა და მომზადება დაიწყო...
ლამაზი კაბა ჩაიცვა.. ზემოთ თვლებით გაწყობილი, ქვემოთ უბრალოდ სადა შავი ნაჭერი..
მკლავების გარეშე იყო, რაც ძალიან სექსუალურს ხდიდა.. მსუბუქი მაკიაჟი და საოცრად ლამაზი იყო..
ნერვიულად იწვალებდა თითებს... ტელეფონზე ზარის ხმა რომ გაიგო თავიდან შეხტა, შემდეგ მომღიმარი ნიკოს სურათი, რომ დაინახა ეგრევე უპასუხა.
-დაბლა გელოდები.
-მოვდივარ - ჩუმი ხმით თქვა და სახლი დატოვა.
საოცრად ესიმპატიურა კლასიკურ სტილში ნიკოლოზი, მანქანას, რომ მიყუდებოდა და სიგარეტს ეწეოდა.. ნინი რომ დაინახა გაშრა.. აუჩქარდა გულისცემა, არც ნინი იყო დიდად სახარბიელო მდგომარეობაში, სუნთქვა გაუხშირდა, გული ისე უცემდა ეგონა ახლა ამომივარდებაო..
ნელა წავიდა ნიკასკენ, ნიკამ ხელი მოხვია და ნაზად ეამბორა ტუჩთან ახლოს. გზაში სიწყნარეს მხოლოდ იქ გამეფებული მელოდია არღვევდა. ნინიმ ნერვიულობისაგან თითები ლამის დაიტეხა..
ლამაზ ორსართულიან შენობასთან გააჩერა ნიკუშამ მანქანა და გადმოიყვანა.. წელზე ხელი მოჰხვია და ნელა ავიდნენ მეორე სართულზე..
ოთახის შუაგულში მაგიდა იყო ორ კაცზე გაშლილი, შუაში სანთელი და ერთი წითელი ვარდი..
დასხდნენ და ერთმანეთს უყურებდნენ თვალებში.
-ნი, - დაიწყო ნიკუშამ საუბარი.. - არც ისე დიდი ხანია, რაც ვიცნობთ ერთმანეტს, მაგრამ საოცრად საყვარელი და ლამაზი იყავი პირველად რომ გნახე, იმდენად მესაყვარლე, რომ არ მინდოდა შენგან წასვლა.. ხვდები , რომ არ ვარ შენ მიმართ გულგრილი და მეცც ვხვდები, რომ არც შენ ხარ გულგრილი.. უბრალოდ არ მინდა ვიყოთ ერთმანეთისგან ასე შორს და მინდა ჩემი პატარა იყო.. ნნინი, მიყვარხარ! - გული... ისე ძგერდა თითქოს მართლა უნდა გადმოხტესო, სუნთქვა გაუხშირდა ორივეს, ნიკა პასუხის მოლოდინში ძარღვებდაბერილი ნერვიულად იჯდა.. - ვხვდები, რომ დაბნეული ხარ! არ მინდა გაუაზრებლად თქვა რამე, ამიტომ დროს მოგცემ.. ნი ნი - დამარცვლით თქვა მისი სახელი, მაგრამ ამაშიც გამოიხატებოდა მისი სითბო..
ნინიმაც კარგად იცოდა , რომ უყვარდა..
იცოდა.. ხვდებოდა , რომ ეს ადამიანი იყო, რომელთანაც ისურვებდა მთელი სიცოცხლის გატარებას.
-ნიკა, - თვალებში ჩააჩერდა.. მე არ მჭირდება დრო! ისედაც დამაკლდა უკვე რამდენი.. - თავი გააქნია და გაიღიმა.. - მეც მიყვარხარ! - მტკიცედ თქვა.. ნიკა მიუახლოვდა და ნელა შეეხო მის ბაგეებს..
-შენ ხარ ის, ვისთანაც მინდა მთელი სიცოცხლე გავატარო, შენ ხარ ის, ვის გამოც ფეთქავს გული...
-სულ შენთან ვიქნები.. - უთხრა და ჩაეხუტა. რაღაც ცივი იგრზნო თითზე.. დაიხედა და ძალიან ლამაზ ოქროს ბეჭედს დააკვირდა.
-ეს... -გაბადრული აკვირდებოდა ბეჭედს..
-ხო არ მოვატყუებ ექიმს..- გაიკრიჭა..
-მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! - უფრო აჟიტირებული ჩაეხუტა.
**
ტასო მოწყენილი იჯდა ოთახში და ტიროდა...
ენატრებოდა გაბრიელი..
გაუსაძლისი გახდა მონატრება..
აღარ იცოდა რა ექნა..
არც იცოდა სად იყო..
ტკივილს და მონატრებას სასმელში იკლავდა..
**
-ტასოო - ჩაჰყვირა ტელეფონსი ნინიმ.
-ვაიმე, რა გაყვირებს - სიცილით უთხრა.
-რა ხმა გაქვს?! დალიე? თუ იტირე?! - უცებ შეეცვალა სახე.
-არც ერთი და არც მეორე.. ჰე რას მეუბბნებოდი?!
-კაბის არჩევა დაიწყე ქორწილისთვის..
-რა?! - დაიიკივლა ტასიკომ.. - ვაიმე, გილოცავთ - გახარებულმა ლოგინზე დაიწყო ხტუნვა..
**
კაბა..
მაკიაჟი..
ვარცხნილობა..
ერთი მთლიანი ქაოსი..
ნერვიულობაში გათენებული ღამეები და ბოლოს ისევ ბედნიერება..
ერთი დღე დარჩა ქორწილამდე..
აჟიტირებული იყო ყველა..
ყველას ძალიან უხაროდა..
საოცრება იყო ნინი ლამაზ საქორწინო კაბაში..
-მოვიდნენ - შეჰკივლეს გოგონებმა..
-ვაიმე, - ნერვიულად დაიწყო თთების მტვრევა.
-დაწყნარდი არ იღელვო რა...
-წავედით - ერთიანად წამოიძახეს, ჯერ გოგონები წავიდნენ, შემდეგ უკან ნინი იდგა და მათ მიჰყვებოდა..
-ერთი, ორი და სამიი- დაიყვირეს გოგონებმა და გვერდზე გაიწიეს..
ნიკუშა და ნინი ერთმანეთს უყურებდნენ და უხილავი ძაფები იყო მათ შორის..
ნელა მიუახლოვდა ნიკა და წელზე ხელი მოჰხვია, ცოტა კაბა კი უშლიდა, საოცრად დიდი იყო...
-ჩემი ყველაზე ლამაზი ცოლი - ყურთან დასჩურჩულა და იქვე სველ კოცნაც დაუტოვა, შემდეგ ნელა შეეხო ბაგეებზე..
ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო..
ხელისმოწერა..
ჯვრისწერა..
რესტორანში ისხდნენ..
ყველა ულოცავდა და ყველას ბედნიერი სახეები ჰქონდათ..
განსაკუთრებით კი ნელიკო.. როგორ უხაროდა შვილს რომ ასეთ ბედნიერს ხედავდა..
მოულოდნელად აუჩქარდა გულის ცემა ანასტასიას და ცივმა ოფლმა დაასხა..
უკან გაიხედა და მისკენ ზურგით მდგომი მამაკაცი დაინახა..
იცნო..
აშკარად ის იყო..
ვიღაც გოგოს ესაუბრებოდა..
სისხლმა ტვინში აასხა..
როგორ იეჭვიანა იმ წამს..
როგორ უნდოდა მისულიყო და ჩახუტებოდა..
მაგრამ...
-არც კი გაბედო მისვლა! - უჩურჩულა მილენამ მკაცრად..
თვალები აუწყლიანდა.. როგორ უნდოდა ახლა არ ეტირა..
წამოდგა და საპირფარეშოში გავიდა..
ტუში სულ ჩამოეთხაპნა. წყლით მოიბანა და ხელახლა წაისვა.
შეეცადა არაფერი შეემჩნია და ამაყად გავიდა დარბაზში.
-ტასი, გამაგრდი, რა.. - მივიდა ნინი.. - არც მე ვიცოდი გეფიცები.. - მოწყენილი ესაუბრებოდა ტასოს..
-არაუშავს.. დაიკიდე.. წამო გავერთოთ.. - გაუცინა და საცეკვაოდ წავიდნენ.. მთელი დარბაზი ცეკვავდა.. ყველა ძალიან მხიარულად იყო.
იგრძნო ვიღაცის საოცრად ნაზი და დაძარღვლული თითები და ეგრევე დაეხორკლა ტანი, მაგრამ ვინ აცალა?
-მოშორდი! - წაიკითხა შეტყობინება.. მილენა იყო...
იცოდა, რომ , თუ არ მოშორდებოდა რაღაც საოცრებას დამართნიდა მათ..
-გამიშვი გთხოვ - მისუსტებული ხმით უთხრა..
-დედაშენის გეშინია? - მკაცრი, ბოხი ხმით ჰკკითხა.
-უბრალოდ გამიშვი! - ხრიწიანი ხმით თქვა და ძვლივს გადააგორა ყელში გაჩხერილი ბურთი.
-დავბრუნდები! - ყურში უჩურჩულა, იქვე კოცნა დაუტოვა და გაეცალა..
დედამისს მკვლელი მზერა სტყორცნა და დარბაზიდან გავიდა..
დედაჩემი წინააღმდეგია! 6
სახლში განადგურებული მივიდა სასმელი გამოიღო და მოიყუდა, ბოლოს იმდენი დალია გათიშულს ჩაეძინა.
-ტასო სიხარულო მოვედი! - მილენამ შეაღო ოთახის კარი.
-გაეთრიე! - უღრიალა და ბოთლი გაუქანა კედელს.
-ტასო, დე...
-არ გაბედო და ტასოთი აღარ მომმართო.. შენ მე ბედნიერება წამართვი! სიყვარული წამართვი! წამართვი ყველაფერი! რა გინდა?! რა?! რას უწუნებ?! რატომ არ მოგწონს?! მე ხომ მიყვარს?! რატომ მიშლი მასთან ყოფნას?! მასთან ურთიერთობას?!
-ჯერ ერთი ტონალობა შეცვალე და იცოდე დედაშენს როგორ ესაუბრო! მერე მეორე გაბრიელი არ შეგშვენის! ვიღაც ღარიბს შენ ვერ გაყვები! ახლა მაკლია ზუსტად ჭორები ღარიბ-ღატაკს გაჰყვაო ცოლად.- მკაცრად საუბრობდა მილენა - და მესამე! კიდევ ერთხელ რომ დაგინახო მასთან, ან მის სიახლოვეს.. მისგამო რომ დალიო და ასე მიყვიროდე.. ნაკუწებად ვაქცევ იმ შენს სიყვარულს! ამიტომ ჭკუით ანასტასია! ჭკუით! - გამაფრთხილებლად ჟღერდა მისი ხმა. ნელა გაიხურა კარები მილენამ, ტასო კი განადგურებული იყო..
ჩანთა გადმოიღო და ტანსაცმლის ჩალაგება დაიწყო.
-სად მიდიხარ?! - მოესმა მილენას მკაცრი ხმა.
-არ შემაწუხო! მივდივარ! უნდა დავისვენო! -არც შეტრიალებულა ისე უთხრა და სახლი დატოვა.
-მამასთან, - გადახედა მძღოლს.
-უკაცრავად?! - დაიბნა აშკარად ბიჭი.
-განთავისუფლებული ხარ! გადაბრძანდი! - მოკლედ უთხრა და საჭესთან მოტავსდა..
სოფელში, მამის სასაფლაოზე ავიდა და ცივ ქვას ჩაეხუტა..
-მა, მენატრები იცი?! იცი როგორ მაკლიხარ?! იცი როგორ მჭირდები?! ახლა მჭირდება შენი ჩახუტება, შენი მკაცრი და დამრიგებლური სიტყვები! გაუსაძლისად მტკივა! დედა.. გახსოვს.. არაფერს მიშლიდი შენ.. დედა კი.. ბედნიერებას.. სიყვარულს.. ყველაფერს მართმევს... მამი.. გთხოვ დამეხმარე! მინდა! მასთან მინდა.. მიყვარს.. მაგრამ... მჭირდები მამი.. გთხოვ მოდი ჩემთან რა! მაა.. მჭირდები მამა - ცრემლები ღვარ-ღვარად მოდიოდა და უკვე სულ მთლად კანკალებდა.. - გახსოვს ბოლოს რა მითხარი?! ძლიერი იყავი-ო, თავი არავის დაააგვრინო-ო, მაგრამ ნახე რა სუსტი ვარ... ხედავ შენი ამაყი პრინცესა როგორია ახლა?! მამას უნდა, რომ ამოეფაროს და ზღაპარში ეგონოს.. ისევ მინდა ის პატარა ვიყო.. ისევ მინდა ისევ... - მიწას ხელებს უშენდა... ის დღე მამის საფლავზე გაათენა.. იქ ჩაეძინა.. მეორე დღეს შეცადა მყარად დამდგარიყო, მაგრამ რამდენად გამოუვიდა..- გპირდები! მე შენი შვილი ანასტასია დოლიძე , რომ ყველანაირად ძლიერი ვიქნები და არ დავეცემი.. - ცრემლები შეიმშრალა და გზას გაუდგა საჭესთან მოთავსდა და წავიდა..
1 კვირა სრულ სიწყნარეში იყო..
სიზმრებში ნახულობდა გაბრიელს და მონატრება კლავდა..
ჩაიცვა, გაემზადა და კლუბში წავიდა..
სიგარეტის სუნმა ცხვირი აუწვა..
-დღეს ბოლომდე ვსვამ.. - ჩაილაპარაკა და ბართან დაჯდა.. ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა.. მეორეს მესამე.. მესამეს მეოთხე.. მეოთხეს მეხუთე და ასე დაითრო.. ბოლოს ბუნდოვნად ახსოვს გაბრიელის სახე, მაგრამ თითქოს მოეჩვენაო... შემდეგ აღარაფერი ახსოვს..
დილით საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა.. ყველაფერი სტკიოდა.. ნელა წამოიზლაზნა, მაგრამ ვერ დადგა და ისევ საწოლზე ჩამოჯდა.. სარკეში თავისი ანარეკლი შეათვალიერა..
-ვაიმე - წამოიკივლა და პირზე ხელი მიიჭირა.. - მე.. ეს.. - სარკეს უყურებდა და აკვირდებოდა დალურჯებულ დაკბენილ სხეულს..- ღმერთო... - ცრემლი ჩამოუგორდა, მაგრამ უმალ მოიწმინდა და სააბაზანოში შევიდა.. ცხელმა წყალმა შედარებით ტკივილი გაუქრო.. ჩაიცვა და ოთახი დატოვა.. აშკარად სასტუმროში იყო..
-უკაცრავად ვისთან ერთად მოვედი? - ჰკითხა იქ მყოფ პერსონალებს.
-დილა მშვიდობისა. სახელი და გვარი?
-ანასტასია დოლიძე.
-სამწუხაროდ არ გვაქვს უფლება გითხრათ.
-კი, მაგრამ რატომ?
-უბრალოდ აკრძალულია..- ბარბაცით დატოვა სასტუმრო და ტაქსი გააჩერა.. აბსოლუტურად ყველა ტანსაცმელი ჩაალაგა და თან მეგობრებს გაუგზავნა მესიჯი..
-‘ე.ი. თუ ჩემი ნახხვა გინდათ დღეს ღამის 12-ზე გაფრენა მაქვს და შეგიძლიათ მოხვიდეთ აეროპორტში..’
ბავშვები ნერვიულად ელოდნენ..
ანსატასიაც მალე გამოჩნდა..
-ანასტასია? - ყველამ მომლოდინე მზერა მიაპყრო..
-ბავშვებო, ახლა მართლა ძალიან მინდა აქედან წასვლა... უბრალოდ არ შემიძლია მილენას ატანა.. ძალიან დიდი ბოდიში.. - ცრემლიანი თვალებით შეხედა და ყველას ჩაეხუტა..
-იქნებ დარჩე? ჩვენთან წამოდი რა - ნინიმ მიაპყრო სევდიანი მზერა.
-ვერა, ნი..
-მაშინ სანამ წახვალ გაიღმე.. არ ვაპირებდი ესე თქმას, მაგრამ...
-რა მოხდა? - ყველამ ნინის შეხედა..
-სულ მალე..9 თვეში.. - მუცელზე ხელი დაიდო.. - ნიკა მამა გახდები, მე კიდევ დედა.. - თვაბელი გაუბრწყინდა.. - ნათლი.. რომ დავიბადები აქ ხომ იქნები? - ღიმილით ჰკითხა ტასოს..
-ჩემი ბუთქუ, ვაიმე - სანამ ნიკო გონს მოეგებოდ მანამ ჩაეხუა ტასო..
-მოიცა.. - თავი გააქნია ნიკამ,... -ანუ მე მამა გავხდები? - მკერდზე თითი მიიდო..
-არ გაუხარდა.. - თვალები აუწყლიანდა ნინის.
-ვაიმე, არ გამიხარდა კი არა დავფრინავ... -უცებ მოეხვია და დაუკოცნა ჯერ ტუჩები შემდეგ მუცელთან რაღაც დასჩურჩლა.. თვალები ისეთ ბედნიერებას ასხივებდნენ..
იქ იყო მოლოცვები და ბედნიერად გაუშვეს ანასტასია.
**
-გოგოა თუ ბიჭი? - თავს ევლებოდა ნიკუშა..
-ვაიმე, ნიკა! - სიცილს ვერ იკავებდა..
-რა იყო? რამე გტკივა? რამე გინდა? - შეშფოთდა და უცებ წამოხტა..
-აუ, ნიკა... კარგი რა.. კარგად ვარ! არაფერი მჭირს.. რანაირად უნდა გავიგო გოგოა თუ ბიჭი ?! ჯერ ერთი თვის ვარ - იცინოდა და ბედნიერი უყურებდა ქმარს..
-ჩემი ბუთხუზა..
-არ გავსუქებულვარ! - ტუჩები დაბრიცა.
-ხომ გასუქდები? და მერე შემი ბუთხუზა იქნები.. - დაუკოცნა ტუჩები..
-მარტო შენი - გაუცინა და ჩაეხუტა.
**
ანასტასია რომ ჩავიდა შედარებით ლაღად იყო.. ენატრებოდა, მაგრამ არ იმჩნევდა...
შედარებით სუსტად იყო ხოლმე და ერთი - ორჯერ გონებაც დაკარგა, მაგრამ ექიმთან ვიზიტზე უარი განაცხადა.. უბრალოდ სუსტად ვარ-ო!
შემდეგ კიდევ დაკარგა გონება, სულ წუწუნებდა და აღარ იცოდა რა ექნა, მართლა შეშინდა და ექიმთან წავიდა...
იქმმა კი..
-ქალბატონო, ფეხმძიმედ ხართ.. - ღმილით უთრა ქალმა..
-მე? კი, მაგრამ ხომ არ გეშლებათ? - თვალები გაუფართოვდა..
-არა გენაცვალე.. ანასტასია დოლიძე ხომ ასეა?
-კი..
-აი - კონვერტი მიაწოდა..
თვალებს არ უჯერებდა..
ეღიმებოდა..
ბედნიერი იყო..
სულ უნდოდა შვილი ჰჰყოლოდა და აუხდა ოცნება..
არაფერზე ფიქრობდა..
არც იმაზე ვინ იყო ბავშვის მამა..
3 კვირის ფეხმძიმე იყო..
ყოველ დილით, რომ დგებოდა სარკესთან დგებოდა და ამოწმებდა მუცელი გამეზარდა თუ არა-ო..
მეშვიდე თვეში იყო..
არ უნდოდა სქესის გაგება..
ძალიან დიდი მუცელი ჰქონდა..
სულ ჭამდა.. სეირნობდა და ექიმის მითითებებს მიჰყვებოდა..
ამ ამბის შესახებ მხოლოდ ნინიმ იცოდა...
სხვა არავინ..
დილით ადრე ადგა და თვალები გაახილა თუ არა ეგრევე წამოხტა და სარკესთან დადგა.
-დე, რამხელა ხარ უკვე.. სულ მალე დაგიჭერ დე... - ჩურჩულებდა.. - ცი? მენატრება.. გაბრიელი მენატრება.. - ჩუმად თქვა და ცრემლი წამოუვიდა.. - მაგრამ ჩვენ ხომ გავუძლებთ? ერთად გავუძლებთ დე.. წამო გავისეირნოთ ახლა.. -მუცელზე ისვამდა ხელს, კარადიდან ნელა გადმოიღო სარაფანა და ჟაკეტი ძვლივს მოირგო..
ბოლოს ფეზე უნდა ჩაეცვა.. ვერ იხრებოდა მუცელი უშლიდა ხელს.. წვალობდა ისეთი საყვარელი იყო.. სიცილის ხმა მოესმა, ,გული აუჩქარდა... დაიბნა... უკან მიიხედა, მაგრამ არავბინ იდგა.. გული კი საშნლად აუჩქარდა.. ის სურნელი ტრიალებდა.. შემობრუნდა და..
ის იყო.. ნელა ასწია თავი და მის სახეს დააკვირდა.. ეჩვენა?
-ღმერთო მოლანდებებიც დამეწყო? - ხმმამაღლა თქვა და თვალები დახუჭა და თავი გააქნია, მაგრამ სილუეტი არ გაქრა.. - გაბრიელ.. ჩუმად ამოიჩურჩულა და რამდენიმე ნაბიჯში მის წინ იყო ... უნდოდა ჩახუტებოდა, მაგრამ მუცელი უშლიდა და ისე ვერ ეხუტებოდა, როგორც ადრე..
-მართლა შენ ხარ? - სახეზე ხელს უსვამდა და ტიროდა...
-ფერია, ნუ ტირი გთხოვ.. - მიეფერა.. მისი ხმის გაგონებისას სულ მთლად დაეხორკლა ტანი...
-აღარ წახვიდე რა.. - ეხუტებოდა, როგორც შეეძლო.
-აქ ვარ პატარა, ჩუუ..- თმაზე ეფერებოდა.
მთელი საათი ასე ჩახუტებულები იყვნენ, ბოლოს ცრემლებიც აღარ მოდიოდა, თვალებ ბედნიერებისაგან უბრწყინავდა..
-სქესს რატომ არ იგებ? - ჰკითხა ღიმილით..
-შენ რა იცი რომ არ ვიგებ?! შენ იცი? - გაკვირვებულმა ახედა.
-აბა? გგონია მიგატოვებდი სულელო? - თმა აუჩეჩა..
-აი, თურმე ვინ დამყვებოდა ხოლმე - თავისთვის ჩაილაპარაკა გაბრიელს კი გაეღიმა.. - გაბრიელ..
-ხო სიხარულო..
-დედაჩემი..
-ნუ გეშინია..
-დამემუქრა, რო..
-ტასო! დაწყნარდი! ვერაფერს დაგვიშავებს!
-მეშინია..
-დაწყნარდი სიხარულომ შენთვის ნერვიულლობა არ შეიძლება..
-კარგი,, - თავი დაუქნია და ისევ მიეხუტა.
ძალიან ბედნიერი იყო, აღარ იცოდა სიხარული რითი გამოეხატა..
მაგრამ მაინც ეშინოდა დედამისის...
ის ხომ ყველაფერზე იყო წამსვლეელი..
-ააა, გაბრიელ.. მტკივა.. ძალიან მტკივა ააა... - ყვიროდა ტასო..
-დაწყნარდი დამშვიდდი, აი მალე მივალთ ტასი.. - ხელზე უჭერდა..- ექიმი ! - დაიძახა საავადმყოფოში შესულმა..
-ააააააა მტკივა.. - ყვიროდა ტასო..
-გთხოვ გაუძელი- ხელზე უჭერდა..
არე-მარე ბავშვის ტირილმა მოიცვა..
ბავშვის?
არა.. არა... ბავშვების ტირილმა..
დედაჩემი წინააღმდეგია! 7
-შენ გგავნან.. - წარბაწეულმა გახედა გაბრიელს.
-შენი ცხვირი აქვს ორივეს..
-ჰო? - თვალები გაუბრწყინდა..
-ჰო, შენ გგავს..
-ოო, ბიჭები რანაირად დამემსგავსებიან მე?! გეუბნები შენ გგავნან, ჩემი ცხვირი აქვთ მარტო!
-კარგი, ხო.. შემდეგი შენ დაგემსგავსება, - ღიმილით უთხრა და ცოლს ცხივრზე დაჰკრა თითი.
**
ისეთი საყვარელი იყო გაბრიელი მამის როლში.. ანასტასია სულ ღიმილიანი სახით დადიოდა..
დამიანე და დემეტრე..
ორივე ისეთი წყნარი იყო.
მთელი დღე ეძინათ, მხოლოდ, როცა მოშივდებოდათ მაშინ დაიწყებდნენ ტირილს.
**
ბავშვებს ვეღარ ესაუბრებოდა ისე ხშირად, როგორც ადრე.
იცოდნენ დამიანესა და დემეტრეს შესახებ, მაგრამ მილენას არავინ არაფერს ეუბნებოდა.
ლილეს პაწაწუნა 1 თვის ანამარია ჰყავს უკვე, ნინა კი 7 თვის ფეხმძიმეა და უკვე გაიბერა..
ნინა უკვე 7 თვისაა ისე საყვარლად დაბაჯბაჯებს, საერთოდ არაა პრეტენზიული და სანდროც მშვიდადაა...
ნინი კი 5 თვისაა და ნიკოს სულ დაარბენინებს, ხან რა უნდა, ხან - რა.
ნელა შემოიპარა სამთარი და გაათეთრა ყველაფერი.
მხოლოდ 1 საათით თუ გაისეირნებენ გოგონები გარეთ, შემდეგ კი ხან ერთთან იკრიბებიან, ხან - მეორესთან.
-ნინი ხვალ რას შვრები?
-არაფერს, ნუ თქვენ თუ არ მოიფიქრეთ რამე გიჟური - გაიცინა.
- ხო ვაპირებთ - მოესმა ნინას სიცილი.
-რას? - ყურები ცქვიტა ნინამ.
-მზეო, შენ დაწყნარდი, შედი ქალო ბავშვთან. - გაიცინა ნინამ.
-შენთვის დალევა არ შეიძლება - ენა გამოუყო ეკრანიდან ლილემ..
-სვანეთში რომ წავიდეთ? -უცებ მოიფიქრა ნინიმ.
-რაო? აუ, რა მაგარია... წავიდეთ.. - ლოგინზე ხტუნვა დაიწყო ლილემ.
-გოგო, ამხელა ძროხა ხარ, შვილი გყავს და ჯერ კიდევ ვერ დაჭკვიანდი? - გაეკრიჭა ნინა.
-კარგით ახლა არ დასცხოთ, - ღიმილით თქვა ნინიმ.
-როდის წავიდეთ?
-კვირას, რა.. ოღონდ თბილი ტანსაცმელი წამოიღეთ. - გააფრთხილა ნინიმ.
-ვიცით ვიცით.. -კაი წავედი მე, ანამ გაიღვიძა.
-კაი, მიდი... – ‘Skype’-ში დაემშვიდობნენ გოგონები.
ნინიმ სახლს გადახედა და სამზარეულოში შევიდა, ტორტის გაკეთება გადაწყვიტა და პროდუქტები გადმოიღო.
გემრიელი შოკოლადის დიდი ტორტი გამოაცხო. დაჭრას აპირებდა კარზე ზარი, რომ გაისმა..
-ოხ, ვინ ხარ?! რა გინდა?! უიმე, ჭამასაც არ მაცლიან, რა - აბუზღუნდა და კარისკენ წავიდა, გამოაღო და ნიკო დახვდა, ვარდებით და დიდი დათვით. - ვაიმე ნიკო.. - ცრემლიანი თვალებით შეხედა..
ნიკომ დათვი და ვარდები გვერდით გადადო და ძლიერად მოხვია მკლავები ცოლს.
-მიყვარხარ! - ჩასჩურჩულა ნინის. - დღეს 2 წელია, რაც ერთად ვართ და 1 წელი ცოლ-ქმარი. - გაუღიმა და ნელა შეეხო გოგონას წითელ ტუჩებს.
-ჩემი სიცოცხლე, - გაუღიმა და ჩაეხუტა. - ტორტი გამოვაცხე, წამო ვჭამოთ.
-მმ, ჩემი მზარეული.. - ორივე შევიდა სამზარეულოში, ნინიმ დაჭრა და დაიწყო ჭამა, ნიკომ ერთი ნაჭერი შეჭამა.
-კიდევ გინდა?
-არა, შენ ჭამე..
-მე ვჭამ ისედაც.. - გაუცინა და ჭამა გააგრძელა, ნიკო უყურებდა და ბედნიერდებოდა.. - მოდი, - ხელი მოკიდა ნიკოს.
-რა იყო? - გაკვირვებულმა შეხედა..
-ნახე.. - ხელი მუცელთან მიუტანა.
-ეე, დაგარტყა. - შეიცხადა ნიკომ.
-ჰო, - გაიღიმა ნინიმ.
-მოიცა, აი კიდევ.. - ბედნიერი უყურებდა ნინის მუცელს და თვალები უბრწყინავდა. - გტკივა შენ?
-არა, არ მტკივა.. - გაიცინა და ტორტის ჭამა გააგრძელა.
-ჩემი ბურთი.. - ტუჩები დაუკოცნა..
**
ღამით ტირილის ხმა მოსმა ნიკოს და იმ წუთასვე ჭყიტა თვალები.
-ნინი? რატომ ტირიხარ? რა მოხდა? რამე ხომ არ გტკივა სიცოცხლე? - აფორიაქებულმა დააყარა კითხვები, თან მისი ხელი ძლიერად მოიქცია თავის დიდ ტორში.
-არა, არაფერი მტკივა - სლუკუნით თვა.
-აბა რა გჭირს?
-მე.. უბრალოდ..
-რა ნინი?? ნუ მაგიჟებ.. რატომ ტირი?
-მე.. მარწყვი მინდა, - სლუკუნით თქვა და თავი დაბლა დახარა.
-ჩემი სულელი, ლამის გამაგიჟე. - ტუჩის კუთხე ჩატეხა. -მერე მაგის გამო ტირიხარ? - გაღიმებულმა ჰკითხა და თავი ააწევინა.
-მე.. აუ.. არ მინდოდა შენი გაღვიძება..არაუშავს, დაიძინე გადამივლის.. - უთხრა და ჩაეხუტა..
-კარგი, მე მოვალ მალე.
-სად მიდიხარ?!
-სიგარეტი მინდა..
-კარგი, მალე მოწიე და მოდი.. - მთქნარებით უთხრა და ბალიშს მოხვია ხელები და ჩაეძინა.
როგორ აწყენინებდა ნიკო თავის პატარა ფერიას?
ზამთრის სიცივე იდგა, ირგვლივ მხოლოდ განათებები აშუქებდა ქუჩას.. ვერავის დაინახავდი..
24 საათიან მაღაზიაში მივიდა, მაგრამ არ ჰქონდათ იქ.. მთელი თბილისი შემოიარა, მაგრამ ვერსად ნახა, ბოლოს ერთ-ერთ მაღაზიაში შევიდა..
-მარწყვი გაქვთ? - ღიმილით ჰკითხა ხანში შესულ ქალს.
-კი, გვაქვს - გაკვირვებულმა გახედა.
-მომეცით.. - თავი დაუქნია ქალმა და პატარა ყუთი მიაწოდა, სადაც მარწყვი იდო..
-კიდევ შვილო? - ჰკითხა ღიმილით.
-კიდევ 10 ცალი მომეცით. - გაუცინა.
-რა ამბავია?! - შეიცხადა ღიმილით ქალმა. - ფეხმძიმე გყავს ვინმე?!
-კი, ცოლი.. - გაუღიმა და გამოართვა, ფულიც მიაწოდა..
-შეგერგოთ, - ღიმილით დაემშვიდობა ქალი და ნიკოც სახლისკენ წავიდა..
დედაჩემი წინააღმდეგია! 8 - დასასრული

დილით ნინი მზის სხივებმა გააღვიძა, ზანტად წამოდგა და ოთახი მოათვალიერა, ნიკო ვერსად ნახა, სამაგიეროდ კომოდზე დაწყობილი წერილი დაინახა და პარკი, რომელშიც აშკარად რაღღაც იდო.
‘ჩემს ფერიას’ - ეწერა ფურცელზე, პარკი გახსნა და მარწყვი დაინახა... თვალები გაუბრწყინდა..
-გაიღვიძე ფერია? - ნიკო შემოვიდა სინით ხელში, იქვე დადო და ცოლს ჩაეხუტა, შემდეგ მუცელზე აკოცა.
-ჩემი სუპერ ქმარი.. - ხელები მოხვია და ნელა აკოცა..
**
-მამიკო საქქალთველოსი ვბრუნდებით? - ბანცალით შემოვიდა ახლად გაღვიძებული დემეტრე.
-ბიჭო, საქართველოში რით ვერ ისწავლე სწორად თქმა? - შეუბღვირა დამიანემ.
-ოო, ვერ ვიძახი და რას სემწამე უიმე, - ხელი აიქნია.
-ბავშვებოო, წავედით.
-წავედით წავედით! - ახტუნავდა დემეტრე.
-როგორ ხტუნაობ მიკვირს. - თავი გააქნია დამიანემ.
-რატომ?
-იმდენს ჭამ კი დაგედო ღპი - ჩაიფხუკუნა პატარა ავაზაკმა.
უკვე სამი წლის იყო ორივე და მალე ოთხის გახდებოდა.
სამშობლოში ბრუნდებოდნენ.
ანასტასია საოცცრად ნერვიულობდა.
-ანასტასია, დაწყნარდი. - მოეხვია გაბრიელი.
-მეშინია.
-ნუ გეშინია, შემომხედე! ყველაფერი კარგად იქნება.
-დედა..
-ვერაფერს დაგიშავებს, თუ მოუნდება გვექნება კონტაქტი და ურთიერთობა, თუ არა და ჩვენთვის ვიქნებით ჩვენ. - დასჩურჩულა და ნელა შეეხო მის ბაგეებს.
-კარგი, - ცოტა დამშვიდებულმა ამოსთქვა.
**
აეროპორტში ყველა მოუთმენლად ელოდა, ბავშვებიც კი ვერ ჩერდებოდნენ..
-ერთი, - ჩუმად ამოსთქვა ნინამ.
-ორი, - თქვ ლილამ.
-სამი, - ხმამაღლა თქვა ნინიმ.
-მოდიან, მოდიან - ტიტინებდნენ ბავშვები..
ბედნიერები ჩაეხუტნენ ყველას..
ბავშვები ერთმანეთს არ შორდებოდნენ..
ისეთი ამაღელვებელი შეხვედრა ჰქონდათ ყველა მათ შეჰყურებდა.
ბედნიერება... ბედნიერება და ისევ ბედნიერება.
**
-ტას, რაც შენ წახვედი სულ არ იღიმის და მოწყენილია მილენა დეიდა..
-გახსოვს? დედაშენი წინააღმდეგი იყო, მაგრამ ახლა ძძალიან სჭირდები..
-ვნახავ, - სევდიანად ჩაილაპარაკა.
**
-ბებიასთან მივდივართ.. - მხიარულად ღიღინებდა დემეტრე.
ტასო თითებს იმტვრევდა, დამიანე ჩუმად იჯდა არ ავლენდა ემოციებს, მაგრამ ძალიან უხაროდა.
გაბრიელი კი დაძაბული იჯდა.
-მოვედით, - ხმა აკანკალლებულმა თქვა ტასომ.
ბიჭები მხიარულად გადმოვიდნენ..
ღილაკს თითი მიაჭირა და კარი ნელლა გაიღო.
ერთხანს დედა-შვილი თვალებში უყურებდა ერთმანეთს შემდეგ მილენამ ძალიან მაგრად მოხვია შვილს ხელები და ატირდა.
-ტასო, დე..შენ ხარ! - ცრემლიანი თვალებით ერებდა სახეზე.
-დე, მე.. გვერდით გაწია მის უკან ამოფარებული ბავშვები, რომ დაინახა მილენამ.
-ეს.. - ცოტახანს უყურა, შემდეგ ანასტასიას შეხედა.
-შენი შვილიშვილები..
-ტასო მე.. - სევდიანი მზერით შეხედა. - მე მაპატიე.. გთხოვ მაპატიე, რომ გიკრძალავდი.. უბრალოდ..
-დედა! - შეუბღვირა და ბავშვებზე მიუთითა.
-კარგი ხო, კარგი, - გაიღიმა და ბავშვებს მოეხვია.
-ბებიკო, - დემეტრემ მოხვია თავისი ბუთქუნა ხელები.
-ბებია, - დამიანეც სიხარულით მოეხვია.
-ჩემი ბიჭები...
**
-გაბრიელ, მე მაპატიე, რომ გიკრძალავდით ურთიერთობას, მე უბრალოდ... ძალიან მრცხვენია, შენ მართლაც ძალიან კარგი ადამიანი ხარ! ვიცი, რომ ძალიან გიყვართ ერთმანეთი, მემართლა მთელი გულით გთხოვ პატიებას. – პატარა ბავშვივით იდგა და პატიებას სთხოვდა.
გაბრიელს გაეღიმა.
-რა ხდება? - ტასო შეეჭრა.
-პატიებას მთხოვს, - სერიოზულად უთხრა გაბრიელმა, - მგონი ვერ ვაპატიებ. - თავი გააქნია.
-მე.. - ლუღლუღი დაიწყო მილენამ.
-აუ, რა საყვარელი ხარ, - გაიცინა ტასომ და მოეხვია, - რა თქმა უნდა გაპატიებთ, ოღონდ ერთი პირობით. შენი ხაჭაპურები მომენტრა და უნდა გამიკეთო.. - სიცილით უთხრა და ჩაეხუტა.
-ჩვენც მოვდვართ მოიცა.. - გამოვადნენ პატარები და მოეხვნენ.
-გაბო, მოდი შენც. - დაუძახა ტასომ და ისიც მივიდა
ერთმანეთსე ჩახუტებულები ისეთი საყვარლები იყვნენ და...
მგონი ჯობს მყუდროება აღარ დავურღვიოთ და დავტოვოთ ეს ბედნიერი ოჯახი...



№1  offline წევრი TeddyBear

ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო love
ნინის და ნიკოს წყვილი სიგიჟემდე მომეწონა, განსაკუთრებით ის მომენტი მარწყვის გამო რო ატირდა ნინი wink ნიკოსნაირი ქმარი დახატავდა ყველა ოჯახს რა აი ეს ის მომენტია რო იტყვიან "ვის ოჯახშიც ეს შევაო" wink love
გაბრიელი რაღაცნაირად ძაან მამაკაცური იყო love
ტასუნა ძაან გულჩვილი და ბავშვური love
ძალიან მომეწონა და ველი შენს ახალ ისტორიას love

 


№2  offline წევრი mimimimo

TeddyBear
ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო love
ნინის და ნიკოს წყვილი სიგიჟემდე მომეწონა, განსაკუთრებით ის მომენტი მარწყვის გამო რო ატირდა ნინი wink ნიკოსნაირი ქმარი დახატავდა ყველა ოჯახს რა აი ეს ის მომენტია რო იტყვიან "ვის ოჯახშიც ეს შევაო" wink love
გაბრიელი რაღაცნაირად ძაან მამაკაცური იყო love
ტასუნა ძაან გულჩვილი და ბავშვური love
ძალიან მომეწონა და ველი შენს ახალ ისტორიას love


როგორ გამახარე feel
ძალიან დიდი მადლობა! love

 


№3  offline წევრი qetiqetiA3

ძალიან კარგი ტკბილი და გემრიელი..ყოჩაღ მარიამ..თავისთავად შენი ნაწერი ყოველთვის ჰამართულია და ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს კიდევ ..ძალიან კარგიაა შინაარსიც მოქმედებებიც <3
ყოჩაღ <3 კარგია სრულად რომ დადე <3
ველი შენს შემდეგ ისტორიას <3

ძალიან კარგი და თბილი ისტორია ♥ ♥ ♥ ♥ <3
ყოჩაღ მარიამ,თავისთავად შენი ისტორია ძალიან გამართულია გრამატიკულად და ეს მიღებულ სიამოვნებას მიორმაგებდა <3
ძალიან კარგი იყო <3.
შინაარსიც და მოვლენებიც <3
ველი შენს შემდეგ ისტორიას <3

 


№4  offline წევრი mimimimo

qetiqetiA3
ძალიან კარგი ტკბილი და გემრიელი..ყოჩაღ მარიამ..თავისთავად შენი ნაწერი ყოველთვის ჰამართულია და ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს კიდევ ..ძალიან კარგიაა შინაარსიც მოქმედებებიც <3
ყოჩაღ <3 კარგია სრულად რომ დადე <3
ველი შენს შემდეგ ისტორიას <3

ძალიან კარგი და თბილი ისტორია ♥ ♥ ♥ ♥ <3
ყოჩაღ მარიამ,თავისთავად შენი ისტორია ძალიან გამართულია გრამატიკულად და ეს მიღებულ სიამოვნებას მიორმაგებდა <3
ძალიან კარგი იყო <3.
შინაარსიც და მოვლენებიც <3
ველი შენს შემდეგ ისტორიას <3

ჩემი ქეთი ჩემთანაა love
ძალიან დიდი მადლობა შენ feel

 


№5  offline წევრი Hela

ძალიან მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent