ქალაქელი პრინცესა (3 თავი)
დავწექი და იმაზე ფიქრში დავიძინე, რომ ხვალ უკეთესი დილა გათენდებოდა. მაგრამ მე ხომ ოცნებები არასდროს მიხდება, ასე მოხდა დღესაც. ამ მოუხერხებელ საწოლზე ძილისგან გვერდები ძალიან მტკიოდა და დღეც უკვე საშინლად დაიწყო. ბექას მშვენივრად ეძინა, ჯერ ხომ მხოლოდ ექვსი საათი იყო. ადრე მიჩვეული ვიყავი ამ დროს ვარჯიშს, თუმცა ორი წელია უკვე თავი დავანებე. საწოლში ვეღარ გავჩერდი და რადგან უკეთესი პერსპექტივა არ მქონდა გადავწყვიტე ცოტა მერბინა, თან ვნახავდი ამ სოფელში რამე მაინც თუ იყო საინტერესო. ისევ გუშინდელი შარვალი და კედები მოვირგე, კარადიდან ბექას ერთ-ერთი მაისური გამოვიღე და ის ჩავიცვი. ნეტავ ინტერნეტი მაინც იყოს, კიდევ კარგი ჩემი ლეპტოპი არ წამოვიღე. ტელეფონი სახლში დავტოვე, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ წუხელ შუქი არ იყო და ვერ დავტოვე. რა საშინელებაა. ეზოს კარები არ დამიხურავს ისე გავედი გარეთ. დააახლოებით ერთი საათი ვირბინე. ბოლოს ძალიან დავიღალე და სახლის გზას გავუყევი, ოღონდ იმ განსხვავებით რომ კი არ დავრბოდი ძლივს მივლასლასებდი. ნეტავ ლიკა მაინც ჩამოვიდეს, მთელი დღე ასე სულელივით არ ვიქნებოდი სახლში გამომწყვდეული. მეგონა რომ ამ დროს გარეთ არავინ არ იქნებოდა და ჩემს "სირბილსაც" ვერავინ დაინახავდა, მაგრამ იმედები გამიცრუვდა რადგან თითქმის მთელი სოფელი გარეთ იყო გამოსული. წელში გავიმართე და სწრაფი ნაბიჯით გავაგრძელე სიარული. უკვე სახლის ჭიშკარს ვხედავდი, როცა საიდანღაც ძაღლი გამოხტა. ბავშვობიდან მეშინია მათი, თუ სადმე დავინახავ ხოლმე ვცდილობ "დავიმალო", და მერე გავაგრძელო გზა.მიუხედავად იმისსა რომჩემგან შორს იყო, ისნტიქტურად შევწყვიტე სიარული და სახლისკენ გავიქეცი. მგონი არასწორად მოვიქეცი რადგან ძაღლიც გამომეკიდა. -ღმერთო ახლა გადამარჩინე და გარეთ მარტო აღარ გავალ-ვჩურჩულებდი ჩემთვის. გული ამოვარდნას მქონდა, ლამის იყო გონებას დავკარგავდი შიშისგან. კიდევ კარგი წამოსვლის წინ კარები არ დამიკეტავს, ეზოში შევვარდი, თან უკან ვიყურებოდი, და ვიღაცას შევასკდი. შეშინებულმა სწრაფად ამოვეფარე ბექას ზურგს. ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი, რადგან ძაღლი შემოვარდა ეზოში. ბექა მისკენ დაიხარა და ფრთხილად ჩამოუსვა თავზე ხელი. მათ ყურებას თავი დავანებე და მაშინვე სახლში შევვარდი. რამდენიმე წუთში ბექაც შემოვიდა. -იმ პატარა ძაღლმა შეგაშინა?-სიცილით მკითხა -პატარა სულაც არ იყო, და სხვათაშორის ყველაფერი შენი ბრალია-ვუთხარი გაგულისებულმა და ძველი ფაქტები შევახსენე. -კარგი, კარგი მაშინ მართლა ჩემი ბრალი იყო ყველაფერი. მაგრამ შენ გამაბრაზე და ასე იმიტომ მოვიქეცი, თან პატარა ვიყავი -ათი წლის ბავშვი სულ არ არის პატარა, იმისთვის რომ მიხვდეს რა დიდი სისულელეც ჩაიდინა. -სულ უმადურიც ნუ იქნები, სამაგიეროდ ბოლოს ხომ გადაგარჩინე, ახლაც და მაშინაც-ისე თქვა თითქოს მსხვერპლი ყოფილიყოს. მასხარაა რა, ამხელა კაცი. -გახსოვს ბოლოს ისევ შენ რომ გიკბინა?-გამეცინა როცა მისი სახე გამახსენდა. -კარგი საკმარისია, მიდი საჭმელი გაამზადე. ძალიან მომშვდა-დასერიოზულებულმა თქვა და ფეხზე წამოდგა. აჰააა, ხომ ვამბობდი ხვალ ისევ ისეთი უხეში ბექა დაბრუნდებათქო. -ქალაქში მივდივარ, ვინმე უნდა მოვიყვანო რომ ელექტროობა მოაწესრიგოს, წამოხვალ?-მკითხა ჭამის დროს -მეზარება-მთქნარებით ვუთხარი, მაგრამ მერე გამახსენდა რომ ქალაქში ტანსაცმელი მქონდა საყიდელი და დავთანხმდი. ნახევარ საათში უკვე ორივე ბექას მანქანაში ვიჯექით და ქალაქისკენ მივდიოდით. რა უსამართლობაა, მას უფლება აქვს თავისი მანქანით იაროს, მე კი დედამ სასტიკად ამიკრძალა მანქანის წამოყვანა. -მე აქ დამტოვე-ვუთხარი როცა მაღაზიას ჩაუარა გვერდით. -მეც წამოგყვები-სწრაფად მითხრა და მანქანა გააჩერა -როგორც გინდა-ჩუმად ჩავილაპარაკე და მაღაზიის კარი გავაღე. ძლივს შევარჩიე რაღაც-რაღაცეები, უფროსწორად ბექამ აარჩია. რადგან მე რაც მომეწონა ისეთი არაფერი არ მაყიდინა. გამუდმებით იმას იძახდა ეს აქ არ გამოგადგებაო. ბოლოს მაინც თავისი"გაიტანა" და რაც მას სურდა ის ამარჩევინა. სალაროსთან მივედი და მოლარეს ბარათი გავუწოდე, მაგრამ ბექამ შემაჩერა. -ეს გამომართვით-გაკვირვებულმა გავხედე ბექას, რომელმაც მოლარეს საკუთარი ბარათი გაუწოდა. -ბექა გადახდა მეც შემიძლია-ვუთხარი ნაწყენმა. -თაია... -არა, ეს აიღეთ-მოლარეს ისევ ჩემი ბარათი გავუწოდე. -ქალბატონო ეს ბარათი დაბლოკილია-მითხრა მოლარემ -რას ნიშნავს დაბლოკილია, კარგით მაშინ ეს სცადეთ-მეორე ბარათი გავუწოდე და გულში ვლოცულობდი ის არ აღმოჩენილიყო რაც მე მეგონა. -ესეც დაბლოკილია-ირონია შერეული ხმით გამიმეორე მოლარემ იგივე. ნუთუ დედაჩემმა ყველა ჩემი პლასტიკური ბარათი დაბლოკა. ეს რატომ გამიკეთა, ნუთუ ის არ იყო საკმარისი რომ აქ გამომგზავნა? -ეს გამომართვით-მომესმა ისევ ბექას ხმა და გაკვირვებულმა გავხედე. დაუფიქრებლად დავტოვე მაღაზია და მანქანაში ჩავჯექი. ასე რატომ მექცევიან, ასეთი რა დავაშავე? ხუთი წუთი არ იყო გასული რომ მაღაზიიდან ბექაც გამოვიდა. პარკები საბარგულში ჩააწყო და ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი. -თაია-დაიწყო ლაპარაკი მაგრამ როგორც მჩვევია ახლაც არაფრის თქმა არ დავაცადე. -საკმარისია. რა საჭირო იყო ეს ყველაფერი, მიპასუხე. ბარბარა ასე რატომ მექცევა.მას უფლება არ აქვს, მე მისი შვილი ვარ. აქ გამომგზავნეს ისე რომ ჩემი თხოვნისთვის ყურადღება არც კი მიუქცევიათ, მაიძულეს აქ მთელი თვე შენთან ერთად მეცხოვრა, ყველაფრისგან მოწყვეტილს. მეგობრებს დამაშორეს. მეც მათთან ერთად უნდა წავსულიყავი, ამ ყველაფრისთვის მთელი თვე ვემზადებოდით, მთელი თვე. მაგრამ შენ ყველაფერი გააფუჭე, შენი გამოჩენით ყვეალფერი არიე. შენ უფლება გაქვს როგორც გინდა ისე იცხოვრო, არაფერს გიშლიან. მე კი ყველაფერი ამიკრძალეს. თანაც რისი გულისთვის, იმიტომ რომ არ დამიჯერე.ყველაფერი გააფუჭე. სინამდვილეში შენი ბრალი იყო, მაგრამ მე ვისჯები. იმისთვის ვისჯები რომ სიმართლე არ ვთქვი, არ ვთქვი ის რისი გაკეთებაც გინდოდა. არ ვთქვი-ხმაჩახლეჩილი ვლაპარაკობდი და თვალებიდან შეკავებულმა ცრემლებმაც იწყეს დენა. -თაია რას ნიშნავს ეს ყველაფერი, მიპასუხე რა არ თქვი?-შეცვლილი ხმით მკითხა. -თავს ნუ ისულელებ, თითქოს არაფერი იცოდე. -თაია, მიპასუხე-თავს იკავებდა რომ არ ეყვირა. -ის რომ... კი ვთქვი არ დავიგვიანებთქო, მაგრამ თბილისში არ ვიყავი და ვერ ვახერხებდი დადებას. დღეს დავბრუნდი და მაშინვე დავიწყე ამის წერა. ხვალიდან ისევ ყოველდღიურად დავიწყებ დადებას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.