შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

salvation/ხსნა (თავი 6)


3-05-2016, 23:06
ავტორი -ნინაკა
ნანახია 2 060

არადა კიდევ ერთხელ რომ ეთხოვა წავიდოდი, თუმცა არ უთხოვია. უხეშად მოვიქეცი, მაგრამ არც იმას ვაპირებდი რომ უკან გავკიდებოდი. ჩემი პრინციპები ამის საშუალებას არ მომცემდა.
სახლში რომ ავედი ქეთი უკვე მოსული იყო.
-რას შვრები?
-შენ გელოდებოდი.
-არ გინდა რამე დავლიოთ? მაგალითად ლუდი. ცოტა აზრზე მოვალთ .
-მინდა.
-ამოვიტან მაშინ.-ჩანთა იქვე შემოსასვლელში ჩამოვკიდე და დაბლა მაღაზიაში ჩავედი.
ლუდთნ და ჩიფსებთან ერთდ რატომღაც სიგარეტიც ვიყიდე და ჯიბეში ჩვიდე. ხუთ წუთში უკვე ბინაში ვიყავი.
-რაღაცნაირი მეჩვენები.-მოულოდნელად მითხრა ქეთიმ და საზურგეს მიეყრდნო.
-მაინც როგორი?
-შეცვლილი, თითქოს არ გინდამ რომ ტკივილი არ დაგეტყოს, მაგრამ ბოლომდე ვერ მალავ და არაბუნებრივად იქცევი.
-შენ თუ გგონია რომ გეგასთან განშორებას განვიცდი ცდები. მე არ შემიძლია იმ ადამიანზე ვიდარდო ვინც ასე მომექცა.-მიუხედავად იმისა რომ ტყუილი ვუთხარი სიმართლის მარცავალიც იყო.
-იმედი მაქვს, რომ მართლა ეგრეა.
----
დავწექი თუ არა მობილური შევამოწმე. არანაირი შეტყობინება, არანაირი ზარი. მერე მეთვითონ გადავწყვიტე ალექსანდრესთვის მიმეწერა, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი.
„რას შვრები?“-გავიდა 10 წუთი.. 30 წუთი.. 1 საათი , მაგრამ პასუხად არაფერი მივიღე. საშინლად ვინანე რატომ მივწერე-მეთქი. მერე ავდექი და შარვლის ჟიბიდან ნახევრად მიჭეჭყილი სიგარეტის კოლოფი ამოვიღე. სკამი ფანჯარასთან დავიდგი. ფანჯარა გამოვაღე და ფეხები რაფაზე შემოვაწყე. სუნი ადვილად რომ გასულიყო. რამდენიმე ღერი ერთდროულად მოვწიე და მოთენთლი პირქვე დავემხე საწოლზე. ჩემი თავი მაშინებდა. მალე გადავეშვი სიზმრების სამყაროში.
დილით ჩამეძინა და ქეთიმ გამაღვიძა. შხაპის მიღებაც კი ვერ მოვასწარი. სწრაფად მოვწესრიგდი და სამსახურში გავვარდი. ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ საბედნიეროდ არავის შეუმჩნევია ეკას გარდა. ეს კი არაფერს ნიშნავდა.

შუა დღით ყავა ავიღე და კომპანიის აივანზე გავედი. ალექსანდრეც იქ იყო. სიგარეტს ეწეოდა. გვერდით დავდექი და აივანს ზურგით დავეყრდნი, ისე რომ გულდასმით დავუწყე ყურება მის სახეს. უხერხულობას სულაც არ ვგრძნობდი. არც სიჩუმეზე და არც იმაზე რომ ასე თამამად ვაკვირდებოდი. თითქოს აზარტში შევდიოდი. შუბლზე გაჩენილ ნაოჭზე ცერა თითი გადავუსვი და ინტერესით ვკითხე
-27?
-29..-მაშინვე მიხვდა ასაკზე რომ ვკითხე და სწრაფად მიპასუხა. კიდევ რამდენიმე წუთი ასე ჩუმად ვიყავით, მერე სიგარეტი აივნიდან ისროლა და გავიდა.
---
საღმოს გადავწყვიტე მარტო წავსულიყავი კლუბში. სახლში მივედი, მანქანა დავტოვე და ტაქსი გავაჩერე. რუსთაველზე რომელიღაც კლუბთან გავაჩერებინე. აქამდე არ ვყოფილვარ ნამყოფი და მთავარიც ეს იყო.

რამდენიმე ჭიქა „როსსო“ მქონდა დალეული და თავისუფლების შეგრძნებას მთელი სხეული მოეცვა. გვერდით ვიღაც ბიჭი რომ ჩამომიჯდა.
-გაგიჟებული ვარ შენით..
-შენც?-ვკითხე და კიდევ ერთი ყლუპი მოვსვი. ინგლისურად მელაპარაკებოდა ოღონდ საიდან იყო არ ვიცი, არც სურვილი მქონია გამეგო. იმ ღამეს კლუბის საპირფარეშოში გვქონდა სექსი. ისეთი როგორიც მას შეეფერება. შეწინააღმდეგების თავი არ მქონდა. ვერ ვიგებდი რას ვაკეთებდი, მაგრამ ჰარმონიულობის შეგრძნებას არ ვკარგავდი, რომელიც ალბათ ზედმეტი ალკოჰლისგან იყო გამოწვეული. უკვე დილის ოთხი იყო სახლში რომ მივედი. თითქმის 2 საათი მეძინა. მერე მაღვიძარამ დარეკა და აბაზანაში შევედი. კარგად ჩამოვირეცხე გუშინდელი სიბინძურე, მაგრამ მხოლოდ ეს რომ შველოდეს რა უჭირს. სამსახურში ტაქსით წავედი, რადგან პატრულს რომ გავეჩერებინე ჯარიმას ავირტყავდი.
ალექსანდრემ ჩემი მანქანა რომ ვერ დაინახა მაშინვე კაბინეტში შემოვიდა. უძილო, ჩაწითლებული თვალებით დამინახა თუ არა ბრაზნარევი ხმით მკითხა
-დალიე?
-ხო.
-ბევრი?
-რამე მნიშვნელობა აქვს?! -კითხვითვე ვუპასუხე თუმცა რიტორიკული.
-აბა ასეთი სახე რატომ გაქვს ხომ უნდა გავიგო?
-არ მახსოვს ზუსტად რამდენი.-თავი მაღლა აწია და დაიყვირა „ფააქ“.. მერე გავიდა.
კონცენტრირებას სამუშაოზე ვერ ვახდენდი. საშინლად მეძინებოდა. არააფრის გაკეთება არ მინდა. ეს დღე ისე გაიწელა ექვსი საათის მოსვლა უკვე აღარ მჯეროდა.
გასვლისას ალექსანდრე დამხვდა მანქანაზე დაყუდებული.
-მე გაგიყვან სახლში.
-კარგი.- ვუთხარი და მეორე მხარეს კომფორტულად მოვეწყვე.
-ვნერვიულობ შენზე..
-სანერვიულო არაფერი გაქვს.
-თათია, არ ვიცი.
----
სახლში ავედი თუ არა მაშინვე დასაძინებლად წავედი. ძილი მინდოდა და ვერ ვიძინებდი. საშინელი უჰაერობა იყო. მერე ფანჯარა გამოვაღე. რაფაზე დაჯდომა ვერ გავბედე, ჩემი მოუხერხებლობის ამბავი რომ ვიცოდი აუცილებლად გადავყირავდებოდი. ისევ აივანზე გავედი. სიგარეტით ხელში. სამი ღერი მქონდა მოწეული სიგარეტის კოლოფს რომ დავხედე „მწეველები კვდებიან ადრე“ გავიფიქრე
-იშვიათად ვწევ მე არ ვითვლები-მეთქი, მაგრამ ვხვდებოდი რომ ეს იშვიათობა სულ აღარ იყო. უფრო და უფრო მეშინოდა საკუთარი თავის.სავარძელში პლედი მოვიხვიე. გათენებისას სიცივემ გამაღვიძა. ფეხები გაყინული მქონდა. ავდექი თუ არა ცხელი შხაპი მივიღე.
დღეს სამსახურში შეუმჩნეველი ვიყავი სრულიად უკონტქტოდ მივედი და წამოვედი, მაგრამ ნორმალურად ვერ ვიმუშავე გაფანტული ვიყავი. თითოეულ საბუთს ორჯერ მაინც გადავხედე.
საღამოს კიდევ გადავწყვიტე კლუბში წასვლა. ბართან ზურგ შექცევით ვიჯექი და მოჰიტოს ვსვამდი. ვცდილობდი ალკოჰოლი არ მიმეღო. დარბაზის შუაგულში ნაცნობი სილუეტი რომ დავლანდე. ნაცრისფერი თმით. საშნლად გაბრაზებული წავედი მისკენ მაჯაში ჩვავლე ხელი და გვერდით გამოვიყვანე
-გოგო შენ აქ რას აკეთებ ნორმალური ხარ?
-მეეგობართან ერთდ ვარ.-ძლივს გასაგონად თქვა ნატამ
-შენი მეგობარი სადაა?
-აქ ვარ.-ახლა ვიღაც ყოყლოჩნა ბიჭი მოვიდა.
-მერე არასრულწლოვანი რომაა არ იცი?
-ვიცი, მამაჩემის კლუბია.
-გინდა მამაშენს ვუჩივლო მერე?-სრული სერიოზულობით ვეუბნებოდი.
-თათა გაჩერდი, გთხოვ.-ტირილით მითხრა ნატამ და გარეთ გავარდა. მეც გავედი ის პირსინგიანიც აპირებდა გამოსვლას რომ შევუბღვირე
-შენ ვინმემ გითხრა გარეთ გამოდიო?
-როგორ განსხვავდები ნატასგან. საშინლად მკაცრი ხარ, მაგრამ მე მომწონს..
-მეფლირტავები? შენ ქერქში დაეტიე, მანამ მიიღე სათანადო პასუხი.
-მკაცრო...-კიდე რაღაც თქვა, მაგრამ ვერ გავიგე, გარეთ ნატა დამხვდა.
-მანქნაში ჩაჯექი სახლში მივდივართ.
-შენთან დავრჩები, რა.
-სახლში რა მოატყუე?
-ნინისთნ ვრჩები-მეთქი.
-ახლა რომ გაგიგონ ეს ყველაფერი ხომ იცი რა დღეშიც ჩავარდები.
-ვიცი.
-და მთელი ღამე აქ აპირებდი დარჩენას? თუ იმ ყ*ესთან?
-თათა გაჩერდიი..-დამიყვირა
-გამართლება არ აქვს შენ საქციელს.-ვუთხარი და მანქანა დავძარი. ჩემთან დავტოვე. საშინლად ვიყავი გაბრაზებული, მაგრამ დილით ტუმბოზე დადებული გემრიელი საუზმე რომ დამხვდა წერილით ყველაფერი დამავიწყდა.
„თათი მადლობა, ვეცადე ცოტათი მაინც გამომესწორებინა ჩემი შეცდომა და საუზმეს გიტოვ. მომზადებაში დრო რომ არ დაკარგო. მაპატიე „
გული გამითბო, მაგრამ მაინც საშინლად მოიქცა.
სამსახურში მისულს ქალბატონი ნანა ჩემ კაბინეტში დამხვდა.
-გამარჯობა. მგონი არ დამიგვიანია.-უხერხული ღიმილით დავხედე საათს.
-არა, თათია. უბრალოდ რაღაც საქმე მაქვს უნდა დაგელაპარაკო.
-დიახ, გისმენთ.
-მინდა რომ აგენტად იმუშაო. ამ ბოლო დროს რაღაც პროექტები ჩაგივარდა და შენი საქმისადმი სიყვარულის იმედი მაქვს. რა თქმა უნდა მხოლოდ მაშინ გახვალთ ოფისიდან როცა კლიენტი მოვა. ისე ჩვეულებრივ იმუშავებთ.
-ვიმუშავებთ?
-კი, ალექსანდრე და შენ შეგარჩიეთ. საკმაოდ კარგი კომუნიკაციის უნარი აქვს. იმედი მაქვს წინააღმდეგი არ ხარ.
-არა, წინააღმდეგი არ ვარ. მოულოდნელი იყო.
-კარგი მაშინ. რაზეც უნდა იმუშაოთ ალექსანდრე გაგაცნობს. კაბინეტშია შეგიძლია შეხვიდე.
-კარგით.-ვუთხარი და უკმაყოფილოდ გადავატრიალე თვალები. არდა უკმაყოფილებას სულაც არ ვგრძნობდი. ალექსანდრე მომწონდა, მაგრამ ჩემ თავში ჯერ კიდევ გეგა ტრიალებდა. მართალია არაფერს არ ვგრძნობდი გეგას მიმართ არც სიყვარულს არც სიძულვილს, მაგრამ მთელი ჩემი ფიქრები მას მოეცვა. ვერ ვუშებდი ჩემი გონებდიდან. ათ წუთში გავედი ალექსანდრესთნ.. დავაკაკუნე
-მობრძანდით.
-მოვბრძანდი, შენც გეწყინა ხომ?- სერიოზულად შეწუხებული სახე მივიღე.
-რამე მოხდა?
-არ გაგიგია?
-რა უნდა გამეგო? თათა, ნუ მაშინებ!
-ერთად ვიმუშავებთ. ფააქ.
-კარგ ხასიათზე ყოფილხარ შენ. მეგონა ცხვირ ჩამოშვებული შემოხვიდოდი, ან კიდე ნანას დავუწყებდი წუწუნს ჩემთან ერთად რომ არ გემუშავა.
-ეგრეც კი არ მეზიზღები.
-რა ვქნათ ახლა?
-აუ იცი რამდენი სამუშაო მაქვს? POWER POINT-ში მუშაობის ნერვები ნაღდად არ მაქვს.
-არც მე. გუშინდელი საბუთები მოსაწესრიგებელი მაქვს.
-ეს პროექტი როდისთვის უნდა ჩაბარდეს?
-ორშაბათს.
-დღეს პარასკევია. სამსახურის მერე ერთად ვიმუშავოთ ჩემთან.
-ჩემთან ჯობია დაქალი გყავს შენ..
-რას გიშლის ჩემი დაქალი შენ?
-არაფერს. თუ ჩემთნ წამოსვლა არ გინდა მითხარი და სადმე დავსხდეთ სადაც მუშაობას შევძლებთ.
-არა, წამოვალ, მაგრამ ლეპტოპზე ჩემთან უნდა ავიდეთ ჯერ.
-ბაზარი არაა..
სამსახურიდან ერთად გავედით. ჩემ კორპუსთან ვიყავით, მანქანაზე დაყუდებული გეგა რომ დავინახე და ღმილიანი სახე შემეყინა.



№1  offline მოდერი Amalthea

ალექსაააანდრეე :დდდ შეყვარებული ვარ :დდ
დააშორე თათას და მე დამითმე ^^
უფ კარგი ხარ <3
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№2  offline მოდერი -ნინაკა

Yvavi.
ალექსაააანდრეე :დდდ შეყვარებული ვარ :დდ
დააშორე თათას და მე დამითმე ^^
უფ კარგი ხარ <3


უფ, ალექსანდრე მეც კი მინდა wink
მადლიი love love

 


№3 სტუმარი სოფიკო

ამდროს შეიძლებოდა გაჩერება გოგო??დადე მალე თორემ გნახავ ხვალ.

სოფიკო
ამდროს შეიძლებოდა გაჩერება გოგო??დადე მალე თორემ გნახავ ხვალ. :დ <3

 


№4  offline მოდერი -ნინაკა

სოფიკო
ამდროს შეიძლებოდა გაჩერება გოგო??დადე მალე თორემ გნახავ ხვალ.

სოფიკო
ამდროს შეიძლებოდა გაჩერება გოგო??დადე მალე თორემ გნახავ ხვალ. :დ <3


დღეს დავდებ ახალ თავს :დ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent