დაუვიწყარი არდადეგები (თავი 2)
.... ნამდვილად წავიქცეოდი, მაგრამ წელზე მკვრივი ხელები შემეხო. მის მკლავებში აღმოვჩნდი უსუსური, რომ არა ის ალბათ ძირს აღმოვჩნდებოდი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში. ავხედე. ძალიან მაღალი, შავგვრემანი, მწვანე საოცარი თვალები, რომელშიც თითქოს დიდი სევდა იგრძნობოდა .. უცნობმა წაქცევისგან გადამარჩინა და მის ტორებში მომაქცია, ისე ძლიერ მიჭერდა, რომ მთელი ტანით მის სხეულზე ვიყავი აკრული. ჩვენი ბაგეები ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან.. სიმართლე გითხრათ ძალიან მინდოდა მისი დიდი ტუჩები დამეგემოვნებინა.. მეგონა მაკოცებდა კიდევაც.. ვგრძნობდი მის ცხელ სუნთქვას და გული მიჩქარდებოდა ასე ახლოს, რომ იყო ჩემთან, როდესაც გავსწორდი და კაბა ჩამოვიწიე მადლობა უნდა გადამეხადა, მაგრამ ამ დროს გაისმა უცნობის ბოხი ხმა, რომელშიც დიდი დოზით იგრძნობოდა სითბო -- ფრთხილად პატარავ! თორემ მე, რომ არ ვყოფილიყავი ძირს აღმოჩნდებოდი (უცნობი) მისი ხმის გაგონებისას რაღაც საოცრება ვიგრძენი, ის ისეთი სასიამოვნო იყო... -- დიდი მადლობა გადარჩენისთვის! (ანი) ღიმილით მივუგე და იქაურობა დავტოვე. სალაროსთან მივედი, ნაყიდი პროდუქტები და სასმელები ამოვალაგე, მოლარეც ითვლიდა. როდესაც ბარათი გავუწოდე გადასახდელად გოგონამ მითხრა, რომ თანხა უკვე გადახდილი იყო და მანიშნა იმ უცნობზე, რომელიც უკვე მარკეტს ტოვებდა. გაკვირვებულმა გავხედე. ის სწორედ ის იყო, ჩემი გადამრჩენელი. თვალი ჩამიკრა ტუჩის კუთხე საყვარლად ჩატეხა. ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებდი რა მოხდა სანამ მოლარე გოგომ ჩემი პარკები თვალწინ არ ამიფრიალა. სახლში წამოვედი პარკებით დახუნძლული. მისაღები ოთახი ჩემებურად მოვაწყე. ჩავაბნელე პუფები მოვიტანე, ჯამები გავამზადე და ჩავყარე მიწისთხილი, მზესუმზირა, პოპკორნი, ჩიფსი, კრუასანები და სხვადასხვა სასუსნავები. სასმელებიც დავალაგე და მე და ჩემი სასტავისთვის საყვარელი პატარა "ფართი" მზადაა. ელენეს გუგას და ლუკას დავურეკე. ამასობაში ლუკამ შეპირებული ნინის ტელეფონის ნომერი მომწერა და მათ მოსვლამდე ნინის დავურეკე -- ნინ როგორ ხარ? (ანი) -- არამიშავს ანი შენ როგორ ხარ? მაპატიე დღეს ცუდად გამომივიდა კაფიდან ესე გიჟივით გამოქცევა მაგრამ თავი ვეღარ შევიკავე... -- სწორედ ამ თემაზე გირეკავ ნინი რამოხდა? -- მე მეე.. მე უბრალოდ ძალიან პატარა ვიყავი როცა მშობლები დავკარგე და ბებია მზრდიდა. სწორედ ამიტომ ძალიან იმოქმედა გუგას ნათქვამმა დედაჩემზე... მან მართლაც ვერ მასწავლა წესივრად მოქცევაა, მას ხომ არც კი ვიცნობდი კარგად! (ნინი) უკვე აკანკალებული ელაპარაკებოდა ნინი ანის და თან ცრემლები სდიოდა -- ნინი დაწყნარდი ძალიან გთხოვ.. ეს გუგას ბრალი არაა აპატიე რა, მან ხომ უბრალოდ არ იცოდა (ანი) -- ვიცი ანი ვიცი რომ არიცოდა.. გუგაზე არც ვბრაზობ უბრალოდ ჩემ თავზე მეშლება ნერვები, ადრე ასეთი მგრძნობიარე არასდროს არ ვიყავი ... არც ვიცი რატომ იმოქმედა გუგას სიტყვებმა ჩემზე ასე... (ნინი) ანის ამის გაგონებაზე თვალებში ჭინკები აუთამაშდა მიხვდა რომ ნინი გუგას მიმართ არცისეთი გულგრილი არიყო -- ნინიიიიიიიი ჩაიცვი ახლა და გამოგივლი. ჩემთამ ვიკრიბებით ყველანი ფილმს უნდა ვუყუროთ და ძალიან მინდა შენც მოხვიდე. იმედი მაქვს ჩემთან დარჩები (ანი) -- არ ვიცი ანი თავს შეუძლოდ ვგრძნობ.. (ნინი) -- არანაირი მიზეზი არ მიიღება! 15 წუთში მზად იყავი და შენს კორპუსთან ჩამოდი (ანი) -- ოხ ანიი ანიიიიი კარგი. ნინი ძალიან ლამაზია. მწვანე თვალები, ქერა თმები, პატარა აპრეხილი ცხვირი და დიდი, კარგად გამოხატული წითელი ტუჩები. ნამდვილ ფერიას მოგაგონებდათ. განსაკუთრებით კი გოგოსაც კი დააკარგვინებდა ჭკუას მისი მკვრივი ოდნავ დიდი და ლამაზი ფორმის მკერდი. უცბად ჩავიცვი. მაღალწელიანი ჯინსის შარვალი თეთრი კეტები, თეთრი ზედა და სირბილით ჩავირბინე კიბეები. მანქანის გასაღები ავიღე და ნინისთან წავედი. 15 წუთში მასთან გავჩნდი. წამოვიყვანე და ჩვენი მოსვლიდან დაახლოებით 4-5 წუთში ბავშვებიც მოვიდნენ. ნინიმ კარებისკენ სიხარულით გაიხედა, ჯერ ლუკა შემოვიდა და ჩაგვეხუტა შემდეგ ელენე. გუგა კი არ ჩანდა. როგორც ჩანს არაპირებდა მოსვლას და ნინის სახეზე საავდრო ღრუბელმა გადაურბინა. ეს ყოველივე რათქმაუნდა ანის არ გამოპარვია და თვალებით ანიშნა ყველაფერი რიგზეაო. ამდროს კარები გაიღო და პარკებით ხელში გუგა შემოვიდა. მართლაც ძალიან სიმპატიურია. მაღალი ოდნავ მოქერაო თმით და თაფლისფერი თვალებით, სწორი ცხვირით და დიდი წითელი ტუჩებით, რომლის დაგემოვნებაც ალბათ ყველა გოგოს მოუნდება. ნინიმ წამსვე სტყორცნა მომავალ გუგას მზერა. მან კი გაუღიმა და პარკები სამზარეულოში გაიტანა. ნინი და ანი გავიდნენ სამზარეულოში და გუგაც მათ შეყვა. კარებთან აიტუზა და მოფუსფუსე გოგონებს თვალს არ აშორებდა. სასმელები ამოიღეს პარკებიდან, ჭიქები. მერე ანი გავიდა, ხოლო როდესაც ნინი აპირებდა გასვლას გუგა გადაუდგა წინ და საყვარლად გაუღიმა. -- ნინი მისმინე, არმეგონა ჩემი სიტყვები ასე თუ იმოქმედებდა შენზე. თუ რამე არასწორად გითხარი ძალიან გთხოვ მაპატიე და აღარ დაიგრუზო რა თორე ეგეთს რო გხედავ მაგარს მიტეხავ ტოო (გუგა) -- გუგა შენ არაფერ შუაში ხარ შენ არ იცოდი... უბრალოდ არ იცოდი (ნინი) -- რა არ ვიცოდი? (გუგა) -- ..... -- ნინი მიპასუხე რა არვიცოდი?! (გუგა) -- გუგა მეე მეე.. ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მე თვითონაც არ ვიცი როდიდან გავხდი ასეთი მგრძნობიარე.. მაგრამ ის ვიცი რომ შენ არაფერ შუაში ხარ.. უბრალოდ ჩემი მშობლები, რომ გარდაიცვალნენ ძალიან პატარა ვიყავი.. თითქოს ეს ყველაფერი დავივიწყე და შევეგუე მაგრამ შენმა სიტყვებმა ეს ყველაფერი განმიახლა.. თითქოს მეორედ დავკარგე დედაჩემი.. შენ მართალი იყავი.. დედაჩემს არ უსწავლებია ჩემთვის მოქცევა. მას ხომ თითქმის არც კი ვიცნობდი... (ნინი) ნინის ხმაში უდიდესი დარდი იგრძნობოდა. როგორ არ უნდოდა გუგას წინ სისუსტე გამოეჩინა და ეტირა მაგრამ ეს ხომ ჩვენზე არ არის დამოკიდებული! მაინც წამოვიდა ერთი ორი ობოლი ცრემლი გუგა? გუგა კი იდგა და უყურებდა... უბრალოდ უყურებდა... არ იცოდა რა ეთქვა.. თავს ძალიან დამნაშავედ გრძნობდა.. როგორ ნანობდა იმ ყველაფერს რაც უთხრა .. -- ჩემო პატარა ძალიან გთხოვ მაპატიე... ვიცი იდიოტი ვარ!! არ უნდა მეთქვა ასე დაუფიქრებლად მაპატიე ნინი მააპაატიე ძალიან გთხოვ.. უბრალოდ სულ ცოტახანია რაც გიცნობ და უკვე ძალიან ბევრს ნიშნავ ჩემთვის.. (გუგა) -- გუგა.. შენ არაფერი გაქვს საპატიებელი... შენ ხომ უბრალოდ არ იცოდი.. დაივიწყე ძალიან გთხოვ.. (ნინი) გუგა მივიდა და უბრალოდ ჩაეხუტა. იდგნენ დაახლოებით ორი წუთი ასე. ნინიც გაინაბა. საყვარელი მამაკაცის სურნელით აივსო ფილტვები. ესმოდა მისი გულის ცემა და სიამოვნებდა მის დაძარღვულ ტორებში ყოფნა. სწორედ ამ დროს შემოვიდა ანი, თავიდან ძალიან გაუკვირდა, შემდეგ კი უნდოდა ისე დაეტოვებინა სამზარეულო, რომ არცერთს არ დაენახა თუმცა ნინი ანის დანახვისას შეკრთა.. სცადა გუგას მოშორებულიყო თუმცა გუგამ უფრო მოუჭირა ხელები და თავის ტორებში მოაქცია კვლავ. -- გუგააა .. ამოიკნავლა ნინიმ. ახლა გავიჭყლიტები გუგა დაიხარა, ყელში სველი კოცნა დაუტოვა და მომღიმარ ანის გვერდი აუარა ოთახში გასასვლელად. -- ნინიიიი აბა მოყევი სასწრაფოდ -- გოგო გაგიჟდი?! რა უნდა მოვყვე მოსაყოლი არაფერიაააა ნახე ბავშვები გვეძახიან ალბათ ფილმი ჩართეს უკვე -- ოხხხ ნინი იცოდე შემდეგში ვეღარ გადამირჩები როგორც იქნა ოთახში შეიკრიბნენ. ზოგი პუფზე მოკალათდა ზოგიც ძირს და ფილმს უყურეს. შემდეგ ძალიან ბევრი იცეკვეს იმღერეს იმხიარულეს. ერთი ჭიქა დალიეს შემდეგ მეორე მოყვაა, მეორე მესამე .. რამოდენიმე ჭიქაში ელენე, ანი და ნინი უკვე კარგად გამოთვრნენ. ბიჭებმა ცოტა კიდევ დალიეს.. შემდეგ რათმქაუნდა ისარგებლეს იმით რომ ანის დედ-მამა მივლინებაში იყო რამდენიმე კვირით და ანისთან დარჩენა გადაწყვიტეს. ელენე ყველაზე მეტად დათვრა ამიტომ ოთახამდე ლუკამ ააცილა და ეგრევე ჩაეძინა. გვერდზე ოთახში ლუკა დაწვა ... ცოტახანში ანიც ავიდა თავის ოთახში .. გუგაც შევიდა ლუკასთან.ნინი კი სანამ თავის ოთახში ავიდოდა მანამდე აივანზე გავიდა და ულამაზესი ხედის ყურებით დატკბა.. სწორედ ამ დროს იგრძნო უკნიდან მწველი მზერა, თუმცა არ მიუხედავს. კარგად იცოდა ვინც იყო.. აშკარა იყო , რომ ყველგან გუგას სურნელი, საოცარი სურნელი ტრიალებდა. ამ დროს ცხელი სუნთქვა იგრძნო ყელში და დაძარღვული, მისთვის უკვე ნაცნობი ტორები გუგამ წელზე შემოაჭდო, შემდეგ თავისკენ მიიბრუნა ნინი . -- მაგიჟებ პატარავ (გუგა) -- გუგაა გთხოოვ არ გინდა (ნინი) -- კი კი ნინი. შენ ვერ გადაწყვიტავ მე რა მინდა და რა არა სწორედ ამ დროს ნელა შეეხო გუგას ტუჩები ნინის ბაგეებს, კოცნიდა ნაზად ვნებიანად, ნინიც გადაეშვა ვნებების სამყაროში.. არ უნდოდა ეს ყოველივე დასრულებულიყო, იგი ხომ გიჟდებოდა გუგაზე.. მაშინღა შეწყვიტეს კოცნა როდესაც ჰაერის უკმარისობა იგრძვნეს.. ნინი დაუსხლტა გუგას ხელებიდან და კიბეებზე აირბინა. თავის ოთახში შევიდა. პისახოცი გამოიღო და გეზი აბაზანისკენ აიღო. ვანა ცხელი წყლით აავსო და შიგ ჩაწვა. ეს ხომ ყველაზე კარგი საშუალებაა მოიხსნა ყოველგვარი სტრესი და დაივიწყო ყველა პრობლემა რაც ირგვლივაა. გადაეშვა ოცნებების სამყაროში.. ვერც გაიგო ნინიმ როგორ ჩაეძინა. სადღაც ორი საათი გავიდა. წყალი ყინულივით გაცივდა. ამ დროს გუგა შევიდა ნინის ოთახში.. იქ რომ არ დახვდა შემდეგ აბაზანაში დაუკაკუნა თუმცა პასუხი რომ ვერ მიიღო და კარიც ჩაკეტილი დახვდა ცოტა არ იყოს შეეშინდა. ძალით გააღო კარები და აბაზანაში ჩაწვენილი მძინარე ნინი დაინახა. ტუჩები სულ გალურჯვოდა და კანკალებდა. წყალში ხელი ჩაყო გუგამ და ყინულივით ცივი, რომ იყო ელდა ეცა. უცებ სტაცა ხელი იქიდან ამოიყვანა. ამ დროს გაეღვიძა. წარმოიდგინეთ სრულიად შიშველი იყო გუგას მკლავებში.. მაგრამ ახლა ამაზე ნაკლებად ფიქრობდა.. ძალიან სციოდა და გუგას ძლიერ ეკვროდა. -- გუგა თვალებში მიყურე გთხოვ (ნინი) მუდარა იგრძნობოდა მის ხმაში -- რათქმაუნდა პატარავ. მაინც რაზე ფიქრობდი იქ რომ იძინებდი?! (გუგა) -- მე.. მეე უბრალოდ ძალიან მთვრალი ვიყავი.. (ნინი) -- ოხხ ნინი ნიინი (გუგა) გუგამ ნინი საწოლზე დაააწვინა და ოთახიდან გავიდა, რომ ნინის ჩაეცვა. ნინიმ შეძლებისდაგვარად გაიმშრადა და პირსახოც მოხვეული ანის ოთახში შევიდა. ისე ეძინა რომ მის გაღვიძებას აზრი არ ჰქონდა. მისი უჯრიდან შეარჩია ახალი, ერთმანეთის შესაფერისი ტრუსი და ბიუსტჰალტერი. ჩაიცვა. შემდეგ თავის ოთახში დაბრუნდა და კვლავ გაყინული საწოლში შეწვა. რამოდენიმე წუთში გუგა შემოვიდა. არადა ნინის ეგონა, რომ უკვე ეძინებოდა ლუკას ოთახში და ამიტომაც თავისუფლად იწვა და დაძინებას აპირებდა. სწორედ ამ დროს გუგას სურნელმა მოიცვა ირგვლივ ყოველივე და კვლავ გაისმა უკვე ნაცნობი მამაკაცის ბარიტონი -- პატარავ ჩემს გარეშე აპირებდი დაძინებას? (გუგა) -- შენ რაა შენი ოთახი არ გაქვს?! (ნინი) -- კი რათქმაუნდა მაქვს (გუგა) გუგა ნინის ლოგინში დაწვა და მისი დაძარღვული ტორები კვლავ ძლიერად შემოაჭდო წელზე. საცვლების ამარა მყოფ გოგონას ჟრუანტელმა დაუარა. ოო როგორ სიამოვნებდა მისთვის საყვარელი მამაკაცის ხელები რომელიც მის ზურგზე თარეშობდნენ უმისამართოდ. ნინი გუგასგან ზურგით იწვა. გუგა კი ზურგიდან ეკვროდა ნახევრად შიშველ და გათოშილ ნინის. რომელსაც ყელში ეცემოდა ცხელი, და ამავდროულად ვნებიანი სუნთქვა. რამოდენიმე წუთი იყვნენ ასე. ჩუმათ. უბრალოდ ეკვროდნენ საყვარელი ადამიანები სხეულით ერთმანეთს. რამდენიმე წუთის შემდეგ, ნინის ეგონა, რომ მთვრალ გუგას ადვილად ჩაეძინებოდა, მისკენ გადაბრუნდა და ხელებით ჯერ სახის უსიმპატიურესი ფიგურა შემოხაზა. შემდეგ ტანზე ჩაუსრიალა უმისამართოდ ხელი და ბოლოს მის პრესზე შეჩერდა. -- ნუ ცელქობ პატარავ თორემ ვერ გადამირჩები (გუგა) -- მეე.. მეე მეგონა რომ გეძინა.. (ნინი) ნინის საყვარლად აეფაკლა წითლად ლოყები ტუჩები გამობუშტა. -- მორჩაააა ეს უკვე მეტისმეტია მეტს მართლა ვეღარ მოვითმენ (გუგა) ამის თქმა უყო და გუგა ზევიდან მოექცა ნინის და მის ბაგეებს ველურივით დააცხრა. ვნებიანად კოცნიდა თან კბენდა. ნინი როდესაც რამის თქმას დააპირებდა მაშინვე მის ტუჩებს წაწვდებოდა და ნინიც ვეღარაფერს ამბობდა. ორივე გადაეჭვა ვნების მორევში და დაცურავდნენ ასე უსასრულოთ, ნინიმ ხელები კისერზე შემოხვია. გუგამ კი ჯერ მკერდზე გადაინაცვლა მერე კი ნელნელა ჩავიდა ქვემოთ.. ჯერ მუცელზე კოცნიდა. აგიჟებდა ეს სასიამოვნო სურნელი. რამოდენიმეჯერ ნინიმ სიამოვნებისგან დაიკვნესა რამაც გუგა უფრომეტად გაათამამა და ფეხებშუა მოექცა.. უკვე ღრმად შეტოპავდა... მაგრამ ნინიმ მუდარით შესთხოვა.. -- გუგაა ძალიან გთხოოვ.. მთვრალი ხარ და თავს ვერ აკონტროლებ. გთხოვ გაჩერდი (ნინი) -- პატარავ უბრალოდ ძალიან მიზიდავ (გუგა) -- ვიცი გუგა ვიცი, მაგრამ არმინდა რომ ძალიან შევტოპოთ (ნინი) ნინის ხმაში უკვე მუდარა იგრძნობოდა.. გუგაც გვერდზე დაწვა. თავისი ბოხი ხმით ჩასჩურჩულა რომ არასდროს არაფერს არ დაუშავებს ნინის. ნინიც მის ტორებში მოექცა. კიდევ ერთხელ ვნებიანად აკოცა და გადაეშვა საყვარელ მამაკაცთან ერთად მორფეოსის სამყაროში ... ვინც კითხულობთ და მოგწონთ დააკომენტარეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.