შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალაქელი პრინცესა (4 თავი)


4-05-2016, 16:22
ავტორი niako crazy
ნანახია 2 174

-თაია მიპასუხე-თავს ძლივს იკავებდა რომ არ ეყვირა
-ის რომ, იმ დღეს შენ ყველაფერი გააფუჭე, ყველაფერი შენი ბრალი იყო. მაგრამ ეს ჩემი ბრალიცაა. შენთვის ამის უფლება არ უნდა მომეცა. ყველაზე მეტად კი შენმა ბოლო საქციელმა დაგვაზარალა. გახსოვს რა გააკეთე?
-რატომ არ თქვი, ასე ხომ ამ ტყვეობას თავს დააღწევდი. შენთვის არ უნდა -საუბარი ტელეფონის ხმამ შეაწყვეტინა.
-მე ტაქსით წავალ-ჩუმად ჩავილაპარაკე და მანქანიდან გადმოვედი.
სახლში რომ მივედი ცოტა გონს ვიყავი მოსული. ეს საქციელი მღუპავს. ძალიან ფეთქებადი ხასითი მაქვს. მერე ამას ყოველთვის ვნანობ, მაგრამ დროის უკან დაბრუნება აღარ შეიძლება. თუმცა არ მივიჩნევ რომ ბექას უსაფუძვლოდ ვეჩხუბე. მიუხედავად იმისა რომ გავბრაზდი, არ მწყენია რომ დედამ ბარათები დამიბლოკა. გული იმან დამწყვიტა რომ ბექამ იცოდა ეს და მე არა. ბავშვობიდან თუ სადმე მივდიოდი დედა ჩემს თავს ყოველთვის ბექას აბარებდა, თითქოს მე არ შემეძლო ჩემი თავისთვის მიმეხედა. ყველგან ძიძასავით დამყვებოდა. როცა სადმე წასვლა არ მინდოდა და უარს ვამბობდი, საკმარისი იყო ბექას ეთქვა რომ ჩემთვის იქ წასვლა საჭირო იყო რომ იმ წუთშივე იქ ამოვყოფდი თავს. იმაზე არასდროს მიფიქრია რომ დედას ბექა ჩემზე მეტად უყვარდა. ეს სისულელე იყო. მე და ნათიას, ბექას დედასაც შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. ისიც დედასავით მიმაჩნდა, მიუხედავად იმისა რომ ჩემზე მხოლოდ ცამეტი წლითაა უფროსი. ვერ ვიტყვი რომ ბექას ბავშვობიდან ვიცნობ, მაგრამ ის ყოველთვის იყო ჩემს კარგ მოგონებებში, ნინოს გამო. ნინო ბექას უფროსი დაა, უფროსწორად ნახევარდა. მაგრამ ერთმანეთთან ყოველთვის საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდათ. ნინოს საზღვარგარეთ უნდოდა სწავლა, მაგრამ მარტო ვერ გაუშვებდნენ. მთელი ოჯახი ინგლისში გადასახლდა. ახლა კი ცხრა წლის შემდეგ ისევ უკან დაბრუნდნენ, და თავიანთ ძველს სახლს დაუბრუნდნენ, ჩვენს მეზობლად.
როგორც ადრე ბექამ ისევ შეითავისა ჩემი ძიძის როლი ჩვენი უნივერსიტეტის პირველი კუსის დასრულების,მეორე დღეს, როდესაც კლასელები პატარა ვახშამს ვაწყობდით. არვიცი ბექას რა დაემართა, მაგრამ იმ დღეს რომ გამომგეცხადა, მივხვდი საღ გონებაზე არ იყო. გვიან მივხვდი ნარკოტიკები რომ ჰქონდა მიღებული. მთელი დღე უკან დამსდევდა, ვერაფრით ვერ მოვიშრე. ვეჩხუბე, ვუყვირე, მაგრამ ვერაფერი გავაწყვე. მერე ჩემი კოცნაც სცადა, ამის გამო სილაც დაიმსახურა ჩემგან. მეორე დღეს დირექტორის კაბინეტში ამოვყავით ორივემ თავი. მეგონა ბექას არაფერი ახსოვდა. დირექტორისთვის არაფერი მითქვამს ნარკოტიკის შესახებ. ბოლოს ყველაფერი იმით დასრულდა რომ მე და ბექას მთელი თვე ერთად უნდა გაგვეტარებინა და ერთმანეთს უნდა შევჩვეოდით, თორემ ორივე დავტოვებდით უნივერსიტეტს.ამიტომ ამოვყავი ამ სოფელში თავი, თუმცა დღემდე არ ვიცი ვინ აარჩია ეს ადგილი.
კარზე დააკაკუნეს. ბექა მეგონა მაგრამ შევცდი, კატო აღმოჩნდა. გამიკვირდა მისი დანახვა. სახლში შემოვუშვი და ორივენი მდივანზე დავსხედით.
-ვიფიქრე სახლში მარტო მოიწყენდი და ცოტა ხნით გადმოვედი. იმედია ხელს არ შეგიშლი-მითხრა მორიდებულად.
-არა, რას ამობობ. პირიქით გამიხარდა, აქ მართლა ძალიან ცოტა ახალგაზრდაა და გამიმართლა შენ რომ ჩემს გვერდით ცხოვრობ-გუნება გამომიკეთდა. უცებ დავსახე გეგმა თუ როგორ შეიძლებოდა კატოსთან ერთად მთელი თვის მხიარულად გატარება.
-მაპატიე ამას რომ გეკითხები მაგრამ კარგად არ გამოიყურები, ცუდად ხომ არ ხარ?-მკითხა, თან ამათვალიერა.
-არა, ცოტა უხასიათოდ ვარ ისე არაფერი მიჭირს.
-როგორც ჩანს ტელევიზორი არ მუშაობს-მიმანიშნა ხელით გათიშლ ტელევიზორზე, რომელიც ბექამ ჩამოიტანა.
-ელექტროობაა მოსაწესრიგებელი, ბექა წავიდა რომ ხელოსანი მოიყვანოს.
-მანამდე ჩემთან წავიდეთ, ფილმს ვუყუროთ, თუ რათქმაუნდა დაკავებული არ ხარ?-შემომთავაზა კატომ.
-არა, რას ამბობ, სულაც არ ვარ დაკავებული.
ფილმი კატომ აარჩია, რაღაც საშინელებათა ჟანრი იყო. ფილმს ვუყურებდით, თან დროდადრო ვსაუბრობდით. კატო კარგი ოგო იყო. ხალისიანი, ლამაზი, ჭკვიანი. მიუხედავად იმისა რომ დროს კარგად ვატარებდი მასთნ, მაინც რაღაცნაირი უსიამოვნო შეგრძნება მქონდა.
-ალბათ აქ ცხოვრება გიჭირს?-შეწუხებული სახით მკითხა. მაგრამ მე სრულიად საპირისპირო ვიგრძენი. თუმცა ალბათ ვცდები. კატოს ცუდი რატომ უნდა უნდოდეს ჩემთვის.
მშვენივრად ვსაუბრობდით, როცა ლაპარაკი კარზე კაკუნმა გაგვაწყვეტინა. წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება როცა ბექა დავინახე. კატოს თავაზიანად მიესალმა და ჩემსკენ წამოვიდა.
-დიდი ხანია გირეკავ, მაგრამ არ მიპასუხე. გვიანია, დროა სახლში წავიდეთ.
კატოს დავემშვიდობე და სახლისკენ წავედი.
-რატომ არ მპასუხობდი?
-ტელეფონი დასატენი მაქვს.
-შეგეძლო წერილი დაგეტოვებინა-მაინც არ წყვეტდა თავისას.
-მართლა? იქნებ ფოსტაც გამომეგზავნა რომ არ გენერვიულა.
-არ არის ცუდი აზრი-საჭმელი მოგიმზადე და გაცივდება თუ სწრაფად არ მიხვალ სახლში.
მაინც გამეცინა. როცა რაღაცაზე ვუბრაზდებოდი ხოლმე სულ ასე იქცეოდა. მახსოვს ერთი პატარა ჩხუბის შემდეგ, ცხრა წლისამ რაღაც საჭმელი მომიმზადა და კინაღამ ორივენი მოვიწამლეთ.
***********
-ადექი და ბარგი ჩაალაგე, მივდივართ-მესმის მეორე დილით ბექას ხმა



№1 სტუმარი მიკა

ნეტა,რომელ უნივერსიტეტში გადაწყდა ეგეთი რაღაც?:დდ

 


№2  offline წევრი mimimimo

ჩემსკენ - არა, ჩემკენ.
რათქმაუნდა - არა, რა თქმა უნდა.

უნივერსიტეტში ეგეთი რამე მოხდა?
ცოტა ავირიე.

სად მიჰყავს ბექას?

გააგრძელე, წარმატებები!

 


№3  offline მოდერი niako crazy

mimimimo
ჩემსკენ - არა, ჩემკენ.
რათქმაუნდა - არა, რა თქმა უნდა.

უნივერსიტეტში ეგეთი რამე მოხდა?
ცოტა ავირიე.

სად მიჰყავს ბექას?

გააგრძელე, წარმატებები!


მადლობა, გავითვალისწინებ შეცდომებს. ბექას განსაკუთრებულ ადგილას ნამდვილად არ მიჰყავს თაია. დანარჩენს შემდეგ თავში გაიგებ

 


№4  offline მოდერი bibo

Au ra kargoba iyoo :3 :3 shokoladooo marwyvoooooo au beqa da taia ra kargebi arian momwons imedia es wyvili ahedgebaaaa sauketesooo xar marwyvooo aluchaavvvv geliii male dade raaa marwyvusiii

 


№5  offline წევრი isterichka123

Haha kaoa gahrdzele

 


№6  offline აქტიური მკითხველი aanamaria

რაგაცნაირად ავირიე არ არის კარგად აგწერილი რაღაცეები

 


№7  offline მოდერი niako crazy

bibo
Au ra kargoba iyoo :3 :3 shokoladooo marwyvoooooo au beqa da taia ra kargebi arian momwons imedia es wyvili ahedgebaaaa sauketesooo xar marwyvooo aluchaavvvv geliii male dade raaa marwyvusiii


დიდი მადლობა ბიბო, შევეცდები მალე დავდო

aanamaria
რაგაცნაირად ავირიე არ არის კარგად აგწერილი რაღაცეები


ხო, შემდეგ თავში უფრო გასაგები გახდება ყველაფერი

isterichka123
Haha kaoa gahrdzele


მადლობა

 


№8  offline წევრი hermi

ველოდები შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent