ბედისწერის ძალა(თავი 7)
უკვე მეათე დღეა რაც სიცხიანი ვწევარ სახლში და იმდენ ფილმს ვუყურე, რომ უკვე სათვალავი ამერია.გარეთ გასვლა და სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა მინდა, მაგრამ არ შემიძლია. თათა რამდენჯერმე იყო ჩემთან ამოსული. დღესაც უნდა ამოვიდეს ნამცხვრებით ხელდამშვენებული. -სად ხარ ამდენხანს, აბა დილიდან შენთან ვარო? ვკითხე მას შემდეგ რაც დედამ სახლში შემოიპატიჟა. -შენ სულ უკმაყოფილო როგორ უნდა იყო.მეუბნება და შუბლზე მკოცნის. -წავედი მე და დამირეკე თუ სიცხემ აგიწია. მეუბნება სწრაფად დედაჩემი და კარს აღებს.ჩვენც ვემშვიდობებით და მერე ცოტახანს სიჩუმეში ვზივართ. -თათა ლიკასთან და დანარჩენებთან არ ვთქვი, მაგრამ მინდა რომ შენ გითხრა, რადგან გენდობი და იმედია რომ არ ვინანებ.ვთქვი ბოლოს და ბოლოს და თათას შევხედე რომელიც ჩემი ბავშვობის სურათს მისჩერებოდა კედელზე. -რა ბუთხუზა ყოფილხარ ბავშვობაში. მითხრა და გამომხედა. გამეცინა მის ნათქვამზე. -ხო, მოსვენება არ მქონდა.ყველა ჩემს ლოყებს ჩქმეტდა. ვთქვი და ფიქრებში გადავვარდი.საერთოდ გადამავიწყდა რის თქმას ვაპირებდი თათასთვის.წარსულის გახსენებაზე ყოველთვის ცუდ ხასიათზე ვდგები.მოწოლილი სევდა და გაბრაზება ერთმანეთში ირევა და გამოდის რაღაც უსიამოვნო გრძნობა. -ან, არასდროს მკითხავს შენთვის, მაგრამ… -მამაჩემზე? გავუადვილე სათქმელი. თათა უხერხულად შეიშმუშნა. -არ ვიცნობ იმ კაცს, ცხოვრებაში თვალით არ მინახავს.გაკვირვებული სახით მომაშტერდა და ჩემს გვერძე გადმოჯდა. -იცი, რაა უკეთესიც კია. გამიღიმა მან და ხელი გადამხვია.-მამაჩემი სულ ნერვებს მიშლის. ყველგან წასვლას მიკრძალავს . თქვა ბუზღუნით და თმაზე მომეფერა. -არა, მე არ ვწუწუნებ. ძაან კარგი თუ არ ვიცნობ, იქნებ ისეთი ადამიანია რომლის გაცნობა ყველანაირ კარგ წარმოდგენას წამიშლიდა. თანაც მე და დედა კარგად ვართ მის გარეშე და სხვანაირად ჩვენი ცხოვრება ვერც წარმომიდგენია.ვუთხარი უემოციოდ და კედელზე ერთ წერტილს მივაშტერდი. -ხო, ყველაფერი შეჩვევაა. ადამიანი ციხესაც კი ეჩვევა, ასე რომ როგორც არ უნდა იყოს კარგია რომ მოგწონს შენი ყოფა.თვალი გამიშტერდა სანამ თათა ლაპარაკობდა.რა უცნაურია, არც მახსოვს ამ თემაზე ბოლოს ვინმესთან როდის ვისაუბრე.ეს თემა საერთოდ არ არსებობს არც გონებაში და არც გულში. რაღაც უცნაურმა ემოციამ დამიარა მთელ სხეულში,და მაინც ალბათ უარს არ ვიტყოდი დამენახა.უბრალოდ სახეზე მაინც ხომ უნდა ვიცოდე ვინ არის მამაჩემი.თუმცა ალბათ არასდროს ვაპატიებ ჩემს მიტოვებას.ცოლს ვინ არ შორდება,მაგრამ ამასთან ერთად შვილის დავიწყება სულ სხვა თემაა.თუმცა ყველა მშობელი მშობლის მოვალეობებს არ ასრულებს.საერთოდ ვერ ვხვდები ზოგ-ზოგიერთებს შვილი რატომ უჩნდებათ,როცა სულაც არ ჭირდებათ ისინი.თუმცა რაც უფრო დრო გადის,მით უფრო ვრწმუნდები ის სიტყვების სიმართლეში რომ ცხოვრება მართლაც რომ უსამართლოა.არ მახსოვს რაზე საუბრობდა თათა შემდეგი რამდენიმე წუთის განმავლობაში,რადგან წამლებმა იმოქმედეს და თანდათან ღრმა ძილში გადავეშვი.ძალიან მეზარებოდა თვალების გახელა,როცა დედაჩემი მანჯღრევდა მაგრამ ბოლოს მაინც გავახილე.ირგვლივ რომ მიმოვიხედე თავი ცუდ სიზმარში მეგონა,თუმცა თვალების რამდენჯერმე დახამხამების შემდეგ მივხვდი რომ ეს რეალობა იყო და მე მართლაც ვიწექი საავადმყოფოს პალატაში.კედელზე ჩამოკიდებულ საათს გავხედე,რომელიც მიჩვენებდა საღამოს 6 საათს.ღმერთო,რამდენ ხანს მეძინა. -დედა აქ რა მინდა?შევეკითხე რესპირატორიან დედაჩემს,რომელიც ძლივს იკავებდა თვალზე მოწოლილ ცრემლებს. -თათა სად არის?აქ როდის მომიყვანეთ?რა მოხდა?პასუხგაუცემელ კითხვებზე მეთვითონ ვცდილობდი გამეცა პასუხები,მაგრამ თავს არც ისე ჭკვიანად ვრძნობდი. -არაფერი სერიოზული.ცუდად გახდი და მაღალი ტემპერატურის გამო აქ გადმოგიყვანეთ.მითხრა მისთვის არადამახასიათებელი ნერვიულობით და უცხო ხმით.რაღაც ძალაინ არ მომეწონა მის გამოხედვაში,მაგრამ არ შევიმჩნიე.ვიფიქრე რომ უბრალოდ ძალიან ინერვიულა,ბოლოს და ბოლოს პირველად ვწევარ საავადმყოფოში და იმედია ბოლოჯერ.ხელის კანკალით შემეხო და შუბლზე მაკოცა.ჩვენშორის ჩამოწოლილი დუმილი პალატაში ახლად შემოსულმა ექთანმა დაარღვია. -ექიმო,პერიფერიული სისხლის ნაცხი და ბაზალური ბიოქიმიური ტესტის გაკეთება გვჭირდება.თქვა ახალგაზრდა,შავგრემანმა გოგონამ და რაღაც დაბნეულად გამომხედა. -კარგი,ავიღოთ ანალიზები.თვალები გაკვირვებულმა დავახამხამე როცა ხელიდან რაღაც შნურები მომხსნეს და ვენაზე სპირტიანი ბამბა წამისვა ექთანმა.რატომღაც მეგონა რომ სხვა პაციენტზე საუბრობდნენ.ტკივილისგან სახე დამემანჭა,თუმცა ხმა არ ამომიღია,როცა ანალიზები ამიღეს,სწრაფი ნაბიჯით გავიდნენ პალატიდან.მე უსაქმურად ავხედე თეთრ ჭერს და ჩემი საყვარელი მელოდიია წავიღიღინე.წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი.იქედან გადავიხედე გამახსენდა რომ მალე სკოლა დაიწყებოდა.არა რაც შეიძლება მალე უნდა გამოვკეთდე.არ მინდა სკოლის გაცდენა.ფიქრებში ისე ვიყავი გართული,რომ ვერ შევამჩნიე როდის შემოვიდა პალატაში თათა.დედაჩემისგან განსხვავებით თათას მხიარული გამომეტყველება ქონდა და მისი დადებითი ხასიათი მაშინვე გადამედო.ცოტახანი ვისაუბრეთ სანამ დედაჩემი შემოვიდოდა პალატაში. მეორე დღეს იმედი მქონდა რომ სახლში გამწერდნენ,თუმცა სამწუხაროდ კიდევ ერთი დღე დავრჩი და მესამე დღეს უკვე სერიოზულად დავიგრუზე.თანაც ვერ ვგრძნობ რომ გრიპი მაქვს,არც ვახველებ და არც სურდო მაქვს.რა საჭირო იყო ამდენ ხანს აქ დარჩენა ვერ ვხვდებოდი.დედაც რაღაც უცნაურად მექცეოდა,მგონი აქ მუშაობა ძალიან სტრესავს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.